“სტაბილურად მძიმე რჩება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა” – კლინიკაში მარიამ ჯაში მივიდა

კლინიკაში, სადაც ცოტნე გამსახურდიაა მოთავსებული, პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მივიდა, რომელმაც პირველი პრეზიდენტის შვილის ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურად მძიმეა. “სტაბილურად მძიმე რჩება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საზოგადოებასაც ჰქონდეს მოლოდინი, რომ მედიკამენტოზური კომა, ეს არის სამედიცინო დანიშნულებით გამოწვეული ძილის მდგომარეობა, რომელიც სულ მცირე 5-6 დღე გაგრძელდება მისი ჯანმრთელობის სტაბილიზაციის ნიშნით, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაცია მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება შედარებით მცირე, დაკვირვების რეჟიმშია. გულ-მკერდის არეში იყო მრავლობითი ჭრილობა, ასევე 4 ჭრილობა ფიქსირდებოდა თავის არეში და მრავლობითი…

მეტი...

პრემიერი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და ოკუპირებული ცხინვალის მიერ დატყვევებული ექიმის ოჯახის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ვაჟა ექიმის შვილის, თათა გაფრინდაშვილის თქმით, პრემიერი მათ დაჰპირდა, რომ ყველა შესაძლო რესურსს გამოიყენებენ, ექიმის ოჯახში მალე დასაბრუნებლად.   “შევხვდით და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მათი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ უფრო მეტად ჩართავენ საქმეში, რადგან საერთაშორისო ზეწოლა საუკეთესო გამოსავალია ამ შემთხვევაში”, – განაცხადა  დატყვევებული ექიმის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმისა და დაჭრის ფაქტი გახსნილია.  განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. როგორც შს მინისტრის მოადგილე  ვლადიმერ ბორცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულია კიდევ 4 პირი.

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის დაფარვისთვის 5 პირი დააკავეს

შსს-მ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა 1 პირი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 4 პირი. ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის…

მეტი...

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ცნობილია მედიით გავრცელებული ცნობები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის განაჩენის შესახებ, რომელიც წელიწადსა და ცხრა თვეს შეადგენს. ეს ინფორმაცია ასევე დადასტურდა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნული საკომუნიკაციო საშუალება, ანუ ცხელი ხაზი, აქტიურად გამოიყენება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის ექიმის დაკავების პირველივე დღიდან. ამ დროისათვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისიის ცხელი ხაზის გააქტიურება მოხდა 85-ჯერ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამავე საშუალების გამოყენებას საქმის ირგვლივ ინფორმაციის შემდგომი გაცვლისთვის და დიალოგის ხელშეწყობისათვის. მისია კიდე ერთხელ ადასტურებს, რომ თავისუფალი გადაადგილების ნებისმიერი…

მეტი...

გოგა გულორდავა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

უმრავლესობის წევრი, გოგა გულორდავა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. გოგა გულორდავა “ქართული ოცნების” წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატია. “ქართულ ოცნების” თავმჯდომარედ კი რატი იონათამიშვილი დაინიშნა.

მეტი...

“აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას” – მეუფე შიო

“აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას”,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. მეუფე შიოს თქმით, საპატრიარქოს ჩართულობით კანონპროექტი მუშავდება, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს. „აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ახდენს დეგრადირებას. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს უნდა ითვალისწინებდეს და იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას”,- განაცხადა მეუფე შიომ. პარლამენტის ადამიანის…

მეტი...

“მკაცრად ვგმობთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას” – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ ეხმაურება. რეინსალუ დე ფაქტო რეჟიმს ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „მკაცრად ვგმობთ საქართველოში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიკრობლოგის საშუალებით. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.

მეტი...

“ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა არ გართულებულა” – ექიმი

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის შეფასებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დილასთან შედარებით არ შეცვლილა, კვლავინდებურად მძიმედ რჩება. გრძელდება მკურნალობა, იმავე მოცულობით რაც იყო. რაიმე ტიპის ცვლილება პაციენტის მდგომარეობაში ამ ეტაპამდე არ აღენიშნება. ჯერჯერობით არანაირი ჩარევა დაგეგმილი არ არის. გართულებას ამ ეტაპამდე ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას თავდაპირველად ოპერაცია გულ-მკერდის არეში ჩაუტარდა. პირველი ოპერაციის შემდეგ ტომოგრაფიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტი ნეიროქირურგიულ ოპერაციას საჭიროებდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოში თანამდებობა დაატოვებინეს

თბილისის საკრებულომ, კენჭისყრის შედეგად, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა. მიზეზი ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა. ამასთან, კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა ოფიციალურად დაატოვებინა. კუხიანიძე სხდომაზე ქალიშვილთან, მარიამ კუხიანიძესთან ერთად მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მალევე დატოვა. ამის შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას არ აპირებს, რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ეს ძალიან მძიმეა. „ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მეგობრები უნდა დავიცვათ ზოგადად, მაგრამ მათ არ განვსჯი. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩემი მეგობრები, ყოფილი…

მეტი...

მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.  დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარემ უკვე ჩაიბარა  ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განჩინება, რომელსაც 48 საათის განმავლობაშ გაასაჩივრებს. ბრალდებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში გაიმართა. მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

მეტი...

ვაჟა ექიმის პატიმრობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა გამართა

უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საოკუპაციო რეჟიმის მიერ პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს. პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და შექმნილი ვითარების დეესკალაციისათვის საჭიროა დიდი ძალისხმევა. დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს, რაც შეიძლებს სწრაფად დაუბრუნდება. გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდაა დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ…

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წინასაახალწლო მიღება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წლის მნიშვნელოვანი – წინასაახალწლო მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ გამორჩეული ბიოგრაფიის, თვალსაჩინო წარმატებისა და სხვადასხვა სფეროში  განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანები, ძირითადად აფხაზეთის მკვიდრნი. ცნობილ ადამიანებთან შეხვედრას დაესწრნენ  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აპარატის წარმომადგენლები. შეხვედრა, რომელიც მუსიკალური კლიპით დაიწყო აფხაზეთზე, თბილ და ემოციურ გარემოში გაიმართა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით,  განსაკუთრებული ღვაწლით, პროფესიონალიზმით, მიღწეული წარმატებით,  მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციით  გამორჩეულები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ  უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები – აფხაზეთის თანამედროვე მხატვრების ალბომი  და უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცემული კრებული სახელწოდებით…

მეტი...

“რაც მოხდა, იყო ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება” – თამილა ლაფანაშვილი

“ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო, რაც მოხდა, ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება, გამოეტანათ,  რასაც ვერ შევეგუებით”, – ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. თამილა ლაფანაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან პირად შეხვედრას ითხოვს. „ის ისჯება იმისთვის,  რისიც სჯერა, მას არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენია. ჩვენ ისევ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რადგან მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოხდეს. ეს არის ღირსების საქმე, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლის ვალია ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტის გააქტიურებას, ბრძოლა მაქსიმალურად იქნება გააქტიურებული და ვითხოვ პრემიერთან…

მეტი...

“არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზმები, რაც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ” – ომბუდსმენი გაფრინდაშვილზე

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებით, ხელისუფლებამ ამ საკითხზე გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები და გარკვეული დიალოგის ფორმატები. თუმცა, მისი აზრით, არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზები, რომლებიც ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს. “მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ძირითადად გამოიყენა არაოფიციალური კონტაქტები, ასევე გარკვეული დიალოგის ფორმატები, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებასთანაც. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო საზოგადოებას. ვფიქრობ, არსებობს სხვა საერთაშორისო მექანიზმები, რაც უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ არამარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მე, როგორც სახალხო დამცველი, ვაპირებ მივმართო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მოვიპოვო მეტი ინფორმაცია დამატებით რა…

მეტი...

თხილის, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში, საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8.3 ათასი ტონა თხილი, რაც 90 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უწყების ცნობით, წელს თხილის საექსპორტო ქვეყნებს 10 ახალი ბაზარი დაემატა. ასევე, გაიზარდა საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის გატანა. აგვისტო-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულმა ხურმამ და კარალიოკმა 7.3 ათასი ტონა შეადგინა, დაფიქსირდა 86 პროცენტიანი ზრდა. 2019 წელს ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე ორ ახალ ბაზარზე, რვა ქვეყანაში გავიდა.

მეტი...

თაღლითობის ფაქტზე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის, კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი დ.კ., გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში ბ.ლ., ასევე მოქალაქეები ზ.ბ. და რ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტის ნ.გ.-ს და მოქალაქე ვ.ზ.-ს მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილებები. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე ლევან ლაზარეშვილმა აღნიშნა, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016-2019 წლებში, ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ამზადებდნენ ყალბ…

მეტი...

“აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა” – მიხეილ ჩხენკელი

პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. „ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც, ხოლო სამინისტროს მხრიდან გაძლიერდეს ამ პროცესების დანერგვის ხელშეწყობა. აქ პირველ რიგში იგულისხმება კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიული მომზადება. ჩვენი მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს იგი თუ კერძოში. ვფიქრობ, რომ ასევე საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ამ სტანდარტებმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო მოსწავლისთვის. დააწესოს საზოგადოების…

მეტი...

“ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს” – ზურაბ აბაშიძე

“ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში დატოვების უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ხელისუფლება კვლავ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს. „სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ…

მეტი...

“სამოქმედო გეგმას, რომელიც ცუდ სცენართან მიმართებაში გვქონდა, აუცილებლად ავამოქმედებთ” – ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის, პატიმრობის შეფარადების ფაქტს შეგნებულ პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში აამოქმედდება გეგმა, რომელიც ცუდი სცენარისთვის ჰქონდათ გათვალისწინებული. მინისტრის განმარტებით, მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი ექიმის გასათავისუფლებლად: „ჩვენ აუცილებლად ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება. იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ ცუდ სცენართან მიმართებაში აუცილებლად ავამოქმედებთ და მე მინდა გითხრათ, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ბატონი ვაჟა, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და…

მეტი...

“შავი სკოლა” – აჭრელებული “მწვანე სკოლა” და მსხვერპლი მოსწავლეები (ვიდეო)

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, “მწვანე სკოლის” ჭიშკარი და მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა წარწერებითაა აჭრელებული. ამ დროისთვის, სკოლაში სწავლა შეჩერებულია. გაურკვევლობაში არიან როგორც ბავშვები ისე მოსწავლეები.

მეტი...

“შთაბეჭდილება რჩება, რომ სამართალდამცველები გარკვეული მიმართულებით მუშაობენ” – კონსტანტინე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, სამართალდამცავებს, გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვები პიროვნებების მიმართ აქვთ და გარკვეული მიმართულებით მუშაობენ. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში განაცხადა, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. კონსტანტინე გამსახურდია: რეაბილიტაციის ფაზაშია გადასული. სიტუაცია მძიმეა, სახიფათო დაზიანებებია. მაგრამ ჯერ-ჯერობით არაა გართულება და მდგომარეობის დამძიმება. “მედიაცენტრი მთავარი”: მომხდარის დეტალებზე თუ იცით რამე? კონსტანტინე გამსახურდია”: არა, არაფერი ვიცით. ვერც ვფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო ან ვის შეეძლო ასე გაემეტებინა. “მედიაცენტრი მთავარი”: ვინმეზე ხომ არ ჰქონიათ სამართალდამცავებს ან ოჯახის წევრებს ეჭვი?” კონსტანტინე გამსახურდია”: ჯერჯერობით არა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, სხვა არაფერი…

მეტი...

“საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას” – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგძლივებას. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, –…

მეტი...

“ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტი, ჩვენთვის არ არის რაღაც რიგითი შემთხვევა” – ვახტანგ გომელაური

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ოჯახს,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში განაცხადა. გომელაურმა ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს ტრაგიკული უწოდა და აღნიშნა, რომ შსს სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობს: “მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. პირველ რიგში, ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის არის ყველაზე მძიმე. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაც, ეს არ არის, ვთქვათ, რაღაც რიგითი შემთხვევა – უმძიმესი შემთხვევაა. ამას მოჰყვა შემდეგ კიდევ ორი, ასევე, სუიციდის ფაქტი. ერთი მოხდა ბათუმში, მეორე- სამეგრელოში, იქაც არასრულწლოვანი იყო და დაფიქსირდა რამდენიმე მცდელობა. ვფიქრობ, ეს…

მეტი...

“სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე, იქ იყო ორთაბრძოლა” – გამსახურდიას ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არა ერთი, არამედ რამდენიმე პირი დაესხა დავს. ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს. მისი თქმით, მას აქვს კითხვის ნიშნები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, თუ რატომ იყო გალის ქუჩაზე გათიშული ქუჩის განათება. ადვოკატი თავს იკავებს დეტალებზე და იმ ვერსიებზე საუბრისგან, რომლებიც საზოგადოებაში ვრცელდება, ვინაიდან ის შს სამინისტროს მიერ გამოძიების შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ელოდება, რომელიც უწყებას  ამ დრომდე არ გაუვრცელებია. “შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდანაც იკვეთება ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ამ შემთხვევაში ცოტნე. ფაქტია…

მეტი...

