ცხვრებით სავსე სატვირთო ამოტრიალდა – ავარია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალასთან, სატვირთო ავტომობილი, რომელსაც ასეული ცხვარი გადაჰყავდა, ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ასამდე ცხვარი დაიხოცა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ეს მე-10  მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. ამასთან, მომხდარის გამო, რუსთავის გზაზე მოძრაობა გართულებულია.

მეტი...

“საქართველოს თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები ჰყოფს” – დავით ზალკალიანი ეუთოს მინისტერიალზე

„ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს. ადგილობრივებს ეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და მათ თავიანთ სახლებთან, სახნავ-სათეს ნაკვეთებთან, რელიგიურ ნაგებობებთან, სასაფლაოებთან და წყლის რესურსებთან  წვდომა არ გააჩნიათ. საოკუპაციო ძალები კვლავ იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და ექიმებსაც კი. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავების ბოლო შემთხვევა უკანონო ოკუპაციის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგის კიდევ ერთი დასტურია“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრატისლავაში ეუთო-ს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.…

მეტი...

“ხალხში გავალთ და შევაგროვებთ 200 ათას ხელმოწერას, რადგან მათ სურთ, საკუთრი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში“ – დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი, ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დაიწყება ხელმოწერების შეგროვება, რადგან მისი განმარტებით, ხალხს სურს თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში. „ხვალ გაიმართება უმრავლესობის სხდომა. ჩვენ არ დაგვირღვევია არც შიდა გუნდური წესები, არც პროცედურები. როცა ბოლოს უმრავლესობის სხდომა გვქონდა, მაჟორიტარები კომპრომისზე წავედით იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესს არ შევეხებოდით და დავტოვებდით შერეულ სისტემას. ეს კომპრომისი გავეცით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ სუფთა მაჟორიტარულ, ამერიკულ სისტემაზე  გადასვლას, ამისათვის ყველა პროცედურა დავიცავით. ჩვენ გავდივართ ხალხში, მათ უნდა ვკითხოთ. ყველა მსჯელობს დღეს იმაზე, როგორი სისტემა…

მეტი...

მეუფე პეტრე ინტერნეტ მედიის შექმნაზე მუშაობს, კორესპონდენტები მღვდელ-მონაზონი და იღუმენი იქნებიან

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” მღვდელ-მონაზონმა, ანდრია სარიამ დაუდასტურა. მღვდელ-მონაზონის თქმით, მათ სურთ, ჰქონდეთ სივრცე, სადაც თავისუფლად ისაუბრებენ. როგორც ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მათი მიზანი იქნება მხილება და საჯაროდ ფაქტების გამოტანა. “ჯერ-ჯერობით ეს საკითხი მხოლოდ იდეის დონეზეა. საუბარია, რომ  საიტი გვქონდეს, საინფორმაციო სივრცე, სადაც მნიშვნელოვან საკითხებს გამოვიტანთ, სადაც ჩვენ თავად ვისაუბრებთ. შესაძლოა, პირდაპირი ეთერებიც გაკეთდეს. მიზანი იქნება მხილება და ფაქტების გამოტანა. ჩვენთვის რთული არ იქნება გვქონდეს თავისუფალი სივრცე, სადაც ჩვენ თავად დავეხმარებით ერთმანეთს და ფულს არავისგან მოვითხოვთ”, – განაცხადა ანდრია სარიამ “მედიაცენტრ…

მეტი...

ნინო ბურჯანაძისა და სერგეი ლავროვის მოადგილის შეხვედრას რუსეთის საგარეო უწყება განცხადებით ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ანდრეი რუდენკოს შეხვდა.  უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები. “რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისადმი ინტერესი. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაც.  მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის თბილისმა  უფრო მეტად პასუხისმგებლიანი მიდგომა აჩვენოს. საქართველოში არსებული ვითარების განხილვისას ხაზი გაესვა იმას, რომ მოსკოვში ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, განიხილავენ, როგორც ამ ქვეყნის შიდა საქმეს. რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობითა და…

მეტი...

ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დააკავეს

ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ტარიელ თურმანიძე დააკავეს.  დაკავებულის ადვოკატის, ზაზა პაპიძის თქმით, ტარიელ თურმანიძე ბათუმში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს აიყვანეს. ადვოკატის თქმით, ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს. თუმცა, ზაზა პაპიძის განცხადებით, საუბარია, სავარაუდოდ, 1000 ლარზე. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში გადაჰყავთ და სასამართლო პროცესიც იქ გაიმართება.

მეტი...

