გულ-მკერდის ღრუს შემავალი ჭრილობები, სერიოზული სიმძიმე – ცოტნე გამსახურდიას, შესაძლოა, მეორე ოპერაციაც დასჭირდეს

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა. ოპერაციის დასრულების შემდეგ, ქირურგმა პირველი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მას მიღებული აქვს სერიოზული ჭრილობები, მდგომარეობა მძიმეა.  მე-9 საავადმყოფოს ქირურგის ინფორმაციით, მას ახლა კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება თავის ქალაზე, რის შედეგადაც გადაწყდება, საჭიროებს თუ არა პაციენტი დამატებით ჩარევას. ექიმის თქმით, სისხლდენა შეჩერებულია, პაციენტს სუნთქვის პროტეზირება უტარდება.  „პაციენტი მოყვანილია პოლიტრავმით, მრავლობითი დაზიანებებით, (გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი) მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, ზურგის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით. ასევე აღენიშნება თავის თხემის მიდამოში 4 ჭრილობა – ნაკვეთი და დაჟეჟილი ჭრილობები“, – განაცხადა ექიმმა.  საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი დღეს საღამოს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს.

მეტი...

“ჩოლოიანის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2 პირი” – პროკურორი

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2 პირი. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ განაცხადა. 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში იმსჯელეს.

მეტი...

სასამართლომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეუფარდა, პროცესი საავადმყოფოში გაიმართა

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი ამ წუთებში დასრულდა. დაცვის მხარის შუამდგომლობით, სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართა, სადაც გამომძიებელია გადაყვანილი. პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა მედიასთან განცხადება გააკეთა და ბრალდებულთა რიცხვის გაზრდა არ გამორიცხა. ლევან ქუთათელაძის თქმით, სასამართლოზე წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს.  საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს ჩაინიშნა.  პროკურორის თქმით, ამ ვადამდე სახელმწიფო ინსპექტორი მასშტაბურ, სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარებს, რაც ობიექტური შეჭმარიტების დადგენისკენ იქნება მიმართული.  მისივე თქმით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში გამოიკვეთება დამატებით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, პროკურატურა სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს, განურჩევლად ბრალდებულის რანგისა. …

მეტი...

საქართველოში 8 სახის ვირუსი ცირკულირებს – რა რეკომენდაციები აქვთ ექიმებს?

საქართველოში ბოლო 2 თვის მონაცემებით დაახლოებით, 8 სახის ვირუსი ცირკულირებს. სეზონურ გრიპებს შორის ყველაზე მეტი B ტიპის ვირუსი დაფიქსირდა, ასევე გამოვლინდა H1 და H3 ტიპის ვირუსიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ავადობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, გრიპი ჯერჯერობით კიდევ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა მატების პერიოდი სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება: „ზამთრის დადგომასთან ერთად, მოდის ზამთრის ვირუსები. მატება დაწყებულია, უკვე ორი კვირაა, თუმცა ავადობის მაჩვენებელი ჯერჯერობით, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო შარშან…

მეტი...

“მოზარდების პერსონალური ინფორმაციის მოპოვება მშობლების ნებართვის გარეშე მოხდა” – ინსპექტორი

“არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები სკოლის ადმინისტრაციისა და პოლიციის ხელში მშობლების ნებართვის გარეშე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხვდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მოზარდის გარდაცვალებისა და ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეს ეხება. როგორც ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, არასრულწლოვანი პოლიციაში გამოცხადდა მშობელთან ერთად, თუმცა პოლიციის განყოფილება მშობელმა დაახლოებით 20 წუთით დატოვა. ამის მიზეზად კი სახელდება ის ფაქტი, რომ მშობელს პოლიციაში გარკვეული მონაცემების მიტანა დასჭირდა. „დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა. სწორედ ამ მიზნით, მშობელი გარკვეული დროის განმავლობაში გადის პოლიციის დაწესებულებიდან,…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა, დაჭრილს ოპერაცია უტარდება 

