საქართველოში, ზამთრის სეზონზე ე.წ. ღორის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ დაუდასტურა. პაატა იმნაძის ინფორმაციით, დაფიქსირდა ე.წ. ღორის გრიპისა და H2N3-ს თითო-თითო შემთხვევა, ხოლო ყველაზე მეტი B ტიპის ვირუსია. როგორც იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ვირუსს რამე გართულებები არ მოჰყოლია. მისივე ინფორმაციით, წელს, შარშანდელთან შედარებით, ვირუსის შემთხვევები ნაკლებია.

მეტი...

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ახმაჯთან საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. დაკავების შესახებ ინფორმაცია დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა მალევე გამოუშვეს. დანარჩენი სამი დაკავებული კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. ლამისყანაში მცხოვრებ გიორგი ზარიძეს, სოფელ ბოჟამში მცხოვრებ მერაბ და ემზარ გამხიტაშვილებს დე- ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება. ისინი ცხინვალის ე.წ. დროებითი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი მკვიდრის უკანონო დაკავებისთანავე სუს-მა გაააქტიურა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). „მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი…

მეტი...

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმემ, შესაძლოა ქვეყნის რამდენიმე რეგიონი მოიცვას

ბავშვთა პორნოგრაფიის სქემაში გორის და თბილისის გარდა, შესაძლოა, სხვა ქალაქის მაცხოვრებლებიც იყვნენ ჩართული. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურმა საქართველოს გამოუგზავნა. ერთ-ერთ საეჭვო ადგილად ევროპოლი სამტრედიასა და იქ მდებარე ორ ფოტოსტუდიას ასახელებს. გზავნილში ქართველ კოლეგებს ევროპელი გამომძიებლები 6 საეჭვო ფოტოზე უთითებენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. ფოტოების დეტალური შესწავლის შედეგად, ევროპის პოლიციის სამსახურმა ძალოვან უწყებებს მოუწოდა, დაინტერესებულიყვნენ კონკრეტული პირებით, რომლებიც ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეში ფიგურირებენ. დაადგინეს, რომ ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც გამოსახულებაზე ჩანს, სალონი “დიადემის” ინტერიერის იდენტურია. სხვადასხვა საიტის მომხმარებლების გაშიფვრის დროს კი ქართველი ფოტოგრაფის კვალს მიაგნეს. სტუდიების მფლობელები ადასტურებენ, რომ მშობლებს…

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარის“ ინფორმაციით, მოსამართლეების დამტკიცება გადაიდო

საქართველოს პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების საკითხი 11 დეკემბერს არ გაიმართება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ წყარომ აცნობა, საკითხი 1 დღით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების კენჭისყრა პარლამენტში 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო. აღნიშნულ საკითხს პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატი ბოიკოტს უცხადებს და კოლეგებს მოუწოდებს, საპარლამენტო დარბაზი დატოვონ და მოსამართლეები საპარლამენტო უმრავლესობასთან მარტო დატოვონ. 11 დეკემბერს, საპარლამენტო ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პარლამენტის ბლოკირებასაც გეგმავდნენ. საკითხის გადადების მიზეზად ის სახელდება, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მოსამართლეების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს. არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14 კანდიდატის მხარდაჭერას აპირებს. როგორც დეპუტატებმა…

მეტი...

“ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს” – ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენის საქმეში. „მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ, აქტიური მონაწილეობა მივიღო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაზიანებული ტყის მასივების აღდგენის საქმეში. აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოებრივი აქტივობა მაღალი იყო, თუმცა სპეციალისტებმა თავშეკავება მირჩიეს“ ,- განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის 40 პროცენტი დაფარულია ტყით და ეს არის რესურსი, რომელსაც სწორად გამოყენება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. „გასული წლების განმავლობაში უსისტემოდ ხდებოდა ტყის რესურსების ათვისება. სახელმწიფოს არ ჰქონდა ხედვა, თუ როგორ უნდა მიეღო ეკონომიკური სარგებელი ამ რესურსის…

მეტი...

