დედაქალაქის სკოლებში, შინაური ცხოველების შესახებ, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ტარდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დედაქალაქის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს ატარებს.  პროექტის მიზანია, მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება.  გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; რა უფლებები აქვს ცხოველს; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“; რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; რა პასუხისმგელობა აქვს ცხოველის პატრონს; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან…

მეტი...

“სასწრაფოდ ბრეგაძეს რამე „გაუჩალიჩეთ“ ან რაიმე იპოვეთ რომ დავაპატიმროთო” – სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენზე

„სახალხო დამცველად წოდებული ნინო ლომჯარია თურმე ისტერიკაშია და ისტერიულად ითხოვს ჩემს დაპატიმრებას. საინტერესოა არა? სახალხო დამცველი უმიზეზოდ ითხოვს მოქალაქის დაპატიმრებას და ისტერიულად ყვირის „სასწრაფოდ ბრეგაძეს რამე „გაუჩალიჩეთ“ ან რაიმე იპოვეთ რომ დავაპატიმროთო”, – აცხადებს „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე. ბრეგაძე სახალხო დამცველისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. „ყოველივე არის ჩემი უფლებების უხეში დარღვევა, რის გამოც, წესით, უნდა მივმართო სახალხო დამცველს, თუმცა, როგორ მივმართო სახალხო დამცველს, როდესაც ის თავად ითხოვს, რომ “რამე გამიჩალიჩონ” და უკანონოდ დამაპატიმრონ? სასაცილოა, ძალიან სასაცილოა, მაგრამ სამწუხაროდ სატირლად გვაქვს საქმე. რაც არ უნდა მოიმოქმედოს, ლომჯარიას მოუწევს ბოდიშის მოხდა და პასუხისგება…

მეტი...

პარლამენტში კენჭისყრა ჩაიშალა, დეპუტატები ხვალ შეიკრიბებიან  

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხება და რომელზეც დეპუტატებს კენჭი დღეს უნდა ეყარათ, ჩაიშალა. სანამ საკითხი კენჭისყრაზე გავიდოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს არაერთგზის მიმართა და სთხოვა, უმრავლესობის ფორმატში შეკრებილიყვნენ და ეთათბირათ. „აქ სათამაშოდ არ ვართ, კითხვები დაისვა, რასაც პასუხები სჭირდება. რადგან დროც იწურება და დღეს ვერ ვასწრებთ, გთავაზობთ, საკითხი უმრავლესობის ფორმატში განვიხილოთ და შევთანხმდეთ ქვეყნის სწორ განვითარებაზე,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.    დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ორჯერ მიმართა და  მოითხოვა კენჭისყრის გადადება, თუმცა, პირველ ჯერზე, არჩილ თალაკვაძისგან უარი მიიღო.    დიმიტრი ხუნდაძეს…

მეტი...

„რატომ ვართმევთ მოქალაქეებს უფლებას, ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში?“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა და რადენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა სთხოვა. დეპუტატი ხუნდაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლით ქვეყანა ქაოსის წინაშე დადგება. „მე არ ჩავეწერე კითხვებში პირველი, რათა მომესმინა ჩემი კოლეგების დამოკიდებულება, თუმცა, ჩემთვის არ იყო უცხო და ვფიქრობ არც თქვენთვის. ბატონო ირაკლი, მე თქვენ პატივს გცემთ, პატივს ვცემ თქვენს განათლებას. თქვენ შექმენით წიგნი „კონსტიტუციური სამართალი“ რაც ძალიან საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი კითხვების საფუძველი კიდევ უფრო გამყარდა როცა გავეცანი თქვენს ნაშრომს. უმრავლესობის სხდომაზე, მე თქვენი წიგნით…

მეტი...

“პოლიტიკურ სანაგვეზე მიგიჩენთ ადგილს” – სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას ემუქრება

დღეს, სახალხო დამცველის ოფისთან “ქართული მარშის” წევრები შეიკრიბნენ. ისინი  ნინო ლომჯარიას მოადგილესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. შენობაში შესვლის უფლება სანდრო ბრეგაძეს დაცვამ არ მისცა, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა. საპატრულო ეკიპაჟმა ტერიტორია თავად ბრეგაძეს დაატოვებინა. “ქართული მარში” მოითხოვს, სახალხო დამცველმა ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ბავშვების მონაწილეობის საკითხი შეისწავლოს.  “მომისმინე ლომჯარია, ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში. ვერავინ ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლებების განხორციელებაში. შენ და შენს აფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი. ეს არის პოლიტიკური სანაგვე”, – განაცხადა ბრეგაძემ. “ქართული…

მეტი...

