“როგორც კი არჩევნები ჩატარდება, კიდევ უფრო დამძიმდება პროცესები, მუდმივად რყევებში ვიქნებით” – თამარ ჩუგოშვილი

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება ქვეყანაში დაამძიმებს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობას და ამაზე პასუხისმგებელი ის ადამიანები იქნებიან, ვინც კანონპროექტის ჩაგდების ინიციატორი და შემსრულებელი იყო. “ჩემი მოლოდინი არის ასეთი: ეს ქუჩის პროცესები კიდევ უფრო დამძიმდება არჩევნების შემდგომ. არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით. მე არ მგონია, რომ ახლა ქვეყანაში არსებობს სივრცე, რომ ისევ შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები და პროპორციულზე გადავიდეთ. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება ისევ. შერეულმა სისტემამ რაღაც წლები იმუშავა, მაგრამ აღარ მუშაობს უკვე. როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაც პროცენტი და ეს ამომრჩევლების ნახევარიც კი არ არის ამომრჩევლების…

მეტი...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ქართველ ექიმს აგვისტოს ომში მონაწილეობაში ადანაშაულებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც ოკუპანტებმა ე.წ. საზღვართან გაიტაცეს, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობაში ადანაშაულებს.    თვითგამოცხადებული „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „არსებული მონაცემებით, ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის რეზერვის კაპიტანია, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“, – ვკითხულობთ  განცხადებაში.  შეგახსენებთ, რომ გატაცებულ ქართველი ექიმს ოკუპანტებმა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.  სამედიცინო საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკოსები, სტუდენტები, დიპლომატები, სასულიერო პირები და თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი, თვითგამოცხადებული რეჟიმისგან უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვს.  

მეტი...

“გახარებული ვიყავი, რომ გუშინ ბიუროს სხდომაზე არ მომიწია ჯდომა”- თამარ ჩუგოშვილი

“ერთი, რაც მიხაროდა, იყო ის, რომ გუშინ ბიუროს სხდომაზე არ მომიწია ჯდომა”, – ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილის თქმით, კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, მას გაუჭირდებოდა დეპუტატის რანგში ყოფნა, აქციებისა და სპეცრაზმის ფონზე პარლამენტში შესვლა და ბიუროს სხდომაზე დასწრება. “ერთი, რაც მიხაროდა, იყო ის, რომ გუშინ ბიუროს სხდომაზე არ მომიწია ჯდომა, არ მეკუთვნოდა დასწრება და ამით ვარ ძალიან გახარებული. ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემთვის, იმ პროცესების მერე ვყოფილიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელიც ამ ფორმით უნდა შესულიყო პარლამენტის შენობაში და მჯდარიყო ბოუროს სხდომაზე და გაეგრძელებინა მუშაობა ისე, ვითომ არაფერი”, – განაცხადა…

მეტი...

“ისევ გაკეთდება პიკეტი, სამშაბათს სესია არ შედგება” – აქციის მონაწილეები მასშტაბურ აქციას აანონსებენ

პარლამენტის შენობის საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილზე აქციის მონაწილეებთან ერთად, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორებისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი დღეს ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ განაცხადებენ. მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ორშაბათისთვის, 25 ნოემბრისთვის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან და პარლამენტის პიკეტირებას ისევ მოახდენენ. „მინდა ჩვენს მოთხოვნებში მეტი სიცხადე შევიტანო. ჩვენ ვდგავართ და ბოლომდე ვიდგებით იმ აზრზე, რომ პროპორციული არჩევნები გარდაუვალი აუცილებლობაა ამ ქვეყნისთვის, რომელსაც არ დავთმობთ. ვინაიდან ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ხალხი აღარ დაგრჩათ, ჩვენვე შემოგთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც აბსოლუტურად ზის კონსტიტუციაში. ჩვენ პროპორციულ არჩევნებს აუცილებლად უზრუნველვყოფთ.…

მეტი...

