12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებულ ხუთ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა, ერთს კი, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 დეკემბერს პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხუთი პირი დააჯარიმა, ერთს კი, სიტყვიერი შენიშვნა მისცა. კერძოდ, „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა. ზურაბ კოსტავა 1500 ლარით დაჯარიმდა, გიორგი ბუნტურს 2500-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ირაკლი ჯუღელს 1500 ლარიანი, ირაკლი კუპრაძეს კი 1500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, ნოდარ ბრეგვაძეს სიტყვიერი შენიშვნა მიეცა. აღნიშნული პირები საქართველოს პარლამენტთან 12 დეკემბერს დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მეტი...

“ვნახე კადრები, მაგრამ ვერ ამოვიცანი ლუკა სირაძე” – “მწვანე სკოლის” დირექტორის მოადგილე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში “მწვანე სკოლის” დირექტორის მოადგილის გამოკითხვა დასრულდა.  როგორც მანანა ქაჯაიამ განაცხადა, მან სამსახურს მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც სკოლაში მისვლის შემდეგ დახვდა. “არ ჰქონდათ კითხვები, მომაყოლეს ისტორია, რა მოხდა იმ დღეს. მივიდნენ სკოლაში ბავშვები და თანამშრომლები და დახვდათ საშინელი სურათი, რომელმაც ძალიან დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა და გარკვეული ტიპის შიში, იმიტომ რომ ვერ მივხვდით რაში იყო საქმე და რა მესიჯები იყო. არ ვიცოდით იმ წარწერების მერე რამე იყო თუ არა სკოლაში. სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა გამოუძახა პოლიციას. მე ვნახე კადრები, მაგრამ ვერ ამოვიცანი ლუკა სირაძე,” – განაცხადა ქაჯაიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამ წუთებში…

მეტი...

“პოლიციას სკოლამ გადასცა ინფორმაცია, ვინ იყო კადრებზე აღბეჭდილი” – ადვოკატი

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის არჩილ შაბაშვილის განცხადებით, სკოლამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების შემდეგ, პოლიციას გადასცეს.  ადვოკატის ინფორმაციითვე, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას დაახვედრა ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, ვინ იყო ამ კადრებზე აღბეჭდილი და ასევე ბავშვებისგან მოპოვებული ე.წ. სქრინშოტები. „რა ინფორმაციაც მე მისგან მაინტერესებდა მიმეღო, მე ის ინფორმაცია მივიღე. ის გამორიცხავს თავის მონაწილეობას ამ ქმედებაში. მისთვის ბრალი არც წარუდგენიათ და მიაჩნია, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა.  მნიშვნელოვანია ამ საქმეში გაირკვეს სკოლის წვლილიც, რადგან სკოლამ მოიპოვა მტკიცებულებებ, რომელიც გამოძახების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს. სკოლის მიერ იყო ამოღებული ვიდეოკამერები, სკოლამ გამოკითხა ბავშვები, რომლებსაც ამოაცნობინა აწ გარდაცვლილი ბავშვი.…

მეტი...

არასრულწლოვნების გამოკითხვისას შესაძლოა, აუდიო ან ვიდეო ჩაწერა განხორციელდეს

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრეს, განაცხადა, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვისას შესაძლოა, აუდიო ან ვიდეო ჩაწერა განხორციელდეს. „დეპუტატებს აინტერესებდათ სახალხო დამცველის მოსაზრებები მიმდინარე გამოძიებაზე. მათაც ჰქონდათ ინფორმაცია, მაგრამ ჩვენც გავუზიარეთ ჩვენი ხედვები. შევთანხმდით იმაზე, რომ სახალხო დამცველი მიაწვდის კიდევ დამატებით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რადგან ჩვენ ვაპირებთ, დავაკვირდეთ გამოძიების მიმდინარეობას. გარდა ამისა, ჩემთვის მისასალმებელია, რომ პარლამენტის წევრები იზიარებენ სახალხო დამცველის პოზიციას და ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნების გამოკითხვა ხდებოდეს აუდიო ან ვიდეო ჩანაწერით. ვფიქრობ, ეს კარგი დაცვის…

მეტი...

