ჩინეთიდან ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეებიდან ორს კორონავირუსი დაუდგინეს

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ჩინეთიდან ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეებიდან ორს კორონავირუსი დაუდგინეს.  ჩინეთიდან გერმანიაში პირველ თებერვალს 124 მოქალაქე ჩაიყვანეს. მათგან კლინიკაში დარჩა 11 ადამიანი. ერთზე ექიმებს კორონავირუსით ინფიცირების ეჭვი აქვთ, ხოლო 10 სხვა მიზეზებით არის ჰოსპიტალიზებული. დანარჩენი 113 მგზავრი კი, კარანტინში გადაიყვანეს. მოგვიანებთ, მათგან ორს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფიცირებულები ფრანკფურტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...

სამხედრო პოლიციამ, ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ლოჯისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკა

სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე თავდაცვის ძალების, ჯარების ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) დაცვის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გ.ჯ დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გ.ჯ. თავდაცვის სამინისტროს ქონებას უკანონოდ დაეუფლა 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში. „2019 წლის 18 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N 110181219001 საქმეზე, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრის (აღმოსავლეთის) დაცვის ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურეობრივი…

მეტი...

“ვრჩებით ე.წ. მწვანე ზონაში, მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ვიყოთ მშვიდად” – ამირან გამყრელიძე

„ჩვენ ვრჩებით ე.წ. მწვანე ზონაში, არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ვიყოთ მშვიდად, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.  ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო რჩება ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაში.  გამყრელიძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. “მოგეხსენებათ, გახლავთ გრიპის სეზონი, ამიტომ ამ ტიპის სიმპტომები, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს, აქვს ნებისმიერ რესპირატორულ ინფექციას, ამიტომ ვიყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით. თუ ადამიანს აქვს ჩინეთში მოგზაურობის ისტორია ბოლო ორი კვირის განმავლობაში და მას შემდგომ განუვითარდება მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და რაც მთავარია, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებლად…

მეტი...

“ბოქსირებულ განყოფილებაში სამი პაციენტია მოთავსებული, არც ერთი მათგანი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად არ განიხილება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი ადამიანია მოთავსებული, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. როგორც გამყრელიძე განმარტავს, პაციენტები დაკვირვების ქვეშ არიან და არც ერთი მათგანი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად არ განიხილება. „საქართველოში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. არის სამი ადამიანი დაკვირვების ქვეშ ინფექციურ საავადმყოფოში, სამივე გახლავთ საქართველოს მოქალაქე და სამივე გახლავთ ჩინეთიდან ჩამოსული. დღეს ახალგაზრდა ქალს საზღვარზე დაუფიქსირდა 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა და ამის გამო იქნა ტრანსპორტირებული. ის გამოსული არის ჩინეთიდან 20 იანვარს, შემდეგ ორი კვირის განმავლობაში იყო შვეიცარიაში, ჟენევაში. იმ პერიოდში, როდესაც ის ჩინეთში…

მეტი...

“ახალი ვირუსი გამოჩნდა და მრავალი ადამიანი შეშინებულია, ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ სარწმუნოება განმტკიცდეს” – ილია მეორე

“მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო, ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი, ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ. „თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილა და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული“, – განავხადა პატრიარქმა.

მეტი...

ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს – სამი მათგანი უკვე თურქეთშია

ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ანკარაში იმყოფებიან. 3 პირი, რომლებიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრიდან სპეციალური რეისით თურქეთში გადმოაფრინეს, ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნებიან. თურქულმა მხარემ უხანიდან 42 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის იყვნენ საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმების დაცვით, ყველა მგზავრმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. ისინი ანკარაში სამხედრო თვითმფრინავით და სპეციალური დამცავი ეკიპირებით გადმოაფრინეს. ამ დროისთვის უხანის პროვინციაში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე რჩება, მათგან ორის ევაკუაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, ისინი საფრანგეთში გადაჰყავთ. ორი კი საკუთარი სურვილით ჩინეთში რჩება. ევაკუირებულ მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები არ აქვთ. მათ გარკვეული შემოწმებები და პირველადი ანალიზები უკვე ჩაუტარდათ. საქართველოს…

მეტი...

