“ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას“, – სალომე ზურაბიშვილი

უკრაინაში მომხდარ თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. „აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევას. მე შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას“, -წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, რომ, დღეს, დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმებით 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 4 სამხედრო კი მძიმედ დაშავდა. ამ ეტაპისთვის,  საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილია.

მეტი...

“საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი” – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობა ფიქრობს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება სამართლიანი გადაწყვეტილება იყო. მათივე თქმით, შოთაძის ღირსეულმა ქმედებებმა უმრავლესობას მისცა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირათ ირაკლი შოთაძის კანდიდატურისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს შოთაძის სახით ეყოლება ღირსეული პროკურორი. “როგორც კი კითხვები გაჩნდა პროკურატურასთან დაკავშირებით მაშინვე დატოვა შოთაძემ თანამდებობა. ეს კიდევ დამატებითი მოტივაციაა ნებისმიერი წევრისათვის უმრავლესობაში, რომ მისთვის დღეს მხარი დაეჭირათ. საქართველოს 6 წლის განმავლობაში ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით პარლამენტის 82 წევრის მხარდაჭერით დაამტკიცეს.

მეტი...

თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა

დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. თბილისის ბიუჯეტი 217 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში მილიარდ 239 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულოს უმრავლესობის წევრების თქმით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი ძველი, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება. ამასთან, აღინიშნა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. საკრებულოს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.

მეტი...

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა. ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო, ხოლო შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.

მეტი...

პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო

საქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ვალერი გელაშვილის უფლებამოსილების საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. მას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანის ადგილს იკავებს.

მეტი...

“ეს პროცესი უფრო დააზიანებს ნდობას პროკურატურის მიმართ” – ომბუდსმენი გენერალური პროკურორის დანიშვნაზე

გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრას, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა. მისი თქმით, გენერალური პროკურორის არჩევნების პროცესმა საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო მეტად გააქარწყლა. “იმ ვითარებაში, როდესაც ამდენი კითხვა არსებობს პროკურატურის ეფექტურობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გენერალური პროკურორის შერჩევისას, ყოფილიყო მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, თუმცა სამწუხაროდ მე, არ ვფიქრობ, რომ პროცესი როგორც წარიმართა, ბადებს საზოგადოებაში ნდობას. ეს პროცესი კიდევ უფრო დააზიანებს საზოგადოების ნდობას პროკურატურის მიმართ,”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე განხილვა აღარ მოხდება და მხოლოდ კენჭისყრა ჩატარდება.

მეტი...

“მმართველი პარტია მზადაა მოლაპარაკება ცალკეულ პარტიებთან დაიწყოს” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პარტია მზადაა მოლაპარაკება ცალკეულ პარტიებთან დაიწყოს. “ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ოპოზიციურ პარტიებს. არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთ შეხვედრაზე იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მზად ვართ, სხვადასხვა, ცალკეულ პარტიებს ცალკე შევხვდეთ, ვიმსჯელოთ საარჩევნო სისტემაზე. ამ ყველაფრის განხილვა უნდა მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიას, რომ მმართველი გუნდი მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ,” – განაცხადა კახა კალაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისგან კომპრომისული წინადადების შეთავაზებას დღემდე ელოდება.  “დღემდე ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ კომპრომისულ წინადადებას, რასაც, ასევე…

მეტი...

ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის ფორმატში დაბრუნებას არ აპირებს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებას, პროცესებმა ქუჩიდან სამუშაო ფორმატში გადაინაცვლოს, მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა პოლიტიკური რეპრესიები შეწყდება.  “თუ სურვილი ჰქონდათ, გონივრული კომპრომისის, უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური რეპრესიები და პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ. მათ გადადგეს ეს ნაბიჯები. რეპრესიებს იმიტომ მიმართეს, რომ ნორმალურობისკენ ნაბიჯის გადადგმის ეშინია ივანიშვილს იმიტომ, რომ აქვს იმის ბრიყვული ილუზია, რომ არანორმალურ ვითარებაში შეინარჩუნებს ძალაუფლებას. თუ გონს მოეგება, რისი ნიშნებიც ახლა არ არის, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და ჩვენ ვითარების განმუხტვისთვის მოწადინებულები ვართ,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ. პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა თავად თქვა…

მეტი...