პრეზიდენტის რეზიდენციაში ანტიკვარიატზე 1 454 558 დაიხარჯა – 59 000 დოლარი რუსეთში დამზადებული ჭაღი დაჯდა

საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის, ადმინისტრაციის მიერ შერჩეული ანტიკვარული და თანამედროვე ავეჯის, სანათი საშულებების და ინტერიერის სხვადასხვა აქსესუარის შესყიდვისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 2 800 000 ლარი, გაიხარჯა 2 174 783 ლარი და მათგან 1 999 558 ლარი ანტიკვარული ავეჯის და ინტერიერის აქსესუარების შეძენას მოხმარდა – ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციის ხარჯების შესახებ კვლევას აქვეყნებს. როგორც კვლევაში წერია, ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი – 59 000 აშშ დოლარი. ოთხ ანტიკვარულ ჭაღში – ჯამში 133 410 აშშ დოლარი / 391 112 ლარი დაიხარჯა. “შეძენილ…

მეტი...

თბილისში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

გლდანში, თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა. უწყებებმა გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს, კერძოდ, ხორცი რეალიზაციიდან ამოიღეს და გაანადგურეს. მომხმარებელთა ინტერესების დაცვისა და მავნე სურსათის რეალიზების აღკვეთის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სამსახურთან“, – აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“ლილო მოლის” ტერიტორიაზე მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

“ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გია კვარაცხელიას თქმით, ერთ-ერთი მეტროსადგურის მშენებლობა „ლილო მოლის“ ტერიტორიაზეც იგეგმება. „მრავალი ჭორი გავრცელდა ისტორიულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც რვა მეტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს და პრემიერისგან მივიღეთ გარანტია, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდება. ეს არის მეტროს ახალი სადგურები, რომლის ბოლო სადგური არის „ლილო მოლში“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თბილისის აღმოსავლეთის მოსახლეობა ელოდება ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

აქციის დაშლისას დაკავებული ექვსი პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

გუშინ, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილს, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.

მეტი...

ამ დროისთვის, საქართველოში ტყის ხანძრების შვიდი კერაა

ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის ქვედა საფარის ხანძრის შვიდი კერაა – სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში. ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.  უწყების ცნობით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 20-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარზე გავრცელებული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო ავტოტექნიკა. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის…

მეტი...

“მაინც დაგაბოქლომებთ“ – გიორგი ვაშაძე “ქართულ ოცნებას”

„სამოქმედო გეგმა გამზადებულია სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე გაჟღერდება მათი სტრატეგიები. „19:00 საათზე ახალგაზრდების მხრიდან გაკეთდება განცხადება იმ შეთანხმებისა და სტრატეგიის შესახებ, რომელიც გვაქვს. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მაინც დაგაბოქლომებთ“, – თქვა გიორგი ვაშაძემ.  ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა, სადაც სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

მეტი...

“დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს” – კახა ოქრიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მოსახლეობის 99% საარჩევნო სისტემებში ვერ ერკვევა და არ იცის, რით განსხვავდება ან რა არის კარგი მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემაში.  ოქრიაშვილის თქმით, დებილები ყველგან არიან, მათ შორის ჟურნალისტებშიც უნახავს დებილები. “დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99% ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი. ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ხალხმა…

მეტი...

“ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს” – დავით ჭიჭინაძე

“მიუხედავად იმისა, რომ მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, ერთობლივად გამოეხატა პროტესტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ მოახერხა ამ საერთო კონტექსტიდან ამოხტომა, მოლაპარაკებების პირობა დაარღვია და საკუთარი დაბადების დღის მოწყობა გადაწყვიტა’, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. ჭიჭინაძის განცხადებით, საერთო ოპოზიციურმა პროტესტმა ბოლოს მხოლოდ  „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის სახე მიიღო.  “პროტესტი სხვა არის, რევოლუცია – სხვა. დღეს სიმშვიდე სჭირდება ქვეყანას. ზამთრის პირში არეულ-დარეულობა და კიდევ უფრო ჩამოქცეული ეკონომიკა, არა მგონია, რომ ადამიანებს ცხოვრებას უადვილებდეს. მე პროტესტს შევუერთდი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ამ უაზრო, ქუჩის დაუსრულებელ აქციას გამართლება არ აქვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის…

მეტი...

სვანეთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

მესტიაში, ეცერისა და ცხუმარის ტყეებში ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ამ დროისთვის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და 130 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის, ლევან ჩალიგავას ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე არ არსებობს ცეცხლის ახალი კერების გავრცელების საფრთხე. ამასთან, აღარ არის ღია კერები. სატყეო სამსახურის თანამშრომლების ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა. ხანძარი მესტიაში კვირას, გვიან ღამით გაჩნდა. ადგილობივები სავარაუდო მიზეზად, შესაძლო დაუდევრობას ასახელებენ. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

“გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო სამზადისს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აიპიემის”და „სიარარსის” მიერ ჩატარებული კვლევები, არჩევნების შედეგს ყოველთვის აცდენილია. მისივე თქმით, აღნიშნულ კვლევებზე მომუშავე კონკრეტული კომპანიები, პირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. „ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე კომენტარებს „აიპიემის“ და „სიარარსის“ კვლევებთან დაკავშირებით. ეს კვლევები ყოველთვის აცდენილია რეალობას. საბოლოო ჯამში არის ხოლმე აცდენილი იმ შედეგებს, რომელიც იდება არჩევნებში. „აიპიემი“ არის ერთ განშტოებასთან დაკავშირებული, „სიარარსი“ – მეორე განშტოებასთან. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მათი შედეგები ხან ერთი განშტოების და ხან მეორე განშტოების სასარგებლოდ იხრება ხოლმე. გააგრძელოს ოპოზიციამ დროის დაკარგვა, ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო სამზადისს, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე…

მეტი...

“რომან გოცირიძეს ინტელიგენტი კაცია და არაა იმ ადამიანთა შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით არ მიდის” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის პერფორმანსს გამოეხმაურა, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დღეს დემონსტრაციულად დალუქა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტს ვერავინ ჩაკეტავს. “პარლამენტმა მუშაობა განაახლა. პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის. რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, ის ინტელიგენტი კაცია. ის არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით არ მიდის. როგორც ჩანს თავისმა თანაპარტიელებმა სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა მინდა გითხრათ, ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს,” – განაცხადა თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძე გუშინ სპეცრაზმის მიერ პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის დაშლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება დაცულია, თუმცა თუ…

მეტი...

“მიიღებთ ბოქლომების ომს” – რომან გოცირიძემ სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქოლმი დაადო. როგორც გოცირიძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” პლენარული სხდომების ჩატარებას ბოიკოტს უცხადებს. “არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას.“ როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომ დადებული, სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა, იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი. გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს. ამ პარლამენტში ეს ცხვრები, ეს მაჟორიტარები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ…

მეტი...

„რა უნდა ექნა ახლა ივანიშვილს დეპუტატებისთვის –  დაეჭირა მათი ოჯახის წევრები, ტერორი მოეწყო მათზე თუ?“ – ანალიტიკოსი

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, როცა მმართველ გუნდი საერთაშორისო პარტნიორებს პროპორციული სისტემის დამტკიცებაში არწმუნებდა, ერთი დათქმაც უნდა გაეკეთებინა. ასეთ შემთხვევაში, პარტნიორებთან ნაკლებად შერცხვებოდა და საერთაშორისო იმიჯიც ნაკლებად შეელახებოდა. „პარლამენტში მყოფი მაჟორიტარების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, გაჯიუტებითა და გაჯიქებით, მივიღეთ ძალიან არასასურველი შედეგი. სახეზეა საერთო სახალხო გაღიზიანება, იმედგაცრუება და უცხოეთში, ჩვენი პარტნიორების შეშფოთება. კარგი იქნებოდა, თავის დროზე, როდესაც ეს ინიციატივა გადიოდა, მმართველ პარტიას ასეთი დათქმაც გაეკეთებინა, რომ, შესაძლოა. ამ ინიციატივის გატანა გაჭირდეს, რადგან გვყავს ასეთი მაჟორიტარი დეპუტატების კოხორტა“ – განაცხადა ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“. ის არ იზიარებს შეფასებებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნა დადგმული სცენარი…

მეტი...

