“თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს” – ოსმან თურანი

“თურქული ბიზნესისთვის საქართველოში გლობალური, სტრატეგიული პრობლემა არ არსებობს”, – ამის შესახებ ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ოსმან თურანმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მისი თქმით, შეხვედრაზე ზოგადი ბიზნეს გარემო და ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ინვესტიციების საკითხები განიხილეს.  „მადლობელი ვარ, რომ ჩვენი ასოციაცია პირველად ესწრება ამ შეხვედრას. ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა გასულ კვირას საკითხები გადმოაგზავნა და დღეს ეს თემები განვიხილეთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ყველა საკითხი განვიხილეთ. აქ არ განიხილებოდა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობები. განვიხილეთ ზოგადი ბიზნეს გარემო. აქცენტი გაკეთდა ინვესტიციებზე ენერგეტიკის სფეროში. იყო შეფერხება ინფრასტრუქტურის მშენებლობის ნებართვასთან…

მეტი...

“კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება არ არის საჭირო” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, გადაადგილებასა და ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესება საჭირო არ არის. ტედროს ადან გაბრეისუსმა ყველა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ფაქტებზეა დაფუძნებული. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზადაა, ნებისმიერ ქვეყანას ვირუსის დასაცავად მისაღები ზომების შესახებ რეკომენდაცია მისცეს. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოში ამ ეტაპზე ძალიან ნელა ვრცელდება. გაბრეისუსის თქმით, ვირუსის დასამარცხებლად ყველა ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევაა აუცილებელი. “ასევე, ვმუშაობთ Google-თან ერთად ერთად, რათა მომხმარებელთან, რომელიც კორონავირუსის შესახებ ინტერნეტში ინფორმაციას ეძებს, ძიების შედეგებში ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია გამოჩნდეს“, – განაცხადა ტედროს ადან გებრეისუსმა.

მეტი...

გატაცებულები ოკუპანტებს ჯარიმის სახით 2 000-დან 20 000 რუბლამდე უხდიან

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიიდან გატაცებულ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაყვანილ საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლების სანაცვლოდ, 2 000-დან 20 000 რუბლამდე თანხას ახდევინებენ. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშით, გასულ წელს, ოკუპანტებმა 71 მოქალაქე გაიტაცეს. „უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ ხორციელდება, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2000-დან (დაახლოებით 90 ლარი) 20000 რუსულ რუბლამდე (დაახლოებით 900 ლარი) მერყეობს. ხოლო, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 30 000-დან (480 ლარი) 60 000 რუსულ რუბლამდე (960 ლარი). უწყების ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა, ძირითადად, 2-3 დღე გრძელდება. თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც უკანონოდ დაკავებულებს, გამოგონილი ბრალდებებით, გრძელვადიან უკანონო პატიმრობაში…

მეტი...

ბათუმში, სანაპიროზე ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, სანაპიროზე ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სავარაუდოდ, შუა ხნის ასაკისაა. თვითმხილველები ამბობენ, ცხედარი ზღვას არ გამოურიყავს და წინასწარი დათვალიერებით, არც ძალადობის კვალი აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

მეტი...

ხვალიდან, კორონავირუსის დიაგნოსტირება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი. „მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან ჩვენ, 99,99 პროცენტით,  გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. ჩვენს პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის. შესაბამისად, აღარ იქნება აუცილებლობა სინჯების რეფერალურ ცენტრებში გადაგზავნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტია დაკვირვების ქვეშ. ისინი საქართველოში გამოკვლეული არიან 22 რესპირატორულ ვირუსზე, ორი ადამიანის სინჯები კი, გადაგზავნილია როტერდამში.

მეტი...

