იაშვილის კლინიკაში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის ექიმის ინფორმაცით, საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსი. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პაციენტს დახმარება გავუწიოთ და ამისთვის მზად ვართ. ადგილების რაოდენობა საკმარისი გვაქვს“,- განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, გადაუდებელი მედიცინის ექიმმა თამარ ყიყიშვილმა.

მეტი...

საქართველოს მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა

ტურისტული სეზონის პიკზე ქვეყნის მთავარ სამთო კურორტებზე წყლით მომარაგების პრობლემა შეიქმნა. ბაკურიანი, ახალი წლის პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდათ. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ტურისტების გაზრდილი რაოდენობის გამო, ბაკურიანში წყლის მოხმარებამ მოიმატა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის წნევა არასაკმარისი იყო, რამაც წყალმომარაგებაში შეფერხება გამოიწვია. კომპანიის ინფორმაციით, მათი ჯგუფი ორი დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად. პარალელურად კი ამავე პერიოდში წყალი მიეწოდებოდა წყალმზიდების საშუალებით და ივსებოდა რეზერვუარები, რათა არსებული პრობლემა დროულად მოგვარებულიყო. კომპანიის ინფორმაციით, გაწეული სამუშაოების შედეგად, დღეს დილიდან ბაკურიანს წყალი სტაბილურად მიეწოდება. რაც შეეხება გუდაურს, კომპანიის ცნობით,…

მეტი...

ახალი წლის დღეებში პიროტქენიკით 81 ადამიანი დაშავდა

31 დეკემბრისა და პირველი იანვრის პიროტექნიკით 81 ადამიანი დაზიანდა. 112-ში კი საქართველოს მასშტაბით, 124 ზარია შესული. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, 31 დეკემბრისა და პირველი იანვრის მონაცემებით, თბილისში პიროტექნიკით დაზიანების 48 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რეგიონებში – 33. ახალი წლის დღეებში 8 ბავშვი შეიყვანეს იაშვილის სახელობის კლინიკაში, მათგან ერთი გაწერეს. ერთ-ერთ დაშავებულ მცირეწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

მეტი...

2020 წლის პირველი ახალშობილი – დანიელი მომღერალ მარიკო ებრალიძეს გამთენიისას შეეძინა

დანიელ დოლიძე საქართველოში 2020 წლის პირველი ახალშობილია. მომღერალ მარიკო ებრალიძეს შვილი ხუთ საათზე, თბილისში დავით გაგუას კლინიკაში შეეძინა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ, დანიელი წონით 3.700 კგ-ა, სიმაღლით კი 52 სანტიმეტრი. დანიელი ოჯახში მეორე ბავშვია.

მეტი...

“იტალიაში, ქურდობის ფაქტზე, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს” – იტალიური მედია

იტალიური მედიის ცნობით, იტალიაში, ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს.

მეტი...

ავლაბარში ყვითელი ავტობუსი ხეს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავლაბარში. მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, ადგილზე დაიღუპა ავტობუსის მგზავრი, შუახნის ქალი. ავტობუსის მძღოლი დაშავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

მეტი...

2021 წელს, საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იქნება

2021 წელს საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს. ჩვენს ქვეყანასთან ერთად ევრობასკეტის მასპინძლები გერმანია, ჩეხეთი და იტალია იქნებიან. ტურნირზე ევროპის 24 ქვეყანა მიიღებს მინაწილეობას. გუნდები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან და ერთ-ერთი ჯგუფის შეხვედრები სწორედ საქართველოში ცატარდება. 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი 17-29 აგვისტოს ჩატარდება.

მეტი...

31 დეკემბერსა და პირველ იანვარს 112-ში ​​პიროტექნიკასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე 124 ზარი შევიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ​ახალი წლის ღამეს და პირველი იანვრის დღის საათებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით სულ 124 ზარი შევიდა. როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის პრესსამსახურში განაცხადეს, 31 დეკემბერს, ღამით ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით 51 შეტყობინება შევიდა, პირველ იანვარს, 14:00 საათამდე კი კიდევ 73 შეტყობინება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეტყობინებები ეხებოდა როგორც პიროტექნიკით დაშავებულებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა ინციდენტს.

მეტი...

“უნდა დამთავრდეს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია” – ილია მეორემ პუტინს მიმართა

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა – ილია მეორემ, საზოგადოებას ახალი 2020 წლის დადგომა მიულოცა.  მილოცვაში საქართველოს პატრიარქმა, რუსეთის პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს. “უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს, უნდა დამთავრდეს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, გისურვებთ ბედნიერებას, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”, – აღნიშნა პატრიარქმა. პატრიარქმა მილოცვაში საქართველოს მოსახლეობასაც მიმართა და შეახსენა, რომ ადამიანის ბედნიერება თავად ადამიანზეა დამოკიდებული, ასევე აღნიშნა, რომ მშობლების პატივისცემა შვილებისათვის დიდი ბედნიერებაა

მეტი...

რა ღირს ოქიტაშვილის ვარსკვლავი – „მედიაცენტრი მთავარის“ ექსკლუზივი

ცნობილი ადამიანებისთვის საქართველოში ვარსკვლავის გახსნა 2000 წლიდან დაიწყო და პირველი ვარსკვლავი, 19 მაისს ნინო რამიშვილს ფილარმონიის წინ გაუხსნეს. მას შემდეგ, დღემდე, სულ 150 ვარსკვლავი გაიხსნა და მითქმა-მოთქმაც არ წყდება. „მედიაცენტრი მთავარი“ დაინტერესდა, რა ღირს დათო ოქიტაშვილისგან ვარსკვლავის გახსნა და ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს თუ არა და ცნობილ და დამსახურებულ სახეებში ისეთებიც ხომ არ ხვდებიან, რომლებიც ვარსკვლავს ყიდულობენ?!

მეტი...