თბილისში, მომავალი კვირიდან 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს

თბილისში, მომავალი კვირიდან ერთი თვის განმავლობაში, ღამის საათებში, 18-მეტრიანი ავტობუსი სატესტო რეჟიმში იმოძრავებს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ავტობუსი დედაქალაქის 10 ძირითად გამზირზე იმოძრავებს და მგზავრებს არ მოემსახურება. მათივე ცნობით, სატესტო რეჟიმის მიზანია, ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა, რის შემდეგაც, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, მერია 179 ერთეული 18 მეტრიან ავტობუსს შეისყიდის. ცნობისთვის, 18 მეტრიანი ავტობუსი ავტობუსების 150 მგზავრზეა გათვლილი.

მეტი...

მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემა, რომლებიც მრავალი წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში ნგრევად ობიექტში ცხოვრობენ. სამშენებლო სამუშაოები გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. საგრანტო პროგრამა, დევნილთა განსახლებასთან ერთად მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს. გარდა მარნეულისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 200-ზე მეტი სახლი აშენდება, აღნიშნულ ოჯახებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. 2020 წელს ასევე დაგეგმილია 10 სათემო პროექტის განხორციელება და 8 ახალი საბავშვო ბაღის აშენება.

მეტი...

“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 – 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა” – აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა. კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც აუდიტის დასკვნაშია საუბარი, მუნიციპალიტეტის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული ტრანსპორტის რაოდენობას ეხება. ამ შემთხვევაში აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას ორჯერ აღემატებოდა. “2017-2018 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული − 12 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით (2 განპიროვნებული და 10 სამორიგეო ავტომობილი) სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად გასცემდა საწვავს,…

მეტი...

როგორ მუშაობს უწმინდესი ოპერის უვერტიურაზე – პატრიარქის აქამდე უცნობი კადრები

ქართველი პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პატრიარქთან ერთად ოპერის უვერტიურაზე მუშაობს. “ძველ ჩანაწერებში აღმოვაჩინე ეს ვიდეო, სადაც უწმინდესი და მე ვიწყებთ ოპერის უვერტიურაზე მუშაობას. პირველად ვაქვეყნებ ამ ვიდეოს”, – წერს ვალერიან შიუკაშვილი.

მეტი...

ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით არის დაკავებული – ხულიგნობა და მუქარა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის სასამართლომ ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. დღეს კი მას სისხლის სამართლის საქმეზე ახალი ბრალი წარედგინა. შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” წევრმა ანრი ოხანაშვილსა და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში რამდენიმე დღის წინ მიაყენა. თავად დეპუტატის განცხადებით, რობაქიძე მას და მის ოჯახს ემუქრებოდა.

მეტი...

ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო. გამოძიების ვერსიით, მან საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 3.000 ლარი. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

“გაუხალისეთ ყოველდღიურობა ზოოპარკის ბინადრებს და გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები” – თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია საზოგადოებას მიმართავს და მათ სთხოვს, ჩიჩილაკები დაწვის ნაცვლად, მათ მიაწოდონ. „ჩიჩილაკებისა და ნაძვის ხეების დაშლა-არმოშლის გზაგასაყარზე მეტად საჭირო პოსტს გთავაზობთ და აბა თქვენ იცით, მოსდეთ ქვეყანას ეს ამბავი – მოკლედ, რა ხდება ახლა. ნაძვის ხეები მხოლოდ ჩვენ, ადამიანებს კი არ გვაქვს, ზოოპარკში ცხოველებსაც ვუხალისებთ დღესასწაულებს. აგერ, ბატონო, ასე შეხვდნენ ახალ წელს ჩვენი დათვები და მგლები. ხუმრობა საქმე კი არაა, იმგვარი ნაძვის ხე წამოვუჭიმეთ, ლამაზიც იყო და გემრიელიც. ფაქტიურად, სუფრა გავუშალეთ, ოღონდ – ვერტიკალურად. რას აღარ ნახავდით ზედ ჩამოკონწიალებულს – ლოყაწითელი ვაშლებიო, ხრამუნა სტაფილოებიო, ქვეშ კოხტად შემოლაგებული გოგრები, თივის…

მეტი...

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 იანვრის საღამოდან ვეკუას ქუჩაზე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ხოლო შეშელიძის ქუჩიდან გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებისკენ ვეკუას ქუჩის გავლით გადაადგილება ნებადართული იქნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დროებითი სქემის თანახმად, კერძო ტრანსპორტისთვის შეშელიძის ქუჩიდან გლდანის დასახლებისკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება ხიზანიშვილის ქუჩით და ხიზანიშვილის N17-თან არსებული ვეკუას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის მეშვეობით; მოსულიშვილის ქუჩიდან ხიზანიშვილის ქუჩის გავლით შეშელიძის ქუჩისკენ მოძრაობა შეიზღუდება;​ გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებიდან ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტი ბოჭორიშვილის ქუჩის გავლით მოხვდება; ხიზანიშვილის ქუჩიდან გურამიშვილისა და სარაჯიშვილის გამზირების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი ქერჩის ქუჩას ომის გმირების,…

მეტი...

