“ჩვენ საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა სერიოზულად დავაზიანეთ” – მარიამ ჯაში

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ჯობდა, მოსახლეობისთვის 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება არ მიეცათ. ჯაშის თქმით, პირობის არ შესრულებამ სერიოზულად დააზიარა არამხოლოდ საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები, არამედ გუნდიც. “ჩემი მესიჯი იყო ცალსახა, ამ ნაბიჯით ჩვენ არამხოლოდ შევარყიეთ ნდობა, არამედ რეალურად, გავეცით მესიჯი, რომ უმრავლესობა ცდილობს გაიძლიეროს ერთიანობის და უმრავლესობის შენარჩუნების ბერკეტები. ეს არ არის კარგი მესიჯი, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. არ გამკვირვებია, როდესაც თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ დატოვეს უმრავლესობა, ვინაიდან ისინი საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობდნენ და თვეების მანძილზე არწმუნებდნენ ჩვენს პარტნიორებს, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამდით. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად…

მეტი...

“შეიძლებოდა, იმ დღეს ბიუროს სხდომა სხვაგან ჩატარებულიყო” – მარიამ ჯაში

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ უმრავლესობის მიერ აქციის დარბევის დღეს ბიუროს სხდომის ჩატარება პრინციპული გადაწყვეტილება იყო.  მარიამ ჯაშის თქმით, შესაძლებელი იყო, ბიუროს სხდომის ჩატარება სხვა ადგილას. “ერთი მხრივ, როდესაც საპარლამენტო შენობის სახელმწიფო ორგანოების შენობების ბლოკირება ხდება, ამ შემთხვევაში, შესაბამისი ლეგიტიმური ჩარევის უფლება აქვს სახელმწიფოს. მეორე მხრივ, არის საზოგადოებრივი ნდობის მომენტი. ვფიქრობ, რომ ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება, იმ დღეს ჩაეტარებინათ ბიუროს სხდომა საპარლამენტო შენობაში. რეგლამენტი ნამდვილად არ ზღუდავს, რომ თუნდაც განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუკი იყო გადაწყვეტილებები მისაღები, ბიუროს სხდომა ჩატარებულიყო არა პარლამენტის შენობაში. ამის შეზღუდვა ნამდვილად არ არსებობდა, მაგრამ…

მეტი...

“რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება” – მარიამ ჯაში ჯგუფზე, რომელმაც კანონპროექტი ჩააგდო

“რთულია, დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა კითხვაზე მოქმედებდა თუ არა გუნდი, რომელმაც კანონპროექტი ჩააგდო, დამოუკიდებლად, საპასუხოდ განაცხადა. ყოფილი დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და უმრავლესობის სხვა წევრებს არასდროს ჰქონიათ საწინააღმდეგო პოზიცია. “ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბ-ნ ბიძინასა და უმრავლესობის სხვა წევრებს არასდროს ჰქონია საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ ვიცით რა, არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს უმრავლესობა ყოველთვის ეთანხმებოდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილებებში, რთულია, დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება”, – განაცხადა ჯაშმა. მარიამ ჯაშის შეფასებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ითხოვენ სააკაშვილისა და ბოკერიას რეჟიმის დასჯას, ისინიც კი ერთი მაგიდის ქვეშ…

მეტი...

მოსამართლემ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი  დასრულდა. მოსამართლემ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მისი თანაგუნდელები რურუას პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ. თავად დაკავებულმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.    პროკურორმა რურუასთვის პატიმრობის შეფარდება ი  მიზეზით მოითხოვა, რომ არსებობდა მისი როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე. მოსამართლემ გიორგი რურუას ადვოკატის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “მთავარ არხს” სასამართლოს სხდომის ტრანსლირების უფლება მისცა. გიორგი რურუა სამართალდამცავებმა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასჯელი და 4-დან 7 წლამდე…

მეტი...