“სიმართლე ის არის, რომ დაპირება, რომელიც საზოგადოებას 2017 წელს მივეცით, 2018 წელს შევასრულეთ” – არჩილ თალაკვაძე

“სიმართლე ის არის, რომ დაპირება, რომელიც საზოგადოებას 2017 წელს მივეცით, 2018 წელს შევასრულეთ და კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა 2024 წელს მოხდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის დამოკიდებულებას დესტრუქციული უწოდა. მან სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ 2020 წლისთვის ამ ცვლილების გადმოწევა ვერ მოხდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მათი შეთავაზება – 100/50-ზე კონსტრუქციულია და იმედი გამოთქვა, საბოლოოდ შეთანხმება შესაძლებელი იქნება. „ვხედავთ ოპონენტების სუბიექტურ და ზოგჯერ დესტრუქციულ დამოკიდებულებას არჩევნებთან დაკავშირებით. სიმართლე კი ის არის, რომ დაპირება, რომელიც საზოგადოებას 2017 წელს მივეცით,…

მეტი...

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვა” – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში,” – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მანვე ოპოზიცია ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. “დღევანდელ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელ პირებთანაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით. დღეს კი მწვავე მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ, თუ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, ქვეყანას არევენ. დაუკვირდით, ეს არის მათი გზავნილი და ორმაგი სტანდარტი. მიუხედავად…

მეტი...

“ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს” – რომან კაკულია

“ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  კაკულიამ მოსახლეობას არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა. “ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ იმაზე საუბარი, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი. მე ჩემი შვილების სახელით პირობა შემიძლია დავდო, რომ აქ რა ჰიმნიც ისმოდა და რა შინაარსიც მაგაში იდო, ამას პერსპექტივა ამ ქვეყანაში არ აქვს. ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ხვალვე დავნიშნავდი არჩევნებს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი და გაარკვიოს, ვინ საით მიდის. ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ერთხელ და…

მეტი...

“ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი სასოწარკვეთილი დიასახლისები არიან” – ირაკლი კობახიძე

“ელენე ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციას რუსეთის უკანასკნელი მოჰიკანები უწოდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ისინი არიან საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი კი სასოწარკვეთილი დიასახლისები არიან, რომლებსაც გუშინდელი დღის შემდეგ რაღაც უნდა მოეფიქრებინათ,” – განაცხადა კობახიძემ, მანვე ელენე ხოშტარიას რუსეთში მიღებულ განათლებაზე გააკეთა აქცენტი. “ხოშტარია დიპლომით არის რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი, მან განათლება რუსეთში მიიღო. ყველას კარგად ახსოვს რა სამსახური გაუწია “ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსეთს”, – აღნიშნა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის…

მეტი...

“საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას დარბაზში” – რატი იონათამიშვილი

“ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა”, – ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვას. „საქართველოს მტრის გარდა, არავინ იკადრებს ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერებას პარლამენტის იმ დარბაზში, სადაც 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს არ არის პროტესტის ფორმა, ეს არის ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა“, – წერს ფრაქციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომა

მეტი...

“ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემასაც შეეხო. თალაკვაძის განცხადებით, საქართველო დღეს, ისევე როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, იმყოფება რთული გამოწვევების წინაშე. „ჩვენი პასუხი არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს ყველაფერი დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის, მომავლის არ არსებობის წინაშე და ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი სამწუხაროდ, საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს. ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ…

მეტი...

პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი  აჟღერდა

ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს. საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტმა დარბაზიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში საბჭოთა კავშირია და პროტესტის მსგავსი ფორმაც ამის გამოხატულებაა. “ის, რომ საკმაოდ მწვავე წერილები მოდის კონგრესმენებისგან, გამოხატულებაა ზოგადად იმის, რაც ქვეყანაში ხდება. ქვეყანა ემსგავსება საბჭოთა კავშირს, ჰიმნის ჩართვაც სწორედ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა. „ევროპული საქართველოს ერთ – ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია კი პერმანენტულ აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მშვიდ რეჟიმში მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. “რაც ხდება პარლამენტში ვნახეთ ეს…

მეტი...

“ჩვენი პრიორიტეტი იქნება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშის წარდგენაზე 2020 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, მთავარი ყურადღება დაეთმობა აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებებს. ” პარლამენტი მუშაობს 2020 წლის პრიორიტეტებზე, რომელსაც უახლოეს მომავალში კომიტეტებში, კონსულტაციების შემდეგ, ჩვენს საზოგადოებას წარვუდგენთ. მათ შორის განიხილება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებს და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან; შეზღუდავს თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებს და მათ ოჯახებს დაეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში”, – განაცხადა თალაკვაძემ. ამ წუთებში, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშს წარადგე

მეტი...

