ჩამოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია – გარდაცვლილია კიდევ ერთი მუშა

თბილისში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მეორე მუშის მდგომარეობა კრიტიკულია – ამის მედიასაშუალებებს საავადმყოფოში განუცხადეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებული მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. მას  სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. ნაძალადევის რაიონში მიმდინარე მშენებლობაზე დღეს სავარაუდოდ, გარე ლიფტი ჩაწყდა, რასაც 1 მუშის დაღუპვა მოჰყვა, მეორე კი დაშავდა.  გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას, დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსზე სამუშაოები შეჩერდა.  ამბობენ, რომ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევები დაფიქსირდა. „საუბარია ტვრითის სიმაღლეზე ატანაზე, რომელიც ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმით, რის გამოც მივიღეთ…

მეტი...

თოვა და დაბალი ტემპერატურა – შეზღუდვა საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

თბილისი – საუკეთესო ადგილი ევროპაში კოლმარისა და ათენის შემდეგ

„საუკეთესო ადგილები ევროპაში 2020 წელს სამოგზაუროდ“ – აღნიშნულ გამოკითხვას  ვებპორტალი „ევროპის საუკეთესო ადგილები“, უკვე 11 წელია, ატარებს.  გამოკითხვაში მონაწილეობა წელს 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. რეიტინგში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ  „დედაქალაქი თბილისი კულტურული, გასტრონომიული მრავალფეროვნებით, არქიტექტურის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია“. ამასთან, პორტალი თბილისის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას. „შუა საუკუნეების ნაგებობები ბრწყინვალე ოსმანური სტილის ნაგებობებს ერწყმის. აქ იხილავთ ნეოკლასიკას, საბჭოთა ან თანამედროვე შენობებს. თბილისი პატივს სცემს წარსულს და მიმართულია მომავლისკენ, მისი ახალგაზრდობისა და ხვალინდელი გამოწვევებისკენ. აუცილებლად ადით თბილისის მწვერვალზე და მოინახულეთ თბილისის მცველის, ქართლის დედის ქანდაკება, საიდანაც დედაქალაქზე გამორჩეული პანორამა იშლება. მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი,…

მეტი...

„ჩვენს ქვეყანაში, ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან, არც ექიმთან მიუსვლელობით იღუპებიან ადამიანები“ – დიმიტრი ხუნდაძე

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ის სარგებელი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა,  სახეზეა. დღეს, უფულობითა და ექიმთან მიუსვლელობით ადამიანებო ქუჩაში არ იღუპებიან. გავბედავ და ვიტყვი, რომ დღეს არც შიმშილით იღუპებიან ბავშვები ჩვენს ქვეყანაში“ – ეს განცხადება პარლამენტის ჯანადცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რამაც არსებული შედეგები მოიტანა. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა დადასტურებული ციფრებიც წარმოადგინა, თუ რა ვითარება იყო 2012 წლამდე და რა რეალობაა დღეს. „რაც შეეხება 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას,  2012 წელს დაფიქსირდა 728 შემთხვევა,  2018 წელს კი – 416;  5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას რაც შეეხება,…

მეტი...

„გოქჩენის აეროპორტიდან“ მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს

სტამბოლში, „გოქჩენის აეროპორტში,“ თვითფრინავი ასაფრენ ბილიკზე მოცურდა და ხევში ჩავარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა მგზავრები პანიკაში იმყოფებიან და მათი ევაკუაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თურქეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, შემთხვევას ვსხვერპლი არ მოჰყოლია. 117-ვე მგზავრი ამ დროისთვის უსაფრთხოდაა. ისინი იზმირიდან სტამბულის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.  მომხდართან დაკავშირებით, შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაიწყეს.

მეტი...

