პატრიარქის ბრძანებით, მცხეთა-მთიანეთის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-მთიანეთის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა. როგორც პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, საბჭო აღნიშნულ ეპარქიაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე; პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი; საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღამაიძე; თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.

მეტი...

აშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით თანამშრომლებს აფრთხილებს

აშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, თანამშრომლებს აფრთხილებს. „საპროტესტო აქციები თბილისში შაბათ-კვირასაც გაგრძელდება, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. 17 ნოემბრის შუადღეს და საღამოს განსაკუთრებით დიდი დემონსტრაციებია მოსალოდნელი. აშშ-ის მთავრობის თანამშრომლებს მოვუწოდებთ, ერიდონ საპროტესტო აქციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და მზად იყვნენ მოსალოდნელი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებებისთვის,“ – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საელჩო თანამშრომლებს ურჩევს, სიახლეების გასაცნობად ადგილობრივ მედიას ადევნონ თვალ-ყური.

მეტი...

თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” ოფისში ქალიშვილთან ერთად მივიდა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” ოფისში ქალიშვილთან ერთად მივიდა და ბიუჯეტის განხილვას დაესწრო. ფოტოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე- პრემიერებთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ. მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მეტი...

კიევში წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე, ცეზარ ტოხოსაშვილი უკრაინაში, ქალაქ კიევში დააკავა. ინფორმაციას საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „საქართველოს სახელმწიფო სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2014 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და სამთავრობო ძალების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს, ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან. 2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ…

მეტი...

“ფინანსთა მინისტრი სხვაზე რაზე უნდა ფიქრობდეს?!“ – ივანე მაჭავარიანი

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ერთადერთი თემა, რაც “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო.  მაჭავარიანის განცხადებით, პოლიტიკური პროცესების მიუხედავად, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.  “პარლამენტში ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ შევთავაზეთ პარლამენტარებს, რომ ინტენსიური დიალოგი გაგვეგრძელებინა. სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტამდე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დეპუტატების ის კომენტარები, რაც მათ ჰქონდათ წარდგენის პროცესში. ვთხოვეთ, რომ ეს კომენტარები ამ შეხვედრაზე უფრო დეტალურად განეხილათ. იყო კონკრეტული საუბარი. ჩვენ გვინდოდა მაქსიმალური კომუნიკაცია, რადგან იმ დარჩენილ ვადაში რაც ბიუჯეტის საბოლოოდ დამტკიცებამდეა დარჩენილი,…

მეტი...

“რაც უნდა ხდებოდეს პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი” – გიორგი გახარია

“რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უმრავლესობასა და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე მსჯელობა მხოლოდ ბიუჯეტთან დაკავშირებით შედგა. „2020 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით გავიდა. რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ეხება ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ 2020-ის ბიუჯეტზე. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარების მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებზე გავეცით პასუხი, ავუხსენით ბიუჯეტის შინაარსი, მისი სტრუქტურირების არსი.…

მეტი...

“საქართველოს ექნება პროპორციული სისტემა, თუმცა 2024 წლიდან” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას სჭირდებოდა პროცედურები, რომლებიც, მისი თქმით, სამწუხაროდ, ამ საკანონდებლო ცვლილებამ ვერ გაიარა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ინიციატივა დევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება. „პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პროცედურები. სამწუხაროდ, ამ საკანონდებლო ცვლილებამ პროცედურები ვერ გაიარა. საბედნიეროდ, ეს ინიციატივა ჩვენ გიდევს კონსტიტუციაში და 2024 წელს განხორციელდება. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გვინდოდა განხორციელებულიყო, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ…

მეტი...

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უნდა გადატყდეს წელში” – მამუკა კაციტაძე

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უნდა გადატყდეს წელში”, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეები“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა. მამუკა კაციტაძის განცხადებით, პროტესტი გულისხმობს ყველაფერს, გზის გადაკეტვასაც, პიკეტირებასაც, საზოგადოების დიდი ოდენობით შეკრებასაც სხვადასხვა ადგილებში. მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი კონსტიტუციური უფლებაა. მისივე თქმით, პოლიტიკური პროტესტი, არა მარტო რუსთაველზე, არამედ ქვეყნის მასშტაბით და საერთაშორისო საზოგადოებასთან სერიოზული მუშაობით უნდა გაგრძელდეს. „პრინციპულად რომ გითხრათ ოპოზიციას უნდა, 2020-ის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანი სისტემით, რასაც ვაპირებდით. ახლანდელ შექმნილ სიტუაციაში არსებობს ორი შესაძლო გზა, ერთი უფრო ვრცელი – ისევ საკონტიტუციო ცვლილებით, რომელიც ალბათ სადღაც მარტამდე გადაიწევს. მეორე, რომელიც შეიძლება ამ წლის ბოლომდე დასრულდეს, ანუ კონსტიტუციაში…

მეტი...

პრეზიდენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის – სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი. დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო სისტემა:…

მეტი...

რუსეთი საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთი საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. “თბილისში რამდენიმე ადგილას ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალების ანტისამთავრობო მიტინგები და დემონსტრაციები იმართება, ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. მოგიწოდებთ თავი აარიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს”, – ნათქვამია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაში.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი “ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება. პარტიის ცენტრალურ ოფისში არიან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც. შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკური გუნდის წევრებიც. როგორც პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, შეხვედრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტებს ეხება. ამასთან, “ქართული ოცნების“ ოფისში დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კონსულტაციები.

მეტი...

“ბექა კვიციანს ჯანმრთელობის მხრივ რთული ვითარება აქვს” – ადვოკატი

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბექა კვიციანს ჯანმრთელობის მხრივ რთული ვითარება აქვს, მას ფსიქიკური არამდგრადობა აღენიშნება. ადვოკატის თქმით, ბექა კვიციანი დანაშაულს არ აღიარებს. “მე გუშინ შევხვდი ბრალდებულს. ის ნაკლებად კონტაქტურია და არ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი საქმის ვითარებას. ერთადერთი თქვა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. იგი არაფერ შუაში არ არის, ამას ამბობს. თუმცა, ის მდგომარეობა რაც მას აქვს, არ აძლევს საშუალებას, რომ ეს საკითხი განავრცოს. ჯანმრთელობის მხრივ რთული ვითარება აქვს. ფსიქიკური არამდგრადობა აღენიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შუამდგმლობა მალე იქნება კანონიერ ვადაში დაკმაყოფილებული და მალე დაინიშნება სათანადო…

მეტი...

„არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე ცდილობდნენ დარწმუნებას, რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი“ – მარიამ ჯაში

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, მარიამ ჯაში, რომელმაც პოლიტიკური თანამდებობა და საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ დატოვა, აცხადებს, რომ უმრავლესობის ლიდერები მის გადარწმუნებას ცდილობდნენ. „გუშინ, სანამ კონსულტაციებს გავდიოდი, არჩილ თალაკვაძეც, ირაკლი კობახიძეც და ჩემი მეგობრები და კოლეგები ცდილობდნენ დარწმუნებას, რომ არ გადამედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სწორედ იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო არალოგიკური,   რეალურად, საზოგადოების ნდობა შეარყია. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.  ფიზიკურად, ვერ ვხედავდი შესაძლებლობას, რომ გამეგრძელებინა უმრავლესობის რიგებში საქმიანობა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რამდენიმე დეპუტატის პოზიცია მისთვის ცნობილი იყო და ყველამ იცოდა, რომ ათამდე დეპუტატს, პროპორციულ…

მეტი...

მედიკოსები ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ

მედიკოსთა საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მედიკოსებმა ერთობლივი განცხადება სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. „მედიცინა საზღვრების გარეშე არსებობს. ჩვენ ვალდებულები ვართ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუტანოთ ნუგეში. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებისთვის. ადამიანს, რომელიც ციხეში ზის, კანონი არ დაურღვევია“, –  განაცხადა ორთოპედთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ნაჭყებიამ. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს,…

მეტი...

პარლამენტთან, აქციის მონაწილეებმა კასრები და შეშა მიიტანეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ორგანიზატორებმა გასათბობად შეშა და კასრები მიიტანეს. ორგანიზატორების თქმით, ეს არის შემოწირულობა და საზოგადოებას სურვილის შემთხვევაში შეუძლია, აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთები მიაწოდონ. აქცია “ყველა ერთის წინააღმდეგ” დღეს 19:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, კარვებში, მთელი ღამით დარჩება, აქციების გაგრძელებას კი მოთხოვნების შესრულებამდე აპირებენ.