2019 წელს ოკუპანტებმა 71 მოქალაქე გაიტაცეს, მათ შორის, 9 ქალი და 1 ბავშვი 

„იანვრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაფიქსირდა უკანონო დაკავების 71 შემთხვევა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, მათ შორის – 9 ქალისა და 1 არასრულწლოვანი პირის“ – ვკითხულობთ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.   “ადამიანის უფლებათა მდგომარეობა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე” – ასეთია დოკუმენტის დასახელება, რომელიც  „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოამზადა და რომელიც ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და იქ არსებულ ვითარებას ეხება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ,  საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანებს, საკუთარ მინდორში, მიწის დამუშავებისას იტაცებენ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაჰყავთ. „2019 წლის განმავლობაში გრძელდებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამყოფი…

მეტი...

„ტრიბუნა“ ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ინფორმაციას ავრცელებს

“ოცნების“  ხელისუფლებამ, ლობისტურ მომსახურებაში, ქვეყნის ბიუჯეტიდან დაახლოებით 8 მილიონი ლარი გადაიხადა, მაშინ როდესაც, მაქსიმალური საბაზრო ღირებულება 800 000 აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.  თუმცა შედეგად მაინც მივიღეთ ის, რაც მივიღეთ! აშშ კონგრესმენების და სენატორების მიერ საქართველოს ხელისუფლების და ივანიშვილის ქმედებების უმწვავესი კრიტიკა“ – აღნიშნულ ინფორმაციას „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა“ ავრცელებს. როგორც „ტრიბუნაში“ აცხადებენ, ჩვენი მთავარი პრობლემა არაპროფესიონალიზმშია, რაც არაერთხელ გამოჩნდა. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა  კატასტროფის წინაშეა და უკვე დაუფარავად საუბრობენ იმ სანქციებზეც, რომელიც, პირველ რიგში, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და პირადად ბიძინა ივანიშვილს შეეხება. კორუფცია, დემოკრატიული ფასეულობების, ხელყოფა, განუკითხაობა, ნეპოტიზმი,…

მეტი...

ამირან გამყრელიძე, სეზონურ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი მოქალაქეებს, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძე მშობლებს  ურჩევს, ტემპერატურის ქონის შემთხვევაში, ბავშვები სკოლაში არ გაუშვან. „ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა – ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირი დაბანვა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად დალაგდეს სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება. თუ ბავშვს ტემპერატურა აქვს, მშობლებმა ის სკოლაში კი არ უნდა გაუშვან, არამედ ექიმთან უნდა წაიყვანონ“, – განაცხადა გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით,…

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრას კიევში დღეს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიევში ჩავიდა. ერდოღანი უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. კიევში გაფრენამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს და ანკარა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას გააგრძელებს. ზელენსკისთან საუბრის დროს, ერდოღანი ყირიმელი თათრების საკითხსაც განიხილავს.

მეტი...

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინის განცხადებით, აშშ-ის ქმედებებმა შესაძლოა მხოლოდ შიშის შექმნასა და ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი. ამასთან, საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, აშშ-მა ჩინეთის მიმართულებით არანაირი დახმარება არ გამოხატა. 23 იანვარს, აშშ-ის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციიდან დიპლომატების ნაწილობრივი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა ჩინეთიდან დიპლომატების ოჯახების 21 წლამდე ასაკის მქონე ადამიანების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-მა ასევე გადაწყვიტა, უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.

მეტი...

ქარბუქი, ზვავსაშიშროება და შტორმი – დღეიდან მთელს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი. ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

“ჩვენ გვაქვს რესურსი, კორონავირუსს გავუმკლავდეთ” – ჯანდაცვის მინისტრი

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა.  მინისტრმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებებზეც ისაუბრა. „უკვე კვირაზე მეტია, ტარდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც პოტენციურ კორონავირუსის მატარებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ…

მეტი...

კურორტ აბასთუმანში, ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა (ფოტო)

კურორტ აბასთუმანში, ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო, სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. მათივე ინფორმაციით, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია. ობსერვატორია დამთვალიერებელს სავარაუდოდ, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მიიღებს. აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა. ობსერვატორიას წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

მეტი...

