სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავი ჩამოწვა – დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სტეფანწმინდა-კობის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სტეფანწმინდა-კობის გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. „სტეფანწმინდაში, კობის საავტომობილო გზაზე მოულოდნელად ჩამოწოლილი ზვავის შედეგად, ხევში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდილ სატრანსპორტო საშუალებაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის…

მეტი...

ე.წ. ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო, ენგურსა და ფსოუზე შეზღუდვები დააწესა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო, ენგურსა და ფსოუზე კარანტინი დააწესა.  შეზღუდვები კორონავირუსის საფრთხის მოხსნამდე გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ფსოუზე ე.წ. საზღვარზე მსგავსი ტიპის შეზღუდვა არ ყოფილა დაწესებული.

მეტი...

“პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია” – ილია მეორე აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მათივე განმარტებით, მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა. “პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მის უწმინდესობას გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად…

მეტი...

“გენერალურ პროკურორად არჩევა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიდეს” – ირაკლი შოთაძე

“გენერალურ პროკურორად არჩევა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ხორავას ქუჩის საქმე ბოლომდე მივიდეს და ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება, დაისაჯოს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი”, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა. „ჩემი პირადი პოზიციაა, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ყველა პიროვნება, ვინც ამ საქმეზე ჩაიდინა დანაშაული, უნდა დაისაჯოს კანონიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევენ გენერალურ პროკურორად, ამ კუთხით ეს ჩემთვის არის შესაძლებლობა, რომ აღნიშნული საქმეები ბოლომდე მივიდეს და ამ საქმეზე აღსრულდეს მართლმსაჯულება, დაისაჯოს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ირაკლი შოთაძე მიიჩნევს,…

მეტი...

უხანში 30 მოქალაქე ჩარჩა – მათ თვითმფრინავს ვერ მიუსწრეს

მალაიზიის 30-მა მოქალაქემ მათი ევაკუაციისთვის უხანში გაგზავნილ თვითმფრინავს ვერ მიუსწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მალაიზიის მთავრობა ავრცელებს. „ამის მიზეზი ლოგისტიკური პრობლემებია, რომელიც ხუბეის პროვინციაში გაჩნდა. მალაიზიელების ნაწილი აეროპორტამდე ვერ მივიდა“, – ნათქვამია მალაიზიის მთავრობის განცხადებაში. ახალი კორონავირუსის გამო, მალაიზია ჩინეთიდან 167 ადამიანის ევაკუაციას გეგმავდა, თუმცა კუალა-ლუმპურში მხოლოდ ნაწილი დაბრუნდა. ისინი კარანტინში არიან მოთავსებული. ამასთან, მალაიზიაში კორონავირუსით ინფიცირების 10 შემთხვევა ფიქსირდება.

მეტი...

“ბაღდათში, ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან ყველა შესაბამის დახმარებას იღებდნენ” – დიმიტრი ხუნდაძე

“ბაღდათში, ხანძრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები, როგორც ბავშვები, ისე მშობლები, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოსგან იღებდნენ ყველა შესაბამის დახმარებასა და შეღავათს. ასევე, მედიაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს ამ ოჯახს სახლი არ ჰქონდა და ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძე მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს ამ დიდ ტრაგედიას. “სამწუხაროდ, ბაღდათში მოხდა უდიდესი ტრაგედია, რასაც ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა, ემოციურად ძალიან რთულია ამ საკითხზე საუბარი, მითუმეტეს, როდესაც ასეთ ტრაგედიებს ადამიანების,…

მეტი...

ნასას ანიმაცია – დედამიწა ოკეანის გარეშე

დედამიწის 70% წყლისგან შედგება. ნასა გვთავაზობს ანიმაციას, რომელიც ნათლად წარმოაჩენს დედამიწას წყლის გარეშე, როგორი იქნება ის, თუ წყალი მთლიანად აორთქლდება და გამოჩნდება დედამიწის ზედაპირის სამი-მეხუთედი დამალული ნაწილი. დედამიწის ტექტონიკური ფილების განცალკევების ნაწიბურებზე ჩნდება ვულკანური მთები, რომლებიდან ამოსული გამდნარი ქანებიც ოკეანის ახალ ფსკერს წარმოქმნის.

მეტი...

კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1%-ია

კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1%-ია, აცხადებს ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სახელმწიფო ჯანდაცვის ადმინისტრაცია. მათივე ცნობით, დაღუპულთა 80% 60 წელს აღემატება, ხოლო 75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა. გარდაცვლილთა ორი-მესამედი მამაკაცია. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, ჯიაო იაჰუი აცხადებს, რომ ვირუსის განსაკუთრებით მწვავე შემთხვევები ასაკოვან ადამიანებში ვლინდება. მისივე თქმით, ვირუსის განკურნებისთვის საშუალოდ 9 დღეა საჭირო, თუმცა ჰუბეის პროვინციაში, სადაც მწვავე შემთხვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, მკურნალობას 20 დღეზე მეტი სჭირდება.

მეტი...

2020 წლის იანვარში, საქართველოს მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

2020 წლის იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია. გასულ თვეს, საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%). ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+34.9%), სომხეთიდან (+17.5%), რუსეთიდან (+1.1%) და თურქეთიდან (+16.6%) შედგა. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: იტალია +133.1%, პოლონეთი +82.9%, საფრანგეთი +46.8%, ლიეტუვა +43.7% და სხვა. 2020 წლის იანვარში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა…

მეტი...

ქაღალდი, შუშა, პლასტიკატი – ეს იმ ტიპის ნარჩენებია, რომლის გადამუშავება საქართველოში ხდება

სეპარირებული ნაგვის ურნები მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტში არსებობს. თბილისი, ბათუმი, ხელვაჩაური და ქობულეთი – ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ნაგვის სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდა, თუმცა,  ყველგან – არა.  როგორც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელმა კახა რუხაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნარჩენების შეგროვების სისტემა ყველა მუნიციპალიტეტს უნდა დაენერგა, თუმცა, ამ ეტაპისთვის ასე არ ხდება. „2019 წლის 1 თებერვლიდან ყველა მუნიციპალიტეტს უნდა დაენერგა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნარჩენების შეგროვების  სისტემა. პროგრამის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, ამჯერად, 28 ადგილას განთავსდა ნარჩენების სეპარაციის სტენდი. ასევე, ბათუმში არის 11 ლოკაციაზე,  ხელვაჩაურში 4 ლოკაციაზე და ქობულეთში ასევე…

მეტი...

მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა. ლალი ბადურაშვილმა დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. ასევე, მონაწილეობდა რამდენიმე ფილმში. იყო „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

მეტი...

საქართველოდან გაგზავნილი ანალიზების პასუხი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევებზე უარყოფითია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, როტერდამის რეფერალური ცენტრიდან კორონავირუსის შესაძლო ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით, ანალიზების პასუხი უარყოფითა.  საქართველოს ორ მოქალაქეს,  ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. გამყრელიძის ინფორმაციით, იგივე პასუხია ლუგარის ლაბორატორიიდანაც.  როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გერმანიიდან ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები და დღეიდან კორონავირუსზე ზუსტი დიაგნოზის დასმა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

მეტი...

„ქაღალდზე ყველაფერი კარგადაა, აღსრულების ნაწილში კი უხეში დარღვევა ხდება“ – მდგომარეობაა ნარჩენების მართვის კუთხით

„კორპუსის ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები შესაძლებელია,  შეიცავს აზბესტის ნარჩენებს, ასევე, ტყვია შემცველ საღებავებს. ასეთი ტიპის ნარჩენების განთავსება ღია გარემოში დაუშვებელია“ – რა მდგომარეობაა ქვეყანაში ნარჩენების მართვის კუთხით და რამდენად ასრულებენ კომპანიები კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელმა კახა რუხაიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მიქაიამ აღნიშნა, კანონმდებლობით, ქაღალდზე ყველაფერი შედარებით კარგადაა, თუმცა, რეალურად, ნარჩენების მართვის კუთხით ბევრი საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია.   „ნარჩენების მართვის კოდექსი ძალაში 2015 წელს შევიდა. ამ კანონის მიღებიდან სახელმწიფომ მალევე შეიმუშავა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რითაც განისაზღვრა ძირითადი სახელმწიფო მიზნები, სახელმწიფო მართვასთან…

მეტი...

