„მილი მეჯლისის“ არჩევნებში ისევ მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „მილი მეჯლისის“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.  5 773 უბნიდან მიღებული 5 571 საარჩევნო უბნის შედეგებით, რომელიც ამ ეტაპისთვის დათვლილია, უპირატესობა მმართველმა პარტიამ „ახალი აზერბაიჯანი“ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. როგორც აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაზაჰირ პანაჰოვმა საერთაშორისო და ადგილობრივი მედიისთვის გამართულ  სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნებშ მონაწილეობა ქვეყნის მოსახლეობის 47, 81 %-მა მიიღო. რაც შეეხება საჩივრებს თუ პრეტენზიებს, მისივე ინფორმაცით, მსგავსი რამ არც ერთ უბანზე დაფიქსირებულა. აზერბაიჯანში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების იმ ძირითადი უბნების მონაცემებით, რომელიც უკვე დათვლილია, „მილი მეჯლისში“  მმართველი გუნდისა და…

მეტი...

“დღეიდან, გიგი უგულავას განაჩენის დადგომის დღიდან, ყოველგვარი მოლაპარაკება წყდება” – დავით ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდებას. “ბოლო თვეების მანძილზე ძალიან მკაფიოდ ჩანდა ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება – ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერი საბაბით და ფასით დაეკავებინათ გიგი უგულავა. ის, რაც მოხდა დღეს, რა მიზეზითაც ხდება გიგი უგულავას დაკავება, ნიშნავს იმას, რომ დაწესდა სამარცხვინო პრეცედენტი და ქვეყანაში აღარ არსებობს არცერთი ინსტიტუტი, არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს სამართალი. დღეს გიგი უგულავას გამოუტანა განაჩენი, უწიგნურმა და უდიპლომო პროკურორმა შალვა თადუმაძემ, რომელმაც როგორც პროკურორმა, საჩივარი გააგზავნა სასამართლოში და როგორც მოსამართლე, დახვდა საკუთარ საჩივარს. უზენაეს სასამართლოს იმის ვაჟკაცობაც არ…

მეტი...

“ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, პროცესი გასულიყო ზღვარს მიღმა” – ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას სამართლებრივი ნორმების დარღვევად მიიჩნევს. ნინო ბურჯანაძის შეფასებით, საქართველოში კანონი არ არსებობს და აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს შეგნებულად მიიღეს. “მე არ მახსოვს არც ერთი პერიოდი, როდესაც ადამიანს ერთი და იგივე დანაშაულისათვის ორჯერ ასამართლებდნენ. უსასტიკესი რეჟიმებიც კი იგონებდნენ რაიმე ახალს, რომლითაც ადამიანს მიუსჯიდნენ, ოღონდ განმეორებით ერთი და იგივე სასჯელისთვის არასოდეს აპატიმრებდნენ ერთი და იგივე პიროვნებას. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის სამართლებრივი ნორმების ელემენტარული დარღვევა და აბსოლუტური იგნორირება.  გარდა ამისა, ჩემის ღრმა რწმენით, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული აბსოლუტურად შეგნებულად იმიტომ, რომ ხელისუფლებამ იცოდა,…

მეტი...

“თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ, მეორეჯერ წავიდე ციხეში” – გიგი უგულავა

“თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ, მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორად, მესამეჯერ, უფრო ზუსტი თუ ვიქნებით. შეზღუდული სივრცე არის ამავე დროს, შესაძლებლობა და მეტი თავისუფალი დრო, შესაბამისად, მე ამაზე არ ვწუხვარ”, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, დაჭერები აზრს ვერავის შეაცვლევინებს და ვაჭრობაში შესვლა არ იგეგმება. „არავითარი დაჭერა, გინდ პოლიტიკური ლიდერებისა და ნებისმიერი ჩვენგანის, არ შეგვაცვლევინებს ჩვენ აზრს და არ ვაპირებთ, რაღაც ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან, არ ვაპირებთ, ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და ახდენს სიტუაციის…

მეტი...

უზენაესმა სასამართლომ, გიგი უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა სხვა საქმეზე აქვს მოხდილი, მას მოსახდელად სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა დაეკისრა. ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 2018 წლის 28 თებერვალს ერთი წლითა…

მეტი...