საქართველოში ჰააგის სასამართლოს ოფისი აგვისტოს ომში დაზარალებულებისთვის დახმარების პროგრამას იწყებს

საქართველოში ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კაუპო კანდი აცხადებს, რომ საქართველოში ჰააგის სასამართლოს ოფისი 2020 წლიდან აგვისტოს ომში დაზარალებულთა დახმარების პროგრამის დაწყებას გეგმავს. „დაზარალებულთა ფონდი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ეს გახლავთ სოციალურ-ეკონომიკური დახმარება მსხვერპლთათვის – მოიაზრება 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა; ასევე სამედიცინო საჭიროებებზე მორგებული და ფსიქოლოგიური დახმარება, რაც ასევე გულისხმობს ბავშვებში ტრავმების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე, დაზარალებულთა ფონდი სამი მიმართულებით საჭიროებების შესახებ კვლევას ატარებს. კვლევა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებსა და დევნილთა ჩასახლებებს მოიცავს. ანგარიში მზად გაზაფხულზე იქნება, რომელიც წარედგინება დაზარალებულთა ფონდის საბჭოს. განხილვის შედეგად დაზარალებულთა ფონდის საბჭო დახმარების მანდატს, მიმართულებასა და დახმარებისთვის…

მეტი...

შესაძლოა, მე-4 და მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულად ჩატარდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, შესაძლოა, მე-4 და მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულად ჩატარდეს. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ინფორმაციით, 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, პროექტ „შეფასება განვითარებისთვის“ საპილოტე ვერსია 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდება. მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები ტესტებს ქართულსა და მათემატიკაში ჩააბარებენ. მომდევნო სასწავლო წლიდან პროექტის განხორციელება ყველა სკოლაში იგეგმება, ხოლო მე-10 კლასელების ნაწილი, ამავე პროექტის ფარგლებში, მომდევნოს სასწავლო წელს საპილოტე ტესტებს გაივლის.

მეტი...

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა სტაფილოებით “ბიძინა” დაწერეს

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მერიის წინ პერფორმანსი გამართეს და სტაფილოებით “ბიძინა” დაწერეს. მათ თითო სტაფილოზე იმ დეპუტატების სახელები დაწერეს, რომელთაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამით გამოხატეს პროტესტი მოპარული საარჩევნო სისტემის გამო. მათ დღესვე, სიმბოლურად მერიის მოაჯირზე ბოქლომი შეაბეს და გასაღები მოქალაქეებს მისცეს. აქციის დასასრულს, მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კვლავ მოხდა. ამ წუთებში, ქუთაისი მერიასთან აქცია  გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მეტი...

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორივე მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურებს შეეხებოდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა – გიორგი გახარიამ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღეს. კომისიის სხდომაში, რომელიც 2005 წლის სექტემბრის შემდეგ არ შეკრებილა, მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა. როგორც აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის…

მეტი...

საქალაქო სასამართლოში ვითარება დაიძაბა – აქციის მონაწილეებს დარბაზში არ უშვებენ

საქალაქო სასამართლოში ვითარება დაიძაბა. აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სხდომათა დარბაზში შესვლა სურდათ, რისი საშუალებაც მანდატურებმა არ მისცეს. სასამართლო დარბაზში არ შეუშვეს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილიც, რომლის განაჩენიც 18:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მთელი დღეა დაკავებულების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოსამართლემ დაკავებულების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში უნდა გამოაცხადოს. 

მეტი...

დავით ქაცარავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას ბოქლომი დაადო

მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ ბოქლომი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაადო.  ოპოზიციის მხარდამჭერები და აქციის ორგანიზატორები ამ წუთებში უწყების შენობასთან იმყოფებიან. “ჩვენი აქ მოსვლა ორნაწილიანი. ჩემს მიმართ ზეწოლა ხორციელდება. თუმცა, სანამ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შევუერთდე საზოგადოების გულისწყრომას და  იმ პერფორმანსს, რასაც აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ. მე სიმბოლურად სუს-ის ცეტრალური შესასვლელის ბოძზე ჯაჭვსა და ბოქლომს დავადებ,” – განაცხადა მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ.