“უსიყვარულობა და უიმედობა მწვავედ იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში, რაც ტრაგიკული მოვლენების გახშირებას იწვევს” – დეკანოზი

დეკანოზი ლევან ალადაშვილი თვლის, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენები საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული უსიყვარულობის, უიმედობის და ნიჰილიზმის შედეგია. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საკეთილდღეო ცვლილებების განხორციელებას ქვეყანაში, მხოლოდ იმედისა და ოპტიმიზმის დანერგვით შევძლებთ: “უსიყვარულობა და უიმედობა მწვავედ იგრძნობა ჩვენს ქვეყანაში, რაც იწვევს ნიჰილისტურ განწყობას. შეიძლება იმედის გარეშე დარჩენილმა ადამიანმა ყოველთვის სუიციდით არ დაასრულოს სიცოცხლე, მაგრამ ფაქტობრივად, იმედს როცა აცლი, განსაკუთრებით ახალ თაობას, კლავ მას და მის მომავალს. სინამდვილეში ძალიან მაგარი ახალი თაობა გვყავს, ძალიან დიდი პოტენცია აქვთ და ნამდვილად სჭირდებათ სიყვარული, იმედი, გამხნევება… მნიშვნელოვნია, რომ ამ ადამიანებს…

მეტი...

“ფსიქო-სოციალური მომსახურება, კერძო სკოლებშიც უნდა დაინერგოს” – მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრის განცხადებით, განათლების სამინისტრო, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ჭეშმარიტების დადგენისთვის, მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მიხეილ ჩხენკელის თქმით, გაძლიერებული ფსიქო-სოციალური მომსახურების სტანდარტი, რომელიც საჯარო სკოლებშია დანერგილი, ანალოგიურად, კერძო სკოლებშიც უნდა დაინერგოს. “როგორც იცით, გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენი სამინისტრო, რასაკვირველია, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა ხელი შევუწყოთ ამ ტრაგედიის შესახებ სრული ჭეშმარიტების დადგენას. უსაფრთხოების სტანდარტი საჯარო სკოლებში, როგორც მოგეხსენებათ, დამტკიცებულია, მიმდინარეობს მისი განხორციელება და ახლა სწორედ ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომ საჯარო სკოლებში დანერგილი გაძლიერებული ფსიქო-სოციალური მომსახურების სტანდარტი აუცილებლად უნდა დაინერგოს კერძო სკოლებშიც. როგორც მოგახსენეთ,…

მეტი...

საქართველოდან რუსეთში 13,075.3 ტონა მანდარინია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 20,085 ტონა მანდარინი.  როგორც უწტებაში აცხადებენ, საექსპორტო ქვეყნებს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. წელს პირველად ექსპორტი განხორცილდა ლიეტუვაში (120,9ტ), სინგაპურში (0,1ტ), კატარში (0,4ტ) და სლოვენიაში (158,2ტ). 19 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთში ექსპორტირებულია 13,075.3 ტონა, უკრაინაში 4,047.2 ტონა და სომხეთში 3,333.6 ტონა. აქვე აღსანიშნავია, რომ წელს მანდარინის ფასი 0,70 თეთრიდან 1,50-ლარამდეა. სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის ოდენობა 5,536 ტონაა. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის…

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.  „ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – 1 წელი და 9 თვე“,- წერს დავით ასათიანი სოციალურ ქსელში. ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები მას, ე.წ. საზღვრის კვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ტავს თვლის დამნაშავედ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილის…

მეტი...

“ცოტნე ისეთი ჯანიანი იყო, 3-4 კაცი ვერ მოერეოდა” – სადაც გამსახურდია დაჭრეს, კამერებია დამონტაჟებული

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია, რომელიც ვერაზე, მის სახლთან ახლოს დაჭრეს ამ დრომდე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში რჩება. მეზობლები „მედიაცენტრ მთავართან“ თავს იკავებენ კომენტარისაგან და ამბობენ, რომ ამ ამბის შესახებ არაფერი იციან. რამდენიმე მეზობელი „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდია დაახლოებით 18:00 საათზე ეზოში ნახეს. ხოლო მისი დაჭრა დაბინდებამდე დაახლოებით 20:00 საათამდე მოხდა.  ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ცოტნე გამსახურდია მის სახლთან ახლოს მდებარე ავტოფარეხთან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. „როგორც ამბობენ, უცხოები იყვნენ. დაახლოებით 18:00 საათი იყო, როდესაც ცოტნე ვნახე, ჩვეულებრივად მივესალმე და წავედი.  ცოტნეს დაჭრა ავტოფარეხში არ მომხდარა, მოხდა ცოტა წინ.  ცოტნე…

მეტი...