ბათუმში ქვეითს სანდასუფთავების მანქანა დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში, სანდასუფთავების მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანის მძღოლი სამართალდამცავებს შემთხვევის შემდეგ თავად ჩაბარდა. სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსის განცხადებით, მძღოლი ქვეითს დაეჯახა, თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა ვიდეო კამერების ჩანაწერებში დაზუსტებით არ ჩანს. “მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის შემდეგ ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს დაეჯახა, თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა. ცხედარი მოულოდნელად გაჩნდა,”- განაცხადა სანდასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა შოთა თოდაძემ.  შემთხვევა ბათუმში დილის 7 საათზე მოხდა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მეტი...

ჩინეთში, კორონავირუსით სულ მცირე 16 უცხოელი დაინფიცირდა

ჩინეთში, კორონავირუსით სულ მცირე 16 უცხოელი დაინფიცირდა. ინფიცირებულებიდან ორი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. კიდევ 14 კი, კლინიკაში რჩება და მათი ჯანრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ჩინეთში 17 205-ს აღწევს. მათგან 2 269 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაიღუპა 361 ადამიანი. ჩინეთის საზღვრებს გარეთ აღრიცხულია ვირუსით დაავადები 149 შემთხვევა, დაიღუპა ერთი ადამიანი.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა, ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

ჩინური მედიის ცნობით, ჰერბინის პროვინციაში, კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.  ქალს კორონავირუსი ორსულობის 38-ე კვირაში დაუდგინეს. ექიმების გადაწყვეტილებით, მას საკეისრო კვეთა გაუკეთეს. ახლად დაბადებულ გოგონას კვლევებით კორონავირუსი არ დაუდგინდა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ბავშვიც და დედაც ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფებიან.

მეტი...

გაძვირებული სურსათი და ალკოჰოლური სასმელები – წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა. ყველაზე მეტად კი გაძვირდა სურსათი და ალკოჰოლური სასმელები. კერძოდ, ხილის ფასმა – 28%-ით მოიმატა, რძე, ყველი და კვერცხი 15.0%-ით გაძვირდა, ხორცი და ხორცის პროდუქტები -14.2%-ით, თევზეული – 12.4%-ით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული -10.5%, ზეთი – 8.1%-ით, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები – 70.8%-ით, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული – 7.0%-ით. საქსტატის ინფორმაციით, ერთ წელიწადში ასევე გაძვირდა პური და პურპროდუქტები 5.1%-ით. ამასთანავე, თამბაქოსა და მისი ნაწარმის ფასი 20.3%-ით გაიზარდა, ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები 3.3%-იანი მატება დაფიქსირდა.

მეტი...

თბილისში, სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა

თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა. შშმ პირებისთვის განკუთვნილი 6 ლიფტი დედაქალაქის ცენტრში – ფილარმონიის, მეცნიერებათა აკადემიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა. ახლადდამონტაჟებული ლიფტები დედაქალაქის მერმა საქართველოში თურქეთის სრულუფლებიან ელჩთან ფათმა ჯერენ იაზგანთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ მოუწოდა საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას. „ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის დედაქალაქის ადაპტირება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რათა ასეთი პროექტები სხვა ადგილებზეც განხორციელდეს. მთავარია, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, არ იყოს არანაირი…

მეტი...

„ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამოწმებული დოკუმენტი“ – რატომ აუკრძალეს ანა ჯაბაურს ცოტნე გამსახურდიასთან კონტაქტი

„ყველა კანონიერი გზა გავიარეთ, რასაც მოითხოვს მხარდამჭერის ინსტიტუტის პროცედურები. სასამართლო გადაწყვეტილება ითარგმნა, აპოსტილით დამოწმდა და წარვუდგინეთ ჰოსპიტალს. რადგან  ამოვწურეთ ყველა სამართლებრივი პროცედურები, ჰოსპიტალისაგან მიგვეღო პასუხები, იძულებულები გავხდით, ხმამაღლა გვესაუბრა“ – ეს განცხადება ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და ისაუბრა არ კავშირი ჰქონდა ამ საქმესთან პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მას შემდეგ, რაც ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თავიდან, მასთან მეუღლეს უშვებდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ანა ჯაბაური მეუღლისა და კლინიკისგან იზოლაციაში აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მას არათუ ცოტნე გამსახურდიას ნახვის, არამედ, მაისი ინფორმაციის შესახებ ინფორმაციის მიღებაც აუკრძალეს. „ქალბატონ ანას…

მეტი...

