5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი და 18 პოლიტიკური პარტია – ხვალ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია (ვიდეო)

ხვალ, დილის 08:00 საათიდან, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები გაიხსნება და მოსახლეობა საკუთარ არჩევანს გააკეთებს. აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინიციატივით ტარდება. დღეს, აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არჩევნებზე აკრედიტირებული ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და არსებული მონაცემები შეაფასა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხვალ, დილიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 5573 საარჩევნო უბანი გაიხსნება. აქედან 1000-ზე მეტ უბანზე ვიდეოკამერა იქნება განთავსებული, საიდანაც ყველას შეეძლება არჩევნების მიმდინარეობას თვალი ადევნოს. “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მთლიანობაში რეგისტრირებულია 5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. არჩევნების გასაშუქებლად ჩამოსულია 38 ქვეყნის დელეგაცია. არჩევნების პარალელურად ჩატარდება ეგზიტპოლი, რომელსაც 3 ორგანიზაცია ჩაატარებს. საარჩევნო უბნები გაიხსნება…

მეტი...

ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, სამშობლოში ხვალ დაბრუნდება

ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას ინფორმაციით, ჩინეთში, ქალაქ იაგჭოუში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც დახმარებას ითხოვდა, საქართველოში ხვალ დაბრუნდება. „ისინი პეკინის დროით დღეს საღამოს მოემგზავრებიან საქართველოში და ხვალ იქნებიან თბილისში. დარჩენილია რამდენიმე ავიარეისი, და ისინი ერთ-ერთით ბრუნდებიან სამშობლოში. საბედნიეროდ, უხანში ჩვენი თანამოქალაქეები ჯანმრთელად არიან, თავს კარგად გრძნობენ და გრძელდება ის სანიტარული და პრევენციული ზომების მიღება, რომელიც აუცილებელია როგორც უხანში, ასევე ჩინეთში. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვრჩებით მათთან. საელჩოს ინფორმაციით, უხანში საკვებისა და სასმელი წყლის პრობლემა არ არის. ქალაქი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი საშუალებით. იქ, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება უპრეცედენტო სანიტარული…

მეტი...

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6-ბალიანი შტორმია

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში 5-6-ბალიანი შტორმია. საშტორმო მდგომარეობა სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, დღეს ღამის საათებში გაძლიერდება სამხრეთ დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ, 15 მ/წმ დაქროლვით. დროგამოშვებით მოსალოდნელია ატმოსფერული ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა +0 -1 გრადუსი იქნება. ხვალ, იქროლებს დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. შტორმი 5 ბალი, ზღვის ტალღის სიმაღლე – 260-300 სმ. მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპეტატურა დღისით +0-1 გრადუსი, ღამით -1 -3 გრადუსი. 10 თებევალს შტორმი 4 ბალამდე შემცირდება. იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 -1 გრადუსი, ღამით -2 -4 გრადუსია მოსალოდნელი.

მეტი...

აზერბაიჯანში, წინასაარჩევნო კამპანია შეწყდა (ვიდეო)

აზერბაიჯანში, წინასაარჩევნო კამპანია დღეს შეწყდა. შესაბამისად, პოლიტიკური სუბიექტები ვერც აგიტაციის ჩაატარებენ და ვერც სადებატოდ გამოიყენებენ საინფორმაციო საშუალებებს. აზერბაიჯანის ცენტრალურმა  საარჩევნო კომისიამ, დღეს, არჩევნების წინა დღეს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც კანდიდატებზე, პოლიტიკურ პარტიების დაკვირვებაზე, საარჩევნო უბნებსა და იმ ორგანიზაციებზე ისაუბრა, ვინც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება. პროცესს “მედიაცენტრი მთავარი” ბაქოდან აშუქებს და ერთ-ერთი საინტერესო დეტალი, რაც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დავაფიქსირეთ არის ის, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო განწყობა არ იგრძნობა. საარჩევნო პლაკატებსა და ბილბორდებს ქვეყანაში ვერსად ნახავთ.  გუშინ, ქალაქის ცენტრალურ ადგილას, პარკში, საარჩევნო სუბიექტებისთვის გამოყოფილი სტენდი გადავიღეთ, სადაც 18-ვე პოლიტიკური პარტიის ბანერია გამოფენილი, თუმცა დღეს ეს ბანერები…

მეტი...

ბიჭს, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, „გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება

ბიჭს, რომელიც გზებზე ყოჩივარდებს ყიდის, დღეიდან „გურული დღიურების ფონდი“ დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ამ ბიჭს, გზებზე რომ ყოჩივარდებს ყიდის კორტანეთში და რაღაც ხნის წინ ფოტოც გადავუღე და გიჩვენეთ, ბევრი ვესაუბრე. გონიერი და მშრომელი მოსწავლეა კორტანეთიდან, უაღრესად ზრდილობიანი და შეგნებული. მისი ცხოვრების სირთულეებზე არ მოგიყვებით – დღეს აქვს, ხვალ დაძლევს. და დაძლევაში რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც დავეხმაროთ, მას ჩვენი საგანმანათლებლო „გურული დღიურების ფონდი” დაეხმარება. დღეიდან ის ჩვენი სტიპენდიანტია“, – წერს გიორგი კეკელიძე.

