ქობულეთში, ავარიის შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი წლის ბავშვი ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. თავდაპირველად ქობულეთის რეგიონულ ჰოსპიტალში ბავშვს მუცლის ღრუს ოპერაცია გაუკეთეს, საღამოს კი ბათუმში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „როგორც კი ქობულეთში მუცლის ღრუს ოპერაცია დასრულდა და ბავშვის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ის ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადმოვიყვანეთ, რადგან აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობები. მას ნეიროქირურგების ჩარევა დასჭირდა. ურთულესი ოპერაციის შემდეგ, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გარდა ამისა, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, მას კიდევ ერთი ოპერაცია…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის დაკავებას ითხოვს

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე დარწმუნებულია, რომ ინციდენტში მხოლოდ პატიმრობაში მყოფები არ მონაწილეობდნენ და მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ოჯახი გამოძიების დასრულებას ელოდება და ყველა იმ პირის დაკავებას ითხოვს, ვინც პირველი პრეზიდენტის შვილის დაჭრაში მონაწილეობდა, მანამდე ოჯახის წევრები ვერსიებზე არ საუბრობენ, ბრალდებულებთან ცოტნე გამსახურდიას ნაცნობობას კი უარყოფენ. კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, თუმცა რამდენიმე ვერსიას განიხილავს. დაზარალებულის ინტერესების დამცველი საქმეზე უფრო მეტი განმარტების გაკეთებას მას შემდეგ აპირებს, რაც გამსახურდიას მდგომარეობა გაუმჯობესდება და მას პირადად გაესაუბრება.  ცოტნე გამსახურდია უკვე მეოთხე დღეა სამედიცინო დაწესებულებაშია. ამ ეტაპზე ექიმები ზედმეტი ქირურგიული ჩარევებისგან თავს იკავებენ და იმედოვნებენ, რომ…

მეტი...

“დინამოს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

კახა ჩხეტიანი ოფიციალურად თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელია. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია “დინამო არენას” მედია დარბაზში გაიმართა. ჩხეტიანი “დინამოს” ორი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს. “შევეცდებით ის დასახული მიზნები შევასრულოთ, რაც სეზონის წინ გვექნება. ძირითადი ბირთვი აუცილებლად შენარჩუნდება, მაგრამ გაძლიერების გარეშეც არ გამოვა, რადგან გუნდში კონკურენცია უნდა იყოს. მოლაპარაკებები როინ კვასხვაძესთან ნამდვილად გვაქვს, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს,” – განაცხადა ჩხეტიანმა. “დინამომდე” კახა ჩხეტიანი სამი წლის მანძილზე ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობდა, ქუთაისის კლუბმა საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

მეტი...

24 დეკემბერს რამდენიმე მატარებელი ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით. ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს, ერთი დღით მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრომატარებელი №6448/6447 – ხაშური-ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე. „25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ. ყველა იმ პირს, ვინც აღნიშნულ რეისებზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100%-ით ანაზღაურდება“,- აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

მეტი...

მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომები ნაწილობრივ გაიხსნა

საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდიას ადვოკატის შუამდგომლობა, სხდომის ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა და ხორავას ქუჩაზე, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმის განხილვა, ნაწილობრივ საჯარო გახდა. როგორც კალანდიას ადვოკატმა სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნა, მათი მოთხოვნა სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდა. “დაცვის მეოთხე მცდელობა სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით წარმატებით დამთავრდა, დღეს პროკურატურას გამოეცალა აბსოლუტურად ყველა არგუმენტი, რომლითაც ის სრულიად უკანონოდ ხურავდა სხდომას, რაც კალანდიას ინტერესებს არ ემსახურებოდა და პირდაპირ ბრალდების ინტერესებზე იყო აგებული, რადგან ბრალდებას არ უნდოდა საზოგადოებისათვის ცნობილი გამხდარიყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სხდომების მიმდინარეობის პროცესში ნათლად იკვეთებოდა,” – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.  აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა…

მეტი...

