“სააკაშვილის დროს აშენდა მეორე პარლამენტი და პრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც საკმაოდ ბევრი ფული დაიხარჯა” – არჩილ თალაკვაძე

“ექს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ მას ცხრა წლის განმავლობაში სურდა ანაკლიის პორტის აშენება, თუმცა საქართველოს ბიუჯეტს ამისთვის ფული არ ჰქონდა, არის ტყუილი და სიცრუე” – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს აშენდა მეორე პარლამენტი და პრეზიდენტის რეზიდენცია, სადაც საკმაოდ ბევრი ფული დაიხარჯა. „სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ცხრა წლის განმავლობაში სურდა ანაკლიის პორტის აშენება, მაგრამ მას და საქართველოს ბიუჯეტს ამისთვის არ ჰქონდათ ფული, ეს არის ტყუილიო, სიცრუე. მისი მმართველობის პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ხელისუფლებამ ააშენა მეორე პარლამენტი, პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია, სადაც, რაც…

მეტი...

“კარი გამიღე, მეკვლე ვარ” – ხვალ, დასავლეთ საქართველოში “კუჩხას” აღნიშნავენ

ხვალ, დასავლეთ საქართველოში, ძველით ახალ წელთან ერთად, მეკლველობას, ანუ „კუჩხას“ აღნიშნავენ. ეს უძველესი ქართული ტრადიცია 14 იანვრის დილას სრულდება. ამ დღეს, სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროთ ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. სამეგრელოში, ამ დღესასწაულს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. დეკემბრის მიწურულს, 28-29-თვის სამეგრელოს სოფლებში საახალწლო მზადება იწყება. ოჯახის უფროსი, ან თუნდაც ახალგაზრდა წევრი, ოღონდ აუცილებლად მამაკაცი, თხილის ან რომელიმე რბილი ხის ჯოხიდან თლის ჩიჩილაკს, თავზე ხისავე ჯვარს უკეთბს და თხმელისა და სუროს ტოტებით რთავს. ხის ჯვარზე კი ხილი, უმთავრესად ვაშლსა და მანდარინს უკეთებს. ბარაქიანობის ნიშნად, ჩიჩილაკის ბურბუშელაში ფულსაც დებენ. ჩიჩილაკს აუცილებლად ქალები რთავენ. მეკვლეობის…

მეტი...

პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოდის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმში კალანდობის დღესასწაულზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოვიდა. „მე ხელში მიჭირავს ჩიჩილაკი. ის დგას პრეზიდენტის სასახლეშიც. ესაა არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც მოედო მთელ საქართველოს. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და გურული კალანდობა შევიტანოთ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკო-ში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიური“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი გურიაში 3 დღე დარჩება – პრეზიდენტის გეგმები

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს გურიას ეწვია. ქვეყნის მთავარსარდალი რეგიონში სამი დღის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა. არსებული ინფორმაციით , დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში – სპორტსმენებთან და ოზურგეთის ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებთან. ხვალ, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს: სახელმწიფო დროშას ერისთავების ციხე- სიმაგრეზე აღმართავს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ხვალვე, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, გაეცნობა რეაბილიტაციის პროცესს და ქართულ საზოგადოებას თეატრის დღეს მიულოცავს. პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად,…

მეტი...

ისანში ბაზრობას ხანძარი გაუჩნდა

ისანი-სამგორის რაიონში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარია. აღნიშნული ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ამ დროისთვის ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზებიც.

მეტი...

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიო და პრასით დახვდა

გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” განაცხადებით, ზურაბიშვილმა გურულების ტრადიციული კალანდის ჩატარება 6 საათით ადრე მოითხოვა, რაც მათთვის მიუღებელია. “ზურაბიშვილი მდიდრულ სუფრებს არის შეჩვეული, გურიაში კი ხალხს ლობიო და მჭადიც არა აქვს, ამიტომაც დავხვდით ასე” – აცხადებს ოზურგეთის “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერი ბესო ქათამაძე. სალომე ზურაბიშვილი გურიას დღეს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია.

მეტი...

