ხვალ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება

“ქართული ოცნების” მიერ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებისა და ოპოზიციის ორკვირიანი ხმაურიანი პროტესტის შემდეგ, ხვალ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას პირველად მიუსხდებიან. შეხვედრის ინიციატორი დიპლომატიური კორპუსია.  “ქართული ოცნების” გუნდიდან დაანონსებულ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და იურისტთა ნაწილი დაესწრებიან. უცნობია, ვინ მივა მოლაპარაკებაზე ოპოზიციიდან. ერთადერთი საკითხი, რაზეც ხელისუფლებასთან ოპონენტები საუბარს გეგმავენ, გერმანულ საარჩევნო სისტემაზე დაფუძნებული მოდელია. ოპოზიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა იყოს “შეხვედრა შეხვედრისთვის”. 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მემორანდუმს მოაწერა ხელი და საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მხარდაჭერა დოკუმენტურად დააფიქსირა. ოპოზიციის მიერ მომზადებული ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიასა და…

მეტი...

საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია

საქართველოში ბავშვების 41 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს. ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმისათვის არ არის დადგენილი. თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე). ამის შესახებ ნათქვამია მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შედეგებში. კვლევის თანახმად, ბავშვების 25 პროცენტის სისხლში ტყვიის შემცველობა არის 5-დან 10 მკგ/დლ-მდე, ხოლო 16 პროცენტის სისხლში აღემატება10 მკგ/დლ-ს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სისხლში ტყვიის შემცველობის გავრცელების მაჩვენებელი სასოფლო ტიპის დასახლებებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებებში. სისხლში მომატებული ტყვიის შემცველობის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია…

მეტი...

იანვრიდან მუზეუმებისა და თეატრების თანამშრომლებს ხელფასი საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ

იანვრიდან თეატრებისა და მუზეუმების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული დასაქმებულის ხელფასი საშუალოდ 100 ლარით მოიმატებს, რაზედაც შესაბამისი პროგრამებიდან 5 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. 2020 წლის ბიუჯეტის ამჟამინდელ პროექტში, წინა ვერსიასთან შედარებით, დაფინანსება გაზრდილია კულტურის განვითარების ხელშეწყობისა (88,649 მლნ ლარი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო სრულყოფის (25,4012 მლნ ლარი) პროგრამებზე.

მეტი...

ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს

ქუთაისში, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მივიდნენ. მათ ადგილზე კვერცხები და ცოცხები მიიტანეს, შენობას დაუშნეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა სიტუაციის განმუხტვა ვერ ხერხდება. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები პირველად გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ, რომელიც დაკეტილი დახვდათ, იქედან “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს, თუმცა დღეს დაბოქლომების აქციაში “ნაციონალურ მოძრაობას” მონაწილეობა არ მიუღია.

მეტი...

საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ მარსაგიშვილი თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა.  მიღებული გადაწყვეტილებები 2 დეკემბრიდან ამოქმედდება.

მეტი...

მონანიება და მსახურებიდან გასვლა 50 ლარად – „გირჩის“ შეთავაზება „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს

“გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს. მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, „ბიბლიური თავისუფლების“ წევრები „გირჩის“ ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მივიდნენ. წარმოსადგენი დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური. მონანიების საფასური: 50 ლარი. „გირჩმა“ „ბიბლიური თავისუფლება“ ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის, რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს.

მეტი...

“რუსეთი ჩვენი მტერი არ არის” – საფრანგეთის პრეზიდენტი

“რუსეთი ჩვენი მტერი არ არის”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ემანუელ მაკრონმა ალიანსის წევრებს ლონდონის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა. მაკრონის თქმით, ნატო-ს წევრებმა ყურადღება არა რუსეთისა და ჩინეთის, არამედ ტერორიზიმის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გაამახვილონ. 

მეტი...

“მამხნევებს ფაქტი, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის დაგეგმილია შეხვედრა” – ჯეიმს აპატურაი

“ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს”, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს. აპატურაის განცხადებით, არსებული ჩიხიდან გამოსვლის მიზნით არსებობს დიალოგი. „მამხნევებს ფაქტი, რომ ოპოზიციასა და მთავრობას შორის არის დაგეგმილი შეხვედრა. საქართველოს აქვს ძლიერი, დინამიური დემოკრატია და ეს კიდევ ერთხელ უნდა იყოს დემონსტრირებული კონსენსუსის გზის პოვნის საშუალებით“, – წერს აპატურაი.

