“ცოფი საქართველოსთვის ენდემურია, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში“ – საპრევენციო რეკომენდაციები

“სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს 300 000-მდე ძაღლისა და კატის უფასო ვაქცინაციას. მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან თანამშრომლობა. გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, ცოფის შემთხვევები 70%-მდე შემცირდა, თუმცა, როცა ვამბობთ, რომ ცოფი საქართველოში ენდემურია, ეს ნიშნავს, რომ ცოფის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში“ – ეს განცხადება,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციურ დაავადებებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და თბილისში დაფიქსირებული ცოფის ვირუსის ორ შემთხვევაზეც ისაუბრა. თენგიზ ჩალიგავას ინფორმაციით, ცოფის ვირუსის გავრცელების ერთადერთი საპრევენციო ღონისძიება მხოლოდ და მხოლოდ აცრებია, თუმცა, არის შემთხვევები, როცა, მოსახლეობა სპეციალისტებს ცხოველის აცრაზე უარს ეუბნება, რაც ცოფის გავრცელების რიკს ქმნის.…

მეტი...

„არჩევნები პროპორციული იქნება თუ მაჟორიტარული, მთავარია, კორუფციული სქემები არ არსებობდეს“ – გედევან ფოფხაძე    

„გეტყვით ჩვენი ფრაქციის და და ჩემს პოზიციასაც. მაჟორიტარულ სისტემაში პრობლემას ვერ ვხედავ. არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება თუ მაჟორიტარულით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, კორუფციული სქემები არ არსებობდეს.  პრობლემაა ის, რომ საარჩევნო წელში ვართ და არ ვიცით, წესი, არ გიხსნიან, რა წესით იმართება არჩევნები. პრობლემას ვხედავ იმაშიც, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა მიდის“ –  განაცხადა გედევან ფოფხაძემ“ მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. დეპუტატის თქმით, ბუნებრივია, რომ 50/100-ზე ჯობს,  ვიდრე 77/73-ზე. საუბარია ხელისუფლების შეთავაზებაზე, სადაც 150 მანდატიან პარლამენტში 100 პროპორციული სიით გასული დეპუტატი იქნება 50 კი მაჟორიტარული სისტემით.    „ინგლისშიც მაჟორიტარული პრინციპი მოქმედებს, მაგრამ იქ არავინ გამოდის…

მეტი...

თუ ცოფის გადაცემა მოხდა, 100% ლეტალურია – რეკომენდაციები ვირუსის თავიდან ასაცილებლად

„პრევენციული ღონისძიებების შედეგად, წლიდან წლამდე, ცოფის ვირუსი იკლებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოვადუნოთ და შინაური ცხოველები არ ავცრათ“ – აცხადებს  თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია, რომელმაც ცოფის ვირუსის საფრთხეებსა და აუცილებელ რეკომენდაციებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ბევრი მეპატრონე ძაღლის აცრას თავს იმ მიზეზით არიდებს, რომ თითქოს, აცრა ცხოველის ზრდას ხელს უშლის, რაც  ტყუილია. „რისკები ყოველდღიურია, თუ შინაურ ბინადარს სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ და აცრაზე ვიტყვით უარს. ცოფის გადაცემის 3 გზა არსებობს – დადორბლა, დაკაწვრა და დაკბენა. ცოფის ვაქცინა ცხოველს არანაირი ცუდ თვისებებს…

მეტი...

თბილისში დაფიქსირებული ცოფის ორივე შემთხვევაში, ცხოველი პატრონიანი იყო – მიმართვა მოსახლეობას

„ცოფი არ არის გრიპის ვირუსი, შემთხვევა, შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო ცოფისთვის ენდემური ქვეყანაა და ცხოველთა აცრა აუცილებელია“ – აღნიშნული განცხადება თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და იმ ორ კონკრეტულ შემთხვევაზეც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქში დაფიქსირდა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, თბილისში დაფიქსირებულ ორივე შემთხვევაში, ცხოველი პატრონიანი იყო. ამიტომ, ყველას მოუწოდა დაიცვან არსებული საკანონმდებლო ნორმები და  დეტალურად ისაუბრა, რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად.        „საკითხი  ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ცოფისთვის ენდემური ქვეყანაა. თუ სახლში გვყავს ცხოველები, უნდა ვიცოდეთ კანონი თუ როდის ავცრათ. თბილსისხლიანი…

მეტი...

„სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა… ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ“ – დიმიტრი ხუნდაძე „C“ ჰეპატიტის პროგრამაზე 

„შეტევა ,,C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. მინდა გითხრათ, რომ სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა“ –  ასე აფასებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პროგრამის ირგვლივ წამოწყებულ ნეგატიურ კამპანიას. დეპუტატმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებზე ისაუბრა.  “ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს შეტევა ,,C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. მინდა გითხრათ, რომ სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა! საყოველთაო საპატიმრო პროგრამის“ ავტორები, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შემქმნელებს „C“ ჰეპატიტის ელიმინაციას უწუნებენ და თავს ესხმიან სიკეთეს. ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათ უნდათ მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტის გაუფასურება – ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება, ოღონდ ჩრდილი მიაყენონ ქართულ ოცნებას,…

მეტი...

„თუ  მოქალაქე არჩევნებზე უარს ამბობს, მას სახელმწიფო სერვისებზე წვდომა უნდა შეზღუდოს“ – გედევან ფოფხაძე

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე კანონმდებლობაში ცვლილებას ითხოვს და აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებზე წვდომა უნდა შეეზღუდოს. განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „როგორც ჯარში, არჩევნებში მონაწილეობაც სავალდებულო უნდა იყოს, ამ შემთხვევაში, მზად ვართ კომპრომისისთვის“ – აცხადებს დეპუტატი და პირობას იძლევა, რომ, ამ შემთხვევაში,  ფრაქცია, შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას მხარს ერთხმად დაუჭერს. „არ შეიძლება, მანდატები ვაჭრობის სფერო იყოს. ჩვენს საკითხს ასე ვაყენებთ, თუ კანონში ჩაეწერება რომ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა, მაშინ ჩვენთვის შემოთავაზებული საარჩევნო   ცვლილება მისაღები იქნება. ერთი დღე, ყველას გვაქვს ვალდებულება, თავი გადავდოთ საქართველოსთვის და მივიდეთ…

მეტი...

თბილისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო ერთი თვის განმავლობაში  თბილისში სოფელ დიღომში და ვაზისუბანის დასახლებაში დაფიქსირდა ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა – იფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აცხადებს. „ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ბუნებრივი ლეტალობის შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის ვირუსის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა.“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტარონ ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად. განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც…

მეტი...

„ქვეყანა “ბორძიკებს”, მაგრამ “ბორძიკებს” სწორი მიმართულებით“ – სიმონ ნოზაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.     როგორც სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, როცა გამოკითხულთა  30% მთავრობის საქმიანობას იწონებს, ეს სულაც არ არის ცუდი მაჩვენებელი „NDI-სთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ კვლევებს მე ანგარიშს ვუწევ, მაგრამ გააჩნია, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ კვლევებს, როგორ უსვამენ კითხვებს და ა.შ. მთლიანობაში, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ქვეყანა “ბორძიკებს”, მაგრამ “ბორძიკებს” სწორი მიმართულებით. მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დემოკრატიულობასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა, ჯერჯერობით ვერ…

მეტი...

„რეალურად, 2 პოლიტიკური ძალაა, ერთი პროგრესზე ორიენტირებული, მეორე – რევოლუციებსა და ნგრევაზე“ – სიმონ ნოზაძე

“როდესაც 12 თუ 20 პოლიტიკური პარტია მიტინგს ატარებს და 6 000 კაცზე მეტი ვერ მიჰყავთ, ეს მიუთითებს მათ რეიტინგზე. ხოლო, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მიტინგი ჩაატარა და 150 000 კაცი მოვიდა, ეს გარკვეულ ტენდენციაზე მეტყველებს”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შეფასებისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ NDI-მ კვლევა დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 56%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, არჩევანს რომელი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ გააკეთებს. ასევე, კვლევაში საუბარია, რომ გამოკითხულთა 53%  თვლის, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება.    როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ ეტაპზე გადაუწყვეტელი მოსახლეობის ხმები სწორედ „ქართული ოცნებისკენ“ გადაიხრება. „დარწმუნებული ვარ,…

მეტი...

დავით სერგეენკო, C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

აუიდიტის დასკვნის შესახებ, რომლის მიხედვითაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს. დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ჯანდაცვის საკითხებში ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების პრეპარატების გამოუყენებლობის მიზეზებზე ისაუბრა.  “საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც გამკაცრება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს ვიკიპედიაში ან რაიმე ესეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე…

მეტი...

ბათუმში 42 სართულიანი ბინის მშენებლობას აპროტესტებენ

ორგანიზაციები „დაიცავი ბათუმი“, „ბათომი“, „მწვანე მომავალი“, „ახალგაზრდა მწვანეები“, „მწვანე ალტერნატივა“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბათუმში „რივიერას“ მშენებლობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ისინი წელიწადზე მეტია აპროტესტებენ, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის „რივიერაზე“ პირველი 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა. საპროტესტო აქციების პარალელურად, ორგანიზაციები გეგმავენ, სასამართლოს მიმართონ.

მეტი...

სამეგრელოში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდში უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 11400 ღერი) გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა საქონელი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტი...

