პარლამენტთან, აქციაზე კარვები გაშალეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვები მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან. მათ ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ. აქციის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ. ცოტახნის წინ მათ მოთხოვნები გააჟღერეს, რომელიც 3 პუნქტს მოიცავს.

მეტი...

საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები ცნობილია

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პარალელურად, თბილისის გარდა, აქციები იმართება ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. აქციის მონაწილეების მოთხოვნები სამ პუნქტს მოიცავს: ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა; გარდამავალი მთავრობა დაკომპლექტდეს ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით – ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი; თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის პირობებში. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. 

მეტი...

„მოიტანეთ პლედები, ცხელი ყავა, ცხელი ჩაი“ – აქციის ლიდერები მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წასვლას არ აპირებენ და მოსახლეობას დახმარებას სთხოვენ. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს, მათი მიზანია, არ დაიშალონ, რუსთაველის გამზირი იყოს გადაკეტილი და მთელი ღამე ის გაატარონ. „გთხოვთ, მოგვიტანოთ პლედები, ცხელი ჩაი, ცხელი ყავა, ამაღამ ყველანი ვრჩებით აქ“ – მიმართეს პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.

მეტი...

შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა „კონსერვატორებმაც“ დატოვონ

„საპარლამენტო უმრავლესობას“ საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და კოლეგების გადაწყვეტილებას პოლიტიკური თანამდებობისა და მმართველი გუნდის დატოვების შესახებ, ნაჩქარევ, ემოციურ გულზე მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. „გვქონდა კონსულტაციები ჩვენს თანაგუნდელებთან, ვინც გააკეთა განცხადება უმრავლესობის დატოვების შესახებ დატოვეს თანამდებობები. ისინი არიან ჩვენთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანები, რომლებიც გუნდისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდნენ. ეს იყო ნაჩქარევი, ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება. ხვალ, „კონსერვატორები“ აკეთებენ განცხადებას და ძალინ სამწუხარო იქნება, თუ ისინიც გამოგვაკლდებიან“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაიშლება: „საპარლამენტო უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არანაირი…

მეტი...

“შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება სუბიექტურად უფრო მომგებიანი იყოს. კობახიძის თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ, შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება სრული პროცედურის დაცვით. “გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფორმატში, რა ფორმატშიც მიიღება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ვერ მოგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა. რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის სუბიექტურად მხოლოდ მომგებიანი შეიძლება იყოს, თუმცა ეს არანაირად არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 31 ოქტომბერს და ყველა პარტიას მოვუწოდებთ, ამ მიზნით ვიმოქმედოთ, ჩვენ სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს”, – ამბობს კობახიძე. პირველი მოსმენის შემდეგ, შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება სრული პროცედურის დაცვით. ამ შემთხვევაში,…

მეტი...

ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმეზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბექა კვიციანი დააკავა. გამოძიება ემზარ კვიციანის ძმიშვილს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნოდარ ცხადაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ცხადაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

პარლამენტში მობილიზებულია პოლიცია   

პარლამენტთან და სახელმწიფო კანცელარიასთან უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. პარლამენტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრს იცავს პოლიცია. ადგილზეა კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია და როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სპეცდანიშნულების რაზმიც. პარლამენტთან კონტროლი ჯერ კიდევ დილიდან იყო გამკაცრებული, როცა შენობაში შემსვლელებს საბუთებს პარლამენტის გარე პერიმეტრზე უმოწმებდნენ. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩავარდა და პარლამენტის შენობასთან საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. პარლამენტის შენობაში არავის უშვებდნენ, შემოსვლიდან გამომსვლელებს კი პარლამენტის შენობის წინ გადაადგილებას უზღუდავდნენ. ამ წუთებში, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელი და ჭიშკარი, სპეციალური რკინის ურდულებითა გამაგრებული     

მეტი...

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ლელა აქიაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლად ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ლელა აქიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანია ადამიანი და მისი დაცვა. „დღეს ჩვენ ვნიშნავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ეს გახლავთ ქალბატონი ლელა აქიაშვილი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გაააქტიურებს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ადმინისტრაციის მუშაობას. ასევე, გააქტიურდება ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო, სამწუხაროდ. ადამიანის უფლებათა სამდივნოც ასევე გააქტიურდება. ყველას ძალიან კარგად გვესმის და არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი დაცვა. ამიტომ​ ​ქალბატონი ლელა…

მეტი...

„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს ახალ საარჩევნო კანონპროექტს სთავაზობს

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პარლამენტს ახალ საარჩევნო კანონპროექტს სთავაზობს. როგორც ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, 0,67 პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი შეიცვლება ბუნებრივი ბარიერით – 0,7% . ამასთან, ირმა ინაშვილმა საპროტესტო აქციებიც დაანონსა. პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. „აქციების პირველი და მთავარი მოთხოვნა იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება. თუკი გაიაზრებენ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებას, ეძლევათ შანსი, დაჩქარებული წესით მიიღონ ჩვენის საკანონმდებლო ინიციატივა. ამავდროულად, დაწყებულია აზრთა მიმოცვლა პოლიტიკურ სპექტრში. მოგეხსენებათ, ყველა პარტია გადასულია საპროტესტო რეჟიმში. უნდა ჩამოვყალიბდეთ…

მეტი...