„დაანებეთ პოლიტიკურ მელაკუდობას თავი. ყველას მოვუწოდებ, ქუჩაში გამოვიდეს“ – ირმა ინაშვილის მუქარა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი დეპუტატებს მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკურ მელაკუდობას თავი დაანებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხს ქუჩაში გამოიყვანს.    „აქ არავინაა პატარა ბავშვი. აქვს თუ არა ადგილი პოლიტიკურ მელაკუდობას თუ რა ხდება? პოლიტიკურ მელაკუდობას ვხედავ და პოლიტიკური მელაკუდობის ნიშნებს ვხედავ. ახლავე გვითხარით, უნდა ჩააგდოთ ეს კანონპროექტი თუ არ უნდა ჩააგდოთ. ნუ გვეთამაშებით და ნუ ეთამაშებით ქართველ ხალხს. კითხვა მერე: აი, რომ ჩააგდებთ, ჩუმჩუმად რომ გადიხართ და ერთმანეთში ლაპარაკობთ, არ განიხილეთ თქვენს გუნდში? ირაკლი კობახიძე უპირისპირდება მისვე გუნდს? ეს რას გაქვს, რას ნიშნავს? მომზადებულები და შეჯერებულები არ უნდა მობრძანდეთ პარლამენტის სხდომაზე“…

მეტი...

“არ მჯერა, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება” – ზვიად ძიძიგური საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

„პეტრე ცაავას რეციდივი თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს იყო მარტო ერთი კაცის მიერ დაგეგმილი გალაშქრება პატრიარქის წინააღმდეგ და საპატრიარქოს წინააღმდეგ, მე ამის არ მჯერა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პეტრე ცაავას ჰყავდა პოლიტიკური თანამოაზრეები. “ვინ არიან ეს პოლიტიკური თანამოაზრეები, ძნელი მისახვედრი არ არის იმიტომ, რომ ეს პერსონა იყო იდენტიფიცირებული “ნაცმოძრაობასთან” წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – აცხადებს ძიძიგური. მისივე თქმით, საპატრიარქოში განვითარებული პროცესების ანალიზის შედეგად, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა ის შტურმი, რომელიც მიმართულია ეკლესიისკენ. „ერთ-ერთი…

მეტი...

დღეს და ხვალ საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერიის ინფორმაციით, დღეს 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მეტი...

პარლამენტმა ოპოზიციის კანონპროექტი, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩააგდო

32 მომხრე, 55 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტი, რომლის თანახმადაც  2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს საარჩევნო ბლოკებისა და შესაბამისი ბარიერის მეშვეობით, ჩააგდო. კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. უმრავლესობას კანონპროექტის გასატანად საჭირო მინიმუმ 113 ხმა არ აქვს და შესაბამისად კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება. ოპოზიცია თანახმაა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, თუმცა მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი.

მეტი...

“ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ, აქ მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი” – თამთა თოდაძე

სექსუალური ძალადობის მცდელობაში ბრალდებული, დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ დაზარალებული, თამთა თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ აპირებს წასვლას, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს.  მისი თქმით, თოდაძე აპირებს თქვას, რომ მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. „ესეც არ გამოუვათ, ადამიანებს უნდა დავანახო ყველაფერი და დავამტკიცო, გავშიფრო სცენარი. ჯერ სად ხართ, შოუ ახლა იწყება, პროცესები 2 დეკემბრიდან განახლდება”, – აცხადებს კუბლაშვილი. თავად თამთა თოდაძე კი ამ ინფორმაციას უარყოფს. თოდაძე განმარტავს, რომ ის ქვეყნის დატოვებას არ გეგმავს და საკუთარი სიმართლე აქვს დასამტკიცებელი. „რის საფუძველზე ან რა ფაქტებით საუბრობს მარიამ კუბლაშვილი? რომელი ქვეყნის საკონსულოსთან…

მეტი...

