ტაივანში, კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ტაივანში 61 წლის მამაკაცი კორონავირუსით დაიღუპა. მას, ასევე, დიაბეტი და „ბე“ ჰეპატიტი ჰქონდა. გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო და ახლა ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, ყველა ის ადამიანი შეამოწმოს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც ვირუსით არიან დაინფიცირებულები. ქვეყნის მაშტაბით კორონავირუსით 20 ადამიანია დაინფიცირებული.

მეტი...

საქართველოში 18 თებერვლიდან ტემპერატურა მოიმატებს

18 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს. ამაღამ კი კვლავ ყინვა იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვალს დედაქალაქში შესაძლებელია აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი. „17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე თოვლი და ნისლი, ეს უფრო ეხება აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს. დედაქალაქშიც შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში გასულ დღესთან შედარებით ტემპერატურა დაიკლებს და ბარში 2-7 გრადუსია ნავარაუდევი. 18 თებერვალს უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოიდარებს. 19 თებერვლიდან ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ისე…

მეტი...

გრიგოლ კაცია მეუფე პეტრეს სინანულისკენ და სტატუსის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი გრიგოლ კაცია მზადაა წალკაში დაბრუნდეს, ჭყონდიდის ეპარქია კი ისევ პეტრე ცაავას ჩააბაროს. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, რომ მეუფე პეტრე საქართველოს პატრიარქს შეხვდეს და სინანულს მიმართოს. „დღეს უძღები შვილის დღეა. მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ, ეპარქიაში. მე მომხრე ვარ, დავბრუნდე  წალკაში“, – განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ. მისივე თქმით, როგორც პატრიარქი იტყვის, ყველამ ისე უნდა იმოქმედოს. შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. წმინდა სინოდი მას სინანულისკენ მოუწოდებს. მეუფე პეტრე კი ფიქრობს, სინანულისთვის არაფერი ჩაუდენია, მხოლოდ ცოდვებს ამხელს.

მეტი...

ამერიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინა სამ საათში შექმნა მას შემდეგ, რაც ინფექციასთან დაკავშირებული შესაბამისი კვლევის შედეგი მიიღო. ინფორმაციას Foxbusiness-ი ავრცელებს.  ახლა კი მეცნიერები იმისთვის მუშაობენ, რომ ვაქცინა ბაზარზე რეკორდულ დროში მოხვდეს. მეცნიერებმა ეს აღმოჩენა სან დიეგოს ლაბორატორიაში გააკეთეს. „ვაქცინის შექმნა ძალიან სწრაფად შევძელით, როდესაც ვირუსის დნმ რეზულტატზე წვდომა, მძლავრი სამედიცინო პლატფორმის შედეგად ასევე სწრაფად გვქონდა. ახლა, ჩვენი მიზანია, მისი ტესტირება აშშ-ში, უკვე ზაფხულში დავიწყოთ“, – აცხადებენ მეცნიერები. ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1665-ს მიაღწია.

მეტი...

“ეს ოჯახის წევრთან შეხვედრას ჰგავდა, შეყვარებული ვარ საქართველოზე” – კლაუდია როთი

„მე ვიტყოდი, რომ ეს ოჯახის წევრთან შეხვედრას ჰგავდა, შეყვარებული ვარ საქართველოზე, თბილისზე, ამ შესანიშნავ ქვეყანასა და ხალხზე“, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა კლაუდია როთმა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა მიუნხენში, 56-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტმა რუსულ ოკუპაციაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, იფიქროს, გასაკეთებელი უკვე გააკეთა და რომ საქართველო შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვას. კლაუდია როთმა აღნიშნა, რომ ათასობით ადამიანი არის იძულებით გადაადგილებული, ხალხს იტაცებენ დ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.  „მე ვიყავი იქ. იმ ადგილს საზღვარს ვერ დავარქმევ,…

მეტი...

“ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ ერთხმად განაცხადა, რომ საქართველო მოქმედებს როგორც წევრი ქვეყანა” – დავით ზალკალიანი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს საართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი უკვე შეხვდა კოლეგებს – ლიხტენშტაინის, ესპანეთის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრების მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყო. განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შემქნილი ვითარება. “ყველა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ, თუნდაც – გუშინდელ პანელზე, ერთხმად განაცხადა, რომ საქართველო უკვე მოქმედებს როგორც წევრი ქვეყანა. ანუ, სამოქმედო გეგმის მოდალობები, რომელიც,  გაწერილი არის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში, სრულდება წარმატებით და მაღალი ეფექტურობით,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

მეტი...

მოსკოვში, შეიარაღებული მამაკაცი ტაძარში ხალხს თავს დაესხა

მოსკოვში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და საეკლესიო რიტუალის დროს ხალხს თავს დაესხა.  „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი დააკავეს.

მეტი...

“არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს” – არჩილ თალაკვაძე

“არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ ელოდება არჩევნებს, არსად არ ხდება ისე, რომ სასამართლო მიდის და პოლიტიკურ პარტიებს ეკითხება, შეიძლება თუ არა პროცესი ჩავატარო და ესა და ეს ადამიანი გავასამართლოთო”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპონენტთა შეფასებებს იმის შესახებ, რომ თბილისის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, უგულავას სასამართლო პროცესის დრო და თარიღი საჯარო ინფორმაცია იყო და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმაც. „ეს საჯარო ინფორმაცია იყო. თვითონ ბატონი უგულავა და მისი ადვოკატები საჯაროდ ამბობდნენ, რომ პროცესი არის ჩანიშნული ამა და ამ…

მეტი...

გუდაურში დაკარგული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა. დაახლოებით 09:15-ზე ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედარი იდენტიფიცირებულია და მას შესაბამისი პროცედურები უტარდება. ტურისტის სამძებრო სამუშაოები 15 იანვარს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. მათივე ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა. გუდაურის სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.

მეტი...

გარდაბანში ახალგაზრდა ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა – ბრალდებული დაკავებულია

ქვემო ქართლის პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ყოფილ მეუღლეს – 1996 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. ხ.გ. ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – ნათქვამია განცხადებაში.…

მეტი...

ჩინეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით კიდევ 142 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, მთელს მსოფლიოში კორონავირუსითი 1669 ადამიანია გარდაცვლილი. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის 68 500 შემთხვევაა დაფიქსირებული, მთელს მსოფლიოში კი 69 000 შემთხვევა. ჩინეთის შემდეგ ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ჰონკ კონგსა და იაპონიაში ფიქსირდება. კორონავირუსით დაავადებული 9 500 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და ისინი საავადმყოფოებიდან სახლებში გაწერეს.

მეტი...

„იციან, რომ ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვთ და საარჩევნო კამპანიას აშშ-სა და ევროპაში ატარებენ“  – არჩილ თალაკვაძე

„არცერთ დემოკრატიულ სისტემაში, არ მოხდება და შეუძლებელი იქნებოდა, რომ უმძიმეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულებებში მხილებულ  და სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელ პოლიტიკური პარტიას კიდევ პრეტენზია ჰქონოდა ხელისუფლებაში დაბრუნების“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა იცის, რომ მას ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიას აშშ-სა და ევროპაში ატარებს. „იქ ცდილობენ, რომ ამის კომპენსაცია გააკეთონ და ქართველ ხალხს ეუბნებიან ტყუილებს, რომ აშშ ჩამოვა, შეცვლის მთავრობას და ჩვენ მოვალთ. მე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ მოვისმინე ვერც ერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან, რომ ისინი ერთ რომელიმე სისტემას უწევენ რეკომენდაციას. ისინი უბრალოდ…

მეტი...

„დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის“ – ჯამალ გამახარიას „პოსტი“

„პროექტი – „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის – სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“ დღეს დაიწყო. ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და ორგანიზაცია „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდებში“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრის აპარატთან პარტნიორობით ახორციელებს ამ საერთაშორისო პროექტს” – წერს ჯემალ გამახარია საკუთარ გვერდზე და იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულები. პროექტი სახალხო დიპლომატიის გამოყენებით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა გაღრმავებას ითვალისწინებს და მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება.

მეტი...