“მინდა, დავარწმუნო აფხაზური საზოგადოება, რომ ჩვენი ინტერესი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოა” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოხუმში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ვითარების ესკალაცია. „ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენთვის მთავარი არის და იყო, არ მომხდარიყო მოვლენების ესკალაცია, ძალადობრივ ფორმატში გადასვლა და ყველაფერს ჰქონოდა მშვიდობიანი ჩარჩო, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი და იმედს გამოვთქვამ, მომავალშიც განვითარებები იქნება მშვიდობიანი. მინდა, დავარწმუნო საზოგადოება და პირველ რიგში, აფხაზური საზოგადოება, ჩვენი ინტერესია სწორედ ის, რომ მოსახლეობისთვის იყოს უსაფრთხო გარემო და ყველა პროცესი იყოს მშვიდობიან ჩარჩოში“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ციხელაშვილმა…

მეტი...

ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ოკუპირებული აფხაზეთის „ოპოზიციის ლიდერი“ ასლან ბჟანია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. „აუცილებელია ქვეყანაში, პირველ რიგში, სამართლებრივი კულტურის შემოტანა. ეს მოცულობითი ტერმინია. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს ეფექტური და ყველამ უნდა იმოქმედოს სამართლებრივი წესების ფარგლებში. აფხაზეთში ორი ბატონი უნდა იყოს – აფხაზი ხალხი და კანონი“, – განაცხადა ბჟანიამ. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს ჩატარდება. რაულ ხაჯიმბამ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ის „პრეზიდენტის“ თანამდებობიდან საპროტესტო აქციების ფონზე გადადგა. 

მეტი...

გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან

გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაღებში საინფორმაციო კამპანია იწყება. კამპანია, რომელიც სააღმზრდელო წლის განახლებასთან ერთად, 15 იანვარს დაიწყება, გულისხმობს მშობლებისთვის საინფორმაციო ფურცლების დარიგებას, რომლებზეც დატანებული იქნება ინფორმაცია გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის განცხადებით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა უმრავლესობას გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს

მეტი...

“ამ შემადგენლობით, ანაკლიის პორტს ვერ ვხედავ, “თიბისი ჯგუფისა” და სახელმწიფოს ინტერესები აცდენილია” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი  დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სახელმწიფო კარგად მოიქცა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება რომ გაუწყვიტა. როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „თიბისი ჯგუფის“ მთავარი ინტერესი, ფულის შოვნა და სახელმწიფო თანხების მითვისება იყო.  „ამ შემადგენლობით, რომლითაც ცდილობენ ანაკლიის პორტის აშენებას, რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ. მომავალში თუ სერიოზულად მიუდგებიან ამ პროექტს და მართლა გაითვალისწინებენ სახელმწიფოსთვის მნიშვნელობას ამ პროექტისას, მაშინ განხორციელდება. თავიდან, ეს პროექტი იყო გარკვეული ჯგუფის მიერ ფულის შოვნის და სახელმწიფოს ფულის მიტაცების საშუალება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ დეპუტატის შეფასებით, „თიბისი ჯგუფის“  და სახელმწიფოს ინტერესები განსხვავებულია. მისი…

მეტი...

“საქართველოს მოსახლეობამ, როგორც გავრილოვის ჩამოსვლის დროს აჩვენა ღირსება, ასევე მოიქცევა ლავროვის ვიზიტის შემთხვევაში” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ვიზიტი შეაფასა.  როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის  შეხვედრა სერგეი ლავროვთან შედეგით ვერ დასრულდა.  მისი თქმით, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა ისევე მოიქცევა, როგორც სერგეი გავრილოვის შემთხვევაში. „ზალკალიანმა რა უნდა დააჯეროს ლავროვს, იქნებ მთელმა საქართველომ უფრო მეტად გავაგონოთ ხმა ლავროვს, რას ვფიქრობთ რუსეთზე და რუსეთის ოკუპაციაზე. ზალკალიანი ვერ გამოდგა საქართველოს წარმომადგენლად ლავროვთან მოლაპარაკებების დროს, რის შემდეგაც დაგვცინეს. საქართველოს მოსახლეობამ, როგორც გავრილოვის ჩამოსვლის დროს აჩვენა ღირსება და გააგონა ხმა,…

მეტი...

