“ოპოზიციაში ნარნარა ქალები არიან, მაგრამ პოლიტიკაზე დაიწყებენ ლაპარაკს და მგელს დააფეთებენ” – ედიშერ გვენეტაძე

“ოპოზიციაში ნარნარა, მშვენიერი ქალბატონები არიან, მაგრამ პოლიტიკაზე დაიწყებენ ლაპარაკს და მგელს დააფეთებენ”, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ განაცხადა. ისტორიკოსის თქმით, როდესაც ოპოზიციონერი ქალები პოლიტიკაზე საუბარს იწყებენ, შვილიშვილებს ტელევიზორს არიდებს, რადგან, მისი განმარტებით ისინი ბავშვებს აშინებენ. “მშვენიერი ქალები ჰყავთ ამ ოპოზიციაში, ნარნარი, სიამოვნებით უყურებ. დაიწყებენ პოლიტიკაზე ლაპარაკს და შვილიშვილებს ვარიდებ ტელევიზორს. ეშინიათ ბავშვებს. ეს ქალები რომ აჩვენო პოლიტიკაზე საუბრით ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში, მგლის ხროვა დაფეთდება. რა უდებურებაა, რა დაგემართათ, ხალხო”, – აცხადებს გვენეტაძე. ისტორიკოსი დღეს, ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დაქცევაში მათ მიუძღვით წვლილი. მისი თქმით,…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ერთი პირი კი აღმკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი – თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. დაკავებულებს – პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

მეტი...

“მივესალმები ახალ და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წელია ვხედავთ” – კალაძე პარტიაზე “ლელო საქართველოსთვის”

თბილისის მერი ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა მისასალმებელია. კახა კალაძემ “ლელო საქართველოსთვის” დაფუძნება დადებითად შეაფასა. “მივესალმები ახალ და არა ერთსა და იმავე სახეებს, ვისაც ხალხი 20-25 წლის განმავლობაში ვხედავთ და ბოროტებისა და ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ – როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონკრეტული პარტიების სახელით. შესაბამისად, ახალი პარტიების შექმნას ქვეყანაში, ახალი სახეების აღმოჩენას მხოლოდ დადებითად შევაფასებდი”, – განაცხადა კალაძემ. პოლიტიკური პარტიის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, პარტიის გენერალური მდივანი კი –  ბადრი ჯაფარიძე.

მეტი...

“უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ, ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც” – ბრალდებული

“არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ, ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც”, – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, შელაპარაკება სუფრაზე მოხდა. “ვსვამდით ღვინოს და მოგვივიდა შელაპარაკება. როცა მოვდიოდი გზაში ცოტნემ დამარტყა ხელი, ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი. მე ვარ დამნაშავე და ვაღიარებ. არანაირი განზრახ დანაშაული არ ყოფილა, სრულიად უმიზეზოდ დამარტყა ხელი ცოტნემ, ამოვიღე დანა და ეგრევე ჩავარტყი მეც“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი სოლოღაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე…

მეტი...

ნაგვის ღია წესით დაწვა დასჯადია, თუმცა, კვამლი თბილისის ცენტრშიც საკმაოდ ხშირია (ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ღია წესით დაწვა ისჯება, თბილისში, საკმაოდ ხშირად ვაწყდები, როცა სხვადასხვა ტიპის ნაგავი ღია წესით წვება. აღნიშნული ვიდეო „მედიაცენტრმა მთავარმა“ თბილისში, საბურთალოზე გადაიღო.    ინფორმაციისთვის, ნაგავი შეიცავს უამრავ მიკროორგანიზმს. ეს არის ბაქტერიების, ვირუსების, მწერების და სხვა სერიოზული დაავადებების მატარებელი ორგანიზმების „ნავსაყუდელი“. მყარი ნარჩენები შეიცავს ყველანაირი სახის მომწამვლელ ნივთიერებას. თუ მას სწორად არ გავუმკლავდებით, ის გავრცელდება მიწაში, ჰაერსა და წყალში. შესაბამისად, ეს ყველაფერი არა მარტო ჩვენ გვაყენებს ზიანს, არამედ სხვა ცოცხალ ორგანიზმებსაც. ალბათ, ქალაქში ხშირად შეგიმჩნევიათ ნაგვის ბუნკერიდან ამოსული კვამლი. ნარჩენების დაწვა პოპულარული ხერხია, თუმცა – არაჯანსაღი. ამასთან,…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ცოტნე გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. დაჭრილის ადვოკატსაც და ოჯახსაც ახლა უკვე ექნება წვდომა სისხლის სამართლის მასალებზე და გაარკვევენ, რეალურად რის გამო გაიმეტეს მძიმე დაზიანებებისთვის პირველი პრეზიდენტის შვილი. ცოტა ხნის წინ პაციენტი ადვოკატმა და მეუღლემ მოინახულეს. ოჯახი კატეგორიულად უარყოფს  ფაქტთან გავრცელებულ ვერსიებს და აცხადებენ, რომ აუცილებელია, ეფექტიანად მოხდეს გამოძიების ჩატარება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დასჯა. “სიმართლე გითხრათ, მე ის ვიცი, რომ ცოტნეს ნივთები ეყარა ჭიშკართან, სისხლი ესხა ჭიშკართან. თუ სუფრაზე იჩხუბეს, ჭიშკართან როგორ მოხდა?! მე ვფიქრობ, რომ მას ჭიშკართან დახვდნენ ეს ადამიანები. ვერსიებში ცოტა აბსურდული და არაკორექტული რაღაცები წერია. პეტრე ყუფარაძე…

