ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები დიდი ანგარიშით – 41:13 დაამარცხეს

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთს 41:13 მოუგო და ბორჯღალოსნები კვლავ დაეუფლნენ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს. რაგბის ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან „დინამო არენაზე“ გამართეს. „ანთიმოზ ივერიელის“თასი ბორჯღალოსნებმა უკვე ცამეტჯერ, ხოლო რუმინელებმა ექვსჯერ მოიგეს. 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ნაკრები „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“ ცხრაჯერ დაეუფლა, რუმინეთი კი ერთხელ.

მეტი...

“ასეთი არაადეკვატური პანიკა ძალიან არალოგიკურია” – გიორგი კეკელიძე ახალ კორონავირუსზე

“ასეთი არაადეკვატური პანიკა ძალიან არალოგიკურია – ვაქცინაც მალე იქნება და მკურნალობის მეთოდები შემუშავებულია”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.  გიორგი კეკელიძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ, ხოლო ჟურნალისტებს ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის ზუსტად და არაემოციურად გავრცელებისკენ მოუწოდებს. “მეგობრებო და ძვირფასო ჟურნალისტებო, მე, ამ დიდად ჰიპოქონდრიკ კაცს თუ ამის დაწერა მომიხდებოდა, ძნელად წარმოვიდგენდი. კორონა არის ვირუსი, რომელიც ატიპურ პნევმონიას იწვევს და შედარებით ახალი. სამწუხაროდ, ძველ ატიპურ პნევმონიებსაც ეწირებიან ადამიანები – ისინი, ვისაც სუსტი იმუნიტეტი და გვერდითი პათოლოგიები აქვს. პრევენცია და ნიღაბი გრძელ გზაზე სასურველია, მაგრამ ასეთი…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთიდან დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს” განცხადებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება რუსეთის ფედერაციიდან დაიწყო.   გუშინ, “ენგურჰესმა” კი გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, სადგური აფხაზეთის უწყვეტ ელექტრომომარაგებას ვეღარ ახერხებდა.  “საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გამო, გვინდა „ენგურჰესში“ დღეისათვის არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთოთ: დღევანდელი მდგომარეობით, „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც…

მეტი...

ადვოკატთა ასოციაცია გიორგისთვის

28 წლის ადვოკატის, გიორგი სიმონიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ადვოკატები გაერთიანდნენ. ახალაგზრდა ადვოკატს შუასაყრის ლიმფოდენოფატია აღმოუჩინეს, რომლის მკურნალობაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ბოლო ინფორმაციით მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, არსებულ დიაგნოზს ლეიკემია (ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე) დაემატა. ადვოკატთა ასოციაციაში მოქმედი კორპორაციული ერთობის განვითარების კომიტეტი გიორგის მხარდასაჭერად და მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხების მოძიების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავს. ერთ-ერთი გუშინ, რესტორან “აკადემიაში” გაიმართა, რომელიც სალონური საღამოს სტილში ჩატარდა. საღამოზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომლისგან შემოსული თანხაც გიორგის მკურნალობას მოხმარდება. საღამოზე სიტყვით გამოვიდა ასოციაციის თავჯდომარე დავით ასათიანი, რომელმაც ადვოკატებს და არა მარტო, გაერთიანებისკენ მოუწოდა. თქვენც შეგიძლიათ…

მეტი...

დღეიდან , სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ

სამხედრო მოსამსახურეები დღეიდან ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ახალი სადაზღვევო პაკეტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების პირობები. მისივე თქმით, სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურების გაზრდილი ლიმიტითა და მრავალფეროვანი სერვისით ნებისმიერ პროვაიდერ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება მიიღონ. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყებამ ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს, არსებითად გააუმჯობესა ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები. მათივე ინფორმაციით, წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო…

მეტი...

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, სამი პირი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული მ. ვ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ. და 1978 წელს დაბადებული რ. ჩ. დააკავეს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. “სამართალდამცველებმა მ.ვ. ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“…

მეტი...

“საერთაშორისო თანამეგობრობას ვაწვდით სწორ გზავნილებს, როგორ უნდა წარიმართოს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესი” – დავით ზალკალიანი

“ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავარესი პრიორიტეტია, რომელიც უკვე ასახულია როგორც კონსტიტუციაში, ასევე ქვეყნის პარლამენტის სხვადასხვა გადაწყვეტილებასა და მთავრობის გეგმაშიც, ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა TRT World-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, თანმიმდევრულად მიყვება ინტერგაციის გზას და აკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანდეს. მისი თქმით, ალიანსის ყველა წევრი ერთხმად აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა და სრულად ახორციელებს გაწევრიანების გზაზე დაკისრებულ ვალდებულებებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის –…

მეტი...