მეტი...

“რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე” – იენს სტოლტენბერტი

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია მეზობლების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. მისი თქმით, ალიანსი ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეზე გარდაუვალი თავდასხმის საფრთხეს, თუმცა რუსეთი აგრძელებს შეიარაღების მოდერნიზაციას, რაზე საპასუხოდაც ნატო-მ თავდაცვის გაძლიერება უნდა განაგრძოს. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიმართ ნატო-ს მიდგომის შესახებ ალიანსის ლიდერები, ლონდონში 3-4 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრზე ისაუბრებენ. „დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ნატო-ს მოკავშირეების მიმართ გარდაუვალი თავდასხმის საფრთხეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ სტრატეგიულ გამოწვევას. ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს აბანდებს ახალ სამხედრო ტექნოლოგიებში, მათ შორის…

მეტი...

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან

მოძრაობა „ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ ალიანსს ქმნიან. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, მიიღეს გადაწყვეტილება, მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში დაიწყოს კონსულტაციები ქვეყანაში შექმნილი ჩიხური ვითარების დასაძლევად. „ჩვენ გამოვხატავთ მოსახლეობის დიდ ნაწილის ინტერესს, რომელიც უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი არსებული აწყმოს მიმართ და წარსულის დაბრუნებაც აშინებს. ეს იქნება თანასწორუფლებიანი პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხებს ორპოლუსიან სისტემას, ისარგებლებს საზოგადოების ნდობით და ააშენებს ძლიერ, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანას. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, რომელიც ძლიერ სახელმწიფო უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მეტი...

“თუ კარასინი გულისხმობს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე, უარს საჯაროდ ვაცხადებთ” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის, საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნას ეხმაურება. “ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონო კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ. დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს…

მეტი...

“საქართველოში რუსული კულტურის ცენტრს გრიგოლ ვაშაძე თუ უხელმძღვანელებს, შეიძლება, წარმატებული იყოს” – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ვოლსკის თქმით, არასწორი ინფორმაციაა, რომ კულტურის ცენტრზე იყო ლაპარაკი. „კულტურის ცენტრს სათავეში გრიგოლ ვაშაძე თუ ჩაუდგება, შეიძლება, წარმატებული იყოს. როგორც თვითონ აღნიშნა, რუსული კულტურის ნაწილია. რაც შეეხება ენის შემსწავლელ რაღაც კურსებს, რომელიც სავიზო განყოფილებაში კომერციულ საწყისებზე უნდა ჩამოაყალიბონ, ვნახოთ, რას იზამენ. არ მგონია, რომ საქართველოში რუსულ კულტურას არ იცნობენ, ან ზოგადად კულტურის გაცნობიერება აკლიათ. უკეთესია, მის კულტურას თავად რუსეთი მიჰყვებოდეს, ისეთ კულტურას როგორიც არის დოსტოევსკი, პუშკინი. ამ თემაზე საუბარი…

მეტი...

“მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ დასაქმება და სოციალური სარგებელი” – ნათია თურნავა

“ყველანაირად ვცდილობთ და ვახერხებთ, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბერში დაფიქსირდა ეკონომიკის მაღალი ზრდა – 5.7 პროცენტი. „ყველანაირად ვცდილობთ და ვახერხებთ, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია არა თავად ზრდის ციფრები, არამედ ის დასაქმება და სოციალური სარგებელი, რაც შეიძლება, ამის მიღმა იდგეს და ეკონომიკური ზრდა მოითარგმნება ახალ სამუშაო ადგილებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო…

მეტი...

“ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება დროულად უნდა მოხდეს” – დავით ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის შესახებ განმარტებას სტრასბურგში აკეთებს. დავით ზალკალიანის თქმით, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ოჯახს მალე დაუბრუნდება.   “გარკვეული ინფორმაცია არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მოხდეს ბატონი ვაჟას დროული გათავისუფლება. ამიტომ, მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ, როგორ, რა პირობებში მოხდა და ვინ არის ძალა, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიებზე და რა პირობებში მოხდა უდანაშაულო ადამიანის დაკავება. ამიტომ, ჩვენ როგორც აქამდე გვქონდა ყველა ფორმატი გამოყენებული, ისე მომავალშიც გამოვიყენებთ“ – აცხადებს დავით…

მეტი...

“ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვანი დისკუსია იქნება” – კარლ ჰარცელი

“ყველა მხარე თანხმდება, რომ გერმანული მოდელი დისკუსიის საგანი იქნება”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელზეც ხელისუფლება და ოპოზიცია დიპკორპუსის თანდასწრებით შეხვდებიან ერთმანეთს. ჰარცელი აცხადებს, რომ ეს იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი დისკუსია. „ფაქტია, საჭიროა დიალოგი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა მხარე თანხმდება, რომ გერმანული მოდელის საკითხი, ასევე სხვა საკითხები იქნება ამ დისკუსიის განხილვის საგანი. ჩემი აზრით, შედეგის მისაღწევად სასარგებლო იქნება, თუ შესაძლებლობათა და შეზღუდვების უფრო ფართო განხილვა იქნება მიღწეული და არა წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი. ეს იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი დისკუსია, მათ შორის ვენეციის კომისიის მონაწილეობით, რომელიც…

მეტი...

“სრული სისულელეა „გერმანული მოდელის“ შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან” – მამუკა მდინარაძე

“ოპოზიცია აყენებს ისეთ მოთხოვნას, რაც იციან, რომ ჩიხში შეიყვანს მისი დაკმაყოფილების პერსპექტივას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „გერმანულ მოდელზე“ საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, „გერმანული მოდელის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოუდგენელია. „ პირდაპირ გეტყვით, სრული სისულელეა „გერმანული მოდელის“ შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან. ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ 77 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით. ზოგიერთი იურისტი ტერმინებში ვერ ერკვევა. ისინი პროპორციულის და შერეულის განსხვავებას ვერ გაარკვევენ. ჩვენთან არის 77 და გერმანიაში არის ყველა პროპორციული სისტემით, მათ შორის პერსონიფიცირებული. ამიტომ ეს საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. თუ მოდიფიცირებაზე საუბრობენ აქაც შეუძლებელია ამაზე საუბარი. იმიტომ, რომ ობიექტურად მოფიქრალი იურისტი ამას…

მეტი...

„მედიაზე თავდასხმა კატეგორიულად მიუღებელია“ – დიმიტრი ხუნდაძე „მედიაცენტრ მთავარს სოლიდარობას უცხადებს

„მედია პოლიტიკური კომუნიკაციის ნაწილია. მედია, დღეს არა მხოლოდ დღის წესრიგს, არამედ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი ღია მედიის არსებობა. სწორედ ისაა ქვეყანაში მიმდინარე რეალური პროცესების ინდიკატორი“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე და „მედიაცენტრ მთავარს“ სოლიდარობას უცხადებს. „მედია პოლიტიკური კომუნიკაციის ნაწილია. მედია, დღეს არა მხოლოდ დღის წესრიგს, არამედ, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენს და შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თავისუფალი ღია მედიის არსებობა. სწორედ ისაა ქვეყანაში მიმდინარე რეალური პროცესების ინდიკატორი. შესაბამისად „მედიაცენტრ მთავარზე“ თავდასხმა და მისი საქმიანობის შეზღუდვა ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის და პოლიტიკოსისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვემიჯნები ყოველგვარი სახის…

მეტი...

“ალუვიონის” სოლიდარობა “მედიაცენტრ მთავარს”!

საინფორმაციო სააგნტო “ალუვიონი” სოლიდარობას უცხადებს მედიაცენტრ მთავარს და გმობს ყველანაირ ძალადობას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ასევე შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის უმოქმედობაზე ამ საკითზის მიმართ. “ალუვიონი” მოუწოდებს” ომბუცმენს დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და დაგმოს მედიაზე ზეწოლა; ასევე მოუწოდოს ყველა პირს თავი შეიკაონ მედიაცენტრებზე და ზოგადად მედიაზე თავდასხმასა და საქმიანობის ხელის შეშლისგან! მედიაცენტრ მთავარ სოფიო ხორგუანმა თავისი ოფისი შესთავაზა:“ძალას მოვიკრებ და “მედიაცენტრი მთავარი” ახალ ოფისში გააგრძელებს მუშაობას. უღრმესი მადლობა ყველას სოლიდარობისთვის. უამრავ სოლიდარობისა და მხარდაჭერის შეტყობინებას ვიღებ, მადლობის მეტი რა მეთქმის. ამ ეტაპზე, სტრესში და მორალურად განადგურებული ვარ, ვერ გამოვხატავ ემოციებს. კეთილის მსურველებს ასევე…

მეტი...