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზიად გამსახურდიაც ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. მას ამ ეტაპზე ურთულეს ოპერაციას უტარებენ. ქირურგთა ჯგუფი მის გადასარჩენად მუშაობს. როგორც სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, ამ წუთებში ცოტნე გამსახურდიას დედა, მანანა გამსახურდია მივიდა. კლინიკაში იმყოფებიან ცოტნე გამსახურდიას ძმა კონსტანტინე გამსახურდია და ახლობლები.   მას ჭრილობა  ბასრი საგნით აქვს მიყენებული. როგორც კონსტანტინე გამსახურდიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მდგომარეობა მძიმეა. „ცოტნე გამსახურდია ვერაზე, გალის ქუჩა 19-თან დაჭრეს, მისი მდგომარეობა რთულია, აქვს 1 ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ასევე თავი აქვს გახეთქილი. პირველადი მონაცემებით, ეს არის…

მეტი...

“ლუკა სირაძის გამოკითხვა 6 საათი მიმდინარეობდა” – სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიების დეტალებზე

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გამოძიების შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვისას დაირღვა მისი უფლებები და ასევე გამომძიებლის მხრიდან იყო მუქარაც. “დასტურდება შემდეგი გარემოებები – 2019 წლის 10 დეკემბერს “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ სკოლის შენობა მოხატული იყო და გაკეთებული იყო წარწერები, პირის იდენტიფიცირების მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა კამერები, ასევე, ამავე მიზნით დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად და ჩანაწერზე აღბეჭდილი სურათის წარდგენა და პარალელურ რეჟიმში გამოძახებული იქნა პოლიცია. პოლიციის მისვლამდე ბავშვებთან კომუნიკაცია ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა ჩანაწერები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ასევე არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები. ამის შემდეგ 187-ე მუხლით,…

მეტი...

“ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ აკმაყოფილებს” – ჩოლოიანის ადვოკატი

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ურთიერთშეთავსებადი და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს არ აკმაყოფილებს. „ფაქტობრივად, ემყარება ერთ ჩვენებას და საქმეში წარმოდგენილია კანონიერი წარმომადგენლის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელიც თვითონვე აფიქსირებს, რომ რაიმე სახის იძულებითი ქმედება არ განხორციელებულა; არასრულწლოვნებს, სხვა პირებს არ ჰქონიათ შემხებლობა პოლიციის განყოფილებაში, ისინი ისხდნენ განცალკევებით და მოშორებით. ეს ინფორმაცია მითითებულია კანონიერი წარმომადგენლის ჩვენებაში. ასევე, ის უთითებს, რომ მას განემარტა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიერ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ძირითადი უფლება-მოვალეობა“,- განაცხადა ადვოკატმა.…

მეტი...

ხვალ, შესაძლოა, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საარჩევნო ცვლილებებზე კონკრეტული შეთავაზება წარუდგინოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე, მმართველმა გუნდმა საარჩევნო ცვლილებებზე ოპოზიციის მიმართ კონკრეტული შეთავაზება გააკეთოს. „მათ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში რაციონალური წინადადებები ვერ დააყენეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გაუგებრობა და თითქმის აზრს მოკლებული შეხვედრები ასე რომ არ გაგრძელდეს, შეიძლება, ჩვენ ვუთხრათ რაღაც. ხვალ ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ ოპოზიციისგან. ვფიქრობთ, რომ შეიძლება, კონსენსუსის გზაზე ისევ ჩვენი წინადადებით დავდგეთ. შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ, კონკრეტულ თემებზე, რამაც შეიძლება, კონსენსუსის გზაზე გვატაროს“, – განაცხადა მდინარაძემ. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდი გაიმართება.

მეტი...

თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

“სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება” – კახა კალაძე

“სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ. 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის შემდეგ, თბილისსა…

მეტი...

სასამართლო, მარიანა ჩილოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე კლინიკაში იმსჯელებს

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კლინიკაში  იმსჯელებენ. ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდება სასამართლოში და აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა გაგრძელდეს კლინიკაში. ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა. მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს. მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

მეტი...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა. რატი იონათამიშვილი ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს ცვლის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა. გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის ფორმატში მიიღეს, სადაც კენჭისყრა ჩატარდა.