“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი” – გიორგი გახარია

“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი” – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე. გახარიას საკანონმდებლო ორგანოში მისვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია. პრემიერმა გენერალური პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. “ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი, რომელსაც ხშირად შეუძლია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება”, – განაცხადა გახარიამ. გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. ისინი პარლამენტის საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, არჩილ თალაკვაძის წლიურ მოხსენებას დაესწრებიან.

მეტი...

„შენ შენს საქმეს მიხედე. ნუ მისაზღვრავ, სად რა ვილაპარაკო“ – გოგიჩაიშვილი სესიაშვილს

“პარლამენტში მინისტრები რომ მოდიან, გაღიმებული სახეებით კი არ უნდა მოდიოდნენ, უნდა ეშინოდეთ იმ პასუხისმგებლობის, რაც მათ პარლამენტმა დააკისრა. არანაირი პატივისცემა ამ პარლამენტში არ არსებობს,” – ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა. ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი სესიაშვილს რეპლიკით მიმართა, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი მოჰყვა. „შენს საქმეს მიხედე – მიხედე თავდაცვის სამინისტროში კორუფციას, სუს-ში კორუფციას, პროკურატურაში კორუფციას“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა. ამის შემდეგ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მას მოუწოდა, პოლიტიკური განცხადებები პლენარულ სხდომაზე გააკეთოს. “ბიუროზე მაგის განხილვის ადგილი არ არის. ბიუროზე განვიხილავთ პროცედურულ საკითხებს. სამშაბათს, პოლიტიკური განცხადებებისას თქვი ეს ყველაფერი,” –…

მეტი...

“ნაცების” სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს” – ირაკლი კობახიძე

„ადრე 200 „ნაცი“ იდგა ამ აქციებზე ხოლმე და 150 სად გაქრა, ვერ გავიგე. ბუნებრივია, 200 „ნაცის“ სტვენა საქართველოში სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა  ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით.  კობახიძემ გენერალური პროკურორის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს. “ნაცმოძრაობას” უნდა, რამენაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტილით ცდილობენ ამის გაკეთებას, თუმცა რესურსი, როგორც ხედავთ, არანაირი არ აქვთ. რაც შეეხება კანდიდატურის დამტკიცებას, გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, მან თავის დროზე გადადგა ღირსეული ნაბიჯი, აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენერალური…

მეტი...

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას არ განიხილავენ, პირდაპირ კენჭს უყრიან

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პარლამენტის სესიაზე ირაკლი შოთაძიც კანდიდატურას არ განიხილავენ, მას პირდაპირ კენჭს უყრიან. ანრი ოხანაშვილმა აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენა და მიზეზად საკითხის პოლიტიზირება დაასახელა.  ბიურომ კი წინადადება დააკმაყოფილა. მიზეზად „გუშინ  7 საათის განმავლობაში ვუსმენდით გენერალური პროკურორობის კანდიდატს. ყველა დაინტერესებულ მხარეს, იქნებოდა ეს საპარლამენტო უმრავლესობის თუ საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, ჰქონდა სრული შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური პასუხები. ჩვენ ასევე იმ მოქალაქეებს მივეცით კომიტეტზე დასწრების და კითხვის დასმის შესაძლებლობა, რომლებმაც კომიტეტს მომართეს. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა და ჩვენ რეგლამენტის სრული დაცვით უზრუნველვყავით კენჭისყრის პროცესის განხორციელება.…

მეტი...

“ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი” – მამუკა მდინარაძე

“ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი. უკვე უხერხულია. ამ ადამიანებს შეგნებულად თუ შეუგნებლად ჟურნალისტები ეხმარებიან, რომ პერფორმანსები დაიდგას, ამიტომ ამობრძანდით პარლამენტში და ყველაფერზე გიპასუხებთ“, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად წარდგენის გამო გამართულ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.  მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს მოუსმინონ და გაიგონ, რას აკეთებს და როგორ მუშაობს პარლამენტი. „დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის არჩილ თალაკვაძის ანგარიში და სჯობს, მოუსმინონ პარლამენტის თავმჯდომარეს, სინამდვილეში რას აკეთებს პარლამენტი და როგორ მუშაობს. უამრავ საქმეს აკეთებს პარლამენტი და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ კანონპროექტს იღებს. სჯობს, ამას მოუსმინონ”, –…

მეტი...