“გმირია და მაგალითია ჩვენთვის” – მეუფე შიო ქართველი ექიმის შესახებ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს სტუდენტებმა, რომლებმაც ახალგაზრდული კონფერენცია სოლიდარობის აქციით გახსნეს. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო ინიციატივებში. კონფერენციას პარლამენტარები, სასულიერო პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. “ტრაგედიაა, რაც მოხდა და ჩვენ ვლოცულობთ, რომ მალე მოხდეს მისი გათავისუფლება. გმირია და მაგალითია ჩვენთვის,“ – განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ (მუჯირი). პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ამბობს, რომ ყველა ფორუმზე, რომელიც ჩატარდება, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი განცხადებები გაჟღერდება. “არც ერთი ფორუმი საქართველოში არ შედგება, რომ არ იყოს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი გამოხატულება. ყველამ უნდა იცოდეს მთელს მსოფლიოში,…

მეტი...

“ჩუმ-ჩუმად ანადგურებენ ყველაფერს”- ვანდალიზმის ფაქტი თბილისში (ფოტო)

ვანდალიზმის ფაქტი თბილისში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც დამტვრეული სკამებია ასახული.  “ვანდალზე ბოროტი, იმბეცილი და გარეწარი აღარავინაა. დაძვრებიან და ჩუმ-ჩუმად ანადგურებენ ყველაფერს, რითაც ჩვენი გარემო უნდა იყოს ლამაზი და კომფორტული. ამით არაფერი ემატებათ, და მაინც ანადგურებენ, თახსირები… თვითგამოხატვა არა…” – წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი. თბილისის რომელ უბანშია გადაღებული ფოტოები, უცნობია.

მეტი...

მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩინეთის მოქალაქე გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, სტეფანწმინდაში, ყუროს მთაზე იმყოფებოდა ჩინეთის მოქალაქე, რომელსაც ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 30 წლის დაშავებული ტურისტის დასახმარებლად, ყაზბეგიდან შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი მაშველისგან შემდგარი ჯგუფი. ოპერაციაში, ასევე, თბილისიდან ჩაერთო განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი, რვა მაშველის შემადგენლობით. მათივე ინფორმაციით, მოქალაქის ადგილსამყოფელის დასადგენად გამოყენებული იყო დრონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რთული რელიეფის და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად დროულად მოახერხეს ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზე დაშავებული ტურისტის პოვნა და ამოყვანა 100 მეტრის სიმაღლის ხევიდან.…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.  მოწვეული ექიმ-რეანიმატოლოგი ზურაბ გურული აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა უტარდება და ამ ეტაპზე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ საჭირო არ არის. ექიმის თქმითვე,  რაიმე ტიპის ჩარევა ამ ეტაპზე დაგეგილი არაა. “ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა დღეს ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირება საჭიროა. უკეთესი იქნება თუ სტაბილურობას ამ კლინიკაში შევინარჩუნებთ.  გარკვეული სახის დადებითი ცვლილებები გვაქვს ჭრილობებთან მიმართებაში. მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია, რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება მდგომარეობა.…

მეტი...

“ფეისბუქის” სკანდალთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ გამოძიების დაწყებას ითხოვს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ანგარიშებისა და ასობით ყალბი სოციალური გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გვერდების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ასევე, ნათქვამია, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოს, თუ დადგინდება, რომ ქმედება დანაშაულის ნიშნების შემცველია. “20 დეკემბერს “ფეისბუქმა” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ სოციალურ ქსელში არსებული ასობით ყალბი და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული გვერდი, ჯგუფი და მომხმარებელი წაშალა, რომლებიც არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციისა თუ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტის მადისკრედიტირებელ მასალას აქვეყნებდნენ. ამ ჯგუფების უკან მდგომი პირების ქმედებებში, შესაძლოა, რამდენიმე დანაშაულის…

მეტი...

„ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს” – კარლო კოპალიანი

„ფეისბუქის“ პატრონს, თუ ვინც არის, ვურჩევ, რომ ორმხრივად იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი „ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას. კარლო კოპალიანის შეფასებით, ეს “ქართულ ოცნებასთან” საბრძოლველად ერთ-ერთი ხერხია. „დამისახელეთ რომელიმე ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქმა“ გააუქმა და რომელზეც დამტკიცდა, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებდა. თუ მსგავსი რამ იყო, ვეთანხმები, რომ უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს გაუქმება უნდა მოხდეს ორმხრივად. როდესაც პროდასავლურობაზე გაქვს პრეტენზია და უზარმაზარ ოპოზიციურ გაერთიანებას ქმნი, მაგ გაერთიანების წევრები მოსკოვში არ უნდა დარბოდნენ. აი, სად არის პროდასავლურობის ღალატი და ვინ არიან პრორუსები, აღარ ვლაპარაკობ…

მეტი...

ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს დავალიანების დასაფარად ერთ დღეს აძლევს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს, საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახდო დავალიანების შესახებ, წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა. ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის ამ დრომდე გრძელდება შეთანხმების პროცესი, რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა არ მოახდინეს მათი გადახდა,…

მეტი...

“ვითხოვთ ცხელ ხაზს და სარეაბილიტაციო პროგრამებს ლუდომანებისთვის” – აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის, ლუდომანებისთვის, სარეაბილიტაციო პროგრამის შექმნა და სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედებაა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა სავალალოა და  მთავრობის მხრიდან დიდ ყურადღებას საჭიროებს. ანა დოლიძემ და კამპანია “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” მონაწილეებმა ფსიქოლოგიური სერვისების არარსებობა გააპროტესტეს და უწყებისგან პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობის გააქტიურება მოითხოვეს. “ამ სამინისტროს ბიუჯეტი აქვს ოთხი მილიარდი ლარი, აქედან გარკვეული თანხა რომ დაუთმონ და პროფესიონალი ფსიქოლოგები 24-საათის მანძილზე ამორიგეონ ტელეფონზე, ცხელ ხაზზე კარგი იქნებოდა. სტრესში ჩავარდნილმა მოზარდებმა, მშობლებმა უნდა იცოდნენ ერთი კონკრეტული ნომერი, რომ დარეკონ მაშინ, როდესაც…

მეტი...

ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – არასრულწლოვანი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი. ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. “ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და 1 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქობულეთის საავადმყოფოში. დაშავებული ბავშვი მოქალაქემ გადაიყვანა საავადმყოფოში”, – განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

“ციხეებში მსჯავრდებულთა რისკების და საჭიროებების გათვალისწინება არ ხდება”- მონიტორინგის ანგარიში

“საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რისკების და საჭიროებების გათვალისწინება არ ხდება ერთმანეთის პარალელურად, რისკ-ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით,” – ამის შესახებ პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ციხეებში არ არსებობს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ერთიანი სისტემა ან მიდგომა, რაც ხელს შეუწყობდა მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე საშიშროების რისკის შემცირებას. “მონიტორინგის პროცესში მსჯავრდებულებთან გასაუბრებისა და კონკრეტული შემთხვევების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ რისკების შეფასებისას არ ხდება პატიმრების ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლა და რისკის შემცირების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა. არ არსებობს რისკებისა და საჭიროებების შეფასების ერთიანი სისტემა ან მიდგომა, რაც ხელს შეუწყობდა მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე საშიშროების რისკის შემცირებას.…

მეტი...

გამომძიებელი ჩოლოიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება – ადვოკატი ციხიდან გამოვიდა

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტა ხნის წინ მოინახულა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ადვოკატმა განუცხადა, მარიანა ჩოლოიანი სპეციალურ საკანში მარტო იმყოფება და დაკვირვების ქვეშაა. მისი თქმით, გამომძიებელი ექიმების დანიშნულ წამლებს იღებს და რამდენიმე დღეში კიდევ გაივლის კონსულტაციას ექიმთან. „შევედი და  ვნახე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა უკეთესია. იმყოფება დაკვირვების ქვეშ. კონკრეტულად, მის ჯანმრთელობის მდოგმარეობაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამის უფლება არ მოუცია. იღებს ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს. რამდენიმე დღეში კიდევ გაივლის შესაბამისი პროფილის მქონდე ექიმთან კონსულტაციას. პროფილს ვერ დავაკონკრეტებ. ამ ეტაპზე ის…

მეტი...