მეტი...

“არასოდეს დაუპირისპირდეთ საკუთარ თავს, დაუპირისპირდით და ებრძოლეთ პრობლემებს, არასოდეს დანებდეთ!” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ,  მედიასთან საუბრისას, ახალგაზრდებს, სირთულეების მიუხედავად, შემართებისა და მეტი ოპტიმიზმისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, მოზარდების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად საზოგადოებამ და სახელმწიფომ ერთობლივად უნდა იზრუნონ. „ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა. აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას. მინდა, ერთ რამეს გავუსვათ ხაზი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება, არის სუიციდის პროპაგანდა. ეს არის ძალიან სახიფათო და მინდა, მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებების და წარწერების გაკეთებისგან. ასევე, მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, მოზარდებს, ვინც გარდატეხის ასაკშია. ჩვენ ეს ეტაპი ყველამ გამოვიარეთ და ყველას კარგად გვახსოვს, როგორი რთული იყო, როდესაც გადადიოდი დიდობის ასაკში. იყო გაუცხოება…

მეტი...

„ქართული რძის“ ნიშანს ყველის მწარმოებელი 14 საწარმო ფლობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის მიერ „ქართული რძის“ ნიშნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, ლევან დავითაშვილმა რძის წარმოების და გადამუშავების სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე  ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს მიმართულება მრავალი  გამოწვევის წინაშე დგას. „ქართული რძის“ ნიშანი დამატებით სტიმულს მისცემს და დაეხმარება მეწარმეებს  მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებაში. „სახელმწიფო აქტიურად მუშაობს რძის წარმოების სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევისა და ზოგადად, სექტორის განვითარების მიმართულებით. სამინისტრო თანამშრომლობს როგორც რძის მწარმოებლებთან, ისე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა ყველისა და რძის პროდუქტების ღირებულებათა სრული ჯაჭვის თანმიმდევრული განვითარება მოხდეს. ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში,…

მეტი...

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით შეიქმნა. 

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით, 2020 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა.  ევროპის კავშირის საბჭოს ცნობით, ევროპის კავშირის საბჭოს წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების საკითხი 9 დეკემბერს, პარიზში გამართული ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ განიხილეს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის კავშირის საბჭო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

მეტი...

“უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავს მოთხოვნებს დაექვემდებარონ” – თეა წულუკიანი

15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებასთან ერთად ყურადღებით აკვირდება, გაფართოვდება თუ არა დასაკითხ და გამოსაკითხ პირთა სია. მინისტრის თქმით, კერძო სკოლების მიმართაც უნდა იყოს ისეთივე მოთხოვნები, როგორიც საჯარო სკოლების მიმართ არის. “მეც, როგორც თქვენ, ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა სპექტრი გამოსაკითხი ან პასუხისგებაში მისაცემი პირების. მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ჩვენ ვერც დასკვნებს გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ. ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმ ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ…

მეტი...

“ამ შემთხვევიდან შესაძლებელია, მომავლისთვის გაკვეთილები მივიღოთ” – ევროკავშირის ელჩი მოზარდის სუიციდზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი 15 წლის ლუკა სირაძის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, აუცილებელია, საქმეში არსებული ფაქტები ყურადღებით შეისწავლონ. ჰარცელის თქმით, ამ კონკრეტული შემთხვევიდან შესაძლებელია, მომავლისთვის გაკვეთილები მივიღოთ. “პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მინდა ოჯახს და ახლობლებს მივუსამძიმრო. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მნიშვნელოვანია, მივყვეთ ფაქტებს და ყოვლისმომცველი გზით შევისწავლოთ ისინი. ამ კონკრეტული შემთხვევიდან შესაძლებელია, მომავლისთვის გაკვეთილები მივიღოთ. ვფიქრობ, ჩვენ ეს შემთხვევა უნდა განვიხილოთ, თუ რამდენად არის კანონის სტანდარტები დაცული, შემდეგ კი გვქნება ამ საკითხზე კიდევ ერთი დისკუსია”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მეტი...

“ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ნათქვამს უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი” – თეა წულუკიანი

“დღეს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, ყველამ – ხელისუფლებამ, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას უსმენს და უყურებს ასიათასობით არასრულწლოვანი”, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, არავინ იფიქროს, რომ პრობლემებიდან გამოსავალი არის საკუთარი თავის დაზიანება. „მშობლებს ჩვენთვისაც ხშირად უწყენინებიათ, როდესაც ვიყავით პატარები, ახალგაზრდები. ჩვენც ბევრჯერ გვიწყენინებია ჩვენი მშობლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ პრობლემებზე ვისაუბროთ ისე, რომ არ ვიფიქროთ საკუთარი თავის დაზიანებაზე. თქვენ, ბავშვები და არასრულწლოვნები ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. მნიშვნელოვანია, წინა პლანზე გამოვიდნენ არა ჟურნალისტები და…

მეტი...

“თბილისში, რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება” – ზურაბ აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე თბილისში, რუსული კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ცენტრის გახსნის შესახებ ინფორმაცია უარყვეს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაშიც. „ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შვეიცარიის საელჩოში არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციასთან გაიხსნა რუსეთის კულტურის ცენტრი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ინფორმაცია არ დასტურდება და ამის გადამოწმება მარტივია შვეიცარიის საელჩოსთან დაკავშირებით. არც ერთ სახელმწიფო უწყებას ამგვარ ინიციატივასთან შეხება არ ჰქონია, ამის შესახებ ადრეც განვაცხადეთ. ერთ-ერთ კომერციულ სტრუქტურას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, ჰქონდა საკმაოდ დიდი ინტერესი და საბოლოოდ, მათ დაადასტურეს, რომ ასეთი სახით…

მეტი...

“ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი. ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა” – გიორგი ვაშაძე

“ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი, ჩემთვის პირადად, იმისთვის, რომ იანვრიდან დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასთან ხვალ დაგეგმილ მოლაპარაკებათა ე.წ. მეოთხე რაუნდის შესახებ ისაუბრა. „ან „ქართული ოცნება” არის ადეკვატური, ადეკვატურად უყურებს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებას ან არის არაადეკვატური და რაღაც სისულელეს მოიტანს. ჩვენ მივეცით მათ კიდევ ვადა, რაც თვითონ ითხოვეს და ველოდებით პასუხს. ტექნიკურ დეტალებში რომ არ შევიდე, საკითხი ეხება საქართველოს მომავალს, რომლის მოსპობაში დამნაშავე არის „ქართული ოცნება“. ამ მომავლის საბოლოო მოსპობის წინააღმდეგობის მექანიზმი უნდა შევქმნათ. ან იქნებიან…

მეტი...

საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რევაზ მიქაბერიძე აირჩია

80 ხმით არც ერთის წინააღმდეგ – საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად რევაზ მიქაბერიძე აირჩია.  მეორე შერჩეულმა კანდიდატმა, თეა ხამხაძემ საკანონმდებლო ორგანოს წერილობით მიმართა და საკუთარი კანდიდატურის მოხსნა ითხოვა. პარლამენტში საპროკურორო საბჭოს წევრების კენჭისყრა 13 დეკემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოთხოვნით გადაიდო. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ვითარების გამო კანდიდატების გაცნობა ვერ მოხერხდა და კოლეგებს დამატებითი კონსულტაციები შესთავაზა. საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევად საქართველოს პარლამენტის მიერ კონკურსი 2019 წლის 31 ოქტომბრიდან გამოცხადდა.

მეტი...