„კაკოია ბობოხიძე ეძახე ბებიაშენს“ – დეპუტატი დეპუტატს

პარლამენტში დუღილის ტემპერატურამ პიკს მიაღწია. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ფიზიკურ თუ სიტყვიერ დაპირისპირებებში, დღეს, ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. ფოფხაძე-ბერაია; გოგიჩაიშვილი-ლურსმანაშვილი, ბობოხიძე-ყაველაშვილი დაპირისპირებაში დღეს ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.      დეპუტატები კაკო ბობოხიძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგას კაკოია ბობოხიძე-თი მიმართა. „20 ივნისს, დავინახეთ ყველამ, რისი გაკეთება უნდოდათ. შიგნით გამაგრებულები იყვნენ რომან გოცირიძე და მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით და გარეთ რა დღეში იყვნენ. მგრამ, როგორც კი ძალას კარგავენ, ქილიკს და სიცრუის ტირაჟირებას მიმართავენ. როგორც აგერ კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებს“ – განაცხადა პარლამენტია ტრიბუნიდან სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, რასაც…

მეტი...

თბილისის ზღავზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, თავად ბექა კვიციანს კი, ორი დღეა ეძებენ

თბილისის ზღვაზე 36 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 16 სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული ისნის ავტობაზრობაზე მუშაობდა. დეპუტატ  ემზარ კვიციანის თქმით, თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის მეგობარია. ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.  “არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ, ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ…

მეტი...

პროკურატურამ პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურამ 2 პირი დააკავა, ერთის მიმართ კი ბრალდების დადგენილება გამოიტანა. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტი ედებათ. აღნიშნული პირები  კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი, ილია გამგებელი და ლევან ქარდავა არიან. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: “2006 წლის ივნისი-ივლისის თვის პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ბიზნესმენ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიმართ გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე. აღნიშნული ქმედებები უკავშირდებოდა მის პოლიტიკურ აქტივობას, რაც მიუღებელი იყო იმჟამინდელი…

მეტი...

“ივანიშვილის ნება რომ იყოს, პატრიარქადაც “ქართუ ბანკის” თანამშრომელს დაგვინიშნავდა” – თინა ბოკუჩავა

“უტევთ ეკლესიას. 9 წელია ვერავინ ვერ აგაძროთ სკამებიდან ამ ყველაფრის ფონზე. აქედან გამომდინარე, ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არ უყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად მაგიტომ ხართ ბერბიჭაშვილები”- მიმართა კობახიძემ ბოკუჩავას,” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრს თინათინ ბოკუჩავას ბრალდებებს საპატრიარქოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. თინა ბოკუჩავამ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის ყველა ინსტიტუციის “ბატონ-პატრონად” მოიხსენია.  “ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ჩვენი ქვეყანა მისი ყველა ინსტიტუციით ეკუთვნის მას. ის არის ბატონ-პატრონი ყველა ინსტიტუციის. მისი ცოლის სტომატოლოგი ჯანდაცვის მინისტრად დანიშნა, შინაგან საქმეთა…

მეტი...

„ყვავმა ყვავს უთხრაო შავი ხარო” – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ჩხუბი ამას ჰგავს” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, დეპუტატთა შორის დაპირისპირების ფაქტს ეხმაურება. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შესაძლოა პარლამენტში დაპირისპირებამ, ქუჩაში გადაინაცვლოს. დეპუტატის თქმით, დაპირისპირების მიზეზი, შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებების გადაფარვაა.  „ყვავმა ყვავს უთხრაო შავი ხარო” – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ჩხუბი ამას ჰგავს. თუ მაგიტომ ჩხუბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ რეალურად რაღაც საკონსტიტუციო ცვლილება გადაფარონ და დანაპირები, რომელიც ხალხს მისცეს არ შეასრულონ, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ დაპირისპირება დარბაზიდან ქუჩაში გადაინაცვლებს და ამ ბრძოლას ნამდვილად წააგებს „ქართული ოცნება”,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მეტი...

„ნაც. მოძრაობას“ ხელში უროები და მაკრატლები რომ ჰქონდეთ, ეკლესიების ნგრევასა და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ“ – ირაკლი კობახიძე

„ვნახეთ, „ფეისბუქზე“ ათასობით „ნაციონალის“ უპრეცედენტო შტურმი პატრიარქსა და ეკლესიაზე. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ ვის ინტერესებშია და ვის მიერ არის მართული შეტევა და შტურმი ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ეს შტურმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული.,” – აღნიშნული განცხადება, პარლამენტში, უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. დეპუტატის განცხადებით, საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების უკან, ოპოზოცია დგას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში რომ ჰქონდეს უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევასა და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდნენ. დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, იმიტომ, რომ ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბერბიჭაშვილები. მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალება და ეს დასრულდა…

მეტი...

