„ჩვენს თაობას შეუძლია მუსიკით რევოლუცია მოაწყოს“ – ახალგაზრდა მუსიკოსი Omar K

ქართველი ბითმეიქერი (მუსიკოსი, რომელიც ჰიპ-ჰოპ ჟანრში ინსტუმენტალურ მხარეს უზრუნველყოფს), ტრეკების პროდიუსერი და  მუსიკოსი ომარ ხალვაში, იგივე Omar K თავისი მუსიკით აუდიტორიას იპყრობს. Omar K მუსიკას 16 წლის ასაკიდან ქმნის, კერძოდ კი პროფესიული წინსვლა  ელექტრონული მუსიკის მიმართულებით დაიწყო. მუსიკალური განვითრება კი “ოლდ სქულ” (90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობა) ჰიპ-ჰოპით  გააგრძელა. „მედიაცენტრი მთავარი“ დაინტერესდა მუსიკოსის შემოქმედებით, რომელიც მისი ნამუშევრებით რევოლუციას გეგმავს. „მედიაცენტრი მთავარი“ : რატომ გახდა ჰიპ-ჰოპი და არა სხვა მუსიკალური მიმდინარეობა თქვენთვის საინტერესო? Omar K: „ჩემთვის ჰიპ-ჰოპი საკუთრი თავის გამოხატვა და იმ ყველაფრის ასახვაა მარტივ ენაზე, რაც საზოგადოებაში და ზოგადად ჩვენ ირგვლივ …

მეტი...

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ერთდროულად ექვსი ქართველი ჩემპიონი დასახელდა

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენს ქვეყანას 2019 წელს ოლიმპიურ სახეობებში ექვსი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა. წელს კიდევ ერთი რეკორდი დაფიქსირდა.  ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 1200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.  გამოვლინდენ საუკეთესოები 11 ნომინაციაში და  ათი სპეციალური პრიზი გაიცა. 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება – წლის სპორტსმენი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – უპრეცედენტო შემთხვევა – ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი: ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე. ნომინაციებში გამარჯვებულები: 1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები.2. 2019…

მეტი...

“წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს წმინდა სინოდი, რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით” – მეუფე გრიგოლი

„მე ვიცი, რომ უნდა შეკრებილიყო წმინდა სინოდი და თუ რატომ არ შეიკრიბა, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ვწუხვარ, რომ არ შეიკრიბა”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა განაცხადა. მეუფე გრიგოლის თქმით, დღის წესრიგს კონკრეტული სასულიერო პირები არ ადგენენ. „ჩვენ ვიცით, რომ სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქმა ბრძანა, რომ საერთოდ ორჯერ კი არა, უფრო მეტად, ხშირად უნდა შევიკრიბოთო. რა უშლის ხელს ამ შეკრებას, ვერ გეტყვით. დღის წესრიგს მე არ ვადგენ და როგორც ნებისმიერი მღვდელმთავარი, ვეცდებით, შესაძლებლობების ფარგლებში დავაყენოთ ყველა ის სკითხი, რაც მიგვაჩნია, რომ აქტუალურია. რა…

მეტი...

“რატომ არ მიმართავთ ჟურნალისტები პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით?” – მეუფე იოანე

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მორიგ განცხადებას აკეთებს. მეუფე იოანემ ჟურნალისტებს მიმართა, რატომ არ მიმართავენ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით: „მაინტერესებს, თქვენ, ჟურნალისტები, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით? ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის განცხადება მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია, დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებ არავის ციხეში ყოფნას“,- აღნიშნა მეუფემ. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

მეტი...

პატრიარქმა მრევლს ნაკურთხი წყლით სახლების და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ნაკურთხი წყლით სახლებისა და ეზოს მორწყვის კურთხევა მისცა.  სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან. ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი“,- აღნიშნა პატრიარქმა.

მეტი...

ხანძარი ხელვაჩაურში – დაიღუპა 2 ადამიანი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი დაიღუპა ხოლო მათი შვილი 40 წლამდე მამაკაცი დაშავდა. მას სხეულზე დამწვრობა აქვს მიღებული. ხანძრის დროს სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია. ხანძარი ორ სართულიან შენობაში პირველ სართულზე გაჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს

მეტი...

“არის საშიშროება ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდეს” – ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია

ჩინეთიდან ახალი ვირუსი გავრცელდა. ბრიტანელი მეცნიერების ცნობით უცნობი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ოფიციალურ სტატისტიკას გაცილებით აღემატება და 2 ათასს აღწევს. მაშინ, როდესაც ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, ლაბორატორიულად ვირუსის მხოლოდ 50 შემთხვევა დადასტურდა. განმარტებები გაკეთდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც. მათი ინფორმაციით, კორონავირუსის ერთ-ერთი მიკროორგანიზმია, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა. “არის საშიშროება ვირუსი ძალიან სწრაფად და მსოფლიო მასშტაბით გავრცელდეს. აუცილებელია იმის დადგენა, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, როგორ ვუმკურნალოთ ამ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს. მკურნალობის სპეციალური კურსი, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისკენ იქნებოდა მიმართული, არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, ცხოველებისგან მომდინარეობს ის თუ არა. ბევრი შეკითხვაა. პასუხები კი არ გვაქვს,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია…

მეტი...

ავარია ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე – არის მსხვერპლი

ქუთაისი-სამტრედიის დამაკავშირებელ  გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოფელ ბაშის მონაკვეთზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი გამყოფ ზოლს დაეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მცირეწლოვანი ბავშვი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.  გარდაცვლილები შუახევის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ღე­სას­წა­ულსთან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ. საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხი წყალი უხრწნელ თვისებას იძენს. მორწმუნეები მას ავადმყოფობის დროს ან ყოველდღიურად იღებენ და სახლში ასხურებენ. ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და.  ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის…

მეტი...