აქციაზე დიდი ზომის კარავს შლიან, რომელიც ორგანიზატორების თქმით, შტაბის ფუნქციას შეასრულებს

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები დიდი ზომის კარავს შლიან. როგორც ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს. ​გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ კარავში კონსულტაციებს გამართავენ. ისინი ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის აქცია მიმდინარეობს, გაშლილია მცირე ზომის კარვები და აქციის მონაწილეები გასათბობად რკინის კასრებში შეშას წვავენ.

მეტი...

„ლელო“ 17 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციას შუერთდება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” ოპოზიციის მიერ 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება. ინფორმაცია სოციალური ქსელით მოძრაობის დამფუძნებელი ავრცელებს. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა ცდილობს, მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება. „ლელო“ უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე. ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ…

მეტი...

პარლამენტთან საპროტესო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო პლატფორმა “სირცხვილია”-სა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე იმყოფებიან, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ, ესენია: შეიქმნას დროებითი მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.

მეტი...

“დე ფაქტო ცხინვალელმა თუ არ იცის, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია” – კახა კალაძე

ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას თბილისი მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია.  “საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში – კი გმირობა. ვაჟა გაფრინდაშვილი – თავისუფალი და გმირი ექიმი!!!ვაჟა ექიმი – წლებია ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით. დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მით უმეტეს აქ – საკუთარ მიწა-წყალზე! პ.ს.მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში. #თავისუფლებავაჟაგაფრინდაშვილს”,- წერს კახა კალაძე…

მეტი...

სიღნაღის რაიონში ახალი ხილის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ბადაგი პლიუსმა“, ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო ააშენა. საწარმოს ასაშენებლად, ჯამურად, 877,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, 438,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 350,000 ლარი სახელმწიფო გრანტია. 2020 წელს, სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – ISO:22000-ის დანერგვაში დაეხმარება. „ბადაგი პლიუსში“, წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა,  ილია თამარაშვილმა, კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო. „სოფლის…

მეტი...

მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება ითხოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი, შოთა მანელიძე ბრალდებულის ფსიქიკურ პრობლემაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არამართებული იყო, შესაბამისად, ის დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ბრალდების მხარის განმარტებით,  არსებობს მიმალვის საფრთხე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვეს. პროკურორის განცხადებით, გამოძიება ბრალდებულის…

მეტი...

სოფიო ქაცარავას, სავარაუდოდ, ბენედიქტე ქაშაკაშვილი ჩაანაცვლებს

მას შემდეგ რაც მმართველი გუნდის წევრმა და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ უმრავლესობის რიგები და დეპუტატის მანდატი დატოვა, გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებს ქაცარავას საკანონმდებლო ორგანოში. საკანონმდებლო ორგანოში სოფიო ქაცარავას ჩანაცვლება „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მომდევნო წევრს ბენედიქტე ქაშაკაშვილს შეუძლია, რომელიც სიაში 53-ეა. იმ შემთხვევაში, თუ ბენედიქტე ქაშაკაშვილი დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, სიაში მომდევნო პაატა გოგიხიაა. ცნობისთვის, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დღეს დატოვა.

მეტი...

„გაუგონარი აფიორა”, – „ქართული მარში“ ხვალინდელ აქციას შეუერთდება

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები, ხვალ, 17 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო მუხტს უერთდებიან და „პატრიოტებთან“ ერთად ქუჩაში გამოვლენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „მარშის“ ლიდერებმა განცხადება დღეს გააკეთებს.     „პატივცემულო მეგობრებო, ჩვენი სამშობლო უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციის უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად, ჩაგდებულ იქნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი. ყოველივე გახლავთ გაუგონარი “აფიორა”, რომლის მსგავსსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში. ”ქართული მარში” სრულიად მხარს უჭერს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი საპარლამენტო დეპუტაციის ქმედებას განიხილავს,როგორც თაღლითობას და გაუგონარ ტყუილს“ – აცხადებს „მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე. მისივე თქმით,  რაც არ…

მეტი...

