დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ბორჯომში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მისი დაკითხვა ბაკურიანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ფაქტი დღეს მოდა, როცა დეპუტატი ერთ-ერთ სასტუმროში ოჯახთან ერთად ვახშმობდა. მისთვის უცნობმა პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც დეპუტატს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებულია. ის, წარსულში ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა.

მეტი...

სათამაშოებზე ზედამხედველობა თვის ბოლოდან დაიწყება

რამდენიმე დღეში ძალაში შევა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რის შემდეგაც, ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციასა და მის ხარისხს შეამოწმებენ. ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, თუკი გაჩნდება ეჭვი პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი იქნება და სანქციები არ იმოქმედებს. კომპანიებს მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები მიეცემა, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს. „პროექტი შეთანხმებულია სამთავრობო უწყებებთან და მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარვადგენთ დასამტკიცებლად. ის ამ თვეშივე ამოქმედდება, თუმცა სანქციების ნაწილი გადაწეული იქნება 2021 წლის დასაწყისში. სააგენტო მოახდენს ზედამხედველობას სათამაშოებზე მათ შორის ბაზარზე განთავსების მომენტში, იმპორტის…

მეტი...

“თუკი რუსეთთან ავიამიმოსვლა აღდგება, მივესალმები” – აბაშიძე ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივაზე

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის ავიარეისები უნდა დაინიშნოს,  პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ეხმაურება. როგორც აბაშიძემ განაცხადა, ნოემბერში, პრაღაში კარასინთან შეხვედრის დროს ინფორმაცია მიიღო, რომ მოსკოვი ავიარეისების აღდგენის საკითხს განიხილავს. მისი თქმით, შეხვედრაზე კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა.  აბაშიძის მტკიცებით, სავარაუდოდ, ვლადიკავკაზ-თბილისს შორის რეისის თემა განხილვის საგანი იქნება მარტში, პრაღაში დაგეგმილ კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დროს. “რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იყო საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. შემდეგ გასული წლის ნოემბერში, როდესაც ჩვენ პრაღაში გვქონდა შეხვედრა, მოვისმინეთ კომენტარი, რომ მოსკოვში განიხილება საკითხი ავიარეისების აღდგენის შესახებ,…

მეტი...

„გლუვლულიანი თოფიდან მოახდინა „ბასიანის“ მიმართულებით გასროლა“ – საქართველოს პროკურატურის განცხადება              

საქართველოს პროკურატურა კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რა დროსაც 3 ადამიანი დაიჭრა, განცხადებას ავრცელებს. „მედიაცენტრი მთავარი“  პროკურატურის განცხადება უცვლელად გთავაზობთ.    „საქმეზე, ამ ეტაპისთვის შეკრებილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე,  ბ.ჩ. იმყოფებოდა ღამის კლუბ ,,ბასიანში“, რა დროსაც ის არ დაემორჩილა ღამის კლუბში დადგენილ წესებს და გააძევეს კლუბიდან.  აღნიშნულის გამო განაწყენებული დაბრუნდა ,,ბასიანის’’ ტერიტორიაზე,  ხმამაღლა გინებით  ითხოვდა კარის გახსნას და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან მოახდინა „ბასიანის“ შესასვლელი კარის მიმართულებით გასროლა. შედეგად,  სამმა პირმა მიიღო დაზიანება სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ინციდენტი გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ბ.ჩ.-მ  დატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. შემთხვევიდან რამდენიმე…

მეტი...

მოქალაქეები საახალწლო სოფლის დემონტაჟის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ

თბილისში, მოქალაქეები, ძველით ახალ წელს ილუმინაციების დემონტაჟისა და საახალწლო სოფლის დაშლის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მისულ ბავშვებსა და მათ მშობლებს, დღეს საახალწლო სოფელი დაშლილი დახვდათ. როგორც უკმაყოფილო მოქალაქეებმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მისაღები არ არის, ზუსტად ძველით ახალ წელს მომხდარიყო საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი.   “მეგონა, დღესაც დამხვდებოდა საახალწლო სოფელი, ამიტომაც მოვედი და რადგანაც ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ, მაინცდამაინც დღეს არ უნდა დაეშალათ. ეს იგივეა, პირველ იანვარს დაეშალათ ეს ყველაფერი. მე გამიკვირდა კიდევაც, ხვალამდე მაინც უნდა მოეცადათ. რა ეჩქარებოდათ, ვერ გავიგე”, – განაცხადა “მედიაცენტრ მთავართან” ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მეტი...

