მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია დაუმორჩილებლობისთვის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მიიღო. გრიგოლ კაცია მას დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავება. საკითხი სამსჯელოდ სინოდალურ კომისიას გადაეცა. შესაძლო გათავისუფლების შესახებ რამდენიმე დღის წინ, მღვდელ-მონაზონი “მედიაცენტრ მთავარს” ესაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ის გაათავისუფლონ. მიზეზად კი მედიასთან მისი აქტიურობა დაასახელა.

მეტი...

გიგი უგულავას პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდ​ა, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ამასთან, გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს ჩატარდება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით იმავე დღეს უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოკითხეს. აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულად ცნეს.

მეტი...

როდის შეუწყდებათ უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს „უვადო“ მოსამართლეებს

უზენაესი სასამართლოს ე.წ. უვადო მოსამართლეების უფლებამოსილების ვადები ცნობილია. არჩეული კანდიდატები თანამდებობაზე გარკვეული დროით დარჩებიან და ეს დრო თითოეული მათგანისთვის განსხვავებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ნახეთ რომელ წლამდე იქნებიან დღეს არჩეული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში: ქეთევან ცინცაძე – 2053 წლამდე; ალექსანდრე წულაძე – 2049 წლამდე; ლევან მიქაბერიძე – 2047 წლამდე; გიორგი მიქაუტაძე – 2047 წლამდე; მამუკა ვასაძე – 2046 წლამდე; შალვა თადუმაძე – 2043 წლამდე; თამარ ზამბახიძე – 2040 წლამდე; ვლადიმერ კაკაბაძე – 2039 წლამდე; მერაბ გაბინაშვილი – 2038 წლამდე; მირანდა ერემაძე – 2038 წლამდე;…

მეტი...

„უარესის მოლოდინიც მქონდა“ – ეპარქიიდან გათავისუფლებული სასულიერო პირი სინოდის ოქმს ელოდება

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია ეპარქიიდან გაათავისუფლა. ეპისკოპოსი მას, დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. აღნიშნულის შესახებ ანდრია სარია „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრობს: „მედიაცენტრი მთავარი“: მამაო, ჭყონდიდის ეპისკოპოსი ბრალს გდებთ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაში. კონკრეტულად რა არის თქვენი გათავისუფლების მიზეზი? ანდრია სარია: მონასტრის წინამძღოლობა და სხვა ყველა თანამდებობა, რაც მეუფე პეტრე ცაავას მიერ მქონდა დავალებული, მისი ეპარქიიდან წასვლის შემდეგ დავტოვე. მე მის ლოცვა-კურთხევას ვასრულებდი, მეუფე პეტრეს ხელდასხმით მოხდა ყველაფერი და ამიტომ, თანამდებობებიდან თავი გავითავისუფლე. სულიერებისა და კულტურის დირექტორი ვიყავი, ეს სფერო მებარა, ვიყავი, ასევე, სახელმწიფო სასწავლებლის პრორექტორი და რაც შევქმენით, მეუფესთან ერთად,…

მეტი...

ლარი გამყარებას განაგრძობს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8661 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8661 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8896 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0235 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1900 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2028 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0128 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტი...

“არ ვარ ვალდებული, ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო, წარმოდგენილი კადრები მტკიცებულება არ არის” – ლელა ქებურია

“არ ვარ ვალდებული, ამ კონკრეტული ქმედების გამო, ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო. მტკიცებითი ტვირთი არის მასზე, ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. იმიტომ რომ კადრები, რომლებიც წარმოადგინეს აბსოლუტურად არ არის მტკიცებულება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ განაცხადა. ლელა ქებურიას თქმით, ამ ქვეყანაში ყველაფერი ყარს, რასაც კი ბიძინა ივანიშვილი შეეხო. “პარლამენტში დეპუტატების გადაადგილება მგონი ჯერ დასჯადი არ არის. აბსოლუტურად არც ტერორისტულ აქტს მოიცავს და არც ქიმიურ თავდასხმას. რაც შეეხება პერფომანს, რომელიც ამ ქმედებით იქნა ნაჩვენები.  აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები იმ სულისკვეთებას, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ყარს, რასაც კი…

მეტი...

