აქციის მონაწილეები იმ სალობიესთან მივიდნენ, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა

აქციის მონაწილეები მაჩაბლის ქუჩაზე ერთ-ერთ სალობიესთან მივიდნენ, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებმა სალობიესთან ჯონჯოლი და კიტრის მწნილი მიიტანეს და ითხოვენ, გამოსულიყო პრეზიდენტი მათთან, დასალაპარაკებლად. პოლიციელებმა პრეზიდენტი კორდონის საშუალებით გაიყვანეს.

მეტი...

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან პუფები მიიტანეს

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პუფები მიიტანეს. “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე აეწყობა ეკრანი და აქციის პარალელურად, მოეწყობა პანელი, სადაც ხალხი დისკუსიებს და პრეზენტაციებს გამართავს. პარალელურად, აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობისკენ კასრები ხელით მიაქვთ. მათი განცხადებით, შეშისა და კასრების მანქანით მიტანის საშუალება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.  ამასთან, ამ მოძრაობის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეშით სავსე ერთ-ერთი მანქანა პოლიციამ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.

მეტი...

“პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხდა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამის და ადეკვატურ ზომებს მიიღებს. მისი თქმით, ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა კანონის ფარგლებში. „ხელისუფლების გეგმა არის ის, რაც ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა აღსრულდეს კანონი. თუ ვინმე არ დაარღვევს კანონს, მას უნდა მიეცეს პროტესტის გამოხატვის თავისუფალი შესაძლებლობა, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც არასდროს, უზრუნველყოფილია. თუ ვინმე მოახდენს, მაგალითად პარლამენტის ბლოკირებას, შესაბამისი და ადეკვატური ზომები იქნება სახელმწიფოს მიერ მიღებული. თუ დაარღვევენ კანონს ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, სამართალდამცავები იმოქმედებენ ადეკვატურად. ჩვენ წინა შემთხვევაშიც მოვუწოდეთ სამართალდამცავ ორგანოებს,…

მეტი...

პარლამენტის შესასვლელთან აქციის მოანწილეები კარავს შლიან

ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები კარავს შლიან.  ჭიშკრებთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და აქციის მონაწილეებს ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, რათა ხვალ პარლამენტში დაგეგმილ სხდომაზე დეპუტატებმა შესვლა ვერ შეძლონ.

მეტი...

“მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რომ ერთად დგანან” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მარგველაშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები, რომელიც საზოგადოებას მისცა.  გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციას ერთად დგომისთვის მადლობა გადაუხადა. “არ არის საინტერესო, რას გამოაცხობს ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” ე.წ. პოზიციის სახით. საინტერესო არის მხოლოდ ქართველი ხალხის ნება. ნება, რომელიც მე არ მინახავს შეცვლილი ბოლო 30 წელია. ქართული საზოგადოება სულ ამბობდა, ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები. ნუ გვიშლით ამაში ხელს. ამის გარდა, დანარჩენი საინტერესო არ არის, რა განცხადებას გააკეთებენ, რა მოდელს შემოგვთავაზებენ. ერთია ფაქტი, არ მიიღებს საზოგადოება ამ შეურაცხყოფას, ამ თაღლითურ სქემას,…

მეტი...

პარლამენტის შენობის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვის შემოვლების პროცესი დაიწყო

პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა გამოაცხადეს. “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ დემონსტრანტებს მოუწოდა, პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლონ.  “პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და ჩვენ ვიდგებით ამ პარლამენტში. ჩვენი პროტესტი არის არაძალადობრივი, სამართლიანი და მტკიცე. ამიტომ ჩვენ ახლა გადავალთ წინ, დაელოდეთ ჩვენს იქ მისვლას, ავალთ ჩიტაძის ქუჩიდან და ჩამოვალთ ისევ აქ. რა თქმა უნდა, მთელი ღამე ვიქნებით აქ და არ მოვიცვლით ფეხს,” – მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ფორმით ისინი დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას შევიდნენ შენობაში და გააგრძელონ საქმიანობა.

მეტი...

მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრს 2-2 -დღიანი პატიმრობა შეეფარდა

21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრი: ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. ყველა მათგანს 2-2 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.  დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიდეომტკიებულებები წარმოადგინეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, აქციის მონაწილეებს თავისუფალი აზრის გამოხატვას არავინ უზღუდავდა, უბრალოდ, მათივე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაკავების ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ. ამას გარდა, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ. რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, გოგა ონიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები უწმაწურ სიტყვებს არ იყენებდნენ და ეს…

მეტი...