“ოპოზიციასთან მხოლოდ ერთხელ მქონდა შეხვედრა და მას შემდეგ ურთიერთობა გავწყვიტე ” – ჭიჭინაძე გაერთიანებულ ოპოზიციაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება პარლამენტში, ხელისუფლების მხრიდან გარკვეულწილად დათმობაა. როგორც ჭიჭინაძემ “მედიაცეტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრა ერთხელ ჰქონდა, თუმცა შემდეგ მათთან კომუნიკაცია გაწყვიტა. “თუ მაჟორიტარების შემცირებაზე მიდის ხელისუფლება, ეს გარკვეულწილად დათმობასაც გულისხმობს. 23 მანდატი 150-იან პარლამენტში საკმაოდ სერიოზული კლებაა. ვერ დავეთანხმები იმას, რომ აი, ის მოდელი, რომელიც დღეს არის ზოგადად, ესეც ოპოზიციის მოთხოვნით იყო მიღებული. თავიდან, კონსტიტუციაში როდესაც იყო ჩაწერილი, არანაირად არ იგულისხმებოდა, რომ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივად 5%-იანი ბარიერი და როგორც ტარდებოდა აქამდე. მერე იყო ბლოკების ერთჯერადი დაშვება, ვინაიდან, 2024 წლიდან უბლოკო,…

მეტი...

„ჩვენს ხელისუფლებას პოლიტიკა და გავლენა აფხაზეთში არ გააჩნია“ – დავით ჭიჭინაძე

 „ვფიქრობ, აფხაზეთი იმდენად გარეთ იმყოფება ჩვენი ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საერთოდ, არავითარი პოლიტიკა და გავლენა ჩვენს ხელისუფლებას აფხაზეთში არ გააჩნია“ – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები შიდა დაპირისპირებაა. „რასაც ვუყურებთ, მოთამაშეები ერთი და იგივეა, გუშინ გადადგა ხაჯიმბა, რომელიც რუსეთმა ძალით დასვა თანამდებობაზე. სიმართლე გითხრათ,  ვემხრობი აფხაზების ღია დაპირისპირებას, მათზე რუსული ძალების გაძლიერების საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, იქ მიმდინარე პროცესები, დანარჩენ საქართველოზე არანაირად აისახება, რადგან, აფხაზეთთან, რეალურად ურთიერთობა არ გვაქვს, არც დე-ფაქტო ხელისფლებასთან და არც ფე-ფაქტო ოპოზიციასთან“ – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა…

მეტი...

„აეროპორტის ჩაკეტვა და თვითმფრინავის ჩამოგდება არ იქნება სწორი“ – ბექა ნაცვლიშვილი ლავროვის ვიზიტზე

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სავარაუდო ვიზიტით საქართველო საერთაშორისო ასპარეზი ხდება. როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ასპარეზი სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ, რათა საზოგადოებას დავანახოთ რუსეთის მტრული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. “ევროპის საბჭოს მინისტერიალის საქართველოში ჩატარებით, ჩვენ ვხვდებით საერთაშორისო ასპარეზი. რუსეთს აღუდგა ხმის უფლება ევროპის საბჭოში და, რა თქმა უნდა, რუსეთი ეცდება აქ თავისი წარმომადგენელი ჩამოიყვანოს. ვინც ჩამოვა, უნდა ჩამოვიდეს, ოღონდ, ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ისეთი, რომ ეს ასპარეზი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და კიდევ ერთხელ დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის…

მეტი...

„როცა პარლამენტი გაიხსნება, მოვითხოვ, აფხაზეთის საკითხზე მოსმენა გაიმართოს“ – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის საგაზაფხულო სისიაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით, გაფართოებულ მოსმენას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „როდესაც საპარლამენტო პროცესი დაიწყება, მე, სხვა დეპუტატებთან ერთად, დავაყენებ საკითხს, რომ აფხაზეთის არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართოს. მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს  როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ,  ისე უსაფრთხოების სამსახურებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრმა. მაინტერესებს  მათი პოზიცია აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების გამოყენებაც შესაძლებელია. „მაინტერესებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენად იყვნენ საქმის კურსში,  რა ხდებოდა…

მეტი...

