“დიპლომატიის დროა“ – ზალკალიანი აშშ-ირანს შორის არსებულ დაძაბულობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის, ,დიპლომატიის დროა. „ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა“, – განაცხადა ზალკალიანმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. „შეშფოთებულნი ვართ ერაყში ძალადობით, ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას“, – აღნიშნული იყო დავით ზალკალიანის განცხადებაში.

მეტი...

წნორში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

წნორში, გუშინ მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 28 წლის ილიკო გურაშვილს ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ, მოკლულის სახლის ძარცვასაც ედავება. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ მკვლელობის ნაწილში აღიარებს. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი დეიდის, 50 წლის ირინა ხაილოვას მკვლელობის და მისი სახლის ძარცვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება 109- მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...

“სპარსეთის ყურეში კიდევ ერთ ომს მსოფლიო ვერ გადაიტანს” – გაეროს წარმომადგენელი აშშ-ირანის კონფლიქტზე

“შეერთებულმა შტატებმა გენერალ ყასიმ სულეიმანის მოკვლით ირანს ომი გამოუცხადა” – ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ, “ქუდსის” ლიდერის ​ ყასიმ სულეიმანის ლიკვიდაციას. “ომი ჯერ კიდევ ეკონომიკური სანქციებით შემოღებით დაიწყო აშშ-მა, ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს თითქოს გუშინ ღამით არაფერი მომხდარა. ამისთვის სასტიკად ვიძიებთ შურს, თუმცა დეტალებზე არ ვისაუბრებ. ყოვლად მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ირანის გავლენიანი გენერლის მოსაკლავად სუვერენული სახელმწიფოს – ერაყის ტერიტორია გამოიყენა,” – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დღეს, ბაღდადში გენერალ ყასიმ სულეიმანს და ამერიკული თავდასხმის დროს გარდაცვლილ ერაყის პოლიციის მეთაურს ეთხოვებიან. სამგლოვიარო პროცესს ათასობით ადამიანი დაესწრო. სულეიმანის ცხედარს ირანში გადაასვენებენ, დღეს იქ “ქუდსის” ლიდერის…

მეტი...

“გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია. როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დეკემბრის ბოლო სამ კვირაში ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 312 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „მწვავე რესპირატორული ინფექციებით შარშან თუ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 40% იყო, წელს ეს მაჩვენებელი 19%-ია. ანუ ეს მიუთითებს, რომ შედარებით კლინიკურად მსუბუქად მიმდინარეობს გრიპი წელს და ეს გამოწვეულია იმით, რომ ცირკულირებს ქვეყანაში უპირატესად „ბ“ ტიპის გრიპის ვირუსი, რომელიც „ა“ ტიპის გრიპის ვირუსთან შედარებით ხასიათდება შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით. ქვეყანა დღეს დაახლოებით რვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, აქედან გრიპის ვირუსი არის „ა“ და…

მეტი...

“დეკანოზის შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპატრიარქოს მხრიდან ყველა საჭირო დოკუმენტი გადაგზავნილია” – ანდრია ჯაღმაიძე

“საპატრიარქოს რაც ჰქონდა შესასრულებელი სინოდის გადაწყვეტილების შემდგომ, რამდენიმე დღეში გაიგზავნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო შესაბამისი შუამდგომლობის წერილი”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მათთვის უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტი ამჯერად მათ რეკომენდაციას. “უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს მიერ დაყენებული ძალიან მრავალი შუამდგომლობიდან დაკმაყოფილებული არის მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 5%. ეს ფორმატი აქვს საპატრიარქოს, რომ შუამდგომლობა დააყენოს, სხვა ფორმატი არ გვაქვს, ამიტომ დანარჩენი უკვე უნდა დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ეკლესიას ნუ განვიხილავთ როგორც რაღაც მხოლოდ საზოგადოებრივ ინსტიტუციად, რომელსაც შეუძლია, რომ მერე კიდევ…

მეტი...

“ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. „უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია. მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლისა და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას მილოცვაში. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 87 წელი შეუსრულდა.

მეტი...

სამდღიანი შეფერხების შემდეგ, გუდაურში წყალი მოვიდა

სამდღიანი შეფერხების შემდეგ, გუდაურში წყალი მოვიდა. ამ დროისთვის, ზამთრის კურორტს წყალმომარაგება სრულად აღუდგა. თუმცა, შექმნილი პრობლემის გამო, ტურისტების ნაწილმა გუდაური უკვე დატოვა. ტურისტები, რომლებიც კურორტს გუშინ ესტუმრნენ ამბობენ, რომ წყალმომარაგების პრობლემით ისინი, განსაკუთრებულად არ დაზარალებულან.  წყალმომარაგების კომპანიამ შეფერხება წყლის მარაგის სიმცირით ახსნა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში დამსვენებლებს წყალს ცისტერნებით აწვდიდნენ.

მეტი...

ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ექიმის ინფორმაციით, გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადმოყვანილი, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა. „ამჟამად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან. ყველა სასიცოცხლო ფუნქცია სტაბილურია. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ორივე კონტაქტურია და სავარაუდოდ, მალე გავწერთ კლინიკიდან. სამედიცინო დახმარება თავის დროზე იქნა გაწეული და შესაბამისად, მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური“, – აცხადებს კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი კაჭახიძე. ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში გუშინ გადმოიყვანეს.

მეტი...

სამხედროებმა მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე ინფორმაცია მოიძიეს და საკუთარი სურვილითა და ძალისხმევით მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეიძინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქციები თბილისში, დაბა ვაზიანის დასახლებაში, ახალციხეში, გორში, კასპში, წეროვანში, ქუთაისში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში ჩაატარეს.

მეტი...

“ვიმოქმედეთ ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად” – ტრამპი

“გასულ ღამეს ჩვენ ვიმოქმედეთ ომის შესაჩერებლად და არა ომის დასაწყებად”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი ადრე უნდა გაენეიტრალებინა და უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყასემ სოლეიმანი ხელმძღვანელობდა პროტესტის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს ირანში, სადაც 1 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი აწამეს და მოკლეს. „მე ღრმა პატივისცემა მაქვს ირანელი ხალხის მიმართ. ეს ღირსშესანიშნავი ხალხია, შესანიშნავი მემკვიდრეობით და უსაზღვრო პოტენციალით. ჩვენ არ ვცდილობთ რეჟიმის ცვლილებას, თუმცა ირანის რეჟიმის აგრესია რეგიონში, მათ შორის მარიონეტული ძალების გამოყენება მისი მეზობლების დესტაბილიზაციისთვის, უნდა დასრულდეს და უნდა…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ფონდმა “ქართუმ” გადაჭრა

გიორგი გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებისა და მკურნალობის ხარჯებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერილს აქვეყნებს. “მედიაცენტრი მთავარი” წერილს უცვლელად გთავაზობთ: “სალამი მეგობრებო,მოკლედ, ასეთი ამბავია, ჩემი ძმა ცოტნე გამსახურდია, თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად. დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი “ქართუს” მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო პირადად…

მეტი...

დღეს, პატრიარქის დაბადების დღეა – ილია მეორეს 87 წელი შეუსრულდა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 87 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაასრულა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1960 წელს დაასრულა. 1957 წლის 16 აპრილს თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. კათოლიკოს-პატრიარქ…

მეტი...