შანტაჟი ინტერნეტით – მამაკაცი არასრულწლოვნებს შიშველი ფოტოების ატვირთვით ემუქრება

უცნობი მამაკაცი, ცრუ პროფილით, სოციალური ქსელში მოზარდ გოგონებს კამერის წინ გახდას აიძულებს. მამაკაცი არასრულწლოვან გოგონაზე ზეწოლას ახდენს და მას ინტერნეტგვერდებზე შიშველი ფოტოების ატვირთვით ემუქრება. 13 წლის მოზარდის  დედა ყვება, რომ კონკრეტული სახელითა და გვარით დარეგისტრირებული ინტერნეტმომხმარებელი, თავდაპირველად მის 13 წლის გოგონას ფეისბუქშეტყობინებებით პირად პრობლემებზე უყვებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კონკრეტული დავალებებიც მისცა.  პირი, რომელზეც არასრულწლოვნის დედა საუბრობს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულია.  ნანა ბერძენიშვილი, რომელსაც ძირითადად, ბულინგისა და ინტერნეტძალადობის შესახებ მოზარდები და მშობლები უკავშირდებიან, ყვება, რომ კონკრეტული სახელითა და გვარით დარეგისტრირებული პიროვნების სავარაუდო ფოტო მას მსგავსი შანტაჟის მსხვერპლმა ბავშვებმა მიაწოდეს. მოზარდების მტკიცებით, 22-24 წლის მამაკაცი, ძირითადად, 12-დან 16…

მეტი...

ხვალ, თბილისში დაგეგმილი ღონისძიების გამო, გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სატრანსპორტო მოძრაობა უკვე სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ. კერძოდ: – ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს რევაზ თაბუკაშვილისა და გია ჭანტურიას ქუჩების გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით; – დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი იმოძრავებენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გავლენ; – ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა…

მეტი...

“შევიკრიბოთ და დავიძრათ საოკუპაციო ხაზისკენ” – დაკავებული ექიმის ოჯახი კვირას ე.წ. საზღვართან ჩავა

უკანონოდ დაკავებული ექიმის ოჯახი, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს შეკრებას, რის შემდეგაც აქცია გაიმართება საოკუპაციო ხაზთან. დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ შეკრებისკენ მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკივა ტყვეობაში მყოფ პატრიოტ ადამიანზე. „თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა. ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა, აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ, გამოვხატოთ სოლიდარობა. ყველას მოგიწოდებთ, კვირას, 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და მანქანებით წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან,…

მეტი...

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება.  პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გუშინ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების გამო, რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა. დღეს, არც “მინისტრის საათი” ჩატარებულა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს. როგორც გაფრინდაშვილის მეუღლემ განაცხადა, რადგან ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო, საჭიროა სხვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. “ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების  ჩართულობამ, შედეგი ვერ გამოიღო და ვაჟა ისევ საპატიმროში რჩება. მისი სასამართლო გადაიდო 20 დეკემბრამდე. ეს ყველაფერი, ალბათ, რაღაც ხარვეზებზე მიგვითითებს, რომელიც გამოსასწორებელია. ჩვენ, მისი ოჯახი და მეგობრები, ვაკეთებთ მაქსიმუმს. სახელმწიფოს ამ ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ხმაურმა, რადგან შედეგი არ მოგვცა, ჩვენ თვითონ ჩამოვყალიბდით, რომ საჭიროა უწყებათაშორისო კომისიის შექმნა. ამ კომისიაში უნდა შევიდნენ ოჯახის…

მეტი...

ევროკავშირის საგარეო სამსახური მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის საგარეო სამსახური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. „საქართველოს პარლამენტმა 14 მოსამართლე დაამტკიცა უზენაეს სასამართლოში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის გამართული მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და მას მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის გამჭვირვალობის ნაკლებობა ახასიათებდა. ამ ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე, რომლის დროსაც მათი ჭეშმარიტი დამსახურება უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. ზოგიერთი კანდიდატი არ სარგებლობს ფართო საზოგადოების ნდობით, რაც…

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, სუს-მა ცხელი ხაზი გაააქტიურა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის(EUMM) მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი გაააქტიურა. ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი პატიმრობაში დატოვა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადვოკატმა დავით ასათიანმა განუცხადა, უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ ცნობს და არც საზღვრის გადაკვეთას აღიარებს. მისივე ინფორმაციით მორიგი ე.წ. სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.

