ოპოზიცია პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელებს

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელებს. მისივე განცხადებით, პარლამენტის პიკეტირებები გაგრძელდება იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც ექნებათ პარლამენტში. “მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროცესი გრძელდება, ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენ პარლამენტის პიკეტირებებს გავაგრძელებთ იმის შესაბამისად, რა დღის წესრიგიც ექნებათ პარლამენტში. დიდი მასშტაბური აქციის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება – პარასკევს ან შაბათს. მანამდე ჩვენ გვექნება პრეზენტაცია იმ კანონის, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩიხიდან გამოსავლის სახით. ხუთშაბათს არის პარლამენტის სხდომა და ამ სხდომასთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს, თუ როგორ მოვახდენთ პიკეტირებებს, აუცილებლად გაგაცნობთ”, – აღნიშნა ვაშაძემ.

მეტი...

ამბროლაურში დაკარგულ 72 წლის რამაზ დავითულიანს ეძებენ

ამბროლაურში დაკარგულ 72 წლის რამაზ დავითულიანს ეძებენ. მამაკაცი 23 ნოემბერს გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. მის სამძებრო სამუშაოებში მაშველები და პოლიციაა ჩართული. თუკი გაქვთ რაიმე ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, გთხოვთ, დარეკოთ ნომრებზე: 599 228815 ან 598 420616.

მეტი...

“სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ” – თურქეთის ელჩი საქართველოს პატრიარქს

საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის თქმით,  საქართველოსა და თურქეთის სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან  აღიზიანებთ არაკეთილისმსურველებს და საქართველო-თურქეთის მეგობრობის წინააღმდეგ სერიოზული პროპაგანდა მუშაობს. ამის შესახებ თურქეთის ელჩმა ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა.  “მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მოვისმინო თქვენი სიბრძნე. როგორც  ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი აქვს საქართველოსთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხაზგასმით აღვნიშნავ ასევე თქვენს პირად უზარმაზარ წვლილს თურქ და ქართველ ხალხს შორის დამყარებულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს იწვევდით და იწვევთ საქართველოში, რათა გაეცნონ კულტურულ მემკვიდრეობას, ეს ძალიან დიდი კავშირია ჩვენს…

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა.  აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღეს პიკეტირება არ იგეგმება, თუმცა ისინი აქციის მონაწილეებს დღეს თავიანთ გეგმებს გააცნობენ. პარლამენტის შესასვლელებთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.

მეტი...

საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან დაკომპლექტდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან დაკომპლექტდება.  მმართველ გუნდს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეცვლა მოუწევს, მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელის. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა. მის გარდა, „ქართულ ოცნებას“ დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ნინო გოგუაძისა და სოფო ქაცარავას ჩანაცვლებაც მოუწევს, რადგან ნინო გოგუაძემ უმრავლესობა დატოვა, სოფო ქაცარავამ კი, საპარლამენტო მანდატზე თქვა უარი. ასევე, მმართველ გუნდს მოუწევს დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის შეცვლაც, რადგან სათადარიგო წევრები იყვნენ ირინე ფრუიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა…

მეტი...

პარლამენტის შენობის პიკეტირება ამ საღამოს არ იგეგმება

საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირება ამ საღამოს არ იგეგმება. როგორც მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, დაიგეგმება ჯგუფების ლოკალური აქტივობები, რომლის შესახებ განცხადება დღეს, აქციაზე გაკეთდება. „პლენარული სხდომა, რომელიც ხვალ უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, შესაბამისად პიკეტირების აუცილებლობა ამაღამ არ დგას. ახლა უნდა დავგეგმოთ, გავაგრძელოთ ბრძოლა, აქციის ჯგუფების მეშვეობით ლოკალური აქტივობები გავაკეთოთ. არ დავაგდოთ დუღილის ტემპერატურა, რადგან არ შეიძლება, მშვიდად ვუყუროთ, როგორ იტაცებს ხელისუფლება სახელმწიფოს. ლოკალური აქტივობების გეგმებზე განცხადება დღეს გაკეთდება. 19:00 საათზე დავიწყებთ აქციას“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მეტი...

“სამწუხარო ფაქტია, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთგაგება არ არის” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო.  საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 პროცენტი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ…

მეტი...

