“ვისურვებ, რომ ახალი წელი იყოს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი” – პრეზიდენტის მილოცვა (ვიდეო)

“ვისურვებ, რომ ახალი წელი იყოს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა. „ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და სიმშვიდეს თქვენს ოჯახებსა და ქვეყანაში! 2019 წელი დასრულდა ჩვენი ერთიანობით და ამ ერთიანობით მიღწეული შედეგით! ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითი გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ ყველაფრის მიუხედავად; დაძაბულობისა თუ პოლარიზაციის მიუხედავად, რომელიც ასე გვთრგუნავს, მაინც შევძელით საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს ის მოვლენაა, რომელზეც ამ ახალ წელს უნდა დავფიქრდეთ და დავიჯეროთ, რომ სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია! 2019 წელს დაგვაკლდა სიმშვიდე; დაძაბულმა გარემომ…

მეტი...

“2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი” – პრემიერის მილოცვა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თანამემამულეებს ახალ წელს ულოცავს. „ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ დამდეგ 2020 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს სამშობლოს. ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას – თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას. განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ; ასევე, თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურყევი რწმენით, რომ ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს“, –…

მეტი...

აშშ-ის საელჩო საქართველოს ახალ წელს გია ყანჩელის კომპოზიციით ულოცავს (ვიდეო)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს. საელჩომ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და საელჩოს თანამშრომლები მონაწილეობენ. ისინი გია ყანჩელის ცნობილ კომპოზიციას „ის აქ არის“ ასრულებენ.

მეტი...

პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და პენსია იზრდება

პირველი იანვრიდან სოციალური პაკეტები და პენსია იზრდება. გაზრდილ სოციალურ პაკეტს 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს. საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით. აღნიშნული ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე). ამ მიზნისთვის საჭირო თანხის წლიური ოდენობა 35 მლნ. ლარამდეა. 2020 წლის პირველი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირებიც. სოციალური პაკეტებისა და პენსიის ზრდა პირველი ივლისიდანაც მოხდება, როდესაც 70 წელს ზემოთ პენსიონერების, 18…

მეტი...

2020 წლიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდა.  სააგენტო შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებსა და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს. ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტო კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობასაც გეგმავს. აქამდე დასაქმება „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ფუნქციებში შედიოდა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაცია 2019 წლის 24 დეკემბერს გაიმართა.

მეტი...

საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებლით მგზავრობა დღეს უფასოა

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზა“ დღეს მგზავრებს საგარეუბნო მიმოსვლის ყველა მატარებლით უფასო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის ინფორმაციით, უფასოდ გადაადგილება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებით: მატარებელი ნომერი – 606/605 თბილისი-ნიქოზი- თბილისი; ნომერი 611/612 თბილისი-სადახლო-თბილისი; მატარებელი ნომერი 613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი; ნომერი 618/617თბილისი-ბორჯომი-თბილისი; მატარებელი ნომერის 633/634 ქუთაისი I-საჩხერე-ქუთაისი I; ნომერი 635/636 ქუთაისი I-საჩხერე-ქუთაისი I; ნომერი 677/678 ქუთაისი I-თბილისი-ქუთაისი I ; მატარებელი ნომერი 684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; ნომერი 686/685 თბილისი-ბორჯომი- თბილისი; ნომერი 698/697 ქუთაისი-ზუგდიდი-ქუთაისი. გარდა ამისა, მგზავრობა უფასოა მიმართულებებზე: მატარებელი ნომერი 6314/6313 ქუთაისი I-სამტრედია- ქუთაისი I; ნომერი 6323/6324 ქუთაისი I-ტყიბული-ქუთაისი I; მატარებელი ნომერი 6325/6326 ქუთაისი I-ტყიბული- ქუთაისი…

მეტი...

პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ერთი ბავშვი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ხოლო შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მკურნალობას განაგრძობს. ყველა მათგანს დაზიანება კიდურების არეში აქვს მიღებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, თითების ამპუტაცია დასჭირდა ერთ მცირეწლოვანს.

მეტი...

დღეიდან მანქანებზე განთავსებული აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება

2020 წლის 1 იანვრიდან მანქანებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება, სავალდებულო გახდება. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტექდათვალიერება კი მფლობელებმა 1 აპრილამდე უნდა მოასწრონ. ამ ვადის გასვლის შემდეგ, საჭის გადატანა იკრძალება. 2021 წლის 1 იანვრიდან კი, მარჯვენასაჭიან ტაქსებს მოძრაობის უფლება აღარ ექნებათ. “ჩვენ სახეზე გვაქვს რეგულაციების ახალი ტალღა, სადაც საუბარია ავტომობილში საჭის გადატანაზე, იცვლება პარამეტრები ავტომობილის მწარმოებლის მიერ, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხიც. ვერგაივლის ტექინსპექტირებას  სატრანსპორტო საშუალება თუ ის თხევად აირზე მუშაობს და არ ექნება სპეციალური შემოწმება ცენტრში, რომელსაც აქვს აკრედიტაცია, რომ შეამოწმოს, თხევადი აირის აუზი და მისი…

მეტი...