ამერიკიდან მოწვეული ექიმი გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ოპტიმისტურად აფასებს

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამერიკიდან მოწვეულმა ექიმმა, ზურაბ გურულმა შეაფასა. ის პაციენტის ტრანსპორტირებას საჭიროდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელი ორგანიზმი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. „ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგანაც ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა დღეს, ამ კლინიკაში, საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირება საჭიროა. უკეთესი იქნება თუ სტაბილურობას ამ კლინიკაში შევინარჩუნებთ. გარკვეული სახის დადებითი ცვლილებები გვაქვს ჭრილობებთან მიმართებაში, თუნდაც ფილტვის ჭრილობის, ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია, რამდენიმე დღეში…

მეტი...

მაჟორიტარ მერაბ ქვარაიას ბანერის დაზიანებაზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, ბანერის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მერაბ ქვარაიას ბიუროს ოფისის კედელზე, სადაც დეპუტატის ბანერი ეკიდა, წარწერა „მონა“  კვირა დღეს გაჩნდა. როგორც ბიუროს უფროსმა ირაკლი ბაღათურიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  საგამოძიებო ორგანოს თავად ბიუროს წარმომადგენლებმა მიმართეს. მისი თქმით, შს სამინისტრომ ბანერი, როგორც ნივთმტკიცება წაიღო. „კვირა დღეს გაჩნდა წარწერა ბანერზე. ამის შესახებ, როდესაც შეიტყვეს ბიუროს თანამშრომლებმა მივიდნენ ოფისში და გამოიძახეს პოლიცია, რომლებმაც ნივთმტკიცების სახით წაიღეს ბანერი. პოლიციამ გამოძიება ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. ვინ გააკეთა არ ვიცით. ბიუროს კედელზე კამერები არაა დამონტაჟებული, შესაბამისად…

მეტი...

გურიაში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათისა და აცანის საზღვარზე, ხანზარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის კერები მეტისმეტად მიუდგომელ ადგილზეა და მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება. ამ წუთებში მიმდინარეობს გზების ძიება, თუ საიდან იქნება შესაძლებელი ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობა. ადგილზე მობილიზებულია სატყეო, სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის კერები დასახლებული პუნქტისგან შორსაა. ცეცხლი გვიან ღამით, ბალახის საფარს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია და  სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

„საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავებაზე, გამორჩეული ურთიერთობების გამოძახილია” – ზალკალიანი

თბილისში, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მერვე შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ და წარმატებულ მექანიზმს წარმოადგენს: „ეს ფორმატი კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, განვიხილოთ სამმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით“. მინისტრის მიხედვით, ის ფაქტი რომ დღეს გამართული შეხვედრა რიგით მერვეა, სამმხრივ ფორმატში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მყარი პოლიტიკური დიალოგის მაჩვენებელია. „ორმხრივ დონეზე, საქართველოს სამაგალითო ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია; ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული…

მეტი...

ციხეებში ხშირია ექიმების სექსუალური შევიწროების ფაქტები – რა წერია ანგარიშში

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, სექსუალური შევიწროების ფაქტები დაფიქსირდა. როგორც პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშში წერია, ხშირია პატიმრების მიერ, ექთნებისა და ექიმების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ არსებობს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირების მკაფიო პროცედურა. „მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტები ციხეებში არსებობს და იმატებს დაწესებულებების რისკის შესაბამისად. ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ხშირია პატიმრების მხრიდან ძირითადად ექთნებისა და ექიმების მიმართ სექსუალური შევიწროება. ასეთი სიტუაციების განმუხტვის მიზნით, ხშირ შემთხვევაში, ექიმის პატიმართან ვიზიტს ესწრება უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების თანამშრომლები აკონტროლებენ ქალი თანამშრომლების დრესკოდსაც და კორპუსზე შეშვებაზე უარს ეუბნებიან მათ…

მეტი...

