გიორგი გახარია დავოსში ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ესტონელ კოლეგას, იური რატასს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. ამასთან, საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით. პრესსამსახურის…

მეტი...

პრემიერმა ლიეტუვას პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

“ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი დონის ვიზიტების…

მეტი...

ქეთევან ციხელაშვილმა ევროპარლამენტარებს ახალგორელების სახელით მიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა” “მე დღეს გამოვიყენე ეს ძალიან მაღალი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა მწვავე საკითხი და ძირითადი გამოწვევა გამეჟღერებინა, რაც გამოწვეული გახლავთ მიმდინარე ოკუპაციით და გადაუჭრელი კონფლიქტით. დღეს ევროპარლამენტარებს ვესაუბრე ახალგორელების სახელით. მე ვისაუბრე ახალგორელების ხმით, რომ მიმეწვდინა ხმა მათი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, იმ ყოველდღიური განსაცდელის შესახებ, რაც გამოწვეულია ერთადერთი გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვით და ამ ადამიანების სრული იზოლაციით, რაც პირდაპირი გაგებით ემუქრება მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და სცდება ყოველგვარ ადამიანურ სტანდარტს. ასევე ვისაუბრე ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის მცდელობებზე, გუგუტიანთკარში გუშინ განახლებულ პროცესზე, რომელიც არის…

მეტი...

“თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი” – კახა კუჭავას პასუხი ევროპარლამენტარების კრიტიკაზე

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ქართულ დელეგაციას ევროპარლამენტარების მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა, მათ შორის იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება და პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ევროპარლამენტარების კრიტიკული შეფასებების პასუხად დელეგაციის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახაბერ კუჭავამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეცდომაში არიან შეყვანილი. “ზოგი წამოწეული საკითხი ცხადყოფს, რომ თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ჩვენი გეგმა შევთავაზეთ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ ოპოზიციის პასუხს ველით. შეთანხმება ნიშნავს, რომ ორივე მხარე რაღაცაზე უნდა შეჯერდეს. ჩვენ შევთავაზეთ შერეული სისტემით ჩატარებულიყო არჩევნები. აუცილებელია მოვლენების განვითარებასაც მივადევნოთ თვალი,” –…

მეტი...

„შეძლებთ, 24-საათიან რეჟიმში ყველა პატიმარს უპასუხოთ? ასწევთ ამ ტვირთს? ჩვენ მზად ვართ“ – წულუკიანი ლომჯარიას

„ნუ ამტვრევთ ღია კარს – დღესვე შეგვიძლია, ყველა პატიმარს მივცეთ 24-საათიან რეჟიმში სახალხო დამცველის აპარატში დარეკვის უფლება. ასწევთ ამ ტვირთს?“ – იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს მიმართა, შექმნას ეფექტური ცხელი ხაზი რომლის თანამშრომლებიც 24-საათიან რეჟიმში შეძლებენ პატიმრებისათვის პასუხების გაცემას. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი ამისათვის საჭირო არაა, რადგან ის ფიქრობს, რომ პატიმრებს ასეთი უფლება უნდა ჰქონდეთ. „პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი პასუხები, როდესაც პატიმრები მოგმართავენ და ვერავითარ თქვენს კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, თითქოს თქვენამდე საჩივრების ან განცხადებების მოტანა ვერ ხდება, ვერ მივიღებ. არც ამ ანგარიშის შემუშავებამდე, არც მანამ, სანამ…

მეტი...

“რუსეთის მიერ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა” – ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ზუსტ თარიღი ჯერ არ დასახელებულა. მისი თქმით, საკითხზე ახალი ინფორმაცია შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე გამოიკვეთოს, რომელიც სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება. „ჩვენ გვქონდა წინა შეხვედრა პრაღის ფორმატში, ნოემბრის ბოლოს. მაშინ მოვისმინეთ, რომ ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დასახელებულა. შემდეგ გაკეთდა კომენტარები. მოვისმინეთ, რომ მუშაობენ ამ საკითხზე და ა.შ. თუ იქნება უფრო კონკრეტული ინფორმაცია, მოვისმენთ და გაგიზიარებთ. ადრეც ვთქვით, რომ თუ მოხდება ფრენების აღდგენა, ჩვენ ამას მივესალმებით. დაველოდოთ, მარტამდეც თუ იქნება სიახლე, ამასაც გავიგებთ.…

მეტი...