გალის ადმინისტრაციის დე-ფაქტო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გალის რაიონის ადმინისტრაციის დე-ფაქტო ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია, დე-ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამ პოსტზე ნადარაიას ომარ ბგანბა შეცვლის, რომელიც ამ დრომდე გულრიფშის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ნადარაიას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი უცნობია.

მეტი...

უმრავლესობის სხდომაზე ორპალატიან სისტემაზე გადასვლის საკითხსაც განიხილავენ

საპარლამენტო უმრავლესობა დაგროვილი საკითხები განსახილველად, პარტიის ოფისში ხვალ, 11:00 საათზე შეიკრიბება. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ ორპალატიანი სისტემა იქნება. როგორც გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავართა“ საუბრისას აღნიშნა, საინიციატივო ჯგუფის მთავარი მოთხოვნაა, მიეცეთ ნებართვა, რომ 4 თვის განმავლობაში მოაგროვონ ხელმოწერები. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისათვის მინიმუმ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო. “მედიაცენტრი მთავარის” კითხვაზე, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, თუ მათ ნებართვა მიიღეს, გურამ მაჭარაშვილი პასუხობს: „კომიტეტი რომ ჩატარდება, ინიციატორებს გადაეცემა ბლანკები,  4 თვის განმავლობაში უნდა მოაგროვონ მინიმუმ 200 000 ხმა. თუ მოაგროვეს,…

მეტი...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ხელისუფლებას მეტ აქტიურობას სთხოვს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ხელისუფლებას მეტ აქტიურობას სთხოვს, განსაკუთრებით კი საერთაშორისო დონეზე. ოჯახის წევრები 27-ე დღეა ელოდებიან უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის გათავისუფლებას. მათთვის უცნობია, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ახალგორში. “ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს არის ის, რომ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი, თუმცა, როდის მოხდება ეს ჯერჯერობით უცნობია. ამის გაგებას ყოველ დღე ველოდებით. ვიცით, რომ მასთან წითელი ჯვრის ორგანიზაცია შევიდა მოსანახულებლად, მეორე დღეს მას ამანათიც გადასცეს, ეს იყო ყოველდღიური ნივთები: ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, საჭმელი, რომლის შეტანაც შეიძლებოდა”,- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, თათა გაფრინდაშვილმა. უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა აიმაღლონ…

მეტი...

ბერმა ნიკოლოზმა მრევლს 100-ლარიანები დაურიგა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება 29 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო, სადაც ზემოფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზი მრევლს 100 ლარიანებს ურიგებს. ბერ­მა ნი­კო­ლოზ­მა წლე­ბია სა­კუ­თა­რი მრევ­ლის აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მას  არ აღი­ა­რებს. ბერს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა 20 წლის წინ შე­უ­წყდა, რისი მი­ზე­ზიც მისი სა­სუ­ლი­ე­რო სწავ­ლე­ბა გახ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ნა­წი­ლი ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვილს “ერის გა­დამ­რჩე­ნელს” და ამ სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ “ნამ­დვილ წმინ­დანს” უწო­დებს. მრევ­ლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც თავს ბერი ნი­კო­ლო­ზის სუ­ლი­ერ შვი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს.

მეტი...

“დაკავებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო” – ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის დაკავებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო, აქედან გამომდინარე, მისი თქმით, რაიმე სასჯელს ან ზომებს საპატრიარქო და ეპარქია ვერ მიიღებს. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დაკავებული სასულიერო პირი საქართველოში არ მსახურობდა. „რადგანაც დაკავებული ადამიანი საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო, ამიტომ რაიმე სასჯელს ან ზომებს საპატრიარქო და ეპარქია ვერ მიიღებს. ზოგადად ასეთ დანაშაულზე ზომებია მისაღები, დანაშაული რეალურად მძიმე მდგომარეობაა. ძალიან სამწუხაროა როდესაც სასულიერო პირსა, ან ბერს ასეთი რამ შეემთხვევა. ამ შემთხვევაში ეპარქიის მმართველი ან ეკლესიის წინამძღვარი გარკვეულ ზომებს იღებს. ამ შემთხვევაში…

მეტი...

“ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ნაწილი, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა” – მშობელი პედაგოგს ძალადობაში ადანაშაულებს

ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში, მოსწავლეს მასწავლებელმა თმა ააგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსწავლის მშობელი ცირა ხაბურძანია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, მესამე კლასელმა ბავშვმა თმა ჩუმად შეინახა, რათა ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. “რვა წლის, მესამე კლასელმა ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. ბავშვები თვლიან, რომ ჩვენ მათი არ გვესმის. არა ძალადობას სკოლებში. არა ძალადობას პატარების მიმართ. ვაჩვენოთ ბავშვებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არ დავუშვებთ ძალადობას”, – წერს ცირა ხაბურზანია სოციალურ ქსელში. ცირა ხაბურზანია აპირებს, ოფიციალური წერილით…

მეტი...