მეტი...

საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო. „ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებმა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის (საზღვრის უკანონო კვეთა) შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზი განზრახ გადალახა“, – ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში. ამასთან, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო გამოცემა „კომინფის“ ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, საოკუპაციო რეჟიმმა 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა. მათ შორის არიან 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები ვაჟა გაფრინდაშვილი; 1961 წელს…

მეტი...

“გუნდიდან წასულები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ” – მამუკა მდინარაძე

“გუნდიდან წასულებთან გვქონდა შეხვედრა და საუბარი იმაზე, ხომ არ შეცვლიდნენ პოზიციას, რადგან აშკარად გუშინ ეს იყო სპონტანური, ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ისინი ამას არ აპირებენ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ისინი რჩებიან პარლამენტის ძალიან ღირსეულ წევრებად და კვლავ გააგრძელებენ საქმიანობას, რომელიც ქვეყანას ბევრ რამეში წაადგება. „ხვალ ვიმსჯელებთ უმრავლესობის სხდომაზე და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ თვენახევრის წინ დააანონსა 10 გამოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის მუშაობის გეგმა და ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლოს, მოსახლეობას, საზოგადოებას, ქვეყანას ჩავაბარებთ ანგარიშს. ათივე გამოწვევასთან დაკავშირებით ყველა რეფორმის განხორციელების და ყველა გამოწვევის განხორციელების შესახებ…

მეტი...

„ე.წ. ურჩი დეპუტატების გარიცხვა არ არის მიზანშეწონილი“ – მარიამ ჯაში

საპარლამენტო უმრავლესობის აწ უკვე ყოფილი წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მერიამ ჯაში აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მმართველი გუნდის მხარეს რჩება და პოზიციები ე.წ. ურჩი დეპუტატების გარიცხვასთან დაკავშირებით, პრაგმატული არ არის. „გუშინდელი შედეგი მოულოდნელი იყო. ბუნებრივია, მოულოდნელი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგისთვის ის, რომ 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ვერ იქნა დაცული. თემა რომ ე.წ. ურჩი დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას არ დაემორჩილნენ უმრავლესობას დატოვებენ თუ გარიცხავენ, არც  პრაგმატულია და არც  მიზანშეწონილი. სამწუხაროდ, მივიღეთ ის მოცემულობა. რაც მივიღეთ“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობა დატოვა. როგორც დეპუტატი…

მეტი...

“ჩემი ძმისშვილი მოვნახე და მერე თავად ჩაბარდა პოლიციას” – ემზარ კვიციანი

დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, სამართალდამცველებს ძმისშვილის ადგილსამყოფელი თავად მიუთითა, მისი თქმითვე, ნოდარ ცხადაძესა და ბექა კვიციანს შორის არასდროს ყოფილა კონფლიქტი. “მთელი ოჯახი განადგურებული ვართ. იმ ოჯახმა ერთი დაკარგა და ჩვენ ორი დავკარგეთ. ერთი ჩვენი და მეორე ჩვენი ნათლიმირონი. ჩემი ძმისშვილი მოვნახე, დავაბინავე და მერე თავად ჩაბარდა პოლიციას. ეს ბიჭები ერთად გაიზარდნენ და ჩემს ძმისშვილს ყველასთან უჩხუბია გარდა მაგისა, არასოდეს ერთმანეთთან კამათი არ ჰქონიათ”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა. შეგახსენებთ, ბექა კვიციანს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. მოკლულ ნოდარ ცხადაძეს 14 ნატყვიარი ჰქონდა. მისი მეგობარი და ბავშვის ნათლია ბექა კვიციანი საქმეზე ამ…

მეტი...

“ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა რატომაც არა” – გიორგი ვოლსკი

” არც პროპორციული და არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ, რომ ვიცით, ვისთვის ვმუშაობთ,” – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. დეპუტატის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ვადამდელი არჩევნების ჩატარება რთული იქნება. “იყო მოსაზრებები, თითქოს ხელისუფლება თავად ითხოვს და მიჰყავს ყველაფერი რიგგარეშე არჩევნებამდე. ჩვენთვის ეს არ არის მიზანი, ქაოტურ და სკანდალურ ატმოსფეროში არჩევნების ჩატარება რთული იქნება, თუმცა რატომაც არა. დათანხმებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ, მაგრამ შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას, მე ვერ გეტყვით. “ქართულ ოცნებას” პასუხისმგებლობა აქვს ქვეყანაში სტაბილურობაზე. არაა ჩვენს ინტერესებში…

მეტი...