10 ყველაზე საოცნებო ადგილი საქართველოში – CNN

მუცო, უშგული, ვარძია, ანანური, გერგეთი, გელათი, გომის მთა, სიღნაღი, დართლო, დავით გარეჯი – ეს ის ადგილებია, რომლებზეც ცნობილი გამოცემა CNN Travel-ი საქართველოზე წერს. სტატიაში წერია, რომ საქართველო მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ფლობს უზარმაზარ გეოგრაფიულ შესაძლებლობებს და ღირსშესანიშნაობებს. “ქვეყნის ოთხივე მხარე ტურისტის გაოცხებას იწვევს. ევროპის 6 უმაღლესი მწვერვალიდან, 3 სწორედ საქართველოში მდებარეობს”-ნათქვამია სტატიაში, რომელსაც CNN-ის მოგზაურობის ბიურო ავრცელებს.

მეტი...

“წელს საქართველო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება” – The Heritage Foundation

The Heritage Foundation საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს : 5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში. The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსის ალექსის მრაჩეკის აზრით ესენია: მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისა და ნატოსთან დაკავშირებით ქვეყნის მისწრაფებისთვის, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა. ასევე თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება და ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შესარჩევად დახმარება.მრაჩეკის სტატიაში აღნიშნულია, რომ წელს საქართველო დადგება რამდენიმე გამოწვევის წინაშე.

მეტი...

“პიკეტირებს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში” – კახა კალაძე

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნისა და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაუშვებელია. „პარლამენტის პიკეტირებას მიუღებელია და ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. პიკეტირება კანონდარღვევაა, შესაბამისად, პიკეტირებას, ბლოკირებას, კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ოპოზიცია ხვალ, პარლამენტამდე მისასვლელი ყველა გზის ჩაკეტვას გეგმავს. სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.

მეტი...

ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში იხსნება

ამერიკული უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების ლიდერი ვებსტერი (Webster University), რეგიონში პირველ კამპუსს საქართველოში, „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე გახსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.  ვებსტერის კამპუსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და საბერძნეთში მდებარეობს. „ვებსტერის უნივერსიტეტის რეგიონში შემოსვლა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, 2021 წლიდან ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში, ქვეყნის დატოვების გარეშე მიიღონ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, მაღალი ხარისხი და მნიშვნელოვანი პარტნიორები, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, შექმნილი ეკოსისტემა – ეს იმ მიზეზების ნაწილია, რის გამოც ამერიკულმა უნივერსიტეტმა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და…

მეტი...

“რადგან ცოტნესთან მეუღლე შეუშვეს, მანანა გამსახურდია 2 დღე არ მისულა“ – მეუღლე და დედა ცოტნე გამსახურდიას იყოფენ

თურქეთის კლინიკაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ამ ეტაპზე, ოჯახური კონფლიქტი  შედარებით მოგვარებულია, თუმცა, ანა ჯაბაური არ გამორიცხავს, მას მორიგი სიურპრიზი ისევ დაახვედრონ და მეუღლესთან ყოფნა ისევ შუზღუდონ. ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ინტერესების დამცველმა ჯაბა კვარაცხელიამ, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და დოკუმენტებიც წარმოადგინა, რა სამართლებრივი გზის გავლა მოუწიათ, რომ ცოტნესთან პალატაში მისი მეუღლე  შეეშვათ. „შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულები გავხდით, ის პრობლემები გაგვესაჯაროვებინა, რაც ცოტნეს ნახვასთან დაკავშირებით ხდებოდა. როგორც კი სამართლებრივ დავას მოვრჩით და პრობლემა გარეთ გამოვიტანეთ, ანა ჯაბაურთან მიმართებაში კლინიკამ შეზღუდვა მოხსნა და ის მეუღლის სანახავად…

მეტი...