„გეუბნებით პირდაპირ, რომ ქართველი ხალხი დაგამთავრებთ ყველას” – ირმა ინაშვილი

“არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას ხალხი არ გაინტერესებთ, მთავარია, თქვენი პარტიები რქებით გაიტანოთ 2020-ში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირმა ინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას პოლიტიკური პინგ-პონგი და ცირკი აქვს გაჩაღებული. „გეუბნებით პირდაპირ, რომ ქართველი ხალხი დაგამთავრებთ ყველას, ვინც ხართ გაყოფილი „ნაცმოძრაობა“. თქვენ და „ქართულმა ოცნებამ“ გინდათ იყვირეთ, გინდა იწივლეთ. გარეთ გასვლის თავიც  არ გაქვთ, როცა ამობობთ, გარეთ გავიდეთ-ო. თუ გასვლის თავი გაქვთ, გადით ან აქვე გააკეთეთ დარბაზში. მაგრამ საქმე რაშია იცით? მწარეა სიმართლე, ამ ქვეყანაში არასდროს იქნება სიმშვიდე, რადგან თქვენ დამნაშავეები ამ…

მეტი...

“ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს” – გედევან ფოფხაძე დეპუტატზე

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კანონმდებლებს შორის დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა. გედევან ფოფხაძის გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ, რის საპასუხოდაც გედევან ფოფხაძემ მას სხდომათა დარბაზის გარეთ გასვლა შესთავაზა: ” გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს”. ამ რეპლიკის შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და დარბაზში შესვლას მეორე კარიდან ცდილობდა, რისი საშუალებაც მანდატურის სამსახურმა და რამდენიმე დეპუტატმა არ მისცეს.

მეტი...

“მე , რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ მოგეწონებათ?” – ზვიად ძიძიგური სალომე სამადაშვილს

 „თქვენ არ ხართ პარლამენტის წევრები, გოშიები ხართ, ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭების თავშეყრა“- ასე მიმართა, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის უმრავლესობის წევრებს საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, რასაც უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა.  ზვიად ძიძიგურმა, კოლეგებს ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ რაღაც ტიპის ვალდებულებების დაცვა ყველა პოლიტიკოსის მოვალეობაა. „ განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე , რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? ასეთი მიმართვა კოლეგასთან შეიძლება? პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დასრულდება, ყველამ გავითვალისწინოთ, ის რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის…

მეტი...

დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს “ქართული ოცნების” წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კობა ლურსმანაშვილის გაღიზიანება ლევან გოგიჩაიშვილის მწვავე განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობის წევრები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. „ერთი ხელით ერთს ამბობდე და მეორე ხელით სხვას აკეთებდე, არ გრცხვენიათ მაინც? ალანია რომ დასვით აქ მოსმენაზე და ჯეირანაშვილი რომ დასვით და ადეიშვილის შთამომავლები რომ დამისვით იურიდიულ კომიტეტზე, არ შეგრცხვათ ამისი? სავსე რომ გაქვთ პროკურატურა, არ შეგრცხვათ? ინსპექტორად რომ აირჩიეთ ადეიშვილის გაზრდილი პროკურორი, არ შეგრცხვათ? სუს -ის მოადგილედ რომ გყავთ, ვიდეოში რომ არის, ორი გვამი მინდაო მერაბიშვილი რომ ითხოვს, იქ…

მეტი...

„მეუფე იაკობი საერთოდ განსაკვეთია“ – მღვდელ მონაზონი ანდრია სარია

მღვდელ-მონაზონი ანდრია სარიას განცხადებით, მეუფე იაკობი გადამალულია. მიზეზი კი მისი არაადეკვატური განცხადებებია. აღნიშნულთან დაკავშირებით, მამა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „მეუფე იაკობი საერთოდ განსაკვეთია. ამ მიმართულებით ჩემი პოზიცია ასეთია. ის რა განცხადებებსაც აკეთებდა, იყო არაადექვატური. ამიტომაცაა ის გადამალული. აღარც ინტერვიუს ვხედავთ მისგან, არც ხელისუფლების მხრიდან მოყოლია რაიმე მსვლელობა,  დაკითხვა. ხელისუფულებას უნდა ეწარმოებინა ძიება. მეუფე პეტრეს კი არ უნდა დავაბრალოთ, რომ  თითქოს, მეუფე იაკობის თემა გადაფარა, ხელისუფლებას უნდა დავაბრალოთ, რომ ცდილობს ამ საკითხის მიჩქმალვას. ოპოზიციის პოზიციაც დაახლოებით ასეთია – რაღაც არა არსებით საკითხებს მიედ-მოედებიან. ესაა ფარისევლური დამოკიდებულება ქვეყნისადმი და ეკლესიისადმი“ – აღნიშნა…

მეტი...