„თუნდაც დავპირდე, აუცილებლად წავიღებ უკან, თუ ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და არა სავარძელი“ – დიმიტრი ხუნდაძე

 „მიუხედავად  სამივე საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობისა, ამ პოლიტიკურ ველზე, დღეს, არაგანვითარებულ პარტიების პირობებში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია“, აცხადებს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატის  თქმით, კომპრომისი გაცემული იყო 2024 წლისთვის, მხარი დაუჭირა რა პარლამენტმა კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, რადგან, ამ პერიოდში, თვითმმართველობა მოძლიერდებოდა და დამატებითი რგოლი – მაჟორიტარი არ გახდებოდა საჭირო. მისივე თქმით, გუნდთან უთანხმოება კი ჰქონდა, მაგრამ მეორე კომპრომისზეც დათანხმდა – პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოტანისთვის: „გუნდის წევრებისგან  იყო საუბარი, რომ ჩვენ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ქუჩა დამშვიდდებოდა, იქნებოდა პოზიტიური…

მეტი...

“ერთად ერთის წინააღმდეგ” – პარლამენტთან აქცია დაიწყო

„ერთად ერთის წინააღმდეგ“ – პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ წუთებში აქციის მონაწილეებს აქციის ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ. პარლამენტთან საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით უკვე შეუერთდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები. დღეს საღამოს აქცია გვიანობამდე გაგრძელდება, ხოლო ხვალ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება არის დაგეგმილი.

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან ამ წუთებში მივიდნენ. 

მეტი...

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობა დაიწყო

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ აქციის მონაწილეების მსვლელობა დაიწყო. აქციას რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც შეურთდნენ.  პარლამენტის წინ აქციას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მსვლელობით უერთდებიან. 17:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრები, ასევე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები. აქციის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებასაც გეგმავენ.

მეტი...

სტუდენტები პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას უერთდებიან

“სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ” – ამ სლოგანით თსუ-ს სტუდენტები აქცია-მსვლელობას მართავენ. აქტივისტები მსვლელობას პარლამენტის შენობის წინ დაასრულებენ, სადაც მოძრაობა „სირცხვილიას” ორგანიზებით გამართულ აქციას შეუერთდებიან. სტუდენტებს შორის არის ლუკა ჭაჭუა, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი გუშინ დატოვა. ის პატიმრობაში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, გზავნილები იგივეა, რაც მთავარ აქციაზე – სტუდენტები პროპორციული არჩევნების დანიშვნის შესახებ მოთხოვნებს იზიარებენ.

მეტი...

“სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ რაც დარჩათ იმით, ვინც ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩნდნენ” – ეკა ბესელია

“სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ, რაც დარჩათ იმით, ვინც სწორედ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩნდნენ”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა. ეკა ბესელიას თქმით, დასანანია, რომ რაზეც იდგა “ქართული ოცნება” ყველაფერს გადააბიჯეს. „ძალიან მოკლე ფეხები აქვს ტყუილს. ისეთი უნიჭო სცენარი იყო დადგმული, რომ საკუთარი თავი ძალიან მალე გაამჟღავნეს. წარმოუდგენელი რამ არის საკუთარ პარტიაში პარტიის თავმჯდომარეს დაუპირისპირდეს დეპუტატი და შემდეგ ის დააწინაურონ. მე კონფლიქტში რომ შევედი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით, სწორედ ამის შემდეგ დავტოვე ის თანამდებობა. რაღაც ლოგიკაში ხომ უნდა იყოს, ისეთი რამ არ უნდა მოიფიქროს,…

მეტი...