“ფაქტი, რომ ვერ შეძელით დაპირების შესრულება, დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს” – ევროპარლამენტარი პროპორციულ სისტემაზე

“ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სანდრა კალნიეტემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. კალნიეტე იმ რამდენიმე საკითხს შეეხო, რაც მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიაზე კარგად არ მეტყველებს. „თქვენ ახლახანს ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა ოპოზიციის მიერ იყო გამოწვეული. მე დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს სახალხო მოძრაობისა და ვიცი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია, ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს. არსებობს ამის უფრო ღრმა მიზეზი. თქვენ ახლახანს მოახდინეთ იმ ფაქტის ციტირება,…

მეტი...

კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა.  „2020 წლის 12 იანვარს კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და  დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება და მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.  შსს-ს…

მეტი...

“ბოკერია ბნელი, უწიგნური და უვიცი თვითონაა” – გიორგი ხაინდრავა

“გიგა ბოკერიას თავხედობამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ბნელი, უწიგნური და უვიცი თვითონაა”, – ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი, გიორგი ხაინდრავა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან იუსტიციის მინისტრს უწიგნური, უვიცი და ბნელი უწოდა. როგორც ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გიგა ბოკერიამ ქალებთან მოქცევა არ იცის და ის მხოლოდ მათთან ბედავს “თავხედურად” მოქცევას. “ბოკერიამ ყველა ზღვარს გადააბიჯა უკვე. ეს თავხედობის მწვერვალია. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, კლოუნებს რომ ეძახის და ხმას არ სცემენ. მისმა თავხედობამ ყველა ზღვარს გადააბიჯა, ბნელი, უწიგნური და უვიცი თვითონაა. ბნელეთის მოციქულია. ის ბნელეთი, რომელიც მან სააკაშვილთან და რამიშვილთან ერთად შექმნა,…

მეტი...

“წულუკიანის მიერ წარდგენილი ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებაზე სერიოზული კითხვებია” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დაინახა პირიქით, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ სერიოზული კითხვებია ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სახალხო დამცველი დაიწყებს შესწავლას, რატომ იყო ვიდეო ამდენი ხნის განმავლობაში დაარქივებული და პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის უკანონო მიყურადება ხომ არ ხდებოდა. „ვერ დავინახე განსკუთრებული პრობლემა. არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობისთვის შესაძლებელია, საჭირო იყოს მასთან რაღაც ადამიანურ ურთიერთობასა და ნდობაში შესვლა. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ. მე ამ ვიდეოზე უკანონო ვერაფერი ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია რომ სერიოზული კითხვები არის საერთოდ, აღნიშნული ვიდეოს მოპოვებისა…

მეტი...

საქართველოდან თურქეთში 5550 კუს შეყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თურქმა მებაჟეებმა, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოდან სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთში 5550 წყლის კუს შეყვანას ცდილობდა.  თურქული მედიის ცნობით, კუები ავტომობილის კარებში ჰყავდათ დამალული. ფაქტზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.

მეტი...

თბილისს 40 ახალი ავტობუსი შეემატება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის ახალი, 40 ერთეული ავტობუსი წარუდგინა. რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება. „ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. გარდა ამისა, გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენები. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ დედაქალაქს „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი შეემატა. კომფორტული საზოგადოებრივი…

მეტი...

3 მილიონი ტრამპის მკვლელობისთვის – ირანელი დეპუტატი ჯილდოს აწესებს

ირანელი პარლამენატარი, აჰმად ჰამზეჰმა აცხადებს, რომ 3 მილიონ დოლარს გადაუხდის მას „ვინც ტრამპს მოკლავს“. ინფორმაციის ირანულ მედიაზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს. „ქერმანის პროვინციის სახელით, ჩვენ ვაწესებთ 3 მილიონის ჯილდოს, ნაღდი ფულით მისთვის, ვინც ტრამპს მოკლავს“, – განაცხადა აჰმად ჰამზეჰმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს. პარლამენტარ ჰამზეჰს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა „ჯილდო“ შეთანხმებული ირანის სასულიერო ლიდერებთან. ცნობისთვის, ქერმანი, ყასემ სოლეიმანის მშობლიური ქალაქია. სოლეიმანი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს დაიღუპა.

მეტი...