“ნაცმოძრაობამ” ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა. მან მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკურ დევნად შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართა. „პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადები და ის აუცილებლად იქნება გასაჩივრებული. ნიკა მელიას უფლებამოსილება უკანონოდ შეუწყვიტეს, ვინაიდან შესაძლებელი იყო, რომ სხვა ინსტანციებს განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღოთ. გარდა ამისა, ეს არის აშკარა პოლიტიკური დევნა და პარტიის ლიდერის განეიტრალება წინასაარჩევნოდ. ყველა დეპუტატი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, სამარცხვინო…

მეტი...

ზალკალიანმა და ევროსაბჭოს კომისარმა, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო. მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ შეშფოთებას გამოითქვა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი ჰუმანიტარული ხასიათის კრიზისებზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ზალკალიანმა…

მეტი...

გეგუთის ციხის რეაბილიტაციის დროს, ნაგებობაში რკინის კონსტრუქციები გაჩნდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მე-8  საუკუნიდან შემორჩენილი ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის დროს, გვიანი მარანის ტერიტორია მინის კონსტრუქციით გადაიხურა და ქვევრებში, არქიტექტურისთვის შეუსაბამო ბოძები გაჩნდა. გიდების ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, შესაბამისმა პირებმა ადგილზე რეკონსტურქციის მონიტორიგი ჩაატარონ და დაადგინონ, რამდენად შესაბამისია წარმოებული სამუშაო. მისი თქმით, გვიანი მარანის ტერიტორიის მინის კონსტრუქციით გადახურვა ქვევრების დაზიანებას გამოიწვევს. “ქვევრში  ნამდვილად არ უნდა იყოს ის დიდი რკინის კონსტრუქცია ჩამაგრებული და ქვევრი არ უნდა წარმოადგენდეს რაღაცის საყრდენს. ეს მინის კონსტრუქცია, რომელიც ქვევრების ზემოთ არის, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სითბურ ეფექტს შექმნის და ქვევრების დაშლას ხელს შეუწყობს, თუ არ მოხდა…

მეტი...

სემეკი გაზის ტარიფის ზრდას არ ელოდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკი გაზის ტარიფის ზრდას არ ელოდება. სემეკში “თბილისის ენერჯის” ახალი ტარიფი 25 დეკემბერს, “სოკარ ჯორჯიასა” და “საქორგგაზის” ტარიფები კი 27 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს.  როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სემეკმა კომპანიების მიერ წარდგენილი საინვესტიციო წინადადებები უკვე განიხილა, ახლა კი მისაწოდებელ ფასს ადგენენ: “წინადადებების საფუძველზე, უკვე უახლოეს დღეებში, დავადგენთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. რაიმე სახის ზრდას, ამ ეტაპზე, არ ველოდებით”, – განაცხადა ნარმანიამ.

მეტი...

“დავით გარეჯის საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებით უნდა გადაწყდეს” – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგ სხდომასთან დაკავშირებით, მუშაობა მიმდინარეობს. რაც შეეხება თარიღებს, ამასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ შეთანხმებულან. ზალკალიანის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. „იცით თქვენ, რომ კომისიის მუშაობები აღდგენილია. ჩატარდა კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა, ასევე ჩამოვიდნენ ექსპერტები, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა. ვამზადებთ მეორე სამუშაო შეხვედრას. რა თქმა უნდა, შეთანხმდება, თარიღები და ყველაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროსაც განიხილებოდა. უმაღლეს დონეზე იცით თქვენ შედეგიც, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ, და ვფიქრობთ, რომ…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ამერიკიდან ჩამოსული ექიმი დააკვირდება

ცოტნე გამსახურდიას ოჯახმა, ამერიკიდან ექიმი, ზურაბ გურული მოიწვია. ექიმი მეთვალყურეობას გაუწევს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. მონტგომერის ფედერალური კლინიკის რეანიმაციისა და ანესთეზიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორის ზურაბ გურულის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა უტარდება და ამ ეტაპზე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ საჭირო არ არის. “სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა ამ კლინიკაში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების სრულ შესაბამისობაში. ამიტომ ამ ეტაპზე მე არ ვთვლი, რომ ავადმყოფის ტრანსპორტირება საჭიროა”, – განაცხადა რეანიმატოლოგმა ზურაბ გურულმა. შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე დღეა, პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით,…

მეტი...

