“ყველაფერს აკეთებენ, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ” – დავით მათიკაშვილი

“იმას თუ როგორ მოიქცა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე “ნაციონალური მოძრაობა”, შეაფასებს ქართული საზოგადოება და ეს პასუხი იქნება ძალიან მძიმე” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი და ეროსაბჭოს რეზოლუციის ჩავარდნაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მისი შეფასებით, რეზოლუცია ეკუთვნის ხალხს და არა კონკრეტულ პარტიას. „არ დაუჭირო მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც ეკუთვნის შენს ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არის დანაშაული, თანაც ეს გააკეთო მხოლოდ იმის მერე, როცა მომხსენებლის მხრიდან შენს მიერ შეთავაზებული ნეგატიური ცვლილებები არ იქნება გაზიარებული. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა დღეს ადგილი სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე და ეს ახარებთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრობა…

მეტი...

“ივანიშვილია პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე, ის ანადგურებს ევროპულ გზას” – ევროპარლამენტარი რეზოლუციის ჩაგდებაზე

საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე შეუთანხმებლობისa და საბოლოოდ დოკუმენტის ჩავარდნის გამო, ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩენე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერი ევროპულ გზას ანადგურებს. “ძალიან ვწუხვარ, მაგრამ კანონპროექტი სუსტი იყო, არ ასახავდა საქართველოში მიმდინარე სიტუაციას. ძალიან ბევრ დეპუტატს გვსურდა, რომ ტექსტი ყოფილიყო დაბალანსებული, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს მმართველი პარტიის დელეგაციამ ყველა ჩასწორება დაბლოკა და ეს ყველაფერი იმედს გვიცრუებს. ამდენი ოფიციალური თუ არაოფიციალური განხილვების შემდეგ ვხვდები, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ სიტუაციას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით საბოლოო განცხადებას, ყველაფერი “ქართულ ოცნებაზეა” დამოკიდებული, რომ სიტუაცია გაიაზრონ და საკუთარი შეხედულება შეცვალონ. ჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა, ის…

მეტი...

„დოკუმენტის ჩავარდნა აზიანებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ, ქვეყანას“ –  მამუკა მდინარაძე რეზოლუციის ჩავარდნაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციას არ უნდა ახარებდეს, რადგან ეს აზიანებს არა მმართველ პარტიას, არამედ მთლიანად ქვეყანას. “თავდაპირველი ტექსტი იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი. ამის შემდეგ “ნაციონალური მოძრობა” ცდილობდა, ევროპის „სახალხო პარტიის“ მეშვეობით ტექსტში შესულიყო ნეგატიური ცვლილებები, რომელიც შეეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, 20 ივნისის საქმეს და ა.შ. ეს თავის მხრივ, კომიტეტის მიერ არ იქნა მხარდაჭერილი. იმის გამო, რომ ეს ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ იქნა შეტანილი, ევროპის „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და 6-ი 5-ის წინააღმდეგ დეკლარაცია არ იქნა მიღებული. ის,…

მეტი...

“იმედგაცრუებული ვარ, ევროპარლამენტი პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირების ადგილი არ არის“ – სტრასბურგში რეზოლუცია ჩააგდეს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის  თანათავმჯდომარემ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროპარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს დაუპირისპირდება. მისი თქმით, შიდაპოლიტიკური დებატების ადგილი არ არის ევროპარლამენტი. „ევროპარლამენტი ის ადგილია, სადაც ვუსმენთ ორივე მხარეს და ვეძებთ გზებს. დღეს ვერ დავინახე სურვილი, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. სანამ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს ვხელმძღვანელობ, ყოველთვის მოვითხოვ საქართველოს დემოკრატიული რეფორმებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას… იმედგაცრუებული ვარ. ჯერ-ჯერობით ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის შემდგარი ყველა შეხვედრა დასრულდა განსაზღვრული შეთანხმებების, დეკლარაციების მიღებით. ეს კეთილი ნების გამოხატულებაა. ჩემთვის, როგორც თავმჯდომარისთვის, უმთავრესია ის, რომ  დეკლარაცია იყოს დაბალანსებული. უნდა იყოს თანაბრად კრიტიკულიც…

მეტი...