“გამორიცხული არ არის, ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, 15 წლის ლუკა სირაძე შემთხვევით ჩამოვარდნილიყო მე-9 სართულიდან. “დღეს მის დედასა და ძმასთან საუბრიდან გამოჩნდა, რომ დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, რომ მან თავი გადმოიგდო. არსებობს მოსაზრება და გამორიცხული არ არის, რომ ლუკა შემთხვევით ჩამოვარდნილიყო”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო. ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მეტი...

“ცუდის მანიშნებელია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს პირდაპირ გამოაქვს განაჩენი და ითხოვს ადამიანების ლინჩის წესით დასჯას” – განათლების მკვლევარი

განათლების მკვლევარის, რევაზ აფხაზავას განცხადებით, სკოლის ხსენებისას, უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლა არ არის მხოლოდ ადმინისტრაციისა და არც მხოლოდ მასწავლებლების. სკოლა პირველ რიგში იმ მოსწავლეებისაა, რომლებიც იქ სწავლობენ. მისი თქმით, დღეს “მწვანე სკოლის” მოსწავლეები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან და განსაკუთრებულად სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა, ნაცვლად აგრესიისა, რომელიც სტიქიურად მიემართება მთელი სკოლისკენ. “ასევე ძალიან ცუდის მანიშნებელია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს (მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს ამ უბედურებასთან დაკავშირებით) პირდაპირ გამოაქვს განაჩენი და ითხოვს ადამიანების ლინჩის წესით დასჯას. სწორედ ასეთ იმპულსური და ძალადობაზე ორიენტირებული საზოგადოება უწყობს ხელს ადამიანების უსამართლო…

მეტი...

“საკრებულოს მანდატს არ დავტოვებ, მანდატი მაქვს ხალხისგან” – ერეკლე კუხიანიძე

თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ საკრებულოს მანდატს არ დატოვებს, რადგან მანდატი მას ხალხისგან აქვს.  ამასთან, როგორც კუხიანიძემ განაცხადა, ის პარტიიდან მოიშორეს.  „როგორც ამბობენ, გავურიცხივარ. რეალურად, პარტიაში არ ვყოფილვარ, თუმცა გუნდის წევრი ვიყავი. მათ ჩათვალეს, რომ მე გავაუარესე მდგომარეობა და მომიშორეს. პრობლემა არ მაქვს. ყველა შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი. ეს არის მათი გადაწყვეტილება. პატივს ვცემ. მე ვიცი, მათ რა უნდათ. ეს არის ერთადერთი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა. მათ ჰქონდათ რაღაც შეცდომები. ისინი ვერ გამოვიდნენ იმ ნარატივიდან, მათ მისცეს საშუალება ყავისფერ ჭირს, თავი წამოეყო, იმ ხოშტარიასა და ხაბეიშვილისნაირ…

მეტი...

“გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, რადგან ყოველდღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების დაცვა…” – სალომე ჩარკვიანი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლუკა სირაძის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება. სალომე ჩარკვიანი მომხდარში საზოგადოებას, მასწავლებლებს, მშობლებსა და სახელმწიფოს ადანაშაულებს. “მშობლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მიწევს თქვენი აგრესიისგან თქვენივე შვილების, ან მათი რთული ქცევის მქონე კლასელების დაცვა და ვერ ვიცავ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ. მასწავლებლებო, გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ყოველ დღე მესმის, როგორ რიყავთ ჯგუფიდან თქვენი საზომით წარუმატებელ ბავშვებს, როგორ შეურაცხყოფთ მათ პატარა პიროვნებას, როგორ ლანძღავთ ამ დაუმორჩილებელ ჭინკებს. ვერ ვიცავ მათ, იმიტომ რომ თქვენ უმრავლესობაში ხართ. ტრანსპორტის მგზავრებო, შეშფოთდით, ხო? თქვენ ხართ, ამრეზით რომ…

მეტი...