პაციენტთა რაოდენობა გაორმაგდა

იაშვილის სახელობის კლინიკაში, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით, პაციენტთა მიმართავიანობა გაორმაგდა. როგორც კლინიკის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მატებას კიდევ ელოდებიან, თუმცა პიკური მატების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. „იაშვილის კლინიკაში, ასევე, რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში, თუ გასულ კვირებში დღეში 5-6 შემოსვლა იყო, ახლა ეს ციფრები გაორმაგებულია და დაახლოებით 10-12 შემთხვევა ფიქსირდება. მატებას კიდევ  ველოდებით, თუმცა პიკური მატებას პროგნოზირება რთულია, რა იქნება წელს, რთული სათქმელია”, – განაცხადა ჩხაიძემ „მდიაცენტრ მთავარში“. მისივე ინფორმაციით, თქმით, გრიპის ვირუსის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, ასევე ზოგ შემთხვევაში ყელისა და მუცლის ტკივილი. „შარშან საკმაოდ…

მეტი...

პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ 11 პირი, მათ შორის არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი – არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების…

მეტი...

სოფელ დიღომში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

დღეიდან სოფელ დიღომში N7 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსები  იმოძრავებენ. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს სოფელი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმართულებით გადაიყვანს.  ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესს, დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდნენ.  „მინდა, მივულოცო ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას ძველი ავტობუსების ახალი, ევროპული სტანდარტის ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესის დაწყება. მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლების პროცესი 2020 წელსაც გაგრძელდება“ – განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.  ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ეკოლოგიურად სუფთა, დიზელის ძრავზე…

მეტი...

მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ

“უახლოეს დღეებში 120-მდე მცირე და საშუალო მეწარმე ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებს”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა. ნათია თურნავას განცხადებით, წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა, მათ შორის ერთი ფანჯრის პრინციპი დანერგვით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა აქამდე საკმაოდ გართულებული პროცედურა იყო. „როცა მეწარმეებს საკუთარი წარმოებისთვის წყლის მოხმარება სჭირდებოდათ, თუნდაც ჭაბურღილი ჰქონოდათ საკუთარ მიწაზე, ამ წყლის მოხმარება საჭიროებდა ბევრ ბიუროკრატიულ პროცედურას. ახლა ეს მარტივდება და ისინი…

მეტი...

“როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ ” – მამუკა მდინარაძე

„მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე მოხდება. „როგორც დეპუტატი, აბსოლუტურ წინააღმდეგობას ვაფიქსირებ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ მსგავს ინიციატივებს წმინდა ფორმალური თვალსაზრისით არ ექნება თანხმობა, შემდეგი განვითარება როგორ იქნება, ჩემი აზრით, ამაზე…

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ

სამოქალაქო მოძრაობის „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. აქციის მონაწილეებს ზოლიანი ჯოხები აქვთ მოტანილი, რაც მათი განმარტებით „გაისთან“ ასოცირდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, სამართალდამცავებმა დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები. „მოვედით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ჩვენი გულისტკივილი, საფუძვლიანი საყვედური, თხოვნა და მოთხოვნა გვინდა გავაჟღეროთ. ბოლო დღეების გამავლობაში, ალბათ, პირველად მთელი ამ დროის განმვლობაში, საპატრულო პოლიცია გადგა გვედზე და აღარ ემსახურება თავის პირველად ფუნქციას, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია და თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში ზედმიწევნით, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიციამ არც ერთხელ…

მეტი...

“აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში” – ელიზაბედ რუდი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბედ რუდი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ საჭიროა მხარეებს შორის დიალოგი.  ელიზაბედ რუდი 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, რითაც ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადასულიყო, სამწუხარო ფაქტს უწოდებს.  “აშშ შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით საქართველოში. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ დაიწყოს დიალოგის პროცესი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. რა თქმა უნდა,  ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად  და კონსტიტუციის ფარგლებში. ასევე, იმედი გვაქვს, რომ პოლიცია თანაბრად უპასუხებს ამ ყველა ნიშანს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 14 ნოემებრს ვერ მოხდა საკონსტიტუციო…

მეტი...

„ქართული ოცნების” ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა იქნება, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება. მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.