„თამთა თოდაძეს ილია ჯიშკარიანთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა. რომ სვამდა არაადეკვატურად იქცეოდა“ – მოწმის ჩვენება

თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ბიუროს თანამშრომელი სასამართლოს ჩვენებას აძლევს. როგორც მოწმე, აცხადებს, როცა თამთა თოდაძე სვამდა, არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ილია ჯიშკარიანი კი მას „თამთა შვილო“-თა და „თამთა გენაცვალე“-თი მიმართავდა.    ირმა ჩიკვილაძე, სასამართლოში ჯიშკარიანი-თოდაძის საქმესთან დაკავშირებით დღეს დაიკითხა.  ის ილია ჯიშკარიანის ბიუროს მოქმედი თანამშრომელია. „თამთამ, ზოგჯერ უზრდელურად ლაპარაკი იცოდა. ეს მაშინ ხდებოდა,   როცა სვამდა… ჩემთვისაც ბევრჯერ მოუყენებია თამთას სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცოტა არაჯანსაღი ფსიქიკის იყო. მას ილია ჯიშკარიანთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა. რომ სვამდა არაადეკვატური ქცევები ჰქონდა. ბატონი ილია კი ამშვიდებდა და შემდეგი სიტყვებით მიმართავდა,“თამთა, შვილო“, თამთა, გენაცვალე”. როგორც ილია ჯიშკარიანის…

მეტი...

ბათუმში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, გამსახურდიას და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები მუშაობენ

მეტი...

მარტყოფის მონასტრის კელიაში მკვლელობა მოხდა, ახალგაზრდა მამაკაცმა მეორე მამაკაცი მოკლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. მომხდარი მკვლელობის ფაქტს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ მკვლელობა ფსიქიკურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა პირმა ჩაიდინა. „როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს, მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან“, – წერს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, გადამოწმების პერიოდში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარება არ უნდა შეუწყდეთ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ახალი ინიციატივით გამოდის. დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გადამოწმების პერიოდში, სოციალური დახმარება არ შეუწყდეს და ის თანხა ბაზიდან ამორიცხვის შემთხვევაში, ოჯახს დარჩეს. „მინდა შევეხო ოჯახების გადამოწმების პერიოდში დახმარებების შეჩერების საკითხს. აქვე მექნება კომიტეტის შემოთავაზება, რომელიც მკაცრად ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ გადამოწმების პერიოდში, სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარების მიღება არ შეუწყდეს. გადამოწმების შემდეგ, თუ ის ბაზდან ამოირიცხა, ჩარიცხული თანხა მიმღებს დარჩეს და ეს ტვირთი სახელმწიფომ აიღოს. რამეთუ, თუნდაც, დახმარების მოხსნის შემთხვევაში, ოჯახი, რომელიც ამ ბაზაში იყო და ბაზის…

მეტი...

“ირაკლი კობახიძის მათემატიკა და განცხადებები სანდო არ არის” – ეკა ბესელია

“ირაკლი კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, რადგან ძალიან უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 60 პროცენტზე მეტიც კი აიღოს. „პროპორციული სიით 60 პროცენტი 2016 წლის არჩევნებშიც ვერ ავიღეთ. ასეთი ანონსის გაკეთება არის „ქართული ოცნებისა“ და ილუზიების ტყვეობაში ყოფნა, თორემ ამას რეალობასთან საქმე არ აქვს. გირჩევდით, რომ ირაკლი კობახიძის მათემატიკას ნუ ენდობით, რადგან ძალიან უნიჭო მათემატიკით გამოირჩევა. მისი ციფრები არასდროს არ ამართლებდა. არც მაშინ, როცა მე უმრავლესობაში ვიყავი. ერთს ამბობდა და მეორე იწერებოდა ხოლმე ოფიციალურ მონაცემებში.…

მეტი...

ნარჩენების მართვის თემაზე, თელავისა და გურჯაანის სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩატარდა

კახეთის რეგიონში თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის I, II, III, IV სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი პროექტის “საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება – ახალი გამოწვევა და სარგებელი კახეთის რეგიონში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც შპს “ეკოლაიფი” ახორციელებს თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრას თელავის I და II, ბუშეტის, იყალთოს, ნაფარეულის, კურდღელაურის, რუისპირის, ვანთის, გულგულის, კონდოლის საჯარო სკოლის, ასევე გურჯაანის I, II,III, IV საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. პროექტის მიზნებსა და გამოწვევებზე საუბრის პარალელურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა ინტერაქტიული დისკუსია ისეთ საკითხებზე როგორიცაა: რა არის ნარჩენი, რატომ არის აუცილებელი ნარჩენების სეპარირებული…

მეტი...