“პროტესტი იქნება სერიოზული, ამას ვპირდები “ქართულ ოცნებას” – დავით ჭიჭინაძე

„ივანიშვილის მართლა მჯეროდა, მაგრამ მან მილიონობით ადამიანის სიყვარული, უღირს და მონა დეპუტატებზე გაცვალა”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.  როგორც ჭიჭინაძე ამბობს, ჯობდა ბიძინა ივანიშვილი არ მობრუნებულიყო პოლიტიკაში და მაშინ დაქცეულიყო ის „ქართული ოცნება“. “მაგრამ საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ 7 წლის განმავლობაში ივანიშვილს თუკი რამ სიკეთე ჰქონდა ნაკეთები, პრაქტიკულად ყველაფერი გადაიფარა. ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნებას“ ჯერ ბოლომდე ვერ გაუაზრებია, რამხელა პროტესტია ქვეყანაში. რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდებზე, რომლებიც აპროტესტებენ ყველაფერ უღირსს, რაც ქვეყანაში ხდება,  უფროსი თაობას, ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში იცავდნენ და ნერგავდნენ სიტყვის კაცობას, აი მათ გააწნა ყველაზე…

მეტი...

„მის პროფესიონალიზმს ბევრჯერ გადაურჩენია ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და უცხოელიც“ – დიმიტრი ხუნდაძე გატაცებულ ექიმზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ე.წ. საზღვართან დაკავებული ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. „ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებაზე უამრავი პაციენტის ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ექიმები არც ეთნიკური, არც რელიგიური და არც პოლიტიკური ნიშნით არ გამოარჩევენ პაციენტებს.პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება, რომელიც ოკუპანტებმა “საოკუპაციო ზოლთან” სიახლოვეს შეიპყრეს, ყოველგვარ, დაწერილ თუ დაუწერელ წესებს სცილდება. მის პროფესიონალიზმს ბევრჯერ გადაურჩენია ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და უცხოელიც. ურთიერთობების აღსადგენად ყველაზე კარგი საშუალება ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. მოვუწოდებ ყველა კეთილგონიერ ადამიანს, მიუხედავად საზღვრებისა თუ “საოკუპაციო ზოლებისა”, გაათავისუფლეთ გამოცდილი ექიმი და ღირსეული კაცი, მის თავისუფლებაზე…

მეტი...

“კანონპროექტს ემინემიც მხარს უჭერდა და ეს დაჩი რა გახდა” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი 13 დეპუტატის მიერ პარტია “ქართული ოცნების” დატოვებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, თუ ჯერ კიდევ დარჩა პარტიაში ღირსების მქონე ადამიანი, უნდა დატოვოს გუნდი. “მგონი, ის დროა პარლამენტში შეიტანო ხინკალი, ლუდი და ნარდი. კომპიუტერული ტექნიკა ამ დაწესებულებას არ სჭირდება აწი. აბი გლუკოზას შეტანაც შეიძლება პირადად კობახიძისთვის. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, თამარ ჩუგოშვილი იქნება ეს თუ სოფიო ქაცარავა, ამ ადამიანებს “ქართული ოცნება” დაატარებდა მთელ მსოფლიოში და მაღალი რანგის უცხოელებთან ასაუბრებდა იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები, ესაა უკვე შემდგარი ფაქტი. შესაბამისად, მათ უზარმაზარი რეპუტაციული დარტყმა მიიღეს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ როგორც პიროვნებებმა. ეს…

მეტი...

სოფო ქაცარავამ პარლამენტის მანდატიც დატოვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. აღნიშნული განცხადება ქავარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.  “დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!”, – წერს სოფიო ქაცარავა. უმრავლესობის რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის არიან: სოფიო ქაცარავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

მეტი...

“არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან “დანაშაული” იყო. აფერუმ ძმაო, შენს კაცობას!” – დავით გადელია

აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია რუსი ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. “ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად ფხიზელს, პირადყოფიერი დიდი პრობლემების არმქონეს, ამოასხა ერთ დღეს და ეს ნაბიჯი გადადგა; ის უფრო მიკვირს, რომ არცერთ ქართველს, ჩემი ჩათვლით, თუნდაც სიმთვრალეში და თუნდაც რაღაც სულ სხვა ამბავზე გაბრაზებულს, იგივე ნაბიჯი პიროვნულად თავში არ მოსვლია. ნუ, საზღვრის აქედან მასხრულ-მასობრივ პერფომანსებს სერიოზულად არც განვიხილავ! არც სასამართლოზე აღიარა, რომ ეს მისი მხრიდან “დანაშაული” იყო- თავადაც უნდოდათ გამოშვება, მაგრამ ვაჟამ – “არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო!” აფერუმ…

მეტი...

“ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე” – კახა ოქრიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი ოპოზიციის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. ოქრიაშვილი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და თვლის, რომ ეს ყველაფერი მის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გამოთქმული წინააღმდეგობის გამო ხდება. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად. მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა…

მეტი...

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მჭირდება გარკვეული დრო გადასაფასებლად” – აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან შესაძლოა პოლიტიკური თანამდებობა დატოვოს, თუმცა, დეპუტატი, დასაფიქრებლად და გადასაფასებლად გარკვეულ დროს ითხოვს.     განცხადება საკუთარ პოზიციაზე, აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „ვისაუბრეთ, მოვისმინე ჩემი კოლეგების პოზიციები მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მადლობა გადავუხადე კოლეგებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იმ დაპირებას, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მივეცით, ყოველ შემთხვევაში, არა მხოლოდ შიგნით, ასევე გარეთაც. ძალიან განხიბლული ვარ საბოლოოდ, გულდაწყვეტილი, იმ შედეგებით, რაც საბოლოო ჯამში მივიღეთ და რაც ასევე ვთვლი, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივეცით ხმა…

მეტი...

“დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. როგორც კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაზე სამართლებრივი მიზეზით მსჯელობა არის შეუძლებელი. „ამაზე საუბარი 2016 წელსაც იყო. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით“, – განაცხადა კობახიძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღის მიუხედავად, პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „პოლიტიკურ…

მეტი...

“უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის” – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ უმრავლესობა სჭირდება არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისთვის. გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე წუხილი გამოითქვა, რომ პარტია 12-მა წევრმა დატოვა. ამასთან, მისი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. გერმანულ მოდელზეც. „ეს მოდელი იმ კონსტიტუციას არ შეესაბამება, რომელიც დღეს გვაქვს და განხილვა ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ამას ჩვენი კონსტიტუციონალისტები უფრო დეტალურად აგიხსნიან“, – აღნიშნა ვოლსკიმ. დეპუტატი აცხადებს, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც. „საუბარი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზეც, რაზედაც გუშინ პრემიერ-მინისტრსა და ბიუროს შორის შეხვედრა…

მეტი...

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრა დასრულებულია. შეხვედრამ ხმაურიანი აქციისა და შეხლა-შემოხლის ფონზე ჩაიარა. სხდომის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. უმრავლესობის საგანგებო შეკრების პარალელურად, ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც მოქალაქეებმა შენობის პიკეტირება რამდენჯერმე სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის რამდენიმე პირიც დაშავდა.  უმრავლესობის შეხვედრა დღეს 11 საათზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს. ასევე, უმრავლესობის 12 დეპუტატის დატოვების წასვლის შემდეგ, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

მეტი...

“არ ვსდევ ჟამთა ცვლას” – ეკა ბესელია

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ფეისბუქ მეგობრებიდან შლის იმ ადამიანებს, ვინც ვერ გაიგო, რომ ის ხალხთან დგას და არა “ნაციონალურ მოძრაობასთან”. „გადავხედე ფეისბუქ კომენტარებს, არ და ვერ ვარ აქტიური ფეისბუქზე, მაგრამ თვალშისაცემია ერთი დავალებით მოქმედება: ამუშავდა ისევ ჩემს წინააღმდეგ „ტროლების და ბოტების“ სისტემა. დამუნათება, მორალისტობა. ჩემი გატეხვა აწ უკვე ამდენი თავდასხმებისა, გამოცდისა და ცილისწამების გავლის შემდგომ შეუძლებელია და ნუ წვალობთ! (ვისაც ეხება). ​ვშლი მეგობრებიდან მათ, ვისაც არ უნდა გაიგოს, რომ ხალხთან ვდგავარ როგორც ყოველთვის და არა “ნაცებთან”. ვინც ილანძღება…

მეტი...

“პოლიციას უკანონო მითითებებს აძლევენ, ადამიანები გადაჭყლიტეს” – ხატია დეკანოიძე

“ქართული ოცნების” ოფისთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები შენობასთან მიახლოებას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. “ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ პოლიციას უკანონო მითითებებს აძლევენ. არ იყო ეს კანონიერი და კანონის მითითება თუ ვინმეს სჭირდება, სჭირდება ივანიშვილს. ეს არ იყო კანონიერი, ადამიანები გადაჭყლიტეს, მიაწვნენ და ახლა 50 კაცი მარტო მე მომაწვა ერთ ადამიანს”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე. “ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დღეს პოლიციას კანონის დარღვევა უწევს იმისათვის, რომ ხალხის პროტესტი აღკვეთოს.  “სამწუხაროდ, დღეს პოლიციას უწევს კანონის დარღვევა, იმიტომ რომ მათ “ქართულმა…

მეტი...

პოლიციისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაშავდა

ამ წუთებში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება ისევ დაძაბულია, პოლიციას პარტიის ოფისთან მისასვლელი ყველა გზა გამაგრებული აქვს. პარალელურად, აქციის მონაწილეები „ოცნების „ ოფისთან მისასვლელ ყველა გზასთან არიან მობილიზებულები და ოფისთან მიახლოებას ცდილობენ. პოლიციასთან დაპირისპირებაში 2 ადამიანი დაშავდა. ერთმა, სავარაუდოდ ფეხის ტრავმა მიიღო, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. მეორე დაშავებული ოპერატორია. როგორც პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, მას ხელი აქვს მოტეხილი.     შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეხლა-შემოხლა გრძელდება

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ოფისის მიმდებარედ პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. ადგილზე ისმის სასტვენების ხმა და განგაშის სიგნალი. “რატომ მოგვატყუეთ, მონებო” – მიმართავდნენ აქციის მონაწილეები ოფისში შემსვლელ დეპუტატებს, მათ შორის ლერი ხაბელოვს, რომელთანაც მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ აზრი მშვიდობიანად გამოხატონ და პოლიციის…

მეტი...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა. „საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს: გაერო-ს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში – როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს – ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთო-ს თავმჯდომარეს – მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს – მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაერო-ს წარმომადგენელს – ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთო-ს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს – რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს – ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს…

მეტი...

“ვიმედოვნებთ, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება” – ილია მეორე

ბაქოში მიმდინარე სამშვიდობო ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა გააცნეს. საქართველოს პატრიარქი თავის სიტყვაში დავით-გარეჯის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. ​​„​მისი აღმატებულების, ბატონ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ტოლერანტობის სულისკვეთება აზერბაიჯანში დღეს წინა პლანზეა წამოწეული. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, როგორც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ინტერესების დაკმაყოფილება კვლავ გაგრძელდება და უძველესი ქართული კულტურის ძეგლთან, დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხიც ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება, როგორც ეს შეჰფერის მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებს“, – აღნიშნავს ილია მეორე.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ “ევროპული საქართველოს” წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია, მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლები და მოქალაქეები. ისინი სასტვენებით, მეგაფონებითა და საყვირებით აპროტესტებენ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას. ცოტა ხნის წინ მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ, რომელიც ოფისში შედიოდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე. უმრავლესობის სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

მეტი...

„პოლიტიკური სანაგვე“ – აცხადებს ლევან ვასაძე და რევოლუციის გარეშე ქვეყნის დალაგებას გამორიცხავს

„უნდა შემოღებულ იქნას მკაცრი კონტროლი მასმედიაში ცილისწამებაზე და ტრადიციის შეურაცხყოფაზე, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების გამჭვირვალობასა და მათი საქმიანობის მიზნებზე“ – აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც რევოლუციის გარეშე ქვეყნს დალაგებას გამორიცხავს.   ბიზნესმენი, საკუთარ ვიდეომიმართვაში, ყვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და ამბობ, რომ პარტიები საერთოდ გასაუქმებელია. „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და საერთოდ ლიბერალური ეპოქა განწირულია… ძირმაგარას გასკდომა, რასაც ამ დღეებში რუსთაველზე ვაკვირდებით, უაღრესად მტკივნეულია. დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტიკური სანაგვე. დაპირისპირების საგანი სალაფავის გაყოფის მექანიზმებია. ერი ამას გვერდიდან შესცქერის და ცხადია, რომ ორივე მხარე მტრად მიაჩნია. არსებული პოლიტიკური სპექტრი მთლიანად იყრება…

მეტი...

„შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა” – პრემიერ-მინისტრის ბოლო გაფრთხილება

პრემიერ-მინისრი გიორგი გახარია შემოსავლების სამსახურს პრობლემების მოსაგვარებად 2 კვირიან ვადას აძლევს და აფრთხილებს. „უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა; ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითხების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა. „შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა,…

მეტი...