“კარგია, რომ ამჯერად, უკანონობა სისხლის ღვრისა და ზედმეტი ცემა-ტყეპის გარეშე აილაგმა” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესები და აქციის მონაწილეთა დაშლა “მედიაცენტრ მთავარში“ შეაფასა. როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, მომიტინგეებმა ქართული, სახელმწიფო დროშაც კი წაბილწეს და სამართალდამცველებმა სათანადოდ იმოქმედეს. „პარლამენტის ბლოკირება, აშკარა კანონდარღვევა იყო. ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობის, აეროპორტის, თუ სადგურის ბლოკირება იკრძალება კანონმდებლობით. 20 მეტრის რადიუსში დგომაც კი არ შეიძლება. იყო ერთობლივი განცხადებები ევროკავშირის და ამერიკის საელჩოების, რომ კანონის ფარგლებში ყოფილიყო პროტესტი. პოლიციამ იმოქმედა ისე, როგორც იმოქმედა. კარგია, რომ ამჯერად სისხლისღვრის გარეშე და ზედმეტი ცემა-ტყეპის გარეშე უკანონობა აილაგმა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოპერაციის შემდეგ, გამოხატვის თავისუფლება შენარჩუნდა პარლამენტის კიბესთან და ის…

მეტი...

ირაკლი კობახიძე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას არ აპირებს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის პარტიული საქმიანობით იქნება დაკავებული და არც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობას აპირებს და არც ვაკანტური რომელიმე კომიტეტის თავმჯდომარეობას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, განცხადებით, ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე კონსულტაციები მიმდინარეობს და მალე დასრულდება. „კონსულტაციები მიმდინარეობს და გაგრძელდება. უახლოეს დღეებში, გარკვეული მონახაზი გვექნება. სასურველია, რომ უკვე მომდევნო პლენარულ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა კობახიძემ. რაც შეეხება მისი მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამას არ ადასტურებს: „არ დავიკავებ არც ერთ საპარლამენტო თანამდებობას, მე დაკავებული ვიქნები პარტიული საქმიანობით“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ…

მეტი...

„14 ნოემბერს, „ოცნებამ“ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ დესტაბილიზაცია ხალხის ინტერესებში არ შედი“ – გია ჟორჟოლიანი

„ოცნებამ“ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და თავის დაპირებაზე თქვა უარი.  არადა, რამდენიმე თვის განმავლობაში, გამუდმებით პროპაგანდა მიმდინარეობდა, რომ მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდიოდით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება მათ უარყვეს, ვინც მის პროპაგანდაში მონაწილეობდა“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა „სოციალ-დემოკრატმა“ გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, ყველაფრის მიუხედავად, დესტაბილიზაცია და ესკალაცია ხალხის დაკვეთა არ არის. „დესტაბილიზაცია და დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტა მხოლოდ მის ინტერესშია, ვისაც ესკალაცია და არეულობა უნდა. დესტაბილიზაცია ხალხის ინტერესში არ არის. რაც შეეხება,  გუშინდელ დღეს, ცხადია, რომ პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტა მხოლოდ ზოგადი არეულობა არ არის და ეს ყველა ადამიანზე…

მეტი...

“არ მჭირდება არავის კვლევები, კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს აფასებს. კახა კალაძის განცხადებით, მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა და მსგავსი კვლევებისადმი ნდობა არ გააჩნია. „ჩემი დამოკიდებულება, იცით ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით. დღესაც არაფერი შეცვლილა, ისევ იმ აზრზე ვარ. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს. არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია „ქართული ოცნების“ მიმართ და პირადად ჩემ მიმართ. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან, არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია, რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს. ამასთან, კალაძის თქმით, ოპოზიციას ორჯერ მეტი…

მეტი...

“ადრე რაც ხდებოდა იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შსს-ს მინისტრის, ახლა, ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერის” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არაა. მისი თქმით, ნებისმიერი კანონდარღვევა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღკვეტილი იქნება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პარლამენტის ფუნქიონერიებისთვის ხელის შეშლა კანონდარღვევაა. “ადრე ის რაც ხდებოდა იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შსს-ს მინისტრის და ახლა, ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ- მინისტრის. ამაში კი სხაობა საერთოდ არ არის. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის სრულად დაცული. რამოდენიმე დღის მანძილზე ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხსიმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა ადამიანებს, ბლოკირებისკენ, პარლამენტის ფუნქცნიონირება შეეზღუდა და დეპუტატების შეურაცხყოფა, ისინი ფაქტობრივად თავს დაესხნენ დეპუტატებს. ამის შემდეგ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც…

მეტი...