„მინისტერიალი და ლავროვის ჩამოსვლა უნდა გამოვიყენოთ დეოკუპაციისთვის” – ალი ბაბაევი

“მაშინ, როცა მსოფლიო მიმართულია მშვიდობისკენ  ჩვენ, ლავროვის ჩამოსვლა უნდა გამოვიყენოთ დეოკუპაციისთვის. ლავროვის ჩამოსვლას “საქართველო აზერბაიჯანელებისთვის” ცივილურად გააპროტესტებს“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“  თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა. ალი ბაბაევი თვლის, რომ რუსეთის დელეგაციას საქართველო ცივილური პროტესტით უნდა შეხვდეს. “საქართველო აზერბაიჯანელებისთვის” გააპროტესტებს ლავროვის ჩამოსვლას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ეს შეიძლება გამოვხატოთ პლაკატებით და არა კვერცხების სროლით. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, საჭიროა პირდაპირი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის. მინისტერიალზე რუსეთის გარდა, მსოფლიოს ქვეყნები იქნებიან, სწორედ ეს ფორმატი უნდა გამოვიყენოთ რუსეთზე ზეწოლისთვის“ – განაცხადა ალი…

მეტი...

“ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს ჩატარდება, ბუნებრივია, მას მხარს დავუჭერთ” – მამუკა მდინარაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა დღევანდელ სხდომაზე გაიმართება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა.  მდინარაძე ამბობს, რომ ირაკლი შოთაძეს „ქართული ოცნების“ გუნდის მხარდაჭერა ექნება. „ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა იქნება დღეს, მაგრამ მანამდე დაგეგმილია, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც იქნებიან მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ქართული საზოგადოება მოისმენს, რას აკეთებდა პარლამენტი 2019 წელს. 400-ზე მეტი კანონი მიიღო პარლამენტმა 2019 წელს, რაზეც ჩვენი ოპონენტები არ საუბრობენ. მიხეილ სააკაშვილის საქმე, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და სტრასბურგის სასამართლომაც გასცა რეკომენდაციები, გელაშვილის საქმე, სწორედ ამ საქმეებს ვერ პატიობენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი…

მეტი...

“კორონავირუსის” პირველი კვლევა ჩინეთში – ინფიცირებულთა 80%-ის მდგომარეობა მსუბუქია

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კორონავირუსის შესახებ პირველი კვლევა და სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სპეციალისტების დასკვნაში ნათქვამია, რომ ინფიცირებულთა 80 პროცენტის მდგომარეობა მსუბუქია. მათივე თქმით, „კოვიდ-19“ ყველაზე დიდ საფრთხეს მოხუცებსა და სხვა დაავადებების მქონე პირებს უქმნის. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ვირუსით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში არიან ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი. ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, 70 000-ზე მეტი ინფიცირებულის აღრიცხვის და მათი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდა. სპეციალისტების მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 80,9 პროცენტში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, 13,8 პროცენტი არის მძიმე შემთხვევა. დაავადებულთა მხოლოდ 4,7 პროცენტის მდგომაროება…

მეტი...

რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერეს.  ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების  თანამშრომლებისა და რეინჯერების 2020 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს. „დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების  თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერები 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას; ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. მინდა მადლობა გადავუხადო კავკასიის ბუნების ფონდს, რომელიც წლებია…

მეტი...

“შოთაძის პერიოდში პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის პროკურორობის პერიოდს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ის ეფექტური იყო. „ირაკლი შოთაძე ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს ხელმძღვანელობდა, როდესაც,  ხელისუფლების კორუმპირებულ და რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულ მაღალჩინოსნებს მართლმსაჯულება შეეხო. შოთაძის მუშაობის პერიოდში, პროკურატურა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უწყება იყო. მინდა გავიხსენო არაერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც უკავშირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულს, ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ტრეფიკინგს, ნარკოდანაშაულის საქმეებს და ა.შ.“ – განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე შეფასებით, ირაკლი შოთაძე პროფესიონალი პროკურორია. „მას ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება. ის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორია. რაც შეეხება მის გადადგომას, მინდა ყველას შეგახსენოთ,…

მეტი...

“ოპოზიცია თუ დიალოგს და შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ მხარს უჭერს დესტაბილიზაციას” – არჩილ თალაკვაძე

“თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს,”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგთან დაკავშირებით გააკეთა. თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი დიალოგის აუცილებლობაზე თანხმდება. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური ძალები დიალოგს დაუბრუნდებიან. „ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვართ ერთ პოზიციაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი არის აუცილებელი, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს,  განსხვავებულ პოზიციაზეა. ჩვენი შეთავაზება არის პროგრესული, კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადად შევთავაზეთ 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები ოპოზიციას.  ეს არის  ტესტი…

მეტი...

