ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელჩმა მიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ასევე, ჩინეთის მთავრობისა და უხანის მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული პრევენციული ზომების, ეპიდემიის პირობებში შესაბამისი სანიტარული მოთხოვნების შესახებ. საქართველოს საელჩო განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის, ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში მყოფ 5 მოქალაქესთან, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან. 

მეტი...

ბრიტანელ მოგზაურს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, საჩუქრად ახალი ველოსიპედი გადაეცა

ბრიტანელ მოგზაურს, როან კემბელს, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს,​ ერთ-ერთმა ველოკომპანიამ საჩუქრად ახალი ველოსიპედი გადასცა.  ველოსიპედთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურ ტურისტთან შეხვედრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით შედგა. სასტუმროებისა და ველოკომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, უცხოელ მოგზაურს სხვადასხვა საჩუქარი გადასცენ და ამ ჟესტით ქართული სტუმარ-მასპინძლობა გამოხატონ – მან საჩუქრად სამთო კურორტის 2 დღიანი საგზური და ქართული კერძების მასტერკლასიც მიიღო. ბრიტანელი მოგზაური სინგაპურიდან საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ ველომრბოლელი მოგზაურობას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს. ველოსიპედისტმა 11 ქვეყანა მოიარა და 7500 კმ უკვე დაფარა.

მეტი...

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIE) მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სატყეო სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს მიერ, 2020 წლის 26 იანვრის ბრძანება, რომელიც ცოცხალი ცხოველების (გარეული) ნებისმიერი სახით ვაჭრობის აკრძალვას უკავშირდება.

მეტი...

სლოვენიაშია პრემიერ-მინისტრი გადადგა

სლოვენიაში პოლიტიკური კრიზისია. თანამდებობიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა. როგორც მარიან შარეცმა განმარტა, მისი მთავრობა მნიშვნელოვანი კანონების მიღებას ვერ ახერხებს, ამიტომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა. “მე ვერ გავამართლებ ხალხის ნდობას. ვფიქრობ, ეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა. შარეცის მთავრობა პარლამენტმა 2018 წლის ნოემბერში დაამტკიცა.

მეტი...

ურკაინაში “კორონავირუსი“ დაფიქსირდა

„კორონავირუსის“ შემთხვევა კიევშიც დაფიქსირდა. კიევის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ეს ის ვირუსი არ არის, რომელიც ჩინეთშია და სხვა ტიპს მიეკუთვნება. „მედიაცენტრი მთავარი“ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც უკრაინაში დაფიქსირებული კორონავირუსის ე.წ. ჩინურ კორონავირუსთან კავშირი გამორიცხეს. „ეს ის „ახალი კორონავირუსი“ არ არის, რომელიც ჩინეთშია დაფიქსირებული. ეს არის ჩვეულებრივი გრიპის მაგვარი ერთ-ერთი ვირუსი, რომელიც საქართველოშიც ფიქსირდება. ამ „კორონავურუსს“ ჩინეთში გავრცელებულ „ახალ კორონავირუსთან“ კავშირი არ აქვს“ – განუცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცნტრ მთავარს“.

მეტი...

ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურატურის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ საპროკურორო საბჭო პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურას წარადგენს, ის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებს.    „ჩატარდა კონკურსი და ჩვენ ველოდებით კონკურსის შედეგად კანდიდატურის წარმოდგენას, რომელსაც შემდეგ განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი. თუ ეს კანდიდატი იქნება ბატონი ირაკლი შოთაძე, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ შეფასება, ეს არის ადამიანი, ვისი მთავარი პროკურორობის დროს, პროკურატურამ არაერთი საქმე გამოიძია ეფექტურად, სწრაფად, დროულად, იყო ეს განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულები, ორგანიზებული დანაშაული, ასევე, საქმეები, როცა სახელმწიფოს სისტემურ დანაშაულს ეხებოდა საქმე. ვფიქრობ, ის იყო ერთ-ერთი ძალიან ეფექტური ხელმძღვანელი. მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, როცა დატოვა თანამდებობა და მთელ…

მეტი...

წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

დღეს წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მაიხსნა. ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ახალი ცენტრი სრულად პასუხობს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნებს. შენობა აღჭურვილია სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზითა და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს ეხმარება როგორც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციაში, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მომზადებაშიც. ცენტრში განთავსებულია მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, რომელიც დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში ღირსეულად წარმოაჩინონ. ახალი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. როგორც ცოტნე გამსახურდიას ოჯახი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ცოტნეს გამოღვიძებას ეხება არასწორია. „ის ინფორმაცია, რაც საინფორმაციო საშუალებებმა ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით გაავრცელეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ინფორმაციაში საუბარი იყო, რომ თითქოს, კლინიკაში ცოტნეს აღვიძებენ. ცოტნე ისევ ხელოვნური ძილის მდგომარეობაში ჰყავთ და მისი გაღვიძება ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“ – განუცხადა ცოტნე გამსახურდიას უფროსმა ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ის, ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშა იმყოფება.       

მეტი...

27 იანვრიდან ადვოკატთა ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

27 იანვრიდან პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად და გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე. ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის მე-10 მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა წარმოადგენს ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო წინაპირობას, რომელიც უზრუნველყოფს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარჩვევებით აღჭურვას და ხელს უწყობს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. 2020 წლიდან, ადაპტაციის პროგრამა თბილისის გარდა შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ჩატარდეს ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, ამიტომ რეგისტრაციის ფორმაში გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი ქალაქი. განმცხადებელთა სიას, რომელიც შესაბამისობაშია ფორმალურ მოთხოვნებთან, ამტკიცებს აღმასრულებელ საბჭო და სიაში შეტანილ პირს ენიჭება ადაპტაციის პროგრამის მონაწილის…

მეტი...

18 წლის მომღერალი გრემის დაჯილდოვებაზე რეკორდსმენი გახდა

18 წლის ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე რეკორდი დაამყარა. ის ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი გახდა, რომელმაც ღონისძიების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. საუკეთესო სიმღერისა და ჩანაწერის სტატუსი Bad Guy-მ დაიმსახურა.  ბილი აილიშმა კიდევ ერთი გრემი საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში დაიმსახურა.

მეტი...

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავღანეთში ღაზნის პროვინციაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ლაინერში 83 ადამიანი იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით კატასტროფა მოძრაობა “თალიბანის” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, შემთხვევის ადგილზე მაშველები და სპეციალური სამსახურები მივიდნენ. კატასტროფის პირველად ვერსიად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

მეტი...

სომხეთმა ჩინეთიდან პროდუქტების იმპორტი აკრძალა

სომხეთმა 2020 წლის 26 იანვრიდან ჩინეთში წარმოებული პროდუქტებისა და ცხოველური წარმომავლობის ნედლეულის იმპორტი აკრძალა. აკრძალვა ვრცელდება სხვა პროდუქტების შემოტანაზეც, რომლებიც ჩინური ნედლეულით არის დამზადებული. “Sputnik-სომხეთის” ინფორმაციით, აკრძალვა იმოქმედებს ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე იმის შესახებ, რომ ჩინეთი კორონავირუსისგან თავისუფალი ქვეყანაა. ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება. ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, მალაიზიაში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ჰონგ-კონგში, ტაილანდში.

მეტი...

ამინდი საქართველოში

 27-28 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.  29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

მეტი...

“ყველა ის ექიმი, რომელიც ამოწმებს მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა, ტყუილია. მისი თქმით, პირველი და მეორე რიგის თავდაცვის საშუალებები მარაგშია. „ყველა ის ექიმი, რომელიც დღეს ესაუბრება მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა, მაგრამ თუ გამოვლინდა მსგავსი სიმპტომები, მაშინ კიდევ უფრო მაღალი დაცვის საშუალებები არსებობს, რომლის მარაგი ქვეყანას აქვს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

დღეიდან, ჯანდაცვის სპეციალისტები ჩინელებით დასახლებულ ადგილებში საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

“დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი დიდი ჩასახლების ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები. უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოსახლეობის დასახლებები. ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე და დღეს უკვე 15:00 საათზე ვიწყებთ გასვლებს. სწორედ ამ მშენებლობებზე ჩავლენ ჩვენი სპეციალისტები და იქ დასაქმებულებს დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, რას უნდა უფრთხილდნენ და რა სიმპტომები არ უნდა ჰქონდეთ. ასევე, განემარტებათ, რომ ჩინეთში ყოფნიდან ორი კვირის განმავობაში თუ გამოჩნდა…

მეტი...