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

„სავარაუდოდ, მაისის თვეში, თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი საქართველოს ეწვევა“, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, გიორგი ჯანჯღავამ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. „ანკარაში, რამდენიმე კვირის წინ, გაიმართა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკოკომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამ ვიზიტს მოჰყვა მისი ხელმეორე ვიზიტი ტანაპის თურქული მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, რომ სავარაუდოდ, თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული, ხოლო ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მაისის თვეში, პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს“, – აღნიშნა ჯანჯრავამ. კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ახალ პროექტებზე და ველოდებით თუ…

მეტი...

“გამოძიებამ არასრულწლოვნები სხვადასხვა დროს დაიბარა, თუმცა, მათი შეხვედრა მაინც მოხდა, რადგან ადრე მოვიდნენ” – ადვოკატი

დაკავებული გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, პოლიციაში, საგამოძიებო უწყებამ, სამი არასრულწლოვანი საათ ნახევრის ინტერვალით დაიბარა, თუმცა მათი შეხვედრა მაინც მოხდა, ვინაიდან  შეთანხმებულ დროზე ადრე მივიდნენ. გაგი მოსიაშვილის თქმით,  პოლიციის შენობა არაა ისე მოწყობილი, რომ  დაკითხვაზე დაბარებული პირები ერთმანეთს არ შეხვდნენ. მისი თქმით, ეს არა საგამოძიებო უწყების, არამედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.  „ეს ადამიანები სხედან ერთ ღია სივრცეში, კორიდორში, სხვადასხვა ადგილას. ესაა პრობლემა. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სანამ კანონის ამოქმედებას დააპირებენ ჯერ სივრიცითი  და ტექნიკური მოწყობის საკითხი უნდა მოგვარდეს. კანონში წერია, თუ რა პირობებში უნდა დაიკითხოს არასრულწლოვანი. სახელმწიფომ უნდა მოაწყოს ისეთი სიტუაცია, სადაც იქნება…

მეტი...

„სკოლას ჰქონდა პრეტენზია, მათი მოთხოვნა იყო, დაწყებულიყო გამოძიება“ – არჩილ შაბაშვილი

მარიამ ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანომ „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სკოლის მოთხოვნის შესაბამისად დაიწყო. „თუ მხარეს პრეტენზია არ ექნებოდა, შესაძლებელი იყო, მხარეები შეთანხმებულიყვნენ და ამით დაესრულებინათ დავა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, სკოლას ჰქონდა პრეტენზია და სწორედ სკოლის მოთხოვნა იყო, დაწყებულიყო გამოძიება, ვინაიდან მხარეები ვერ რიგდებოდნენ“ – განუცხადა ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“. მისივე თქმით, მართალია, სკოლამ პოლიციას  ვიდეომასალები გადასცა, თუმცა, ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას ითხოვდნენ. „სკოლის მოთხოვნა იყო დაედგინათ დამნაშავე პირი, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილი იყო მისი ვინაობა. ითხოვოდნენ, მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება ფაქტზე. მით…

მეტი...

საქართველოში მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 დეკემბერს საქართველოში, უმეტესად, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 25-26 დეკემბერს კი, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ცალკეულ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საშუალო მრავალწლიურ ტემპერატურაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა, საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მეტი...

გიორგი გახარიამ და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს

“ჩვენ ვაფასებთ თურქეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობას და მივესალმებით სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას განაცხადა. საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს და აღინიშნა, რომ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა თბილისში, რომელზეც სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა განიხილება, ამ ფორმატის უნიკალურობას ადასტურებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში ანკარაში გაიმართება. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკისა…

მეტი...

