ოკუპირებულ აფხაზეთში შემსვლელებს ადგილობრივი ექიმები კორონავირუსზე შეამოწმებენ

ენგურის ხიდზე გადამსვლელების შემოწმებას აფხაზი ექიმები უახლოეს დღეებში დაიწყებენ. ამის შესახებ ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეები ამბობენ. მათი ინფორმაციით, სამედიცინო მობილური ამბულატორია ე.წ. საზღვართან, გამშვები პუნქტის მიმდებარედ დგას და შემოწმება, შესაძლოა, ხვალიდან დაიწყოს.

მეტი...

ბათუმში, ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში, დაკვირვების ქვეშ მყოფ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მისივე ინფორმაციით, მათ აჭარის რეგიონი უკკვე დატოვეს. როგორც მანამდე ნიჟარაძემ განმარტა, ჩინეთიდან ოთხი ქალბატონი ბათუმში გუშინ შევიდა, ორ მათგანს ჰქონდა ტემპერატურა, რის გამოც მათთან შეთანხმებით განხორციელდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა სამსახურში და მათზე დაკვირვება დაიწყო. ამასთან, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.

მეტი...

„გვაქვს ამბიციური გეგმები ტყის აღდგენა-გაშენების, მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე“ – ლევან დავითაშვილი დონორთა კონფერენციაზე

„მალე დასრულდება მუშაობა მიწის რეფორმაზე. შემუშავდა მიწასთან დაკავშირებული  კანონმდებლობა. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით და  ვფიქრობ, დონორების მხარდაჭერით, შედეგები  კიდევ უფრო ხელშესახები  და მასშტაბური იქნება“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით,  ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად მუშაობენ, ტყის მართვაა. „ტყესა და ტყის რესურსს  საქართველოსთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური მხარდაჭერით შევიმუშავეთ ტყის ახალი…

მეტი...

“საქართველომ ბოლო წლებში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი” – კელი დეგნანი

“მოუთმენლად ველოდები, დავეხმარო საქართველოს, საელჩოს გუნდთან და ვაშინგტონთან ერთად, რომ მიაღწიოს თავის ხედვას, რომელიც სტაბილურ, აყვავებულ და უსაფრთხო საქართველოს გულისხმობს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. „გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, ჩამოვედი. ჩემთვის პატივია, ვიმსახურო აშშ-ის ელჩად საქართველოში და მოუთმენლად ველოდები იმ ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ამერიკასა და საქართველოს აქვთ. თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ ერთად, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების მშენებლობაში, ეკონომიკის დევირსიფიცირებაში, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში და, რა თქმა უნდა, საქართველოს უნარიანობის გაძლიერებაში, დაიცვას საკუთარი საზღვრები…

მეტი...

“ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, 100/50-ზე კომპრომისული ვარიანტია“ – არჩილ თალაკვაძე

„გვქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა,შევძლებდით ყველანი თანამშრომლობას, სიტუაცია განიმუხტებოდა – თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა“ – ეს გაცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გააკეთა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიცია 20 ივნისის შემდეგაც აგრძელებს დესტრუქციას,  ქუჩის პროცესებს, დაპირისპირებას, რაც  თანაგუნდელების მიმართ მძიმე შეურაცხყოფაა. „აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არათუ თანამშრომლობისთვის არის მზად, არამედ პირიქით – ყველა გზას ეძებს, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით მიაღწიოს ცვლილებებს, რასაც ვერ დავუშვებთ.100/ 50 მოდელი კომპრომისული ვარიანტია. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას და იმას, რომ ქვეყანაში მმართველობის პროცესი განხორციელდეს შეფერხების გარეშე. იმედი მაქვს, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხედავენ საკუთარ თავს პოლიტიკაში, გაემიჯნებიან დესტრუქციულ პროცესებს და ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ყველამ ვიცით, რომ კანონმდებლობაში დღევანდელი სტასტუს-კვო არის შერეული მოდელი და არჩევნები ჩატარდება შერეული საარჩევნო მოდელით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მეტი...