ე.წ. პრეზიდენტს ჯილდოები მოპარეს

სოხუმში რაულ ხაჯიმბას ჯილდოები მოიპარეს, – „მოპარულია პრეზიდენტის ყველა ჯილდო. გატეხილია ყველა სეიფი. გაძარცვეს ოთახი, სადაც იარაღი ინახებოდა“ – წერს რუსული მედია. „მოპარულია პრეზიდენტის ყველა ჯილდო. გატეხილია ყველა სეიფი. გაძარცვეს ოთახი, სადაც იარაღი ინახებოდა“ – წერს რუსული მედია. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის შესახებ განცხადება „პარლამენტს“ 12 იანვარს გაუგზავნა.

მეტი...

“სიის გამო, ოპოზიცია ერთმანეთს დახოცავს, ეს ბრძოლა მათ დაანგრევს” – ბექა ნაცვლიშვილი არჩევნებზე

დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გაერთიანებულ ოპოზიციაში, პარტიებს შორის სიებისთვის ბრძოლა დაიწყება. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნო ბრძოლა „დაანგრევს“. „მოლოდინი მაქვს, რომ ერთმანეთს დახოცავს გაერთიანებული ოპოზიცია და შემდგომში ყველა პარტია, თუ სიაში ვინ ჩაწეროს. ეს იქნება მთავარი პოლიტიკური წარმმართველი პარტიების ცხოვრების. სიებისთვის დაიწყება ბრძოლა. წარმოიდგინეთ  რამდენი პარტიაა, იგივე გაერთიანებულ ოპოზიციაში და რამდენი პოლიტიკური ძალა დაიწყებს იქ  ვინ არის წარმმართველი, ვინ თავისი ხალხი უნდა ჩაწეროს სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარი და ა.შ არ მგონია გაერთიანებული ოპოზიცია გადაურჩეს ამ ბრძოლას. ვფიქრობ ეს ბრძოლა…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა, ასლან ბარციცმა თანამდებობა დატოვა.  ასლან ბარციცის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მან „აფხაზეთის კონსტიტუციის“ შესაბამისად და რაულ ხაჯიმბას გადადგომასთან დაკავშირებით მიიღო, ასევე იმისთვის, რომ აფხაზეთში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და მიღწეული იყოს საერთო ნაციონალური თანხმობა. შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ რაულ ხაჯიმბამ გუშინ განაცხადა.

მეტი...

“ერთი მხრივ გარემოს ვანგრევთ, მეორე მხრივ, არ ვიცით, რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ანაკლიის პროექტს” – ბექა ნაცვლიშვილი

“ჩვენ, ერთი მხრივ გარემოს ვანგრევთ, მეორე მხრივ, გარანტირებული არ გვაქვს, ეს ეკონომიკური პროექტია, თუ არა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, როდესაც ასეთ მასშტაბურ მშენებლობაზეა საუბარი, უნდა არსებობდეს ეკონომიკური დასაბუთება იმისა, რამდენად მომგებიანია ეს პროექტი ქვეყნისთვის. “ანაკლიის საკითხი გახდა წმინდა პოლიტიკური საკითხი. პარლამენტში იყო მოსმენა, კონსორციუმთან დაკავშირებით, თუმცა ეს მთლიანად ყურადღების მიღმა დარჩა და წინ წამოიწია იმ საკითხებმა, რომლებიც ყოველ დღე ტელევიზიით გვესმის – მთავრობა უშლის თუ არ უშლის ხელს ანაკლიის პორტის აშენებას. ის, რომ ქვეყანას ცალსახად გაცხადებული აქვს ანაკლიის პორტის აშენების სურვილი,…

მეტი...

