თურქეთში, ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა

თურქეთის რესპუბლიკაში ქალაქ ჩანქირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.  მათი ცნობით, სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. “დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება”, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მეტი...

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს პოლონეთთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მოსკოვსა და ვარშავას შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის პირველმა პირმა თქვა, რომ ჩეხოსლოვაკიის გაყოფაში პოლონეთი მონაწილეობდა, საბჭოთა ჯარები კი ვარშავაში მას შემდეგ შევიდნენ, რაც პოლონეთის მთავრობამ ჯარზე კონტროლი დაკარგა. მორავეცკი კი აცხადებს, რომ ნაცისტური გერმანიის აგრესია პირველმა პოლონეთმა გამოსცადა.

მეტი...

დღესასწაულებთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზამ დამატებითი რეისები დანიშნა

„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით დამატებითი რეისები დანიშნა. თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება – 2020 წლის 3, 4, 5, 6 და 7 იანვარს. „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით განრიგები იქნება შემდეგნაირი:  თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:30 საათზე, ხოლო ზუგდიდიდან გამოვა 19:10 საათზე და თბილისში ჩავა 00:35 საათზე. თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 გავა 10:30 საათზე და ბათუმში ჩავა 15:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან გამოვა 17:00 საათზე და თბილისში, 22:00 საათზე ჩავა.

მეტი...

“როგორც საკუთარი ყურების ნახვას უსარკოდ, რუსები ამას ვერასოდეს ეღირსებიან” – ნათელაშვილი რუსეთთან დიალოგზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებას “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ეხმაურება. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები რუსეთთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს. “ყოველგვარი მოლაპარაკებები რუსეთის მმართველ ელიტასთან შეიძლება დაიწყოს ერთადერთი პირობით, ცნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არა იმ პირობით, რომ ჩვენ ვაღიაროთ ე.წ. ახალი რეალობა, საქართველოს ადგილას სამი სუვერენული სახელმწიფო. ამას, როგორც საკუთარი ყურების ნახვას უსარკოდ, რუსები ვერასოდეს ეღირსებიან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ დაიწყოს მოლაპარაკებები პირობის გარეშე, რომ საქართველო არის ერთიანი და განუყოფელი,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ…

მეტი...

“კიდევ ერთხელ აშკარა ხდება საოკუპაციო რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანის ინტერესებს არაფრად აგდებს” – ქეთევან ციხელაშვილი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდ პრობლემას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს შეუქმნის, რადგან მისი თქმით, ყველაზე მეტად სწორედ მათ სჭირდებათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არაფრად აგდებს. “კიდევ ერთხელ, აშკარა ხდება თვითონ საოკუპაციო რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანის ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არაფრად აგდებს, როგორც ჩანს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 6-ჯერ და 7-ჯერ მეტი ადამიანი ზარალდება ამ შეზღუდვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვისაც სურს გადმოსვლა.…

მეტი...

გოზინაყი გივი თარგამაძისგან (რეცეპტი)

როგორც გაირკვა, გივი თარგამაძე საკმაოდ გამოცდილი კულინარია. ამ საახალწლოდ მის მიერ მომზადებული გოზინაყი ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა და მან რეცეპტიც გაუზიარა ფეისბუქმომხმარებლებს: – ნიგოზს ჯერ ცოტათი ხალავ, მერე ჭრი. თაფლი – მაწვნის ქილა 2/3, ცოტა მეტი – 1 კილო ნიგოზი. თაფლს ქვაბში ასხამ, ნელ ცეცხლზე სულ ურევ. წამოდუღებას რომ დაიწყებს, აწვეთებ ცივ წყლიან ჭიქაში. როცა წვეთი იკვრება, დროა და აყრი ნიგოზს. სულ ურევ, სანამ არ შეიკვრება კარგად. ამორევაზე მთელი მასა რომ წამოყვება, მზადაა. დასველებულ დაფაზე ამოიღებ და ჯერ დასველებული ხის კოვზით გაშლი, მერე დასველებული გასაბრტყელებლით დაიყვან საჭირო სისქემდე, დაჭრი რომბებად და…

მეტი...