„მაინტერესებს, თქვენ ცნობიერებას ვინ აამაღლებს“ – დავით ჭიჭინაძის მიმართვა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე თბილისის მერს მიმართავს.   „როგორც კი, ლაგოდეხელი მაჟორიტარი, გურამ მაჭარაშვილი, ტეხასელ კონგრესმენ ოლსენს  „ცნობიერებას აუმაღლებს“,  ამდენი  პრობლემები ალბათ აღარ შეგექმნებათ, ბატონო კახი. მაგრამ, მე ის მაინტერესებს, თქვენ ცნობიერებას ვინ აამაღლებს, მოსახლეობას, მედიის წარმომადგენლებს იმ ტონალობით რომ არ ესაუბროთ, როგორც ესაუბრებით და სამი თითის კომბინაციით?! მოკლედ, პრობლემა იმაშია, რომ კონგრესმენებს მაჭარაშვილი მაინც ყავთ და თქვენ?….“ – ასე მიმართა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ კახი კალაძეს, ვინსთვისაც კონგრესმენების „ტონი და განცხადებები მიუღებელი“  აღმოჩნდა.

მეტი...

„კორონავირუსი“ გერმანიში, ინფიცირებულია 4 ადამიანი

გერმანული გამომცემლობა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში, კერძოდ კი ბავარიაში „ახალი კორონავირუსის“ 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც გამომცემლობა წერს, ინფორმაციას ჯანდაცვის ადგილობრივი რგოლის ადასტურებს. გამომცემლობის ინფორმაციით, მთლიანობაში, „ახალი კორონავირუსით“ ინფიცირებულია 4 ადამიანი.  1 შემთხვევა  რამდენიმე დღის უკან გამოვლინდა, 3 შემთხვევა კი ახალია. როგორც ირკვევა, ყველა დაინფიცირებულ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა ჩინელ ქალთან, რომელიც იმ კომპანიაში მუშაობს, სადაც დანარჩენი 3 ადამიანი.      ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, „კორონავირუსით“ გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის 132 ადამიანია.  

მეტი...

ბათუმში მყოფ ჩინეთის 2 მოქალაქეზე დაკვირვება მიმდინარეობს

ბათუმში მყოფ ჩინეთის 2 მოქალაქეზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაკვირვებას აწარმოებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეები იმ რეგიონთან ახლოს ცხოვრობენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. ისინი ბათუმში გუშინ შემოვიდნენ. მათ 37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებათ, თუმცა ჯანდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად არ მომხდარა ჩინეთის მოქალაქეების ჰოსპიტალიზაცია

მეტი...

“მთავარია, ჩვენმა პარტნიორებმა ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები“ – გიორგი გახარია 

„ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და რეფორმების შედეგები“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.  მისი შეფასებით,  კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი და  რეფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერა. „ყველას კარგად გვესმის, კიდევ ბევრი სამუშაო დავალება გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ საკმაოდ პრაგმატულად ვუდგებით საქმეს და ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ სანამ ევროკავშირში იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენ შეიძლება წლები დაგვჭირდეს რეფორმებისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენმა პარტნიორებმა, კოლეგებმა, ყოველდღიურად,ჩვენთან ერთად დაინახონ პროგრესი და…

მეტი...

გიორგი გახარია – ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და ევროატლანტიკური ორიენტაციაზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ  საქართველოს მთავრობას აბსოლუტურად ღიად აქვს დაფიქსირებული თავისი პოზიცია, რომ ოკუპაციის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მოლაპარაკებით.  „უსაფრთხოება, მოგეხსენებათ არის ქვეყნის, როგორც ძირითადი მიზანი, ასევე ჩვენი ძირითად გამოწვევაც.  შეუძლებელია გამოწვევების გარეშე ვისაუბროთ დღეს უსაფრთხოების კომპონენტზე, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ ქართული მიწის 20 პროცენტის ოკუპაციას, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდვას 20 პროცენტით…

მეტი...