მეტი...

დავით ჭიჭინაძე განმარტავს, რატომაა “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირებული

„ნაცებთან“ შესისხლხორცების, კოლექტიური ზარდიაშვილებისა და აფთიაქარების გამო ვარ მე „ოცნებასთან“ დაპირისპირებული”, – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. „ახლაც გავაფრთხილე, თუ უნდათ, რომ ეს პროტესტი იყოს საყოველთაო და სახალხო, ეს არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ძალის პროტესტი, ასეთ შემთხვევაში იქნება ყველა არა ერთის, არამედ ყველა ორის წინააღმდეგ. რაც შეეხება ივანიშვილს, ბოლო პროცესებმა აჩვენა, რომ მან კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი პოლიტიკური არაგამჭრიახობა, რადგან კალაძის ხელი ჩანს ყველგან. სწორედ კალაძეს ჰყავს ამ ეტაპზე 22 მაჟორიტარი და თუ ასე გაგრძელდა, სწორედ ის გახდება ყველაზე წამყვანი ფიგურა, მთელი ადმინისტრაციული რესურსით. ზოგადად კი, ადამიანები, ვისაც შია, ვისაც შემოსავალი…

მეტი...

გიორგი რურუას ინტერესებს ნიკა გვარამია დაიცავს

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა სხდომა ამ დრომდე არ დაწყებულა. “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას ინტერესების დამცველი “მთავარის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა. გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მეტი...

საბურთალოზე ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა. როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, გიო ხუციშვილის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ყაზბეგის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს დაერქვა.  მომღერლის სახელობის ქუჩის გახსნა ოფიციალურად მომავალ კვირას, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად იგეგმება. მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 2018 წლის 11 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გარდაცვალებამდე ვარსკვლავიც გაუხსნეს.

მეტი...

“ექიმები მზად ვართ, ვაჟა გაფრინდაშვილს ჩავენაცვლოთ” – აკაკი ზოიძე

“​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად ყველანაირი არხებით ხდება ზეწოლა. „ეს ადამიანი თავისი პატრიოტიზმის გამო არის აყვანილი მძევლად. ​ექიმების ინიციატივაა, რომ მის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად. მეც მინდა, შევუერთდე ამ ინიციატივას და პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც. მეც, ერთი პირი წავალ, თუ ასეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის ისეთი ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის…

მეტი...

სამედიცინო პერსონალისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა მკაცრად დაისჯება

მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამედიცინო წრეებში კანონის გამკაცრებაზე დაიწყო საუბარი. ექიმის ცემას უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა აცხადებს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადაა. მისი ინფორმაციით, ახალი კანონის მიხედვით, ყველა პირი, რომელიც ექიმს ან სამედიცინო პერსონალს პროფესიულ საქმიანობაში ფიზიკურად, ან ფსიქოლოგიურად ხელს შეუშლის, მკაცრად დაისჯება. ” კანონპროეტმა ყველა მოსმენები გაირა. სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს ხელის შეშლა არ შეიძლება და დაისჯება საკმაოდ მკარად” – განაცხადა ზაზა ბოხუამ შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ცნობილ ექიმს, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ცოლმა…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება, უკრაინის სასამართლომ კანონიერად ცნო

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევება კანონიერად ცნო. სასამართლომ გადაწყვეტილება 19 ნოემბერს გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიხედვით, მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც   მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, კანონიერი იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი, სადაც უკანონოდ მიიჩნევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების ქმედებას. “დადგენილება კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე, საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას,” – ნათქვამია უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პერტო პოროშენკოს სასამართლოში გავლენებს უკავშირდება. “რა თქმა უნდა, მე…

მეტი...