კომიტეტის სხდომიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დღეს დილით, დაახლოებით 10:00 საათზე დაიწყო. სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხდომის გადადებას ითხოვდნენ. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებს დარბაზში გაჩერების საშუალებას მანდატურები არ აძლევდნენ.

მეტი...

“ნომინირებული პირების ნაწილი არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს” – აშშ-ს საელჩო

პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება. საელჩო იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალე იყო და ნომინირებული პირების ნაწილი არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. “ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად…

მეტი...

“გიგი უგულავას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა” – ადვოკატი

“გიგი უგულავას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, მკურნალობს, უარს არ აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე და გთხოვთ, გადადოთ სხდომა ხვალისთვის”, – ამის შესახებ გიგი უგულავასთვის დანიშნულმა საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე მიმართა. ადვოკატმა სულხან კომახიძემ სხდომის ხვალისთვის გადადების შუამდგომლობა იმ მოტივითაც მოითხოვა, რომ უგულავას არ შეხვედრია და არ იცნობს საქმის მასალებს. მოსამართლე ზვიად შარაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან ადვოკატს საქმის მასალების გასაცნობად ნახევარსაათიანი დრო მისცა. შესაბამისად, სხდომა 20:00 საათზე განახლდება. ძალადობის ბრალდებაზე, გიგი უგულავას საქმეში საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი სულხან კომახიძე მას შემდეგ ჩაერთო, რაც უგულავას კერძო ადვოკატი გიორგი გელხაური სასამართლოში არ გამოცხადდა.…

მეტი...

ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

უმრავლესობის წევრმა, ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა. მიზეზი, როგორც ჩრდილელი აცხადებს, დღეს დამტკიცებული მოსამართლეთა 14-კაციანი სიაა „ერთი წელია, ვცდილობთ, რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსენსუსამდე. რა შედეგიც დადგა, ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა, მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში? – არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური…

მეტი...

“ქართული მხარე ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას” – გიორგი გახარია

“ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა; მადლობა გადავუხადე კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა უკრაინელ კოლეგას ალექსი გონჩარუკს სუამ-ის სხდომის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მრავალი წლის განმავლობაში…

მეტი...

“სამართალმა რაც ჭამა დღეს, ზუსტად იმის სუნი იდგა პარლამენტში” – გიორგი გუგავა

არასაპარლამენტო ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში დანიშნული მოსამართლეების შესახებ შეფასებებს აკეთებს.  “რა დამსახურებები აქვს თადუმაძეს, გარდა იმისა, რომ იყო ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მე და მამუკა ხაზარაძეს წარმოგვიდგინა ყოვლად ბინძური შეთითხნილი ბრალი. ეს არჩევანი, რომელიც დღეს გააკეთა მმართველმა ძალამ, არის ყოვლად მიუღებელი“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. კრიტიკულად აფასებს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხს “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა. “დღეს, რეალურად, დაამტკიცეს არა მოსამართლეები, რომლებმაც მართლმსაჯულება უნდა განახორციელონ, არამედ ივანიშვილის ნოტარიუსის, ან გნებავთ, საადვოკატო ბიურო. სამართალმა რაც ჭამა დღეს, ზუსტად იმის სუნი იდგა პარლამენტში. საბოლოოდ გაფორმდა ბიძოკრატია, უზურპირებული ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ არ გავათავისუფლეთ ჩვენი…

მეტი...

