Apple-მა რუკებზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მონიშნა

კომპანიამ Apple რუსეთის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საკუთარ აპლიკაციებში რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მონიშნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა დაგმო. რუსეთში მყოფი მომხმარებლები Apple-ის რუკებსა და ამინდის აპლიკაციაში ყირიმს რუსეთის ტერიტორიაზე ხედავენ, აპლიკაციების სხვა ქვეყნებიდან გახსნის შემთხვევაში კი ყირიმი არცერთი ქვეყნის ტერიტორიად არის მონიშნული. რუსეთისა და Apple-ის მოლაპარაკებები რუკასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად კომპანია აცხადებდა, რომ შეეძლო, ყირიმი გაურკვეველ ტერიტორიად მოენიშნათ – ის არც უკრაინის ნაწილი იქნებოდა და არც რუსეთის. თუმცა როგორც დუმაში აცხადებენ, Appl-მა მათი მოთხოვნა, საბოლოოდ, დააკმაყოფილა.

მეტი...

“წყლის ჭავლის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც საჭირო” – Amnesty International

“ქართველმა სამრთალდამცველებმა თავი უნდა შეიკავონ გადამეტებული ძალის გამოყენებისგან პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაცია წერს, რომ  ძალა მხოლოდ იმ შეთხვევაში უნდა გამოიყენონ,  თუ არაძალადობრივი ზომები ეფექტიანი არ იქნება, სამართალდაცველები კი უნდა შეეცადონ, აქციის მონაწილეთა დაშავება და სხეულის დაზიანება მინიმუმამდე დაიყვანონ. Amnesty International აღნიშნავს, რომ ძალა მხოლოდ იმ პირების წინააღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში არიან ჩართული.  განცხადების მიხედვით, 18 და 26 ნოემბერს სპეცრაზმმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებსაც პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ ბლოკირებული,  წყლის ჭავლი ცივ ამინდში გამოიყენა – 26 ნოემბერს ოთხი მონაწილე დაშავდა, ერთმა კი…

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში განიხილავს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ევროსაბჭოში დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს.  “დღეს რა მოცემულობაშიც ვართ, ამას ვერც ჯანსაღს დავარქმევთ და ვერ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობაა, მაგრამ პირველ რიგში მმართველი გუნდის და ხელისუფლების, რომ საზოგადოებას ისეთი საარჩევნო სისტემა შესთავაზოს, რომელთან დაკავშირებითაც ამხელა ვნებათაღელვა და კითხვები არ იქნება. მე ვარ წარმოდგენილი ჯერ კიდევ როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიდრე საქართველოს პარლამენტი არ შეარჩევს ახალ დელეგაციას და ხელმძღვანელს. ვაპირებ, სხვა საკითხებთან ერთად  ვისაუბრო ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე, რომელიც ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება და რომლის გათავისუფლებაც, რაც შეიძლება სწრაფად არის აუცილებელი და…

მეტი...

“მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას მერია არ აპირებს” – ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი აუცილებლად დაიწყება, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. როგორც მან აღნიშნა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადება მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მერიისთვის მიუღებელია. „დღეს ქალაქს დაახლოებით, 1 500-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის მიხედვით, აღნიშნული რაოდენობა მცირდება, რადგან ბაზარი ავტობუსსა და მიკროავტობუსს სხვადასხვანაირად გადაანაწილებს. თბილისის მერმა დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და პირადად მე, მკაფიო დავალება – ორკვირიანი ვადა მომცა. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ დავალებას, რა თქმა უნდა, შევასრულებ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს დღეს უკვე შეხვდა, სადაც მათი მხრიდან…

მეტი...

ოპოზიციური პარტიები ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ

ხვალ, დილის 08:30-დან ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს.  გადაწყვეტილება “ახალი საქართველოს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერების ნაწილი დაესწრო. მათ შორის “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “გირჩი” და “ლელო”. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მოძრაობების – “შეცვალე”, “სირცხვილია” და “გაბედე” წარმომადგენლები.  აქციის მონაწილეები, პიკეტირების მიზნით, არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ მიმდებარე ქუჩებზეც დილიდანვე დაიწყებენ შეკრებას და მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაიძვრებიან.