ინციდენტი საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთზე, დაკავებულია 1 პირი    

საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე მომხდარი ინციდენტის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებაზე.   როგორც უწყების მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში ვკითხულობთ, გ.ი-მ ხელყუმბარის გამოყენებით მესაზღვრე აიძულა საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთისკენ წასულიყო. „გ.ი-მ  ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია“, – ვკითხულობთ შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

საქართველოს მეტოქეები ზელანდია, ავსტრალია და უელსი იქნებიან

უმცროსი ბორჯღალოსნები 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე „ბ“ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები ახალი ზელანდია, ავსტრალია და უელსი იქნებიან. დღემდე ცნობილი იყო, რომ ბორჯღალოსნებს არგენტინასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ჩემპიონატის მასპინძელ იტალიასთან მოუწევდათ დაპირისპირება. ტურნირის უძლიერეს ჯგუფში საქართველოს ნაკრები მას შემდეგ მოხვდა, რაც ჯგუფების განაწილების პრინციპი შეიცვალა. 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში 28 ივნისს დაიწყება და 18 ივლისამდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ავსტრალია ვიცე-ჩემპიონი, უელსმა კი 20-წლამდელთა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები 28 ივნისს ავსტრალიასთან გამართავენ, მეორე მატჩი უელსთან სამ ივლისს…

მეტი...

„ივანიშვილი „ოცნების“ სიის პირველი ნომერი იქნება“ – დავით ჭიჭინაძე

„ნაკლებად რეალური მგონია ბიძინა ივანიშვილის ახლა პრემიერად მობრუნება, იმიტომ რომ საარჩევნო წელია. თუმცა, ის, რომ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს და მომავალ პრემიერად და მომავალი პროგრამით წარსდგეს ხალხის წინაშე, უფრო ლოგიკური მგონია“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. მისივე შეფასებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც, სწორედ მას ექნება გარკვეული ლეგიტიმაცია – ხალხის მხარდაჭერა. „თუმცა ის მიდგომები, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს – კულუარულად მართვა –  ეს დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დამარცხების შემთხვევაში, „ოცნების“ ბევრი პირველი პირი ალბათ პასუხისგება მოუწევს, რადგან კორუფციული სქემები, ფულის მიტაცება… ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მოკლედ,…

მეტი...

“დროშა არის თითოეული მოქალაქის, რომელიც აერთიანებს ყველას” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, გურიაში, ერისთავების ციხე-სიმაგრეში გამართულ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. „14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დროშა გამოხატავს ჩვენს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ თვითმყოფადობას. ჩვენი დროშა აკავშირებს მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მთელ მსოფლიოში. მას სიამაყით ატარებენ ჯარისკაცები, პოლიციელები, სპორტსმენები და ყველა სხვა პროფესიის ადამიანი, ვისთვისაც სამშობლო და სახელმწიფო არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ ეროვნულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ სახელმწიფოს. სახელმწიფოს, სადაც ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, სადაც პატივს ვცემთ ყველანი კანონის უზენაესობას და სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურება ადამიანს. სწორედ ასეთი…

მეტი...

ელიზაბეთ რუდმა „სულიკო“ იმღერა (ვიდეო)

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა კალანდობა გურიაში აღნიშნა და ადგილობრივებთან ერთად ქართული სიმღერებიც იმღერა. სოციალურ ქსელში ელიზაბეთ რუდის მიერ შესრულებული „სულიკოს“ ვიდეო ვრცელდება.

მეტი...

ირანში 30-მდე პროტესტანტი დააკავეს

ირანში საპროტესტო აქციის 30-მდე მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის სასამართლო სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. არალეგალურ შეკრებებში მონაწილეობა, სწორედ ამ ბრალდებას უყუენებენ დაკავებულებს. მთავრობაში აცხადებენ, რომ ირანი ტოლერანტულია კანონიერი დემონსტრაციების მიმართ. შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის ავიახაზების „ბოინგი“ სამხედროებმა ჩამოაგდო.

მეტი...