მეტი...

“ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები” – გახარია პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე

“სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდგომ ამ ხსნარის გაფრქვევის თემა რომ გადაფარონ, გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს,” – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მოსამართლეების უვადოდ გამწესების პარალელურად განვითარებულ მოვლენებს. პრემიერმა ადამიანებს, რომლებმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება დაღვარეს, “ქუჩის პოლიტიკოსები” უწოდა. “მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და ვფიქრობ, რომ დიდხანს მოუწევს ზოგს – კარვებში ცხოვრება, ზოგს – ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“ადამიანების იძულება 2012 წელს დავამთავრეთ” – გია ვოლსკი

“14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მოქალაქეებს დასწრებას აიძულებენ. „არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადება შეიძლება ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს არასწორი განცხადებაა. „ქართული ოცნების“ აქტივი, ვინც მხარს უჭერს და ის ხალხი, ვინც არანაირ აქტივად არ არის გაერთიანებული, აუცილებლად ჩამოვა. საკმაოდ ბევრია მსურველი. იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე იგეგმებოდა და მოსალოდნელი იყო. მსურველთა რაოდენობა იმდენია, რომ ტრანსპორტის რაოდენობა არ შეესაბამება მათ რაოდენობას. აუცილებელი არ არის ყველა დედაქალაქში მოხვდეს. თავის…

მეტი...

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ ვარდოსანიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში, ქ. პორტ ჰარკურტის აეროპორტში და მიემგზავრება ქ. აბუჯაში, საიდანაც ის საქართველოში გამოემგზავრება. მათივე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers. „პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და დახმარება სთხოვა საკითხის მოგვარებაში. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა…

მეტი...

“ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის დარღვევას არ აღიარებს, არც ბრალს ცნობს” – დავით ასათიანი

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის დარღვევას უარყოფს. ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა. ასათიანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ უკანონო პატიმრობაში დატოვა. “ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვრის დარღვევას არ აღიარებს, არც ბრალს ცნობს. ადვოკატმა იშუამდგომლა მის გათავისუფლებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დაკმაყოფილდა. შემდგომი ე.წ. სხდომა, მომდევნო კვირაში გაიმართება”, – განუცხადა ასათიანმა “მედიაცენტრ მთავარს”. ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

პრეზიდენტი საერთაშორისი თანამეგობრობას მიმართავს, გააძლიეროს ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისი თანამეგობრობას მიმართავს, გააძლიეროს ძალისხმევა ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას. „მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა, უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

“უამრავი დაპირების მიუხედავად, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ მიიღეს” – ირინა გაფრინდაშვილი

“ადგილობრივი და საერთაშორისო ჩართულობის, ასევე უამრავი დაპირების მიუხედავად, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული”, – ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი აცხადებს., „დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ, “საზღვარს” ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის“, – ამბობს ირინა გაფრინდაშვილი. ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც…

მეტი...

“არასდროს ვყოფილვარ იქ და მესმის, ამას ვერ შევძლებ” – მარია ზახაროვას თბილისში ჩამოსვლა სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას თბილისში ჩამოსვლა სურს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, თავს იკავებს. მიზეზი კი, პროვოკაციის თავიდან არიდებაა. როგორც ზახაროვან აღნიშნა, მშობლები და მეზობლები ბავშვობაში ხშირად უყვებოდნენ თბილისის სილამაზეზე. “ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ორ მხარეს ცხოვრობენ, ისინი საქართველოს მოქალაქეები, ეროვნებით ქართველები არიან. ბოლო ათი წელია, ისინი სტუმრად მეპატიჟებიან. ისინი ღირსეული ადამიანები არიან, თავიანთი ქვეყნის პატრიოტები, თანამედროვე საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ძალიან მინდა ვესტუმრო, რადგან მათ სიამოვნებით ვმასპინძლობ მოსკოვში, ჩვენ ვკამათობთ, ვმსჯელობთ პრობლემებზე. არასდროს ვყოფილვარ თბილისში და მესმის, რომ ამას ვერ შევძლებ. ვგრძნობ რა პასუხიმგებლობას, რათა არ გავხდე მორიგი…

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს. ინფორმაციას “ეხო კავკაზი” ავრცელებს. ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრისკვეთაში სდებდნენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

მეტი...