აქტივისტებმა, საახალწლო წარწერას – “ისტორიით სავსე თბილისი”, შავი ლენტი შემოაკრეს

თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა “გაბედეს” წარმომადგენლებმა საახალწლო წარწერას – “ისტორიით სავსე თბილისი” შავი ლენტი შემოაკრეს. მოძრაობა “გაბედეს” წევრების თქმით, თბილისი სიკვდილით და ტკივილით სავსე ქალაქად იქცა, ამიტომ მომდევნო რამდენიმე დღე გლოვის დღედ უნდა გამოცხადდეს.  “სამწუხაროდ, სიცოცხლით სავსე ქალაქი, სიკვდილით სავსე ქალაქად. მერამდენე ახალგაზრდა გარდაიცვალა, მერამდენე ახალგაზრდა იმსხვერპლა ამ ამ სისტემამ. ეს სისტემა შესაცვლელია. არ შეიძლება, ადამიანების არაფრის გამო დახოცვა. ეს ქალაქი არ არის სადღესასწაულო განწყობით. დღეს ჩვენ ვგლოვობთ. ეს არის გლოვით, ტკივილითა და სიკვდილით სავსე ქალაქი”, – განაცხადა მოძრაობა “გაბედეს” ერთ-ერთმა აქტივისტმა.

მეტი...

“ამაზრზენია იმის ყურება, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები” – გია ვოლსკი

“ამაზრზენია იმის ყურება, როგორ წაესივნენ ბავშვის სიკვდილის ფაქტს პოლიტიკური სვავები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკის თქმით, ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვნებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია, დაინგრა. „ძალადობრივი, მათ შორის არასრულწლოვნებზე მოძალადე სისტემა დიდი ხანია, დაინგრა. ამ ნანგრევებზე ახალი საკანონმდებლო ბაზა შეიქმნა, ახალი სტრუქტურებით და ლოიალობის უპრეცედენტო ხარისხით. მაგრამ ვერანაირი სისტემა ვერ იმუშავებს, თუკი შემსრულებლები მართვის ყველა რგოლში არ არიან შინაგანად მზად, ძველისაგან გათავისუფლებულნი და მაღალი პროფესიონალიზმით აღჭურვილნი. მორალური ნგრევისა და სისასტიკის ათეულობით წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და პერიოდულად გვახსენებს თავს მძიმე, ეროვნული მასშტაბის ტრაგედიით. ამაზრზენია იმის…

მეტი...

“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

“15 წლის ლუკა სირაძისთვის წესის აგებაზე არ იქნება დაბრკოლება. პატრიარქმა მისცა კურთხევა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. საეკლესიო წესების მიხედვით, თვითმკვლელობის შემთხვევაში გარდაცვლილს წესს არ უგებენ. თუმცა. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ შემთხვევაში გარდაცვლილ მოზარდს წესს აუგებენ.  შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო. ჩატარებული ოპერაციის მიუხედავად, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:25 საათზე დაფიქსირდა. 3.0 მაგნიტუდის (ML) მიწისძვრის ეპიცენტრი სოხუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 38 კმ.-ში, სოფელ ცუმურიდან 21 კმ.-ში იყო.

მეტი...

“ბიჭებო, თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით, როგორ დახვდებით!” – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში 15 წლის გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძველ სტატუსს აზიარებს და გარდაცვლილი დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს მიმართავს, იმქვეყნად, ღირსეულად დახვდნენ მას. “ბიჭებო, თქვენთან მოდის კაცი და აბა თქვენ იცით, როგორ დახვდებით!”, – წერს ზაზა სარალიძე. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. “მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს, მას შემდეგ სცადა, რაც “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა.

მეტი...

“მარიანა ჩოლოიანი ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს” – კახა კოჟორიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი წევრის, კახა კოჟორიძის განცხადებით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ე.წ ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეში არსებობდა კითხვის ნიშნები იმის შესახებ, რომ ჩვენების მიღების მიზნით, ადგილი ჰქონდა ადამიანების წამებას და ამ საქმეში იყო მთელი რიგი ხარვეზები, რითაც უფლებადამცველები იყვნენ დაინტერესებული. “ჩემთვის ცნობილია “ყინწვისის სპეცოპერაციის” საქმე, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო და მხოლოდ ეს ამბავიც, ერთი კონკრეტული ამბავიც მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე. როდესაც ამ გამომძიებელმა წლების წინ, გამოძიების პროცესში სისტემური გადაცდომები და დანაშაულები ჩაიდინა, იმის ნაცვლად, რომ სისტემას გამოეძიებინა, არც…

მეტი...

“ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას”- ნინო ლომჯარია

“სახეზეა ნიშნები, რომ დარღვეული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა, ადგილი ჰონდა არასრულწლოვნებზე ზეწოლას და ჩვენების მიცემის იძულებას,” – ეს განცხადება სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, გამოკითხვა სავარაუდოდ, ღამის საათებში ჩატარდა, რაც ასევე არღვევს კანონმდებლობას. “საეჭვოა დრო და გამოკითხვის ხანგრძლივობაც. გამოკითხვა სავარაუდოდ ღამის საათებში ჩატარდა, რაც არღვევს კანონმდებლობას. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ მთელი რიგი გარემოებები იკვეთება, რაც მიანიშნებს, რომ არ იყო ძალადობისაგან თუ ფსიქოლოგიური იძულებისგან თავისუფალი გარემო. პოლიციაში გამოკითხვის დროს არასრულწლოვანთა დაპირისპირებაც მოხდა, რაც დამატებით სტრესი იყო”, – აცხადებს სახალხო დამცველი. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით,…

მეტი...

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, პრეზიდენტმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყველა საზეიმო ღონისძიება გააუქმა, რაც ეხება საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის ორბელიანების სასახლეში დაგეგმილ მიღებებს, იგი შეხვედრების ფორმატში ჩატარდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საზეიმო ღონისძიების გაუქმება 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება. „სწორედ შეცვლილი ფორმატით გაიმართა დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და  წარმატებული სპორტსმენების შეხვედრა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ახალგაზრდის ხსოვნას“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მეტი...

მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

“15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს” – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს “კავკასიის მედიცინის ცენტრთან” განუცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია გადაყვანილი. ადვოკატის თქმით, ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა მუხლს, რითაც ჩოლოიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, არ ეთანხმება, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. მისივე თქმით, მარიანა ჩოლოიანს კანონით დადგენილ ვადაში, 48 საათის განმავლობაში წარედგინება ბრალი, ეს დრო კი ხვალ იწურება. ადვოკატის თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, შესაბამისად, ის შემდგომი მკურნალობისთვის კლინიკაში გადაიყვანეს. “სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო,…

მეტი...

“ჩემი პირველი მოსწავლე იყო, პირველი ანთებული გული და ნამდვილი ვარსკვლავი” – ლუკა სირაძის მასწავლებელი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ლექტორი და მასწავლებელი მარიამ მერკვილაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც პოსტში წერს, ლუკა მისი პირველი მოსწავლე იყო. “ყველასთვის შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა. მათ, ვინც ცოტა ხნით, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შეხვედრია ლუკას ეს ამბავი კიდევ უფრო მძიმეა. ეს იყო წლების წინ. მაშინ ლუკა მხოლოდ 6 წლის იყო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დაკოფსილი ცხვირი, მისი დიდი ლურჯი ბრიალა თვალები, სავსე სიხარულით, აღტაცებით, სიცოცხლის წყურვილით. ახლაც შენახული მაქვს მისი წერილები, ნახატები და ხშირად მათში გახვეული შოკოლადები, რომლებსაც ხან გაკვეთილის დაწყებამდე მახვედრებდა და მორცხვად…

მეტი...

„პირველი მასწავლებელი ის კი არაა ვინც პირველ კლასში მიიღებს ბავშვს, მშობლები არიან პირველი მასწავლებლები” – პედაგოგი შალვა ამონაშვილი

ქართველი პედაგოგის და ფსიქოლოგის შალვა ამონაშვილის განცხადებით, ხშირად მშობლები და მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ სკოლაში ბავშვის კარგი მოსწრება და გაკვეთილების სწავლა, იგივეა რაც მისი განვითარება. პედაგოგის და ფსიქოლოგის თქმით,  ბავშვის შესაძლებლობები უსაზღვროა და უნდა ვეცადოთ არ შევზღუდოთ. შალვა ამონაშვილის განმარტებით, ბავშვის პირველი მასწავლებლები მშობლები არიან და არა ის პედაგოგები, რომელიც მათ სკოლაში ხვდებათ. „პირველი მასწავლებელი ის კი არაა ვინც პირველ კლასში მიიღებს ბავშვს. მშობლები არიან პირველი მასწავლებლები შვილისა.  მასწავლებლის და მშობლის მთავარი ამოცანაა ბავშვის განვითარება. თუ ბავშვს მასწავლებელი არ უყვარს სწავლა ძალიან ძნელია. ბევრს ჰგონია რომ თუ ბავშვმა ბევრი იცის, ის…

მეტი...