“ფორსაჟის” პირველ ტიზერში თავისუფლების მოედანი ჩანს

Fast and Furious-ის მეცხრე ნაწილის ტრეილერის 15-წამიანი ანონსი გავრცელდა. პირველ კადრებში ვხედავთ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ ვინ დიზელს და ამის გარდა ნაცნობ ლოკაციასაც თავისუფლების მოედანს. ფილმის გადაღებები საქართველოში აგვისტოსა და სექტემბერში მიმდინარეობდა . Fast and Furious-ს დედაქალაქში პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში იღებდნენ. როგორც ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის საქართველოში მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დახარჯულიყო.

მეტი...

“ჩვენი გეგმაა, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი” – ირაკლი კობახიძე

„გუშინ და დღეს დილიდან  ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან და ჩვენი გეგმა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი”,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა.  ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი განცხადება გაკეთდება ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდება, რასაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუჭერს მხარს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად.  „ჩვენ ამ ფორმატს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს…

მეტი...

გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა  გამოაცხადა. გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა დაეკისრა. ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილე არჩილ ვანაძე კი სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ სცნო.

მეტი...

„მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა” – ილია მეორე

„მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთადერთია საქართველოს ეკლესია, რომელიც მოაქცია ქალმა. წმინდა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის”, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვაზე მრევლს. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და მათთან ერთად იგალობა. “არის დაწერილი დაუჯდომელი წმინდა ნინოსი, მაგრამ არ იყო დაწერილი საგალობელი დაუჯდომელის. იყო ერთი შემთხვევა, რომ მოვინახულე წმინდა მცხეთის მონასტერი, იქ ბრძანდებოდა დედა, ჩემი ნათლია და ვლაპარაკობდით ჩვენ, რომ არ არის საგალობელი დაუჯდომელისა. წმინდა ნინომ ინება და 5 წუთში დავწერე ეს…

მეტი...

ქალი ქმრის მონურ მორჩილებაში რომ ყოფილიყო, ფეხებს უბამდნენ და ტერფებს უმახინჯებდნენ

„მონასთან გათანაბრებული ქალები დამახინჯებული ტერფებით“ – ასეთია ის საშინელი ტრადიცია ჩინეთში, რომელიც მე-10 საუკუნიდან მოდის და მე-20 საუკუნემდე გაგრძელდა.  ჩინელ ქალებს ძალიან პატარა, მოციცქნული ფეხის ტერფი უნდა ჰქონოდა. თუ რატომ იყო ეს აუცილებელი და რა ხიბლი იყო 12 თუ 14 სანტიმეტრიან ფეხის ტერფში, სხვადასხვა შეფასებები არსებობს. ერთნი ამბობენ, რომ ეს მონობისა და ერთგულების ნიშან იყო და შეკრული ფეხებით ქალი ვერსად გაიქცეოდა. საშინელი ტკივილის მიუხედავად, მთავარი ის იყო, რომ ასეთი ქალი მომავალ ქმარს მოეწონებოდა. უფრო მეტიც, მოციცქნულტერფიანი ქალი ქმრისადმი მორჩილების სიმბოლოდ ითვლებოდა.  რაც შეეხება ტრადიციის შესახებ მეტ ინფორმაციას, გოგონებს ფეხს პატარა,…

მეტი...

Tinder-ი მომხმარებელთა უსაფრთხოებას აძლიერებს

“Tinder”-ს სურს, რომ მის მომხმარებლებს საჭირო დროს პოლიციის გამოძახების ფუნქცია შესთავაზოს. ცნობილი გაცნობის აპლიკაცია ადამიანებს საშუალებას მისცემს საჭირო დროს განგაშის ღილაკი გამოიყენონ, ამის შემდეგ მათ დაუკავშირდებათ ონლაინ ასისტენტი, რომელიც მისწერს შეტყობინებას, თუ კი შეტყობინება უპასუხოდ დარჩება ასისტენტი დაიწყებს რეკვას, ხოლო თუ კი არც ამაზე იქნება მომხმარებლის მხრიდან რეაგირება, ოპერატორი გამოიძახებს პოლიციას და მათ მომხმარებლის ადგილმდებარეობას შეატყობინებ საწყის ეტაპზე ეს ფუნქცია მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ტინდერის მფლობელი კომპანია “Match Group” თანამშრომლობას “Noonlight”-თან აპირებს. ეს უკანასკნელი მომხმარებლის ლოკაციის ზუსტად დადგენას და მისი შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემას უზრუნველყოფს. ეს ფუნქცია “Tinder”-ის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი…

მეტი...