ომბუდსმენი საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს

ომბუდსმენი საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატის რწმუნებულებმა სხვადასხვა რეგიონებში გამოკითხეს საჯარო სამსახურში მომუშავე პირები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ხორციელდება პირდაპირი და ირიბი ზეწოლა 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად. “მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების…

მეტი...

პლენარული სხდომა გადაიდო – პარლამენტში, დღესაც რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პლენარულ სხდომათა დარბაზში გუშინ გამოყენებული ქიმიური ნივთიერების გამო, რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა. აღნიშნულის გამო, პლენარული სხდომა დღეს აღარ გაგრძელდება. ასევე გადაიდო „მინისტრის საათის“ ჩატარება. „12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში აღარ მოხდება. ამავე მიზეზით გადაიდო ,,მინისტრის საათის” ჩატარება. სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

მეტი...

დუბლინსა და ბარსელონაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაცია „ნანდი-მომბასას“ შედეგად, ირლანდიის ქალაქ დუბლინში დაკავებული არიან: 1972 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1974 წელს დაბადებული ს.გ. და 1997 წელს დაბადებული თ.ბ., ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში კი – 1980 წელს დაბადებული დ.მ. და 1972 წელს დაბადებული მ.მ. „დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ყალბი საბუთების შეძენა-შენახვა-დამზადება და უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ესპანეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულია 8 წლამდე ვადით…

მეტი...

მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შსს განცხადებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, “მწვანე სკოლის” შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. როგორც “მწვანე სკოლის” დირექტორმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ღამით სკოლის შენობაში უცნობი პირი შევიდა, სკოლის ტერიტორიაზე გარკვეული უხამსი წარწერები გააკეთა და დაფები დააზიანა. მისივე თქმით, მომხდარი დილით სკოლის დაცვამ აღმოაჩინა, ხოლო, პოლიცია სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გამოიძახა. როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიციის განყოფილებაში, მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხნენ არასრულწლოვანი პირები. “საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.…

მეტი...

პარლამენტმა, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. „სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პაკეტის დამტკიცებას დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს შემდგომი რეფორმირების პროცესში და როგორც საზოგადოებას პარლამენტის 10 მთავარი გამოწვევის წარდგენის დროს დავპირდით, სასამართლოს რეფორმის ეს პაკეტი საშემოდგომო სესიაზევე, დღეს იქნა დამტკიცებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში მესამე მოსმენისთვის მთელი რიგი ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განხორციელდა, თუმცა, როგორც მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს არ ცვლის კანონპროექტის შინაარსს. პაკეტში შემავალი საქართველოს ორგანული კანონის პროექტით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების…

მეტი...

2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს

გერმანული კვლევითი კომპანიის, „გოპას“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარების მიმართულებები გააცნეს. „გოპა“ კვლევას გერმანიის საინვესტიციო ბანკის – KFW ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი ჭკვიანი სისტემების დანერგვას იწყებს. „ეს მართვის სქემებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას გულისხმობს, რაც თბილისის საცობებისგან განტვირთვაში დაგვეხმარება. ამდენად, ის დახმარება, რასაც KFW გვიწევს, უმნიშვნელოვანესია. მან თბილისისთვის უკვე დაამტკიცა სესხი, რათა მომდევნო წლებში გადავიარაღდეთ. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შეძენასთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების…

მეტი...

პარლამენტში სითხის დაღვრაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის მქონე ნივთიერების გაშვების შემდეგ შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. გუშინ, 12 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაღვარა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მძღაფრი სუნის გამო 4 ადამიანი, მათ შორის, ორი დეპუტატი შეუძლოდ გახდა.

მეტი...