“არავითარი კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს” – გიორგი მიქაუტაძე

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული უვადო მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის თქმით, ის ყველაფერს იღონებს, რომ მის მიმართ გამოჩენილი მაღალი ნდობა გაამართლოს და  ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახუროს. მიქაუტაძე სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ ზოგჯერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები არგუმენტებს და ფაქტებს მოკლებულია. “პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველას მხარდაჭერისთვის, საქართველოს პარლამენტს და იმ ადამიანებს, რომლებიც გვამხნევებდნენ და გვერდში გვედგნენ ამ პროცესში. მინდა მივულოცო ჩემს ახალგამწესებულ კოლეგებს ეს დიდი წარმატება და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ  მაღალი ნდობა გავამართლო და კეთილსინდისიერად ვემსახურო ჩემს ქვეყანას, როგორც დღემდე ვაკეთებდი. მადლობა ასევე მათ,…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა პარლამენტის წინაშე ფიცი დადეს (ვიდეო)

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი პარლამენტის წინაშე მანტიებში შემოსილებმა დადეს. ფიცის დასადებად პარლამენტის ტრიბუნაზე გამოვიდნენ ლალი ფაფიაშვილი, შალვა თადუმაძე, ქეთევან ცინცაძე, მამუკა ვასაძე, ალექსანდრე წულაძე. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკავაძის განმარტებით, კანონის თანახმად, სხვა წევრებს ფიცის დადება არ ევალებოდათ, რადგან ისინი უკვე მოსამართლეებად მუშაობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მეტი...

„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. კომისიის ინფორმაციით, კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მიეცათ და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრათ. მათივე ცნობით, კომპანიები ვალდებული იყვნენ, 3 დეკემბრამდე, წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. „თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე, კომპანიებს 30-30 ათასიანი ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, კომისიამ ავტორიზებულ…

მეტი...

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა.  როგორც ბესელიამ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, იურიდიული კომიტეტი გახდა კლანის ფილიალი და ამის გამო ტოვებს კომიტეტს. “ვულოცავ “ქართულ ოცნებას”, მან ოფიციალურად ამ კენჭისყრით დააკანონა, რომ გაურიგდა ამ ძალადობრივ წარსულს და ის გახდა მემკვიდრე იმ უსამართლობისა, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ცხრას პლიუს რვა, შეგვიძლია დავსვათ ტოლობის ნიშანი. კლანმა გაიმარჯვა როგორც იურიდიულ კომიტეტში, ასევე “ქართული ოცნების” უმრავლესობაზე. მან მოახერხა საკუთარი გავლენების მოპოვებას. მოახერხა საკუთარი სურვილებით ეტარებინა მათ შორის ის ადამიანები, ვინც 2012 წლის პარლამენტში იყვნენ და სამწუხაროდ, არ ეყოთ მათ გამბედაობა, წინააღმდეგობა გაეწიათ კლანის ინტერესებისთვის. რადგან იურიდიული კომიტეტი ოფიციალურად გახდა კლანის…

მეტი...

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

88 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.  დადგენილების მიღებისთვის სულ მცირე 76 ხმა იყო საჭირო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა. მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

მეტი...

პარლამენტმა 14 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. მათ შორის არიან: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძეთამარ ზამბახიძე, სალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, კალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე. დეპუტატების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთა შორის ხმათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: მერაბ გაბინაშვილი – 86 ხმა, მირანდა ერემაძე – 83 ხმა, მამუკა ვასაძე – 88 ხმა, მაია ვაჩაძე – 90 ხმა, თამარ ზამბახიძე – 89 ხმა, შალვა თადუმაძე – 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე –…

მეტი...

შალვა თადუმაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა

საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. შალვა თადუმაძის არჩევას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი მხოლოდ 1 წავიდა.

მეტი...

“ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია” – რისთვის გამოიყენება სითხე, რომელიც პარლამენტში დაღვარეს?

