ბაკურიანში, საბჭოური მონეტების გამოყენების ფაქტს სუს-ის კომისია სწავლობს

ბაკურიანში, საბაგიროზე საბჭოთა კავშირის დროინდელი მონეტების გამოყენების ფაქტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმდჯომარეობით მოქმედი საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიით“  გათვალისწინებული კომისია იძიებს.  სუს-ის ცნობით, კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება. „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა. „მედიაცენტრ მთავარს“ დამსვენებელმა განუცხადა, რომ საბაგიროსთან, მგზავრებს ბილეთის სანაცვლოდ ე.წ. საბჭოთა მონეტებს აძლევენ, რითაც ხდება მგზავრობა.

მეტი...

„აუცილებელია, არსებობდეს  ზედა ან ქვედა ზღვარი, რომ მომსახურება კიდევ არ გაიზარდოს“ – დავით მესხიშვილი

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი თხევადი გაზის აირბალონიანი სისტემის შემოწმებაზე ზედა და ქვედა ზღვარის დაწესებას ითხოვს. როგორც მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა,  თუ ასე არ მოხდა, შესაძლებელია, არსებული მაღალი ფასი კიდევ გაიზარდოს. „ზოგადად, ავტომანქანების ტექინსპეტირების შემთხვევაში, არსებობს ელექტრონული პროგრამა, მეტნაკლებად, თანამედროვე მოდელი.  თხევადი გაზის აირბალონიანი სისტემის შემოწმების შემთხვევაში კი არანაირი პროგრამა არ არსებობს. გარკვეული ფურცლების გაცემა ხდება ძველი მეთოდებით. გაუმართავი სისტემის გამო, პროცესი, ერთი მანქანის შემოწმება 3-5 საათი გრძელდება, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა. გარდა ამისა, საკმაოდ მაღალია მისი ფასიც და 250 ლარი ჯდება. არ ვიცი, ეს თანხა საიდან დადგინდა. აუცილებელია,…

მეტი...

“ირანელები მშვიდდებიან და ეს კარგის ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვიდრე ის პრეზიდენტია, ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი. დონალდ ტრამპმა, ასევე, დაადასტურა რომ  ირანის მხრიდან ამერიკის ბაზებზე თავდასხმის დროს არავინ დაღუპულა. „ვიდრე პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ამერიკელები არ დაშავებულან დაბომბვის შედეგად და სამხედრო ბაზებზე მინიმალური ზარალია. ირანელები მშვიდდებიან და ეს კარგის ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის. როდესაც ირანი ახდენდა რეგიონის დესტაბილიზაციას, ეს დრო დასრულდა. ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ხოცვაზე. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი იყო პასუხისმგებელი აშშ-ის საელჩოზე თავდასხმასა და ბაზაზე თავდასხმაში. ის გეგმავდა ახალ თავდასხმას, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ. უნდა შეგვეჩერებინა…

მეტი...

“ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდა შევძელით და რეზერვუარების შევსება დავიწყეთ” – გრიგოლ მანდარია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა ურთულესი სამუშაოები განახორციელა, რის შედეგადაც მოიძებნა დამატებითი წყარო რეზერვუარების შესავსებად და დებიტი უკვე გაზრდილია. თუმცა, მიმდინარე სამუშაოებისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემები, რისი აღმოფხვრაც პარალელურად მიმდინარეობს. „უკვე დავიწყეთ წყლის ცენტრალური რეზერვუარის შევსება, რომლის დასრულებას რამდენიმე საათი დასჭირდება. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ მოხდება წყლის ქსელში გაშვება“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში ბაკურიანის ძირითად ნაწილს წყალი სტაბილურ რეჟიმში მიეწოდებოდა. წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ სასტუმროებს „რუმსს“, „მგზავრებსა“ და „პანორამას“, ასევე წაქაძისა და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილს.

მეტი...

მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე, ინციდენტში მონაწილე მეორე პირიც დააკავეს

ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული  საქმეზე ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელის, ზურა ფოფხაძის თანმხლები პირია. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით დაკავებულია ვ.ბ. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ.წ. იმყოფებოდნენ…

მეტი...

9-10 იანვარს საქართველოში ითოვებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში  თოვლია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

მეტი...

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. მისივე თქმით, დეკანოზის უფლებები საკანში სათანადოდ დაცული არ არის. დეკანოზის ადვოკატის თქმით კი, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დეკანოზმა სამედიცინო დახმარება ვერ მიიღოს. “ცალი მხარე საერთოდ უმოქმედოა. მარჯვენა ხელ-ფეხი უმოქმედო აქვს, ფორმაც კი დაკარგული აქვს, მარცხენა და მარჯვენა ერთმანეთისგან განსხვავდება. გადაადგილება კი არა, საკაცით ჩამოჰყავთ, რა გადაადგილებაზეა ლაპარაკი?,” – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

მეტი...