კვლევის შედეგად, თაფლის 9 ნიმუში დაბინძურებული აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტო თაფლის ნიმუშების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს თაფლის 100-მდე ნიმუში აიღო და გამოსაკვლევად ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის (BIOR) ლაბორატორიაში გადააგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, დარღვევა დაფიქსირდა 9 ნიმუშში (აღმოჩნდა ქლორამფენიკოლი და მეტრონიდაზოლი). რეგიონების მიხედვით დარღვევები ასე გადანაწილდა: აჭარა – 3 დარღვევა, სამეგრელო – 2 დარღვევა, თბილისი – 1 დარღვევა, რაჭა – 1 დარღვევა, კახეთი – 1 დარღვევა. ლაბორატორიული კვლევის მიზანი თაფლში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების დადგენაა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოდან აცნობეს, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებს…

მეტი...

რუსეთში, კორონავირუსის გამო მოწყობილი კარანტინიდან ქალი გაიქცა – ექიმმა სასამართლოს მიმართა

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი საავადმყოფოდან, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინი იყო მოწყობილი, პაციენტი გაექცათ. საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ კარანტინიდან გაქცევა ხულიგნობაა და მოითხოვა, პაციენტმა სამართლებრივად აგოს პასუხი, ამიტომაც მან რაიონულ სასამართლოს მიმართა. კარანტინიდან გაქცეულმა 32 წლის ქალმა ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ყელის ტკივილის გამო საავადმყოფოს მიმართა, სადაც, ვირუსის სიმპტომების ქონის მიზეზით, კარანტინში მოათავსეს. ის საავადმყოფოდან 11 თებერვალს გაიქცა.

მეტი...

პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა, რაც პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს. მათივე ცნობით, გატარებული ცვლილებებით პროფესიულ კოლეჯებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ. „პროფესიული განათლების ნაწილში მთლიანად გადამუშავდა ავტორიზაციის დებულება და დაინერგა ახალი სტანდარტები – დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, ახალი რეგულაციით შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და…

მეტი...

“2018-2019 წლებში შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა” – შსს-ს სტატისტიკა

“2018-2019 წლებში შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა გაიზარდა და 2019 წელს გამოძიება 6000 ფაქტზე დაიწყო, მაშინ როდესაც 2018 წელს საქმე 5621 შემთხვევაზე აღიძრა.  “2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებულ იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ. 2019…

მეტი...

„მე ვარ მსხვერპლი, ჩემი ოჯახის არის მსხვერპლი და ვიბრძოლებ სრული რეაბილიტაციისთვის“ – თემურ აბაზოვი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვნა ადვოკატთანერთად, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერეცია  გამართა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რის გამოც აღმოჩნდა ის უკანონო პატიმრობაში. როგორც თემულ აბაზოვმა განმარტა, ის მსხვერპლია და რეაბილიტაციასაც შეძლებს. „ყველაზე საინტერესო არის, რომ ჟურნალისტები საქმეში ჩახედულები არ არიან, არ იციან, როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცეები, არ იციან რამდენი ადამიანი იქნა დაკითხული და მტკიცებით ფორმაში საუბრობენ. არც ერთი მოწმე, ერთის გარდა, არ ამბობს რომ მე დანაშაული ჩავიდინე. სასამართლომ 130-მდე მოწმე დაკითხა, არც ერთი მოწმე არ იძახის, რომ აბაზოვს რამე დანაშაული ქონდა ჩადენილი. ერთადერთი მოწმე დარჩა ერთადერთად და ეს არის თავად დაზარალებული“…

მეტი...