“მოვედი, რომ ვნახო, მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი ცოტნესთვის” – პრეზიდენტი საავადმყოფოში მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავდასხმის დეტალებზე ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მთავარია ეს მძიმე პერიოდი გადაილახოს. პრეზიდენტი საავადმყოფოში მივიდა, სადაც ცოტნე გამსახურდია მძიმე მდგომარეობაში წევს. “არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. არ ვიცი დეტალები. საშინელი შედეგია. მე ამ დილით ქალბატონ მანანას ველაპარაკე და ამიტომ მოვედი, რომ ვნახო, მაინტერესებდა, გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა და გაკეთდება ყველაფერი, რაც იქნება საჭირო შემდეგ ეტაპზე. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, სადაც ჯერ პროგნოზი არის მძიმე,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

“მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რაც ახალგაზრდების დასახმარებლად გაგვაჩნია”- დეკანოზი

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ ფენას, გამოიყენონ ხელთ არსებული ყველა რესურსი იმისათვის, რათა მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ქყეყანაში არ განმეორდეს. ამის შესახებ დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ეკლესიამ არაერთი ადამიანი იხსნა საბედისწერო შეცდომისაგან, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ყველა ფენამ უნდა სცადოს: „თუ ეს შემზარავი სტატისტიკა, თვითმკვლელობისა, რაც დღეს გვაქვს, არ არის 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი, მერწმუნეთ, ძალიან ბევრ სასულიერო პირზე მოდის ბოლო სიტყვა, ამ შემთხვევაში. მათ ბევრჯერ გადააფიქრებინეს ასეთი მცდელობები ახალგაზრდებს. ასევე, საკუთარი რესურსით უნდა სცადოს ოჯახმა, მშობელმა, პედაგოგმა, პოლიციელმა… ვისაც როგორ შეუძლია, რომ ახალგაზრდას მხარში დაუდგეს.…

მეტი...

100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი – “ქართული ოცნების” შეთავაზება ოპოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, იმ წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც ოპოზიციას შეხვედრის მორიგ რაუნდზე შესთავაზა: “რთული პროცესების შედეგად “ქართული ოცნების” გუნდმა შეძლო არსებულ ვითარებაში ოპტიმალური, კომპრომისული გადაწყვეტილების შეთავაზება და მიღება. პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ პროპორციული წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს ნაცვლად 77-სა, ხოლო მაჟორიტარული წესით მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად იქნება 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ზაფხულში გაცემული დაპირების შესრულებას და  პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას…

მეტი...

“საშინელი გადაწყვეტილების გადაფიქრებაში, ადამიანს ეკლესია ეხმარება, რეალობა კი, უჭრის ამ გზას ახალგაზდებს” – დეკანოზი

დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი თვლის, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ეკლესიის დაკნინების მცდელობა, მხოლოდ უარყოფით შედეგს გამოიღებს და ახალგაზრდას ეკლესიასთან დააშორებს. მისი თქმით, ერთი ცუდი ექიმის, მასწავლებლისა თუ მღვდლის გამო, ინსტიტუციების შეურაცხოფა არ უნდა დავიწყოთ. აღნიშნულის შესახებ დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა: “თუ სადმე, ან ვინმესთან მოდიოდნენ ეს ადამიანები, ახალგაზრდაც და ზრდასრულიც, იყო ეკლესია და თანამედროვე რეალობა ერთი ხელის მოსმით უჭრის ამ გზას ახალგაზდებს. ისინი რჩებიან მარტო. აჭრელებულია ქალაქი, სოციალური ქსელები, საიფორმაციოები და აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა, სუიციდის. ამ დროს კი ეკლესია გვეუბნება, რომ ეს არ არის გამოსავლი, თვითმკვლელობა ეკლესიისგან…

მეტი...

“მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა, ეპიდემიად იქცეს – მოვუწოდებ მედიას, არ გახდეს ამ პროცესის მონაწილე” – დეკანოზი

“ჩვენი მიზანი არაა, ეს წარწერა, როგორც განწყობა, აზრი, წავშალოთ, ჩვენი მიზანია, მოვუხმოთ საზოგადოების ყველა ფენას, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი”, – ასე გამოეხმაურა დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი ახალგაზრდების თვითმკვლელობის ფაქტებს და მოუწოდა საზოგადოებას, ყველამ ერთად გავითავისოთ, რა შეცდომები დავუშვით. აღნიშნულის შესახებ დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, საჭიროა, ერთობლივი ძალებით მივიდეთ ახალგაზრდებთან ახლოს, მოვუსმინოთ და მათი პრობლემები გავიზიაროთ: “წარწერა არის განწყობა, აზრი, დამოკიდებულება და რადგან ის ფიქსირდება, ჩნდება, ე.ი. მას აქვს მიზეზი. ჩვენი მიზანი არაა, ეს წარწერა, როგორც განწყობა, აზრი, წავშალოთ, აღკვეთოთ, ავკრძალოთ! ჩვენს მიზანია, მოვუხმოთ საზოგადოების ყველა ფენას, განსაკუთრებით მასმედიის,…

მეტი...