“ბრძოლა გრძელდება, მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით” – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მოკლედ, ჯერ ვერ გავიგე ზუსტად, მაგრამ რაღაც მომისაჯეს ამ შიზოფრენიკებმა. ბრძოლა გრძელდება. მშვიდად, მტკიცედ და ღიმილით,” – წერს “ფეისბუქზე” “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მეტი...

მწვერვალ თეთნულდზე ზვავმა ჩეხი ტურისტი მოიყოლა

მწვერვალ თეთნულდზე ზვავმა ჩეხი ტურისტი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. მათივე ცნობით, ტურისტი ზედა კიდურების დაზიანებებით მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

მეტი...

გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებაზე უზენაესი სასამართლო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა დააკისრა, განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გ. ს; გ. უ; დ. ა; ა. თ; და დ. ა. მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა: გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების…

მეტი...

“კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს” – საქართველოში ჩინეთის ელჩის განცხადება

საქართველოში ჩინეთის ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე პროცესები გააცნო. ლი იანის განცხადებით, ჩინეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა გადაიწია. ამასთან, მისი თქმით, შეიქმნა ვაქცინების ექსპერტთა ჯგუფი და ვაქცინაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. “მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადაიწია სწავლის გაგრძელების თარიღმა. დროებით შეჩერდა ქვეყნის შიდა და გარე ჯგუფური ტურიზმის ბიზნესი. მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებულ პირთა სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ჩინეთის 31 პროვინციაში, რეგიონსა და ქალაქში დაიწყო რეაგირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე. მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება ეპიდემიაზე, პაციენტების ინტენსიური მკურნალობა, ხოლო ის პერსონალი, ვისაც კონტაქტი…

მეტი...

საქართველოში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 29 მილიონი დოლარით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 2020 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან 193 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, 17.6 პროცენტით, ანუ 29 მილიონი დოლარით აღემატება. უწყების ცნობით, გასული წლის იანვარში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 164 მლნ აშშ დოლარი მიიღო. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ დღეს აეროპორტებში მგზავრთნაკადის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები ჯამში 314 079 მგზავრს მოემსახურა, რაც სამი პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეტი...

“სწრაფად უნდა გაგვცეს პასუხი ოპოზიციამ, რა დათმობაზე მოდიან და რა ვარიანტს თანხმდებიან” – მამუკა მდინარაძე

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უმრავლესობა ოპოზიციისგან პასუხს ელოდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას ულტიმატუმი ისევ გარკვეულ კომპრომისად შეასაღოს, რაც მისი თქმით, მათ არ გამოუვათ. „შემჭიდროვებული ვადები არსებობს, როცა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ოპოზიციამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაგვცეს პასუხი იმაზე, რა დათმობაზე მოდიან და რა ვარიანტს თანხმდებიან. კერძოდ, თანხმდებიან, თუ არა ჩვენს მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ ვარიანტს, თუ ისევ ულტიმატუმს აყენებენ ე.წ. გერმანულ მოდელზე. ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოებას ულტიმატუმი ისევ გარკვეულ კომპრომისად შეასაღოს, რაც არ გამოვა. ულტიმატუმები კომპრომისად არ საღდება და ამას ჩვენი საზოგადოება ასე არ მიიღებს. რეალურ კომპრომისზე თანხმდებიან თუ არა, ამაზე პასუხს ველოდებით.…

მეტი...

ხვალიდან, ახალი ავტობუსები მარშრუტებზე გადანაწილდებიან

11 თებერვლიდან თბილისში მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. კერძოდ, ახალი ავტობუსები გადანაწილდებიან შემდეგ მარშრუტებზე:  N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);N47 –  ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);13 თებერვალს  კი,  ახალი ავტობუსები კიდევ 5 სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან: N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“; N29 – სადგურის მოედანი  (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა; N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ –…

მეტი...

ქუთაისში 5 თვის ორსული გრიპის ინფექციით გარდაიცვალა

ქუთაისის კლინიკაში, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც ხუთი თვის ორსული იყო. არსებული ინფორმაციით, ონში მცხოვრები ქალი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტს ადასტურებენ კლინიკაში, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ. პაციენტი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

მეტი...

“ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ”- გრიგოლ ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გრიგოლ ვაშაძე სისულელეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილთან კონფლიქტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას აპირებს. „წავედი მხოლოდ დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები. ყველა სისულელეს რატომ უსმენთ, რამდენი მოცლილი რაღაცას დაწერს “ფეისბუქში”. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი და მეორე ის, რომ მე გადავდექი, გადავდექი ისე, რომ ეს იცის ვიღაცამ და მე არ მივმართე, თეორიულად გელაპარაკებით“ ,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ამასთან, ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი არის კიდევ ერთი პლატფორმა, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებს. „მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი…

მეტი...