“ოჯახების შეფასების მეტი გამჭვირვალობისთვის, სოციალური აგენტები სამხრე კამერებით იმუშავებენ” – ჯანდაცვის მინისტრი

“ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრმა მოკლედ განმარტა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების დღეს არსებული პროცედურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას სჭირდება საშუალოდ 20 დღე. შესწავლიდან ერთ თვეში ხდება სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი…

მეტი...

“ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოვახდინოთ” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა კორონავირუსის შემოტანის პრევენცია მოხდეს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მაინც დაფიქსირდა, ქვეყანა მზად არის, პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს. „მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ, დღეიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიას  ვირუსის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირების საშუალება აქვს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მეტი...

კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. კოპალიანისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო. მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, საპარლამენტო გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს. კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს და სწორედ ამიტომ დატოვა დეპუტატის მანდატი.

მეტი...

“არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ უმრავლესობის სხდომას 11:00 საათზე დავნიშნავდი” – მამუკა მდინარაძე

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე. ალბათ, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის განმარტებით, სხდომის 10:00 საათზე ჩატარების მიზეზი იყო ის, რომ ყველა განსახილველი თემის განხილვა მოესწროთ.  “საუბარია რეგიონულ გამოწვევებზე, მაჟორიტარებს დავალებები მივეცით, კონკრეტული თემები მოიტანონ, რა არის გაკეთებული და რა მიმდინარე პროექტები. ასევე, თხოვნა გადაეცა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ჩამოწერონ და მოიტანონ სესიაზე, რა უნდა მოვასწროთ, რა არის პრიორიტეტული“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა. ამასთან, მისი თქმით, სხდომაზე არჩევნებსაც შეეხო საუბარი,…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სტრუქტურული და საკადრო რეფორმა დასრულდა

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში რეორგანიზაცია სრულად დასრულდა. ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მოხსენება, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე გააკეთა. სესიას დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი, რუსლან აბაშიძე ესწრებოდა. სესიაზე ითქვა, რომ რეორგანიზაცია არ იყო მარტივი; განხორციელდა რადიკალური, სტრუქტურული და საკადრო პოლიტიკა, რის შედეგადაც ექვსი დეპარტამენტისა და სამი სამსახურის სანაცვლოდ შეიქმნა ქმედითი ორი დეპარტამენტი და ერთი სამსახური. ჯემალ გამახარიამ ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებიც ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსთვის პრიორიტეტული იქნება. ესაა სამთავრობო პროექტში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ჩართულობა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა „აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი ანალიზის მომზადების…

მეტი...

“ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში” – ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

“ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციას პარლამენტის შენობასთან. „რა დროს ვადამდელი არჩევნებია. თებერვალი დადგა, ოქტომბერში ისედაც უწევს არჩევნები, თუ ოქტომბრის არჩევნებს ეძახით ვადამდელ არჩევნებს, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ ვადამდელი არჩევნებია. არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ არის, უნიათობაში 60 ოლიმპიური ჩემპიონი დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციისგან ელოდებიან პასუხს შეთავაზებაზე. „კონსულტაციების რეჟიმში ვართ, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ოპოზიციასთან და იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებით დავასრულებთ…

მეტი...

11-მილიონიანი ქალაქის დაცარიელებული ქუჩები – უხანი კარანტინისას (ფოტო, ვიდეო)

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჩინეთის ქალაქ უხანის მოსახლეობა უკვე მეორე კვირაა სრულ იზოლაციაშია. ABC News-ი აქვეყნებს დრონით გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ნახავთ, როგორ გამოიყურება ცარიელი ქალაქი. 23 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად უხანში კარანტინი გამოაცხადა; შეჩერდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მატარებლების მოძრაობა, აიკრძალა ავიამიმოსვლაც. 27 იანვარს კი ქალაქის ხელისუფლებამ უხანის საქმიან ნაწილში კერძო ავტომობილების გადაადგილებაც აკრძალა. მოძრაობის უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე მანქანებს აქვს, რომლებსაც საკვები გადააქვთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უხანის მცხოვრებლები ძირითადად სახლებში რჩებიან და გარეთ იშვიათად გადიან, ისიც საკვებისა და ნიღბების შესაძენად. სუპერმარკეტების თანამშრომლები მთლიანად დამცავ კოსტიუმებში…

მეტი...