“შემეძლო, ასეთი ემოციური გადაწყვეტილება მეც მიმეღო გუშინ” – რომან კაკულია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის უმრავლესობას ტოვებს. რომან კაკულიას განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გაერთიანებით, უკეთესი მოცემულობის შექმნას ვერ ხედავს. “შემეძლო, ასეთი ემოციური გადაწყვეტილება მეც მიმეღო გუშინ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. იმ ადამიანებს, რომლებიც გარეთ დგანან, მიუხედავად იმისა, როგორი ტერმინებით მოგვიხსენიებენ, დამიტოვეთ უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ მაგათი გაერთიანებიდან უკეთესი მოცემულობის შექმნას ვერ ვხედავდე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო უპრიანი იქნება, დღეს ვეცადოთ გუნდის შიგნით გავაძლიეროთ მოცემულობა“ – განაცხადა რომან კაკულიამ

მეტი...

“დახურულ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მე და ჩემმა კოლეგებმა შეურაცხყოფა მივაყენეთ აქციის წევრებს” – მამუკა მდინარაძე

„ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრორუსულ ძალებთან ერთად დაორგანიზებულ აქციას გააკრიტიკებს ვინმე, ეს სპეკულიურებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ “, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, სხვადასხვა დახურულ ჯგუფში „ქართული ოცნების“ წევრების შესახებ „ფეიქ ნიუსები“ ვრცელდება. მისი თქმით, აქციაზე მდგომი საზოგდოებისთვის შეურაცხყოფა, უმრავლესობის წევრებს არ მიუყენებიათ. „სპეკულირებენ, რომ თითქოს გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა – ხალხი იქ კი არ არის, ჩვენს უკან დგას-ო. ასეთი რამ მას არ უთქვამს. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრორუსულ ძალებთან ერთად დაორგანიზებულ აქციას გააკრიტიკებს ვინმე, ეს სპეკულიურებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად დღეს, მთელი დღე სხვადასხვა დახურულ ჯგუფში…

მეტი...

“კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, კრიზისი არ გვექნება” – არჩილ თალაკვაძე

“2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს”, – აღნიშნული განცხადება არჩილ თალაკვაძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის მაჟორიტარული არჩევნები, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. მისი თქმით, არჩევნებში გასამარჯვებლად, ხალხის ნდობაა საჭირო და არა პროპორციული საარჩევნო მოდელი. “სამწუხაროა, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა. 2020 წლის არჩევნები, მინდა დაგარწმუნოთ, ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. არჩევნებს ხალხის ნდობა…

მეტი...

„ამ ადამიანებს, არა თუ ქვეყანაში, სახლშიც აკრძალული აქვთ ამბოხი“ – დავით ჭიჭინაძე

„ქართულ ოცნებას“ არანაირი მორალური მუხრუჭი არ გააჩნია.  მათ შეუძლიათ, დღეს დაგვპირდნენ და ხვალ არ შეასრულონ. როცა ხალხს დაჰპირდები და მერე მოატყუებ,  უკვე შენს სიტყვას ფასი ეკარგება“ –  ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ნურც ერთი პოლიტიკური ძალა ნუ შეეცდება, სირაქლემის პოზიციაში დადგეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდოდა და მართლა ვერ გაიტანა. ესაა ზღაპარი. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ შეთავაზებას, კონსტიტუციის პროექტის ხელახლა შეტანასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ამას აზრი არ აქვს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“,  გუშინ პასუხი გასცა, რომ რეგლამენტი, კონსტიტუცია არ ითვალისწინებს მსგავს ცვლილებებს. რაც არ უნდა ვარიანტი შევთავაზოთ, ისინი…

მეტი...