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში რჩება

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. ის რეფერალურ საავადმყოფოს შოკის დარბაზშია მოთავსებული. გამომძიებელი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საავადმყოფოში გამომძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ.  დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელთან სასწრაფო დახმარების გამოძახება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, დღის ბოლოს გამართული, ბრიფინგის პარალელურად გახდა საჭირო. ლონდა თოლორაიას თქმით, გამომძიებლის წინააღმდეგ საქმე ჩვენების მიცემის იძულების მუხლით არის აღძრული. მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა “მწვანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების…

მეტი...

სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა დაიზიანა თავი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, ამ წუთებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ხვდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა ფაქტი, რომ “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტში მონაწილეობს მეორე 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა. “ვადასტურებ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანება,” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ

მეტი...

“აცრა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ვაქცინაცია უმჯობესია სეზონის დასაწყისამდე” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის, სახელმწიფო პროგრამით, უკვე 90 ათასი ადამიანის აცრილი, 10 ათასამდე ვაქცინა კი რეზერვშია. აღნიშნულის შესახებ პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სახელმწიფო უფასო აცრებს რისკის და გარკვეული პროფესიული კატეგორიის ადამიანებს სთავაზობს:   „90 ათასი ადამიანი უკვე აცრილია სახელმწიფო პროგრამით, ანუ უფასოდ ვისაც ეკუთვნოდა აცრა, ესენი არიან მაღალი რისკის ჯგუფის მქონე ადამიანები და გარკვეული პროფესიული ჯგუფები. მაგალითად, სამადიცინო პერსონალი და საბავშვო ბაღის აღმზრდელები და ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 40 ათასი ადამიანია აცრილი კერძო სექტორში“, – აცხადებს პაატა…

მეტი...

“ქართულმა ოცნებამ” ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობიდან გარიცხა

ერეკლე კუხიანიძეს “ქართული ოცნება” პარტიიდან გარიცხავს, მაგრამ საკრებულოში დარჩება. გადაწყვეტილება უმრავლესობამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ერეკლე კუხიანიძის გადადგომას ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო ოპოზიცია ითხოვდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით, უმრავლესობა მოიქცა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი და გადაწყვიტეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები დაატოვებინონ. ბექა დავითულიანის თქმით, ერეკლე კუხიანიძის საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში მხოლოდ პირადი განცხადება შეიძლება იყოს. “ჩვენ შევიკრიბებით დადგენილ ვადებში, პროცედურის მიხედვით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები, შესაბამისად დავაყენეთ შუამდგომლობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან…

მეტი...

“სულ დაეწვათ ეს სკოლა…” – “მწვანე სკოლის” დირექტორი

“რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის “მწვანე სკოლის” დირექტორმა კახა დავითულმა განაცხადა. მისი თქმით, როცა უცხო ადამიანი შევა სკოლის ტერიტორიაზე და აზიანებს მას, სკოლას აქვს ვალდებულება, პატრული გამოიძახოს: “თუ იმას გულისხმობთ, რომ 112-ში დავრეკეთ, როდესაც ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა. მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს,”- განაცხადა…

მეტი...

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩებზე ასფალტის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებულია და რამდენიმე დღეში საავტომობილო მოძრაობა აღდგება. როგორ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები საავტომობილო მოძრაობის პარალელურად გაგრძელდება,  ისევე, როგორც ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში, სადაც სამუშაოები 8 იანვრიდან განახლდება.  „მე დავპირდი მოსახლეობას, რომ დეკემბრის ბოლოსთვის სამუშაოები ქვედა ფენებში დასრულებული იქნებოდა და ეს ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში გადადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ბორდიურების მოწყობა გაგრძელდება. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, შეიცვლება გარეგანათების ბოძები და ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ…

მეტი...

