იშვიათი კვერცხი, რომელსაც ვადა 35 დეკემბრამდე აქვს

სოციალურ ქსელში მომხარებელი მარკეტში ნაყიდ კვერცხს აქვეყნენს, რომლის შეფუთვაზე მოხმარების ვადათ 2019 წლის 35 დეკემბერია მითითებული.

მეტი...

საქართველოს პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს

17 დეკემბრიდან, საპროკურორო საბჭო, გენერალური  პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან  ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს. როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, კონსულტაციების  მიზანია გენერალური პროკურორის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, ამ პროცესის შედეგად, ისეთი პროფესიონალი კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც აკადემიური საზოგადოების, პროფესიული წრეებისა და  არასამთავრობო სექტორის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. აღნიშნული პროცესი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭომ  ღირსეული და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატებს შორის  გააკეთოს საბოლოო არჩევანი.   „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეული იქნეს…

მეტი...

„თუ არ შეიწყალებენ, ეს იქნება ბინძური გარიგება ხელისუფლებას, პრეზიდენტსა და საპატრიარქოს შორის“ – მეუფე პეტრე (ექსკლუზივი)

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა „მედიაცენტრ მთავარს“ მამა გიორგის შეწყალებასთან დაკავშირებით ესაუბრა და არ გამორიცხა, პრეზიდენტის აპარატს, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის გარკვეულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი. როგორც მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, თუ ასე არ არის, შეწყალება საახალწლოდ უნდა მოხდეს. „ყველაფერი ღვთის ნებაა. მოლოდინი ისაა, რომ პირველ რიგში, ვამხილოთ ეს ბინძური გარიგება. თუ მამა გიორგის საახალწლოდ არ შეიწყალებენ, გამოდის, რომ ხელისუფლების, პრეზიდენტის აპარატსა და საპატრიარქოს შორის გარკვეული გარიგება ყოფილა და უნდა ვამხილოთ. მამა გიორგი ბინძური შეთანხმების მსხვერპლი გახდა  ციანიდით ხელში. მთელი ხელისუფლების აპარატი, მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის გენერალური პროკურორი …

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს!

დღეს, ქრისტიანული სამყარო ბარბარობას – ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს სახელობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველას გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს, დიდმოწამე ბარბარე თავისი კურნებისა და მფარველობის მადლით შეეწიოს თქვენს ოჯახებს. ცნობილია, რომ ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ლხინი და ჯანმრთელობა გქონოდეთ ყველას!

მეტი...

„დემონი, სულგაყიდული, ნარკოტიკი აიღო ან იუდას 30 ვერცხლი“ – მეუფე პეტრეს სკანდალური პასუხი გოგა ხაინდრავას (ექსკლუზივი)

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ის დემონიზებული, დემონის მიმდევარია. აღნიშული განცხადება მეუფე პეტრემ „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მას მერე გააკეთა რაც „მედიაცენტრ მთავარში“ გოგა ხაინდრავას ბრალდებები მოისმინა და მას ურჩია, შეინანიოს.   მეუფე პეტრე: „წმინდა წერილის თანახმად, „რომელსაც უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი“. ასეთი სულმოძულებული და სულგაყიდულია ადამიანი, რომელმაც ეს ბრალდება და ცილისწამება ჩემს მიმართ დღეს გაახმოვანა. ეჭვი მაქვს, რომ სპეციალური დავალებით ნარკოტიკი აიღო ან იუდას 30 ვერცხლი საფასურად. პირდაპირი გაგებით, ცილისწამება და ცილისმწამებელი, არის დემონი. რა თქმა უნდა, დემონიზირებული ადამიანი,…

მეტი...