კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ამერიკაში შეხვედრებს მართავენ

პოლიტიკური გაერთიანება  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან. პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხება არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. “შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტარებთან და მივაწვდით ინფორმაციას რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული, რომელსაც თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ.  რასაკვირველია, ძალიან დიდი ყურადღებაა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ …

მეტი...

თელავში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სიმულაციური სწავლება გაიმართა

ნარჩენების სეპარირებული შეგროვების თემაზე თელავში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში, სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა. სწავლებას გურჯაანის, ყვარლის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და უშუალოდ სასტუმროს თანამშრომლები დაესწრნენ. ტრენინგის დროს, აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ნარჩენების დახარისხებული შეგროვების საჭიროება და მნიშვნელობა, დახარისხების წესები, და სხვ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დახარისხების პრაქტიკული დემონსტრირება – მონაწილეებმა თავად დაახარისხეს ნარჩენები და განათავსეს ისინი შესაბამის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ურნებში. ტრენინგი გაიმართა პროექტის “საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს შპს “ეკოლაიფი” კახეთის 4 მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში…

მეტი...

“უგულავას დაკავებამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვალა. ესაა პარტნიორებისთვის სილის გაწნა” – გიორგი მარგველაშვილი

“გიგი უგულავას დაკავებამ შეცვალა პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში და ის, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია. უგულავას დაკავება არამხოლოდ ჩვენთვისაა მიუღებელი ფაქტი, არამედ ესაა სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს”, – ასე აფასებს საქართველო ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების. მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლებამ, გიგი უგულავას დაკავებით, დასავლეთს მესიჯი გაუგზავნა, რომ მათი აზრი არ აინტერესებთ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ურთულეს გეოპოლიტიკურ წერტილშია, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დასავლეთის უგულვებელყოფა ქვეყანაში რუსეთის გაძლიერებას ნიშნავს. “ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მათ შორის კომიტეტების ხელმძღვანელები და ისინი, ვინც საქართველოზე მუშაობენ, ძალიან  ნათელ პოზიციას აფიქსირებენ. საქართველოში დემოკრატიის კლებას ისინი…

მეტი...

ლე­გენ­და­რული ბრა­ზი­ლი­ელი ფეხ­ბურ­თელის, პე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარება გაუარესდა

ლე­გენ­და­რული ბრა­ზი­ლი­ელი ფეხ­ბურ­თელის, პე­ლეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარება გაუარესდა. ბრაზილიური ტე­ლე­კომ­პა­ნია GLOBO-ს ინფორმაციით, პე­ლეს სი­ა­რუ­ლი აღარ შე­უძ­ლია და მძი­მე დეპ­რე­სიაშია. მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა დროს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, გა­სულ წელს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა და ექი­მებ­მა მას სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. 79 წლის პე­ლეს წე­ლის პრობ­ლე­მე­ბიც აწუ­ხებს, ის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა.

მეტი...

საფრანგეთში ვულკანი ამოიფრქვა

საფრანგეთში, რეიუნიონის კუნძულთან, ვულკანმა, ამოფრქვევა დაიწყო. ამის შესახებ საფრანგეთის ვულკანური ობსერვატორია ავრცელებს. ვულკანმა ამოფრქვევა დილის საათებში დაიწყო. ამ დროისთვის მისი სიმაღლე 2 მეტრია და ის კუნძულის დაუსახლებელ ნაწილში მდებარეობს.

მეტი...

“ივანიშვილის დაქვემდებარებაში მანტიამოსხმული ჯამბაზები არიან” – ბექა ბასილაია

გიგი უგულავა მატროსოვის ციხეში ადვოკატმა მოინახულა. ბექა ბასილაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამარღლოში გაასაჩივრებს. “გიგი არის ძალიან მხნედ და ის უმსგავსობა რაც თადუმაძემ, გაბინაშვილმა და შავლიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, ამას აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. საკონსტიტუციო სასამართლომ, რაც მიიღო წარმოებაში საქმე გაფლანგვის მუხლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, უკვე გასულია თითქმის 4 წელი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ  ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები ჰყავს დაქვემდებარებაში და ასევე მის დაქვემდებარებაში იმყოფებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები,”- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მეტი...