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წევრები კონსულტაციებს მართავენ

ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის წევრები კონსულტაციებს მართავენ და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის მოთხოვნებს არ შეასრულებს. “ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, რადგან სხვა ენა ხელისუფლებას არ ესმის. წინააღდეგ შემთხვევაში ჩვენს მიერ გამოცხადებული ე.წ. გერმანული მოდელი დღეს უკვე აქტიური განხილვის ფაზაში იქნებოდა. ვერ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის საშუალებას განგვისაზღვროს როგორ ვიცხოვროთ 2020-ში და 2024-ში,” – განაცხადა ნონო ბურჯანაძემ. გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრის პაატა დავითაიას ინფორმაციით, ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გააგრძელებს. “დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ,…

მეტი...

პარლამენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატების ნაწილი დაამტკიცა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არსებულ რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატები აირჩიეს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გია ვოლსკი გახდა. ვიცე-სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გახდა. ასევე, ვიცე-სპიკერი გახდა გიორგი კახიანი, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა ირაკლი ბერაიამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს.  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე კი, გენადი მარგველაშვილია. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილის კანდიდატურას კი, ხვალ უყრიან კენჭს. ასევე ხვალ უყრიან კენჭს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანის კანდიდატურას. აღნიშნული საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური…

მეტი...

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ორი ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გუშინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ბესიკ გაზდელიანს ორი ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის პარტია „ნაციონალური მოძაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, იკავებდა სავალ ნაწილს და ხელს უშლიდა მოქალაქეთა გადაადგილებას. მისივე თქმით, ბესიკ გაზდელიანი ყვიროდა და იყო აგრესიული. ბესიკ გაზდელიანი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს.

მეტი...

“თუ „ნაციონალები“ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ადამიანებს ტყავს გააძრობენ” – სოფიო კილაძე

“თუ “ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ ადამიანებს ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით”, – ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას პოლიციელთან შელაპარაკებას. სოფიო კილაძე გივი თარგამაძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კანონის ფარგლებში პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართავენ. “სამწუხარო იყო ჩემთვის ამ კადრების ნახვა, თუნდაც აღელვებულ სიტუაციაში როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ საკუთარი მოქალაქეების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის წარმომადგენელი არის ეს მოქალაქე. ეს არის რეალურად მათი, მთელი “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულება საკუთარ ხალხთან და მგონია, რომ ისინი თუ შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ტყავს გააძრობენ…

მეტი...

“სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია” – ირაკლი კობახიძე

“სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია. კრიზისში და სალობიეში ისინი არიან და კარგია რომ მიხვდნენ, სად უნდა მისულიყვნენ”,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სალობიე „ბია“ აქციის მონაწილეების პროტესტისა და შეძახილების ფონზე დატოვა.

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები. „ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა. ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები. შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული…

მეტი...

21 ოჯახმა 1 ლარად საცხოვრებელი ფართები დაიკანონა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ისინი დიდი დიღმის II მ/რ-ის 27ა-ში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში  საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ. „ადამიანები წლები ცხოვრობდნენ  საცხოვრებელ ფართებში, ბინებში და სხვადასხვა პრობლემების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დღეის მდგომარეობით 800-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, გადავეცით საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მინდა ვუთხრა, მიმართონ მათი რაიონების გამგეობებს. იქ ყველაფერს აგიხსნიან, დაგეხმარებიან, რომ თქვენივე საცხოვრებელი ფართების დაკანონება შეძლოთ. ვაგრძელებთ ამ…

მეტი...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ფონდი შეიქმნება

დედაქალაქის მერია სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალურ ფონდს ქმნის, რომელშიც სხვადასხვა სერვისის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები თანხას ჩარიცხავენ. მოგროვილი თანხა „ცენტრ პოინტის“ პროექტების დასრულებას მოხმარდება. აღნიშნული წინადადება დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგებლებს გააცნო. როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განმარტა, ის კომპანიები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ან არაშენებული პროექტები გადაიბარონ, მერიის მიერ დაწესებული რეგულაციებიდან გამონაკლისის სახით, გონივრულობის ფარგლებში, მათთვის სასურველ სერვისებს მიღებენ. „ჩვენ მთლიანი „ცენტრ პოინტის“ პრობლემა გავყავით ორ ძირითად ნაწილად. ერთი არის არაშენებული კორპუსები, რომლებიც ფიზიკურად არ აშენებულა, მეორე არის ის…

მეტი...