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება მიიღო. „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცნობილი ექიმი, საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც საქართველოს ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა; გმობს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონისადმი დაუბრკოლებელი წვდომა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად; მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს ყველა აუცილებელი მშვიდობიანი საშუალება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მისაღწევად; ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ…

მეტი...

“მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც იმსჯელეს. მისი თქმით, უზენაესის მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი დეპუტატების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. მამუკა მდინარაძე წინასწარ არ ასახელებს იმ კანდიდატების ვინაობას, ვისაც კანონმდებლები მხარს არ დაუჭერენ. „ჩვენ მხარს დავუჭერთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, ან უარვყოფთ მხარდაჭერას და ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე დეპუტატების მსჯელობიდან წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად…

მეტი...

“იმედი მაქვს, ჟენევის შეხვედრაზე მივიღებთ პასუხს, როდის მოგვარდება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი” – ზურაბ აბაშიძე

“თუკი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, იქ მივიღებთ პასუხს თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებისთვის მაქსიმალური კეთდება. „ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარებაა. მეც მქონდა კომუნიკაცია პრაღიდან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან, მას შემდეგ რაც რუსი კოლეგის მხრიდან მოვისმინე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებდნენ. მას ვთხოვე, რაც ჩემთან ისაუბრა, ის ქართველი ჟურნალისტებისთვის ეთქვა და მან ეს კომენტარი გააკეთა. გავიდა გარკვეული პერიოდი,…

მეტი...

“აბსოლუტური დემაგოგია” – სიმონ ნოზაძე ევროპარლამენტარის განცხადებაზე

“ეტყობა ვიღაცამ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და მაგაზე დაყრდნობით აცხადებს ეს პატივცემული ადამიანი”, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, სადაც ის პოლიტიკურ პატიმრებსა და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, კუბილიუსის განცხადება აბსოლუტურად დემაგოგიაა. “არსებობს ინფორმაცია, კადრები, თუ რის მიხედვით დააკავეს 20-21 ივნისს ადამიანები. როგორ შეიძლება მათი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირება. აბსოლუტურად დემაგოგიაა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს. პოლიციელებზე მასობრივი ძალადობა იყო, შემოჭრის მცდელობა იყო პარლამენტში და გამოძიება ვისაც დაუმტკიცებს, სასამართლო გამოუტანს განაჩენს. არავითარი განსხვავებული აზრი არ…

მეტი...

„გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმების მიღწევაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია. როგორც მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფრის მოსაგვარებლად 2-3  დღეა საჭირო. „დღეს ვილაპარაკეთ სამ თემაზე: პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ხელმოწერები შეაგროვონ.  საბოლოო შეთანხმებაზე დღეს ვერ ვსაუბრობთ, რადგან 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება. პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არსებობს“ –  განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

„აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭვქვეშ ვაყენებთ“ – საპატრიარქო დავით გარეჯზე

დავით გარეჯიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტებს უგულვებელვყოფთ და აღნიშნული ტერიტორიის საქართველოს კუთვნილებას ეჭვქვეშ ვაყენებთ. „გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ კვლავ გადაუჭრელად რჩება დავით გარეჯის კომპლექსში შემავალ „უდაბნოსა“ და „ჩიჩხიტურის“ მონასტერთა საკითხი. ბუნებრივია, შექმნილი ვითარებიდან ყველას სურს გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთ მცდელობად უნდა განვიხილოთ ახლახანს საინიციატივო ჯგუფის მიერ გაჟღერებული იდეა, რომელიც  აღნიშნული მონასტრების პრობლემის მოგვარების გზად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამ გეოგრაფიულ  ზონაში  ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მიიჩნევს. ამგვარი მოდელი შეიძლება დადებითად აღქმული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოთა შორის ტერიტორიული კუთვნილობის საკითხთან მიმართებაში ისტორიულად,…

მეტი...

“ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული მუშაობა ეკონომიკაზეც უნდა აისახოს” – გიორგი გახარია

ფინანსთა მინისტრის 2019 წლის ანგარიში პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. გიორგი გახარიას თქმით, სამინისტროს ბევრი მიმართულებით მუშაობა გაუმჯობესებული აქვს, რაც უახლოეს მომავალში ეკონომიკაზეც უნდა აისახოს.  “აშკარად ჩანს, რომ მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს, როგორც მართვის ნაწილში, ასევე რისკების მართვის, ვალის მართვის, ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს მუშაობა და შესაბამისად,  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს პერიოდში აისახება კიდეც ეკონომიკაზე. მაგალითად, როგორც დღეს უკვე ცნობილი გახდა, ჩვენ გვაქვს ზრდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ეს არის რეინვესტირების ნაწილში ხარჯზე ძირითადი ზრდა, ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ძირითადი ამოცანა და გამოწვევა გახლავთ სამუშაო ადგილები,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.     ფინანსთა მინისტრმა…

მეტი...

რომან კაკულიამ ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლა შესთავაზა

“შევთავაზებ, ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა,” – ამის შესახებ, ევროპარლამენტის ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, ვანო ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ვანო ზარდიაშვილის თქმით, ზარდიაშვილის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არა აქვს: “შევთავაზებ ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი რამდენად სწორია მისი ანაზღაურება”,- განაცხადა კაკულიამ. შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია…

მეტი...

“საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში” – გიორგი გახარია

“საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი შეფასებით, ლევან სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, თანამდებობა კი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა. „მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე“, – განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა.

მეტი...

“საპენსიო სააგენტოს” დირექტორი თანამდებობას ტოვებს

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვების მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ სხვა გეგმები აქვს, რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს. “სააგენტო გამართულია და აგრძელებს დაგროვებითი საპენსიო რეფორმის იმპლემენტაციას. ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს , ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა…

მეტი...

უმრავლესობის სხდომა, აქციის ფონზე მიმდინარეობს

უმრავლესობის სხდომის ჩატარება, “ქართული ოცნების” ლიდერებს ხმაურიანი აქციის ფონზე უწევთ. პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, შეკრებილნი არიან “გაბედეს” და “შეცვალეს” წარმომადგნელები, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. სხდომას, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

მეტი...

პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს დაკავებული ექიმის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისს გათავისუფლების მოწოდებაში დახმარების თხოვნით მიმართა. ქვეყნის პრეზიდენტმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ არც რეგიონში და არც ევროპაში, ესკალაცია არავის სჭირდება: „ერთი თვე გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ექიმის საქმიანობა უნდა იყოს საზღვრებს გარეშე. უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად. მე ვერ დავასრულებ ამ სიტყვას, რომ არ გთხოვოთ ასამბლეას, შემოგვიერთდეთ ჩვენს მიმართვაში, რათა მოხდეს დაუყოვნებლივ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. იმედი მაქვს ყველა შეუერთდება ამ მიმართვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

“სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი” – გიორგი გახარია

“სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, დააკმაყოფილოს შიდა მოთხოვნა და გავიდეს ექსპორტზე. გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია მეტი აქცენტი გაკეთდეს ქართული ღვინის ინდუსტრიის ხარისხის სტანდარტებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭიროა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე კონცენტრირებულად მუშაობა და ისეთი თემები, როგორიცაა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც…

მეტი...

11 წლიანი პატიმრობა თუ თავისუფლება – ბათუმელ მაღალჩინოსნებს განაჩენს 13 დეკემბერს გამოუტანენ

„გაფლანგული მილიონ 430 000 ლარი, 24 ტომიანი საქმე და არც ერთი მტკიცებულება“ – ასე აფასებს ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული,  საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გიორგი ერმაკოვისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკავებას და გამამართლებელ განაჩენს ელოდება. რა წერია ბრალდების 80 გვერდიან დასკვით სიტყვაში, რომელსაც პროკურორი 6 საათი კითხულობდა, ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან უნდა გათავისუფლდნენ. „ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის“ პროექტზე,  წინასწარ პატიმრობაში იმყოფება სამი ბრალდებული. ასევე, საქმეში წარმოდგენილი 4 ადამიანი, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ გირაოთი. სამივე ბრალდებულს ბრალად ედება, თითქოს მათ გაფლანგეს, მერიის კუთვნილი თანხები, განსაკუთრებით დიდი ოდენობის – მილიონ 430…

მეტი...