„განიკვეთება, თუ ვერ დაამტკიცებს, ამიტომ ვითხოვთ  განხილვას“ – მამა ანდრია მეუფე პეტრეზე

„მეუფე პეტრე დაამტკიცებს. თუ ვერ დაამტკიცებს, მეუფე განიკვეთება. სწორედ ამიტომ ვითხოვთ, მოხდეს ეკლესიის შიგნით ამ საკითხებზე მსჯელობა. სინოდი არის უმაღლესი ორგანო ეკლესიისა, სადაც უნდა ხდებოდეს ამ თემების განხილვა“ – ეს განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთარში“ გააკეთა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, მთელი კანონიკა დარღვეულია და აუცილებელია, სინოდი შეიკრიბოს. „სინოდმა უნდა განიხილოს ეს საკითხები. სანამ სანამ კანონიკურ წესრიგს არ მივიღებთ, მანამდე ასეთი ქაოსი გვექნება. ეკლესიამ უნდა იმსჯელოს და ყველაფრიდან გამოსავალი ეძიოს. აქ ჩემი სიმართლე და სხვისი სიმართლე არ არსებობს. არსებობს ერთი სიმართლე და ამის დასამტკიცებლად ვითხოვთ ეკლესიის შიგნით ხდებოდეს განხილვა ამ…

მეტი...

“რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის? – გამიზნული სპეცოპერაცია ეკლესიასა და კათოლიკოს პატრიარქზე” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე, საპარლამენტო ტრიბუნიდან “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართავს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი, თავის დანაყოფებთან ერთად, გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს და ყველაფერზე მიდის. დეპუტატი თანაგუნდელებსაც მიმართავს, მეტი პრინციპულობა გამოიჩინონ.   „რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ! თქვენ არ ინდობთ არც საეკლესიო კაბას, არ ინდობთ ასევე ჩოხას და სულში აფურთხებთ საზოგადოებას… ყოველთვის ვცდილობ, თავშეკავებული ვიყო ჩემს გამოსვლებში და განცხადებებში, მაგრამ შეუძლებელია, ემოციის გარეშე შევაფასო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“ – განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო ტრიბუნიდან. დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, სახეზეა…

მეტი...

„ეკლესია ჩიხშია. პოლიტიკოსები აზრზე ვერ მოდიან რა ხდება“ – მამა ანდრია სარია

„ვფიქრობ, როდესაც ბავშვი გაიგებს „კანფეტიო“ შესაბამისად, ყვირის კანფეტს. ასეა დაახლოებით ეს ადამიანებიც, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ. ისინი არ არიან დამოუკიდებლები თავიან განცხადებებში. ესაა დაგეგმილი პროპაგანდა. როდესაც მათ არ აქვთ პასუხები იმ კითხვებზე, რასაც ჩვენ ვსვამთ. ჩვენ გვჭირდება პასუხები, არათუ ემოციური განცხადებები“ – ასე პასუხობს მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია გარკვეული სასულიერო პირების განცხადებას მეუფე პეტრეს სულიერ მდგომარეობაზე საუბრობენ. მამა ანდრიამ პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა, სადაც ყველა ბრალდებას უპასუხა. როგორც მღვდელ-მონაზონმა აღნიშნა, ეკლესია ჩიხშია. მისივე თქმით, გიჟის ძახება არსებულ პრობლემებს ვერ ჩაახშობს. „გასაგებია რომ ეკლესია ჩიხშია.  პოლიტიკოსები აზრზე ვერ მოდიან რა ხდება. ვიცით  უამრავი…

მეტი...