“ეშმაკეულის გარდა ამას ვერავინ იტყვის და გააკეთებს” – გიორგი ვოლსკი “გირჩის” აქციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე – სპიკერობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „გირჩის“ გუშინდელი აქცია შეაფასა. გიორგი ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „გირჩის“ წევრების „ხატებით” მისვლა და აქციაზე გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს იყო “უზნეო” საქციელი. „იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა. იქ იყო – „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ,” ეშმაკეულის გარდა ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება სულ ათეისტი იყო ან „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ „გირჩს“,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მეტი...

“პარლამენტის ბლოკირების უფლებას არავის მივცემთ” – კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვერავინ გაბედავს, მოქალაქეებს შეუზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის. კახა კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების მოქმედებები კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს შესაბამის რეაგირებას. კალაძე ამბობს, რომ გუშინ დაირღვა კანონი და პოლიციამ შესაბამისად იმოქმედა. „ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს. ჩვენ მოვიპოვეთ აზრის გამოხატვის თავისუფლება 2012 წლის შემდეგ, აზრის გამოხატვის პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. ნებისმიერ ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს, რამდენად განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებაც არ უნდა ჰქონდეს, აქვთ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ…

მეტი...

“როდესაც „ნაც მოძრაობა“ და პარტიული ტელევიზიები არ იარსებებენ, შეგვეძლება ვთქვათ, რომ მედია თავისუფალია” – მამუკა მდინარაძე

” მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, ოპერატორებს, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ იმისათვის, რომ ინფორმაცია გადასცენ საზოგადოებას”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, როდესაც არსებობენ პარტიული ტელევიზიები, გასაგებია ტენდენციური მიდგომა. „მედიის წარმომადგენლებმა იციან თავისუფლების ხარისხი რამდენად იყო შეზღუდული 2012 წლამდე და რამდენად იზრდება დღითიდღე მათი თავისუფლების ხარისხი. ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და როგორც სურთ, მაგრამ რადგან „ნაცმოძრაობა“ არის მილევად რეჟიმში. გპირდებით, რომ ძალიან მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც ჟურნალისტების მცირე ნაწილი, იქნება იძულებული, მაგალითად გაეკიდოს იმას, ვინც არ გარბის. დარწმუნებული ვარ, როდესაც „ნაც…

მეტი...

დედაქალაქის მერი დაუსრულებელი მშებლობების საკითხთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლობით დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ აღნიშნული პრობლემის მოგვარების შესახებ მერიის გეგმა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „ცენტრ პოინტის” პრობლემაზე.  კახა კალაძის განცხადებით,  “ცენტრ პოინტის” მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრები ყოველკვირეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „ცენტრ პოინტი“ საქმიანობის შედეგად, სამწუხაროდ, გვყავს ძალიან ბევრი დაზარალებული ოჯახი. დედაქალაქის მერიამ დაიწყო ამ პრობლემის მოგვარება. პირველი მსგავსი შემთხვევა გვქონდა სამშენებლო კომპანია „სვეტის” მიერ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა.  ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. ვფიქრობ, დღეს ჩვენ იმ ეტაპამდე ვართ…

მეტი...

“პარლამენტი გააგრძელებს საქმიანობას, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს საქმიანობას, რათა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს. მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა პოლიტიკურ პროცესში ისე უნდა იმოქმედონ, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ. „მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეხებათ პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს, ინფრასტრუქტურას, რეგიონებსა თუ დედაქალაში, სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას, ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან. ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ…

მეტი...

“იმედი მაქვს, როგორც დღეს არ ზის არც ერთი „ნაციონალი“ სხდომათა დარბაზში, ასევე არ იჯდება შემდეგ პარლამენტში” – ირაკლი კობახიძე

“ორი კვირის განმავლობაში „ნაციონალურმა“ მოძრაობამ თავისი განშტოებებით საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ანტიეროვნულმა პოლიტიკურმა ძალამ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ოპოზიციური პარტიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი „უნიათო და დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას დიდი ხანია არ ჰყოლია“. „გასული ორი კვირა იყო ლუსტრაციის. ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად ლუსტრირებული ოპოზიცია. ერთ მხარეს იდგნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მეორე მხარეს უწოდებს რუსეთის აგენტებს, პრორუსებს და ა.შ. მეორე მხარეს იდგნენ ძალები, რომლებსაც ის მხარე უწოდებს ძალადობრივ და დანაშაულებრივ პოლიტიკურ პარტიებს. წარმოიდგინეთ, რომ ეს ორი ძალა იდგა…

მეტი...