„მთავრობის გასაგონად, სასწრაფოდ აკრძალეთ ადამიანთა მიმოსვლა ჩინეთთან” – შალვა ნათელაშვილი

„მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონავირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ფრენებისა და ტვირთბრუნვის აკრძალვას ითხოვს. „მთავრობის გასაგონად, სასწრაფოდ აკრძალეთ ადამიანთა მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. შეაჩერეთ ყოველგვარი ტვირთები, მათ შორის ფოსტა ამ ქვეყანასთან. განსაკუთრებული კონტროლი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, კონკრეტულად ქუთაისი, თბილისი და ხარაგაულის რეგიონი, სადაც ჩინური ქალაქები აშენდა“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი...

QUEEN-ი დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს

ლეგენდარული Queen პირველი მუსიკალური ჯგუფი გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ვალუტაზე გამოსახეს. კოლექტივის პატივსაცემად მთავრობამ 5 გირვანქა სტერლინგის ნომინალის საკოლექციო მონეტები გამოუშვა, რომლებზეც ბენდის თითოეულ წევრთან დაკავშირებული ინსტრუმენტებია დატანილი. რკინის, ვერცხლისა და ოქროს მონეტების ღირებულება 13-დან 2,020 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს.

მეტი...

მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოავარიას ემსხვერპლა

ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ დილით, საფრანგეთის დროით 09:30 საათზე მოხდა. ბექა “გროლესა” და “ლავორის” შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. 27 წლის მორაგბე საფრანგეთში 2013 წლიდან თამაშობდა. ის ერთი წელი პრო დე2-ს “კარკასონის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ფედერალ 1-ის “გროლეში” გადავიდა და იქ 3 წელი გაატარა. 2017-2019 წლებში ბურდიაშვილი ასევე ფედერალ 1-ის “ლა სენის” მოთამაშე იყო, მიმდინარე სეზონის წინ კი “გროლეს” დაუბრუნდა.

მეტი...

ტურისტს, რომელმაც 11 ქვეყანაში იმოგზაურა, საქართველოში ველოსიპედი მოპარეს

საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ მოგზაური სოციალურ ქსელში წერს. კემპბელის თქმით, ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ჰოსტელთან მოპარეს. „სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ვბრუნდებოდი, თუმცა ორი დღის წინ ჰოსტელის გარეთ დატოვებული ველოსიპედი მომპარეს. 11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის გაგრძელება მინდა, თუმცა თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი მოგზაურობა დასრულდება” , – წერს კემპბელი. მოგზაური მოქალაქეებს სთხოვს, თუ რამეს გაიგებენ მის დაკარგულ ველოსიპედზე, დაუკავშირდნენ. იგი ამბობს, რომ პოლიციას მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, სამართალდამცავებს დიდი იმედი არ აქვთ,…

მეტი...

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კონტროლი გამკაცრდა

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კონტროლი გამკაცრდა. ვირუსის პრევენციის მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სარფის გამშვებ პუნქტზე. აეროპორტში ასევე მოწმდება შიდა და გარე ავიარეისები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჯერჯერობით, ვირუსის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

მეტი...

საქართველოში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირებულია

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირებულია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, რომელიც გასული კვირის მონაცემებს ასახავს, ასი ათას ადამიანზე ვირუსის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 44 შემთხევით ნაკლებია. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, მთლიან მაჩვენებელში გრიპის ვირუსის ნიშნებით ჰოსპიტალიზაციაზე 28% მოდის (წინა კვირაში იყო 30). ამასთან, გავრცელებულ ვირუსებს შორის აღინიშნება როგორც „ა“, ისე „ბე“ ტიპის ვირუსის შემთხვევები.

მეტი...