მეტი...

“მეგონა უკვე შეიწყალეს, არა?!” – მეუფე გრიგოლი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე  გრიგოლ კაციამ არ იცის, შეიწყალა თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილიმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. მეუფე გრიგოლი პრეზიდენტს ურჩევს, დეკანოზი გიორგი მამალაძე შეიწყალოს, რათა ის ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდეს. “მეგონა უკვე შეიწყალეს – არა?! სინოდმა მიიღო გადაწვეტილება შეწყალებაზე. მე მგონია უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა და ახალ წელს სახლში შეხვდეს”, – განაცხადა მეუფე  გრიგოლმა.

მეტი...

პარტია „ახალი მემარჯვენეები” არსებობას წყვეტს

პარტია „ახალი მემარჯვენეები” არსებობას წყვეტს. როგორც პარტიის თავმჯდომარე და ახლა უკვე ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის, „ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა კაციტაძე განმარტავს, ისინი „ლელოს“ უერთდებიან, „ახალი მემარჯვენეები“ კი არსებობას კანონის მოთხოვნების შესაბამისად შეწყვეტს. „ჩვენ პიროვნულად ვართ დღევანდელი დღის დამფუძნებლები, რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ახლა საჭიროა, გარკვეული სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც დროსა და გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. კანონის შესაბამისად მივიყვანთ ამ გადაწყვეტილებას შესაბამის წერტილამდე სამართლებრივი თვალსაზრისით. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, დღეს არ არის გათითოკაცების დრო, არ არის საკუთარი თავის, თუ პოლიტიკური ორგანიზაციის გადარჩენის დრო. დღეს არის ქვეყნის გადარაჩენაზე ზრუნვა საჭირო“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ საქართველოს პირველ…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების განცხადებით, პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი ღამის განმავლობაში მას მედიკამენტური ჩარევა არ დასჭირვებია. “პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. დინამიკა არის უცვლელი”, – აღნიშნა ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

მეტი...

ნორვეგიის საგარეო უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.  განცხადების თანახმად, ნორვეგია მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას. 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ვაჟა გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

“პოლიტიკოსებმა ალბათ, უნდა იფიქრონ იმაზე, ტემპერატურა დასწიონ” – მეუფე იაკობი

ბოდბელ მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში წირვა აღავლინა. მეუფემ ქადაგებაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება და ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა. მეუფემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე და მისთვის პატიმრობის შეფარდებაზეც ისაუბრა, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და რუსეთისა და ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებებს გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა, ყურადღება გაამახვილა 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობაზე და ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე. „ცოტნე დაჭრეს, მანამდე სხვებიც დაჭრეს. ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით, ეს არის ძალიან ცუდი. პოლიტიკოსებმა ალბათ, უნდა იფიქრონ იმაზე, ეს ტემპერატურა დასწიონ, რადგან მთავარია, ჩვენი საქართველოსთვის კარგი გავაკეთოთ. მთავარი ის…

მეტი...

“პეტრე ყუფარაძე ცოტნე გამსახურდიას მეგობარია, მისი მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა გამორიცხულია” – ანა ჯაბაური

“პეტრე ყუფარაძეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული”, – ამის შესახებ ურნალისტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა. როგორც ანა ჯაბაურმა აღნიშნა, ის საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არის მეზობელი. „დღეს იქნება სასამართლო პროცესი, გავრცელდა რამდენიმე ვერსია, რაც წავიკითხე რაღაც ზღაპრებს გავს. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ სახლიდან გავაცილე და ცოტა ხანში მოხდა ეს, ჭიშკართან ეყარა ნივთები და სისხლიც იქ იყო. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ პეტრე იყო, მხოლოდ…

მეტი...