მათემატიკის, ფიზიკისა და ტექნოლოგიების საგნების მასწავლებლებისთვის განათლების სამინისტრომ ცვლილება შეიმუშავა

განათლების რეფორმის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათემატიკის, ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის (ან საგნების) მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი და დიპლომით (ან დიპლომის დანართით) უდასტურდება ზემოჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთის გავლა, ასეთ პედაგოგს მიეცემა უფლება ასწავლონ ზემოაღნიშნული საგნიდან რომელიმე. გარდა იმისა, რომ ამ ცვლილებით, იზრდება მასწავლებლის მოტივაცია, სამინისტროს მიერ აქცენტი კეთდება საგანთა შორის შინაარსობრივ კავშირზე, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. უწყებაში განმარტავენ, რომ რომ ანალიზის შედეგად, სკოლებში გამოიკვეთა მასწავლებლის არასაკმარისი რესურსი ფიზიკის, ტექნოლოგიების საგნობრივ…

მეტი...

“უგულავს დაპატიმრებას, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია მოჰყვეს” – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებაზეცაა საუბარი. „როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მით უმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია – როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად – აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია.…

მეტი...

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია გრძელდება

2020 წლის თებერვლიდან  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია  გრძელდება. გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს რიგი დოკუმენტები, რომლებიც სარეგისტრაციო პორტალზეა მითითებული. რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე. აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე. რეგისტრაცია 2020 წლის 2 მარტის  18:00 საათამდე გრძელდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის გამოყენებით.

მეტი...

“უგულავა კარგად აცნობიერებდა, რომ 50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა გადაწყვეტილება დადგებოდა” – გია ვოლსკი

“გიგი უგულავა თავადაც კარგად აცნობიერებდა, რომ 50 მილიონის მოპარვა ასე არ ჩაივლიდა და გადაწყვეტილება დადგებოდა, ჩემი ეჭვია, რომ მისი აგრესიული პოლიტიკური აქტივობები სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. დეპუტატის თქმით, გიგი უგულავამ ბიუჯეტს გაცილებით მეტი ზარალი მიაყენა და პირადი მოქმედებებითა და დატაცების მთელი სისტემა შექმნა. “ამ თემაზე კომპრომისი ვერ იქნებოდა, რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ეს პროცესი 2013 წლიდან დაიწყო და არ შეჩერებულა. გიგი უგულავამ და ოპონენტებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თემა დამთავრებული არ არის, გასაჩივრებული იყო უზენაესს სასამართლოში და…

მეტი...

ქაბულში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უნივერსიტეტთან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ავღანური მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება მარშალ ფახიმის სახელობის სამხედრო უნივერსიტეტთან მოხდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასრათ რახიმის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ავღანური ტელეკომპანია „1ტივის“ ინფორმაციით, ტერორისტული აქტის შედეგად სამი სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ერთი სამოქალაქო პირია.

მეტი...

“ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა” – ჭიჭინაძე უგულავას დაკავებაზე

“გუშინ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა”, – ასე ეხმაურება  პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ამოვარდნილია მიღებული თამაშის წესებიდან, რასაც დასავლეთი ამკვიდრებს. “თვითონ ფაქტი იმდენად ამოვარდნილია იმ მიღებული თამაშის წესებიდან, რასაც დასავლეთი პრაქტიკულად ამკვიდრებს ყველა თავის პარტნიორ ქვეყანაში, რომ რეალურად გამოიწვია სერიოზული გაღიზიანება. მითუმეტეს, თალაკვაძისა და ზალკალიანის ვიზიტის ფონზე, სადაც მეტ-ნაკლებად დაპირებებიც გაიცა და მეგობრობაზეც იყო საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 24 საათიც კი არ შეასრულა თავისი დაპირებები. დარწმუნებული ვარ, თალაკვაძეც და ზალკალიანიც ჰპირდებოდნენ, რომ გარკვეულ…

მეტი...

იაპონიაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

„სიენენის“ ინფორმაციით, იაპონიაში კორონავირუსი კიდევ ორ მამაკაცს დაუდგინდა. ორივე მათგანს თავდაპირველად ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა დამატებითი კვლევების შედეგად 40 და 50 წლის მამაკაცებს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. იაპონიაში კორონავირუსით 163 ადამიანია დაინფიცირებული.

მეტი...

“ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი” – დავით ბაქრაძე

“მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა იქნება ბევრად უფრო საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი გიგი უგულავა, რადგან იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძის თქმით, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია.  „სრულიად ნათელი იყო თავიდანვე, რომ გიგი უგულავა იყო პოლიტიკური სამიზნე. ფორმამ, როგორ და რა საბაბითაც მოხდა გუშინ მისი დაპატიმრება, ვფიქრობთ, ოდნავ მაინც ობიექტურ ადამიანს არ უნდა დაუტოვოს არანაირი კითხვის ნიშანი, რომ გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი. გიგი უგულავას პატიმრობის უკან მკაფიოდ ჩანს ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. ამიტომ, უგულავას პოლიტპატიმრობა ძალიან მალე აღიარებული…

მეტი...