რუსული ენისა და კულტურის ცენტრი თბილისში, „მედიაცენტრ მთავარმა“ გადაიღო

საქართველოში, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის მიერ დაანონსებული რუსული ენისა და კულტურის ცენტრი „მედიაცენტრ მთავარმა“ სექტემბრის თვეში გადაიღო და გრიშა ონიანიც ჩაწერა, რომელიც აღნიშნულ ცენტრს ხსნის. ადგილი თბილისში,  სადაც რუსეთის იმპერია ცოცხლდება. სასტურო-მუზეუმი ოფიციალურად ერთ თვეში გაიხსნება. აქ ყველაფერი საბჭოთაა – დროშებით დაწყებული, გერბითა და თვით დიდი ბელადის ძეგლით დამთავრებული. ე.წ. სასტუმრო-მუზეუმი ექსკლუზიურად „მედიაცენტრ მთვარმა“ გადაიღო და მის მფლობელსაც გაესაუბრა.   როგორც გრიშა ონიანი აცხადებს, ეს მისი კერძო საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, დაარბიოს ან რამე აუკრძალოს. გრიშა ონიანი: აქ გამოფენილია საექსკურსიო ადგილების ფოტოები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, სადაც ტურისტი უნდა წავიდეს. ამას ჰქვია მე-20…

მეტი...

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ექვსი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკასთან, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა, მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პარლამენტში დღეს დაგეგმილი შეხვედრები და სხდომები დაიწყო, მათ კი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება ვერ მოახდინეს.

მეტი...

“გარეთ უსტვენს ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ადამიანებს ციხეში” – თეა წულუკიანი

” მადლობა მათ ამ ფონისთვის, რადგან ამით ჩვენ შევძელით, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რეალურად, რა იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აქციის მონაწილეები მის გარეთ გასვლას ელოდებოდნენ. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე დამსწრე უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაინახეს წინა ხელისუფლების სახე. „არამც თუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მეც და ალბათ ის ადამიანებიც, ევროკავშირიდან, „იუნისფეიდან“, ვინც დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ დაინახეს მათი ნამდვილი სახე. ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, რადგან დღეს ჩვენ ვზეიმობთ…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა“ ინფექციური ბაცილაა, ვინც მასთან დგება, ინფექცია გადადებული აქვს” – ნუკრი ქანთარია

“ოპოზიციას უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ ის ჩავიდინოთ, რაც დეპუტატს არ შეეფერება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ნუკრი ქანთარიას თქმით, ოპოზიციის პროტესტი მარგინალიზაციისკენაა მიმართული. „ქუჩის ოპოზიციაც ნანახი მაქვს, მონაწილეც ვარ, გამწვავება როგორ უნდა მოხდეს, ესეც კარგად ვიცი. თუ ოპოზიციის პროტესტს დრამატიზმის ნიშნები ჰქონდა, ახლა სრული კომიზმია. აბსოლუტურად კომიკურ სიტუაციაში არიან, კომიკურ პერსონებად იქცნენ. თავად კარგად იციან, რომ სრული მარგინალიზაციისკენ მიექანებიან. არის ერთადერთი გზა, რომ ამ ყველაფერს თავი დაანებონ და საარჩევნო რეჟიმში გადავიდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ინფექციური ბაცილაა, ვინც მასთან დგება, ინფექცია გადადებული აქვს. ყველა ერთად წავა პოლიტიკურ წარსულში და მათ…

მეტი...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება

რუსი დიპლომატი, გრიგორი კარასინის განცხადებით, თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. დიპლომატის თქმით, ცენტრის გახსნა თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება. დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიება, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები დაესწრებიან, ინციდენტების გარეშე ჩაივლის. ეს სწორედ ის ცენტრია, რომლის შესახებ „მედიაცენტრი მთავარი“ ჯერ კიდევ ერთი თვის წერდა და ექსკლუზიურად გადაიღო კიდეც.

მეტი...

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დიპლმატიური კორპუსი დაესწრება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით,  ხვალ უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით,  ერთმანეთს შეხვდებიან. კობახიძის განცხადებით, შეხვედრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაიმართება. „ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში. კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელი იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“,…

მეტი...

“უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკონონ” – მამუკა მდინარაძე

“ხალხი, რომელიც დაიპარება ქუჩებში, სხვას აბრალებენ ამას” – ამ სიტყვებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენელებს მიმართა, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ. მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომების ჩანიშვნა ხდება საქმიანი მიზნით და არავის ემალებიან. “2012 წლის შემდეგ ესენი დაიპარებიან, ქუჩაში ვერ გამოდიან ნორმალურად და ცოტა დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ. უმრავლესობის სხდომა ვერ ჩაგვინიშნია მაგათი შიშით, რომ რამე არ იტლიკონონ მერე. დააკვირდნენ რას ლაპარაკობენ. ეს ჩვეული სტილია, გავიგე, გასასაგებია. უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნა და საქმეზე საუბარი არ ნიშნავს სადღაც შეპარვას,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

“ლიდერები არ უნდა იქცეოდნენ ისე, რომ თავში ურტყამდნენ პოლიციელებს, ჩაფხუტს ამხობდნენ და მერე წესრიგს ითხოვდნენ” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის პროტესტს ფარსს და მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს სხვა პერსპექტივა არ გააჩნიათ. “თუ მათ სურთ, რომ ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა, ლიდერები არ უნდა იქცეოდნენ ისე, რომ თავში ურტყამდნენ პოლიციელებს , ჩაფხუტს ამხობდნენ და თან გამოდიოდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს ითხოვდნენ. ეს არის ფარსი, მიუღებელი, ეს არის მათი პოზა, იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა მათ არ გააჩნიათ,” – განაცხადა ხუნდაძემ. ხუნდაძის თქმით, სამართლებრივ ქვეყანაში არავის უნდა უკვირდეს თუ კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება. “სამართლებრივ ქვეყანაში არ უნდა უკვირდეთ, ყველას ვალდებულებაა, რომ დაიცვან სამართლებრივი წესრიგი, დაიცვან კანონი. ვინც უნდა აღასრულოს, კანონის…

მეტი...

“ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ხელისუფლებას გვაქვს თმენის ვალდებულება” – ლადო კახაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლადო კახაძეს განცხადებით, პროცესებმა, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს პოლიტიკურ ველზე უნდა გადმოინაცვლოს. კახაძის შეფასებით, ხელისუფლებას თმენის ვალდებულება აქვს. “ძალიან ბევრი ადამიანი გარედან გვეუბნება, რომ როგორ ითმენთ ამდენს. პირველი მესიჯი იყო ასეთი – ვინარჩუნებთ სიმშვიდეს. ხელისუფლებას გვაქვს თმენის ვალდებულება და პროვოკაციებზე არ უნდა წამოვეგოთ. პროცესები უნდა გადავიტანოთ პოლიტიკურ ველზე,” – განაცხადა ლადო კახაძემ.

მეტი...

გიგი უგულავა აქციაზე ტაქსით დაბრუნდა

სამართალდამცავებმა გიგი უგულავა გაათავისუფლეს. უგულავა რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე, ტაქსით დაბრუნდა. „რაღაც ამდაგვარს ველოდი. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს, იყო ის, რომ რადგან ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდებით, შეიძლება თქვენ სიტყვას ესკალაცია მოჰყოლოდაო და ჩემ სიტყვას თუ შეიძლება ესკალაცია მოჰყვეს, მივიღებ კომპლიმენტად“, – განაცხადა აქციაზე დაბრუნებულმა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, რა დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის გიგი უგულავა და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.

მეტი...

“ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, ამიტომ მიდიან რადიკალიზმზე” – ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეებს გამოხატვის თავისულებას არავინ უზღუდავს, თუმცა კანონის დარღვევის შემთხვევაში პოლიცია დაიცავს წესრიგს. დეპუტატის განცხადებით, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, პროტესტი დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელია. “ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების საშუალება და აბსოლიტურად ნორმალური პროცესი მიდის, როცა ოპოზიცია აპროტესტებს რაღაცას, თუმცა, ვალდებულება აქვს პოლიციას დაიცვას წესრიგი. ამიტომ, აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ოპოზიცია პოლიტიკურად გაკოტრებულია, ამიტომ მიდიან რადიკალიზმზე. რაც შეეხება მათ პროტესტს, მოვუწოდებ კანონის ფარგლებში იმოქმედონ და არაფერი პრობლემა ექნებათ გამოახტვის თავისუფლებასთან. პარლამენტი აგრძელებს მუშობას და არანაირი სესია არ ჩაშლილა. დემოკრატიულ ქვეყანაში ასე…

მეტი...