„ამ ადამიანზე წესის აგება არ შეიძლება, ეს არის სექტა“ – დეკანოზი გარდაცვლილ ბიჭზე

ავარიაში გარდაცვლილ 24 წლის ახალგაზრდას, ამ დრომდე იმიტომ ვერ კრძალავენ, რომ ეკლესია მისთვის წესის აგებაზე უარს აცხადებს. მიზეზი კი ახალგაზრდისთვის, „გირჩის“ მიერ, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმთავრის სტატუსის მინიჭებაა. შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის ასარიდებლად, „გირჩმა“ შექმნა ე.წ. რელიგიური ორგანიზაცია, რომლის წევრებსაც შეუძლიათ, ჯარზე უარი თქვან. როგორც დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ადამიანისთვის წესის აგება არაფრით შეიძლება. „ამ ადამიანზე, წესის აგება არანაირად არ შეიძლება. იგივე, როგორც სხვა სექტის წარმომადგენელთან. ადამიანი როცა თავისუფალია  ირჩევს  ამ ან იმ გზას. „გირჩი“ არის ჩვეულებრივი სექტა.  ეს ადამიანი იყო სექტის წევრი. მშობლებს…

მეტი...

„დემოკრატიის საზომი ადამიანის უკანალზე გადის?” – დეკანოზი დიპლომატებს მიმართავს (ვიდეო)

სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე ორი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიმართავს და კონკრეტულ კითხვას უგზავნის. საუბარია ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დამფინანსებლებზე, რომლის პრემიერამაც საქართველოში ხმაურის, დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე ჩაიარა. „მინდა, მივმართო საფრანგეთის და შვედეთის საელჩოს, რომლებმაც დააფინანსეს ამ ფილმის გადაღება. ვეკითხები მათ – დემოკრატიის საზომი ადამიანის უკანალზე გადის ბატონებო? ესააა ამაზრზენი. თუ ესე გიყვართ ჩვენი ქვეყანა, მოიზიდეთ ინვესტორები, გახსენით ქარხნები და ფაბრიკები და ასე დაეხმარეთ ქართულ საზოგადოებას და არა გარყვნილების დაფინანსებით“ – განცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა მისი ტაძრის მგალობლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფილმში „დ…

მეტი...

„მგალობლებს „წინ წყარო“ ტრადიციული ფილმისთვის შეასრულებინეს და „გეი სიყვარულისთვის“ გამოიყენეს – დეკანოზი სამართლებრივ დავას იწყებს

„ეს ფილმი შეეხო თითოეული ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ბუნებრივია, ეკლესიაც ვერ დარჩებოდა გულგრილი. ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებსაც შეეხო ეს თემატიკა. მათ მოტყუებით, ამ ბინძურ ფილმში „წინ წყარო“  შეასრულებინეს“ – ეს განცხადება წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის მამაომ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. სასულიერო პირი ფილმიდან – „და ჩვენ ვიცეკვეთ“,  სიმღერის ამოღებას ითხოვს და მრევლთან ერთად, სამართლებრივ გზას გაუყვება, „მიმდინარე ზაფხულს, დაუკავშირდნენ ჩვენს მგალობელთა ჯგუფს და უტიფრად უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე, სუფრაზე, გოგოსა და ბიჭის სიყვარულზე იღებდნენ ფილმს. შესთავაზეს ამ ფილმში მონაწილებს მიღება და „წინ წყაროს“ შესრულება. ბუნებრივია, დათანხმდნენ და შეასრულეს სიმღერა. ეს „გეი ფილმი“…

მეტი...

ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ მოითხოვა არასაპატიმრო სასჯელი – გირაო 3000 ლარის ოდენობით. შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა. შალვა შევარდნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს. შეგახსენებთ,…

მეტი...

მეშვიდე დღეა, 24 წლის ახალგაზრდას არ ასაფლავებენ, მისთვის წესის აგებაზე უარს ამბობენ

ავარიაში დაღუპულ 24 წლის ახალგაზრდას შაკო ბარამიძეს, მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს. ამის მიზეზად კი შაკო ბარამიძის “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმთავარობა სახელდება. წესის აგებაზე უარის გამო 5 ნოემბერს, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ჯერ კიდევ არ დაუკრძალავთ. ოჯახს იმედი აქვს, რომ ნახავს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც გარდაცვლილს წესს აუგებს. “ყველა იმ მართლმადიდებლური სასულიერო პირისგან, რომელთაც მათ მიმართეს უარი მიიღეს, რადგან ეს ადამიანი იყო “ბიბლიური თავისუფლების” წევრი,” – განაცხადა “ბიბლიური თავისუფლების” მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ. “ბიბლიური თავისუფლება” “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. ორგანიზაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად…

მეტი...