“შეწყვიტეთ პატრიარქის ლანძღვა-გინების ტირაჟირება, ძალიან ცუდად მოგიბრუნდებათ” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს, პატრიარქის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებების ტირაჟირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. გოგა ხაინდრავამ პრესკონფერეციაზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია მეორე საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს შორის, ყველაზე ღირსეულია. „მე თქვენ მოგმართავთ პირველ რიგში, რადგან თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული – შეწყვიტეთ პატრიარქის ლანძღვა-გინების ტირაჟირება, ძალიან ცუდად მოგიბრუნდებათ ყველას, ეს არ არის მარტო ინფორმაციის გავრცელება, ეს არის ცილისწამების გავრცელება, ალბათ, ყველაზე ღირსეული ადამიანის წინააღმდეგ, ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს. ვიმეორებ – მსგავსი ღვაწლის და ისტორიის პატრიარქი დღეს მსოფლიოში არ არსებობს და მსოფლიო ისტორიაში ძალიან ცოტა მოინახება. ამიტომ არის…

მეტი...

ბაკურიანში საბაგიროთი მგზავრობა საბჭოთა მონეტებით ხდება

ბაკურიანში, ე.წ. 25-იანებთან საბაგიროს გამოყენება რუსული საბჭოთა მონეტებითაა შესაძლებელი. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დამსვენებელმა განუცხადა, საბაგიროსთან, მგზავრებს ბილეთის სანაცვლოდ ე.წ. საბჭოთა მონეტებს აძლევენ, რითაც ხდება მგზავრობა. „ე.წ. 35-იანებთან, ქართული ლარის გადახდის შემდეგ, ბილეთს კი არ გაძლევენ გაძლევენ საბჭოთა მონეტებს და ამ მონეტებით შეგიძლია ე.წ. კანატკით ისარგებლო. სხვა საშუალება აქ არ არსებობს. გავოგნდი ეს რომ ვნახე. ანუ,  ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს“ – განუცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა „მედიაცენტრ მთავარს“.    ეკონომიკის სამინისტროში მსგავს ფაქტს არ ადასტურებენ და აცხადებენ. რომ  მთის კურორტების განვითარების კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ მოქცეულ საბაგიროებზე მსგავსი არაფერი ხდება. მათივე…

მეტი...

ფოთში, 24 წლის გიორგი თავბერიძეს მეხუთე დღეა ეძებენ

ფოთში, ახალგაზრდა მამაკაცს მეხუთე დღეა ეძებენ. ახლობლების თქმით, 24 წლის გიორგი თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა. ბოლოს ის ვიდეოთვალმა რვა მარტის ქუჩაზე დააფიქსირა, სადაც ხიდზე ფეხით გადაადგილდებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

“ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ბერძენიშვილებისა და პეტრე ცაავების ხელით” – გოგა ხაინდრავა

”დავით ბერძენიშვილი არის ჩამოყალიბებული ნაძირალა, უღმერთო კაცი, რომლის გამონათქვამებზე არ ვაპირებ არანაირი კომენტარის გაკეთებას, რადგან ანტიქრისტეს ძალები კარგად არის ნაცნობი და სათავეში უდგას ზუსტად ეს მოძრაობა”, – ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა დავით ბერძენიშვილის მიერ პატრიარქის მისამართით გაკეთებულ განცხადებას “მედიაცენტრ მთავარში”. ხაინდრავას თქმით, “რესპუბლიკელები” მოქმედებენ ისე, როგორც ეს აწყობს რუსეთს. “ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ბერძენიშვილების ხელით, პეტრე ცაავებისა და კიდევ დანარჩენების ხელით, მანტიას ამოფარებულები. მათ ჰგონიათ, რომ არ ვიცით, ისინი ვის ემსახურებიან, რა ძალებს და საიდან მოდის ეს შეკვეთა ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ყველაზე გამორჩეულად, ქართველი პატრიარქის დისკრედიტაციაზე. პირველ რიგში, ეს რუსეთს აწყობს და…

მეტი...

სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს. განაცხადების შევსება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მიმდინარეობს. განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა სასწავლებლიდან, ჩარიცხვის წლისა და სწავლის დასრულების ზუსტი თარიღის მითითებით; განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; განაცხადის მიღების თვეში აღებული ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა მონაცემთა ბაზიდან (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სოციალურად დაუცველია); კერძო ტრანსპორტის მოთხოვნის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი მაგალითად, შეზღუდვის დამადასტურებელი ცნობა, ფორმა…

მეტი...