„ბიძინა – შენების ლიდერი, მიშა – ნგრევის ლიდერი“ – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ოპოზიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ, დესტრუქციულმა ქმედებებმა მხარდამჭერები დააკარგვინა. კითხვაზე, თქვენი გააკეთეთ განცხადება, რომ კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, ქუჩაში პროტესტის გამოსახატად „მრეწველებიც“ გამოვიდოდნენ, თუმცა, პროტესტი არ გამოგიხატავთ, დეპუტატმა ასე უპასუხა:     „შეიძლება, პროტესტის ეს ფორმა ჩვენც გამოგვეყენებინა, მაგრამ პროტესტს გამოვხატავდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საზოგადოებრივი პროტესტი იქნებოდა. აქცია, რომელიც დაინიშნა,  კანონდარღვევით მიმდინარეობდა. სახეზე გვქონდა ადმინისტრაციული დანაშული. დანაშაულის მონაწილე მე ვერ გავხდებოდი. მით უმეტეს, როდესაც დაიწყო სტრატეგიული ობიექტის პიკეტირება. ამიტომ მოხდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერიდა ამ აქციას…

მეტი...

„უმრავლესობა რომ არ დაიშალოს, მმართველ გუნდში ვრჩებით“ – „მრეწველები“ უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძის განცხადებით, „მრეწველები“ საპარლამენტო უმრავლესობას იმ მარტივი მიზეზით არ დატოვებენ რომ უმრავლესობა არ დაიშალოს და უმართავი პროცესები არ დაიწყოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრების დეტალებიც გაიხსენა. „ბატონი ბიძინა დაჟინებით მოითხოვდა, მხარი დაგვეჭირა პროპორციული სისტემისთვის. მას იმედი ჰქონდა, რომ კანონპროექტი გავიდოდა. მაშინ, სიტყვით გამოვედი და ვთქვი, რომ მე პროპორციულს დავუჭერდი მხარს. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილს ასევე მივმართე, რომ, ასე თუ არ მოხდა, თქვენ, როგორც გუნდის ლიდერმა, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ უმრავლესობა არ დაიშალოს და ქვეყანაში უკონტროლო პროცესები…

მეტი...

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ ოქრუაშვილსა და ადეიშვილს ბრალი წარუდგინეს, მათ 8 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ 

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალს წარუდგენენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. „მედიაცენტრი მთავარი“ გენერალური პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ.თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა გააჩერეს…

მეტი...

„არ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, გამოიყენეს მარტო წყლის ჭავლი“ – სიმონ ნოზაძე

„როგორც კი დაიწყეს ქმედებაზე გადასვლა, აქციას ყველა პოლიტიკური ძალა გაეცალა. პოლიციას სრული ლეგიტიმაცია ჰქონდა, ეწარმოებინა სპეციალური საშუალების გამოყენება“ – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სამართალდამცველები როგორც კი ქმედებაზე გადავიდნენ, პოლიტიკური ლიდერები ადგილზე არ იყვნენ. „22-მა პარტიამ შეძლო მხოლოდ 6 ათასამდე მომხრე მიეყვანა აქციაზე. ანუ, თითო პარტიამ, დაახლოებით 250-300 კაცი მიიყვანა. „ნაციონლური მოძრაობის“ ხელწერად გადაიქცა ძალადობრივი ფორმების გამოყენება. როგორც კი იგრძნობს, რომ ვიღაცამ პროტესტი გამოთქვა და შეიკრიბა ადამიანთა ჯგუფი, იმ წუთას ცდილობს თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს.…

მეტი...