ხანძრების შემდეგ, ავსტრალია ახალი საშიშროების წინაშე დგას

რამდენიმეთვიანი ტყის ხანძრის შემდეგ, ავსტრალიაში ძლიერი წვიმები დაიწყო. ამის გამო, ქვეყანა ახალი საშიშროების წინაშე დადგა – წყალდიდობა და მეწყერი.  ახალ უელსსა და ვიქტორიაში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა ხანძრებისგან, 50 მილიმეტრამდე ნალექი მოვიდა. ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხანძარი მთლიანად ჩაქრეს. ამჟამად ამ ორ შტატში 80-მდე ხანძრის კერაა, ხოლო მეხმა კიდევ ორი ხანძარი წარმოშვა, რომელიც ვიქტორიის ეროვნულ პარკში გაჩნდა.  პროგნოზის მიხედვით, ძლიერი შტორმი და წვიმები ავსტრალიის აღმოსავლეთში კვირის ბოლომდე გაგრძელდება,  თუმცა უკვე გაჩნდა ახალი საშიშროება – იმ ადგილებში, სადაც მცენარეული საფარი დაიწვა, ელიან წყალდიდობებსა და მეწყერს.

მეტი...

„ჩემს მოგუდვას ცდილობდნენ“ – ექსკლუზიური ინტერვიუ ირანელების მიერ ნაცემ მოლარე ოპერატორ გოგონასთან

„მედიაცენტმა მთავარმა“ გუშინ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია თბილისში, ირანის 2 მოქალაქის მხრიდან ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რა დროსაც თავდამსხმელება ახალგაზრდა გოგონა სასტიკად სცემეს. როგორც დაზარალებული „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ირანის ერთ-ერთი მოქალაქე მის მოგუდვას ცდილობდა. დაზარალებული თ.მ: „ლომბარდს, ჩვეულებრივ 21:00 საათზე ვკეტავ. დავკეტე და ფოიეში ვიყავი, რა დროსაც ირანელი მამაკაცი შემოვიდა და ფულის დახურდავება, დაშლა მთხოვა. ვუთხარი, რომ ლომბარდი უკვე დაკეტილია და ვერ მოვემსახურებოდი. ისეთი სახე ჰქონდა და ისე მიყურებდა, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ეგრევე მივხვდი რომ ფულის დასახურდავებლად არ იყო შემოსული და  ვიფიქრე, გარეთ გავსულიყავი. „მედიაცენტრი მთავარი“: ახალგაზრდა…

მეტი...

“ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ” – სერგეი შამბა

„ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და, რა თქმა უნდა, როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ”, – ამის შესახებ პარტია „ედინაია აბხაზიას“ ლიდერმა სერგეი შამბამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად, მშვიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაა საჭირო. „საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის აღნიშნული, რომ პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად, აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების დადება და იმ პოლიტიკაზე უარის თქმა, როდესაც აფხაზეთს უწოდებენ ოკუპირებულ ტერიტორიას და ყველაფრის ისე წარმოჩენა სურთ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთისგან არის ნაკარნახევი. ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს და ამ დოკუმენტით ვიმოქმედებთ. როდესაც ასეთი დრო დადგება, იქნება რეალური შედეგი. ახლა კი, საუბარი იმაზე,…

მეტი...

“რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მოქმედებების ღერძი, ვაჭრული სულია” – “ლოკომოტივის” პრეზიდენტის სკანდალური განცხადება 

“საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მოქმედებების ღერძი, სამწუხაროდ, გაცნობიერებული ვაჭრული სულია. შედეგად საქართველოს სარაგბო ოჯახის უმაღლეს ინსტანციაში გაბატონებულია ქაოსი და გაურკვევლობა, ფაქტიურად – კრიზისი, რომელსაც, როგორც ჭირს, ვერა და ვერ დამალავ”- ასე აფასებს რაგბის კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი ამ სფეროში არსებულ ვითარებას და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წინ, კრიტიკულ „პოსტს“ აქვეყნებს. „მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, ისევე, როგორც ქვიშის მარცვლებს უდაბნოში, გაცნობიერებული არა აქვს საით მიჰყავს ის ქარის დინებას. ადამიანი ქვიშის ნამქერის ნაწილი არ არის – მან იცის რას აკეთებს და რატომ. ეს მით უფრო საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნებულ „საზოგადოებას“ ეხება. საქართველოს…

მეტი...

“სოხუმი, თბილისის მზაობაზე პირდაპირი დიალოგის საკითხზე, გაკვირვებულია” – დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადება

“აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე ოფიციალური თბილისის რეაქციას ყურადღებით აკვირდება,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება  ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზური მხარე პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის თაობასთან დაკავშირებით, გაკვირვებას ვერ მალავს. “ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ გაკვირვება, რაც  აფხაზური მხარესთან პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის ინფორმაციამ გამოიწვია. თავის მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების ორმხრივი ფორმატის განახლების შესაძლებლობას, რაც მოიცავს აფხაზეთის რესპუბლიკის იზოლაციის პრობლემების, რეგიონალური უსაფრთხოების, გარემოსა და სხვა საკითხების განხილვას. ამავე დროს, ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ…

მეტი...

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, სომხეთში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:28 საათზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, 4.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 16 კმ-ში იყო.

მეტი...

C ჰეპატიტისგან 58 000 ადამიანი განიკურნა, ვირუსის მატარებლები კი გავრცელების რისკს ქმნიან

65 000 ბენეფიციარიდან, რომლებიც ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთვნენ, 58 000-მა მკურნალობა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი კი 98%-ია. ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი 16 000-მდე ადამიანი კი ჯანმრთელი ადამიანებისთვის ვირუსის გადაცემის რისკის ჯგუფად რჩება, რადგან მათ მკურნალობაზე უარი განაცხადეს.  როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მკურნალობისთვის ტავის არიდების მიზეზები სხვადასხვაა.  „ეს ადამიანების ვირუსის მატარებლები არიან, ეს დადასტურებული ფაქტია, ამის შესახებ თავადაც კარგად იციან, თუმცა, სამკურნალოდ ვერ მოვიყვანეთ. C ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც “ჩუმი მკვლელია”. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს. რადგანაც არ აწუხებთ, პრობლემას ვერ ხედავენ. ქართველი კაცის ხასიათი…

მეტი...