ზუგდიდიდან გრიპის ვირუსის გართულებით ახალგაზრდა ქალი თბილისში გადაიყვანეს

ზუგდიდიდან გრიპის ვირუსის გართულებით ახალგაზრდა ქალი თბილისში გადაიყვანეს. პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შაბათს შეიყვანეს, კვირას კი თბილისში გადაიყვანეს. “პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გრიპის გართულება. უნდა ითქვას, რომ დაგვიანებით იყო შემოყვანილი. ანალიზები აღებულია და ხუთშაბათს გახდება ცნობილი, რასთან გვაქვს საქმე,” – თქვა ოდიშარიამ. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპის სიმპტომებით 57 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 14 ბავშვია, ერთი მამაკაცი კი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა.

მეტი...

მესტიაში ზვავი ჩამოწვა

მესტიის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღიანი უხვი ნალექის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 94 კმ-ზე, სოფელ დიზის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, გზის გახსნას რამდენიმე საათი დასჭირდება.

მეტი...

სომხეთის პოლიციამ საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა

სომხეთის პოლიციამ  საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებული 22 წლის მამაკაცია. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე თქმით, ეჭვმიტანილი ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში აიყვანეს. სომხეთში საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვის შესახებ ინფორმაცია 14 დეკემბერს გავრცელდა. სომხური მედია წერდა, რომ ერევანში საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის მანქანა გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მერსედესის მარკის ავტომობილის გვერდითი სარკეები მოიპარეს.  

მეტი...

მადრიდის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

მადრიდის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. “ეარ კანადის” კუთვნილ ბოინგს, რომელიც ტორონტოში მიფრინავდა, ძრავი და საბურავი დაუზიანდა. ბორტზე 128 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. პრობლემის გამო, თვითმფრინავში არსებული საწვავის მინიმუმამდე დასაყვანად და აფეთქების თავიდან ასაცილებლად ლაინერმა მადრიდის თავზე 4 საათის განმავლობაში იფრინა. საბოლოოდ პილოტმა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, დაშვებამდე იყო რამდენიმე მძიმე საათი. თვითმფრინავის ზიანის შეფასების მიზნით, სამხედრო ბაზიდან “ეფ-18”-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი გაუშვეს. ამ ისტორიას კი ერთი გმირი ჰყავს – გმირი პილოტი, რომელმაც თვითმფრინავი მშვიდობიანად დასვა. მფრინავმა მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის თქვა, რომ ყველაფერი…

მეტი...

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, უმრავლესობას სხდომის გადადებაზეც იმსჯელა

„ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო უმრავლესობა უარს ამბობს დღეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“ – ეს შეფასება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის გამო, უმრავლესობამ პარლამენტის სხდომის გადადების საკითხზეც ი იმსჯელა.  „მართლაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მით უმეტეს, მძაფრდება ეს ემოცია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობის დეპუტატების გადაწყვეტილებით ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს, უმრავლესობა  სწორედ ამ  ფაქტის გამო, უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა…

მეტი...

ბელგიაში “კორონავირუსი” გამოვლინდა

ბელგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. პაციენტი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა იმ ცხრა ადამიანს შორისაა, რომელთა უხანიდან ევაკუაცია შაბათ-კვირას მოხდა. ცხრავე პირი ბრიუსელში შეამოწმეს და დადებითი პასუხი მათგან ერთს აღმოაჩნდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 427-ამდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა კი 20 000-ზე მეტია. ჩინეთის გარეთ კორონავირუსისი 185 შემთხვევა დაფისქრიდა და ის მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.

მეტი...

„პროვოკაციას, რომელიც სავარაუდოდ, გველოდება, ხელისუფლებამ უნდა შეხედოს პრაგმატულად“ – სოფიო ხორგუანი  

„ნაციონალური მოძრაობა“  ცდილობს, მათ მიერ ინტერპრეტირებული წარმოდგენა რეალობად შემოგვასაღოს. ხელისუფლებამ, ამ ყველაფერს  პრაგმატული პოლიტიკა უნდა დაუპირისპიროს, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“ – აღნიშნული განცხადება სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ოპოზიციის სტრატეგიასა და  ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაზე საუბრისას გააკეთა. როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ხელისუფლების მთავარი მოვალეობაა ხალხზე, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა. „მიუხედავად უამრავი პროვოკაციისა, რომელიც სავარაუდოდ, გველოდება, ხელისუფლებამ ამ ყველაფერს უნდა შეხედოს პრაგმატულად, მშვიდად და შეეცადოს, კანონის დაცვით იმოქმედოს. ეს არის ის, რაც შეიძლება ვურჩიოთ ხელისუფლებას. რაც უფრო აგრესიული იქნება მოქმედება და განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“  მხრიდან, მით უფრო მშვიდი და კორექტული უნდა იყოს ხელისუფლების…

მეტი...