პატიმარი დანას ამტვრევს, პირში იდებს და ყლაპავს – როგორ უსწორდებიან პატიმრები ციხის თანამშრომლებს (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრმა ის კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან პატიმრები ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მათ შორის ქალებსაც. აღნიშნული ვიდეო მტკიცებულებები იუსტიცის მინისტრმა მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემაში პატიმრების მიმართ არასათანადო დამოკიდებულებასა და „მაყურებლებზე“ ისაუბრა. „თქვენ მომიწოდებთ ამ ანგარიშით, რომ ექთანი და პატიმარი მარტო დავტოვოთ ერთად. ისეთ პირობებშიც ერთად დავტოვოთ, როცა მას შეურაცხყოფენ, თუ არ უზრუნველვყოთ ექთნის უსაფრთხოება. ვიდეომასალაში ხუთი ფაქტია ნაჩვენები. ამ ვიდეოში, წითელ შარფიანი ქალბატონი, რომელიც შემოდის საკანში, გახლავთ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. დანარჩენი კი პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და ერთი პატიმარია. ამ ვიდეოზე…

მეტი...

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პატიმარს ყავა მოადუღებინა, მისი შოკოლადი მიირთვა და სიგარეტიც მოუწია – ვიდეოკადრები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვიდეომტკიცებულება წარადგინა, სადაც ჩანს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც პატიმართან შედის, ყავას ადუღებინებს და მის შოკოლადსაც მიირთმევს. „ჩვენ ვნახავთ ვიდეოს, როგორ ახორციელებს სახალხო დამცველი წარმომადგენელი „მონიტორინგს“ საკანში. ეს არის საკანი, რომელიც აღჭურვილია ვიდეო თვალით, შესაბამისად, პატიმარი, გარდა სველი წერტილისა, არის ვიდეო მეთვალყურეობის ქვეშ. ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც 2-ჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს და მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და ოთხი საათი რჩება მონიტორინგის რეჟიმში. არ ვამბობ, რომ ეს არის მაისური შემთხვევები, მაგრამ ის,…

მეტი...

„თქვენ არ ხართ მაფიოზური ინსტიტუტი“ – წულუკიანი-ლომჯარიას დაპირისპირება ციხის „მაყურებლების“ გამო

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრის სიტყვიერი დაპირისპირების გამო, მათ მიკროფონები გამოურთეს და შენიშვნა მისცეს. იუსტიციის მინისტრის გაღიზიანება სახალხო დამცველის მხრიდან ციხეებში ე.წ. მაყურებლების არსებობაზე საუბარმა გამოიწვია. „ციხეში „მაყურებლები“ თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ „საერთოს“, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას…ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. თუმცა, ჩვენ შევარჩიეთ საქართველოში ყველაზე დიდი ნახევრად ღია ტიპის და დახურული დაწესებულებები, საერთო ჯამში 4 ყველაზე დიდი დაწესებულებაა. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად…

მეტი...

„ფული სვანიძის მხარესაა“ – „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი

„ლოკომოტივის“ პრეზიდენტი თემურ  ბენდიაშვილი, აცხადებს, რომ „საქართველოს რაგბის კავშირის“ ამჟამინდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე არჩევნებში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას, რადგან მას შესაბამისი არც კომპეტენცია გააჩნია და არც მორალური უფლება. აღნიშნული განცხადება მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ბენდიაშვილი მკვეთრად გამოხატავს თავის დადებით დამოკიდებულებას კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დეპუტატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ გამოხატავს. „ის რაგბისტია, რომელიც ჩვენს ნაკრებში 10 წელი თამაშობდა, კარგი მოთამაშე იყო. მას სხვა პლუსებიც აქვს, ამასთან ერთად მას რომ ველაპარაკებით ის გაიგებს რას ვეუბნებით, სვანიძე კი ვერ იგებს“ – განაცხადა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე თქმით, როგორც წინა არჩევნებზეც, ახლაც მკვეთრადაა…

მეტი...

წულუკიანი-ლომჯარიას პაექრობა დახეული ჯინსებისა და „ბეიჯების“ გამო

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს პენიტენციურ დაწესებულებაში წესრიგის არარსებობის გამო საყვედურობს. წულუკიანი კი ლომჯარიას ურჩევს, დახეული ჯინსები საკუთარ თანამშრომლებს გახადოს. ლომჯარია-წულუკიანის  პაექრობა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გაიმართა, სადაც დეპუტატები  იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშებს ისმენენ. ნინო ლომჯარიას ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების ჩაცმულობას ეხებოდა. „მსაყვედურობთ, რომ თანამშრომლებს არ ეცვათ ფორმა. ეს ახალია, რომ თანამშრომლებს, ზოგს 2009 წლიდან ე.წ. ბათინკი, როგორც ამას აუდიტის სამსახური უწოდებს, ფორმები 2015 წლის ივლისიდან, რაც ბატონმა მღებრიშვილმა ისინი შეიძინა, არ ჰქონიათ. დადიოდნენ იმით, რასაც თვითონ შეიძენდნენ. დეკემბერში, მთელი წელი ვიმუშავეთ…

მეტი...