ოპოზიციურმა პარტიებმა პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

საქართველოს პროკურატურასთან ხმაური და ხალხმრავლობაა. პარლამენტის შემდეგ, ოპოზიციამ ბოქლომი მთავარ საგამოძიებო უწყებას დაადო. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. ადგილზე თემირლან მაჩალიკაშვილი, “გამარჯვებული საქართველოს” წევრები, “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე საპატრულო პოლიციაა  მობილიზებული.

მეტი...

“დედა შემაგინა და დაიწყო ხელჩართული ბრძოლა” – ექიმი გიორგი მაღალაშვილი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი, გიორგი მაღალაშვილი, რომელსაც თავს დაესხნენ იხსენებს, რომ მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ექიმის თქმით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც მამაკაცმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა. პრეტენზია ქონია იმაზე, რომ თურმე ვიღაცა ჰყოლია ავადმყოფი, რომელიც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს. ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედიაო, გარანტიებიო? რომ გავიდა კორიდორში, იქიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოყვა ხელჩართული ჩხუბი,” – განაცხადა გიორგი მაღალაშვილმა. შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის…

მეტი...

“თუ მოხდება პარლამენტის ბლოკირება, შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას” – კახა კალაძე

“პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა თუ პარლამენტის ბლოკირება მოხდება, სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები კანონის ჩარჩოებს არ გაცდნენ. “ვერავინ ვერ შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანებს აქვს უფლება გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, რამდენად კრიტიკულიც არ უნდა იყოს ეს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს აქვს თავის ფორმა და მთავარია ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ შეუზღუდავს ამ ადამიანებს გამოხატონ თავიანთი მოსაზრება, თუ იქნება ბლოკირება შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნება…

მეტი...

“საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომ ახალი ფრაქცია შევქმნათ” – თამარ ჩუგოშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას აანონსებს. დეპუტატი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად აპირებს ფრაქციის შექმნას. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ფრაქციის შექმნას, იმ დეპუტატებთან ერთად აპირებს, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები გასულ კვირაში პროტესტის ნიშნად დატოვეს. “საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ახალი ფრაქცია შევქმნათ. გვარებს და დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, ძალიან პრინციპული და პროფესიონალია. ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, საკმაოდ კარგი რესურსი იქნება,…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ მიტმასნილ პარტიებს გადაყლაპავს“ – ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია ვადამდელი არჩევნების საჭიროებასა და შესაძლებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ხალხი არც ისეთი უჭკუოა, რომ მათ უპირატესობა მოაპოვებინოს. „ვადამდელ არჩევნებს არ გავურბივართ. ერთადერთი, რის გამოც ვამბობთ, რომ ვადამდელი კი არა,  ვადიანი არჩევნები ჩავატაროთ, არის ის, რომ ციკლი უნდა დასრულდეს. არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, დაახლოებით 10 თვე. რომ იყოს კიდევ 2-3 წელი, მესმის, რომ თქვან, ამათ  რა გაუძლებს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდესო. ვინ ამას ითხოვს, დარწმუნებული ვარ, მათაც ეს სურვილი არ აქვთ, რადგან არჩევნებისთვის  მომზადება მათაც სჭირდებათ. თუ ჰგონიათ, რომ ეს ის ტალღაა, რომელ ტალღაზეც შეუძლიათ…

მეტი...

ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდება

თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.  როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს დისკომფორტი აღარ ექნებათ.  მისი თქმით, პირველ რიგში, გაზშემკრების მოწყობაა მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც, ნაგავსაყრელიდან გამოყოფილი გაზი კონკრეტულ ადგილზე მოთავსდება.  „ლილოში არსებობს ნაგავსაყრელი, რომელიც უკვე დახურულია. დედაქალაქის ნარჩენები წლების განმავლობაში აქ იყრებოდა. შეიძლება, ჩვენ ქალაქის ცენტრში ან სხვადასხვა უბანში ამ მწვავე პრობლემას ვერ ვგრძნობდეთ, თუმცა სამგორის რაიონისა და  ლილოს დასახლებისთვის ეს სერიოზული დისკომფორტია. რამდენიმე დღეში ვაცხადებთ ტენდერს პროექტირება-სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. გარდა…

მეტი...