“საარჩევნო მოდელის ვერსიებზე, გუნდში ვიმსჯელებთ” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში შემოთავაზებულ ყველა საარჩევნო მოდელის ვერსიას განიხილავენ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დიპლომატებმა “გერმანული მოდელის” მაჟორიტარული ნაწილის განხილვა დამოუკიდებლად შესთავაზეს, რის შესახებაც გუნდში იმსჯელებენ. “ზოგადად, გვექნება გუნდში მსჯელობა ყველა ვერსიასთან დაკავშირებით და, მათ შორის, გუშინ შემოთავაზებულ ვარიანტთანაც დაკავშირებით. ვნახოთ, ამის მიხედვით საით წავა პროცესი. მათ ჰქონდათ წარმოდგენილი ვარიანტი გერმანული მოდელის ფარგლებში და გერმანული მოდელისგან დამოუკიდებლად საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარულ არჩევნებს ეხება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციისა და მმართველი გუნდის დიალოგის მეორე რაუნდი საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით 8 დეკემბერს, სასტუმრო…

მეტი...

გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსით, საქართველო 70-ე ადგილზეა

189 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის, ჰუმანური განვითარების ინდექსით (HDI), საქართველო 70-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემები 2019 წლის ჰუმანური განვითარების ანგარიშში (HDR), შევიდა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში გამოქვეყნდა. წლევანდელ ინდექსში, რომელიც 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს სომხეთს (81-ე პოზიცია), აზერბაიჯანსა (87-ე პოზიცია) და უკრაინას (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (49-ე პოზიცია), ბელარუსსა (50-ე პოზიცია) და თურქეთს (59-ე პოზიცია). უთანასწორობის გათვალისწინებით, დაკორექტირებული HDI მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება. საქართველოს შემთხვევაში ეს კლება 12%-ია, რაც მის HDI მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს.

მეტი...

„ვადამდელი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს“ – გია ჟორჟოლიანი

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი თვლის, რომ არსებული კრიზისის მიუხედავად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. როგორ დეპუტატმა  „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნები ჩანიშნულ დროს უნდა გაიმართოს, თუმცა, მანამდე, კონსენსუსის მისაღწევაად, ყოველგვარი რესურსი უნდა გამოიყენონ: „არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, უნდა ჩატარდეს არჩევნები იმ დროს, რა დროსაც ის არის ჩანიშნული. მანამდე, სრულად უნდა იქნას გამოყენებული ყველა რესურსი, რომ მიღწეული იქნას საზოგადოებისა და ქვეყნისათვის, ამ ეტაპზე, მეტნაკლებად კონსესულური და მისაღები სისტემა. ეს ის სისტემაა, რომელზეც მე არაერთხელ მისაუბრია, ე.წ მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემა,“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.   

მეტი...

ევროპარლამენტარი პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოში, გარკვეული ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან. აღნიშნული განცხადება, თბილისში მყოფმა ევროპარლამენტის წევრმა ევრონესტის მე-8 საპარლამენტო ასამბლეის სესიას ფარგლებში გააკეთა. „გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ, მიზეზი მათი აქტივობა დემონსტრაციების დროს. გონივრული იქნებოდა, მთავრობას არ გამოეყენებინა დიდი დოზით პოლიტიკურ-სამართლებრივი ძალა. არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, თუმცა ისინი სისხლის სამართლის წესით იდევნებიან პოლიტიკური აქტივობის გამო და ეს არ არის კარგი ნიშანი”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მეტი...