ინდოეთსა და პაკისტანში ზვავის შედეგად 67-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ინდოეთსა და პაკისტანში ზვავს 67-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ორი ქვეყნის მთავრობებზე დაყდნობით ავრცელებს. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არიან დაკარგულები. როგორც მედიასაშუალება წერს, სულ მცირე 57 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მიერ კონტროლირებად ქაშმირში. ათზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი მეზობელი ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, ზვავის გამო რამდენიმე სოფელი იზოლირებულია. მაშველები დაკარგულებს ეძებენ. ამის პარალელურად, პაკისტანის დასავლეთ ნაწილში ბელუჯისტანის პროვინციის მთიან რეგიონში დიდთოვლობამ რამდენიმე სახლი გაანადგურა, რასაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციის შვიდ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია შეიარაღებული ძალები. დიდთოვლობის გამო ბლოკირებულია პაკისტანისა და…

მეტი...

“პუტინმა მძევლად აიყვანა მოსახლეობა ეროვნული ქართული ნიშნით” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ოძისში ჩავიდა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთავარი პრობლემა ადამიანების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეა.  შალვა ნათელაშვილის თქმით, ე.წ. საზღვრის მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მიღება ძალიან უჭირს. “პუტინმა მძევლად აიყვანა მოსახლეობა ეროვნული ქართული ნიშნით, ახალგორის რაიონისა და მთელი ქსნის ხეობის ზოლზე, ადამიანები ფიზიკური გაგებით იხოცებიან, უკვე ათია გარდაცვლილი, იმიტომ, რომ ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება, ონკოპაციენტები რჩებიან ქიმიოთერაპიის კურსების გარეშე. პენსიონერები ვერ იღებენ პენსიას და ყველაფერ ამაზე ჩვენი ხელისუფლება ისე დუმს, თითქოს საქმე ანტარქტიდაზე რაღაც სახეობათა პრობლემას ეხებოდეს. დღეს რუსეთის სამხედრო ბაზიდან მოვუწოდებ ევროპის…

მეტი...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, კონკურსის შედეგების საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორად თამარ მახარაშვილი დაინიშნა. თამარ მახარაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს აღმოსავლეთმცოდნეობაში და დასრულებული აქვს ასპირანტურის კურსი ებრაულ-არამეულ ფილოლოგიაში. სხვადასხვა პერიოდში საკვალიფიკაციო და პროფესიული განვითარების პროგრამებს გადიოდა ისრაელში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა იუდაიკის კაბინეტს და არის ებრაული ენის ლექტორი. 2004 წელს ქართველი ებრაელებისთვის გამოსცა სახელმძღვანელო „დედა-ენა ებრაულად იაკობ გოგებაშვილის მიხედვით“. არის მნიშვნელოვანი პროექტების ავტორი: ისრაელში ქართული კულტურის დღეები და ტელე-მარათონები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. თამარ მახარაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის…

მეტი...

“ალდაგი” დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურებას ვერ ჰპირდება

სადაზღვეო კომპანია “ალდაგის” მენეჯერის ბექა ფოფხაძის განცხადებით, ანაზღაუდება თუ არა, ქავთარაძის ქუჩის #3- თან მდებარე სამშენებლო მაღაზიის ზარალი, რომელიც ხანძრის შედეგად დადგა გადაწყვეტილი არაა. მისივე თქმით, დეტალებს კომპანია ამ დრომდე სწავლობს. ” უნდა გადაიხედოს ხელშეკრულება და შემდეგ უკვე გავერკვევით დეტალებში. სანამ ხელშეკრულებას არ ვნახავთ, ვერაფერს გეტყვით. გუშინ ღამე მოხდა შემთხვევა და ახლა ვმუშაობთ. ვერ გეტყვით გადაჭრით, აუნაზღაურდება თუ არა ზარალი,“ – განაცხადა ბექა ფოფხაძემ. ცნობისთვის, დამწვარი მაღაზიის მფლობელის ნიკა ლოლაძის განცხადებით, ქავთარაძის #3-თან მდებარე სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 400 000 ლარამდეა. მისი თქმით, მაღაზია დაზღვეული ჰქონდა, თუმცა,…

მეტი...