„ბლოკირება „ბალეტის ჟანრში“ დაიშალა, ვინც კანონს თავით დაეჯახება, ადეკვატურ პასუხს მიიღებს“ – ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება მაქსიმალურად არის დაცული, თუმცა, ვინც წითელ ხაზებს გადაკვეთს, შესაბამის პასუხს მიიღებს. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ის, რომ პარლამენტს ბლოკირება გავუკეთოთ, არ მივიღოთ ბიუჯეტი, ეს არ გამოვა. პროტესტის გამოხატვის უფლება და საშუალება ყველას აქვს. ვისაც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა და რაც უნდა იმას ლაპარაკობს. თუ პროცესები ცივილურ ფორმებს გასცდება და კანონს თავით შეეჯახებიან,  ბუნებრივია რომ ადეკვატურ პასუხს მიიღებს. ის, რომ მათ ახლა მოინდომონ პარლამენტის ბლოკირება, რომ სესიები არ ჩატარდეს არ გამოვა. რამდენად არიან ისინი მზად ამ ყველაფრისთვის, ძიძგილაობისთვის,…

მეტი...

“ვაჟა ექიმი კარგად გრძნობს თავს, ფიზიკურად არის ნორმალურად” – კახა კალაძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ყველა რესურსს იყენებს, რათა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდეს. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. “ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა პროფესიონალ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც უკანონოდ დაკავებულია საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველას მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი, არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. შესაბამისად,…

მეტი...

„ბატონმა ბიძინამ დეპუტატებს სთხოვა ამას ნუ გააკეთებთო“ –  ალექსანდრე ქანთარია

„ბატონი ბიძინა ყოველთვის ამბობდა იმას, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ახლავს თავისი რისკები. ჩემს თვალწინაც რამდენჯერმე სთხოვა მაჟორიტარებს და მოუწოდა – ამას ნუ გააკეთებთ, ნუ იზამთ ასეთ რამეს, რომ კანონპროექტი ჩავარდესო“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. დეპუტატის შეფასებით, ის, რაც მოხდა, მმართველი გუნდისთვის დამაზიანებელია, თუმცა ვიშ-ვიში და სიტუაციის გამწვავება არ გამოვა. „ლაპარაკი, ვიშ-ვიში, სიტუაციის გამწვავება და სიუჟეტის დესტაბილიზაციის სიბრტყეში გადაყვანა არ გამოვა. დასარიგებელია ხელფასები, პენსიები, ბიუჯეტია მისაღები, რაც ამ წელს უნდა მოხდეს. მუქარა, მცდელობა, რომ ამას ვიზამ, იმას ვიზამ,…

მეტი...

“სამწუხაროა, როცა პირობა გაგექცევა ხელიდან, მაგრამ ეს არაა აპოკალიფსი” – ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებმა, უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღეს და ეს არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. დეპუტატმა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდგომ განვითარებული მოვლენებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.    ალექსანდრე ქანთარიას განცხადებით, კანონპროექტის ჩავარდნამ უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა მმართველი გუნდი, თუმცა ეს ქვეყნის არეულობის მიზეზის არ უნდა გახდეს. მისი თქმით, უმრავლესობიდან წასვლა დეპუტატებმა, ემოციურ ფონზე მიიღეს, რაც დანაკლისია “ქართული ოცნებისთვის”. “ნებისმიერი ადამიანის წასვლა უმრავლესობიდან, მით უმეტეს 12 კაცის, რასაკვირველია დანაკარგია. ვინც იტყვის, რომ ეს არაფერია იქნება ტყუილი. სახელმწიფოებრივად ეს გასვლები არ იყო სწორი და ემოციური ნაბიჯები იყო მათი მხრიდან.…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო თხოვნა“ – რა შეუთვალა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დეპუტატს?!