სიმონ ნოზაძემ ბიზნესმენებს ხაშურის განვითარების კონცეფცია წარუდგინა

ხაშური განვითარების გეგმა და საკურორტო ქალაქად ქცევა – ასეთია ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც სიმონ ნოზაძემ ადგილობრივ ბიზნესმენებს წარუდგინა. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, შეხვედრის თემა არჩევნებთან კავშირში არ ყოფილა და მხოლოდ რეგიონის განვითარებას ეხებოდა. „სათითაოდ ბევრ ბიზნესმენთან მქონია შეხვედრა, თუმცა, მინდოდა, საერთო შეხვედრა გამემართა მათთან. თემა ხაშურის განვითარების კონცეფციას ეხებოდა. ახლა ისეთი პროექტების რეალიზაცია დავიწყეთ ხაშურში, სურამში და სხვა სოფლებშიც, რომელმაც გამოკვეთა ხაშურის განვითარების ახალი კონცეფცია. მე ეს კონცეფცია გავაცანი ბიზნესმენებს და ვუთხარი დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის ცხვრების დონის გასაუბჯობესებლად, ბიზნესის განვითარებისთვის და მნიშვნელოვანია, ეს სიკეთეები…

მეტი...

„ჰიუმან რაითს ვოჩი” “ნაციონალების” მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციების ინფორმაციას ეყრდნობა” – სიმონ ნოზაძე

„ჰიუმან რაითს ვოჩი” იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომლებიც “ნაციონალების” მიერ კონტროლდება”, – ასე აფასებს პარლამენტის წევრი, სიმონ ნოზაძე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც გასულ წელს, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზეა საუბარი. როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის სულ ერთი არ არის, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. მეტიც, დეპუტატის თქმით, ისინი აუცილებლად გასათვალისწინებელია. კვლევის ერთ-ერთი ნაწილი 20 ივნისის ღამეს ეხება და საუბარია, რომ ხელისუფლებამ გადაჭარბებულ ძალა გამოიყენა. დეპუტატის შეფასებით კი, ამგვარი დამოკიდებულება არასწორია. “რას ნიშნავს გადაჭარბებული ძალა იქნა გამოყენებული. პარლამენტში…

მეტი...

„საოკუპაციო საზღვარი იმ საზღვარს მისდევს, რაც სააკაშვილმა დაადგინა“ – სიმონ ნოზაძე  

„ჩორჩანას ტერიტორიაზე ისეთი განსაკუთრებული არაფერი ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა.  მათი საოკუპაციო საზღვარი სწორედ იმ საზღვარს მოსდევს, რაც ექსპრეზიდენტმა ამ ადმინისტრაციულ ერთეულს დაუდგინდა“ –  ეს განცხადება ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნა ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების 15 ფაქტი იყო დაფიქსირებული ამ ტერიტორიიდან. „15 ფაქტი იყო დაფიქსირებული ამ ტერიტორიებიდან გატაცების. ის, რაც დღეს ხდება, ბუნებრივია, უარყოფით ემოციებს, იწვევეს, რადგან, ოსეთი საქართველოს ტერიტირაა. ჩორჩანას ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია განსაკუთრებული შემთხვევა არ არის. ზოგადად, როცა ტერიტორია ოკუპირებულია, არსებობს პრობლემა, მაგრამ რაიმე განსხვავებული არაფერი ხდება. ორივე მხარე,…

მეტი...

NDI-ის კვლევა: 30% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64% – უარყოფითად

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოში გამოკითხულთა 30% არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64% – უარყოფითად.  კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ვაშლიჯვარში – გარდაიცვალა ერთი ადამიანი

ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ინციდენტის შედეგადა ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტოავარიის შედეგად კი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს კლინიკაში გადაიყვანენ

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის ბრალდებულ ტატო ღარიბაშვილს ციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კვირის ბოლომდე გადაიყვანენ. როგორც „მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, ციხის ადმინისტრაციამ დაკავებულის ადვოკატის თხოვნა დააკმაყოფილა. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ მსჯავრდებულის ადვოკატმა რომან ნადირაძემაც დაუდასტურა. „გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, რადგან ფეხზე პირველი ოპერაცია მას სწორედ ამ კლინიკაში ჩაუტარდა. მისი გადაყვანის საკითხი მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება.  მას ფეხზე მეორე ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და ჩვენი მოთხოვნა იყო მომხდარიყო შესაბამისი გასინჯვა და შემდეგ ოპერაციული ჩარევა. ციხის ექიმმა თვითონ მოგვცა  რეკომენდაცია, რომ რადგან ოპერაცია გაკეთებულია პირველ საუნივერსიტეტი კლინიკაში, სწორედ იქ…

მეტი...