700-მდე ნაკადულის კალმახი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი, მდინარე ხრამში გაუშვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ „პოპულაციის აღდგენის მიზნით წითელი ნუსხის“  სახეობა  ნაკადულის 700-მდე კალმახი მდინარე ხრამში, დაშბაშის კანიონის  ხეობაში გაუშვა.  დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაშვებული თევზები მეთვალყურეობისთვის  ფოტო-ვიდეო ხაფანგებს დაამონტაჟა. 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი  ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის  100 000-მდე ლავრაა მიღებული. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის …

მეტი...

„ქვეყანა მართლაც რომ სისხლში ცურავდა, კონგრესმენებს ხმა არ ამოუღიათ, სად იყვნენ მაშინ?!“ – შვილმოკლული მშობლები

„მართლა რომ სისხლში ცურავდა ქვეყანა, წარმოუდგენელ უბედურებაში ვიყავით 21-ე საუკუნეში, როდესაც მიტინგებიდან იტაცებდნენ ხალხს და კლავდნენ. სულხან მოლაშვილის ბავშვი სიკვდილის პირას მიიყვანეს და ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან, რომ მიტინგიდან წამოსული, ცოცხალი დარჩენილიყო. სად იყვნენ ამ დროს კონგრესმენები“ – ეს განცხადება შვილმოკლული მშობლების სახელით ია მეტრეველმა და გულიკო გამცემლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს. როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, ეს ის კონგრესმენები და სენატორები არიან, რომლებიც მოსყიდული ჰყავთ.  „9 წელი გავუძელით წამებას და არ მახსენდება არც ამერიკის, არც კონგრესის აქტივობა,  სად არ ვიხვეწებოდით, ვის არ ვაჩვენებდით ამ ჩვენ ტრაგედიას, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა მე არ მახსენდება…

მეტი...

“შევეწირებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ისენი არასდროს დაბრუნდნენ“ – შვილმოკლული მშობლები

„სამწუხაროდ, მარტო ჩვენ არ ვართ შვილმოკლული მშობლები და ეს კარგადაა ცნობილი მთელი საქართველოსთვის, რამდენი ოჯახი გააუბედურეს და გაანადგურეს. ეს სწორედ იმ მთავრობამ გააკეთა, რომლებიც დღეს ამდენს ბედავენ და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ“ -ეს განცხადება ია მეტრეველმა სხვა შვილმოკლული მშობლების სახელით „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც ია მეტრეველმა და გულიკო გამცემლიძემ (მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა) „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადეს, საკუთარ სიცოცხლესაც კი დათმობენ, რომ ყოფილი რეჟიმი ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს. „რა დღეში ჩაგვაგდეს, გაგვაუბედურეს ოჯახები და კიდევ რაღაც მიტინგებს  აანონსებენ. დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ არ შემიძლია  ემოციები არ გამოვხატო და საზოგადოებას არ შევახსენო, რა…

მეტი...

ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკოსის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ფაქტს ქვეყნაში დემოკრატიის უკან დახევად აფასებ

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხმაურებები გრძელდება. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი “განახლებული ევროპა”, რომლის შემადგენლობაშიც პეტრას ოუშტრავიჩუსი, რამონა სტრუგარიუ, ბერნარ გეტა და კარენ მელჩიორი შედიან, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. 4 ევროპარლამენტარი საქართველოში პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ფაქტს ქვეყნაში დემოკრატიის უკან დახევად აფასებს. მიმართვის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები ქვეყანაში წინააღმდეგობას ზრდის, ართულებს მთვარობის დიალოგს ოპოზიციასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან. წერილში ყველა ევროპარლამენტარს საკუთარი გზავნილი აქვს, ლიეტუველი პეტრას ოუშტრავიჩუსი “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, გამოხატოს კეთილი ნება და ოპოზიციასთან პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთოს. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველო ევროპის ის მეგობარია, რომელთანაც დასავლეთს ახლო ურთიერთობის შენარჩუნება…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1310-ს მიაღწია

242-ით მეტი გარდაცვლილი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და 1310-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს ერთ დღეში ვირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც პათოგენი აღმოაჩინეს. რაც შეეხება დაინფიცირებულებთან დაკავშირებულ სტატისტიკას, ერთ დღეში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 14 840 ადამიანს დაუსვეს და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60,000-მდე გაიზარდა. ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განმარტებით, მათ ინფექციით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დათვლის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავეს.

