“დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი” – “პატრიოტთა ალიანსი“ „ენდიაისა“ და „აირაის“ წინააღმდეგ

აიკრძალოს “ენდიაისა“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში – ამ მოთხოვნით “პატრიოტთა ალიანსმა” აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს კონგრესმენებსა და  სენატორებს მიაწვდიან. ამასთან, ინაშვილი ითხოვს, საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა „ენდიაის“ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ. „მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი. ვითხოვთ, აიკრძალოს „ენდიაის“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი. დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს, რომ არ ენდობა მათ ხალხი, მივაწვდით კონგრესმენებსაც, სენატორებსაც, ევროდეპუტატებსაც, ყველას, ვიმოქმედებთ ისე, რომ ერთად დავიცვათ საქართველო“ ,- განაცხადა…

მეტი...

ეკონომიკის სამინისტრო, ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს

ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, რომლის მოქმედებაც ვრცელდება 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე. „ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას (იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები – რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.). სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი უწყების – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. ისინი შეამოწმებენ საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან…

მეტი...

მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 – N11 – N9 – N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სკვერის რეაბილიტაცია დაახლოებით, 8 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, შადრევანი. ასევე, მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხეები, დაითესება ბალახი. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარი არის გათვალისწინებული. გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან…

მეტი...

ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ 2 პირი დააკავა – დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, “ალფა პვპ”-ს, “ჰეროინის”, “მორფინის”, “მეტადონისა” და “კოდეინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების “ა” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

შანხაის ჯანმრთელობის კომისიის უწყების ცნობით, ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის განკურნების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  ექვსდღიანი მკურნალობის შემდეგ, 56 წლის ჩინელი ქალბატონი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდანაც გაეწერა. ჩინეთში კორონავირუსით უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი ორი ათასს აღწევს.

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევა კანადაშიც დაფიქსირდა

კანადაში ახალი ტიპის ​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პირი, რომელსაც დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების თქმით, დაავადებული 50 წლის მამაკაცი ტორონტოში 22 იანვარს ჩავიდა. ის საავადმყოფოში რესპირატორული ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღეს მოათავსეს. ჩინეთში კორონავირუსით უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი ორი ათასს აღწევს.

მეტი...