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს მართლაც ჰქონდა სურვილი, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. დეპუტატი ერთ დეტალს იხსენებს, რა კომუნიკაცია შედგა მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. „მმართველი გუნდის მხრიდან იყო გარკვეული პირობა, რომელიც არ შესრულდა. რა თქმა უნდა,  პირობის არ შესრულება კარგად არ აისახება ვინმეს იმიჯზე. როცა პირობას დებ, ის უნდა შეასრულო. თუმცა, გამოიკვეთა, რომ ეს იყო დემოკრატიული პროცესი“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მასაც სთხოვა, პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის დაეჭირა მხარი. „დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე…

მეტი...

დეპუტატები სამთავრობო ცვლილებებს არ გამორიცხავენ

შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი მირიან წიკლაური სამთავრობო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. დეპუტატმა აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ბუნებრივია, რაც მართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარეებმა და პირველმა ვიცე-სპიკერმა, გუნდში გარკვეული ცვლილებები ხდება. სავარაუდოდ, ეს ცვლილებები  მთავრობის დონეზეც გადავა. შესაძლებელია, გუნდიდან წასულებს  თანამოზიარე ან თანამოაზრეები მთავრობაშიც აღმოჩდნენ და მათაც დატოვონ თანამდებობები“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.   სამთავრობო ცვლილებებს მმართველი გუნდის წევრი ალექსანდრე ქანთარიამაც არ გამორიცხავს. როგორც დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, შესაძლებელია, სამთავრობო ცვლილებები არჩევნებამდე განხორციელდეს. “არ გამოვრიცხავ, რამდენიმე რგოლში ახალი ხალხი ვიხილოთ”…

მეტი...

„პარლამენტში ყველას შემცვლელი მოიძებნება, ნუ წარმოვიდგენთ, რომ ისინი შეუცვლელები არიან“ – მირიან წიკლაური გუნდიდან წასულებზე

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური ამბობს, რომ იმ დეპუტატების შემცვლელების პოვნა რთული არ არის, ვინც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და მმართველ გუნდს მათი ჩანაცვლება არ გაუჭირდება. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ვერ ვიტყვი რომ კანონპროექტის ჩავარდნამ ან გუნდიდან დეპუტატების წასვლამ მასიური საპროტესტო ტალღა გამოიწვია. როცა თანაგუნდელი ტოვებს შენს გუნდს, ცხადია, გარკვეულწილად, შესაძლებლობებსა და პოტენციალის ნაწილს კარგავ. თავისთავად ცხადია, გარკვეული დანაკლისი განიცადა მმართველმა გუნდმა. თუმცა, რეზერვი არის. ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ისინი იყვნენ ერთადერთები და განუმეორებლები, თვითონაც არ ფიქრობდნენ ასე. ყველას შემცვლელი აღმოჩნდება ამ ქვეყანაში და მათ შორის მათიც.  პარლამენტში…

მეტი...

„გაუგებარია, აქციების გამო, ხელისუფლება რა დათმობაზე უნდა წავიდეს, ჩატარდეს რეფერენდუმი“ – მირიან წიკლაური

მმართველი გუ​ნდის ყოფილი წევრი, დეპუტატი მირიან წიკლაური საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს. დეპუტატმა აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან, დათმობაზე წასვლის მიზეზებს ვერ ხედავს. „მოხდა ის, რაც მოხდა. ფაქტის წინაშე ვართ, ვერ გავიდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და აღმოვჩნდით იმ მდგომარეობაში რაშიც ვიყავით მანამდე – ანუ ივნისის მოვლენებამდე. ხელისუფლება დათმობაზე როგორ უნდა წავიდეს, კანონიერად რა ფორმები უნდა მიიღოს ამ დათმობამ ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თუ არსებობს რაიმე საშუალება, შესაძლოა ამაზე მსჯელობა. თუ ვიღაცას სურს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა წარმოაჩინოს,  ერთადერთი  საშუალება არის პლებისციტი…

მეტი...