ექიმები, იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში, გრიპის ვირუსის მორიგ ტალღას ელოდებიან

ექიმები იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გრიპის ვირუსის მორიგ ტალღას ელოდებიან.  მედიკოსების თქმით, მაღალი ცხელების, გახშირებული სუნთქვის, პირღებინების დროს პაციენტებმა უარი უნდა თქვან თვითმკურნალობაზე და მიმართონ ექიმს. „დეკემბრის ბოლოსთან შედარებით, ახლა სტაბილურია მდგომარეობა. ზრდის ტენდენცია ამ ეტაპზე არ გვქონია, თუმცა მაინც ველოდებით მეორე ტალღას. როგორც წესი, ეს არის იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისი. ამ პერიოდში არის ხოლმე მეორე ტალღა. დღევანდელ სიტუაციაში, სხვა რესპირაციულ ინფექციებთან ერთად, საკმაოდ ხშირია გრიპის ვირუსით მომართვიანობა. ჩვენი კლინიკის ბაზაზე გაცილებით მეტია „ბე“ ტიპის ვირუსი. H1N1-ის სიხშირე შედარებით იშვიათია და ასევე, შედარებით იშვიათია „ა“ ტიპის ვირუსით მომართვიანობის შემთხვევები.…

მეტი...

“თუ ორივე არ დაისჯება, ვინც აფარებს ხელს, იმასაც დავხოცავ, მთლიან ოჯახთან ერთად” – გარდაცვლილი მურად წურწუმიას ბიცოლა

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს მოკლული 24 წლის მურად წურწუმიას ოჯახი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთან ერთად, შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი პირის დაკავებასაც ითხოვს.  “მე იმას ვითხოვ, რომ ორივე დაისაჯოს სამუდამოდ. სამუდამოდ თუ არ დაისჯებიან, მე არავის არ ვაპატიებ. ეს არის ჩემი მოთხოვნა. ის ერთი თავის თავზე იღებს, მე ვიყავიო,” – ამბობს მურად წურწუმიას დედა. ორივე პირის სამუდამო პატიმრობას შეფარდებას ითხოვს გარდაცვლილი მურად წურწუმიას ბიცოლა, სიმა არაბოვაც. “მე მინდა, რომ ორივე დაისაჯოს სამუდამოდ, სიკვდილამდე. თუ არ დაისჯება, ის ვინც აფარებს ხელს, იმასაც დავხოცავ, მთლიან ოჯახთან ერთად,” – აცხადებს მურად წურწუმიას…

მეტი...

ვლადიმერ პუტინი თურქეთში გაზსადენს ხსნის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთში გაზსადენს ხსნის. 935 კილომეტრიანი “თურქული ნაკადით” გაზის ტრასპორტირება თურქეთში მოხდება. მილსადენი ბუნებრივი აირით თურქეთსა და ევროპას მოამარაგებს. საზეიმო ცერემონიას თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები დაესწრებიან. მილსადენის ასაშენებლად 8 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

მეტი...

“შეგვიძლია, ვეტ-ექიმები გავაგზავნოთ, თუ საჭიროება დადგება” – ზურაბ გურიელიძე ავსტრალიის ხანძარზე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, საქართველოს ზოოპარკს, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ცხოველების შეფარება შეუძლია, თუმცა ამისი აუცილებლობა  დღეს არ დგას. როგორც ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაღუპული ცხოველების აღდგენის პროცესში, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ზოოპარკი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა საქართველოს მხოლოდ 3 სახეობის ავსტრალიური კენგურო ჰყავს, რომელიც ღია ლანდშაფტის ბინადარია და ხანძრის ადგილას ისინი არ იმყოფებიან. „საჭიროება დადგება თუ არა, ცხოველების აღდგენის პროცესში საქართველომ მიიღოს მონაწილეობა ვერ გეტყვით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახეობის რაოდენობა კატასტროფულად ეცემა, მსოფლიოს ყველა ზოოპარკი ჩაერთვება პროცესში. ზოოპარკები, რომლებსაც შესაბამისი სახეობები ჰყავთ,…

მეტი...

ირანისა და ამერიკის დაპირისპირების ფონზე ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ფონზე, აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები შემცირდა. ნიკეის ინდექსი 2.3 პროცენტამდე დაეცა, რაც გასული წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დოუ ჯონსის ინდექსი კი 350 პუნქტით შემცირდა. პარალელურად, ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში მწვავე პოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასმა 5%-ით მოიმატა. ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ თითქმის 72 ამერიკულ დოლარს მიაღწია. 

მეტი...