„ბატონ ბიძინას მინდა, ბოდიში მოვუხადო, ის არის ჩემი გუნდის ლიდერი, ვფიქრობ, ნაწყენია ჩემზე“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი მისი გუნდის ლიდერია და მან პოლიტიკა სწორედ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაიწყო. მისივე თქმით, კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.         “ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ამისი არც საჭიროება არსებობს, არც პირობა და არც აუცილებლობა. ბატონ ბიძინას მინდა, ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რომ მე მისი აზრის წინააღმდეგ წავედი. მე მის წინააღმდეგ არასოდეს წავალ. ჩემს განცხადებაშიც ჩანდა ეს, რომ თუ მე დავტოვებდი უმრავლესობას, დავტოვებდი მანდატსაც, რადგან მე სხვა გუნდში არ გადავალ. მე პოლიტიკა დავიწყე ბატონ…

მეტი...

“საპროტესტო აქციები კი არა, ეს იქნება ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა” – დავით ჭიჭინაძე

„პოლიტიკამ დღეს პარლამენტი დატოვა და ის გადაინაცვლებს ქუჩაში. საპროტესტო აქციები კი არა, ეს იქნება ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა, ამიტომ მნიშვნელობა აღარ აქვს  ვინ გადადგება”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. „ამბოხებული“ მაჟორიტარები, არა თუ ბიძინა ივანიშვილს, არამედ თავისი რაიონის სუს-ის ხელმძღვანელობასაც კი ვერ უწევენ წინააღმდეგობას. “აქ ჩვენ, საზოგადოებამ, ხალხმა უნდა დავიბრუნოთ ღირსება იმისთვის, რომ პოლიტიკოსებს ერთხელ და სამუდამოდ ვასწავლოთ ჭკუა, რომ მათ დაპირების შესრულება ისწავლონ. რადგან მოტყუება, ფლიდობა, სიცრუე  გახდა პოლიტიკოსების სახე ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ე.წ. „ამბოხებულ“  მჟაორიტარებს, მათ სიას რომ გადახედავ, ესენი არა თუ…

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას “ქართული ოცნების” დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის. “ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში გაგრძელდეს წინსვლა საქართველოს…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის.  კალაძის თქმით, საბოლოოდ ყველაფერი მოსახლეობის გადასაწყვეტია. „ზოგადად აბსტრაქტულია, რომ მოსახლეობა ითხოვს პროპორციული არჩევნების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის. იმის მიუხედავად, რომ იმ ადამიანების რიგებში ვარ, ვინც მხარს უჭერდა პროპორციული არჩევნების შემოღებას, შერეული სისტემაც არის დემოკრატიული. ასე რომ, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტია“ , – განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, დიმიტრი ხუნდაძემ ბიძინა ივანიშვილი დაამარცხა? – კალაძე პასუხობს: „რატომ, დიმიტრი ხუნდაძე იყო ის ერთი…

მეტი...

“ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ემსახურება გამოსავლის მოძებნას, როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება” – მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული, შეიცავს სრულ ფარსს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ემსახურება გამოსავლის მოძებნას, როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება”, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საქართველოში ახალგაზრდების პროტესტის შედეგად საზოგადოებამ მიიღო დაპირება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. „ბოლო სამი დღეა, ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ამ საკითხის სხვადასხვანაირად ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს სპექტაკლი, არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული და შეიცავს სრულ ფარსს, საზოგადოების შეყვანას შეცდომაში, მის გაუგებრობაში გადაყვანას. რაც…

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა. განცხადება მან ამის შესახებ ცოტახნის წინ გააკეთა. “მე ვტოვებ უმრავლესობას და ვტოვებ განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ ის პირობა, რომელიც მივეცით საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, იყო პრინციპული, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ და ზაზა ხუციშვილმაც დატოვეს. დღეს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი…

მეტი...

“იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას” – ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებას. განცხადებას “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო. საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომელიც დიქტატორულად მართავს პროცესებს” – გია ვოლსკი

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც სიტუაციას აფასებს. ის არ არის ადამიანი, რომელიც დიქტატორულად მართავს პარტიის შიდა პროცესებს“ – გიორგი ვოლსკი „მედიაცენტრ მთავართან“.

მეტი...

დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს უხდის (ვიდეო)

“ბოდიშს ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი აზრის წინააღდეგ წავედი” – განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავარს”

მეტი...

ოპოზიციის “სირენა” პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ (ვიდეო)

მას შემდეგ რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, “რუპორი” ჩართო, რომელიც სპეციალურ ხმას გამოსცემდა და სხდომა ჩაშალა. ვითარება პარლამენტში საკმაოდ დაიძაბა. დეპუტატებმა ერთმანეთს კანონპროექტები შეაყარეს.

მეტი...

“ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას – მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში” – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მოსახლეობას პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ულოცავს და ამბობს, რომ ეს არის საშუალება, მოსახლეობამ, განსაკუთრებით რეგიონებში, საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ხმა მიაწვდინოს. “ნაციონალურ მოძრაობას” დესტრუქციული გეგმები ჩაეშალა. ქვეყანა გააგრძელებს გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურ განვითრებას. დღეს, პარლამენტმა უარი თქვა მოკლევადიან, მოჩვენებით სიმშვიდეზე. ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს და რეგიონის მოსახლეობას, რომ მათ ეყოლებათ საკუთარი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. კონტაქტი მოსახლეობასა და საქათველოს პარლამენტს შორის არ შეწყდება, გრძლევადიან პერსპექტივარში, სტაბიულური და ძლიერი ხელისფლება გვეყოლება” – განაცხადა საპარამეტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ “მედიაცენტრ მთავართან” შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო, რაც იმას…

მეტი...

თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკური თანამდებობა დატოვა – შეფასება “მედიაცენტრ მთავართან”

„პარლამენტში ვიქნები თუ არა, მეორე ხარისხოვანია. დავტოვე უმრავლესობა და არც საპარლამენტო მანდატის დატოვების პრობლემა მაქვს“ – განუცხადა თამარ ჩუგოშვილმა „მედიაცენტრ მთავარს.“

მეტი...

შვიდი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამეტო უმრავლესობას ტოვებს

თამარ ჩუგშვილმა, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფო ქაცარავამ, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. მათ საგანგებო განცხადება, კენჭიყრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

მეტი...

“გვქონდა სერიოზული კამათი, გუნდის არცერთი წევრი არ უნდა დავკარგოთ” – მამუკა მდინარაძე (ვიდეო)

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დეპუტატის გადარწმუნება მოახერხა. 

მეტი...

ლევან გოგიჩაიშვილის კომენტარი, პარლამენტში სხდომის დაწყებამდე

“პროცესი თავიდან ბოლომდე კონტროლის ქვეშაა. კანონპროექტის ჩაგდება ქვეყნის მტრების ინტერესშია” – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი “მედიაცენტრ მთვართან”

მეტი...

მაჟორიტარები, სავარაუდოდ, პარტიას შექმნიან – ლევან კობერიძე (ვიდეო)

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე არ გამორიცხავს, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღდეგნი არიან პარტია “მაჟორიტარები” შექმნან. აღნიშულთან დაკავშირებით განცხადება, ლევან კობერიძემ პარლამენტში “მედიაცენტრ მთავართან” გააკეთა.

მეტი...

პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, დღეს, ორჯერ გადადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი 12:00 საათზე უნდა უყაროს. ამ წუთებში, უმრავლესობის წევრები ისევ თათბირობენ. დეპუტატთა ერთი ნაწილი კანონპროექტის ჩაგდებას აანონსებს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ მათ მოსახლეობას პირობა მისცეს, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე იტყოდნენ უარს და პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდნენ და ეს უნდა შესრულდეს.    პარლამენტის წინ, გუშინ საღამოს დაწყებული საპროტესტო აქცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, დღესაც გაგრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. კერძოდ, პარლამენტის დაცვის სამსახური პარლამენტში შემსვლელებს არა შენობის შიგნით, არამედ შენობის შესასვლელამდე ქუჩაში ამოწმებს და მათ საბუთებს სთხოვს. პარლამენტი შენობაში გამკაცრებულია მათი შესვლა, ვისაც პარლამენტის მოწმობა ან აკრედიტაცია…

მეტი...

ბორჯომში, სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბორჯომში პლატოს ტერიტორიაზე სანიტარულ ჭრებს ახორციელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სანიტარული ჭრემის დანიშნულება, დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას. „სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი – მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი,” – განაცხადეს უწყებაში ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარული ჭრების პარალალურად ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, ეროვნული სატყეო…

მეტი...

„პეტრე არ არის მეუფე, სარია საერთოდ ვინაა არ ვიცი, ისინი ჭორაობენ“ – საპატრიარქოს იურისტი

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე პეტრეს მეუფეს სტატუსი არ გააჩნია. რაც შეეხება მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას, როგორც ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხდა, მათ ჭორაობაზე სინოდი ვერაფერს განიხილავს. „ყოფილ მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ვთქვი ჩემი პოზიციაა, რომ დღეის მდგომარეობით, ის არ არის მიტროპოლიტის, მეუფის, ეპისკოპოსის სტატუსის მატარებელი. თუ ის მოინანიებს სინოდს შეუძლია, აღუდგინოს მას მიტროპოლიტის ხარისხი, ანუ ეპისკოპოსის, რომელსაც ჩვენ მეუფეს ვეძახით. მას ეპისკოპოსის სტატუსი გაუქმებული არ აქვს,  აქვს შეჩერებული“, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ „მედიაცენტრ მთავართან“. რაც შეეხება მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას განცხადებას „მედიაცენტრ მთავარში“, რომ მხილება მანამ გაგრძელდება, სანამ სასულიერო პირები ბრალდებების განხილვას…

მეტი...