“შესაძლოა, ზოგიერთი ექიმი, ამ ნივთიერებას პარტიზანულად ხმარობს” – პროფესორი

პროფესორი რემა ღვამიჩავას განცხადებით, ნივთიერება “ACD ფრაქცია 2” ონკოლოგიურ პაციენტებში არ გამოიყენება, თუმცა, შესაძლოა, ექიმების გარკვეული კატეგორია თვითნებურად გასცემდეს რეკომენდაციას. როგორც რემა ღვამიჩავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ნივთიერება მხოლოდ ვეტერინარიაში გამოიყენება, თუმცა მისი ეფექტურობა საეჭვოა. “ამ ნივთიერების ონკოლოგიურ პაციენტებთან გამოყენება არ გამიგია. ეს არის მოგონილი ამბავი. შესაძლოა, ზოგიერთი ექიმი, ამ ნივთიერებას პარტიზანულად ხმარობს, მაგრამ ჩემი მონაცემებით, ეს ნივთიერება ვეტერინარიაში იხმარება, რომლის ეფექტურობაც საეჭვოა. ამ ნივთიერებას არ ვაღიარებთ ონკოლოგები, არაა ეს ონკოლოგიური პაციენტებისთვის მოწოდებული. რეკომენდაციას ვერ გავწევ,” – განუცხადა რემა ღვამიჩავამ “მედიაცენტრ მთავარს” შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როდესაც უზენაესი სასამართლოს…

მეტი...

“საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ჩვენ არ ვიცით ვინ ვიქნებოდით” – პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრირქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ანდრია პირველწოდებულის დღესთან დაკავშირებით წირვა- ლოცვა აღასრულა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა: “ საქართველო რომ არ ყოფილიყო დამოუკიდებელი, ჩვენ არ ვიცით ვინ ვიქნებოდით, ამან იქონია დიდი გავლენა, დიდი ძალა. განვითარდა ქართული ენა, მწერლობა, კულტურა და ეს ყველაფერი დაიწყო პირველი საუკუნიდან, მოციქული ანდრია პირველწოდებულის დროს. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა გახდა სახალმწიფო რელიგია, მირიანის დროს. მეხუთე საუკუნეში ეკლესია გახდა დამოუკიდებელი. რთული დროა, მაგრამ წყალობა ღვთისა, როგორც ამბობს დავით წინასწრმეტყველი. გაიხარეთ, გაიხაროს საქართველომ”, – ბრძანა პატრიარქმა.

მეტი...

საიას ინფორმაციით, პოლიციელების ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, არასრულწლოვანმა თავის მოკვლა სცადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა მე-9 სართულიდან გადმოხტომით სცადა. განცხადების მიხედვით, სამართალდამცავები არასრულწლოვანს  აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა, ხოლო მას დააპატიმრებდნენ. საიას ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკითხვისას ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა, თუმცა პოლიციამ ეს ფაქტი უგულებელყო. “2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის…

მეტი...

საქართველოსა და უკრაინას შორის, მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნას ხელი მოეწერება

“ჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დიმიტრი რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას ორი ქვეყნის საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. “დიდი პატივია, ვიმყოფებოდე უკრაინის მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, რათა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ორ მოძმე ხალხს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის განვითარებისა და წინსვლისკენ. ჩვენ გვაერთიანებს როგორც წარსული, ასევე გვაკავშირებს მსგავსი გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფოები დგანან – ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა.…

მეტი...

ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად მიიღო.  კახა კალაძემ თიბისის ნერგების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს არის ერთობლივი აქცია და მინდა  თიბისის მადლობა გადავუხადო ნერგების გადმოცემისთვის. დარგვის სამუშაოები „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა. შედეგად ეს კონკრეტული გზაგამყოფი, სადაც ახალი ნერგები დაირგო, ძალიან ლამაზი გამოვა. იცით, ჩვენი მხრიდან  როგორი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, არსებულის რეაბილიტაციას და როდესაც დასრულდება სამუშაოები, კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი გვექნება“,-…

მეტი...

“კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევა” – ეკა ბესელიამ 7 პუნქტიანი გეგმა წარადგინა

ეკა ბესელიამ სასამართლო სისტემაში განსახორციელებელი 7 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. დეპუტატი აცხადებს, რომ მომავალ კვირას პარლამენტში კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის საბჭოს კანდიდატთა სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ ექნება.  ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის წესდების გაუქმებას გულისხმობს. დეპუტატი ყველა ოპოზიციურ პარტიას წერილობითი მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში შევა ცვლილება და მოსამართლეთა უვადოდ არჩევა გაუქმდება. “ახლა საჭიროა შეჩერდეს პროცესი დამატებით ახალი მოსამართლეების არჩევის, როგორც იუსტიციის საბჭოში, ასევე პარლამენტის იურიდიულ კომიტეტშიც და პარლამენტშიც. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს ნორმა, რომელიც გასაჩივრებული აქვს სახალხო დამცველს. ამ ნორმის საფუძველზე…

მეტი...

“მათგან, ვინც დაამტკიცეს, რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა” – კახა კალაძე მოსამართლეებზე

“მათგან, ვინც დაამტკიცეს, რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის მთავარია სისტემის გაჯანსაღება: “არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ რეპუტაციულად საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად მოსამართლეებს რაც შეეხება, გადაწყევტილებას ამასთან დაკავშირებით მიიღეს და ბევრი არ დაამტკიცეს. თუმცა, მათგან ვინც დაამტკიცეს რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა. ჩვენთვის მთავარია გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის, რომ იყო ერთი ადამიანი და მისი დაჯგუფება. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი…

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილება 2020 წლის არჩევნებამდე – მამუკა მდინარაძე ახალ ინიციატივაზე საუბრობს

“უმრავლესობა იწყებს მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც 2020 წლიდან 2024 წლამდე, შესაძლო  ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გარკვეულ შეზღუდვებს დაუწესებს” –  ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა  მამუკა მდინარაძემ განაცხადა.  მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის შიგნით შედგა შეთანხმება და მაჟორიტარული და პროპორციული სისტემის მომხრეებმა ერთმანეთისგან გარანტიები მოითხოვეს. “ყველას ესმის, რომ მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის თუ დაპირისპირების გაღვივება საფრხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის, ამიტომ, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, მაქსიმალურად სწრაფად მიგვეღწია გარკვეული კონსენსუსისთვის გუნდის შიგნით. ვფიქრობთ, რომ უმრავლესობის ბოლო სხდომაზე და მას შემდეგ სხვდასხვა ფერმატში კონსულტაციებით, შეთანხმების მიღწევა შევძელით. უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი…

მეტი...

“მიღწეულია შეთანხმება, რომელიც სუამ-ის სახელმწიფოებს ერთმანეთში ვაჭრობის საშუალებას მისცემს” – ირაკლი ჩიქოვანი

მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ სუამის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ორგანოებმა ურთიერთთანამშრომლობაში გამოიყენონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია. ასევე ხდება ეკონომიკური აგენტების ურთიერთაღიარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტის შესახებ განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომლის მიზანია, შეიქმნას ერთიანი ეკონომიკური ზონა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავისუფლად ივაჭრონ ამ სახელმწიფოებმა ერთმანეთში. „საქართველოსთვის ეს არის პრიორიტეტული მიმართულება. ჩვენი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ასევე ხაზი…

მეტი...

„პარლამენტში დაღვრილი სითხე მოლუსკებისა და ბაყაყებისგან მზადდებოდა და მისი გახსნა არ შეიძლება“ – პროფესორი

„სანამ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა არ იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო პარლამენტის შენობაში გამოყენებული სითხე, ამ ნივთიერების შემადგენლობის შესახებ საუბარი არასერიოზულია . გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არის „ACD ფრაქცია 2“. თუ ეს ასეა, ამ პრეპარატს, 1947 წელს მოლუსკებისა და ბაყაყებისგან ამზადებენ და ის რუსეთია გამოიგონეს“ – ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თემურ კობიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც პროფესორმა განმარტა, პრეპარატს რადიაციის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ და მისი გახსნა არც შეიძლება, რადგან, ჰაერთან რეაქციაში შედის. „რუსული ლიტერატურის მიხედვით, პრეპარატი მუშავდებოდა რადიაციის საწინააღდეგოდ და იმუნურ სტიმულატორად ითვლებოდა.…

მეტი...