აეროპორტში მგზავრს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა – ის ინფექციური საავადმყოფოს ​ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს ახალგაზრდა ქალი ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა. ეზუგბაიას განცხადებით, ქალი საქართველოს მოქალაქეა.  „დღეს, დილით აეროპორტში ჩამოფრინდა ქალბატონი, რომელიც მოდიოდა ჟენევა-სტამბოლის რეისით. ეს ქალბატონი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, წამოსულია ჩინეთიდან. აეროპორტში მას ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, დაფიქსირდა ტემპერატურა 38.1. ქალბატონი მაშინვე იქნა გაყვანილი საიზოლაციო სივრცეში, სადაც მოხდა თერმომეტრიზაცია განმეორებით რამდენჯერმე და ტემპერატურა აღინიშნა 37.5 გრადუსი. ასევე დგინდება, რომ ეს გოგონა მუშაობდა მასწავლებლად დუჯანიანის პროვინციაში, რომელიც უხანიდან დაშორებულია 1000 კილომეტრით. 25 წლის ქალბატონმა ეს სივრცე როდესაც დატოვა, არც ერთი შემთხვევა იმ დროისთვის დაფიქსირებული არ იყო. შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა შვეიცარიაში, სწორედ…

მეტი...

ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში, ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს

2020 წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში, ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს. გათვალისწინებულია კორპუსების დასრულებული ფასადით, მოპირკეთებული სადარბაზოთი, სარდაფით, ლიფტებით, შესასვლელი რკინის კარით, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყო და დღემდე როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის…

მეტი...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.

მეტი...

ევროკავშირი, ჩინეთში 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გზავნის

კორონავირუსთან დაკავშირებით, ევროკავშირი ჩინეთში 12 ტონა დამცავ აღჭურვილობას გზავნის. როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩინეთს დამცავი აღჭურვილობა ესაჭიროება, რის შემდეგაც ევროკავშირის წევრებმა 12 ტონა აღჭურვილობის გამოყოფის გადაწყვეტილება სასწრაფო წესით მიიღეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ევროკავშირს მედიკამენტების გამოყოფის თხოვნითაც მიმართა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ჩინეთს ნებისმიერ საჭირო დახმარებას მომავალშიც გაუწევს.

მეტი...

ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფილიპინებში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი ტიპის ვირუსით ადამიანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაიღუპა.  გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი მამაკაცი, რომელიც ფილიპინებში ქალაქ უხანიდან იანვარში მეგობარ ქალთან ერთად დაბრუნდა, რომელსაც ასევე დაუდგინდა კორონავირუსი. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 305-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი 14 300-ია. კორონავირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში დაფიქსირდა.

მეტი...

„ფეისბუქი“ კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას წაშლის

“ფეისბუქის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოციალური ქსელი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას წაშლის. როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აცხადებს, წაიშლება ყველა ის პოსტი, რომელიც ცრუ ინფორმაციას ან ისეთ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს, რომელსაც ჯანდაცვის წამყვანი სპეციალისტები უარყოფენ. „ფეისბუქის“ განმარტებით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება ზიანს აყენებს მომხმარებელს.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიასთან მეუღლე შეუშვეს – მის დანახვაზე ცოტნე პოზიტიურად რეაგირებს

ცოტნე გამსახურდიასთან პალატაში მისი მეუღლე, ანა ჯაბაური შეუშვეს. სკანდალური განცხადების შემდეგ, კლინიკამ, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი მკურნალობს, აკრძალვა მოხსნა.  როგორც ანა ჯაბაურის ადვოკატმა, ჯაბა კვარაცხელიამ “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში განაცხადა, მეუღლის დანახვამ ცოტნე გამსახურდიაზე დადებითად იმოქმედა, ამიტომაც მისი თქმით, ექიმები ჯაბაურს პალატაში დიდი ხნით ყოფნის საშუალებას აძლევენ.   რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას დედას, მანანა გამსახურდიას, რომელიც რძალს მეუღლესთან შესვლას უკრძალავდა, ისიც სტამბოლში იმყოფება.  ჯაბა კვარაცხელია, ანა ჯაბაურის ადვოკატი: როგორც კი გავასაჯაროვეთ წერილი, ჰოსპიტალმა აკრძალვა მოხსნა და ქალბატონი ანა უკვე დადის მეუღლესთან და ნახულობს. ცოტნეზე მეუღლის დანახვამ დადებითად იმოქმედა და ამის გამო, ექიმები მას პალატაში იმაზე დიდხანს ტოვებენ, ვიდრე ეს…

მეტი...