ანტარქტიდაზე ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია

დედამიწის ყველაზე ცივ, ქარიან და მშრალ კონტინენტზე, ანტარქტიდაზე, ტემპერატურამ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. მკვლევართა განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გლობალური დათბობის ტენდენციას. ანტარქტიდის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ წვერზე მდებარე არგენტინულ კვლევით სადგურ „ესპერანსაზე“ ტემპერატურამ +18,2 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რითაც მოიხსნა წინა რეკორდი — 2015 წლის მარტში დაფიქსირებული 17,5 გრადუსი. არგენტინის მეტეოროლოგიური სამსახურის ეს სადგური ტემპერატურის ჩაწერას 1961 წლიდან ახორციელებს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ტემპერატურას თავიანთ არქივში ისინიც გადაამოწმებენ, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმე აშკარად რეკორდთან გვაქვს.

მეტი...

თეთრ სახლთან მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტრამპის მოკვლით იმუქრებოდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მამაკაცი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკვლით იმუქრებოდა. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული. უსაფრთხოების ოფიცრებმა ის დააკავეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. დაკავებულის ჯანმრთელობაზე ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

„მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს „ტექრეისერსის“ ფაქტობრივი მფლობელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დედაქალაქის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და შპს „ტექრეისერსის“ ფაქტობრივი მფლობელი დააკავეს. ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სამი პირი. სუს-ის ინფორმაციით, „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დაკავებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, შპს „ტექრეისერს“-ის ფაქტობრივი მფლობელი კი, დააკავეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარების ფაქტზე. სუს-ის ინფორმაციით,…

მეტი...

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

სოფო კილაძე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და განთლებისა და ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილეებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დანერგვა, განხორციელების ფარგლებში შესათანხმებელი საკითხები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.  სამუშაო ჯგუფი უკვე შეთანხმდა, რომ აუცილებელია საკონსულტაციო და საინფორმაციო სპეციალური ცხელი ხაზის შემუშავება, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, ხოლო ბავშვებს და ოჯახებს შესაბამის უწყებებთან სწრაფ კომუნიკაციაში. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთიანი ონლაინ პროგრამა, რომლის დახმარებით ბავშვების პრობლემის მოგვარების მიზნით, ყველა სახელმწიფო უწყება ერთდროულად ჩაერთვება და ინფორმაციაზე თანაბარი და დროული წვდომა ექნება. „ბავშვის უფლებათა  კოდექსის“ ინპლემენტაციის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ბავშვზე…

მეტი...

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი თანამშრომელი ბრალს აღიარებს

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობენ, ლევან ქარდავა კი ბრალს არ ეთანხმება. საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა. ჯემალ შამათავამ კი ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო, ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ…

მეტი...

“ადამ კინზინგერის განცხადებამ კიდევ ერთხელ გააქარწყლა ჩვენი ოპონენტების სურვილი და მიზანი” – გურამ მაჭარაშვილი

“ადამ კინზინგერის განცხადებამ კიდევ ერთხელ გააქარწყლა სურვილი და მიზანი ჩვენი ოპონენტების, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარისა და ქართული დელეგაციის ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტს ირონიულად უყურებდნენ”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატი ამერიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ადამ კინზინგერის განცხადებამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე კითხვის ნიშნები მოხსნა. „მან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მყარი იქნება. კომპრომისი ორმხრივია, არ შეიძლება, ცალმხრივი იყოს. ჩვენი მხრიდან ოპოზიციის მიმართ წარდგენილია საკმაოდ ოპტიმალური შეთავაზება და ახლა უნდა დაველოდოთ იმას, ოპოზიცია რას…

მეტი...

“პროგრესის მიუხედავად, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი უთანხმოება რჩება” – ამერიკელი კონგრესმენი

“მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი შეინიშნება, ჩემთვის აშკარა გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი უთანხმოება რჩება”, – ამის შესახებ ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მისი თქმით, როგორც წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მტკიცედ რჩება საქართველო-აშშ-ის მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობების მხარდამჭერად. „ხუთშაბათს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რა დროსაც ჩვენ, ორივემ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო მიზნები საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. მე ვაფასებ თავმჯდომარე თალაკვაძის ძალისხმევას, რომ ვიზიტით ჩამოვიდა, რათა განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას. შეხვედრის შემდეგ, მე საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში…

მეტი...