ვაჟა ექიმის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს გაიმართება

ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს 4 საათზეა დანიშნული. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ 9 ნოემბერს გატაცებული ექიმი, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის იმყოფება. მის ინტერესებს, ადგილობრივი უფლებადამცველი დაიცავს. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს ექიმის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. “სასამართლო ე.წ. პროცესების განხილვაში ვერ შევა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არ დუნდება და ძალიან ინტენსიურად, მაქსიმალური მობილიზებით ხორციელდება ყველა ძალისხმევა. საჯარო სივრცეშიც მოისმენდით არა მარტო ქართულ მხარეს, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც და ზოგიერთ შემთხვევაში რუსული მხარეც აკეთებს კარგა ხანია…

მეტი...

კრწანისის ტყე-პარკში, ველური ბუნების თანამშრომლებისთვის კოტეჯი აშენდა

კრწანისის ტყე-პარკში, სამეურნეო კოტეჯი აშენდა, რომელშიც ველური ბუნების სააგენტოს თანამშრომლები განთავსდებიან. როგორც სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ველური ბუნების სააგენტოს თანამშრომლების, ფუნქცია მოვალეობები, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ხეების დარგვა, პარკის პირველად დასუფთავება, ხმელი ხეების ჭრის კონტროლი და საირიგაციო კომუნიკაციების დაგეგმვა იქნება.  “ველური ბუნების სააგენტოს,  კრწანისის ტყეპარკი 2019 წლის მარტიდან შეუერთდა. სააგენტო შეღობავს ტყე-პარკს, აღრიცხავს ტყის კორომებს, ჩაატარებს სანიტარულ-მოვლითი ღონისძიებებს და  მცენარეთა ჩანაცვლებას, არსებული ტყის მოწყობისა და მოვლის სამუშაოების პარალელურად,  „საქართველოს წითელი ნუსხის“ გადაშენების წინაშე მყოფი იშვიათი სახეობების  ხე-მცენარეები ჩაირგვება,” – განაცხადეს სააგენტოში. კრწანისის ტყეპარკი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია. მისი ტერიტორიის  210 ჰა …

მეტი...

აღმოჩენილია მავნე ორგანიზმები – თურქეთიდან კარტოფილის იმპორტი აიკრძალა

წელს, თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილის 20 პარტიაში საკარანტინო მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, ეს საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 18 შემთხვევაში დადასტურდა კარტოფილის კიბო, ასევე, ოქროსფერი ნემატოდას და მურა სიდამპლის არსებობა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2017 წელს მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა თურქეთიდან შემოტანილ 12 პარტიაში. მათ შორის 7 შემთხვევაში -კარტოფილის ჩრჩილი, 4 შემთხვევაში -კარტოფილის კიბო, ერთი კი რგოლური სიდამპლე იყო. ყველა სასაქონლო პარტია, სადაც დარღვევა გამოვლინდა, უკან, ექსპორტიორ…

მეტი...

“ვთავაზობ “სირცხვილიას”, გამოვიდნენ და გადაისხან ეს ნივთიერება, დავაკვირდეთ მათ მდგომარეობას” – ექსპერტი

“მივმართავ “სირცხვილიას“ და ვთავაზობ, რუსთაველზე გამოვიდნენ და გადაისხან ეს ნივთიერება, 25 წუთი დავაკვირდეთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“ – ამის შესახებ ევროკომისიის მეორე კატეგორიის ექსპერტმა სურსათის უვნებლობის საკითხებში, ექიმმა-ვეტერინარმა გიორგი ჩიკვაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, ნივთიერება, რაც გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოიყენეს, ძლიერი ალერგენია და ის სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს: “თქვეს, რომ ჩაატარეს ცდები, მაგრამ თუ მაქარაშვილმა ისუნთქა ეს და ცუდად არ გახდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ადამიანზე ერთნაირად მოქმედებს. ყველა ალერგენს სჭირდება გარკვეული დრო ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებისთვის, თან ჩვენ დღემდე, ბოლომდე არ ვიცით მისი შემადგენლობა. ანუ მეცნიერულ-ტექნიკური…

მეტი...