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა მომდევნო ნორმანდიულ სამიტამდე შედგება. შესაბამისი განცხადება უკრაინელმა დიპლომატმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა. მანამდე, 14 თებერვალს ტყვეების გაცვლის საკითხი სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა განიხილეს. მორიგი ნორმანდიული სამიტის გამართვა აპრილში განიხილება, თუმცა თებერვლის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს კიევის არასაკმარისი აქტიურობის გამო. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმრ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მონაწილეობით ნორმანდიული ოთხეულის პირველი შეხვედრა 2019 წლის 9 დეკემბერს შედგა.

მეტი...

„პირდაპირი დიალოგი რუსეთთან“ – აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის მიმართვა ხელისუფლებას

 „როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიისწრაფის ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ უმცირესობაში“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევმა განაცხადა. ალი ბაბაევი თვლის, რომ საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ცივილური დიალოგი უნდა დაიწყოს. „მაშინ, როცა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლები ერთმანეთს ელაპარაკებიან, ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ პროცესებს. მსოფლიო მშვიდობისკენ მიისწრაფის და საქართველო არ უნდა იყოს ამ დიალოგის მიღმა. იგივე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორისაც დაიწყო საუბრები, მიუხედავად იმის, რომ საომარი მდგომარეობა აქვთ. 30 წელია საქართველო დამოუკიდებელია, მაგრამ ყოველთვის იჩენს თავს პერიოდულად პრობლემები დესტაბილიზაციის სახით.…

მეტი...

ჩინეთში, კორონავირუსით უხანის საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა

როგორც მედიით ვრცელდება ინფორმაცია, ჩინეთში, კორონავირუსით უხანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით 1716 ექიმი იყო დაინფიცირებული და 6 მედიცინის მუშაკი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკით, უშუალოდ  ჩინეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 70,635 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1,772 გარდაცვალება. რაც შეეხება ჩინეთის საზღვრებს გარე ტერიტორიას, ვირუსით 30-მდე ქვეყანაში 689 ადამიანია დაინფიცირებული.

მეტი...

პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო, სამსახურიდან გაათავისუფლეს

თელავში, პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას სკოლის დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა. მანამდე კი, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა რამდენჯერმე იმსჯელა და მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეხება დაადასტურა.  შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. მშობლის ინფორმაცით, მოსწავლე მასწავლებლის მოთხოვნას, საკლასო ოთახის დატოვებასთან დაკავშირებით არ დაემორჩილა, რის გამოც მას პედაგოგმა ხელი ჰკრა.

მეტი...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება

“გამაფრთხილებელი აქცია შოთაძის მოსმენის პარალელურად ჩატარდება”, – ამის შესახებ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10 საათზე დაიწყება. ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერცერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად და აუღელვებლად ვერ ჩაატარებს. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ შოთაძე ჩვეულებრივი მსახურია „ოცნების“ იმ რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და მას უკან აბრუნებენ ერთადერთი რამის გამო – ის არის ერთგული პირადად ივანიშვილის, ის არის ერთგული „ქართული ოცნების“ ლიდერების და ყველა დაკვეთის და დავალების შესრულება შეუძლია. თუ ჩვენ გვიყვარს ჩვენი…

მეტი...

დღეიდან, ორბელიანების სასახლეში ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში დღეიდან ემიგრანტებთან რეგულარული შეხვედრები დაიწყება. შეხვედრები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს გაიმართება. „უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებას, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მათივე ცნობით, დღესვე პრეზიდენტის სასახლეში გაიხსნება სივრცე ემიგრანტებისა და უცხოეთის დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრებისთვის.

მეტი...

„კორონავირუსის“ შემთხვევებმა იკლო, თუმცა, რა იქნება, რთული შესაფასებელია“ – ტედროს ადან გაბრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, რომ „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევები მცირდება, თუმცა, მომავალში რა ვითარება იქნება, პროგნოზირება რთულია. „ჩინეთში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, ეპიდემიის შეფასების თვალსაზრისით ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება. არსებული მონაცემები და ვითარება გვაფიქრებინებს, რომ „კორონავირუსი“ მცირდება, თუმცა, სამომავლოდ რა იქნება, რთულია შეფასება. არსებული  ტენდენციის შესახებ ძალიან ფრთხილი მსჯელობა გვჭირდება, რადგან, გამორიცხული არ არის, ტენდენცია შეიცვალოს. ვირუსის შემთხვევებია კლება შენარჩუნდება თუ პირიქით, შეუძლებელია დავასკვნათ“ – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა გააკეთა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო სტატისტიკით, უშუალოდ  ჩინეთში, კორონავირუსით დაინფიცირების 70,635…

მეტი...