“პარლამენტში ვაკანტური ადგილების დაკავება არ ნიშნავს, რომ ვიღაც თანამდებობას ეძებს” – დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სწრაფად უნდა მოხდეს პარლამენტში არსებული ვაკანტური ადგილების დაკავება, რადგან საპარლამენტო საქმიანობა შეუფერხებლად განხორციელდეს. როგორც დეპუტატმა, დღეს ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, ბოლო დღეებში საპარლამენტო მუშაობის დისკრედიტაცია მიმდინარეობს. “სამწუხაროა, რომ იმის გამო, რომ გუნდის წევრებმა დატოვეს უმრავლესობა, ვაკანტური თანამდებობები გაჩნდა შესაბამის კომიტეტებში. მე არც ერთი ახალი თანამდებობა არ მიკავია, მაგრამ სრულიად შინაგანი განწყობით მინდა ვთქვა, ეს არ არის ის, რომ ვიღაცა თანამდებობას ეძებს ან იკავებს. პარლამენტი აგრძელებს მუშაობას, ეს არის მისი ვალდებულება. თითოეული დარგობრივი კომიტეტი, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით და იმიტომ, რომ კომიტეტების მუშაობა…

მეტი...

აქციაზე დაკავებული პირების ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

შსს- ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის გაცხადებით, პოლიციის მიერ აქციაზე დაკავებული 28 პირიდან ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ვაჟა სირაძის თქმით, ვიდრე აქციის დაშლა დაიწყებოდა, აქტივისტებმა პოლიციისგან შესაბამისი გაფრთხილება მიიღეს. “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადმინისტრაციული კოდექსით 28 პირი იყო დაკავებული, თუმცა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ვინაიდან ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენელმა მოახდინა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება და ბლოკირება. შესაბამისად, პოლიციის წარმომადგენლები, მერიის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ მათთან და გონივრული ვადა მისცეს, რომ თავიანთი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ, ასევე გადასულიყვნენ უსაფრთხო ადგილას, არ დაეკეტათ სავალი ნაწილი და გაეხსნათ პარლამენტის შესასვლელები. მათ მიეცათ გონივრული დრო, თუმცა ისინი არ…

მეტი...

წყვილი დღეებს ითვლის – ბერა ივანიშილის ემოციური “პოსტი”

“დღეებს ვითვლით” – ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო, სადაც ის, მის ორსულ მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთადაა. წყვილის ფოტოს რამდენიმე ათასი მოწონება აქვს. ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე შვილის მოლოდინში არიან. როგორც ჩანს, ისინი მშობლები სულ მალე გახდებიან. შეგახსენებთ, რომ წყვილი ვაჟს ელოდება.

მეტი...

“მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მარტი-აპრილში სააკაშვილი მოადგება საზღვარს” – ლევან კობერიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენელი ლევან კობერიძე მმართველ გუნდს ორ პოლუსიანობაში ადანაშულებს. ​დეპუტატის განცხადებით, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებულად მართავენ ქვეყანას. მისი თქმით, ორივე ძალას ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული.  “ის ყველაფერი, რაც ხდება, იმ ორ პოლუსიანობაზე, რასაც დღეს ვხედავთ, არის “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე მომგებიანი. თქვენ და “ნაც. მოძრაობა” ერთად მართავთ ქვეყანას. თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის უფლება არ გააჩნიათ, დღეს გამოვიდნენ და საზოგადობა მოძღვრონ. პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს არის თქვენი და “ნაც. მოძრაობის”. ერთობლივად მართავთ ქვეყნას. თქვენ გაწყობთ ორ პოლუსიანობა. შეთანხმება გაქვთ ერთმანეთთან, ორივე კარგად გრძნობთ ერთმანეთს. ორივე ძალას დღეს…

მეტი...

“ეს უხერულობა ნამცეცია” – გიორგი ვოლსკი

“როგორც კი “ქართულმა ოცნებამ” 24 ივნისს გამოაცხადა, რომ პროპორციული არჩევნები არის საკითხი, რაზეც შეიძლება აიგოს გარკვული კონსენსუსი, მიუხედავად დაპირისპირებისა, იმ დღიდან მოყოლებული არცერთი დღე არ ყოფილა დესტრუქციული ქმედებების და დესტრუქციული განცხადებების გარეშე,” – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკი, პარლამენტის სხდომაზე გააკეთა გიორგი ვოლსკის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თუმცა, უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში ქვეყანა მეტად დაზარალდება. დეპუტატის თქმით, პარლამენტმა მუშაობა უნდა გააგრძელოს.  “დესტრუქციულმა ქმედებებმა, კულმინაციამ მიაღწია იმ დროს, როდესაც  ვიხილავდით მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. აი მაშინ არათუ ეჭვი გამიჩნდა, მნიშვნელოვან წილად დავეთანხმე კოლეგებს, რომლებიც ფიქრობდნენ,…

მეტი...