მეტი...

დიდთოვლობის გამო, მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროსაა მოწყვეტილი

დიდთოვლობის გამო, მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოწყდა. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. ჩაკეტილია ხულოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა. ასევე შეზღუდულია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. სასწავლო პროცესი შეწყვეტილია მაღალმთიანი აჭარის ყველა სკოლაში. ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოს რამდენიმე სოფელს. აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ამ დროისთვისაც ინტენსიურად თოვს.

მეტი...

ქუთაისში, 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა.  განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვების უსაფრთხოების გამო, სწავლა ერთი დღით შეწყდა. სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება. “სოკარ გაზის” გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქალაქის თითქმის 60%-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

მეტი...

„ერაყში საერთაშორისო მისია გაძლიერდება“ – იენს სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აძლიერებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერაყში სამწვრთნელო მისიის გაძლიერებაზე და ერაყის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, – წერს სტოლტენბერგი. მანამდე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო აპირებს განაახლოს ერაყში სამხედროების საწვრთნელი პროგრამა, თუკი ერაყის მხრიდან შესაბამისი თხოვნა იქნება. როგორც სტოლტენბერგმა განმარტა ნატო ერაყის ხელისუფლებასთან აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მეტი...

მშვიდი, სუფთა, მოწესრიგებული, ადამიანებზე ორიენტირებული ქალაქი, რომელიც გამშვიდებს და პოზიტიურს გხდის – რედაქტორის ბლოგი

ქალაქი, სადაც სიმშვიდეა, სიყვარულია, პატივისცემაა, დაფასებაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ, ყველა თავის საქმეს აკეთებს, სხვისი მტრობით არ ხარობენ, ბოღმითა და შურით არ ტკბებიან, ყველა თავის გზაზე დადის. დიახ, ზუსტად ასეა და ეს არის ბაქო.  რამდენჯერაც ბაქოში მივდივარ,  მუდამ ასეთი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები (პოლიტიკურ ნაწილს, რა თქმა უნდა, არ ვეხები).  ეს არის ქალაქი, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა და წესრიგი ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. სუფთა ქალაქი, სადაც სულ გინდა, რომ  ბევრი ისეირნო, ფეხით ბევრი იარო, მიწისქვეშა გადასასვლელითაც ისარგებლო და მიწისზედა გადასასვლელითაც. ეს ყველაფერი იმდენად კომფორტული და სასიამოვნოა,  არც მოგინდება გზაზე გადაირბინო, ქუჩა გადაკვეთო,  წესრიგი…

მეტი...

ევროკავშირის სპეციალისტები გამყოფ ხაზთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებენ

„მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი ინფორმაციით, ორდღიანი შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად დასრულდა. “ორდღიანი შეხვედრები თბილისსა და ცხინვალში ეუთო-სა და გაერო-ს წარმომადგენელ თანათავმჯდომარეებთან ერთად დასრულდა. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე უსაფრთხოებასა და გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის საკითხთან დაკავშირებით“, – წერს კლაარი “ტვიტერზე”.

მეტი...

გიგი უგულავს საქმეზე ფაქტების შემსწავლელი მისია შეიქმნება – სტრასბურგში კალაძისა და კობახიძის ვიზიტი გრძელდება

ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებისგან გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით შეთავაზება მიიღეს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების ინფორმაციით, შეიქმნება ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ანტონიო ტაიანის, კატი პირის, სერგეი სტანიშევს და მარინა კალიურანდს შეხვდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. “დღეს არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დაისვა კითხვები გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მათ მიიღეს პასუხები და ასევე შეთავაზება…

მეტი...