“მნიშვნელოვანია შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებასაც მოიცავს” – პრემიერ-მინისტრი

“ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს შიდა უსაფრთხოების კომპონენტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და რომელიც მოიცავს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთიანი სისტემის შექმნას,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დონორთა ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა შიდა უსაფრთხოების კომპონენტზე, როგორც მთავრობის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან ნაწილზე.  „ეს ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, დღესაც, სამუშაო ჯგუფებში, ჩვენ შევძლებთ, კოლეგებს დავუდასტუროთ ის პროგრესი და ვისაუბროთ იმ აუცილებელ გეგმებზე, რომლებიც გაგვაჩნია და რომლებსაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მეტი...

მთავრობის განკარგულება ჩინეთში ფრენის შეწყვეტასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, კორონავირუსის თავიდან ასცილებლად ჩინეთში პირდაპირი ფრენები 2020 წლის 28 იანვრიდან 29 მარტამდე შეწყდება. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებისა და შესაძლო გავრცელების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა შესაბამისი განკარგულება და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. განკარგულების თანახმად, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში დაევალა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირების უზრუნველყოფასაც, რისთვისაც საქართველოს…

მეტი...

ავსტრალიელმა მეცნიერებმა “ჩინური კორონავირუსი” ხელახლა შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა “ჩინური კორონავირუსი” ხელახლა შექმნეს, რის შესახებაც BBC-ს რუსული ონლაინ გამოცემა წერს. ავსტრალიელი მეცნიერები პირველები გახდნენ, ვინც ჩინეთის ფარგლებს გარეთ “კორონავირუსის” შექმნა ხელახლა შეძლეს. მეცნიერების თქმით, ხელახლა შექმნილი ვირუსის დახმარებით, ვირუსის დიაგნოსტიკა და მისგან განკურნება გახდება შესაძლებელი. მეცნიერებმა, “კორონავირუსის” ნიმუში პარასკევს მიიღეს. “ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვემზადებოდით მსგავსი მიღწევისთვის და სწორედ ამიტომ, შევძელით პასუხის მიღება ასე სწრაფად,” – აღნიშნა პიტერ დოერტის ინფექციისა და იმუნიტეტის უნივერსიტეტის ექიმმა, მაიკ კეტონმა. მეცნიერები ხელახლა შექმნილი “კორონავირუსის” ასლის გაგზავნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) გეგმავენ იმ იმედით, რომ მათი აღმოჩენა ვირუსის დიაგნოსტიკასა და კორონავირუსის მკურნალობის საერთო ძალისხმევას ხელს შეუწყობს.

მეტი...

“კორონავირუსის” პირველი შემთხვევა ახლო აღმოსავლეთშიც დაფიქსირდა

მედია ორგანიზაცია CNBC-ის ცნობით, “კორონავირუსის” პირველი შემთხვევა ახლო აღმოსავლეთშიც დაფიქსირდა. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში “კორონავირუსით” დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ჰუბეის პროვინციიდან ჩასული ოჯახის წევრები არიან. მათი რიცხვი უცნობია.  “ახალი კორონავირუსის” შემთხვევები უკვე გამოვლინდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და აშშ-ში. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 6000-ს აღწევს.

მეტი...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევები “კორონავირუსისგან” თავდასაცავად

“კორონავირუსის” მასშტბაურ გავრცელებასთან დაკავშირებით “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია” ვირუსისგან თავდასაცავად რჩევებს იძლევა: დაიბანეთ ხელი საპნით ან სპირტის შემცველი ხსნარებით; დაცემინება-ხველებისას პირზე ხელი აიფარეთ; გაციებულთან ახლო კონტაქტს მოერიდეთ; საფუძვლიანად მოამზადეთ ხორცხი და კვერცხი და ისე მიირთვით; მოერიდეთ ახლო კონტაქტს გარეულ და შინაურ ცხოველებთან. ის რომ “კორონავირუსი” ბანანით, “ალიექსპრეისის” ამანათებით და ღამურის ჭამით ვრცელდება ტყუილია. “კორონავირუსით”, ბოლო მონაცემებით 132 ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება

თბილისში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა აიკრძალება. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიამ კანონპროექტი მოამზადა და მიიღო. ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში, თბილისი საკრებულომ უნდა განსაზღვროს ის ადგილები, რომლებსაც აკრძალვა შეეხება. შეეხება თუ არა აკრძალვა ელიავას ბაზრობას, ვიცე-მერმა განაცხადა, რომ ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის განმავლობაში გააკეთებენ განცხადებებს და გააცნობენ საზოგადოებას მათ პოზიციას. “კანონპროექტი მომზადებული და მიღებულია. ის ითვალისწინებს, რომ საკრებულომ წესი დაადგინოს და განსაზღვროს ადგილები, სად არის დასაშვები რეალიზაცია და სად არ არის დასაშვები. ეს წესიც მომზადების პროცესშია და უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი საკრებულოსთვის,” – განაცხადა…

მეტი...

„100/50-ზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა“ – ზაზა ხუციშვილი

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა საზოგადობის დაკვეთა  არ ყოფილა. ეს თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური და გამოიწვია პროტესტი, რაც მმართველმა გუნდმა პირობა დაარღვია“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა „მედიაცენტრ მთვარში“ გააკეთა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არსებულ საარჩევნო სისტემას 100 პროპორციული მანდატი და 50 მაჟორიტარული ნამდვილად სჯობს და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ეს შეთანხმება უნდა შედგეს. „იდეა, რომ ქვეყანა გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე, გამოწვეული იყო იმით, რომ წინა 3 ხელისუფლების დროს, მაჟორიტარების ხარჯზე მოხდა ძალიან დიდი ძალაუფლების და დეპუტატების რაოდენობის შეყვანა პარლამენტში. განვითრებული მოვლენების ფონზე, მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო. პირადად…

მეტი...

“კვლევის პოლიტიკურ ნაწილს არასდროს ვეთანხმებოდი” – ზვიად ძიძიგური NDI-სა და IRI-ს კვლევებზე

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ NDI და IRI დღესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრთან აქტიურ თანამშრომლობაში არიან, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად პოზიტიურ როლს თამაშობენ ისინი”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ძიძიგურის თქმით, საპარლამენტო დემოკრატიის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და ძალიან სერიოზულად იმუშავა ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა  პარტიული დემოკრატიისა და პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებაში. “NDI და IRI უკვე ათეული წლებია, მუშაობენ საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ორგანიზაციები დღესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრთან აქტიურ თანამშრომლობაში არიან, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად პოზიტიურ როლს თამაშობენ ისინი.…

მეტი...

კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონში მდებარე კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების პარალელურად, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული  საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება. „კაიროს დასახლებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. იცით, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვუთმობთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით. კაიროს დასახლებაში, ლორთქიფანიძის ქუჩა და მიმდებარე ჩიხები საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სრულად იქნება მოწესრიგებული. დღემდე აქ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) მუშაობდა, რომელიც…

მეტი...

„კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავენ

„კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე დაძაბული და სიურპრიზებით სავსე იქნება. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის უჭირს თქმა, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას თუ ვინმესთან ერთად. ძიძიგური არც იმას გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდთან ითანამშრომლონ. ამ საკითხზე ზვიად ძიძიუგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „პარტიაში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები და მისი დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ შევხვდებით 2020 წლის არჩევნებს. თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვღებულობთ მონაწილეობას, ამას პირველი თქვენ გაიგებთ. ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი, რომ ამ არჩევნებს ღირსეულად შევხვდეთ, მაგრამ, ეს არ არის მხოლოდ ზვიად ძიძიგურის, პარტიის თავმჯდომარის…

მეტი...