“ოპოზიციური ლიდერები ქმნიან ისტერიას, თითქოს დასავლეთმა მიგვატოვა” – სოფიო ხორგუანი

სოფიო ხორგუანი „ნაციონალური მოძრაობას“  ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ოპოზიციური ლიდერები, მიზანმიმართულად  ქმნიან ისტერიას, თითქოს დასავლეთმა მიგვატოვა. „ეს ისტერია დაახლოებით იგივეს გაგრძელებაა, როდესაც, აგვისტოს ომის შემდეგ,  მიხეილ სააკაშვილი პოეტ მუხრან მაჭავარიანთან შეხვედრისას განცხადებებს აკეთებდა და ამბობდა, რომ ჩვენ ევროპამ მიგვატოვა. ზუსტად ანალოგიური ისტერიის გაგრძელებაა ახლა რაც ხდება.  სწორედ ეს იწვევს ამ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყველა დასავლელი მეგობარი, ცალსახად და გარკვევით აღნიშნავს, რომ მხარს უჭერენ არა „ნაციონალურ  მოძრაობის“ კონკრეტულ ლიდერებს, არამედ ქვეყანას. ასევე, ეს ქვეყნები ღიად აცხადებენ, ქვეყანაში სახეზეა პროგრესი და  უთითებენ,…

მეტი...

თოვლი და წვიმა – დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება

დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება – მოსალოდნელია წვიმა და თოვლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 4 თებერვლიდან საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

„არ გაჰყვეთ უპასუხისმგებლო „ნაც. მოძრაობას“ – სოფიო ხორგუანის მიმართვა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციის ლიდერებს

სოფიო ხორგუანი ოპოზიციის იმ ლიდერებს მიმართავს, რომლებსაც პასუხისმგებლობა შერჩენილი აქვთ და ურჩევს, არ აჰყვნენ იმ სტრატეგიასა და დღის წესრიგს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობთ. როგორც პოლიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სტრატეგია მიმართულია ქვეყნის წინააღმდეგ და ისინი საზოგადოებას მდარე ხარისხის თეატრალურ წარმოდგენას სთავაზობენ. „აგრესიული, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ლიდერების ჯგუფს მოედანზე დაკავებული აქვს ავანს-სცენა და მდარე ხარისხის თეატრალურ წარმოდგენებს გვთავაზობს. მათი საუბრები კანონის უზენაესობაზე თუ დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებაზე არის მხოლოდ ამ მდარე ხარისხის თეატრალური წარმოდგენის რეკვიზიტი და ბუტაფორია. მათი ქმედებები მიმართულია იქით, რომ დაიბრუნონ ის პრივილეგიები, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ ხელისუფლებაში…

მეტი...

“კორონავირუსით” გარდაცვლილთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 425-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის რეგიონული კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსით ქვეყნის მასშტაბით 20 400 ადამიანია ინფიცირებული. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყნის ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ ახალი ვირუსი კიდევ 23 000 ადამიანს აქვს, თუმცა ეს ბოლომდე დადასტურებული არ არის. 2 800-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 171 000-ზე მეტი კი ამ დრომდე კარანტინში რჩება. ჩინეთის ჯანდაცვის ადგილობრივ კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ადგილობრივი დროით 4 თებერვლის ღამის 12:00 საათის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან 632 ადამიანი განიკურნა. ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების შესახებ გასული წლის31 დეკემბერს განაცხადა.

მეტი...

თურქეთის არმიამ სირიაში 54 ობიექტი დაბომბა

თურქეთის არმიამ სირიაში, იდლიბის პროვინციაში 54 ობიექტი დაბომბა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იერიშის შედეგად მოკლულია ასადის მთავრობის 76 სამხედრო. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ანკარას სირიაში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ რუსეთი არ გაუფრთხილებია. განცხადებას არ ეთანხმება თურქული მხარე. სირიაში თურქეთმა აქტიური სამხედრო მოქმედებები მას შემდეგ დაწყო, რაც 2 დღის წინ სირიის არმიის მხრიდან დაბომბვებს იდლიბში 5 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერდოღანის შეფასებით, რეგიონში ვითარება უმართავია.