“თუ მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში შეყვება, მაჟორიტარები მუხრუჭს გამოვიყენებთ” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ისეთი შეთავაზების გაკეთება სურს, რომელსაც შედეგი არ ექნება და შემდეგ გადავლენ რევოლუციურ სცენარზე. „ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდის მიერ არის უკიდურესი კომპრომისული ვარიანტი შეთავაზებული, რის იქეთაც უკვე ქვეყანაში კრიზისი არის მოსალოდნელი. ამიტომ, მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში არ უნდა შეყვეს და თუ ამას გააკეთებს, ჩვენ მაჟორიტარები და არამხოლოდ მაჟორიტარები, კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ მუხრუჭს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. რაც შეეხება ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, ხუნდაძე ამბობს, რომ კომპრომისი აუცილებელია და აღნიშნულთან დაკავშირებით კინზინგერის განცხადება…

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩინეთში ექსპერტებს გზავნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში ექსპერტებს გზავნის. საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ექიმი ბრიუს ეილვარდი ხელმძღვანელობს. ექსპერტები ჩინელ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და ადგილზე გაეცნობიან არსებულ მდგომარეობას. ექსპერტების ინფორმაციით, ისინი არა მხოლოდ ვირუსით მახასიათებლებს შეისწვალიან, არამედ გამოიკვლევენ თუ რამდენად მწვავე მდგომარეობაა ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მაშტაბით კორონავირუსის 37 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსი 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შემთხვევა აზიის ქვეყნებში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 813 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, პროკურატურაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის მიმართ დევნის დაწყების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. საქმე ეხება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგაშვილის განჩინებას, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე ვალდებული იყო გიორგი ჯანაშიას და გოგა ბარბაქაძის სისხლის სასამართლოს საქმეზე მიღებული განაჩენი და საქმეზე არსებული სხდომის ოქმები გადაეცა ადვოკატისთვის. „მოსამართლე შავლიაშვილმა არ შეასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით იგი ვალდებული იყო გადმოეცა ჩემთვის გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის მიმართ 2020 წლის 28 იანვარს მიღებული განაჩენი და ამავე სასამართლო სხდომის ოქმები. ეს დასჯადია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლით,…

მეტი...

“ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი” – არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ კინზინგერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენ ადამ კინზინგერთან შეხვედრას და ამ საკითხთან დაკავშირებით კონგრესმენის განცხადებას ეხმაურება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. „კონგრესმენო კინზინგერ, მეც მოხარული ვარ თქვენთან გამართული შეხვედრით ვაშინგტონში, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას ჩემი ქვეყნისადმი. დარწმუნებული ვარ, თქვენი, როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ლიდერობით, ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს N1 სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თქვენთან მხარდამხარ განვაგრძობთ ჩვენი წვლილის შეტანას მსოფლიოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების განმტკიცების საქმეში. ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა…

მეტი...

იაპონია სამედიცინო ნიღბების წარმოებას ზრდის

“სიენენის” ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა სამედიცინო დანიშნულების ნიღბების წარმოებას ზრდის.  გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დავალებით, მწარმოებლები მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები, რათა ბაზარზე ნიღბების დეფიციტი აღმოიფხვრას. სახის ნიღბებზე მოთხოვნა ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გაიზარდა.

მეტი...

“გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრობის” თავმჯდომარის პოსტს პირველ მარტამდე დატოვებს” – ელისო კილაძე

“გრიგოლ ვაშაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრობის” თავმჯდომარის პოსტს პირველ მარტამდე დატოვებს” – აცხადებს “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი. ელისო კილაძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. ვაშაძის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილთან დაძაბული საუბარი. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დამოუკიდებელი შტაბის ამოქმედებაც.  “ჩემი წყაროს ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე საუბარი შედგა მიხეილ სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. გრიგოლ ვაშაძემ მას უთხრა, რომ იხსნის პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობას, მას ასევე არ უნდა, რომ იყოს ამ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და დატოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს. “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ფრთა ამ ინფორმაციას კატეგორიულად…

მეტი...