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა

შრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარისა და ტროტუარზე ქვაფენილის მოწყობა დასრულებულია როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 9 მარტისა და დედაენის ბაღების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი   დენდროლოგიური სამუშაოების ჩათვლით, გაზაფხულზე დასრულდება.   „პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ასფალტის ბოლო ფენები დააგეს. მოასფალტების შემდეგ კი უკვე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამ პროექტის მეორე ფაზა არის დენდროლოგიური სამუშაოების განხორციელება. 9 მარტისა და დედაენის ბაღების დენდროლოგიურ პროექტებს ჩვენ უკვე 8 იანვრიდან გავაგრძელებთ, როცა განახლდება სამუშაოები. დასრულებულია ხიდების რეაბილიტაციაც. მიმდინარეობს ხიდების გარე…

მეტი...

„FUCK”… “DICK…”მთელი შენობა იყო აჭრელებული სხვადასხვა ფრაზებით და ბავშვები ამ სიტყვებს იძახდნენ“ – ექსკლუზიური ინტერვიუ „მწვანე სკოლის“ მშობელთან  

„მწვანე სკოლაში“ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც ერთ-ერთი მშობელი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, იმ კონკრეტულ დილით, რაც ბავშვებმა სკოლის კედლებზე წაიკითხეს, წარმოუდგენელი სიბინძურე იყო.  „მარტო „ამ ცხოვრების დედა“ კი არ ეწერა,“ ძალიან ბევრი სიბინძურე ეწერა, რაზეც რეაგირება საჭირო და აუცილებელი იყო, აცხადებს ექსკლუზიურ ინტერვიუში მშობელი. მისივე ინფორმაციით, კონკრეტულ მოსწავლეს. როგორც მოსწავლეებთან, ისე მასწავლებლებთან ძალიან კარგი უღტიერთობა ჰქონდა.      მშობელი: სკოლამ მოგვწერა, რომ სამი დღე სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლა რა შუაშია ვერ ვხვდები. მთლიანად, მთელი სკოლა დაზიანებულია. ერთ-ერთ ფლიგელშია ბავშვი შესული. ეს რაც მოხდა არის უბედურება. როგორია, ბავშვები დილას სკოლაში მივიდნენ…

მეტი...

თბილისში, საახალწლო ბაზრობა გაიხსნა

დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობას სასურველი პროდუქციის შეძენა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეეძლებათ. „დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, გამგეობებს გამოყოფილი აქვთ კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ. ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი ჩამოდის რეგიონებიდან, ვისაც თავისი ნაწარმოები პროდუქცია ჩამოაქვს. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ კონრეტულ ლოკაციებზე, სადაც არის სისუფთავე, მივიდნენ და მათთვის სასურველი პროდუქცია შეიძინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.  თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები შენდეგ ლოკაციებზე ამოქმედდება: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; მეტროსადგურ…

მეტი...

“სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც…” – ეკა გულუა

„მედიაცენტრ მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ჟურნალისტის განცხადებით, პედაგოგის სახე მისი მოსწავლეა. “სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც… სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც ბავშვებთან ურთიერთობა არ შეუძლია! სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც ბავშვის ენა არ ესმის! სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელის ბავშვის მხარდამჭერი და გულშემატკივარი არ არის! სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომლის ბავშვთან საკომუნიკაციო ენა ბულინგია! სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელიც ბილწსიტყვაობით გამორჩევა! სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი, რომელსაც მხოლოდ საგანი ესმის! სკოლაში არ უნდა მუშაობდეს პედაგოგი,…

მეტი...