„რუსების ჩაყლაპვით აფხაზები გახარებულები არ არიან, პროცესები ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს“ – ბექა ნაცვლიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს, თუმცა, აფხაზეთის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკას ვერ ხედავს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აფხაზეთში არიან პრო ქართულად განწყობილი ლიდერები, რომლებზეც ქართულმა მხარემ უნდა იმუშაოს. „ნამდვილად არ ვიცი, ჩვენი მხრიდან რამდენად არის აფხაზეთში იმ  ლიდერების იდენთიფიცერება მომხდარი, რომლებმაც, იქ, მინიმუმ, ანტირუსული პოლიტიკა შეიძლება გაატარონ. ასეთი ლიდერების ქმედებები შესაძლოა, პირდაპირ პრო ქართულ პოლიტიკას არ ნიშნავდეს, თუმცა, საუბარია პოლიტიკაზე, რომელიც რუსეთს აფხაზეთთან გარკვეული თვალასაზრისით დააშორებდა და კონფლიქტურ კერებს შექმნიდა. ნახეთ, რომ სამი დღე, რუსეთი, თითქოს როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე…

მეტი...

“ანას ბაღის” მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოები განახლდა

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს, სამუშაოები განახლდა. ადგილზე მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. შეკრებილები დედაქალაქის მერიას კვლავ მოუწოდებენ, სამშენებლო კომპანიას ამ ტერიტორიაზე კორპუსის აშენების უფლება არ მისცეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ელოშვილის განცხადებით, პროექტით სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა გათვალისწინებული და სპეკულაციაა საუბარი, თითქოს ის „ანას ბაღს“ ეხება.

მეტი...

„აფხაზეთის მიმართ პოლიტიკა რომ გვქონოდა შემუშავებული, პროცესების მონაწილე ვიქნებოდით და არა დამკვირვებელი“ – ბექა ნაცვლიშვილი

“სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა და ზოგადად, ქვეყანა ისევ სტატისტის როლში აღმოჩნდა და გარედან აკვირდება პროცესებს, რაც აფხაზეთში ხდება, თითქოს, იქ მიმდინარე მოვლენები სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, დღემდე ვერ შეიმუშავა მთავრობამ კონკრეტული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ“ – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და საქართველოს ხელისუფლება, აფხაზეთთან მიმართებაში, პოლიტიკის არ არსებობაში დაადანაშაულა. როგორც პარლამენტის წევრმა აღნიშნა, აფხაზეთში ერთი კლანი მეორემ ჩაანაცვლა და ამით, დანარჩენი საქართველოსთვის არც არაფერი იცვლება. „ამ ფორმით, როგორც აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ჩვენთან შუქდება, პროცესები მხოლოდ პოსტ საბჭოთა ქვეყნის რესპუბლიკაში შუქდება. თითქოს, იგივე დამოკიდებულება და…

მეტი...

ნოდარ დუმბაძის რვა ნაწარმოები, არაბულად ითარგმნა

დღეს, კატარში,  დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე “Doha International Book Fair” ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. ნოდარ დუმბაძის არაბულენოვანი წიგნის კრებულში შესულია რვა მოთხრობა – „ძაღლი“, „ნუ გააღვიძებ“, „უმადური“, „ჩიტი“, „დედა“, „კუკარაჩა“, „სისხლი“ და „კორიდა“. წიგნის ყდის ილუსტრაციისთვის გამოყენებულია ელენე ახვლედიანის ნამუშევარი „ზამთარი თბილისში“. წიგნი გამოიცა საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურის და სპორტის სამინისტროს აქტიური თანამშრომლობის შედეგად. საქართველოს ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა და მწერლის შვილმა, ქეთევან დუმბაძემ წიგნის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის, საზეიმო ვითარებაში გადასცეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის სამადლობელი სიგელები პროექტის განხორციელებაში…

მეტი...

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს არიადნა შენგელაიას, რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. როგორც „კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ვარსკვლავის გახსნა, არტისტის დაბადების დღეს ემთხვევა. დავით ოქიტაშვილის თქმით, არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს. ბევრმა არ იცის, რომ ძველი ბერძნული სახელის მატარებელი მსახიობი – არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს. მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიის მსახიობი, თბილისში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმსა” და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში. რამდენიმე წელი თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტშიც, ახალგაზრდებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, აქტიურად მონაწილეობდა სპექტაკლებში: “ცეზარი და კლეოპატრა”, “ანა ფრანკის დღიური”, “სამი მუშკეტერი” და…

მეტი...