C ჰეპატიტით ინფიცირებული 16 ათასი ადამიანი სამკურნალოდ არ მიდის – ვირუსის გადადების რისკი ჯანმრთელი ადამიანებისთვის

საქართველოში, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული 16 ათასი ადამიანი მკურნალობაზე უარს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მათ უფასო მკურნალობას სთავაზობს და თითქმის ყოველ დღე ურეკავენ, მკურნალობაზე ვერ დაითანხმეს. არადა, 16 000 ინფიცირებული, ჯანმრთელი და უკვე განკურნებული ადამიანებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. “მედიაცენტრი მთავარი” აღნიშნულ რისკებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელს – პაატა იმნაძეს ესაუბრა. პაატა იმნაძე: როცა ვსაუბრობთ, რომ ამ ადამიანებისთვის განკუთვნილ, ძვირადღირებულ პრეპარატებს ვადა გაუვიდა, უნდა ვიცოდეთ, რა რაოდენობაზეა საუბარი. ლაპარაკია 2000 დოზაზე მაშინ, როდესაც, დაახლოებით 16 ათასი ადამიანია, ვისაც დადასტურებულად აქვს C ჰეპატიტი, თუმცა, სამკურნალოდ არ მოდიან. “მედიაცენტრი მთავარი”:…

მეტი...

პრეზიდენტი სახელმწიფო დროშის დღეს, ყოველ წელიწადს სხვადასხვა რეგიონში აღნიშნავს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, 14 იანვარს, სხვადასხვა რეგიონში აღნიშნავს. პრეზიდენტის თქმით, ის ყოველ წელიწადს სხვადასხვა რეგიონიდან მიულოცავს საქართველოს მოსახლეობას ამ დღეს. “ვაპირებ, ყოველ წელს სხვადასხვა მხარეში, სხვადასხვა რეგიონში ჩავიდეთ ამ დღეს, ეს იყოს ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო დროშა ყველას  გვაერთიანებს,  ერთიანობის ნიშანი ჩვენი დროშის შუაგულშია – მთავარი ჯვარი არის ერთიანობის ჯვარი. ამ დროშაზე დატანილია ყველაფერი, რაც არის საქართველო, მისი ქრისტიანობა, მისი წარსული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო დროშა. ამ წლის დასაწყისში, მინდა, ყველას გისურვოთ, ვიყოთ ამ დროშის ღირსი, ვიყოთ ის ქართველები, რომლებმაც ეს დროშა…

მეტი...

ირანში, უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ირანში უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. სააგენტო „ესოშიეთედ პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა განაცხადა. მანამდე, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანის სასამართლო სტრუქტურაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამოსაძიებლად სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება, რომელშიც მოსამართლეები და ათობით ექსპერტი შევა. მან თვითმფრინავის ჩამოგდებას უპატიებელი შეცდომა უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო „ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ამ გამოძიებას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მეტი...

შუახევში სახლი დაიწვა

შუახევის რაიონ სოფელ ბრილში 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახი შუახევის მერიამ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შუახევის მერიის ინფორმაციით, ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და მათ სახელმწიფო ფულად დახმარებას გაუწევს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მეტი...

“ამ დროშით ჩვენ ევროპაში კი არ შევდივართ, უკვე ვართ” – პრეზიდენტი სახელმწიფო დროშაზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან მიულოცა. ქართული დროშის აღმართვის ცერემონია ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე რიგით მოქალაქეებთან ერთად ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა. პრეზიდენტის განცხადებით, დროშა  საქართველოს სახელმწიფოს და ერთიანობის სიმბოლოა. „ჩემო თანამემამულეებო, მინდა, მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე გურიიდან, რამეთუ გურია არის ის მხარე, რომელმაც პირველმა გამოაცხადა თავის დროზე დამოუკიდებლობა. ასე რომ, ერთგვარი სიმბოლოა, გურიიდან მოგილოცოთ ეს დღე. პირველ რიგში მინდა,  მივულოცო ეს დღე ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც აქ იმყოფებიან და მთელ ქვეყანაში ჩვენს ჯარისკაცებს, ასევე,…

მეტი...