27 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში 9 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა. მარიამ ქვრივიშვილმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა და გასული წლის სტატისტიკური მონაცემები მიმოიხილა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში უკვე დაფიქსირდა 9 მილიონზე მეტი ტურისტის შემოსვლა. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7%-ით გაზრდილია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. “მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ვუმასპინძლეთ საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას. ეს არის 9 მილიონ 300 ათას ადამიანზე მეტი საერთაშორისო მოგზაური, ვინც 2019 წელს ეწვია საქართველოს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელიც შესაძლებელი გახდა მთავრობის, კერძო სექტორის, საერთაშორისო…

მეტი...

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მთავარი არხი” დაასანქცირა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მთავარი არხი” საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ. “კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო კანონმდებლობით…

მეტი...

“ბიძინა – ბიძინაა, ექვთიმე – ექვთიმეა, შედარებების გაკეთება არ მიყვარს” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კითხვაზე, განათლების მინისტრის მსგავსად, ფიქრობს თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია, პასუხად განაცხადა, რომ შედარებების გაკეთება არ უყვარს. “შედარებების გაკეთება არ მიყვარს. ბიძინა – ბიძინაა, ექვთიმე – ექვთიმეა. ორივეს ქვეყნისა და ხალხის წინაშე ძალიან ბევრი კარგი რამე აქვს გაკეთებული. ამიტომ შედარებები, ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა გამეკეთებინა და ხაზი გამესვა ამაზე”, – განაცხადა კალაძემ. განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. “ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია…

მეტი...

გრიპის გართულებების შემთხვევები, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკლებია

გრიპის სეზონური ვირუსებითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით ავადობის მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ადამიანი შეადგინა.  გასული კვირის მონაცემების თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის (წლის 52-ე კალენდარული კვირა) სტატისტიკას, რომელიც 277-ს შეადგენდა. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გასულ კვირაში ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მხოლოდ 19% მოდის გრიპსა და გრიპის მაგვარ დაავადებებზე, შარშან ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი თითქმის 42%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ინფექციის გართულებების მაჩვენებელი შემცირებულია. ზამთრის მიმდინარე სეზონზე, გრიპის გართულების გამო, გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

“შეცდომები იყო, უცებ რაც მახსენდება, გავრილოვის პარლმენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში დაჯდომა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2019 წლის საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა. კალაძემ მთავარ შეცდომად რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტი დაასახელა. “იყო რთული წელი, იყო გამოწვევები, მცდელობებიც კი იყო არეულობის და დაპირისპირების, თუმცა არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. შეცდომები იყო, უცებ რაც მახსენდება, გავრილოვის პარლმენტში შეყვანა და სპიკერის სავარძელში დაჯდომა, რამაც ახალგაზრდების გულისწყრომა გამოიწვია. თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენები, ამასთან კავშირში არ არის. ეს არის უპასუხისმგებლო, ოპოზიციის კონკრეტული ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რასაც მაშინ ვისმენდით პარლამენტში შევარდნასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

„აფხაზეთი (საქართველო)” – ბერძნულ ენაზე წიგნი გამოიცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროექტის ფარგლებში, გამოიცა ბერძნულ ენაზე წიგნი – „აფხაზეთი (საქართველო): ისტორია, პოლიტიკა, კულტურა“. წიგნი პოლიტოლოგიური ხასიათის სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომია, რომელშიც აღწერილია აფხაზეთის ეთნო-პოლიტიკური ისტორია, ასევე შეფასებულია აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური რეალობა და სხვა. ნაშრომი უკვე ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, რუსულ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. წიგნის ავტორები არიან: ჯემალ გამახარია და ლია ახალაძე, მთარგმნელი და რედაქტორი ბესიკ სილაგაძე.

მეტი...

“ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინასაახალწლოდ სამშობლოში დაბრუნება კარგ განწყობას ქმნის ” – გრიგორი კარასინი

რუსი სენატორი გრიგორი კარასინი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი წინასაახალწლოდ კარგ განწყობას ქმნის. “ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის წინასაახალწლოდ სამშობლოში დაბრუნება კარგ განწყობას ქმნის და გვაიმედებს, რომ ახალი 2020 წელი უფრო კონსტრუქციული იქნება, როგორც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებში, ასევე მთლიანად რეგიონში. ვიმედოვნებ, რომ ახალ წელს ქართულ პოლიტიკურ ძალებს აღარ ექნებათ მიზეზი რუსეთის და სხვა პარტნიორების მიმართ მტრული ურთიერთობები გააძლიერონ და ჩვენ ურთიერთობებში ახალ ნიშნულზე გავალთ,” – განუცხადა კარასინმა რუსულ მედიას.

მეტი...

მოქალაქეებს, რომლებიც ID ბარათზე უარს აცხადებენ, შეუძლიათ, ერთთვიანი პირადობის მოწმობები აიღონ

იუსტიციის სამინისტრო ID ბარათებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს. “უსაფრთხო დოკუმენტების გაცემის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებისა და, ამავე დროს, საკონსტუტიციო სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის…

მეტი...

თამაზ მეჭიაურმა საკუთარ თავს, საახალწლოდ, პრემია გამოუწერა – მუნიციპალიტეტმა ჯამში 36 250 ლარი ჯილდოს სახით გასცა

თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა, თავისივე ბრძანებით, საკუთარ თავს, ახალი წლის დადგომამდე 10 დღით ადრე, საახალწლო პრემია გამოუწერა. როგორც შესაბამის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თიანეთის მერი ფულადი ჯილდოს სახით, 2600 ლარს მიიღებს. ფულადი პრემიით დაჯილდოვდება ასევე, აპარატის ყველა თანამშრომელი. პრემიის საერთო რაოდენობა ჯამში, 36 250 ლარს შეადგენს. მათ შორის: თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ იარაჯული და მერის მოადგილე მარინა ხარხელაური – 1500-1500 ლარით დაჯილდოვდებიან, დანარჩენები თანამშრომლები კი, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი თანხის ოდენობით, 550-დან 1200 ლარამდე პრემიას მიიღებენ. „თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე და პროფესიულ საჯარო მოხელეებზე გაიცეს ფულადი ჯილდო ერთი თვის…

მეტი...

“მთავრობას და ოპოზიციას სხვადასხვაგვარად გვაქვს განაწილებული პასუხისმგებლობა” – პრემიერ-მინისტრი

2019 წელი საკმაოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა გვქონდა სერიოზული მიღწევებიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საკმაოდ მაღალი იყო პოლარიზაცია საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში, თუმცა ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლება როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის ერთიანი ჯაჭვია. „რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვაქვს გადანაწილებული პასუხისმგებლობა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ყველამ ერთად მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს, წინამორბედ მამუკა ბახტაძეს და მინისტრთა კაბინეტის…

მეტი...

თურქეთში მომხდარ ავარიაზე საქართველოს საკონსულო ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით,  ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბოლში. ინფორმაციას საქართველოს საკონსულო ავრცელებს.  საკონსულო ოპერატიულ კავშირზე იმყოფება თურქეთის სამართლადამცავ სტრუქტურებთან და ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირების შესახებ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია თურქეთის ერთი მოქალაქე და მძიმედ დაშავებულია თურქეთის 3 მოქალაქე, რაც შეეხება დანარჩენ 21 ადამიანს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მათ, აღენიშნებათ მსუბუქი დაზიანებები. 

მეტი...

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, 1 იანვრის 04:00 საათამდე, 76 მარშრუტზე 160 ერთეული ავტობუსი, საშუალოდ 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ტრანსპორტი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანს. 31 დეკემბერს, თბილისის მეტროს და საბაგირო „რიყე-ნარიყალას“ სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მგზავრებს უფასოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ამ რეჟიმში თბილისის მეტრო 31 დეკემბრის 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე იმუშავებს. „თბილისის მეტრო გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს შობის ღამესაც და მგზავრებს 04:00 საათამდე მოემსახურება. დედაქალაქის…

მეტი...

“ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა” – დავით ნარმანია

ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასებზე დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იმსჯელებს. სემეკმა სხდომაზე მომდევნო სამი წლის ტარიფები უნდა განიხილოს. როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრები ამბობენ, ფასების გადახედვა გეგმიურია და შესაბამისად ცვლილება არ იგეგმება. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას თქმით, რეგიონებისთვის სამომხმარებლო ტარიფები 6 თვის ვადით დადგინდება, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ტარიფების გადახედვა მოუწევთ. დავით ნარმანიას ვარაუდით, ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. “ძალიან დიდი მუშაობის და წვალების შედეგად მოვახერხეთ ის, რომ დაგვედგინა ტარიფები, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის ვადგენთ დროებით 6 თვის…

მეტი...

1 გარდაცვლილი და 22 დაშავებული – თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ავარიაში მოყვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში. ილგაზის რაიონში ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 31 მგზავრიიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 4-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. რაც შეეხება გარდაცვლილს, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, დაღუპული, საქართველოს მოქალაქეა, თუ არა. ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია “აკ კარადენიზს” ეკუთვნის.

მეტი...

6 დევნილ ოჯახს საახალწლოდ ბინები გადაეცა

6 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება.საცხოვრებელი ფართები მათ მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გადასცეს. მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2 ათასმა დევნილმა ოჯახმა მიიღო. მომდევნო წელს, ახალი საცხოვრებლის გადაცემა 2500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის იგეგმება.

მეტი...

ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის განცხადებით,  სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დეკემბრის თვეში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ა.ჯ., 1981 წელს დაბადებული რ.ა., 1970 წელს დაბადებული ჰ.ჯ., 1974 წელს დაბადებული კ.ჯ., 1992 წელს დაბადებული ა.მ. და 1976 წელს დაბადებული რ.ჯ. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ. დაკავებულების მიერ ჩადენილი…

მეტი...

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ჩასაფრებას ადგილი არ ჰქონია” – ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი

“ჩასაფრებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ჩასაფრებას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია,” – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა, რომან ნადირაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეს არ იყო წინასწარი განზრახვით ჩადენილი დანაშაული და ინციდენტიც სპონტანურად მოხდა: “იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ცოტნეს ჩაუსაფრდნენ და დახვდნენ, მოწმეთა ჩვენებებიც ცოტა სხვაგვარად მეტყველებს. გამოძიების კომპენტენციაში არ ჩავერევი, მაგრამ ჩასაფრებასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ჩასაფრებას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია. 15-20 წუთიც, რაზეც საუბრობენ, არის ზოგადი ვერსია. შესაბამისად, ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამდენ…

მეტი...

“ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, საჭიროებს ოპერაციას” – ადვოკატი

“დღეისათვის ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ფეხზე, რომელზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული, დაფიქსირებული აქვს დაზიანებები და საჭიროებს ოპერაციას”, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატმა რომან ნადირაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარე დღესვე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ბრალდებულის მონახულებას აპირებს და ითხოვს სათანადო რეაგირებას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით: “ახლა მივდივარ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. დღეისათვის ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ფეხზე, რომელზეც ოპერაცია აქვს გაკეთებული, აქვს დაზიანებები, რაც ექსპეტრიზითაც დადასტურდა და საჭიროებს ოპერაციას. გარდა ამისა, მას არ აქვს ყავარჯნები, რომლის გარეშეც ვერ გადაადგილდება…

მეტი...

“ტატო ღარიბაშვილის მიერ, მკვლელობის მცდელობის ბრალდებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები”- ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი, რომან ნადირაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, ბრალის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილს ცივი იარაღი არ ჰქონია და შესაბამისად, არც გამოუყენებია. ამის შესახებ უფლებადამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ადვოკატის განმარტებით, არსებობს მტკიცებულება, ამოღებული ყავარჯენი, რომლითაც დაზიანება აქვს მიყენებული როგორც ცოტნე გამსახურდიას, ასევე ტატო ღარიბაშვილს: “ტატო ღარიბაშვილს წარდგენილი აქვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მოხდა გაუგებრობა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირებს მოუვიდათ ერთმანეთში კონფლიქტი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ცოტნე გამსახურდიას, ასევე ტატო…

მეტი...