“თბილისი ყველას ქალაქია და ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ” – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტები დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ გაერთიანებაა საჭირო. ინფორმაციას მერიის პრესსასმახური ავრცელებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვანდალიზმის ფაქტები მიუღებელია, რომელიც დედაქალაქში ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზე მრავლად ფიქსირდება. „სამწუხაროდ, დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტები ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან სამუშაოებში, რომელსაც ვახორციელებთ, დიდი ძალისხმევა იდება, რათა ყველაფერი ლამაზი, მაღალი ხარისხის და მოწესრიგებული იყოს. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს ქალაქი ყველასია.  დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, გვექნება ერთსულოვნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. იმ პროექტებით, რომელიც ქალაქში ხორციელდება, ყველამ უნდა ისარგებლოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის…

მეტი...

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში, ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრება

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მოსმენას არ დაესწრება. პარტიის წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი მინისტრისგან პასუხების მიღება 520-ე დადგენილების, მედიკამენტების ხელისაწვდომობასა და გათავისუფლებული სოცმუშაკების საკითხზე სურს. „მინდა, საჯაროდ მივმართო მინისტრ ტიკარაძეს 520 დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია ექიმებისა და ექთნების ნაწილის სახლში გაშვება, ხოლო ნაწილისთვის ხელფასის შემცირება. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს შეიძლება მტკივნეულად აისახოს როგორც პაციენტის მკურნალობის ხარისხზე, ასევე პაციენტისა და მისი ოჯახის ჯიბეზე. უპირველესად, მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას – რას უპირებს 520 დადგენილებას, აპირებს თუ არა მის შეჩერებას, როგორც ამას სამედიცინო სექტორი მოითხოვს და როგორც ეს ფართო საზოგადოების ინტერესშია“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.…

მეტი...

“თბილისი პრაიდი” ერთი წლისაა

თბილისი პრაიდს 1 წელი შეუსრულდა. ამ დღის აღსანიშნავად “თბილისი პრაიდის” ჯგუფმა ვიდეო-კლიპი მოამზადეს, რომელშიც მათი ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამეს. ” 2020 წელს კი ვაგრძელებთ ბრძოლას თანასწორობისთვის! ჩვენ არ დავთმობთ არცერთ უფლებას!ჩვენ არ დავთმობთ საჯარო სივრცეს!” – აღნიშნულია “თბილისი პრაიდის” ფეისბუქ პოსტზე. ისინი მადლობას გამოხატავენ თემის წევრების, მოხალისეებს და მხარდამჭერების მიმართ, მათი სოლიდარობისთვის.

მეტი...

ჩინეთის გარეთ, “კორონავირუსის” 159 შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთი „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ ისევ ძალიან მაღალ დონედ რჩევა, ხოლო გლობალურად, ქვეყნები მაღალ დონეს იკავებენ. რაც შეეხება ჩინეთის გარეთ დაფიქსირებულ „ახალი კორონავირუსის“ შემთხვევებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დადასტურებულია 159 შემთხვევა, მათ შორის, 6 ახალი, რომელიც 24 საათში გამოვლინდა. ვირუსი, მთლიანობაში,  გავრცელებულია 23 ქვეყანაში და ჩინეთის გარდა, გარდაცვალება მხოლოდ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. რაც შეეხება რისკის ზონებს, ჩინეთი ისევ და ისვე ძალიან მაღალ დონედ ითვლება, ასევე მარალ დონედ ითვლება მთლიანი რეგიონი, ხოლო გლობალირად, სხვა ქვეყნები, ასევე მაღალმაჩვენებელში რჩებიან.     „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და…

მეტი...

“ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილში მყოფი მმართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია” – BLOOMBERG

გავლენიანი გამოცემა BLOOMBERG-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იდეალურ სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დასჭირდებოდა რამდენიმე წუთი, რათა გამოეხატა მძიმე შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო, რომელიც ადრე საიმედო პარტნიორად ითვლებოდა დასავლეთისთვის, ამჟამად მიექანება ავტორიტარიზმისკენ. სტატიაში ნახსენებია, რომ ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილში მყოფი მმართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. პუბლიკაციის ავტორი იხსენებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების კონგრესმენებისგან სამი წერილი მიიღო, სადაც სადაც კანონმდებლები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა, ამ ფაქტს კი დემოკრატიის უკუსვლად აფასებდნენ. კონგრესმა აგრეთვე საპროტესტო ნოტაში აღნიშნა ის მოვლენა,…

მეტი...

ბოლო 24 საათში, „კორონავირუსის“ 3241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი “კორონავირუსის“ დადასტურებული შემთხვევა გლობალურად 20 630-ია. მათ შორის, 3241 ახალი შემთხვევა, რომელიც ბოლო 24 საათში გამოვლინდა. რაც შეეხება ჩინეთს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დადასტურებულია 20 471 შემთხვევა, აქედან ახალია – 3235 შემთხვევა; მწვავეა 2788 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორისაა 492 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილია 425 ადამიანი, მათ შორის 64 ადამიანი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა. „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

პარლამენტთან საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ლეიბორისტულმა პარტიის“ წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა საბჭოთა საქართველოს დროშა დაწვა. „აი ასე დავასრულებთ ჩვენ ყველა ავტორიტარულ და დიქტატორულ მმართველობას ქვეყანაში, ოღონდ მშვიდობიანად“ ,- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. მანამდე კი აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან, მწვანე ღობეზე კრემლის ბანერი გააკრეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მმართველობის პერიოდში ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა დასავლური რესლებიდან რუსულ რელსებზე გადაეყვანა. მათივე თქმით, საქართველოში ყოველდღიურად ჩანს რუსული მმართველობა. ​პარლამენტთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი „სირცხვილის დერეფნების“ მოსაწყობად ემზადებიან.

მეტი...

“ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება” – კახა კალაძე

“ელიავას ბაზრობაზე არსებული მდგომარეობის გამოსწორება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდება”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიას ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან კომუნიკაცია ჰქონდა, რომლის შედეგადაც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეისთვის არსებული ფორმით ბაზრობის ფუნქციონირება, მიუღებელია. „ყველასთვის ცნობილია ელიავას ბაზრობის უსისტემო განვითარებით გამოწვეული პრობლემები. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თუ როგორ მოვიქცეთ და რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ არსებული პრობლემა მოგვარდეს. არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს. ეს სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს, როგორც იქ მომუშავეებისთვის, ასევე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღიურად…

მეტი...

„100/50-ზე ჩვენი უკიდურესი კომპრომისია“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უკვე გაკეთებულია და ეს არის უკიდურესი კომპრომისი. „რაც შეეხება საარჩევნო სისტემის განხილვას, ამისთვის არსებობს ფორმატი, სადაც მონაწილეობენ როგორც ქვეყანაში აკრედიტირებული  ელჩები, ისე, ჩვენი უცხოელი პარტნიორები. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან გაკეთებულია უკიდურესი კომპრომისი და ეს არის 100/50-ზე, რის იქითაც, უკვე, ქვეყნის არასტაბილური განვითარების საფრთხე  და ხიფათი და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. სწორედ ამიტომ იყო მაჟორიტარი დეპუტატების დამოკიდებულება შემდეგი,  რომ პროპორციული სისტემა, ამ რეალობაში, ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ხიფათის შემცველია“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში.   შეგახსენებთ, რომ…

მეტი...

“მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად”

“ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართავს. გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი “ევროპის სახალხო პარტია“ იმედგაცრუებულია, რომ “მმართველ პარტიას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად” და ისინი ხელისუფლებას მოქალაქეების ნების შესრულებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესებშია, რომ ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების უკუქცევა არ მოხდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

„სირცხვილის კორიდორი“ და პიკეტირება პარლამენტის შენობასთან

პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებული აქვთ და სხვადასხვა ხმოვანი სიგნალითა და შეძახილებით ცდილობენ, პარლამენტის წევრებს დისკომფორტი შეუქმნან. პარლამენტის წევრები კი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან და პარლამენტის სხდომის დასაწყებად ემზადებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსგავსი პროტესტი და პიკეტირება მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უარს არ იტყვის. პარალელურად, აქციის წევრები პარლამენტის წევრებს შეძახილებით: „მონა“; „სირცხვილია“; „შეცვალე“ აცილებენ. მათ დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის კორიდორიც მოუწყვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტში შეჭრა და შტურმი არ იგეგმება.   ადგილზე,…

მეტი...

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან

​პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებისა და სირცხვილის დერეფნების მოსაწყობად ემზადებიან. აქციაზე გიორგი ვაშაძემ ბანერები მიიტანა, რომელზეც არის წარწერა – „სირცხვილია“. ამასთან, პარლამეტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის მხარდამჭერები იმყოფებიან.

მეტი...

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის თებერვლიდან  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო. გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს რიგი დოკუმენტები, რომლებიც სარეგისტრაციო პორტალზეა მითითებული. რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან.ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე. აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე. რეგისტრაცია 2020 წლის 2 მარტის  18:00 საათამდე გრძელდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, შესაბამისი პორტალის გამოყენებით.

მეტი...

იაპონიაში, საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი აღმოჩნდა

“ბიბისის” ცნობით, იაპონიაში საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებული 10 ადამიანი აღმოჩნდა. გემზე, რომლის მგზავრების ნაწილს ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, სულ 3 700 ადამიანი იმყოფება. ექიმებმა 300 ადამიანი უკვე შეამოწმეს და პროცესი გრძელდება. საკრუიზო გემი იოკოჰამას პორტშია გაჩერებული. თავდაპირველად, ხომალდზე ვირუსი 80 წლის ჰონგ კონგელ მამაკაცს დაუდგინეს. ათივე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 50 წელს გადაცილებულია. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი იაპონიის მოქალაქეა, ორი ავსტრალიელი და ერთი ამერიკელი.

მეტი...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაცვალებულთა რაოდენობა იზრდება

„ახალი კორონავირუსის“ ეპიცენტრში, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთში, გარდაცვალების  65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სხვა ქვეყნების ჩათვლით, მთლიანობაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 492-ს მიღწია. რაც შეეხება დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, მათი რიცხვი 25 000-ს აღწევს.

მეტი...

ევაკუაცია და საგანგებო სიტუაცია ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში წყალდიდობის გამო მოქალაქეების და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო. ყველაზე რთული ვითარება სოუთლენდის რეგიონშია, სადაც საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს. ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 500-ზე მეტი ტურისტი გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულ მდინარეებში წყლის დონის დაკლებას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც მოსახლეობას სალხებში დაბრუნების საშუალებას მისცემენ.

მეტი...

“ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას“ -კონგრესმენი ნუნესი

რესპუბლიკელი კონგრესმენის დევინ ნუნესის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეერთებული შტატები დაინტერესებულია განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად. ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.  „ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები კონგრესში ვცდილობთ და გვსურს,  რომ ნატო იყოს უფრო გაძლიერებული და უზრუნველყოფილი რათა შეძლოს ისეთი ქვეყნების დახმარება, როგორიც საქართველოა. საქართველო დიდ ძალისხმევას სწევს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ურთიერთობის გაძლიერების და…

მეტი...

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და ქართველი ხალხის დასავლეთისკენ სწრაფვას” – სენატორი შაჰინი

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, ვაფასებთ ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ევროპისკენ, ნატოსკენ, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ და ევრო-ატლანტიკურ პარტნიორობას. დარწმუნებული ვარ რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს მხარდაჭერა“- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატორებს ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა. როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას განაცხადა ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. „გულწრფელი საუბარი მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. კიდევ ერთხელ დავუდასტურე მათ საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ს მიმართ და მათი მხრიდანაც იყო დადასტურებული…

მეტი...