ფილიპინებში ვულკანი ამოიფრქვა

ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 70 კმ-ის მოშორებით ვულკანი “ტაალი” ამოიფრქვა. ვულკანური ბიძგების გააქტიურებას სეისმოლოგები ისევ ელიან, რის გამოც ქალაქიდან რვა ათასი ადამინის ევაკუაცია გახდა საჭირო. პროცესის გააქტიურების შემთხვევაში კი 200 000-მდე ადამიანის გადაყვანას სხვა ქალაქში გეგმავენ. ფილიპინებში მდებარე ვულკანი “ტაალი” ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვულკანია მსოფლიოში.

მეტი...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ, მათ ხელში არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენები შეფასდა როგორც მაღალი რისკის შემცველი და ევროპულ ავიაკომპანიებზე გაიცა რეკომენდაცია თავი შეიკავონ აღნიშნული საჰაერო სივრცის გამოყენებისგან. „ევროკავშირის საავიაციო უშიშროების რისკების შეფასების ინტეგრირებული ჯგუფის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროებისთვის არსებული რისკების და უკრაინული საჰაერო ხომალდის კატასტროფის სავარაუდო მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო…

მეტი...

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

აჭარის მაღალმთიანეთ სოფლებში, მეორე დღეა, გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. დაბაში კი დაახლოებით 10 სანტიმეტრია.  შუახევის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდა დაიწყო. მუნიციპალიტეტში ამ წუთებში 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: კვიახიძეები, კარაპეტი, ნიგაზეული, ნენია, უჩამბა, შუახევი-ჩირუხი, ხიჭაური-ნაღვარევი, გომარდული, ხიჭაური-ახალდაბა და წყაროთა. 

მეტი...

ერაყში, სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა

ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზას, სადაც ამერიკული კონტინგენტიც არის განლაგებული, შვიდი ჭურვი დაეცა. შემთხვევის შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა. მათ შორის ორი ოფიცერია.

მეტი...

ავსტრალიის ხელისუფლება ველური ბუნების აღსადგენად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს

ავსტრალიის ხელისუფლება ტყის ხანძრისგან გადამწვარი ველური ბუნების აღსადგენად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს. ავსტრალიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული თანხის ნახევარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ცხოველთა სახეობების გამრავლებას და მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნას მოხმარდება. მათ შორის კოალების, რომლებსაც სტიქიის გამო უკვე საფრთხე ემუქრება. მასშტაბური ტყის ხანძრები ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სტიქიამ 100 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი გადაწვა. ხანძარს 26 ადამიანი და მილიონობით ცხოველი ემსხვერპლა.

მეტი...

“განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება” – რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. თანამდებობა დატოვა. რაულ ხაჯიმბამ თანამდებობის დატოვების შემდეგ, განცახდება გასაკეთა. “ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება იყო, მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება,”-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას. განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში…

მეტი...

“ამერიკა – ირანის ურთიერთობების გართულება, საქართველოზეც აისახება” – ბრიგადის გენერალი

ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძის განცხადებით, ირანისა და ამერიკის დაძაბული ურთიერთობა, ეკონომიკურად შესაძლებელია საქართველოზეც აისახება. როგორც ამირან სალუქვაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ირანის და მიმდებარე ქვეყნების საჰაერო სივრცეზე უარის თქმა, ნავთობის გაძვირებას გამოიწვევს. მისი თქმით, ვაჭრობის მხრივ საქართველოს ირანთან არ აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რაც დიდ ზეგავლენას არ მოახდენს ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე. “ბრაზილიამ და საუდის არაბეთმა გააკეთა განცხადება, რომ არ გამოიყენონ ორმუზის სრუტე ნავთობის გადასაზიდათ. ამას შეიძლება მოჰყვეს ნავთობზე ფასების ზრდა. კეთდება განცხადებები ირანის და მიმდებარე ქვეყნების საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. თუ გართულდა ვითარება, ეკონომიურად ეს აისახება რეგიონზეც და საქართველოზეც.…

მეტი...