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“ – გია ჟორჟოლიანი ევროპარლამენტარს პასუხობს

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ტყუილი,“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „სოციალ-დემოკრატმა“ გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტარის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტშიც არიან დეპუტატები, რომლებსაც გარკვულ საკითხებზე არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ და, შესაბამისად, არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებენ: „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ტყუილი. ევროპარლამენტშიც არის ხშირად ისეთი დეპუტატი, რომელიც საკითხში არასაკმარისად არის გაცნობიერებული და არაკორექტულ განცხადებებს აკეთებს, აქედან გამომდინარე. ისინიც ადამიანები არიან და ეს არ არის ბრძენთა კრებული. ესენი არიან ჩვეულებრივი არჩეული დეპუტატები. ჩვენ რომ აქ ვხედავთ ჩვენს დეპუტეტებს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთივე ტიპის ან დაახლოებით ამ…

მეტი...

“გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, იმედს ვიტოვებ შეთანხმება შედგება” – დიმიტრი ხუნდაძე

“წავედი კომპრომისზე იმიტომ, რომ იყო მოლოდინი, ქუჩა დამშვიდდებოდა, მაგრამ რა მივიღეთ, გაგრძელდა არეულობა, მასშტაბური აქციები და ლანძღვა-გინება, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა, გადაუარეს რწმენას, არ დაინდეს პატრიარქი და ახლა მე ვისმენ, რომ პროპორციული სისტემით სწორედ ამ პარტიებმა უნდა დააკომპლექტონ პარლამენტი და მართონ ქვეყანა“ – აღნიშნულის შესახებ, უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს და გუნდი შეთანხმებამდე მივა. მისი თქმით, როდესაც პროპორციულ საარჩევნოს სისტემაზე გადასვლა გადაწყდა, ის კომპრომისზე წავიდა, იმ პირობით, რომ ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობა იქნებოდა. ,,მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, მე გუნდის დაშლის…

მეტი...

„ორპოლუსიანობა უნდა დაინგრეს“ – გია ჟორჟოლიანი

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხდეს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაკარგოს წამყვანი პოზიციები, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ორპოლუსიანობა დაინგრეს,“- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა, „სოციალ-დემოკრატმა“ გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი რისკიან პოლიტიკას აწარმოებს, რაც ქაოსსა და არასტაბილურობას უწყობს ხელს: „რისკიან პოლიტიკას აწარმოებენ. ეს არაა მყარი პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა და თანმიმდევრულად განახორციელოს თავისი პოლიტიკა. ეს ძალიან სერიოზული ხარვეზია მმართველი ძალისა. ჩვენ შემთხვევეით არ ვხედავთ, რომ კრიზისის პირობებში ვართ. ქვეყანაში შექმნილი ვითარება ამ კრიზისის ამსახველია. ასეთი რადიკალური არათანმიმდევრულობა გამოამჟღავნა ქართულმა ოცნებამ. არის…

მეტი...

„კრიზისიდან გამოსვლის რესურსი არსებობს, ეს არის პლებისციტი“- მირიან წიკლაური

საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური, შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ხედავს. მისი აზრით ეს არის პლებისციტი, რისი საშუალებითაც, საარჩევნო სისტემის ცვლილებები მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით განხორციელდება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამგვარად, პოლიტიკურ სპეკულაციებიც საბოლოოდ დასრულდება: „რესურსი იმისა, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ, არსებობს. არა იმიტომ, რომ ოპოზოციის მოთხოვნაა ასეთი, ან საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერს თითქოს მხარს ოპოზიციას. ეს ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ მაჟორიტარული სისტემის მომხრე გაცილებით მეტი მოქალაქეა, ვიდრე მთლიანად პროპორციული სისტემის მომხრე, თუმცა რადგან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თავისთავად ცხადია, საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, საჭიროა, დიალოგი, საჭიროა კონსესუსამდე მისვლა. ეს აქსიომაა და…

მეტი...