“დაიძახეს “ბოქ-ლომებმა” არსად დაგვრჩეს კარი ღია” – ლადო კახაძე საპროტესტო აქციებს ლექსით ეხმაურება

საპროტესტო აქციებს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, ლადო კახაძე ლექსით ეხმაურება. “დაიძახეს «ბოქ- ლომებმა»:«არსად დაგვრჩეს კარი ღია»!-ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანასნეტა ვის რა წაუღია?სხვის ნაოფლარს ვინაწილებთ,უმადურნი, ჯიბე ღია,მიკროფონით სარგებლობასლამობს ბრიყვი და თავღია.ენა ტვინის სათქმელს ბლოკავს,საიდუმლოს ამხელს «ღია«,შური ბოღმის ნარჩენს ლოკავს,გული დამშრალ ტბორში გდია.მტარვალივით ვძიძგნით მამულს,ანბანიდან ხმოვნებს ჰყრიან,ლანძღვას ვისმენთ ერთ-ხმად გაბმულს,დღეს ავყიას «გმირი» ჰქვია.დღეს წინაპარის საფლავს ვკორტნით,სხვის საჭმელში წკვარამს ჰყრიან,ვხარობთ გულში ტყვიის მორტყმით,სხვის დათესილს სხვანი მკიან.სისხლისღვრისკენ გვიბიძგებენ,მტრები დენთის კასრებს ხსნიან,გაფრთხილებად ჩამითვალეთ-უ ც ო დ ვ ე ლ ნ ი დაგვიხსნიან!!!”. შეგახსენებთ, რომ 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია „#მაინცდავაბოქლომებთ!“. დაგეგმილია პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება.

მეტი...

„მე ვარ მეცხვარე“ – ამ სიმღერის სამღერლად „გირჩელები“ ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძვრნენ

მოძრაობა „გირჩის“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელი პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ დაიძრნენ. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა სანახაობრივ აქციას მოიფიქრებენ, რომ ხელისუფლებას მუშაობის შესაძლებლობა არ მისცენ. დაახლოებით 10 კაციან ახალგაზრდულ ჯგუფს ხელში ხატები უჭირავს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული. როგორც ისინი აცხადებენ, ეს არის „პერფორმანსი“ რომელიც ე.წ. შუშის სასახლესთან სიმღერით „მე ვარ მეცხვარე“ დასრულდება.

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები დაასახელა. თალაკვაძის თქმით, პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდა და მიღებულია შემდეგი საკადრო გადაწყვეტილებები: პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს გიორგი ვოლსკი, ვიცე-სპიკერის პოზიციას – მამუკა მდინარაძე, რომელიც, ასევე, უხელმძღვანელებს უმრავლესობას. ვიცე-სპიკერი იქნება გიორგი კახიანი, რომელიც აქამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთ ვიცე-სპიკერად მმართველი გუნდი კახა კუჭავას წარადგენს. რაც შეეხება კომიტეტებს, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობა ირაკლი ბერაიას წარადგენს, რომელიც აქამდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დავით სონღულაშვილი დაიკავებს, ხოლო გარემოს დაცვის…

მეტი...

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი გაეროს გენერალურ მდივანს სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი შეიტანეს, რითაც გაეროს გენერალურ მდივანს პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური კომისრის მოვლინებას სთხოვენ. “მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, რათა საქართველოში სასწრაფოდ მოავლინოთ გაეროს სპეციალური კომისარი, რომელიც მუშაობს მსგავს პრობლემებზე და დაუყოვნებლივ გამოიყენონ ყველა არსებული რესურსი, რათა მოხდეს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ექიმის გათავისუფლება,”- ნათქვამია წერილში.  ოჯახის წევრების განცხადებით, “წითელი ჯვრის” წარმომადგენლობამ დღეს ვერ მოახერხა ექიმთან მისვლა და ამანათის გადაცემა, რადგან ოკუპირებულ ცხინვალში დღევანდელი დღე დასვენების დღედაა გამოცხადებული. მათი თქმით, ექიმის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ მეორემ მხარემ დააჩქაროს პროცესები და…

მეტი...

“შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას” – დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო სისტემაზე

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,   “ქართული ოცნების” სხდომაზე, შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის არჩევნები, შერეული სისტემით ჩატარდება. თუმცა, დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით, დეპუტატები მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში მაინც წარადგენენ. “შევთანხმდით, რომ ჩვენ მაჟორიტარები არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და ის, ჩატარდება შერეული სისტემით. ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ. ახლა ახლა უფრო მეტი დრო გვაქვს. შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს და დავიწყებთ რეგიონებში გასვლას. რაც შეეხება პლებისციტს ან რეფერენდუმს, ან 2020 წელს, არჩევნებს დავამთხვევთ, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი ან, ეს შესაძლოა იყოს თვითმმართველობის არჩევნებზე,…

მეტი...