„საოკუპაციო რეჟიმი წითელ ხაზებს კვეთს, მსოფლიოს ყველა ექიმს მივმართავ, მათ შორის რუსეთის ფედერაციაში” – მირიან წიკლაური

საქართველოს პარლამენტის წევრი, ექიმი მირიან წიკლაური მსოფლიოს ექიმთა საზოგადებას მიმართავს და მოუწოდებს, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებულ ექიმთან დაკავშირებით, ერთიანი პროტესტი გამოხატონ.  როგორც დეპუტატმა და ექიმმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, ის ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, დაჭრილების გადასარჩენად მუშაობდა. „ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ვმუშაობდი  და 2008 წელს ერთად ვმკურნალობდი დაჭრილებს. იმ დაჭრილებსაც, რომლებიც მოჰყავდათ ფრონტის იქითა ხაზიდან. საოკუპაციო რეჟიმი გადადის ყველა ზღვარს. ექიმის დაჭერა და მოტაცება ყველა ზღვარს სცილდება. მინდა, მოვუწოდო მსოფლიოს ყველა ექიმებს, მათ შორის ექიმებს რუსეთის ფედერაციაში და განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მე ვიტყოდი რუსეთის საიდუმლო…

მეტი...

„ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ… ვიცოდით, რომ გარკვეული რყევები იქნებოდა გუნდშიც, ქუჩაშიც“ – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო არჩევნების სხვადასხვა სისტემაზე საუბრისას აცხადებს, რომ  მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერს შეთანხმებია და პირობა არ მიუცია.  „ეს ქვეყანა არაა საცდელი ობიექტი. როცა, გვქონდა პრეტენზია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მთავარი კითხვა იყო, როგორ ავიცილოთ ის რისკი თავიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში – არასტაბილურ გარემოს და არამყარ მთავრობას, რყევადს და ამორფულს. პასუხი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი: თურმე ჩვენ დავპირდით. მინდა გითხრათ, რომ მე არავის არაფერს არ დავპირებივარ, და არც “ქართული ოცნება” არ დაპირებია. თუ დაპირდა, დაპირდა მაშინ ხალხს, ხალხი თვითონ ჩათვლის იყო ეს დაპირება…

მეტი...

თბილისში ცნობილი ექიმი გოგი მაღალაშვილი სცემეს

ცნობილი ნეიროქირურგი, ათასობით ადამიანის გადამრჩენელი, პროფესორი გიორგი (გოგი) მაღალაშვილი სცემეს. მან სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა და გამოძიებაც დაიწყო. დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით,  ცნობილი ექიმი, მომხდარის შესახებ ინფორმაციას თავადვე გაავრცელებს. „გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური. დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს! P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა”, – აცხადებს დეპუტატი. ერთ-ერთი ინფორმაციით, ექიმს ფიზიკურად მისი პაციენტის ახლობლები გაუსწორდნენ. შსს-მ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც…

მეტი...

„დესტრუქციული ცხელი თავები ამბობენ“ – ანალიტიკოსი ოპოზიციას ურჩევს, დიპლომატებს კი არა, ვენეციის კომისიას მიმართოს

„თუ ხელისუფლებას მართლა სურს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არსებობს მექანიზმები და ვარიანტები, რითაც შესაძლებელია, პროცესები საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდეს და პროპორციული სისტემაზე გადავიდეთ. ამით, უმრავლესობის მხრიდან პროვოცირებული პროცესებიც ჩაცხრება და „გადაგდებული“ ამომრჩევლები თავს „გადაგდებულად“ არ ჩათვლის“ – აცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ვარიანტებს დიპლომატებს აცნობენ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციაც და უმრავლესობაც, საკუთარ პოზიციებს მყარად ამაგრებენ და არ ფიქრობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე მიბრუნება რეალური იყოს. ამავდროულად, ოპოზიციურ გაერთიანებას რჩევას აძლევს. „მმართველი გუნდი მყარადაა თავის ინტერპრეტაციაში. ოპოზიციაც ასეა.  მათ შორის, უსუფაშვილი და სხვებიც, არიან იქ კონსტრუქციული ადამიანები, რომლებიც…

მეტი...