“ყველას გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ და გამოწვევებს არ შევუშინდეთ” – გიორგი გახარია

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებები გაუმჯობესებულია. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნაში სამუშაო ადგილები დიდი გამოწვევაა. “უნდა გავიხსენოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, რაც დასახული გვაქვს. უმთავრესია სამუშაო ადგილები და ეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. ყველას გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად და გამოწვევებს არ შევუშინდეთ. ძლიერი ქართული ბიზნესი და ქართული კომპანიები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ამიტომ ბიზნესთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს, 5%-მდე. ტურისტული მიმართულებაც უმჯობესდება და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს…

მეტი...

“არანაირ წარმატებას არ ექნება გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი განათლების სისტემა” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, სადაც 2019 წელი შეაჯამა, განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს არანაირ წარმატებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში, არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. მისი თქმით, რეფორმები, რაც სისტემაში 2019 წელს დაიწყო, მომავალ წელსაც გაგრძელდება: „განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, არანაირ ჩვენს წარმატებას, ვერც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ…

მეტი...

„დატვირთული წელი იყო, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით, დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელი იყო დინამიური და დატვირთული, როგორც გამოწვევებით, ისე მიღწევებით. გახარიას თქმით, დღემდე საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება. „ საკმაოდ დატვირთული წელი იყო, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით. ასევე მოგეხსენებათ, სამწუხაროდ დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია. დღემდე საქართველოს 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ჩვენი ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშნველოვანია თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზების ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი…

მეტი...

ცხინვალი ე.წ. საზღვარს 3 იანვრამდე კეტავს

სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს. „30 დეკემბრის 20:00 საათიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია დეფაქტო უწყების ინფორმაციაში. ე.წ. საზღვარი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე დაიკეტება. ადგილობრივი სააგენტოს ინფორმაციით, „საზღვრის“ ორი გადასასვლელი პუნქტი ჯერ კიდევ სექტემბერში დაიხურა ე.წ. საზღვართან სიტუაციის დაძაბვის გამო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განახორციელა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის სამინისტროში, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად, დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ. ამასთან, თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

მეტი...

რიგითობით, პარლამენტში შესვლა ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის

მას შემდგ, რაც საკანონმდებლო ორგანო დეპუტატ ოთარ ჩრდილელს უფლებამისლებას შეუწყვეტს, რიგითობით, პარლამენტის წევრობა ყოფილ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის. სწორედ ის არის სიის 91-ე წევრი, რომელის დეპუტატი უნდა გახდეს. თავად ზაქარია ქუცნაშვილის პოზიცია პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით  უცნობია. ამ საკითხთზე „მედიაცენტრი მთავარი“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილს ესაუბრა, რომელმაც შესაბამისი პროცედურები განმარტა. „დიახ, რიგითობით ზაქარიას უწევს პარლამენტს წევრობა. ჯერ ოთარ ჩრდილელის უფლებამოსილება უნდა შევუწყვიტოთ, რომელიც სესიაზე სავარაუდოდ თებერვალში მოხდება. ამის შემდეგ, ცესკოდან ველოდებით სიის შემდეგ წევრს, ის საზღვრავს ვის უწევს პარლამენტში შესვლა. ცესკო უგზავნის შემდეგ რიგითს ინფორმაციას, ამოწმებს საბუთები წესრიგში აქვს…

მეტი...

„ოჯახს უცხოეთში გადაყვანის სურვილი აქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია ვინ დაფარავს ხარჯებს“ – კონსტანტინე გამსახურდია

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრზიდენტის ვაჟი კონსტანტინ გამსახურდია „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას ოჯახის სურვილია მან უცოეთში გააგრძელოს მკურნალობა, თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, გასარკვევია, ვინ დაფარავს მკურნალობის ხარჯებს. „ყველაფერი უცვლელია, ცოტნეს მდგომარეობა იგივე რჩება, სტაბილურად მძიმე, არც გაუარესებაა და არც უკეთესობა. ოჯახს სურვილი გვაქვს, რომ მისი გადაყვანა უცხოეთში მოხდეს, თუმცა, ეს საკითხი სხვა გარემოებებზეა დამოკიდებული. ერთი – ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე – თავად კლინიკა როგორ გადაწყვეტს და მესამე -ვინ დაფარავს საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს. ალბათ, ხელისუფლება გადაიხდის“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.   

მეტი...