საკანში გამომწყვდეული ზებრა თბილისის ცენტრში – რესპუბლიკის მოედანზე​ აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს

მოძრაობამ “გაბედე” პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობის წევრებმა ტერიტორიაზე საკანი დადგეს, რომელზეც, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ფოტო გააკრეს, ხოლო გალიაში სათამაშო ზებრა მოათავსეს, რომელიც კიდეზე ჯაჭვით მიაბეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნები შესრულდეს.

მეტი...

“დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში ჩემი ადგილი არ არის” – აკაკი ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე იმის მიუხედავად, რომ უმრავლოსებამ მისი ინიციატივა პლებისციტთან დაკავშირებით არ გაიზიარა, გუნდის დატოვებას არ აპრებს. აკაკი ზოიძის განცხადებით, ის პროცესებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება. “გუნდს ულტიმამტუმის ენით არ ველაპარაკები, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება რჩება ძალაში. მიმაჩნია რომ დაპირისპირებასა და პოლარიზაციაში ჩემი ადგილი არ არის. უმრავლესობამ და ჩვენმა გუნდმა, არ გაიზიარა ჩემი შეთავაზება, ამ პოლიტიკური სიტუაციის ნორმალურ პროცესში გადაყვანისთვის  რომ შევკითხოდით ხალხს. სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით რესური დარჩენილია პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევისთვის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მივიღებ როგორც…

მეტი...

“პოლიტიკური არეალი დაავადებულია რევანშიზმით” – დიმიტრი მხეიძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე ფიქრობს, რომ საპროტესტო მუხტი, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციური ძალების მიერ იმართება, დიდხანს არ გაგრძელდება.  როგორც დიმიტრი მხეიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოპოზიციას რევანშის გზით სურს პარლამენტში მოხვედრა. “პირადად მე და ჩვენი გუნდი ვფიქრობთ, რომ საპროტესტო მუხტი დიდხანს ვერ გაგრძელდება. მინდა ყველას ვუთხრა, რომ კარგად გავიხედოთ და დავინახოთ სიმართლე. როგორ შეიძლება ავყვეთ იმ პარტიას, რომელსაც უნდოდა მართლაც დასამარება დემოკრატიის, პროპორციული სისტემის. პრაქტიკულად აუქმებდნენ პროპორციულს. დღეს, ისინი ყველაფერს სათავისოდ იყენებენ, ოღონდაც მოხვდნენ პარლამენტში. რევანშიზმის ამბიციები აქვთ. პოლიტიკა რთული სფეროა. ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია ქვეყნის კეთილდღეობაზე ერთი სიტყვით იმოქმედოს…

მეტი...

„ჩვენ არავინ მოგვიტყუებია, რამე მემორანდუმი გავუფორმეთ ოპოზიციას თუ ხელი მოვუწერეთ რამეზე“ – კარლო კოპალიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კარლო კოპალიანი, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, „მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ მათ არავინ მოუტყუებიათ და არავისთვის არანაირი პირობა მიუციათ. „რატომ ატყუებენ ქართულ საზოგადობას, არ იმსახურებს ქართველი ერი ასეთ ტყუილებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე. არ დაუჯეროთ ჩემო მეგობრებო იმ ადამიანებს ვინც ტყუილში გაცხოვრებთ“ – ეს განცხადება ოპოზიციური საპარლამენტო სუბიექტების მისამართით დეპუტატმა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. კითხვაზე, ოპოზიცია აქ რომ ყოფილიყო ტყუილში პირიქით, თქვენ დაგადანაშაულებდათ, კოპალიანმა უპასუხა, რომ მათ არავინ მოუტყუებიათ. „მე არავინ მომიტყუებია. ჩვენ სადმე დავსხედით მაგიდასთან ოპოზიციასთან ერთად  და ვთქვით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემით…

მეტი...

„არაფერი გვეშლება, ჩემპიონებიც გვყავს და 3 კაცი დაანგრევს სუყველას“ – კარლო კოპალიანი ოპოზიციას