“თუ ეს იყო “ACD ფრაქცია 2″, ის გახლავთ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი, უმეტეს ქვეყნებში აკრძალული, რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო”, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი ჩიკვაიძე ავრცელებს. როგორც ჩიკვაიძე აცხადებს, სითხე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვარეს, თავის დროზე შემუშავებულია რუსეთის სპეც სამსახურების მიერ, ომის დროს მათი სამხედროებისათვის. “მისი ეფექტი უნდა ყოფილიყო, ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია, შოკის გაძლიერება იმ დონემდე, რომ ადამიანს დაეკარგა ტკივილის შეგრძნება, გამოირჩევა ჰიპერ ალერგიულობით, მძაფრი სუნით და დღემდე დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით. შემდგომში (წელი არ მახსოვს) ეს პრეპარატი გაასაღეს როგორც მსხვილფეხა პირუტყვის სწრაფი ზრდის დანამატად. ასევე, ექიმბაშები იყენებენ მას…

მეტი...

“ბრალდებას არ უარვყოფ და არც ვადასტურებ” – ვინ დაასხა სითხე სხდომათა დარბაზში

“შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად ვარ გამოძიებას გავცე პასუხი, ხოლო საჯაროდ უაპელაციო განმარტებებს არ გავაკეთებ” – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას “ევროპული საქართველოს” წევრმა ლელა ქებურიამ, რომელმაც, მმართველი გუნდის ვარაუდით, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. ქებურია არ უარყოფს და არც ადასტურებს ფაქტს, შეიტანა და გამოიყენა თუ არა უცნობი ნივთიერება სხდომათა დარბაზში. ის ამბობს, რომ განმარტებებს გამოძიებასთან მხოლოდ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში გააკეთებს: “არა ვარ ვალდებული, ამ შეკითხვაზე პასუხი გავცე, იმიტომ რომ ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, ის არის ვალდებული, დაამტკიცოს ეს და წარმოადგინოს მტკიცებულებები. ეს…

მეტი...

რა სითხე დაღვარეს სხდომათა დარბაზში? – “სირცხვილია” ფოტოს აქვეყნებს

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” იმ სითხის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, მათი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაღვარეს. მოძრაობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსნარი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.  “საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში,” – ნათქვამია განცხადებაში. პარლამენტში დღეს, ორი საკითხი უნდა განეხილათ, დაემტკიცებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსი შეეწყვიტათ. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში გაშვებული სუნის გამო, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მეტი...

“ყველა საშუალება გამართლებულია, როცა პარლამენტი ყარს” – თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა პარლამენტში უცხო ნივთიერების დაღვრას ამართლებს და აცხადებს: “ყველა საშუალება გამართლებულია, როცა პარლამენტი ყარს”.

მეტი...

“კეთილი ინებეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და შეასრულეთ საზოგადოების დაკვეთა“ – ანზორ ბიწაძე

„ეგ სუნი მეგობრებო, ძალიან სიმბოლურია! ისე გაგხრწნათ ხელისუფლებამ, რომ არავინ და არაფერი თქვენ აღარ გახსოვთ! “, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა. მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიწაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს: „სამართლიანობის აღდგენის დროშის ქვეშ მოსულმა ხელისუფლებამ, თავზე მურუსიძის სასამართლო მოგვახვიეთ, 90-იანი წლების სურათი დადგით შუა ქალაქში და რკინის ჯებირებით გამოეყავით თქვენსავე ხალხს. ახლა, კეთილი ინებეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და შეასრულეთ საზოგადოების დაკვეთა!“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მეტი...

გიორგი გახარია ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა

გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. სუამ-ის პლენარული სხდომის მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ვლადიმერ ზელენსკიმ კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. ხვალ კი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

მეტი...

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტის მუშობას ვერავინ შეაჩერებს, სხდომა გაგრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, ეს იყო ქიმიური შეტევა პარლამენტის წევრებზე. თალაკვაძის განცხადებით, თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მომხდარს, შესაბამისი სამსახურების საქმეა. უკვე დაწყებულია მოქმედებები. მისივე განცხადებით, შესვენების დასრულების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრა გაიმართება.  “საწმუხაროდ ერთერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, “სირცხვილია”, მათ აიღეს ამაზე პასუხისმგებლობა. ჩვენთვის ეს განცხადება საკმაოდ უცნაური იყო. რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას. შესვენების შემდეგ პარლამენტი გააგძელებს მუშაობს  და სხდომა განახლდება. პარლამენტის მუშობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერ დაბლოკავს. ნებისმიერ მცდელობაზე რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო ინსტიტუტს ამაზე იქნება სათანადო რეაქციები”,…

მეტი...