მეტი...

“კლინიკებს აქვთ არჩევანი, დატოვონ სახელმწიფო პროგრამა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი ტარიფები სრულად ემყარება არსებულ პრაქტიკას. თამარ გაბუნიას თქმით, ტარიფები საერთაშორისო მეთოდოლოგიით დადგინდა და ისინი უკვე ძალაშია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კლინიკა, რომელიც, ამოქმედებული რეგულაციების გამო ხედავს რისკს ფინანსური ან ხარისხის კუთხით და მიიჩნევს, რომ ეს რისკი გადაულახავია, მას აქვს არჩევანი, აღარ მიიღოს მონაწილეობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. „სახელმწიფო დიდი შემსყიდველია, მაგრამ არა ერთადერთი და ბევრი პაციენტია, რომელიც თავად აფინანსებს მკურნალობას, ასევე არის სადაზღვევო სექტორი,“ – განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, სახელმწიფო მეტად ითანამშრომლებს იმ კლინიკებთან, რომლებიც პაციენტებს მრავალმხრივ სერვისებს მიაწვდიან. თამარ გაბუნიას განცხადებით, მაღალხარისხიანი სერვისები უმჯობესია, იყოს დიდი…

მეტი...

“მედიაცენტრი მთავარის” საგანგებო განცხადება მედიაორგანიზაციაში შეჭრასთან დაკავშირებით

მივმართავ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, აიღონ პასუხისმგებლობა „მედიაცენტრ მთავარში“ მათი „ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლების შეჭრასთან დაკავშირებით და დაგმონ მომხდარი ფაქტი – ძალადობა დამოუკიდებელ მედიაზე; მივმართავ უფლებადამცველ არასამთავობო ორგანიზაციებს, გააკეთონ მომხდარი ფაქტის შეფასება და დაიცვან დამოუკიდებელი მედიის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და პროფესიული საქმიანობა, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია; მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, მოახდინონ ფაქტის შეფასება და დაიცვან დამოუკიდებელი მედია. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, დღეს (27.11.2019) უკვე მეორედ, საინფორმაციო საშუალება „მედიაცენტრ მთავარში“ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების „ახალგაზრდული ფრთის“ წარმომადგენლები შემოიჭრნენ. მათ „მედიაცენტრ მთავარს“ არ მისცეს მუშაობის საშუალება, ასევე, სტუმარს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, რომელიც „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ელიზაბეთ რუდს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ  ელიზაბეთ რუდს შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

მეტი...

კვიპროსში საქართველოს მოქალაქეს უვადო პატიმრობა მუსაჯეს

კვიპროსში, მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი ბარათაშვილს კვიპროსის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.  ადგილობრივი მედიის ცნობით, მსჯავრდებულმა 56 წლის ქალს 16 ჭრილობა დანით მიაყენა. შემთხვევა 2018 წლის 12 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბარათაშვილი დანაშაულის ჩადენის დღესვე დააკავეს. ბარათაშვილმა დანაშაული აღიარა.

მეტი...

მამუკა ბახტაძეს ტყუპები შეეძინა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ტყუპები შეეძინა. ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს.  გავრცელებული ცნობით, ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა, რომელთანაც მას 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გადადგა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის 20 ივნისიდან იკავებდა.

მეტი...

„თბილისის მიკროავტობუსი“ ავტოპარკს ტარიფის გაძვირების შემთხვევაში განაახლებს

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე მიკროავტობუსების ჩანაცვლების საკითხზე დედაქალაქის მერ კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს. „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, დოლარის კურსის ცვლილებამ, რომელმაც, მისივე განმარტებით, დაახლოებით 50 მილიონი ლარის ზარალი მიაყენათ, ავტოპარკის განახლებას ხელი შეუშალა. „თბილისის მიკროავტობუსის“გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ზარალზე მუშაობენ. „2011 წლიდან ვოპერირებთ და 2031 წლამდე გვაქვს ლიცენზია. 2011 წელს, როდესაც საკონკურსო პირობებით მოვიპოვეთ ლიცენზია, ჩვენ „თბილისის მიკროავტობუსის“ პარკი მთლიანად განვაახლეთ. დაახლოებით, 63 მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული და მაშინ გახსოვთ, დოლარის კურსი იყო დაახლოებით, 1.65. ჩვენი ბიზნეს გათვლა იყო ამ კურსზე და ჩადებული გვქონდა 10-20…

მეტი...