“ყველამ დაიწყნაროს ნერვები, ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საზოგადოებას ურჩია ნერვები დაიწყნაროს. იმნაძის თქმით, ადამიანი, რომელსაც ნერვული სტრესი გააჩნია, ინფექციას ადვილად იზიდავს. მისი თქმით, საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ზუსტი ინფორმაცია ყოველთვის ექნება. „პირველ რიგში, ყველამ ნერვები დაიწყნაროს, რადგან ადამიანს, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ. ჩვენი მოქალაქეები ძალიან შეგნებულები არიან, ვინც კი ჩინეთში იყო, ვთქვათ, ორი კვირა კი არა, უფრო მეტი ხნის მანძილზეც, ისინი მიდიან ექიმებთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ჯანმრთელები არიან. პრობლემა არ არის, თუ იქნება შემოსული ასეთი პირი,…

მეტი...

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებზე (სახაჭაპურეებზე). შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა.  სეს-ის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი.  სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს. „მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას. ვინაიდან, ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი…

მეტი...

ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ინფექციურში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, კლინიკიდან დღეს გაეწერებიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, კლინიკიდან დღეს გაეწერებიან.  როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ჩინეთის ორივე მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ჩინეთიდან ჩამოსული პირები პერიოდულად აკითხავენ, თუმცა დაავადება არ არის გამოვლენილი. „თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია სულ ოთხი პაციენტი. აქედან ორ პაციენტს დაუდგინდა H1N1, ხოლო ორი პაციენტი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, მკურნალობას განაგრძობენ. ამათთან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოირიცხა პნევმონია, არსებული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. მათი ზოგადი მდგომარეობა დღეისთვის თითქმის დამაკმაყოფილებელია. განაგრძობენ მეთვალყურეობას გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან ჩატარებული კვლევებით ყველა შესაძლო პათოგენი გამოირიცხა, ამიტომ, საჭიროებს კვლევის…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 259-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 1800-ის მდგომარეობა მძიმეა. ჩინელი ექსპერტების განცხადებით, ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ორ მეტრამდე რადიუსში ვრცელდება. ინფიცირება ხდება ასევე თვალთან დაბინძურებული ხელის კონტაქტით. ვირუსის ძირითადი სიმპტომები კი, მშრალი ხველით, სუნთქვის გართულებით, სუნთქვითი უკმარისობით, ტემპერატურული მატებით, სისუსტით გამოიხატება. გარკვეულ შემთხვევებში, დაავადება პნევმონიის გარეშე, მხოლოდ ხველითა და არც ისე მაღალი ტემპერატურული მატებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 26 ქვეყანაშია გამოვლენილი.

მეტი...

თბილისში, არასრულწლოვანი შვილებისა და ქმრის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით, მოლდოვის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქმარს – 1986 წელს დაბადებულ ი.პ.-ს. და არასრულწლოვან შვილებს – 2004 წელს დაბადებულ მ.შ.-ს და 2010 წელს დაბადებულ ა.შ.-ს. გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ოჯახის წევრებზე სისტემატურად ძალადობდა. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის და ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე…

მეტი...

47-წლიანი ისტორია დასრულდა – დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარაა. 31 იანვარს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ქვეყანამ ოფიციალურად დატოვა გაერთიანება. ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან იწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში. 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა. დიდი ბრიტანეთი 47 წელი იყო ევროკავშირში.

მეტი...

ლაშა ტალახაძემ, მსოფლიო თასის გათამაშებაზე 3 ოქროს მედალი მოიგო

რომში, ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) სამი ოქროს მედალი მოიპოვა.  ძალოსანმა ატაცში 200, 210 და 215 კგ. დაძლია და ჩემპიონი გახდა. აკვრაში მისი შედეგი 235,245 და 255 კგ. იყო და ჩემპიონობა იზეიმა. ორჭიდის ჯამში დაძლეული 470 კგ-ით, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე რომის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებულია. ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა: ტალახაძემ 3 ოქრო, ანტონ პლესნოიმ 3 ოქრო, შოთა მიშველიძემ 3 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი – 2 ბრინჯაო.

მეტი...

“არ აყვეთ პანიკას!” – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

„უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და გავრცელებული ხმოვანი გზავნილი დეზინფორმაციაა, ემსახურება არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს. “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს: ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას! საქართველოს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა…

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევა ესპანეთშიც დაფიქსირდა

„როიტერის” ინფორმაციით, ესპანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.  მედიის ინფორმაციით, ვირუსი კანარის კუნძულებზე მყოფ ადამიანს დაუდასტურდა. ის ერთ-ერთი იყო ხუთ პირს შორის, რომლებსაც ექიმები აკვირდებოდნენ. მათი იზოლირება მას მერე მოხდა, რაც გაირკვა, რომ კონტაქტი ჰქონდათ გერმანელ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

მეტი...