„მაგათ ხომ არ დავემსგავსებით, თორემ, მსოფლიო ჩემპიონებიც გვყავს პარლამენტში, ჭკვიანად იყვნენ“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ და ოპოზიციას გააფრთხილა. „მეშვიდე მოწვევის პარლამენტში განსხვავებულ აზრს რომ ამბობდნენ, ეს ბატონები მუშტი-კრივით უმასპინძლდებოდნენ. გახსოვთ მეექვსე მოწვევის პარლამენტშიც მერხებზე რომ დარბოდნენ, გახსოვთ კაკო ბობოხიძემ პეტრე მამრაძე რომ სცემა. ჩვენ ანალოგიურად ვერ ვიზამთ. არაფერი გვეშლება და ჩემპიონებიც ბევრი გვყავს პარლამენტში,  3 კაცი დაანგრევს სუყველას, მაგრამ, მაგათ ხომ არ დავემსგავსებით. ღმერთმა დაგვიფაროს, კაკო ბობოხიძესავით მუშტები ვიქნიოთ პარლამენტში, თუმცა, ჭკვიანად იყვნენ და ხალხის მოთმინებას ნუ ცდიან“ – განაცხადა დეპუტატმა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეტი...

„კარგად ვერ გაძღნენ 9 წლის მანძილზე და ეს ახტუნავებთ, ვერ მივართვი, ნურას უკაცრავად, 15 კაცით არაფერი გამოუვათ“ – კარლო კოპალიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, კარლო კოპალიანის განცხადებით, ოპოზიცია, 15 კაცით ხელისუფლებას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს. ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი დემოკრატიით ევროპაც გაოცებულია. „2009 წლის აქციების დროს, 3 თვიანი ე.წ. საკნის აქციებით  პარალიზებული იყო პარლამენტი.  არც სხდომა ჩატარებული და არც კომიტეტები. პატივცემული „გვამები“ მაშინ ანტალიასა და ბოდრუმში ისვენებდნენ და გასვლით სხდომებსაც იქ ატარებდნენ ალბათ. მაგრამ, მათ არ მიიღეს მხედველობში 100 000 კაციანი აქცია. ახლა, 15 კაცით თუ ფიქრობენ თუნდაც 500 და 1000-ით, რომ ამ ხელისუფლებას ისეთ გადაწყვეტილებას მიაღებინებენ, რომელიც გზას გაუხსნის დესტრუქციულ ძალას პარლამენტში, ძალიან…

მეტი...

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლოა, 2024-შიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს (ვიდეო) 

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, დეპუტატმა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რომ 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გადაწყვეტილია, თუმცა პლებისციტმა თუ რეფერენდუმმა თუ სხვა შედეგი აჩვენა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოსახლეობა გადაწყვეტს. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძისა და აკაკი ზოიძის ინიციატივას, მმართველმა გუნდა გადაწყვიტა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება.     „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, თუ 2024 წელს ქვეყნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, პლებისციტი თუ რეფერენდუმი რა საჭიროა,…

მეტი...

„გვინდა ახალი სისხლი პარლამენტში, პარლამენტის გაახალგაზრდავება“ – დიმიტრი მხეიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე მმართველი გუნდის შეთავაზებას აფასებს და ამბობს, რომ დღეს გაჟღერებული წინადადებით, ოპოზიციას მეტი შესაძლებლობა ეძლევა. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, შეთავაზება, კონსტრუქციული ოპოზიციისთვის მისაღები უნდა იყოს.   „გვინდა ახალი სისხლი პარლამენტში, გვინდა ახალგაზრდები პარლამენტში, გვინდა რომ გაახალგაზრდავდეს პოლიტიკური არეალი და არ გვინდა ისეთი ხალხით იყო დაკომპლექტებული პარლამენტი, რომლებიც შეპყრობილები არ იქნებიან რევანშიზმითა და ჟინის მოგებით. გადავწყვიტეთ დარჩეს შერეული სისტემა, ოღონდაც, მივცეთ ოპოზიცურ პარტიებს საშუალება, რომ თავიანთი კანდიდატები დააყენონ და იმ ოლქში, სადაც ფიქრობენ, რომ მოიგებენ, ჩვენს კანდიდატურას არ დავუპირისპირებთ,“ – განაცხადა დიმიტრი მხეიძემ…

მეტი...

მეტეხის გვირაბებში ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

25 და 26 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. 27 და 28 ნოემბერს 23:00-დან 07:00 საათამდე გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.  როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მეტეხის გვირაბებში 3D ლაზერული სკანირება და სტრუქტურული მდგომარეობის შემოწმება იგეგმება. “სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში. აქედან გამომდინარე, მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ორ-ორი ღამის განმავლობაში დაიკეტება. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ,” –…

მეტი...