ერთი დაღუპული და 14 დაშავებული – ავარია კახეთის გზატკეცილზე

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.  მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ავარიასთან დაკავშირებით კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს: “კახეთის გზატკეცილზე მოძრავი მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი ხაზის ნომრით 82, წინასწარი ვერსიით, უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მეორე მგზავრი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება,” – აღნიშნულია განცხადებაში. ფაქტზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

“გამორჩეული მოსწავლე იყო, კლასის ჰიმნი 5 წუთში ზეპირად შეთხზა”- მე-100 სკოლის დირექტორი გარდაცვლილ მოსწავლეზე

„აქტიური, კომუნიკაბელური, საკმაოდ მხიარული… მორიგეობაზე რჩებოდა და კედლებს ხეხავდა ხოლმე, ისე უვლიდა სკოლას“,- ასე ახასიათებს 15 წლის გარდაცვლილ მოზარდს იმ სკოლის დირექტორი, რომელშიც ლუკა სირაძე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა. მისი თქმით, ლუკა გამორჩეული მოსწავლე იყო და მცირე დროის განმავლობაში, ბევრი დადებითი თვისება გამოავლინა: „არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი ბავშვი იყო. შემიძლია დავახასიათო როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე – აქტიური, კომუნიკაბელური, საკმაოდ მხიარული. სასკოლო აქტივობებში, ღონისძიებებში სულ ყოველთვის ჩართული იყო. არცერთი დღე არ გაუცდენია სკოლა ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან მეგობრული იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის კლასელებთან და მასწავლებლებთან. ამ ორ თვეში ისე მოახერხა,…

მეტი...

“სასოწარკვეთილი ვიყავი, არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა”- დედა, რომელმაც ჩვილი ნაგავში გადააგდო

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გუშინ, 18 დეკემბერს, საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში საკუთარი ჩვილი ბავშვი ნაგავში გადააგდო, ამბობს, რომ ამ მოქმედების მიზეზი მისი უკიდურესი სასოწარკვეთა იყო. „სასოწარკვეთილი ვიყავი, არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა, მარტო ვარ“, – განაცხადა ქალმა, რომელიც, ბერძნული მედიის ცნობით, საქართველოდანაა. იგი პოლიციამ იმავე დღეს, მეგობრის სახლში დააკავა. შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. დაახლოებით დილის ექვს საათზე, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. მან გამვლელებს უხმო საშველად, თუმცა, როგორც თავად უამბო ჟურნალისტებს, მას არ დაუჯერეს და უთხრეს, რომ ხმა კატის კნუტის იყო და არა ბავშვის. „არ მივატოვე, ტელეფონი…

მეტი...

პუტინი რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას მიზანშეწონილად მიიჩნევს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობაზე ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა შეკითხვა მას იმ ახალი გზის მშენებლობაზე დაუსვა, რომელიც ჩეჩნეთს საქართველოსთან დააკავშირებს. პუტინი მიიჩნევს, რომ გზა საჭიროა, თუმცა აცხადებს, რომ მისი მშენებლობის პრაქტიკული გეგმა ჯერ არ განიხილება.  “საქართველოსთან მიმოსვლის პრობლემები ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც დიდთოვლობაა. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ახალი გზა კარგი იდეაა, მაგრამ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში ის ჯერ არ შედის, გავიმეორებ, რომ იდეა ცნობილია, რეალიზებადია, მისი რეალიზება მიზანშეწონილია,”-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.  შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა სურს და ამ…

მეტი...

“მწვანე სკოლის” მხრიდან გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების და გავრცელების ნიშნები” – სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის ოთარ ჩახუნაშვილის განცხადებით არასრუნლწლოვნის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში, “მწვანე სკოლის” მხრიდან გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის და მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები. მისი თქმით, აღნიშნულის გამო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილებაა შეისწავლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება. “ვინაიდან გამოიკვეთა სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის, მათ შორის გავრცელების წესების დარღვევის ნიშნების, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შეისწავლოს სკოლის მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება. არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებში შეიძლება ვიგულისხმოთ ვიდეო თვალთავალის განხორციელება სკოლის მიერ. ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა გამოძიების შედეგად…

მეტი...