“ოსკარის“ მფლობელები ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის „ჯოკერი“ და რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“ გახდნენ

ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში მიმდინარე „ოსკარების“ ცერემონიაზე საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლების შემსრულებლები დააჯილდოვეს. „ოსკარის“ მფლობელები ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის „ჯოკერი“ და რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“ გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ფენიქსისთვის ეს პირველი „ოსკარია“, ხოლო ზელვეგერისთვის მეორე. საზეიმო ცერემონიას შარშანდელის მსგავსად წელსაც არ ჰყავს წამყვანი. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები აცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენება მიმდინარეობს. „ოსკარის“ დაჯოლდოების 92-ე ცერემონიაზე „გრემის“ წლევანდელი დაჯილდოების ტრიუმფატორმა, 18 წლის ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა ცოტა ხნის წინ ლეგენდარული ინგლისური ჯგუფის, „ბითლზის“ კომპოზიცია Yesterday შეასრულა.

მეტი...

იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდზე მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს – მედია

იაპონური მედიის ცნობით, იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდზე მყოფი ადამიანებიდან 130-ს კორონავირუსი აქვს.  გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 3700 ადამიანი იმყოფება. გემზე კარანტინი 4 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კარანტინის ხანგრძლივობა გაიზარდოს.

მეტი...

სვანეთში, “ლამპრობას” აღნიშნავენ

სვანეთში, ტრადიციული დღესასწაული “ლამპრობა” აღნიშნეს. დილის ექვს საათზე ყველა ოჯახიდან, უხუცესები ახალგაზრდებთან ერთად ლამპრებით ხელში სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ. “ლამპრობის” დღესასწაული აღდგომამდე 10 კვირით ადრე აღინიშნება. ამ დროს ყველა ოჯახში ტრადიციული კვერები ლემზირები ცხვება. ტრადიციის მიხედვით, თითო სვანური ოჯახიდან იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც ცხოვრობს იმ ოჯახში

მეტი...

დაშავებულია 6 წლის ბავშვი – ავტოსაგზაო შემთხვევა გურიაში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ჯიპის მარკის ავტომობილი გზაზე მოცურდა და მიკროავტობუსს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულთა შორისაა 6 წლის გოგონაც, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევა სოფელ ჩიბათში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

მეტი...

უამინდობის გამო, ევროპაში ავიარეისები გადაიდო

ევროპაშიც უამინდობაა​. შტორმ – “კიარას” გამო დიდ ბრიტანეთში 30 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. იორკშირის საგრაფოში დაიტბორა ქუჩები და შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება ძლიერი ქარი და წვიმაა სხვა ქვეყნებშიც. ამსტერდამის აეროპორტში 240 ავიარეისი, ფრანკფურტის აეროპორტში კი 180 ავიარეისი გადაიდო. რეისები გააუქმა ავიაკომპანია “ლუფთჰანზამ” მიუნხენის აეროპორტშიც. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ტემპერატურის მკვეთრად დაცემას და თოვლს ელოდებიან შოტლანდიაშიც.

მეტი...

910 გარდაცვლილი – კორონავირუსით 40 000-ზე მეტია ინფიცირებული

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 910-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 908 ადამიანია დაღუპული. ვირუსით ერთი ადამიანი დაიღუპა ჰონგ კონგში, ერთი კი ფილიპინებზე. მთელი მსოფლიოს მაშტაბით, კორონავირუსით 40 710 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 171 ჩინეთში, 539 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.

მეტი...

პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია ერთი პირი, სამი იდენტიფიცირებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია ერთი პირი, სამი იდენტიფიცირებულია. შსს-ს ცნობით, 1984 წელს დაბადებულ, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ ზ.ს.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 თებერვალს, სამ თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ შეაღწია თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზია „რედბერში“ და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 780 ლარის ღირებულების ვერცხლის სამკაულებს, რის შემდეგაც ოთხივე პირი შემთხვევის…

მეტი...

საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება – ნალექი თოვლის სახით

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში +4 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, 12 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი კვლავ გაუარესდება, მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ძირითადად თოვლის სახით. „დღეისათვის საქართველოს ამინდს კვლავ განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი ჰაერის მასები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ამიტომ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მათ შორის თბილისში. იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ბარში და დაბლობში იქნება ერთი გრადუსი ყინვა, ოთხი გრადუსი სითბო. ხოლო მთაში…

მეტი...