2020 წელს ხაშურს შემოვლითი გზა ექნება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წლისთვის ხაშურს 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება და სახიდე გადასასვლელების მშენებლობის დასკვნითი სამუშაოები სრულდება. სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მისი პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნენ.„ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა, ეს არის მონაკვეთი, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალ წელს უნდა შევიდეს და ხაშურს ექნება შემოვლითი გზა. ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის განუყოფელი ნაწილი და პრაქტიკულად,…

მეტი...

ერთი მოკლული, 4 დაჭრილი – პანკისის ხეობაში ორ გვარს შორის დაპირისპირება მოხდა

პანკისის ხეობაში, სოფელ საქობიანეში ორ გვარს შორის დაპირისპირების შედეგად, ერთი ადამიანია მოკლული, ოთხი კი დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ისინი თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. დაპირისპირების ორი ვერსია არსებობს: პირველია- “ხადორი 3”- ის ჰესის მშენებლობა, მეორე ვერსიად კი  მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რაც  კონფლიქტის მუდმივი მიზეზი იყო. შსს-მ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო .

მეტი...

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს. ეს ფაქტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება. სპეციალური ტრამვაით, რომელზეც ქართული ანბანი და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგო არის დატანილი, ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა; სტრასბურგის მერმა, როლანდ რაისმა; ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩმა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსმა იმგზავრეს. სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში გაიჭრა სიმბოლური…

მეტი...

“შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა რთულად წარმოსადგენია ” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არანაირი კომპრომისი არ ჩანს. ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ითხოვს, მთავრობა გადადგეს, რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს და არსებულ ვითარებაში საკმაოდ რთულად წარმოსადგენია შეთანხმების მიღწევა. „პარლამენტის თავმჯდომარე რასაც ამბობს, ეს წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რასაც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს. ჩვენთან ისეთი სისტემა არ არის ჩამოყალიბებული, როცა ერთი ადამიანი მართავს. ეს არის შეთანხმებული პოზიცია, ყველანაირი პოლიტიკური განცხადება არის გუნდის პოზიცია და არა ერთი რომელიმე ადამიანის. შექმნილ ვითარებაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა რთულად წარმოსადგენია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მეტი...

საქართველოსა და რუსეთს შორის ავია მიმოსვლა შესაძლოა, 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგეს

საქართველოსა და რუსეთს შორის ავია მიმოსვლა, შესაძლოა, 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგეს. როგორც გამოცემა “იზვესტია” სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა მიმდინარე წლის ბოლომდეც იგეგმებოდა, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამას ხელი საქართველოში საპროტესტო აქციებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა შეუშალა.. ორ ქვეყანას შორის ავიმიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. 

მეტი...

ფილმში: „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გადაღებული ბავშვის მშობელმა სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო (ვიდეო)

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელებთან დავა საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება. როგორც ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ ზურაბ ღვინიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და სახალხო დამცველისგან დახმარებაზე უარი მიიღო და საქალაქო სასამართლოში გადაამისამართეს. „მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვითხოვდით ფილმში ბავშვების უკანონოდ და მოტყუებით გადაღებისთვის დაეწყოთ გამოძიება. ოფიციალური პასუხი მოგვივიდა, რომ დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს და მირჩიეს, სასამართლოს მივმართო. შსს-სგან  ვითხოვდით, დაწყებულიყო ძიება რატომ მოხდა მცირეწლოვანი ბავშვების უკანონოდ ჩართვა ფილმის გადაღებაში და არ გაგვიმხილეს რაზე იყო დაფუძნებული ეს ფილმი.  შსს-მ ჩაატარა ძიება და გადაგვამისამართა სასამართლოში. გვითხრეს რომ ჩვენ ვერ…

მეტი...