საუდის არაბეთის სამეფოს ელჩმა საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე ხატი წილოსანი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველ რეზიდენტ ელჩს აბდულა ალ-მუტაირს შეხვდნენ. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო, საუდის არაბეთში ქართული ცხვრის ექსპორტის საკითხს. მინისტრმა აბდულა ალ-მუტაირს ქართული თხილის, თაფლის და ლურჯი მოცვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ პროდუქციას მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი აქვს. ყურადღება ეკოტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზეც გამახვილდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ  საქართველოში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.  საუდის არაბეთის…

მეტი...

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას “ტვიტერში” ეხმაურება

USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას “ტვიტერში” ეხმაურება. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ბონი გლიკი სოციალურ ქსელ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.  USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული რეფორმების კურსის და ეკონომიკური ზრდის გაგრძელება.  “შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განვიხილეთ ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტები, განსაკუთრებით კი გაზრდილი ინვესტიციები და დამატებითი სამუშაო ადგილები. საქართველოსთვისაც, ისევე როგორც მისი მსგავსი სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების კურსისა და კერძო სექტორში ეკონომიკური ზრდის გაგრძელება,”- წერს ბონი გლიკი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, ოფიციალურ გვერდზე.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ესმის, ინფორმაციას ამუშავებს და ასრულებს  

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ პოზიტიურია. როგორც მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას ესმის და დავალებასაც ასრულებს.    „შეინიშნება მცირე დადებითი დინამიკა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. ანამ, ცოტნეს რამდენჯერმე გაუმეორა ერთიდაიგივე დავალების შესრულება, როგორიცაა ხელის მოჭერა. ცოტნემ ყოველ ჯერზე შეასრულა ეს თხოვნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი მისი მდგომარეობის განსასაზღვრად, მას ესმის, ინფორმაციას ამუშავებს და ასრულებს. ამჟამად ვიმყოფებით ახალი ტომოგრაფიის მოლოდინში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ცოტნეს უახლესი მდგომარეობა დადგინდეს და შემდგომი მკურნალობაც დაიგეგმოს“ – განაცხადა ჯაბა კვარაცხელიამ „მედიაცენტრ მთავარში“. ანა ჯაბაურის…

მეტი...

სირიაში ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში ავიაიერიშებს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა რუსეთის მხარდაჭერით იერიში იდლიბის პროვინციაზე მიიტანა. დაბომბილია ქალაქი სარმინი. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. თურქული მხარე ასადის რეჟიმისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს. ოფიციალურმა ანკარამ სირიის საზღვრისკენ მძიმე ტექნიკა უკვე გაგზავნა. იდლიბი სირიაში ერთადერთ პროვინციად რჩება, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ქვეყანაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო.  

მეტი...

ცვლილება 2020 წლის სამაგისტრო გამოცდებში

2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მომავალი მაგისტრანტები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება. რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის, ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს…

მეტი...

ამ ეტაპისთვის, გარდაცვლილია 361 ადამიანი, ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კი ვირუსი არ უდასტურდებათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, „ახალი კორონავირუსით“ გარდაცვლილთა რაოდენობა 361 ადამიანია. უშუალოდ ვირუსის წყარო ქვეყანაში, ჩინეთში კი 57 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით „ახალი კორონავირუსის“ დადასტურებულ შემთხვევებს, 17 000 ადამიანს გადააჭარბა. აქედან, უშუალოდ ჰუვეის პროვინციაში 11 200-მდე დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, დანარჩენი შემთხვევები კი ჩინეთს გარეთ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი, პირველადი ინფორმაციით, მათ „ახალი კორონავირუსი“ არ უდასტურდებათ, კვლევები გრძელდება და საბოლოო პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

მეტი...