რაგბის ეროვნული ჩემპიონატი „დიდი10“ განახლდა

15 თებერვალს, რაგბის ეროვნული ჩემპიონატი – „დიდი10“ განახლდა.  როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სარაგბო კლუბ ბათუმიდან აცნობეს, კლუბმა  საშინაო არენაზე, სარაგბო კლუბ „აკადემიას“  უმასპინძლა.შეხვედრა ზღვისპირელების გამარჯვებით –  26 – 10 დასრულდა.  სარაგბო კლუბი ბათუმი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე იმყოფება. „მედიაცენტრი მთავარი“ ულოცავს სარაგბო კლუბ ბათუმს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.  

მეტი...

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა, მაშველები ტურისტს ეძებენ

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები სტიქიის ზონაში რუს ტურისტს ეძებენ. მთის კურორტების სააგენტოს პიარ-მენეჯერის, თამთა იაშაღაშვილის განცხადებით, ზვავი აკრძალულ ზონაში ჩამოწვა. „შემთხვევა მოხდა დაახლოებით 12:00-დან 13:00 საათამდე შუალედში. 112-ში იყო ზარი შესული, რომ ზვავი ჩამოწვა. სამაშველო ჯგუფმა მყისიერი რეაგირება მოახდინა. სამძებრო ოპერაციის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსი ტურისტების ოთხკაციანი ჯგუფი იყო საძელის ქვედა ტერიტორიაზე. ეს არის აკრძალული ზონა, სადაც სრიალი არ შეიძლებოდა და ყველანაირი მინიშნებაა გაკეთებული, რომ იქ არ უნდა გადასულიყვნენ სასრიალოდ. სამი ადამიანი გადარჩა და არაფერი სჭირს. რაც შეეხება კიდევ ერთ რუს ტურისტს, ამ წუთამდე მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია“, – განაცხადა თამთა იაშაღაშვილი.

მეტი...

“ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები” – მაიკ პომპეო

“ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „დასავლეთი იმარჯვებს, თუმცა ახლა, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშაა. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები. ამასთან ერთად, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია ჩვენი მოქალაქეების ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობას ცდილობს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მეტი...

დიდთოვლობის გამო, კურორტ ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა

დიდთოვლობის გამო, კურორტ ბახმაროში ვერტმფრენის სადგომის სახურავი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით, სადგომზე მხოლოდ ერთი, უცხოური კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი იდგა, რომელიც ტურისტებს ემსახურება. ბახმაროში ამ მომენტისთვის თოვლის საფარი 3 მეტრს აღწევს.

მეტი...

გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ნაბიჯებს

დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ ვიზესთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და გერმანიის, როგორც ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს როლზე ამ პროცესში. ქართული მხარე მიესალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში გერმანიის მთავრობის მიერ სპეციალური ელჩის დანიშვნას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ფორმატის საკითხებში გერმანიის აქტიურ ჩართულობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში გერმანიის პრიორიტეტებზე. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა რეფორმების…

მეტი...

ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ეს ევროპაში ახალი ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა, ინფიცირებული 80 წლის ჩინელი ტურისტი იყო. ვირუსმა აფრიკის კონტინენტზეც შეაღწია. კერძოდ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ეგვიპტეში. პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ახალი შემთხვევები ჩინეთის გარდა 28 ქვეყანაში ფიქსირდება. ჩინეთში კი კიდევ 146 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა უკვე 1526 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 67 ათასს აჭარბებს. არსებობს პოზიტიური სტატისტიკაც, 9 ათასამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიის საპორტო ქალაქ იოკოჰამაში გაჩერებული გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს. ლაინერზე 4 ათასამდე მგზავრი კვლავ კარატინში რჩება, მათგან ახალი კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდგინდა.

მეტი...