“ყველა, ვინც აფასებს თანასწორობას, სიყვარულსა და პატივისცემას, დღეს ზეიმობს ” – ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. დღეიდან, წყვილებს ქორწინებისთვის რეგისტრაცია შეუძლიათ, პირველი ცერემონია კი თებერვალში გაიმართება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ერთნაირსქესიან წყვილებს, რომლებიც სამოქალაქო პარტნიორობაში არიან, ამ ეტაპზე ქორწინებაში გადასვლა არ შეეძლებათ. ამ საკითხზე ჩრდილოეთ ირლანდია კონსულტაციებს 2020 წლის ბოლოს დაიწყებს. ხოლო იმ ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინებას, რომლებიც უკვე ერთად არიან, ჩრდილოეთ ირლანდია კანონიერად აღიარებს. ცვლილება შეეხებათ ჰეტეროსექსუალ წყვილებსაც — სურვილის შემთხვევაში, ისინიც შეძლებენ სამოქალაქო პარტნიორობაში გადასვლას. “ყველა, ვინც აფასებს თანასწორობას, სიყვარულსა და პატივისცემას, დღეს ზეიმობს. ჩრდილოეთ ირლანდიისთვის და მისი მოქალაქეებისთვის კარგი და მნიშვნელოვანი დღეა”, — უთხრა BBC-ის ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტის წევრმა…

მეტი...

თბილისის საკრებულომ შენობის აივნებიდან საქართველოს დროშები გადმოფინა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ტრადიცია არ დაარღვია თბილისის საკრებულომ. წელსაც, 12 საათზე, შენობის აივნებიდან საქართველოს დროშები გადმოფინეს. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიან დროშას, რომელიც 2004 წლის 14 იანვარს აღდგა, დიდი ხნის ისტორია აქვს. ევროპულ რუკებზე საქართველო უძველესი დროიდან სწორედ ასეთი დროშით აღინიშნებოდა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე, 2012 წლიდან აღინიშნება.

მეტი...

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს პერიმეტრზე. „ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს…

მეტი...

ქავთარაძის ქუჩაზე დამწვარი მაღაზიის ზარალი 400 ათასი ლარია, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია

ქავთარაძის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად დამწვარი სამშენებლო მასალის მაღაზიის ზარალი, დაახლოებით 400 ათასი ლარია. როგორც დამწვარი ობიექტის მეპატრონე საუბრობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. “ვიღაცამ თქვა, რომ ბავშვებმა გაიარეს და ასაფეთქებლებს ისროდნენო, ზუსტად არ ვიცი რა და როგორ მოხდა. დაზღვეული გვქონდა 300 ათას ლარში, ბოლოს კი ვერ გადავიხადე, რადგან ქვეყანაში არ ვიყავი,” – აღნიშნა დაზარალებულმა ნიკოლოზ ლოლაძემ. მეორე დაზარალებული კი, ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, სისტემის გაუმართაობას ასახელებს.  “ალბათ გაუმართავი იყო სისტემა, დაზღვეული გვქონდა, რა მოხდა და რა მიზეზით ამას ახლა ვარკვევთ,” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული ნანა ჟღენტი.  რაც შეეხება სადაზღვეო…

მეტი...

ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ძველი სტილით ახალი წლის აღნიშვნისას, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ შემთხვევებიდან ხუთი თბილისში მოხდა. ყველა პაციენტი მსუბუქად დაშავდა, არც ერთის ჰოსპიტალიზაცია არ გამხდარა საჭირო. დამწვრობის ცენტრში გვიან ღამით ოთხი პაციენტი შეიყვანეს. როგორც ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, მათგან ორი ბავშვი იყო – 10 და 14 წლის, ორი კი მოზრდილი. ორივე ბავშვს და ერთ მოზრდილს მარჯვენა ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული, მეოთხე პაციენტს კი ორივე მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა. გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტებს ჭრილობები ქირურგიულად ადგილზევე დაუმუშავეს და ოთხივე მათგანი ბინაზე გაეწერა.

მეტი...