მეტი...

ისნის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისნის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. კომპანიის ცნობით, იორის შესახვევის ერთ-ერთ სახლში მცხოვრებმა სწრაფი რეაგირების სამსახურს ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაცია მიაწოდა, რომ ქუჩაში ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა. „თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფმა ადგილზე მისვლისთანავე შემოწმებისას დაადგინა, რომ ერთ-ერთი დაკეტილი სახლის მრიცხველის ამთვლელი მექანიზმი ბრუნავდა. 114-ის სპეციალისტებმა მრიცხველი სასწრაფოდ გადაკეტეს. მეზობელმა დაკეტილი ბინა გააღო. სპეციალური აპარატით შემოწმებისას, ბინაში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, ასევე აღმოჩნდა, რომ სახლში გაზის ცენტრალური ონკანი ღია იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. ბინის განიავებისა და საფრთხის განეიტრალების პარალელურად შემოწმდა გარე პერიმეტრი, ჭები და მეზობელი სახლები. რამდენიმე ბინაში…

მეტი...

ყაზახეთში დაპირისპირებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში დაპირისპირება მოხდა. ყირგიზეთის საზღვართან ახლოს ეთნიკურ ნიადაგზე დუნგანებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეტაკებები მოხდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები გაგზავნეს. პოლიციამ ძალა გამოიყენა. შეტაკებებისას დაიღუპა 8 და დაშავდა 40 ადამიანი. დაშავებულებს შორის რამდენიმე პოლიციელია. აქციაზე კი 50-მდე პირი დააკავეს.

მეტი...

“არჩევნებზე არ დავდივარ, ჩემი მეუღლე აკეთებს რაც საჭიროა” – წინასაარჩევნო განწყობა ბაქოდან (ვიდეო)

აზერბაიჯანის პარლამენტში მოსახვედრად 18 პოლიტიკური სუბიექტი იბრძვის, მოსახლეობა კი, ვინც აზერბაიჯანის პარლამენტი უნდა დააკომპლექტოს, საკმაოდ ინერტულია.  მთავარ საარჩევნო პროცესებს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან “მედიაცენტრი მთავარი” აშუქებს. საარჩევნოდ, მოსახლეობის განწყობის გასაგებად, ბაქოს ცენტრალურ პარკში გავედით და 30-მდე ადგილობრივი გამოვკითხეთ. გამოკითხულთა ნაწილმა გვითხრა, რომ არჩევნებზე არაფერი იცის, მეორე ნაწილმა გვითხრა, რომ პოლიტიკა არ აინტერესებთ და ამ თემაზე ვერც ისაუბრებენ. მესამე ნაწილმა კი აღნიშნა, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავლენ, რადგან ქვეყანაში მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს. გამოკითხულები გვარ-სახელების დასახელებისგან თავს იკავებდნენ და ფოტოს გადაღებასაც აპროტესტებდნენ. „ჩვენთვის მთავარია, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. მე პირადად, არჩევნებზე არ დავდივარ. არ ვთვლი, რომ…

მეტი...

“გვაქვს სერიოზული რესურსი, რომ ყველა შემთხვევის ლაბორატორიული გამოკვლევა ვაწარმოოთ” – ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის გამო, უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია. კონტროლის განსაკუთრებული მექანიზმი საზღვრებზე, თერმული სკრინინგი და მგზავრების შემოწმებაა. ქვეყანა მწვანე ზონაშია. ჯერჯერობით არც ერთ პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდა ახალი ვირუსი არ აღმოაჩნდა. “თუ რაიმე საეჭვოა, მაშინვე ხდება ამ ადამიანის ევაკუირება ინფექციურ საავადმყოფოში და შემდგომ იქ მიმდინარეობს ღრმა გამოკვლევა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ასეთ შემთხვევა დღემდე 16-ჯერ დაფიქსირდა, ყველა მათგანი ამ 2 კვირის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა, საბედნიეროდ, ყველა შემთხვევაში ჩვენ გვქონდა უარყოფითი რეაქცია კორონავირუსზე. ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სიტემა საკმაოდ გამართულია ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს სერიოზული რესურსი, რომ ყველა შემთხვევის ლაბორატორიული გამოკვლევა ვაწარმოოთ. ამას სჭირდება სინჯის…

მეტი...

ქუთაისში დავითობას აღნიშნავენ

ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი. მოგვიანებით კი, გელათში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვის დასრულების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დავით აღმაშენებლის საფლავს პატივს მიაგებენ. ამასთან, დღესვე გელათის აკადემია ხელნაწერთა ცენტრის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. დღესასწაულთან დაკავშირებით დღის მანძილზე ქალაქში დაგეგმილია რამდენიმე კულტურული ღონისძიება.