“უამრავი ადამიანი განიცდის ბულინგს სკოლაში, ბევრი ბავშვია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი” – განათლების მკვლევარი

განათლების მკვლევარი რევაზ აფხაზავა თვლის, რომ უკანასკნელ დღეებში დატრიალებული ტრაგიკული შემთხვევის ობიექტური გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი პირობა ზოგადი სიტუაციის გამოსასწორებლად, რადგან უამრავი ადამიანი განიცდის ბულინგს სკოლაში და ძალიან ბევრი ბავშვია ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნულ საკითხზე რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, ბავშვების უმეტესობას, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, არ ჰყავს თანამგრძნობი, ვისაც თავის პრობლემებს გაუზიარებს და ამ შემთხვევაში სკოლა მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული, რათა მოხდეს პრობლემის დროულად შემჩნევა და იდენტიფიცირება: „საქმის ობიექტური სამართლებრივი გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა იმისათვის, რომ სიტუაციის…

მეტი...

„არსებობს კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ბავშვს არავინ შეხებია, აღიარების საჭიროება არც არსებობდა“ – ადვოკატის ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

„ყველა იურისტი მიხვდება,  რომ როცა ამდენი მტკიცებულება არსებობს  საქმესთან მიმართებაში, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს“ – აცხადებს „მედიაცენტრ მთავართან“ 15 წლის მოზარდის საქმის გამომძიებლის, დაკავებულ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.   არჩილ შაბაშვილი: ბრალდებულების უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თავად განყოფილებაში კი, სივრცე ისეა მოწყობილი, ერთიანი სივრცეა, დაპირისპირებას ადგილი ვერ ექნებოდა.  თუ არსებითად წავიდა ამ საქმის განხილვა, ძალიან ბევრი გარემოება გამოიკვეთება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ზუსტად ვიცი, რომ დაპირისპირებას რეალურად ადგილი არ ჰქონია. „მედიაცენტრი მთავარი:“ პროკურატურამ თქვენს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორ ეპიზოდში წაუყენა. გაეცანით ბრალდებას და…

მეტი...

“ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ ვაშინებთ მომავლით, ნუ ვეუბნებით, რომ ცხოვრება საშინელია, ეს ძალიან სახიფათო გზავნილია” – არჩილ თალაკვაძე

“გაუცხოების, სულიერი ფასეულობების ჩანაცვლების გამო, რომელსაც ადგილი აქვს თანამედროვეობაში, უყურადღებოდ რჩებიან მოზარდები, რომელთაც შესაძლოა, დახმარება სჭირდებათ,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამნეტის ბიურის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რითაც  15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა. პარლამნეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას მოუწოდა, მოზარდებს ნიჰილიზმისკენ ნუ მოუწოდებენ. მისივე განცხადებით,  მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მიმდინარე კამპანია არის ძალიან სახიფათო. “ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც მიმდინარეობს ამ შემთხვევის გარშემო და კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს თანამოქალქეებს, რომელიც აორგანიზებდნენ პროტესტის ძირითად აქტივობებს. ნუ მოვუწოდებთ ბავშვებს ნიჰილიზმისკენ, ნუ  ვაშინებთ ბავშვებს მომავლით,…

მეტი...

მარიანა ჩოლოიანმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო წარდგენილ ბრალს ხელი ვერ მოაწერა

გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის მდგომარეობას მძიმეა. როგორც მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, წარდგენილ ბრალზე ხელის მოწერა ვერ შეძლო, რის გამოც, გარეშე პირის მიწვევა გახდა საჭირო, რათა ბრალის ფორმულირებას გასცნობოდა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვერ მეტყველებს, ხელის ჟესტუკულაციის საშუალებით კი მიანიშნა, რომ წარდგენილ მუხლში თავს დამნაშავედ არ სცნობს. ჩოლოიანს ბრალი კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს, სადაც ის მკურნალობას გადის. “მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბრალდებულმა ვერ შეძლო ხელი მოეწერა დოკუმენტზე, ამ შემთხვევაში, ბრალის დადგენილების დოკუმენტს და საჭირო გახდა…

მეტი...