გამსახურდიების ოჯახი პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიებაში, ომბუდსმენის ჩართვას ითხოვს

გამსახურდიების ოჯახი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხის გამოძიების საქმეში, სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მათ ამ მოთხოვნით ომბუდსმენის სამსახურს უკვე მიმართეს. „ჩვენ მივამრთეთ სახალხო დამცველს და გვინდა, გამოძიების საქმეში ჩაერთოს სახალხო დამცველი, რომ მოხდეს მონიტორინგი,“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ. მისივე თქმით, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების მხრივ ჯერ კიდევ არანაირი ცვლილება არ არის: “საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სად არის? არ ჩატარებულა არაფერი. არანაირი სიახლე არ არის, მათ ჩვენი შეთანხმება არ დაიწყეს. დაზარალებულის უფლებამონაცვლედ მცნეს, თორემ სხვა არაფერი,”- აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია. რაც შეეხება ცოტნე…

მეტი...

„სკოლის 3 სართული, შიდა და გარე პერიმეტრი მთლიანად დაზიანებული იყო“ – საიდან შეაღწია მოზარდმა სკოლაში

დაკავებული გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ „მწვანე სკოლის“ შიდა პერიმეტრის 3 სართული დაზიანებული იყო. მოზარდის სკოლის ეზოში შეღწევა კი სავარაუდოდ, დენის ჯიხურის მხრიდან მოხდა. ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“ ასევე განუმარტა გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, სკოლაში, კრიმინალური პოლიცია მივიდა და არა საპატრულო ეკიპაჟი. „მინდა გითხრათ, რომ ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და არა კრიმინალური პოლიცია და მათ, სკოლამ, გამზადებული მასალები დაახვედრა პირის იდენთიფიცირებითა და ე.წ. სქრინშოტებით. ყველაფერი თითქმის გამზადებული დაახვედრეს. გამოძახებაზე პირველი მიდის საპატრულო პოლიცია, როდესაც პოლიცია დაასკვნის, რომ სახეზეა სს დანაშაული, ამის შემდეგ საპატრულო პოლიცია…

მეტი...

მარიამ ჩოლოიანი ამბობს, არასრულწლოვნისთვის “შვილოს” მეტი არაფერი მითქვამსო – ადვოკატი მის სანახავად ციხეში შედის  

დაკავებული გამომძიებლის სანახავად ციხეში მისი ადვოკატი არჩილ შაბაშვილი შედის. ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარს“ რამდენიმე წუთის უკან ესაუბრა და უთხრა, რომ დაახლოებით ნახევარ საათში პატიმარს მოინახულებს. „ახლა შევდივარ მარიანას სანახავად ციხეში. იცით, რომ  გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიაში.  ვინაიდან შაბათ-კვირას შეუძლებელი იყო პატიმართან შესვლა, დღეს პირველი დღეა, უნდა შევიდე და მოვინახულო, რომ გავიგო მისი მდგომარეობს შესახებ“ – განუცხადა არჩილ შაბაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“. ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, ადამიანი ფეხზე ვერ უნდა დგებოდეს. “დაიწყო სპეკულირება, რომ ის საავადმყოფოდან საკუთარი…

მეტი...

“შმაქსის” მძღოლები ჯარიმის გაუქმებას ითხოვენ

“შმაქსის” მძღოლები, შინაგან საქმეთა საინისტროს შენობასთან, ვარკეთილში აქციას მართავენ. ისინი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ. როგორც მძოლები აცხადებენ, მათ არ იცოდნენ, თუ “შმაქსის” მძღოლობა ჯარიმდებოდა და 80-მდე მძღოლს ჯარიმა გაუფრთხილებლად დაეკისრა. მათივე თქმით, მათ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 200- ლარიანი ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა უარი მიიღეს. აქციას “გირჩიც” უერთდება. „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ითხოვს, რომ „შმაქსს“ იანვრის ბოლომდე მიეცეს ვადა ტრაფარეტების შესაცვლელად, რომელთა გამოც მძღოლები დაჯარიმდნენ. მისივე განმარტებით, თბილისის საკრებულომ ტაქსით გადაყვანის ნებართვის შესახებ მუხლი ჩუმად დააკორექტირა, რომლის მიხედვითაც, ახლა  ტაქსის ნიშანთან მიმსგავსებული ტრაფარეტის გამოყენებაც აიკრძალება. ათეულობით ტაქსისტი სწორედ ამ დადგენილების…

მეტი...