მეტი...

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, ტექნიკური მარილი დაიყარა

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები განახორციელა. დაახლოებით, 80 ტონა  ტექნიკური მარილი დაიყარა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში,  სამუშაოები განახლდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 619050  ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე – 2 722222

მეტი...

ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 723-მდე გაიზარდა

ჩინეთში, ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 723-მდე გაიზარდა.  ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ბოლო 24 საათში, ვირუსით 86 ადამიანი დაიღუპა და დაინფიცირების სამი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 34 546 ადამიანია ინფიცირებული. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაში ამბობენ, რომ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 190 ათასამდე ადამიანი იმყოფება. იზრდება ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაც. ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საავადმყოფოებიდან 2 050 ადამიანი გაეწერა. ჩინეთის გარდა ვირუსი მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

მეტი...

„ეს ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა” – პრეზიდენტი ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვაზე

„ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვას. სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე. “ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორის გასასვლელი პუნქტის ჩაკეტვა ადამიანის უფლებების კიდევ ერთი დარღვევაა. გადაადგილება არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცული უნდა იქნას. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ზეწოლა მოახდინოს ყველა პასუხისმგებელ მხარეზე“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ახალგორის ე.წ. გადასასვლელი გუშინ დილიდან ისევ ჩაკეტეს.

მეტი...

ჩიორა თაქთაქიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ტოვებს. ღია წერილს, რომლითაც ის პარტიის მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავს, “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას. წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს. დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები. დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად…

მეტი...

“ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს” – ირაკლი ჩიქოვანი

„ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო ევროკავშირისთვის წარმოადგენს მთავარ პარტნიორს რეგიონში,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. „ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დადებითად აფასებს იმ უფრო გაღრმავებულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს მივყვებით, აქტიურად ვმუშაობთ მათ იმპლემენტაციაზე. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს ევროკავშირში გაერთიანებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. მისივე…

მეტი...

აშშ, კორონავირუსთან საბრძოლველად ას მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ მზად არის, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან საბრძოლველად ფულადი სახსრები გამოყოს.  მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და სხვა დაზარალებული ქვეყნებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამასთან, აშშ მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს, რომ მათთან ერთად ებრძოლონ მზარდ საფრთხეს.

მეტი...

“ახალი კორონავირუსის“ გამო, აზერბაიჯანში კონტროლის უმკაცრესი ზომებია მიღებული

საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი „ახალი კორონავირუსისგან“ თავის დასაცავად უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ამკაცრებს. როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გადაადგილებისას საზღვარზე ყველა შემსვლელი და გამომსვლელი მაქსიმალურად კონტროლდება მესაზღვრეები სპეციალური ტექნიკით არიან აღჭურვილები, რომელიც მგზავრს ტემპერატურასაც უმოწმებს და ასევე, რაიმე სახიფათო სიმპტომებისას სპეციალურ ხმოვან „სიგნალს“ გამოსცემს. აღნიშნული ფოტოები „მედიაცენტრმა მთავარმა“ თბილისი-ბაქოს მატარებელში გადაიღო. როგორც მესაზღვრეებმა გვითხრეს, ამ ეტაპისთვის, „ახალი კორონავირუსის“ მსგავსი სიმპტომების მგზავრი აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირებული არ არის.   ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 636-ს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირების 31,161 შემთხვევაა დაფიქსირებული. ახალმა კორონავირუსმა ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ტაილანდსა და ჰონგ-კონგში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.…

მეტი...

ხვალ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება – ქალაქი საარჩევნო პლაკატების გარეშე

მიუხედავად იმისა, რომ 9 თებერვალს აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, ბაქოში საარჩევნო ციებ-ცხელება არ იგრძნობა. ვერც საარჩევნო პლაკატებით აჭრელებულ ქუჩებს ნახავთ და ვერც ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების ქაოტურად განთავსებულ, დაზიანებულ, შეღებილ, დამახინჯებულ სარეკლამო ბანერებს. ქალაქში წესრიგი აშკარად იგრძნობა. საქართველოსგან განსხვავებით, ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განთავსებულია სპეციალური სტენდები, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს თუ პირებს შეუძლიათ, თავიანთი ბანერი მიაკრან. ეს ყველაფერი იმდენად ცივილურად ხდება, რომ არც არავინ შეეცდება კონკურენტის ბანერი ჩამოხიოს, ან სულაც, ზევიდან საკუთარი გადააკრას.    9 თებერვალს აზერბაიჯანის მოსახლეობა „მილი მეჯლისის“ 125 წევრს აირჩევს. რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების გამართვის იდეას, ის მმართველ პარტია „ენი…

მეტი...