„არ იციან, რა უნდა გააკეთონ. როცა არ იცი, შედეგიც არ გაქვს“ – პრეზიდენტი

რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი თემურ ბენდიაშვილი საქართველოს იაპონიის ნაკრებთან წაგებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს შედეგი კავშირის უცოდინარი მმართველების ბრალია. „პრობლემები ბევრია, მთავრი ისაა, რომ რაგბის სათავეში არაპროფესიონალებმა და არაპროფესიონალიზმმა დაისადგურა. ყველას აქვს ნათამაშები რაგბი, მაგრამ არ იციან რა უნდა გააკეთონ, როცა არ იცი, შედეგიც არ გაქვს“ – აღნიშნა თემურ ბენდიაშვილმ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი „რაგბის კავშირის“ მიერ მიწების გაყიდვა და თბილისის ტერიტორიაზე, სავარჯიშო ადგილების არარსებობაა. „2011-ში  გაყიდეს მიწა, რომელიც 3 მლნ დოლარი ღირდა, ახლა 2015 წელსაც უნდოდათ მიწის გაყიდვა, მაგრამ თამამად ვერ მოახერხეს. ვაკეში ჰქონდათ მიწა,…

მეტი...

ჩინეთში, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 2 შემთხვევა დაფიქსირდა – როგორ ვრცელდება „ახალი კორონა ვირუსი“ – ინტერვიუ “მედიაცენტრ მთავართან”

„ახალი კორონა ვირუსის“ შედეგად ჩინეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა. ეს არის ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა. ვირუსის მატარებელ სხვა ადამიანებზე კი კვლევები გრძელდება. ასევე იკვლევენ წყაროს, საიდანაც ვირუსი ადამიანზე გავრცელდა. „ახალ კორონა ვირუსთან“ დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ესაუბრა. პაატა იმნაძე:  ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ვირუსი ცირკულირებს ჩინეთში. ოფიციალურად დადასტურებულია 200-240 შემთხვევა. მისი დასახელება „ახალი კორონა ვირუსი“, რომელიც  ფილტვების ანთებას იწვევს. „მედიაცენტრი მთავარი“: ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა დადასტურდა? პაატა იმნაძე: დიახ,  დადასტურდა იშვიათი შემთხვევა, როცა ვირუსი  ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდა. „მედიაცენტრი მთავარი:“ „ახალი კორონა ვირუსის“ წყარო დადგენილია?  პაატა…

მეტი...

ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე საგარეო მინისტრი ევროკავშირის წარმომადგენელს ხვდება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში – ტოივო კლართან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა დღეს არის ჩანიშნული და მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  საგარეო უწყებიდან აცნობეს, საუბარი ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისსაც შეეხება. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას, კერძოდ კი, ბოლო პერიოდში, საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის, ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვას და უმძიმეს ჰუმანიტარულ შედეგებს.  მხარეები სოფელ ჩორჩანასთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზეც ისაუბრებენ – ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ  საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე უკანონო პროცესებზე განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა.  

მეტი...

„ეს არაპროფესიონალები უნდა წავიდნენ“ – „ლოკომოტივის პრეზიდენტი

„იაპონიაში შევრცხვით. რაგბის სათავეში არაპროფესიონალებმა დაისადგურეს. არ იციან, რა უნდა გააკეთონ, შედეგიც სახეზეა. უნდა წავიდნენ“ – ეს განცხადება რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა თემურ ბენდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და კავშირის მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე კავშირის ქონებით ვაჭრობაში დაადანაშაულა. „რაგბის კავშირის ნგრევის პროცესი დღეს არ დაწყებულა. მას დღევანდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ვიცე-პრეზიდენტი გია გორგასლიძე დღიდან არჩევისა წარმატებით აგრძელებენ.  მოდით, სანამ ბოლომდე არ დავცემულვართ, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კავშირის გამგეობის მერკანტილური ინტერესებია, რაც გამოიხატა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან პიროვნული პატიოსნების დათმობებში და არაკომპეტენტურობაში. რაგბის კავშირის გამგეობის საქმიანობაში კომერციულმა…

მეტი...

გორის სოფელში ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს – სუს-ის განცხადება

„საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ” – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე საუბრობენ. “საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების…

მეტი...