“საკუთარ თავს “ქართულმა ოცნებამ” ხარაკირი გაუკეთა” – ეკა ბესელია

“პირადად ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე ამხელა ტვირთი რომ აიღო, ამას რით გაანეიტრალებს, ვერ წარმომიდგენია” – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების თაობაზე განაცხადა. დეპუტატის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით, “ქართულმა ოცნებამ” როგორც ქვეყანას, ისე საკუთარ პარტიას ზიანი მიაყენა.  “როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, უარყოფითად გაფასებს და აკრიტიკებს ქვეყანას, ამით ქვეყანასაც აყენებ ზიანს. საკუთარ თავს “ქართულმა ოცნებამ” ხომ ხარაკირი გაუკეთა”, – განაცხადა ბესელიამ. ეკა ბესელიას განცხადებით, პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აქციებმა არაკონსტიტუციური სახე არ მიიღოს თუმცა, ჯგუფები, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსების კონტროლის ქვეშ, შესაძლოა, მათ არ დაემორჩილონ.…

მეტი...

“ქართული ოცნება” ხვალ უმრავლესობის სხდომას გამართავს

ხვალ, 11 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. “2020 წელს ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვის ანდობს თავის მომავალს. ვწუხვარ, რომ ჩვენმა თანაგუნდელებმა მიიღეს გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების, თუმცა, პატივს ვცემთ მათ. ხვალ, გვექნება უმრავლესობის სხდომა. ჩვენ, აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ პასუხისმგებლობას მომავალზეც” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მეტი...

„ჩვენ და იმ პარტიებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, ერთი მიზანი გვაქვს, „ოცნება“ უნდა წავიდეს“ – გიორგი ლომია

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, ვადამდელი არჩევნები რეალურია და ის დღეს ორ პოლიტიკურ სუბიექტს აძლევს ხელს – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისინი აქციას უერთდებიან და ხელისუფლება უნდა გადადგეს. „ვადამდელი არჩევნები იქნება თუ არა ჩვენთვის სულ ერთია, მაგრამ, მაგრამ, ვის შეიძლება აწყობდეს? ვის და “ქართულ ოცნებას”  და გარკვეულ წილად “ნაც მოძრაობას”.  ჩვენი ამოცანაა ხელისუფლების გადაყენება – ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ჩვენ და იმ პარტიებს, რომლებიც ქუჩაში დგანან, ერთი მიზანი გვაქვს, უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის არასწორად გადადგმული ნაბიჯები, უნდა დავამარცხოთ ივანიშვილიც და “ოცნება”…

მეტი...

“აქციებზე დგომას არ ვაპირებ. ქუჩის პროცესი ჯანსაღი და სწორი არაა ქვეყნისთვის” – თამარ ჩუგოშვილი

“არ ვიცი რამდენად არსებობს ჯერ კიდევ სივრცე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სერიოზულად ვილაპარაკოთ”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელმაც რამდენიმე დეპუტატთან ერთად გუშინ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობა დატოვა. კითხვაზე, თუ „პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას მოახდენს, რა პერსპექტივა ექნება მას, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს, თუ საკითხი ხელახლა დადგება დღის წესრიგში, მხარს დაუჭერს. „ძალიან გამიხარდება და მხარს დავუჭერ, თუ ხელახლა დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუშინ პარლამენტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პასუხი გაეცა კითხვას, საარჩევნო სისტემას ქვეყანა ცვლის თუ არა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება…

მეტი...

„ბიუჯეტი ჩავარდება, მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები“ – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი,  „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება და ეს სწორედ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. როგორც ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტი დასამტკიცებელია, რაც ვერ დამტკიცდება და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. „არჩევნებისთვის მომზადებას სჭირდება დრო. ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” რაც გააკეთა, გააკეთა თავის სასიკეთოდ, რადგან  დააჩქარა პროცესები. დღეს მხოლოდ რამოდენიმე პარტიაა საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად – “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნება” და ხაზარაძე თავიანთი ფულადი და მედია რესურსებით. სხვა პარტიები გარკვეული თვალსაზრისით თუ მიეკედლებიან მათ მოწყვეტილნი იქნებიან პოლიტიკური პროცესისგან. ვადამდელი არჩევნები სწორედ იმ…

მეტი...

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს და არსებული სიტუაცია განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეუთო-ს რეკომენდაციების გარშემო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის მიმდინარე პროცესს და შესაძლებლობებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივამ პარლამენტში საკმარისი ხმები ვერ მიიღო, 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება და მზადყოფნა გამოხატა – ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს.

მეტი...