რომან გოცირიძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს ფიზიკრად დაუპირისიპირდნენ. პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ რომან გოცირიძემ დაჩი ბერაიას შეაგინა დაჩი ბერია: “ეს ვის უთხარი?” რომან გოცირიძე: “ვის ვუთარი და შენ გითხარი “ ამის შემდეგ დეპუტატები ერთმანეთ დაუპირისპირდნენ. როგორც დაჩი ბერაიამ “მედიაცეტნრ მთავარს” განუცხადა, ის რაც გოცირიძემ მას აკადრა ვერცერთი ადამიანი “ვერ მოითმენდა”.

მეტი...

სასწრაფოს ორი დეპუტატი და პარლამენტის ერთი თანამშრომელი სასუნთქი აპარატით პარლამენტიდან გაჰყავთ

ამ წუთებში, სასწრაფოს ეკიპაჟებმა ორი დეპუტატი და პარლამენტის ერთი თანამშრომელი სპეციალური სასუნთქი აპარატებით პარლამენტის შენობიდან გაიყვანა. სავარაუდოთ მათ კლინიკაში გადაიყვანანენ, სადაც  გამოკლვევა ჩაუტარდებათ, თუ რა ნივითიერებით მოიწამლნენ ისინი.

მეტი...

„ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, დღეს დამთავრდა” – მამუკა მდინარაძე

“იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი, ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა შეიტანეს. მდინარაძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით, დღეს დამთავრდა: „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით, დღეს დამთავრდა ასეთი ბანძი და გოიმური მოქმედებით, საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, თუკი რამე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც…

მეტი...

პარლამენტის ოთხი თანამშრომელი ცუდად გახდა – რა სითხე დაასხეს დარბაზში?! (ვიდეო)

კრიმინალისტები ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში მუშაობენ და არკვევენ რა არის ის უცხო ნივთიერება, უცხო სითხე, რომელიც სხდომათა დარბაზში დაიღვარა და რომლის გამოც დეპუტატები და სხვა თანამშრომლები ცუდად გახდნენ

მეტი...

პოლიცია, სასწრაფო და ექსპერტები პარლამენტის სხდომათა დარბაზში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პოლიცია, სასწრაფო და ექსპერტები გამოჩდნენ. მიზეზი უცხო ნივთიერებაა, რომელიც სავარაუდოდ საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიტანა და დაასხა. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა და პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, შესვენება გამოეცხადებინა. როგორც დეპუტატები აცხადებენ, სავარაუდოდ, უცხო ნივთიერება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ლელა ქებურიამ დაასხა. აღნიშნულის გამო, ერთი პარლამენტის წევრი და 3 ტექნიკური თანამშრომელი სხდომათა დარბაზში ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მას დახმარებას უტარებს. პარლამენტში ამ წუთებში კრიმინალისტური ექსპერტებიც გამოჩდნენ და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.​

მეტი...

“ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი “ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც”- გია გაჩეჩილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, უცხო ნივთიერების მძაფრი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში “ევროპული საქართველოს” წევრები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ, რომლებმაც დარბაზი მალევე დატოვეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის თქმით, კი, “ეს არის ტერორისტული აქტი“. “რაღაცა დაასხეს, მე არ დამინახავს. შხამია თუ რა არის, არ ვიცი. ძალიან მძაფრი სუნია. ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი “ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც. ნატო ჩხეიძეს ელაპარაკებოდნენ და მაშინ ქნეს. ახლა ქიმიურ შემადგენლობას დაადგენენ. ეს არის ტერორისტული აქტი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. პარლამენტის სხდომათა დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის…

მეტი...