“როგორ ვრცელდება ვირუსი” – რეკომენდაციები გრიპის თავიდან ასაცილებლად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს. როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ძირითადი რეკომენდაცია სისუფთავის დაცვა და ხელების ხშირი დაბანვაა.  “გრიპის ვირუსი წვეთით ვრცელდება. როდესაც ადამიანი აცემინებს, ახველებს, ლაპარაკობს ვირუსი გადადის. ისე რომ ვიღაცამ სახეში ჩაგვახველოს და დაგვაცემინოს, ამ შემთხვევაში, ვირუსი ვრცელდება გაშლილი ხელის, დაახლოებით, ერთი მეტრის მანძილზე. თუ ავადმყოფი ხველის ეტიკეტს არ დაიცავს – ხელს არ მიიფარებს პირზე, ეს ვირუსები მოხვდება ხელზე, ან გაიფანტება და მოხვდება მაგიდაზე. ვირუსი ყინვაში 7 საათი ძლებს, სიცხეში კი უფრო მალე კვდება, მაგრამ ზედაპირებზე, რამდენიმე წუთი მაინც იქნება. ყველას გვაქვს…

მეტი...

“სასწავლო პროცესის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, სკოლებმა ბავშვებს ჰიგიენის დაცვის პირობები უნდა შეუქმნან” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.   როგორც პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეპიდემიის გავრცელებას ხელს ვერ შეუშლის სკოლებში სწავლის შეწყვეტა. მისი თქმით, ვირუსები მომდევნო 4 თვე კიდევ გაგრძელდება. „საქართველოში ისეთი სიტუაციაა, როგორიც ევროპის ნებისმიერ ქვეყანებში. არცერთ ევროპულ ქვეყნას არ მიუღია გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. იქ, ეს პრაქტიკა საერთოდ არაა მიღებული. გრიპის მატების დროს, სასწავლო პროცესის შეწყვეტა, პოსტ საბჭოთა ქვეყნების ტრადიციაა. ეპიდემიური პროცესის განვითარებასთან მიმართებაში, სასწავლო პროცესის შეწყვეტას აზრი არ აქვს. მეცნიერული საფუძველი არ არსებობს, რომ…

მეტი...

იუსტიცია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, დაზარალებული ბიზნესმენი სტრასბურგში მიდის  

საქართველოდან სტრასბურგში კიდევ ერთი საქმე გაიგზავნება. საქმე ეხება დოკუმენტების გაყალბებით წართმეულ ბიზნესს. დაზარალებულმა სასამართლოში 4 წელი იდავა, ყველა ინსტანცია მოიგო, თუმცა, საჯარო რეესტრი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, დაზარალებულმა ვახტანგ სვანაძემ, ადვოკატთან ერთად, „მედაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ვახტანგ სვანაძემ განაცხადა, სწორედ ყოფილი ბიზნეს ომბუდსმენის, გიორგი გახარიას რეკომენდაციით დაიწყო სასამართლო დავა, თუმცა, სულ ტყუილად. „საჯარო რეესტრი უარს ამბობს, აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მის მიერ სამივე ინსტანციაში ოთხწლიანი დავის პირწმინდად  წაგების მიუხედავად. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ცხადია, იუსტიციის მინისტრის მითითების ან…

მეტი...

„გრიპის ვირუსი აპრილის თვემდე გრძელდება, B ტიპის ვირუსის მაჩვენებელი 75%-ს შეადგენს“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის გნცხადებით, გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირას, ვირუსის მხრივ, პაციენტების რაოდენობა მომატებულია. მისივე ინფორმაციით, ყველა ვირუსი საშიშია, თუ მას სათანადო ყურადღებას არ მიაქცებენ. სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთნ დაკავშირებით, პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. “ამჟამად, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი, საქართველოში, 100 000 მოსახლეზე 220 ადამიანს შეადგენს. დღეისათვის მიმართვიანობამ ამბულატორიულ დაწესებულებებში, წინა კვირასთან შედარებით, ოდნავ მოიმატა. ეს გასაგებიცაა, მძიმედ თუ არაა ადამიანი, არ მიმართავს პოლიკლინიკას. ჰოსპიტალიზაციის წილი, მძიმე მწვავე რესპირაციული  დაავადებებისა ნორმალურია და ინდიკატორი 3%-ით გაზრდილია. გრიპით დაავადებულ ადამიანთა მაჩვენებელი ამჟამად  22-25%-ია, შარშან ამ დროს 40% იყო.…

მეტი...

საქართველოში, გასულ წელს, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით მეტია. „აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა“ ,- ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ. ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს დროშას საზეიმოდ აღმართავს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. ტრადიციას არ დაარღვევენ თბილისის საკრებულოს წევრები და წელსაც, 12:00 საათზე შენობის აივნებიდან საქართველოს დროშებს გადმოჰფენენ.

მეტი...