„ზღვარს გადასული ქმედება, თავხედობა“ – დავით მესხიშვილი თხევად გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმების გადავადებას ითხოვს

2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმა, რომელიც თხევად გაზზე მომუშავე ავტომანქანების ტექდათვალიერებას ითვალისწინებს, ავტომფლობელებისთვის ე.წ. ნაღმი აღმოჩნდა. მომსახურების ცენტრები არ არსებობს, სახელმწიფო მძღოლებს კი თხევად გაზზე შემოწმებას სთხოვს. ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია კი პრობლემის მოგვარებამდე საკითხის გადავადებას ითხოვს. არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა. „დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ ვერ შესთავაზა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ავტომფლობელებს, გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი არ არის აღნიშნული მომსახურება. ამიტომ, ყველაზე ლოგიკური გამოსავალი იქნება აირბალონიანი სისტემის შემოწმების გადავადება. მძღოლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ამის შესახებ იმდენად, რამდენადაც პროცესი არის მოუმზადებელი, მით…

მეტი...

“კოალა შესაძლოა, გადაშენების პირას მყოფი სახეობა გახდეს” – ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ავსტრალიაში გაჩენილი ხანძრისას  დაღუპული კოალების შედეგად, ის შესაძლოა გადაშენების პირას მყოფი სახეობა გახდეს. როგორც ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  მსოფლიოს ყურადღება კოალებზეა მიმართული, თუმცა, შესაძლოა სხვა სახეობები, ბევრად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. მისი თქმით, კოალას, როგორც სახეობის სტატუსი გაიზრდება. “ყველაზე მძიმედ, რომელ ცხოველზეც იმოქმედა ხანძარმა, ესაა კოალა. მსოფლიოს  ყურადღება, სწორედ კოალასკენაა მიმართული, თუმცა, იქ სხვა სახეობებიც არიან, რომლებიც იმდენად პოპულარულები და საყვარლები არ არიან, როგორც კოალა. შესაბამისად, ყურადღება მათ მიმართ ბევრად ნაკლებია. შესაძლოა, ისინი ბევრად მძიმე მდგომარეობაში იყვენენ. სიდნეის უნივერსიტეტის ინფორმაციით, განადგურდა კოალას…

მეტი...

“ავსტრალიაში ხანძარი ტყის მასივების ჩეხვამ გაამძაფრა” – ზურაბ გურიელიძე

თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ავსტრალიის ტყეში გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე და იქ ბინადარ ცხოველებზე ისაუბრა. ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ავსტრალიაში, ხანძრის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებში, დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანებს, რომლებიც ანადგურებენ ტყის მასივებს. მისი თქმით, ეკოსისტემა აღარაა ჯანსაღი, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზე. „ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც გაამძაფრა ავსტრალიაში ხანძრის შედეგები, ესაა ტყის მასივების განადგურება ადამიანის მიერ. შესაბამისად, ვერ ხდება თითოეული ცხოველის კონცენტრაცია მათთვის შესაფერის ადგილებზე. ასეთ შემთხვევებში, ნებისმიერი კატასტროფული მოვლენა, როგორიცაა ხანძარი, ეპიდემია, გაცილებით მძიმედ აისახება, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ცხოველები თანაბრად იქნებიან გადანაწილებული.  ტყის ხანძრები, მათ…

მეტი...

სამოქალაქო საზოგადოება ალტერნატიულ „შავ სიას“ ადგენს – გოგა ხაინდრავას საგანგებო განცხადება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში იდევნებოდნენ, რეპრესიებს განიცდიდნენ და ე.წ. შავ სიაში ირიცხებოდნენ, იმ სიებისა და ისტორიების შეგროვებას, გამოქვეყნებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნას აანონსებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გოგა ხაინდრავამ გააკეთა და აღნიშნა რომ ამ სიაში, მინიმუმ 350 000 პრობაციონერი მოხვდება. „გავიგეთ, რომ „შავი სიების“ გამოქვეყნება დაიწყეს „ნაცისტებმა“. ეს არ არის ახალი მოვლენა საქართველოში, სიებიც არ არის ახალი. ეს სიები სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის დროს  „სეიფებში“ ედოთ. უფრო ადრე, მსგავს სიებს. 20-იან წლებში ადგენდნენ ბოლშევიკები, მათი იდეური წინაპრები, ვინც დღეს ამ სიებს ადგენს და ამ სიების შედეგად, ჩვენი…

მეტი...

უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილ “ბოინგ 737”-ის ბორტზე მყოფი 180-ივე მგზავრი გარდაიცვალა

უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილ “ბოინგ 737” ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს. ბორტზე დაახლოებით 180 ადამიანი იმყოფებოდა, თვითმფრინავი თეირანის იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრინდა და მალევე ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის კიევის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, თუმცა გაჩენილი ხანძრის გამო სამუშაოს შესრულება ვერ ხერხდება.

მეტი...

„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში  ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმაზე განცხადებას აკეთებს და წერს, რომ ამ ეტაპისთვის, ყველაფერი წესრიგშია. „ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა,“ – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. ინფორმაციისთვის, ირანმა, ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე  სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი ადასტურებს, რომ ეს იყო შურისძიება ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის.

მეტი...