“ქართული ოცნება” და “ნაც. მოძრაობა” ერთად არის მოსაშორებელი” – ლევან კობერიძე

საქართველოს პარლამენტის წევრის, მმართველი გუნდის ყოფილი წარმომადგენლის ლევან კობერიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებით მართავენ ქვეყანას. დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა პარტიამ, “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა საშუალება პროცესები ქუჩაში გადაეტანათ.  “ის, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად მართავენ ქვეყანას ფაქტია. ის, რაც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”, როდესაც მოპარა ქართველ ხალხს დანაპირები, რომელიც იყო საერთო სახალხო შეთანხმება, ამით მორალური უფლება მისცა “ნაციონალურ მოძრაობას” სხვადასხვა ფორმატით მოახდინონ პროტესტის გამოთქმა. მერე “ნაციონალური მოძრაობა” მისცემს რაღაც მორალურ უფლებას “ქართულ ოცნებას” თავის საქციელით რაღაც, რომ გააკეთოს და ამათ უნდა ვუყუროთ ასე. “ქართული ოცნება” და “ნაც მოძრაობა” ერთადაა…

მეტი...

პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

პარლამენტში ბიუროს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ბიუროს სხდომის დაწყებამდე, საპარლამნეტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდა, საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ და სწორედ აღნიშნულ ფორმატში წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. “მინდა მივმართო საპარლამნეტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ საპარლამენტო პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდენ ნორმალურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. დეპუტები პარლამენტის სხდომის დაწყებას ელოდებიან.

მეტი...

“ჩუგოშვილს პოლიტიკურად კომპეტენტურად არ მივიჩნევ, პირველივე სირთულეზე თქვა მივდივარო“ – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, ყოფილ თანაგუნდელსა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკურად არაკომპეტენტურს უწოდებს.      „თუ პოლიტიკაზეა საუბარი, პოლიტიკურად მე მას კომპეტენტურად არ მივიჩნევ. იმიტომ, რომ პირველივე სირთულის მერე თქვა, მივდივარო. სად მიდიხარ, რამ გაგანაწყენა? მან ინგლისური იცის კარგად. დიახ, ნამდვილად კომპეტენტურია. რაც შეეხება იმას, ჩემი თანაგუნდელი არის თუ არა, ეს მას უნდა ჰკითხოთ, სად არის დღეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა თამარ ჩუგოშვილზე საუბრისას. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდების შემდეგ, თამარ ჩუგოშვილმა, კოლეგებთან ერთად, მმართველი გუნდი და პოლიტიკური თანამდებობა დატოვა.

მეტი...

“პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფომ იფუნქციონიროს” – მერაბ ქვარაია

მმართველი გუნდი პარლამენტის სხდომის ჩასატარებლად ემზადება, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები პოლიციის კორდონის დახმარებით შედიან. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს. “ჩვენ გვაქვს ვალდებულება, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეუფერხებლად წარიმართოს პროცესები. შესაბამისად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას, ოპოზიცია კი ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ თვალყურს ვადევნებდით მთელს ამ პროცესს და ვიცოდით, რომ პოლიცია დაიცავდა წესრიგს და იმოქმედებდა კანონის ფარგლებში. პოლიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ იფუნქციონიროს,” – განაცხადა მერაბ ქვარაიამ პარლამენტში შესვლის დროს.

მეტი...

“ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელია დესტრუქციული ძალა და შემდეგ მთავრობა” – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის სიმონ ნოზაძის განცხადებით, პარლამენტის წინ განვითარებულ პროცესებზე, ოპოზიციაა პასუხისმგებელი. დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეს. სიმონ ნოზაძეს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია “პროტესტანტებს” არ მოუწოდებს პარლამენტის ბლოკირებისკენ. “არაა სასიამოვნო ის რაც გარეთ ხდება, მაგრამ როდესაც წესრიგი ირღვევა, სამართალდამცავები იღებენ თავის წესებს. სხდომა უნდა ჩატარდეს ნორმალურად. შსს თვითონ გადაწყვეტს როგორ მოიქცეს. ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელია დესტრუქციული ძალა და შემდეგ მთავრობა. ტრაგედია არაა ის, რაც ხდება. უნდა გავაგრძელოთ ამ რეჟიმში მუშაობა. ვფიქრობ, გონიერება ეყოფათ ოპოზიცურ ლიდერებს და არ მოუწოდებენ პარლამენტის ბლოკირებისკენ ხალხს. უკმაყოფილების გრძნობა გამაჩნია, რომ…

მეტი...

“ეს დანაშაული ორგანიზებლია და მიმართულია სახელმწიფოს გაჩერებისკენ” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქუჩაში განვითარებული პროცესები, სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის. “ეს დანაშაული ორგანიზებულია საკმაოდ ტრადიციული ჯგუფის მიერ, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს გაჩერებისაკენ. რა საკვირველია იმოქმედებდა პოლიცია. ჩემი უხერხულობა მიზერი და უმცირესია იმ უხერხულობასთან შედარებით, რომელიც სახელმწიფოს შეექმნება თუ კი არ გაჩერდებიან,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

მეტი...

„პარლამენტი არ არის სალობიე, პრაქტიკა სხვაგან გაიარეთ“ – ნუკრი ქანთარია

მართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ქანთარია პარლამენტში მივიდა. დეპუტატმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები შეაფასა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონების მიღება უნდა ხდებოდეს. “მშვიდობიანად დაიშალა აქცია. უხერხული სიტუაციაა ძალიან, მაგრამ ესაა პარლამენტი და არაა სალობიე, რომ ხან გამოცხვეს ლობიო, ხან არა. პრაქტიკა სხვაგან გააგრძელეთ. აქ უნდა მიდიოდეს კანონების სწორედ მიღება,” – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

მეტი...

“კანონი უნდა კანონობდეს, კანონობს კიდეც” – დიმიტრი ხუნდაძე

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია და სცილდება მართლწესრიგს. დეპუტატი ოპოზციას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებისთვის მოემზადონ. “ყველას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო ინტერესი და პირად ამბიციებზე უნდა ვთქვათ უარი. გაცხადებულია, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წელს არ შეიცვლება, ის დარჩება შერეული სისტემით. ამიტომ, ყველამ უნდა მოვუწოდოთ ერთმანეთს, საკუთარი პასუხისმგებლობა მაღალ რანგში ავიყვანოთ და მოვემზადოთ არჩევნებისათვის. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ასევე უნდა შენარჩუნდეს სახელმწიფოში სამართლებრივი წესრიგი. თუ კი, ეს ირღვევა, კანონი უნდა კანონობდეს და კანონობს კიდეც. სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია. წინააღდეგ…

მეტი...

აქციის დაშლის შედეგად კლინიკაში 4 ადამიანი მოხვდა

გამთენიისას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. „ერთი ადამიანი „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, ერთი -„ამტელ ჰოსპიტალსში“ და ორი – ინგოროყვას კლინიკაში. ერთი სამოქალაქო პირი უკვე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან და ამ დროისთვის, კლინიკებში 3 პაციენტი რჩება“, – განაცხადეს ჯანდაცვის  უწყებაში. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში დასველების გამო არ აღნოჩენილა და ამ შემთხვევაში,  აკლოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება.    „ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი…

მეტი...

“ოპოზიცია პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას” – დაჩი ბერაია

“ქართული ოცნების” წევრის დაჩი ბერაიას განცხადებით, ოპოზიციას არჩვევნებში გამარჯვების საშუალება არ აქვს. მისი თქმით, ოპოზიცია პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობს, ხელისუფლებაში დაბრუნებას, “უპასუხისმგებლო ოპოზიციაზე არაფრის თქმა არ მინდა. ისინი ხედავენ, რომ შანსი არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების და პროცესების ქუჩაში გადატანით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. მათი მიზანი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა. მოემზაოდონ არჩევნებისთვის და გაიმარჯვონ თუ ამისი რესურსი აქვთ. შეგახესენებთ, რომ 2012 წელს სწორედ ამ საარჩევნო სისტემით მოხდა ხელსუფლების მშვიდობიანი შეცვლა. კრიზისს ვერ ვხედავ, ესაა ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი”, – განაცხადა დაჩი ბერაიამ

მეტი...