ზაქარია ქუცნაშვილი, გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ქუცნაშვილიც ადასტურებს. შეგახსენებთ, ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი  ავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა.

მეტი...

ქართველი მოსწავლეების ნამუშევარი ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს

თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ, მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“, ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე, ყველაზე ინოვაციურ მოსწავლეთა კომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.  განათლების სამინისტროს ცნობით, „ჭკვიანი ჩაფხუტი“ მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გასვლაში ეხმარება – ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს. ესტონეთის საერთაშორისო მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვა ტალინში 5-11 თებერვალს იმართება და ფინეთის, შვედეთის, ინგლისისა და ლატვიის მოსწავლეთა კომპანიებთან ერთად, მასში თბილისის N175 და ბათუმის N16 საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ სადაც საქართველოს სახელით საკუთარ პროდუქტი წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი მოსწავლეები უცხოეთში არჩევითი საგანის – მეწარმეობის საფუძვლების ფარგლებში იმყოფებიან, რომელსაც…

მეტი...

“საქართველოსთან ფრენების აღდგენა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება” – რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თბილისის რუსოფობიური კამპანია შეწყდება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების ნებისმიერი საშიშროება გაქრება. მისი თქმით, შეზღუდვის მოხსნაზე საუბრის დაწყება მას შემდეგ არის შესაძლებელი, როცა შესაბამისი პირობები შეიქმნება. „უპირველეს ყოვლისა, საუბარია საქართველოში სიტუაციის სტაბილიზებაზე, რუსოფობიის კამპანიის შეწყვეტაზე და ასევე, უნდა გაქრეს ნებისმიერი საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა რუდენკომ. საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ოფიციალურად რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამომოსვლა გასული წლის 8 ივლისს შეწყდა.

მეტი...

“სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია” – ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებაზე

“სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში გიგი უგულავას დაკავებას. „იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაშლა და ოპოზიციის დევნა მიუღებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 თებერვალს ალიანსის შტაბბინა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს. თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს, მირჩა ჯოანს შეხვდება. განხილვის მთავარი თემები იქნება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გზები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პროგრესი, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილი. თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება, სადაც მისიაში მონაწილე ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების გამოწვევებსა…

მეტი...

ზემო ფონიჭალაში, სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

“წელს ზემო ფონიჭალაში, სარაგბო კომპლექსი აშენდება და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა”, – ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კრწანისის გამგეობისთვის 2018-2019 წლებში რეკრეაციული სივრცეების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. „ორი წლის განმავლობაში შევძელით, დაახლოებით, 3 ჰექტარი რეკრეაციული სივრცის შექმნა. მოსახლეობას გასულ წელს ამავე ფორმატში დავპირდით, ზემო ფონიჭალაში სარაგბო კომპლექსის მშენებლობა. დღეს გამოვაცხადეთ სამუშაოებზე ტენდერი და სულ მალე, ფონიჭალაში 12 000 კვადრატული მეტრი ფართობის სკვერის გაგრძელებაზე სარაგბო მოედანი მოეწყობა. ასევე, დავამთავრეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც ფონიჭალაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაცილი სივრცის მოწყობასაც ითვალისწინებს. წელს დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი…

მეტი...

“უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო მიწების მიტაცებას არ დავუშვებთ” – კახა კალაძე

“კონკრეტული ჯგუფები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უნებართვო მშენებლობების განხორციელების გზით სახელმწიფო მიწების მიტაცებას ცდილობენ”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიდეოდიალოგის ფორმატში ისაუბრა, როდესაც სოციალური ქსელის მომხმარებლის ანა დარასელიას შეკითხვას უპასუხა ავჭალაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონო მშენებლობების დემონტაჟთან დაკავშირებით. „ამ მიწების მიტაცება სრულებით მიუღებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ჯგუფებმა ეს მოახერხონ. თუ მათ აქვთ საცხოვრებლის პრობლემა, დავეხმარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რაც მოვიკვლიეთ, ყველას აქვს საცხოვრებელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებს გადავცემთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომ დაიწყოს გამოძიება, რადგანაც, როგორც ვთქვი, ესენია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ეწევიან ამ საქმიანობას. ერთ ღამეში ახორციელებენ…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის გამოჯანმრთელებაში” – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახლაგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა და მოქალაქეებს დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა. როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, თეკლა ფერაძეს დახმარება თავადაც გაუწიოს. „ბევრი შეტყობინება მოდის ახალგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დახმარებასთან დაკავშირებით. თუ მოგვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში.  თუ საჭირო იქნება მეც ჩავერთვები და დახმარებას გავუწევ“, – განაცხადა კახა კალაძემ. თეკლა ფერაძეზე საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა თბილისის მერმა თავის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა. „მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა ძალიან დიდია.…

მეტი...