მმართველი გუნდისთვის ხუნდაძის და ზოიძის ინიციატივები მისაღები არ არის

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანის კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა მზადაა, საარჩევნო სისტემის საკითხზე პლებისციტი 2020 წლის საპარლამენტო, ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს ჩაატაროს. კახა კალაძის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივა, სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვერ განიხილება. „როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის. გუშინ და დღეს გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს. თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ…

მეტი...

იქ, სადაც ოპოზიციას გამარჯვების შესაძლებლობა ექნება, მმართველი გუნდი კანდიდატს არ დააყენებს

” გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, რათა მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძის თქმით, პარტია გზას გაუხსნის ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს. „მივიღეთ გადაწყვეტილება, არ დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი. შედეგად, უზრუნველვყოფთ მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ…

მეტი...

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს სთავაზობს

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლას სთავაზობს და პლებისციტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს, დროში გაწელილი პროცესია. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური ძალების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ე.წ გერმანული მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის შინაარსზე ისაუბრა. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და მის მისაღებად 76 ხმაა საჭირო.  გიორგი ვაშაძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პროპორციულად გადანაწილდება ხმები, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის და შენარჩუნდება მაჟორიტარული სისტემა. „ბოლო სამი დღე ინტენსიური მუშაობის შედეგად შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს. კანონპროექტი ეფუძნება გერმანულ…

მეტი...

უმრავლესობის სხდომა მოძრაობა “შეცვალეს” აქციის ფონზე მიმდინარეობს

სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალე”, “ქართული ოცნების” ოფისთან, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის წევრებისთვის “სირცხვილის კორიდორის” მოწყობას აპირებენ. სამოქალაქო აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ოფისში ამ დრომდე მიმდინარეობს უმრავლესობის სხდომა.

მეტი...

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

 “ქართული ოცნების” პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე საკითხის განხილვას გეგმავს. მათ შორის არის 2 ვიცე-სპიკერისა და 3 კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა. დღესვე მმართველი გუნდი დიმიტრი ხუნდაძისა და აკაკი ზოიძის ინიციატივებთან დაკავშირებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას. უმრავლესობის წევრის შოთა ხაბარელის განმარტებით, დღეს სხდომაზე ყველა მნიშვნელოვან თემაზე გაიმართება მსჯელობა. “იქნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე. რა თქმა უნდა, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის წამოჭრილი. რაც შემეხება მე, მხარს შერეულ საარჩევნო სისტემას ვუჭერ,” – აღნიშნა ხაბარელმა. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

მეტი...

„პროპორციული სისტემის როლი დააკნინეს და გაზარდეს მაჟორიტარული კომპონენტის მნიშვნელობა და რაოდენობა“  – არჩილ თალაკვაძე 

„პრაქტიკულად, 2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, იმ პოლიტიკურმა ძალამ, ვინც დღეს ასე კატეგორიულად ითხოვს პროპორციულ სისტემას, ფაქტობრივად, ისეთი ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში, რომ პროპორციული სისტემის როლი დააკნინეს და გაზარდეს მაჟორიტარული კომპონენტის მნიშვნელობა და რაოდენობა“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მისი შეფასებით,  ამას, შემდეგ მოჰყვება 2010 წელი, სადაც იგივე ხალხმა, კონსტიტუცია ისევ შეცვალა, აი ამ პრინციპების და ღირებულებების საწინააღმდეგოდ. „ისე გადააკეთეს კონსტიტუცია, რომ ვენეციის კომისიამ დასკვნა დაწერა, რომ ეს კონსტიტუცია დამახინჯებულია იმგვარად, რომ არც შტოთა შორის ბალანსი, არც მმართველობის მოდელი, არც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ფუნქციების განაწილება, არც ევროპულ, არც ამერიკულ, არც…

მეტი...

“არანაირი პოლიტიკური “შატალო” ეს არ ყოფილა” – არჩილ თალაკვაძე მილანში ჩაფრენაზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მის „კომოს ტბაზე“ ყოფნას ადასტურებს და ამბობს, რომ ეს იყო პირადი ვიზიტი და არა ბიუჯეტის ხარჯზე გამგზავრება. „სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის? – პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა „კომოს ტბაზე: დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით. აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი… ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში. ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური „ვაიუშველებელი“ ატეხეს.  როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური “შატალო” ეს არ ყოფილა. მით უმეტეს, არ მივიღებ ასეთ…

მეტი...