“თქვენ გადამალახინეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი” – დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გაუმჯობესდა

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ბათუმში მოქალაქემ დაჭრა, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.  ოთარ თავართქილაძეს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. ამჟამად პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. “ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ უკლებლივ, ჩემი საამაყო ადამიანები ხართ. თქვენ გადამალახინეთ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი და შემიძლია დღეს რომ ვისაუბრო თქვენთან. მადლობა პოლიციელებს, ექიმებს და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც გვერდში დამიდექით და გამოხატეთ ის სითბო, რომელმაც ძალა მომცა რომ დამეძლია ეს დაბრკოლება. ვამაყობ თქვენით თქვენ ყველანი ჩემი გმირები ხართ. მე კი ვეცდები, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე ჩემს მოვალეობას, რომელიც ყოველი თქვენთაგანის სამსახურს და დახმარებას ნიშნავს”, – წერს…

მეტი...

All I Want For Christmas Is You – ყველასთვის საყვარელი სიმღერა ახალი კლიპით (ვიდეო)

მერაია ქერიმ ცნობილ საშობაო ჰიტზე All I Want For Christmas Is You ახალი ვიდეორგოლი გადაიღო.  CNN-ის ინფორმაციით, თავად მომღერალმა ახალ ვიდეოს „თანამედროვე კლასიკა“ უწოდა. რგოლის მთავარი გმირი პატარა გოგონაა, რომელიც ჯადოსნურ სათამაშოებს ხვდება.  All I Want For Christmas Is You უკვე 25 წლისაა. დეკემბერში სიმღერა ​Billboard-ის ჩარტის სათავეში პირველად მოხვდა.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩაირთო (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე საახალწლო განათებები ჩაირთო. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი 25 დეკემბერს აინთება. ცნობილია, რომ თბილისის მერიამ ნაძვის ხისა და საახალწლო განათებებზე 2.8 მილიონი ლარი დახარჯა. საახალწლო ილუმინაციები და ნაძვის ხე იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში დამზადდა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან ფო­ტო­ებს ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი “ფე­ის­ბუ­ქით” ავ­რცე­ლებს:

მეტი...

ვენეციის ცენტრალური მოედანი ისევ დაიტბორა (ვიდეო)

ვენეციის ცენტრში ცნობილი სან მარკოს მოედანი კვლავ წყლით დაიფარა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 22 დეკემბერს წყლის დონე კიდევ უფრო მოიმატებს. წყალდიდობამ ქალაქში საშობაოდ ჩასულ ტურისტებსა და ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა. ნოემბერში ვენეციაში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დაფიქსირდა. სტიქიის გამო, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვენეციის სასტუმროების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ნოემბრის წყალდიდობის შემდეგ, ქალაქში სასტუმროს ნომრებზე ჯავშნების რაოდენობამ 45 პროცენტით იკლო.

მეტი...

„ანიტამ დღეს ყველას გვიჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის“ – ანიტას დედა

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, გუ­შინ ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფრე­ნის პრო­ცესს გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია და ანი­ტას მალე ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­ტა­რას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ინ­დო­ე­თი­დან ანი­ტას მშობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. „ჩემი ჩიტი თბილ ქვეყნებში ჩამოფრინდა, როგორც უკვე იცით. ფრენამ ჩაიარა იდეალურად. მთელი გზა ეძინა, მე კი მის მონაცემებს ეკრანზე მივშტერებოდი. ყველაფერი იმდენად კარგად იყო მთელი გზის მანძილზე, რომ ექიმებს ყურსასმენები ეკეთათ და პლანშტებში ფილმებს უყურებდნენ. ფრენის ბოლო ნახევარი საათი გაიღვიძა და გამოაცხადა: „მე ბაჭია ვარო“. კიდევ ბევრი მეჭორავა და ცოტა იცინა კიდეც. დავეშვით მშვიდობით. ეს ყველაფერი კი ზუსტად ვიცი თქვენი დამსახურებაა. მადლობა ყველას!!!…

მეტი...

უკრაინაში ყველა აზარტული დაწესებულება დაიხურა

უკრაინის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რის მიხედვითაც ის აზარტული დაწესებულებები შეწყვეტენ მუშაობას, რომლებიც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ოფიციალური მთავრობა ავრცელებს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ უკვე შეაჩერა თითქმის, 5,300 სათამაშო დაწესებულების საქმიანობა. ასევე, მოხდა 50 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკის კონფისკაცია. გარდა ამისა, უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს.

მეტი...