„ძალიან რთულია წინაღობის გადალახვა და აქციაზე მისვლა“ – პროტესტს „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ბექა ნაცვლიშვილიც უერთდება (ვიდეო)

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს უერთდება, თუმცა, გარკვეული წინააღმდეგობების გამო, ფიზიკურად, აქციაზე ვერ მიდის. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გათვლაც სწორედ ის იყო, რომ აქციაზე ბევრი იმ მიზეზით არ შეუერთდებოდა, რომ ის „ნაც. მოძრაობა“ იდგა. „ვუერთდები, ამ აქციას, შეერთებული ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ძალიან გამიჭირდება, ამ წინაღობის გადალახვა და იქ მისვლა.  შეიძლება, იქ არიან ადამიანები, ვისაც „ნაც. მოძრაობა“ გულზე ეხატება, ან გადაიტანეს „ნაც. მოძრაობის“ მიმართ უარყოფითი განწყობები. პროპორციული არჩევნების ირგვლივ გაერთიანებასთან დაკავშირებით მე მათთან ვარ.…

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობა “კონსერვატორებმაც”დატოვეს

საპარლამენტო უმრავლესობის რიგები 6 დეპუტატისგან შემდგარმა “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ​ ფრაქციამაც დატოვა. აღნიშნული ფრაქციის წევრები არიან: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე. როგორც ძიძიგურმა განაცხადა, „კონსერვატორები“ არ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. “პოლიტიკურად და მორალური თვალსაზრისითაც ესაა გაუმართლებელი. მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგების დატოვების და თანამდებობის დატოვების შესახებ და ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშესაც, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ. ჩვენი იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც საქართველო ბოლო 8 წელია…

მეტი...

„ეს არის საქართველოს უკრაინიზაცია, პოლიტიკოსები გაერთიანდებიან ფულადი რესურსის ირგვლივ“ – ბექა ნაცვლიშვილი

„რასაც ვაკვირდები, ეს არის საქართველოს უკრაინიზაცია.  პოლიტიკოსები გაერთიანდებიან ფულადი რესურსის ირგვლივ. ეს იქნება ოლიგარქების პოლიტიკა. ხაზარაძე შემოდის პოლიტიკაში, ერთი ოლიგარქი უკვე შემოსულია პოლიტიკაში, მესამე ოლიგარქიული ძალა  “ნაციონალური მოძრაობის” სახით და სახეზეა ფულისა და ელიტის დაპირისპირება“ – ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. არსებული მოცემულობიდან, დეპუტატი ფიქრობს, რომ პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ფასი დაკარგა. „ის სიკეთეები, რაც პროპორციულ სისტემას უნდა მოეტანა პატარა, მშრომელებზე, სიღარიბის აღმოფხვრაზე ორიენტირებული პარტიებისთვის, მათთვის პოლიტიკური სივრცე ისევ დაიხურა. ჩვენ, პროპორციულ სისტემას ვუჭერდით მხარს არა იმიტომ, რომ ეს სისტემა უბრალოდ კარგია, არამედ იმიტომ, რომ სხვა,…

მეტი...

„საპროტესტო აქციების ფონზე, შესაძლოა, „ოცნებამ“ გადაწყვეტილება შეცვალოს, 20 ივნისი მონაგონი იქნება“ – გიორგი ლომია

„დღესვე, პარლამენტში დარეგისტრირდება საკონსტიტუციო პროექტის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი.  თუ “ქართული ოცნება” კიდევ არ გადაუხვევს თავის დანაპირებს, რაშიც ეჭვი მეპარება, ერთი რიგგარეშე სხდომა შეიძლება დასჭირდეს და პროპორციული საარჩევნო სისტემა გვექნება“ – ეს განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც  გიორგი ლომიამ აღნიშნა, თუ პოლიტიკური ნება იქნება, ქუჩაში დაწყებული პროცესები ისევ საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. „ამ კანონპროექტის განხილვა მოესწრება საგაზაფხულო სესიამდე. შესაძლებელია დაჩქარებული წესითაც მოხდეს მისი განხილვა. შეიძლება,  ერთი რიგგარეშე სხდომა დასჭირდეს. მოლოდინი მინდა მქონდეს, რომ კანონპროექტი არ ჩავარდება, მინდა რომ მჯეროდეს. რაც ხდება ქუჩაში, უნდა იყოს მანიშნებელი…

მეტი...