„ეს სწავლება უფრო იყო, ვიდრე დაშლის ღონისძიება…უგულავა-ვაშაძე ოხლოკრატიის დამკვიდრებას ცდილობენ “ – სიმონ ნოზაძე   

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე პარლამენტის წინ მომიტინგეების დაშლას ტერიტორიიდან გაყვანის ოპერაციად აფასებს და აცხადებს, რომ პოლიციამ პროფესიონალიზმი გამოიჩინა. „პოლიციამ უკიდურესად კომპეტენტურად იმუშავა. ეს სწავლება უფრო იყო ვიდრე გაყვანის ღონისძიება“ – ეს განცხადება სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე შეფასებით, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ეს იყო 3 სკოლის ჭიდილი. „ეს იყო სპეცსამსახურების სამი სკოლის ჭიდილი. ერთი მხრივ, ეს იყო გიგი უგულავა, როგორც უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, როგორც რუსეთის „ფეგეოს“ აღზრდილი და მეორე მხრივ, იყო ვახტანგ გომელაური როგორც „სეკრეტ სერვისის“ ამერიკული…

მეტი...

პარლამენტის წინ, 10-მდე კარავში აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს

საქართველოს პარლამენტთან, აქციის მონაწილეებმა ღამე კარავში გაათენეს. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე კარავია გაშლილი.  პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ  აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დაშალა. დაკავებულია 37 პირი. 

მეტი...

მესტიაში ხანძარს 140-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის

მესტიაში, სოფელ ეცერის ტყეში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე დამატებით 90 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. “ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა,” – აცხადებენ სააგენტოში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი. მეხანძრეებმა მუშაობა ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის გამო გუშინ ღამით შეწყვიტეს და დილის 7 საათიდან განაახლეს. რაც შეეხება სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის შესაძლებლობას, როგორც გუბერნატორის მოადგილე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში ამ…

მეტი...

გამოკითხულთა 70% სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით უკმაყოფილოა

გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობით უკმაყოფილოა და მას უარყოფითადა აფასებს. აღნიშნულ ინფორმაციას „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) კვლევის საფუძველზე ავრცელებს. კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფით განწყობას გამოკითხულთა 70% ამჟღავნებს. 23%  კი  პრეზიდენტს დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 7% ამბობს რომ არ იცის როგორ შეაფასოს პრეზიდენტი ან პასუხისგან თავს იკავებს. კვლევა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ეხება, კერძოდ, გამოკითხულთა 39% მის მიმართ კეთილგანწყობილია, 49% კი – უარყოფით განწყობას გამოხატავს. 2% აცხადებს,  რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10%-მა კი არ იცის, როგორ შეაფასოს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მას უარყოფით შეფასებას…

მეტი...

„ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო“ – IRI-ს კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, ხელისუფლების ნდობის მაჩვენებელი დაწეულია. IRI-ის ინფორმაციით,  პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. ინსტიტუტში ასევე აცხადებენ, რომ არც ერთ პარტიას გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება. IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.

მეტი...

არმია, ეკლესია და მედია – ნდობის რეიტინგის სამეული

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ არმიას ენდობა, შემდეგ მოდის ეკლესია და მესამე ადგილს ქართული მედია იკავებს. არმია – 86%; ეკლესია – 85%; ქართული მედია – 72% – ასეთია კვლევის პირველი სამეულის რეიტინგი. რაც შეეხება სხვა ინსტიტუციას, მაჩვენებელი შემდეგია: პოლიცია – 59%; საჯარო განათლება – 51%; ადგილობრივი ხელისუფლება – 46%; მთავრობა – 37%; ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36%; პრემიერ მინისტრის ოფისი – 34%; პოლიტიკური პარტიები – 28%; გუბერნატორები – 27%; პროკურატურა – 27%; ეროვნული ბანკი – 27%; პრეზიდენტის ოფისი – 27%; სასამართლო – 27%; პროფკავშირები – 27%.…

მეტი...

საქართველოს მოსახლეობის 78% პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრეა – კვლევის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ინფორმაციას ფლობს აცხადებს, რომ ეს სისტემა მათთვის მისაღებია და ასეთი მოსახლეობის 78%-ია. „გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა 61% არჩევნებისთვის ეკონომიკურ პროგრამაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ერთი მესამედი ჯერ ისევ გადაუწყვეტელია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი პირველი არჩევანი, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც შეიმუშავებენ თანმიმდევრულ და მიმზიდველ ეკონომიკურ პლატფორმას, ყველაზე…

მეტი...