მეტი...

“ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს” – დაჩი ბერაია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას განცხადებით, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. „ჩვენს მიერ მომზადებული ცვლილებები, ორპალატიანი საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. საზოგადოებაში საკითხზე დისკუსია გავხსენით, მათი პოზიცია უნდა მოვისმინოთ. რეგიონებში შეხვედრები მქონდა და მათი მხრიდან არც ერთი კითხვა არ დასმულა, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი რატომ არ დავუჭირეთ. რაც შეეხება კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს ორპალატიანი პარლამენტის თაობაზე, ჩვენს მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, ამის შემდეგ მოხდება საარჩევნო სისტემის კიდევ ერთხელ გადახედვა“,…

მეტი...

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გაიხსნა

ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი. წარმომადგენლობა მოგილოვის ოლქის ქ. ალექსანდრიაში მდებარეობს. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვალერი კვარაცხელიამ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუს შორის არსებულ ისტორიულ, მეგობრულ დამოკიდებულებასა და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამაგალითოა, „ამასთან, საპატიო კონსულის ოფისის გახსნა ქ. ალექსანდრიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გაამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებს.“ – აღნიშნა საქართველოს ელჩმა. საქართველოს საპატიო კონსულის სერგეი ტეტერინის ოფისის გახსნის საზეიმო ღონსიძიებას ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში, ბელარუსის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის…

მეტი...

“პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის მაჟორიტარი წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილებისა და შიდა სახელმწიფოებრივი გამოწვევების ფონზე  გამოიკვეთა, რომ  პროპორციული საარჩევნოს სისტემა საქართველოსთვის რისკის შემცველია. დეპუტატის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა, ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს შექმნის. „ევროპის და მსოფლიოს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, განვითარებულმა პროცესებმა გვიჩვენა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არამდგრადი პოლიტიკური პროცესების განვითარებას უწყობს ხელს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში  ვერ ხერხდება მთავრობის ფორმირება. ბევრ   შემთხვევაში საჭირო ხდება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომლის შემთხვევაშიც არ არის გარანტია გონივრულ ვადებში სტაბილური მთავრობის ფორმირებისა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” შეცდომა დაუშვა, როდესაც…

მეტი...

ბერ-მონაზონთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას, აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რომან მალანიას გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ის პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა. რაც შეეხება ამავე საქმეზე დაკავებულ ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონს, მას ბრალს დღეს, სავარაუდოდ, ფოთში წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერი გუშინ დააკავეს. 30 წლის სასულიერო პირი პოლიციას თავად ჩაბარდა. ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც 2 დღის წინ ის და მისი თანმხლები რომან მალანია გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა პასუხისმგებლობა მეორე პირმა აიღო და ბერი…

მეტი...

“დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია, ეს არ არის ის მომავალი, რაც უნდა ჩვენს მოსახლეობას” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მოსახლეობა განცხადებებს რევოლუციისა თუ პროცესების რადიკალიზაციის თაობაზე, ნეგატიურად აღიქვამს. როგოც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხშირად მოგზაურობს კოლეგებთან ერთად რეგიონებში და ხვდება ადგილობრივებს, რომლებიც სულ სხვა საკითხებით არიან დაინტერესებულნი და არა დესტაბილიზაციით. „ძალიან ნეგატიურად აღიქვამს ამას მოსახლეობა, დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია, ეს არ არის ის მომავალი, რაც უნდა ჩვენს მოსახლეობას. მოსახლოებას ადარდებს დასაქმება, ფასები, როდის აშენდება ახალი ობიექტები, ეს საკითხები არის ყურადღების ცენტრში და ყველაფერი, რაც ხელს უშლის შენებას, მათ შორის დამხობა რადიკალიზაცია და დესტრუქციული მოწოდებები, ეს არის ის, რასაც ცუდად…

მეტი...

“უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩარევას ცდილობენ” – პრემიერის პრესსპიკერი

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩარევას ცდილობენ და საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, ქვეყანაში სიტყვისს გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. “ჩვენს ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუ რომელიმე ეს უფლება ცდება საკანონმდებლო ჩარჩოს სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ ახალგაზრდების ჩარევას და ამ ემოციურ ფონზე საკუთარი ინტერესებისთვის მათ გამოყენებას, ეს არის ძალიან ცუდი,” – განახადა…

მეტი...