ესპანეთში ქარიშხლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ქარიშხალმა ”გლორიამ” ბოლო მონაცემებით 9 ადამიანი იმსხვერპლა. ოთხს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ. კატალონიაში, ვალენსიასა და ბალეარქიებში ძლიერმა წვიმამ, ქარიშხალმა და გიგანტურმა ტალღებმა ქალაქების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. დანგრეულია ხიდები და ზღვის პირას არსებული სახლები, დატბორილია ცენტრალური ქუჩები. ესპანეთის გარკვეულ რაიონებში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას  ყინვა და თოვლი დაემატა. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ესპანეთის სამაშველო და სახანძრო სამსახური ამ დრომდე ებრძვის, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, ის მრევლს ქადაგებით მიმართავს. წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.

მეტი...

„მთავარია გაირკვეს, რა ტიპის „ქილერთან“ გვაქვს საქმე“ – მალხაზ თოფურია

„ეს არის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, იმედი მაქვს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მთავარია დანაშაულის მოტივი და რა ტიპის „ქილერთან“ გვაქვს საქმე“ –  ეს განცხადება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა. საუბარია დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულზე, რომელიც დოდო გუგეშაშვილს მალხაზ თოფურიას სახელის გამოყენებით გაეცნო. როგორც თოფურიამ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, დაკავებულ 1975 წელს დაბადებული ზაზა მურჯიკნელს ის არასდროს შეხვედრია, არ იცნობდა და არც საერთო გადაკვეთის წერტილები ჰქონიათ. „დაკავებულ პირთან არანაირი შემხებლობა მქონია, არც ვიცნობდი და არც მახსენდება. მიუხედავად…

მეტი...

კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა

77 წლის ასაკში ქართველი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე გარდაიცვალა. ის არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოების ავტორი იყო. კომპოზიტორს აღირება ქართული ფილმებისთვის შექმნილმა კომპოზიციებმა მოუტანა, განსაკუთრებით კი “ჩარი რამასთვის” შექმნილმა მუსიკამ.

მეტი...

“თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს” – გია ჟორჟოლიანი

“თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა. როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა და მან უნდა დათმოს ხელისუფლება. „ბოლო ხანს დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკა და მოწოდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესოს ვითარება, ფუჭია. რატომ? ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა – დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ამ მოვლენაში „ქართული ოცნებისა“…

მეტი...

თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

თურქეთის აღმოსავლეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. დაშავებულია 1607 ადამიანი. მათგან 1515 საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 844 მიწისქვეშა ბიძგი აღინიშნა. თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა სტიქიის ზონაში 3 800 თანამშრომელი, ასობით ავტომობილი და 22 სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი გაგზავნა. თურქეთის ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში და სირიაშიც იგრძნობოდა.

მეტი...

ბაღდადში აშშ-ის საელჩოს 3 რაკეტა ესროლეს

ბაღდადში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს. ერთ-ერთი მათგანი საელჩოს კაფეტერიას მოხვდა. დაშავდა 3 პირი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ მხარეს არ აუღია. ერაყის პრემიერმა საელჩო თავდასხმა დაგმო. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ ბაღდადს დიპლომატიური დაწესებულებების დაცვისკენ მოუწოდებს. პარალელურად, ერაყის დედაქალაქში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. პოლიციასთან შეტაკებებს ემსხვერპლა ერთი ადამიანი. ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში ამერიკულ ავიაიერიშს ირანელი გენერალი ემსხვერპლა. ​

მეტი...

“ირაკლი შოთაძის გარდა, არც ერთ კანდიდატთან გასაუბრებას არ დავესწრები” – ოთარ კახიძე

საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადებით, ის გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას, გარდა ირაკლი შოთაძისა, არ დაესწრება. კახიძემ გენერალურ პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ პროკურორობის 16 კანდიდატის მოსმენა ფორმალური იქნება, რეალურად კი, წინასწარაა შეთანხმებული კანდიდატ ირაკლი შოთაძის არჩევა. „ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, თითქოს დამოუკიდებელი საპროკურორო საბჭო ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატს. სინამდვილეში კანდიდატს ირჩევს ბიძინა ივანიშვილი და ეს ყველაფერი, მთელი ეს პროცედურა, ვითომ კანდიდატების დასახელების და შემდგომ შერჩევის, არის სრული ფარსი, არავითარი კავშირი არ აქვს კანონთან, გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევასთან. შესაბამისად, მე ამ წარმოდგენაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ.…

მეტი...