“თბილისის ქუჩებში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს, შესაბამისი კანონი დაარეგულირებს” – ირაკლი ხმალაძე

“თბილისის ქუჩებში წლების განმავლობაში მიტოვებულ ავტომანქანებს, შესაბამისი კანონი დაარეგულირებს”, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მუშავდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი მსგავსი ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე გადაყვანის უფლებას მოიპოვებს. „ჩვენ ვამზადებთ სამართლებრივ ცვლილებებს იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომლებიც წლების განმავლობაში მუნიციპალურ ტერიტორიაზეა განთავსებული, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა მოიპოვოს სამართლებრივი მექანიზმი და უფლება, რომ მსგავსი ავტომანქანების გადაადგილება და სპეციალურ სადგომზე გადაყვანა მოხდეს. ვეთანხმები კითხვის ავტორსაც და ყველას, ვინც ამ საკითხზე პრეტენზიას გამოთქვამს. რა თქმა უნდა, ამ საკითხს უახლოეს პერიოდში დავარეგულირებთ“, – აღნიშნა ირაკლი…

მეტი...

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ხელისუფლება ევროპის საბჭოს ე.წ. მოთხოვნებს არ შეასრულებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ხელისუფლება ევროპის საბჭოს ე.წ. მოთხოვნებს არ შეასრულებს. ალიევის თქმით, “ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აზერბაიჯანის არჩევნების შეფასებას მიკერძოებულად უდგება”. “ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ზოგიერთი ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ნეგატიურ შეფასებას. ზოგჯერ ეს დასკვნა არჩევნების ჩატარებამდე მზადდება, არა ორგანიზაციაში, არამედ სხვა ადგილას. ალიევის განცხადებით, “9 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს რეფორმების გაგრძელებას”. შეგახსენებთ, 9 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, “ენი აზერბაიჯანი” (ახალი აზერბაიჯანი) 125 ადგილიან მილი მეჯლისში 70 ადგილს მიიღებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიაში…

მეტი...

მესტიაში უკრაინის მოქალაქეს ეძებენ

მესტიაში უკრაინის მოქალაქეს ეძებენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთნულდზე ზვავში ტურისტები მოყვნენ. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ჩეხი ტურისტი უვნებლად ამოიყვანეს, შემდეგ გააგრძელეს მეორე ტურისტის ძებნა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ტურისტებმა ზვავში მოყოლილ მეორე ტურისტზე ინფორმაცია უარყვეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩენილია მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, მათ შორის ჯი-პი-არ-ეს მოწყობილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნის. უკრაინელი ტურისტი ნომერში ამ დრომდე არ გამოჩენილა. მისი ადგილსამყოფელი ჯერ უცნობია.

მეტი...

კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები ამჟამად კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა და ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. „სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს სამუშაოებს. დაახლოებით 20 თებერვლისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული და კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მოასფალტებას. მარტის დასაწყისში ეს მონაკვეთი ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი და გადავალთ ბოლო მონაკვეთზე – ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, სადაც ანალოგიური სამუშაოები შესრულდება. გაზაფხულზე მთლიანად დასრულებული იქნება ეს პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

1016-მდე გარდაცვლილი ჩინეთში – კორონავირუსს გუშინ 103 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1 016-მდე გაიზარდა. 10 თებერვალს ვირუსით ხუბეის პროვინციაში 103 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ რეგიონში 10 თებერვალს დაინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 თებერვალს კი ვირუსი 2 618 ადამიანს დაუდგინდა. ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 42 200 ადამიანია დაინფიცირებული. დაღუპული ადამიანების სამი მეოთხედი სწორედ ხუბეის პროვინციაში ცხოვრობდა. ვირუსთან არასაკმარისი ბრძოლის ბრალდებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ხუბეის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელი და პარტიის მდივანი, ასევე წითელი ჯვრის ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე, თანამდებობიდან გაათავისუფლა. 10 თებერვალს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩავიდა. პეკინის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდა ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი,…

მეტი...

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტიდან 170 მილიონს საქართველო მიიღებს

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონპროექტშია აღნიშნული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები რუსეთის გავლენასთან და აგრესიასთან დაპირისპირებაა, მოკავშირეების და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რომ დაიცვან სუვერენიტეტი და უზრუნველყონ საკუთარი დაცვა, ნატო-სთან და დასავლეთის სხვა ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების გზით, ასევე მდგრადი თავდაცვის რეფორმების განხორციელების საშუალებით. დოკუმენტის თანახმად, დაფინანსება…

მეტი...