სამართალდამცავებმა გიგი უგულავა და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სამართალდამცველებმა “ევროპული საქართელოს” ლიდერი გიგი უგულავა და რამდენიმე აქტვისტი დააკავა. ვითარება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაძაბულია. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება. ოპოზიციის ლიდერები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას და თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

მეტი...

“200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ, ეს მათთვის საშიშია“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

“გვიწევს რეალურად დეპუტატების შეკავება, რომ რაღაცნაირად არ გამოხატონ ემოციები, რომლებიც აქვთ ამ გარე აქციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტიკური ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, რადგან აქციაზე 200 კაცზე მეტს ვერ კრებენ. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია კრიზისსა და მილევად რეჟიმშია. „ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომელიც დგას პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზეა საუბარი. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში. 200 კაცზე მეტს ვერ კრებენ. ოპოზიცია ეძებს გამოსავალს იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც არიან ჩავარდნილი. ისინი არიან მძიმე კრიზისში, მილევად რეჟიმში. არა მარტო აქციის…

მეტი...

აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება. ოპოზიციის ლიდერები ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას და თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

მეტი...

“დღეს პარლამენტის შესასვლელების დაკავების აზრს ვერ ვხედავ” – გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება არ მოხდება. როგორც გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროტესტი გრძელდება და მომავალ კვირაში ბევრი სიახლე იქნება. „ყოველი დღე არის ჩვენი გამარჯვება. დღეს პარლამენტარებს მოუწიათ დილის შვიდ საათზე მოსვლა, რომ შეპარულიყვნენ საპარლამენტო შენობაში იმ შიშით, რომ მიიღებდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან. ჩვენი გეგმით ვმოქმედებთ. მშვიდობიან, არაძალადობრივ კამპანიას ვაგრძელებთ. მომავალ კვირაში ჩვენ ბევრი ტაქტიკური სიახლე გვექნება და ვიბრძოლებთ, ვიდრე არ იქნება ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემა. დღეს პარლამენტის შესასვლელების დაკავების აზრს ვერ ვხედავ. მისია მიღწეულია, რომ დილის 7…

მეტი...

“ჩვენ, როგორც მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულები ვართ, ვიცოდეთ დეტალები, რას მიაღწიეს თბილისმა და ნატო-მ” – გრიგორი კარასინი

“რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში, ასევე რეგიონში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობებს, რაც ასევე გავლენას ახდენს მოსკოვისა და თბილისის ორმხრივ ურთიერთობებზე”, – ეს განცხადება რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას გააკეთა. დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი დაინტერესებულია, ნატოსა და თბილისის ურთიერთობით. „ჩვენ ახლა ვხედავთ ქართულ პოლიტიკაში გარკვეულ ქმედებებს, რომლებიც არა პირდაპირ, თუმცა საერთო ჯამში გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. კონკრეტულად, ჩვენ ვაკვირდებით რეგიონში ნატო-სა და აშშ-ის აქტივობას. სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ ნატო-სთან შეთანხმება განაახლა. ჩვენ, როგორც საქართვლოს მეზობელი ქვეყანა, დაინტერესებულები ვართ, რომ ვიცოდეთ დეტალები, რას მიაღწიეს თბილისმა და ნატო-მ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მეტი...

“პარლამენტის შესასვლელის ბლოკირების უფლებას ვერ მივცემთ” – ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე პარლამენტთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ პროტესტი მშვიდობიან ფარგლებში გამოხატონ და შესასვლელების ბლოკირება არ მოახდინონ. ვაჟა სირაძის განცხადებით ჯერჯერობით რკინის ჯებირების აღმართვა არ იგეგმება. “ადგილზე მობილიზებულია შსს-ს პოლიციური ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. რკინის ჯებირები არ შეინიშნება ადგილზე და ჯერჯერობით არ ვაპირებთ, რომ აღვმართოთ. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში, რაც შეეხება შესასვლელის ბლოკირებას ან ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, ამის უფლებას ვერ მივცემთ და შესაბამისად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან კანონი,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მეტი...

საკანონმდებლო ორგანოსთან პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტთან, რომლის პიკეტირებასაც საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ, უკვე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პოლიციას ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან რკინის კონსტრუქციები არ მიუტანია, რითიც გუშინ პარლამენტის ტერიტორია იყო შემოსაზღვრული და საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან სპეციალური დერეფნები ჰქონდათ შექმნილი. შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაანონსებული აქვთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან 10 საათისთვის შეიკრიბებიან. დემონსტრანტები პროტესტისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ.

მეტი...