ბათუმის მერიასთან აქციის მონაწილეები მივიდნენ, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ბათუმის მერიასთან, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძის ბიუროსთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვებული საქართველოს“, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივისა“ და „ახალგაზრდა ლიდერების“ წევრებმა მერიის შენობაზე სტიკერების გაკვრა მოინდომეს, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება. აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქვთ საშვები, თუმცა შენობაში შესვლა მაინც ვერ მოახერხეს. აქტივისტების განმარტებით, ვახტანგაძე ერთ-ერთია, ვინც პროპორციული არჩევნების საკითხის ჩაგდებას პარლამენტში ხელი შეუწყო და ხალხი მოატყუა. ამ ეტაპზე საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან დასრულებულია.

მეტი...

საქართველოში A და B ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს

საქართველოში, ლაბორატორიულად ორი ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელება დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. „ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით სახეზე გვაქვს  ორი ტიპის ა ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპი – A და B ტიპის გრიპის ვირუსი. მაღალია „პარაგრიპის“, „რინო ვირუსის“ შემთხვევები. შარშან,   დეკემბერში მივიღეთ პიკი, დეკემბრის ბოლო კვირა იყო მაქსიმალური რაოდენობა და წელსაც ველოდებით ამ შემთხვევების მატებას. საქართველოსთვის ტიპიურია  დეკემბერი, იანვარი, თებერვალი და მარტი. ეს ოთხი თვე გვაქვს მაქსიმალური აქტიურობის“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. ივანე ჩხაიძე ადასტურებს, რომ…

მეტი...

ახალი ავტობუსები ექვს მარშრუტზე გავიდნენ

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს, დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ. კერძოდ: N7-ზე – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“, N12-ზე – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“, N19-ზე – ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა, N57-ზე – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა, N80-ზე – ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა და N122-ზე – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი. ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი – სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები კი გადანაწილდება დიდი დიღმის ორ მარშრუტზე: N15-სა და N54-ზე, რომლებიც სადგურის მოედნამდე და…

მეტი...

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

სლოვაკეთში, ქალაქ ბრატისლავაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ეს პირველი ერთობლივი პოლიტიკური განცხადებაა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, რომელსაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს. აღნიშნული განცხადება მინისტრებმა ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს – ჟოზეფ ბორელს გადასცეს. განცხადება ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავსა და მის მომავალს ეძღვნება და ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციურ დღის წესრიგს ასახავს. მასში ხაზგასმულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წევრ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების საშუალებაა, რომელიც პარტნიორებს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს თითოეული მათგანის მისწრაფებების…

მეტი...

ბერ-მონაზონი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ათონის მთაზე მოღვაწე სასულიერო პირს სამართალდამცველებმა დაახლოებით 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს. მამა სამა სვიმონ ქავთარაძე პოლიციამ გუშინ აიყვანა. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში სასულიერო პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 14, 5 გრამი მეთადონი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა – შენახვას გულისხმობს. ამ წუთებში, ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი მომდინარეობს, სადაც ბერ-მონაზონისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაკავებული  სასულიერო პირი დანაშაულს აღიარებს. დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, ბერთან ერთად დაკავებულია მისი ახლობელი და ორივე შემთხვევაში აღიარებითი ჩვენებ არსებობს. ჯიტა გულუა, დაკავებულის…

მეტი...

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ღვინის ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით,  2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  86 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 20%-ით მეტია. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო  86,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. “მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი…

მეტი...

ბოლო ერთ თვეში, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 520 ფაქტი გამოვლინდა

2019 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 520 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 207 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 72 ფაქტი, აჭარაში – 68, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში – 46-46, შიდა ქართლში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 19, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 11, გურიაში კი – 4 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში,…

მეტი...

ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების  რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტით გათვალისწინებულია დამბის კვეთის აღდგენა და ფერდების    რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება. სამუშაოებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.  “ჩატარებული სამუშაოები  ტბის მდგრადობას და მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.  საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით ოქტომბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა”, – აცხადებენ უწყებაში  პროექტის სავარაუდო  ღირებულებაა 284 000   ლარი.

მეტი...

“სუხიშვილები” ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. „სუხიშვილები“ მიმართვას ავრცელებენ, სადაც თხოვენ კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში. „ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს ის სიტუაციაა, რომელიც საერთაშორისო ყურადღებასა და ჩართულობას ითხოვს, რათა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს ეროვნულ ბალეტს სურს, გამოხატოს პროტესტი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს მსოფლიოს გარშემო, დაგვეხმარონ ამ პროტესტის გავრცელებაში“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც „სუხიშვილები“ ავრცელებენ. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო…

მეტი...