„მედიაცენტრი მთავარის“ ოფისში აქციის მონაწილეები მეორედ შემოიჭრნენ – „მედიაცენტრი მთავარი“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

“მივმართავ ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერს, გთხოვთ, დაიცვათ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და ხელს ნუ შეუშლით მედიას განახორციელოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს მეორედ შემოიჭრნენ „მედიაცენტრი მთავარის“ ოფისში და ჩაშალეს მიმდინარე პრესკონფერენცია. „მედიაცენტრი მთავარი“ არის კერძო,  დამოუკიდებელი ორგანიზაცია და არა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მსგავსი შემოჭრით ვერ ახორციელებს საკუთარი ფუნქციის შესრულებას. გარდა აღნიშნულისა, შენობაში, სადაც „მედიაცენტრი მთავარი“ ფუნქციონირებს, განთავსებულია სხვა ორგანიზაცია. მსგავსი შემოჭრით, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, პრობლემები შეექმნა სხვა ორგანიზაციის მუშაობასაც, რომელსაც „მედიაცენტრ მთავართან“ კავშირი არ გააჩნია. მოგმართავთ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, გაითვალისწინეთ კონსტიტუციის ნორმები, რომლითაც დაცულია როგორც მედია,…

მეტი...

აქციის მონაწილეები “მედიაცენტრი მთავარის” ოფისში მეორედ შემოიჭრნენ (ვიდეო)

აქციის მონაწილეები “მედიაცენტრი მთავარის” ოფისში შემოიჭრნენ, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი პრესკონფერენციას მართავდა. აქციის მონაწილეები უკვე მეორედ შემოიჭრნენ ” “მედიაცენტრ მთავარში” და პრესკონფერენცია ჩაშალეს.

მეტი...

ცაგერში, ორმა პოლიციელმა ერთმანეთი მოკლა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება პოლიციელებს შორის. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი სამართალდამცავი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა. მესამე დაჭრილი ამ დრომდე ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.  მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყში აქვს მიყენებული. რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის თემურ აფხაძის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. “შემოიყვანეს 60 წლამდე მამაკაცი, მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში ჭრილობით, მას უტარდება კვლევები და მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და სიცოცხლეს საფრთხე არ…

მეტი...

სტრასბურგში, საქართველოს სიმბოლურ გასაღებს გადასცემენ და ტრამვაი ქართული ანბანით, სტრასბურგს შემოივლის

დღეს, საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს გადაიბარებს.  საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება და მას 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს. პროცედურები დღეს სტრასბურგში გაიმართება, რომელსაც საგერეო მინიტრი დავით ზალკალიანი დაესწრება. საგარეო უწყების ინფორმაციით, სწორედ დავით ზალკალიანს გადასცემენ დღეს საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს. თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;…

მეტი...

„განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები“ – დავით ზალკალიანი ბერლინის ფორუმზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა,  ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა და  საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს – საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსაცია და ოკუპაცია. ამიტომ, მე ვფიქრობ, თქვენ უფრო მკაფიოდ უნდა შეაფასოთ არსებული სიტუაცია. როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, საქართველოში მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, უბრალო მიზეზის გამო – იგი წავიდა თავისი პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ რეგიონში. ახლა ის იმყოფება პატიმრობაში და ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ძალებზე, რომლებიც…

მეტი...

საგარეო მინისტრი დაკავებული ექიმის მეუღლესთან სატელეფონო ჩანაწერზე საუბრობს

ბერლინში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის მეუღლეს ესაუბრა და ყველა ის ინფორმაცია მიაწოდა, რასაც საგარეო უწყება ვაჟა გაფრინდაშვილის დასახსნელად აკეთებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, სახელმწიფო ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს იყენებს, რომ ექიმი ოჯახს დაუბრუნდეს. „დღეს, ბერლინიდან, ტელეფონით ვესაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლეს, ქ-ნ თამილას. მინდოდა, მისთვის პირადად, კიდევ ერთხელ, მეცნობებინა იმ ქმედებებისა და ნაბიჯების შესახებ, რაც ბ-ნ ვაჟას გათავისუფლებისთვის ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში, დიდი მადლობა ოჯახს მოთმინებისა და გამძლეობისთვის. მესმის, რა ძნელია მათთვის ამ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება. ის კონსტრუქციული დამოკიდებულება, რომელსაც ოჯახი…

მეტი...