მეტი...

ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი დაეცა

ბრენტის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე 54 დოლარამდე დაეცა. ბარელი ნავთობის ფასი 54 დოლარზე ქვემოთ ბოლოს 2019 წლის 3 იანვარს აღინიშნა. ნავთობის ფასზე ზეწოლას ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელება იწვევს. საქმიანი აქტივობის და ტურიზმის შემცირების პირობებში, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა 20 პროცენტით შემცირდა. ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორი და ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია, ამიტომ მოთხოვნის შემცირება ნავთობის ფასებს სავარაუდოდ კიდევ უფრო შეამცირებს. ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისევე როგორც რუსეთი, შეთანხმდნენ, რომ 4 და 5 თებერვალს ნავთობის ბაზრებზე არსებული ვითარების განსახილველად ვენაში შეხვდებიან.

მეტი...

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება გადადო

ბაღდადში მომხდარი ტრაგედიის გამო, ოპოზიციური პარტიები, დღეს  პარლამენტის პიკეტირებას არ მოახდენენ. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პიკეტირება გადაიდება. „რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია. მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო. როგორც მოგეხსენებათ, ხვალ დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება…

მეტი...

უკანონო დაკავებისას, საქართველოს მოქალაქეებს სცემენ, არც საკვებს აწვდიან და არც წამალს

„შოთა ბიძინაშვილი სოფელ ბერშუეთის განაპირას დააკავეს. სოფელი ბერშუეთი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება და აქ ხშირია ადგილობრივების უკანონო დაკავების ფაქტები. ადგილობრივ მოსახლეობას, ხშირად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისას, საქონლის მწყემსვისას და ტყეში აკავებენ, აქედან გამომდინარე, ადგილობრივები შეშისთვის ტყეში შესვლას ვერ ბედავენ“ – ეს ერთ-ერთი, შედარებით  ყველაზე უწყინარი ისტორიაა, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ხდება.    კონკრეტული ისტორიები, რომელიც „ადამიანის უფლებათა“ ცენტრმა აღწერა და ანგარიშში შეიტანა, საკმაოდ მტკივნეულია. ოკუპანტები, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ადამიანთა გატაცებისას  არაფერს ერიდებიან – არც ასაკს, არც სქესს, არც ავადმყოფობას და არც ბავშვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსეთის…

მეტი...

ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება პროტესტის ფონზე ჩაივლის

საპროკურორო საბჭოში დღეს გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატს, ყოფილ მთავარ პროკურორს – ირაკლი შოთაძეს გაესაუბრებიან. გასაუბრების პროცესი კი პროტესტის ფონზე ჩაივლის. გენერალურ პროკურატურასთან აქციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დამოუკიდებელ იურისტებთან ერთად გეგმავს. ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს წევრებს, მხარი არ დაუჭირონ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. „ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები მიკერძოებულ და არაეფექტიან გამოძიების პროცესთან დაკავშირებით. 2017 წლის…

მეტი...

Facebook-ი 16 წლისაა

2004 წლის 4 თებერვალს შეიქმნა მილიარდიანი სოციალური ქსელი Facebook-ი. მისი დამფუძნებელი კი მარკ ცუკერბერგია. Facebook-ი ამერიკაში დაარსდა. ის დღემდე ყველაზე უსაფრთხო სოციალურ პლატფორმად ითვლება. “ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი მომხმარებლის ანგარიშთა დასაცავად, გადავწყვიტეთ დამატებით ვიმოქმედოთ და გავაფრთხილოთ მომხმარებელი იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მყარი ეჭვი, რომ მის ექაუნთზე ხელისუფლება და ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ჰაკერულ თავდასხმას ახდენს. მიგვაჩნია, რომ ასეთი თავდასხმები ძალიან სახიფათოა და ამიტომ ყველანაირ თანადგომას ვუცხადებთ მომხმარებლებს, რათა მათ საჭირო ნაბიჯები გადადგან მსგავსი თავდასხმის ასაცილებლად“- განაცხადა ფეისბუქის უსაფრთხოების ოფიცერმა ალექს სტამოსმა. 

მეტი...

ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, ამათგან 4 ბავშვი იყო

ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე ორ წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე. ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო ერთი ქალი და ოთხი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია საგანგებო…

მეტი...