„თუ ემოციები უმართავი გახდა, შესაძლოა, მან უარესი რეალობის წინაშე დაგვაყენოს“ – დიმიტრი ხუნდაძის საგანგებო განცხადება

„ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ. პირველი –  სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირია და მეორე –  თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა და ამ ემოციით საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების მცდელობა, რაც ამავე საზოგადოებისთვის სახიფათოა“ – აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. „მედიაცენტრი მთავარი“ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებს უცვლელად გთავაზობთ: „განსაკუთრებით მძიმეა, როცა სიუიციდის შემთხვევა ეხება მოზარდს და ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ თუ ემოციები უმართავი გახდა, შესაძლოა ამან უარესი რეალობის წინაშე დაგვაყენოს. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ.  პირველი – სუიციდის შემთხვევები, რომელიც სამწუხაროდ ხშირია და მეორე – თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით…

მეტი...

“საზოგადოება არ უნდა დარჩეს ისეთივე გაურკვეველ მდგომარეობაში, როგორც დარჩა “ხორავას საქმის” შემდეგ”- რევაზ აფხაზავა

„საკითხის ირგვლივ, ფაქტობრივად, ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ, ვიცით ძალიან მცირე დეტალი, რაც ტრაგედიის ობიექტურად შეფასების საშუალებას არ გვაძლევს“, – ამის შესახებ განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის  ირგვლივ საზოგადოება მეტად ინფორმირებული უნდა იყოს: „ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ, ფაქტობრივვად. ვიცით ძალიან მცირე დეტალი, რომელიც ობიექტური დასკვნების გაკეთების საშუალებას, ჯერჯერობით, არ გვაძლევს. ცალსახად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს, რომ მაღალი ინტერესის გამო, შესაძლებლობის ფარგლებში, მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. თუმცა, საკითხის ისე დასმა, სკოლაში დაიწყო, სკოლამდე თუ სად და როგორ დაიწო პრობლემა, რთული სათქმელია და მოვერიდებოდი ასეთი…

მეტი...

“ქალი თუ ხარ, პოლიციელი თუ ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ მძიმე სიტუაციაა” – გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს გაუნათლებლობას უკავშირებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდთან განსაკუთრებული მიდგომებია საჭირო.  “პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც თავს პოლიტიკოსებს ეძახიან, ჟურნალისტებს, ექსპერტებს. მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ხალხი. მოუსმინეთ, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალგაზრდა თაობასთან გარდამტეხ პერიოდში. დღეს სკოლის დირექტორს მოვუსმინეთ, ის ადამიანი ცოდვა არ არის ახლა, სულ არ ჰქონდა განზრახვაში, რომ ასეთი ცოდვა ეტარებინა ცხოვრების ბოლომდე. ხომ ფაქტია, რომ ამ საკითხთან შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა. ურემი რომ გადაბრუნდა, ახლა დავინახეთ გზა. პოლიციაშიც, მითუმეტეს, ქალი თუ ხარ,…

მეტი...

„განათლების სისტემა მოწყობილია საბჭოთა ციხეებისა და ქარხნების მსგავსად“ – განათლების მკვლევარი

განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“, განათლების სისტემის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისტემა საბჭოთა ციხეებს ჰგავს, საიდანაც ყველა გარბის. „მნიშვნელოვანია, ჟანდარმული წესების ნაცვლად, მეტი ვიფიქროთ, რომ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სკოლას შორის იყოს მეტი კავშირები, არაფორმალური ურთიერთობა. მასწავლებლების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლა არის ზარის დარეკვიდან დარეკავამდე. ბავშვებიც, მხოლოდ ამ მკაცრად ორგანიზებულ გარემოში ურთიერთობენ ერთმანეთთან და მასწავლებლებთან. შემდეგ მასწავლებელიც და მოსწავლეც გარბის სკოლიდან. როგორც საბჭოთა ციხეებსა და ქარხნებში იყო, ასეა მოწყობილი სისტემა“ – განაცხადა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავარში“.   მისივე შეფასებით, სწორედ ბავშვებთან გაუცხოება და მენტორული დამოკიდებულება…

მეტი...