“ბოიკოტს ვუერთდები, მოსამართლეების დამტკიცებას მხარს არ დავუჭერ” – გია ჟორჟოლიანი

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, „სოციალ-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს. როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატებს შორის, შესაძლოა არიან პირები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”. დეპუტატის თქმით, კანდიდატების დამტკიცებისას, წყალგამყოფი სწორედ ეს საკითხი იქნება. “ბოიკოტის თემას ვუერთდებით, თუმცა პარლამენტის ზოგიერთ სხდომაზე მონაწილეობას ვიღებთ გამომდინარე იქიდან, რა საკითხია და ა.შ. მთლიანობაში, მივიჩნევთ, რომ ნორმალურად უნდა იფუნქციონიროს სახელმწიფო უწყებებმა და მათ შორის პარლამენტმაც. დიალოგის პროცესი დაწყებულია და შეიძლება, სადმე მივიდეს. წყალგამყოფია მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიციები და საქმიანობა “ნაც მოძრაობის” დროს. უსამართლო…

მეტი...

„20-21 ივნისს სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ – დეპუტატი ევროპარლამენტარს პასუხობს

„20-21 ივნისის მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ეს იყო შტურმი პარლამენტზე და მაინტერესებს მათ ქვეყანაში რომ მოხდეს მსგავსი რამ, თუ ვინმე შეეცდება პარლამენტში შეჭრას და ძალადობით ხელისულების დამხობას, იქნება მათ ქვეყანაში ასეთი ადამიანი დამნაშავე, თუ არა?!“- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში, ის ევროპარლამენტარების მოსაზრებას არ ეთანხმება: „ყველა ადამიანს თავის აზრი აქვს, მათ შორის, ევროპარლამენტარიც ადამიანია და შეუძლია, ჰქონდეს თავისი მოსაზრება, თუმცა, გარკვეულწილად, მე მათ ვერ დავეთანხმები. ადრეც განვაცხადე და ახლაც ვამბობ, რომ 20-21 ივნისის მოვლენები იყო სახელმწიფო…

მეტი...

„ჩემი მხარდაჭერა მოსამართლეობის ერთადერთ კანდიდატს ექნება – შალვა თადუმაძეს“

11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ამტკიცებს. საკანონმდებლო ორგანომ უზენაესი სასამართლოს 20 მოსამართლე უნდა დაამტკიცოს. დეპუტატთა ნაწილი კოლეგებს მოუწოდებს, პროცესს ბოიკოტი გამოუცხადონ, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესს არ დაესწრონ და მმართველი გუნდი „კორუმპირებული“ მოსამართლეების პირისპირ დატოვონ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. დეპუტატი ბოიკოტის აზრს ვერ ხედავს და გამორჩეული კანდიდატიც ჰყავს, ვისაც მხარს დაუჭერს: „ჯერჯერობით გადაწყვეტილი მაქვს, ერთ ადამიანს დავუჭირო მხარი. ეს არის შალვა თადუმაძე. დანარჩენი ჯერ გადაწყვეტილი არა მაქვს. შეიძლება, კიდევ ერთს ან ორ კანდიდატს დავუჭირო მხარი, რაც შეეხება ბოიკოტს,…

მეტი...

ოზურგეთში, საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს

ოზურგეთის სოფელ დვაბზუში, ცხოველთა სასაკლაოზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ  უვარგისი ხორცი აღმოაჩინა. გურიის სურსათის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის ინფორმაციით, ვადაგასული ხორცი, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე, უკვე მეორე დღეს აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ. მისივე თქმით, ხორცი დალუქულია. ადგილი, სადაც უვარგისი ხორცი ნახეს შპს “სოფოს” მიერ არის ნაქირავები და პროდუქტს მხოლოდ აფასოებდნენ. კონკრეტულად, საიდან არის ხორცი შემოტანილი, ამ ეტაპზე, უცნობია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით, რომელიც ადამიანის სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას ითვალისწინებს. დანაშაული ჯარიმას ან რამდენიმე წლიან პატიმრობას გულისხმობს.

მეტი...

„რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია” – არჩილ თალაკვაძე

„მოლაპარაკებების თემა იცვლება – მომდევნო რაუნდში განვიხილავთ არსებული შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც, ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში,  მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ  მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართული პოლიტიკური დიალოგის მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მისი განმარტებით, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში იმსჯელებენ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული არჩევნები უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. „ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიმსჯელოთ არსებული კონსტიტუციური…

მეტი...