“შემაშფოთებელია, რომ კონგრესმენები საჯარო განცხადებით აკრიტიკებენ მთავრობას, პარტნიორების მხრიდან კრიტიკა “ტრენდად” იქცა” – ზვიად ძიძგური

“არც ევროპარლამენტარების და არც კონგრესმენების მიერ გაკეთებული განცხადებები, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ეს იყო მოსალოდნელი კიდეც”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილს, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს. როგორც ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ხელისუფლებამ იმ რიტორიკის ნაცვლად, რომლითაც ის კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების განცხადებებს პასუხობს, შეხვედრები უნდა გამართოს აშშ-სა თუ ევროპის  უწყებებთან, რათა მათ განუმარტონ ის გადაწყვეტილებები, რასაც ისინი იღებენ. “საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნება“ ძალიან ამაყობდა და სამართლიანადაც, რომ მან ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რამდენადაც საამაყო, სასიქადულო და სასიკეთო გადაწყვეტილება იყო, იმდენად…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა

10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დაავალა, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ და ადგილზე საინფორმაციო ჯიხურები განათავსონ. „ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით გასულ წელს ორი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ. ეს არის კოტე აფხაზის ქუჩა და ორბელიანის მოედანი მიმდებარე ქუჩებით. რეფორმა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგი ქუჩა, სადაც გვინდა ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება განვახორციელოთ, ბარათაშვილის ქუჩაა. 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვთხოვ, მოსახლეობის სრული საინფორმაციო უზრუნველყოფა მოახდინონ. ასევე, განვათავსოთ სპეციალური…

მეტი...

ბრიტანეთის ავიახაზებმა ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა

კორონავირუსის გამო ბრიტანეთის ავიახაზებმა ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. „ბრითიშ ეარვეისმა“ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საგარეო საქმეთა ოფისმა მოქალქეებს ურჩია, ჩინეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. „ბრითიშ ეარვეისს“ შანხაისა და პეკინში ყოველდღიური რეისები აქვს. „ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობისთვის, თუმცა ჩვენი მომხმარებლებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება ყოველთვის არის ჩვენი პრიორიტეტი“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. ჩინეთში გვარცელებულ ვირუსს უკვე 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის გარდა კორონავირუსის ახალი ტიპი გამოვლინდა სულ მცირე 16 ქვეყანაში. ქალაქ უხანიდან, რომელიც დაავადების გავრცელების ეპიცენტრია, ასობით უცხოელის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულ ზონაში დიდი ბრიტანეთის 300-მდე მოქალაქე იმყოფება. ავსტრალია ჩინეთიდან დაბრუნებულ…

მეტი...

„კონსერვატორები“  100/50-ს მხარს დაუჭერენ თუ არა, ეს ზვიად ძიძიგურის გადასაწყვეტი არ არის“

„კონსერვატორებს“ ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას არჩევნების  100/50-ზე პრინციპით ჩატარებას. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მეტი პროპორციული ხმა უკეთესია, თუმცა, ეს ის არ არის, რასაც საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ითხოვდა. „პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ არის დღევანდელი და გუშინდელი თემა. ამას ჯერ კიდევ 1990 წელს „მრგვალი მაგიდა,“ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ითხოვდა ე.წ. „კომუნისტური ხელისუფლებისგან“. ვერც ერთმა ხელისუფლება მოახერხა, რომ შერეული სიტემა შეცვალა გაცილებით უფრო დემოკრატიული, პროპორციული სისტემით. ნამდვილად გახარებულები ვიყავით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი ტიპის პოლიტიკური ნებისყოფა იპოვა საკუთარ თავში…

მეტი...

“შოთაძის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ, ჩემთვის მიუღებელია ასეთი პოლიტიკური სიურპრიზი” – ზვიად ძიძიგური

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გენერალური პროკურორის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მხარს არ დაუჭერს. როგორც ძიძიგურმა “მედიაცეტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შოთაძისთვის სასაყვედურო არაფერი აქვს და ის საქმის პროფესიონალია, თუმცა, მიუღებელია ერთხელ უკვე თანამდებობიდან გადამდგარი ადამიანის ხელმეორედ დაბრუნება. “მე არ დავუჭერ მხარს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. არა იმიტომ, რომ მასთან რამე პიროვნული პრობლემა მაქვს. მიმაჩნია, რომ ძალიან კვალიფიციური იურისტია. ძალიან შრომისმოყვარეა და პროკურატურაშიც ძალიან დიდ დროს ატარებდა და მე მასთან საყვედურის თქმა მასთან დაკავშირებით არ შემიძლია. ჩემთვის მიუღებელია ასეთი პოლიტიკური სიურპრიზი. ადამიანი წელიწადნახევრის წინ გადადგა, რაღაც სკანდალური საქმის გამო, ამის შემდეგ კი…

მეტი...

საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29 მარტი. „პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მეტი...

ჩინეთში, კორონავირუსის სამკურნალო კლინიკა 48 საათში გაიხსნა

პირველი კლინიკა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ დაპროექტდა, ჩინეთში, ქალაქ უხანის მახლობლად დღეს გაიხსნა. 1000 კაციანი კლინიკა მუშებმა და მოხალისეებმა 2 დღეში ააშენეს. კორონავირუსით ინფიცირებული, პირველი პაციენტი, დღეს ადგილობრივი დროით 22:30 საათზე შეიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კლინიკის პროექტი 48 საათში დასრულდა, რასაც თანამედროვე შესაძლებლობების წყალობით მიაღწიეს. „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

31 იანვარს გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირს

ევროპარლამენტში დღეს ბრექსითის შესახებ შეთანხმებას უყრიან კენჭს. ლონდონისა და ბრიუსელის შეთანხმების დასამტკიცებლად ევროდეპუტატების უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა საკმარისია. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმებას კენჭს ევროპულ საბჭოში უყრიან. კენჭისყრა 30 იანვარს არის დანიშნული. 31 იანვარს კი გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირს. როგორც ვარაუდობენ, ლონდონისა და ბრიუსელის სამომავალო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი მარტში დაიწყება.

მეტი...

„კორონავირუსით გარდაცვალების 106 შემთხვევა დადასტურებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ახალი კორონავირუსის“ შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს. დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებულია გარდაცვალების 106 შემთხვევა. რაც შეეხება „ახალი კორონავირუსის“ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ამ ეტაპისთვის, გლობალურად დადასტურებულია 4593 ადამიანის ინფიცირებული. აქედან, ჩინეთში 4537 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის გარეთ, სხვა ქვეყნებში კი 56 შემთხვევა.    ასევე, ჩინეთში ეჭვი აქვთ 6 973 ინფიცირებულზე, რომლებზეც კვლევები გრძელდება. „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

„კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ, ქვეყნები, ძალიან მაღალი და მაღალი რისკის ზონაში მოხვდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მხრივ, ქვეყნები კატეგორიებად იყოფიან. ამ ეტაპისთვის, ქვეყნები ორ კატეგორიაში მოხვდნენ. ერთი –  ვირუსის გავრცელების ძალიან მაღალი რისკის ზონა და მეორე – მაღალი ზონა. ვირუსის გავრცელების ძალიან მაღალ კატეგორიაში მოქცეულია ჩინეთი, ხოლო მაღალი რისკის ზონაში სხვა დანარჩენი ქვეყნები.   „მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მეტი...

ფილტვის ანთება, პნევმონია, თირკმლის უკმარისობა, ბრონქიტი  – „კორონავურისის“ მიმდინარეობა

„ახალი კორონავურუსის“ საპრევენციო აცრა ამ ეტაპისთვის არ არსებობს და მეცნიერები მის შექმნაზე მუშაობენ. რაც შეეხება ვირუსის მიმდინარეობას, მას „მკვლელ ვურუსს“ იმიტომ უწოდებენ, რომ  რთული ფორმებით მიმდინარეობს და რიგ შემთხვევებში ფატალურად სრულდება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პედიატრმა თამარ  ობგაიძემ განუცხადა, ინკუბაციის პერიოდი 2-დან 10 დღემდე გრძელდება, თუმცა, შესაძლებელია თუ არა ინკუბაციის პერიოდში ვირუსის გადაცემა, ამ ეტაპისთვის დადგენილი არ არის. „აქტუალური საკითხია, შესაძლებელია თუ არა ინკუბაციის პერიოდში ვირუსის გავრცელება.  ჯანმოს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს დადასტურებული, როგორც ეს სხვა ვირუსების პერიოდში ხდება. ამას სჭირდება პაციენტების რაოდენობა და კვლევა. ინკუბაციური პერიოდი, დაახლოებით, 2-10 დღეა.…

მეტი...