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხება ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმებების შესრულების მხარდაჭერის გაზრდას საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული განცხადება ევროკავშირში ახალი, მრავალწლიანი (შვიდწლიანი) საფინანსო ჩარჩო შეთანხმების (ბიუჯეტის) დამტკიცების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების კონტექსტში გაკეთდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მრავალწლიანი საფინანსო ჩარჩოს გავრცელების პერიოდი (2021-2027) სამი ქვეყნის რეფორმების შეუქცევადობისა და ევროინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტ პედიოდს ემთხვევა. სწორედ ამიტომ სამ ასოცირებული ქვეყანას მიაჩნია, რომ ევროკავშირის ბიუჯეტში ასოცირების შეთანხმებების მხარდაჭერის სათანადოდ უნდა აისახოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოცირებული ქვეყნები ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გულმოდგინედ იმუშავებენ ევროინტეგრაციის პროცესების გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად,…

მეტი...

“შევთანხმდით, რომ ევროკავშირს ახალი ინიციატივით მივმართოთ” – დავით ზალკალიანი

“უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შევთანხმდით, რომ კიდევ ახალი ინიციატივით მივმართოთ ევროკავშირს, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც არსებობს, კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სამეულთან მიმართებაში”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. იქიდან გამომდინარე, რომ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ტარდება, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება სამეულის ფორმატში. “ის წინადადებები, რომელიც ბრატისლავას ეუთო-ს მინისტერიალზე წარვადგინეთ, არის დღის წესრიგში და აქტუალური. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ახალი ინიციატივებით მივმართოთ ევროკავშირს, რომ ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც არსებობს და პრინციპი მეტი-მეტისთვის, კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სამეულთან მიმართებაში. ჩვენ უკვე შეთანხმებული ვართ ერთობლივ ინიციატივაზე და ერთობლივი ინიციატივით მივმართავთ ევროკავშირს,…

მეტი...

“რუსეთი უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოზეც ისაუბრა.  მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. „ამასთან ერთად, რუსეთი აწარმოებს დეზინფორმაციის კამპანიას. თავის მხრივ, აშშ შეიარაღებით ეხმარება უკრაინას, რომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. ასევე, შეერთებული შტატები ბალტიისპირეთთან მუშაობას კიბერუსაფრთხოების სფეროში. ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის თანამშრომლობს თავის მოკავშირეებთან აღმოსავლეთ ევროპის და პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა მაიკ პომპეომ. 

მეტი...

“საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და შემთხვევით არ არის, რომ სენი, რომელიც მთელს მსოფლიოს მოედო, საქართველოში არ არის” – ილია მეორე

“საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა. შემთხვევითი არ არის რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს საქართველოში არ არის”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღესასწაული აღდგომის ტოლია. „ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას, ეს არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა სულიერი აღდგომაა. მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველისა და ახლისა აღთქმისა, დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა იყოს თქვენთანა.…

მეტი...

“შენი იდეა ქალაქის მერს” – თბილისში ავტოდრომი აშენდება

თბილისის მერია ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხას, რომელიც ავტოდრომის აშენებას მოხმარდება. “შენი იდეა ქალაქის მერს” – საწვრთნელი-გასართობი კომპლექსი  9 ჰექტარზე მოეწყობა. გადამზადდებიან პედაგოგ-ინსტრუქტორები. კომპლექსი ასევე გათვლილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. გადაწყვეტილებაზე საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. “თბილისის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარზე მეტით იზრდება, ეს მოხმარდება იმას, რომ თიოთოეული თბილისელი ბევრად უფრო უკეთ ცხოვრობდეს. ჩვენს ნაწილში, კომისიამ ყველა ის სპორტული პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება. ერთ-ერთი ამის კარგი მაგალითია, თბილისში, სამგორის რაიონში ავტოდრომის მოწყობა. ამას კომისიამ მხარი დაუჭირა,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

მეტი...

საბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება – GWP-ის განცხადება

საბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. კომპანიაში წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად ქსელის დაზიანებას ასახელებენ. “გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩის მე-2 შესახვევთან კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. GWP-ის ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში რთულ ტექნიკურ აღდგენით სამუშაოებს ატარებდნენ. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – აღდგენილი ქსელი გაირეცხება, ლაბორატორიულად შემოწმდება და წყლით შეივსება. წყალმომარაგება საღამოს 18.00სთ-ზე აღდგება,”- ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული ექნება ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და კვარტლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შანხაის, ნუცუბიძის ქუჩას და კვარტლებს, ასათიანის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს.  სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

მეტი...

“პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში დიალოგით უნდა მოგვარდეს” – ექსპერტი

“საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს” – ასეთ რეკომენდაციას იძლევა საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის, კურტ ვოლკერი. მისი თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ დაძაბულობის აღმოფხვრა დაპირისპირებული მხარეების ინტერესში შედის. “საქართველოს წინ საარჩევნო წელი ელის, ტემპერატურა მატულობს, ადამიანები უფრო და უფრო ცდილობენ საკუთარი პოზიციები წარმოაჩინონ, მატულობს დაძაბულობაც. საქართველოს ბევრი ეროვნული მისწრაფებები აქვს, იქნება ეს ძლიერი დემოკრატია, ძლიერი ეკონომიკა, გაზრდილი სამუშაო ადგილები, ევროინტეგრაცია, თუ სახელმწიფოსა და ზოგადად ტერიტორიების რუსეთის აგრესიისგან დაცვა. საქართველოს როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, კარგი ადამიანები არიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია მოიძებნოს გზა იმისთვის, რომ ამ ხალხმა ერთად მუშაობა შეძლონ. ქვეყანაში არსებობს პოლარიზაციის პრობლემა. საზოგადოებამ უნდა…

მეტი...

“სოფელ ორჭოსანთან, საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანათობელი მაშხალა რამდენჯერმე გაისროლეს” – სუს-ი

სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა. მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი. „14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა. აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირდა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ. მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მეტი...

არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაფარა და გაიტაცა, მოძალადე დაკავებულია

მარნეულის მოქალაქე, რომელმაც არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა, დაკავებულია. 22 წლის მამაკაცმა, 18 წლის გოგონა თავზე ტომარა ჩამოცმული გაიტაცა და მისი ცოლად შერთვა სურდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან…

მეტი...

აშშ-ში, 5 ფარმაცევტული კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს

ვაჭრობის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველის ინფორმაციით, აშშ-ში ფარმაცევტული კომპანიები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ.  როგორც პიტერ ნავარომ აღნიშნა, ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე საერთო ჯამში ხუთი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია მუშაობს. ნავარომ იმედი გამოთქვა, რომ ნოემბრისთვის 150 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება მზად.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უხანიდან ევაკუირებული ამერიკელებიდან 15 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. სწორედ ამიტომ, ვირუსის წინააღმდეგ აშშ-ში შესაბამის ზომებს იღებენ. ამასთან, აშშ-სა და ჩინეთს შორის პირდაპირი ფრენები აიკრძალა.

მეტი...

კორონავირუსმა აფრიკაშიც შეაღწია – ეგვიპტეში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა აფრიკაში – ახალი ტიპის ვირუსით დაინფიცირების შესახებ ეგვიპტეში განაცხადეს. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მაგრამ მისი იდენტიფიცირება მოგზაურობის სქემის საფუძველზე მოხდა. ბოლო მონაცამებით, ჩინეთში, კორონავირისით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, ხოლო ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

„სითი პარკმა“ უკან დაიხია, 4 მილიონი მიიღო და სასამართლო დავა შეწყდა – მერიის განცხადება

კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ერთი მხრივ, მერიასა და დაქირავებულ იურიდიულ კომპანიას, მეორე მხრივ კი,  მერიასა და „სითი პარკს“ შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და უარი განაცხადა საარბიტრაჟო დავაზე. „შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ,  პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები“ – აცხადებენ მერიაში. შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ილია მეორე შეკრებილ მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, საუფლო 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს 40 დღის ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამ-ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის…

მეტი...

“სამართლიანი კრიტიკა შესაბამისად შეფასდება, უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული პასუხი“ – პრემიერ-მინისტრი

„სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკაზე გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა -ჩვენ ვიშრომებთ ყოველ დღე ამისთვის“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. „რა თქმა უნდა ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამდენიმე ფაქტორი – პირველი, რომ ჩვენ, ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ…

მეტი...