“მწვანე სკოლას” საფასურის გადაუხდელობის გამო, ბავშვებისთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია“

რატომ დატოვა „მწვანე სკოლა“ 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ, რომელიც ამავე სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო დაიღუპა, ამ დროისათვის უცნობია. სავარაუდო ინფორმაციას, რომ თითქოს ის სკოლიდან თანხის გადაუხდელობის გამო გაუშვეს, „მწვანე სკოლის“ მოსწავლეთა მშობლები „მედიაცენტრ მთავართან“ არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ მხრივ, სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს პრობლემას არ უქმნის: „ხშირად გვქონია თანხის გადაუხდელობის და ვადაგადაცილების შემთხვევები, მაგრამ დავალიანების გამო, ბავშვები სკოლიდან არასდროს გაურიცხავთ. პრობლემა, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სკოლის ადმინისტრაციას ბავშვებისთვის არასდროს შეუქმნია,“- აცხადებს „მედიაცენტ მთავარის“ მიერ გამოკითხული „მწვანე სკოლის“ არაერთი მოსწავლის მშობელი. მათივე ვერსიით, არასრულწლოვანმა სკოლა მშობლის განცხადების საფუძველზე დატოვა.

მეტი...

“მწვანე სკოლის” დირექტორი კიდევ ერთი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს არ ადასტურებს

იმის შემდეგ, რაც „მწვანეს სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამო, 15 წლის ლუკა სირაძე დაიღუპა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლე გოგონამ დაზიანებები მიიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ პედაგოგებს, მათივე მოთხოვნით, ლუკა სირაძესათან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც სკოლის ადმინისტრაციას არასრულწლოვანის იდენტიფიცირებაში დაეხმარა. მომხდარს „მწვანე სკოლის“ დირექტორი ბექა დავითური „მედიაცენტრ მთავართან“ არ ადასტურებs. ის აცხადებს, რომ სკოლის ადმინისტრაცია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს და გამოძიების შედეგებს ელოდება: კახა დავითური ამბობს, რომ მან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პირველ რიგში, სკოლის ინტერესში შედის, გამოძიება რაც შეიძლება ეფექტურად და დროულად ჩატარდეს. “ჩვენ ვთანამშრომლობთ, ცხადია გამოძიებასთან მთელი ძალებით,…

მეტი...

“გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი – რატომ? რისი გულისთვის? სიყვარულის უნარი დავკარგეთ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.  დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.  “მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი სამძიმარი  და გულისტკივილი  ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ  მინდა  ყველამ გავიხსენოთ როგორები ვიყავით 15  წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ყველას შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რამხელა  ენერგია, ემოციები დუღდა  თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა  ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენს ირგვლივ იყო დიდი გამოწვევა და ხშირად შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი.  ლუკაც  ასეთი იყო გარდატეხის ასაკში, რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. ძალიან…

მეტი...

„მეორე კვირაა, ზამთრის ვირუსების მატების ფაზაში ვართ”- პაატა იმნაძე

„მეორე კვირაა, ზამთრის ვირუსების მატების ფაზაში ვართ, თუმცა გრიპით ავადობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ წლებში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დაავადებათა შემთხვევები ნაკლებია და გრიპი ჯერჯერობით კიდევ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა მატების პერიოდი სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება: „ზამთრის დადგომასთან ერთად, მოდის ზამთრის ვირუსები. მატება დაწყებულია, უკვე ორი კვირაა, თუმცა ავადობის მაჩვენებელი ჯერჯერობით, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო შარშან და შარშანწინ. ჰოსპიტალიზაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გასულ წლებში. გრიპი ჯერ არ არის წამყვანი ვირუსი, თუმცა უკვე…

მეტი...

გიორგი გახარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება. პრემიერ-მინისტრი, მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური – დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.  პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან…

მეტი...

“მოვუწოდებ საზოგადოებას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან” – ლუკა ფეიქრიშვილი

თბილისის “მწვანე სკოლის” ყოფილი მოსწავლის, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ეხმიანება. მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტი ლუკა სირაძე მოუწოდებს საზოგადოებას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და ეს ტრაგედია პოლიტიკური ნიშნით არ გამოიყენონ: „მინდა გამოვეხმაურო 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებას, ვუსამძიმრებ ოჯახს და მოვუწოდებ საზოგადოებას თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან! 1) ამ ცხოვრების დედაც – ეს ლუკას არ დაუწერია და აბრალებთ! 2) ლუკამ ინგლისური ენით დაწერა Fuck You და არა ამ ცხოვრების დედაც! 3) ჯერ კიდევ ძიებაშია ლუკას საქმე და არ არის გამორიცხული მისი ქმედება უკავშირდებოდეს ინტერნეტ სუიციდურ…

მეტი...