“ქალბატონო ლომჯარია, თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?“ – სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენს მიმართავს  

“ნინო ლომჯარია მსოფლიო უფლებადაცვით ისტორიაში შევა პირველ სამარცხვინო მაგალითად. როდესაც სახალხო დამცველი დემონსტრანტების დაკავებას ითხოვს, ეს არის ომბუდსმენის ინსტიტუტის სირცხვილი“ – აცხადებს „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე და 20 ივნისის ღამესა და 8 ნოემბერს შორის პარალელებს ავლებს და სახალხო დამცველს მიმართავს. „1. 20 ივნისის აქციის მონაწილეებმა სცადეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს – პარლამენტის დაკავება და იყო რამდენიმე შეჭრის მცდელობა, რაც ცალსახად შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს. 8 ნოემბერს დემონსტრანტები იდგნენ არა პარლამენტთან ან პრეზიდენტის რეზიდენციასთან, არამედ კინოთეატრის წინ და ისინი კინოთეატრში ვერანაირად ვერ მოახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას; 2.  20 ივნისს, ძალადობრივმა…

მეტი...

“ქართული ჟურნალისტიკა ერის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიმაჩნია” – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი, ლევან ვასაძე ქართველი ერის ერთ-ერთ მთავარ მტრად პრესასა და ქართულ ჟურნალისტიკას მიიჩნევს. „უცნაურ რაღაცას ვიზამ და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან მე პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართველი ერისა. გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკითხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი, არ დამისვა. მე განცვიფრებული ვიყავით ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდით, მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“, – განაცხადა ლევან ვასაძემ. ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ის რამდენიმე დღეა, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებს.

მეტი...

რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას ოთხი წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი ემსხვერპლა

რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი წლის ბავშვი და შუა ხნის ქალი. ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის 10 წლის მოზარდი. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

“ნინო სუხიშვილისთვის კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეგვიჩერებია” – გაერო

“საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეუჩერებია, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა”, – ამ ინფორმაციას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.  „თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას. გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას. თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო…

მეტი...

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მერი ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. აბაზოვი აცხადებს, რომ ის პრეზიდიუმმა, რომელიც სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან შედგება, თავისი სურვილით აირჩია. თემურ აბაზოვი ბრალდებულია 2018 წელს გავრცელებული ვიდეოს საქმეზე, რომელშიც ბოდიშის მოხდას და საკუთარი შარდის სახეზე წასმას აიძულებენ მოქალაქეს. აბაზოვი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა მისი პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

მეტი...

“როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მთავარია შედეგი დადო და ხალხთან იყო პირნათელი პირველ რიგში” – დავით ჭიჭინაძე

„ტრიბუნიდან – ტრიბუნალამდეა ჩვენი მოძრაობა! ჩვენ უნდა ვთქვათ ის სიმართლე, რაც ბოლო 30 წელია ხდება ჩვენს ქვეყანაში და რამაც ქართველი ადამიანი ასე დააბეჩავა”, – ასე მიმართა პოლიტიკური მოძრაობის “დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა” ლიდერმა მხარდამჭერებს ქუთაისში. დავით ჭიჭინაძის თქმით, როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მთავარია, შედეგი დადო და ხალხთან იყო მართალი. “როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მთავარია შედეგი დადო და ხალხთან იყო პირნათელი პირველ რიგში, თორემ მერე ახსნა-განმარტება აღარავის სჭირდება, უბრალოდ აღარავინ გაპატიებს. რადგან ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და არა ის დაპირებები, რასაც ბოლო 30 წელია ვისმენთ, არა კლანური მმართველობა და ადამიანების ხარჯზე გამდიდრებული მცირე დაჯგუფებების მიერ წილების…

მეტი...

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე უნიკალური, აკადემიური პროექტია“ – მიხეილ ჩხენკელი

„რომ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ინვესტიცია ამ საშვილიშვილო პროექტში, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ამ მასშტაბის და დონის უნივერსიტეტის დაარსება“ – აცხადებს აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მსოფლიო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები იქნებიან. ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, რომლის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხედვაა ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის“ – ამბობს ჩხენკელი. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე, მართლაც უნიკალური, აკადემიური პროექტი და თვითონ სახლშიც –…

მეტი...

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები“ –  ვოლფგანგ ჰერმანი

„ჩემი მხრიდან დახმარება განხორციელდება კარგად გამართული გლობალური ქსელის მეშვეობით, რათა წარმატებული თავი დაიწეროს ახალი უნივერსიტეტის ისტორიაში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები“ -აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი ფილმში, რომელშიც საუბარია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე. „ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს საუკეთესო „ტვინებთან“ ერთად. უნდა დაინერგოს როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის უნიკალური სასწავლო პროგრამები. შედეგად, ძალიან მალე გვეყოლება სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ისწავლიან ახალ უნივერსიტეტში“ – ამბობს ვოლფგანგ ჰერმანი. მისი თქმით, მთავარი მიზანია ახალი უნივერსიტეტის მხარდაჭერა, პროფესორების და სტუდენტების საერთაშორისო ჯგუფების…

მეტი...

“კარტოფილის ღვეზელი ცალი თირკმლის ფასად” – რა მოხდა ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კაფეში მოქალაქეს დაობებული ღვეზელი მიყიდეს, პროტესტის საჯაროდ გამოხატვის შემდეგ კი მისი მოსყიდვა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას megatv.ge სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელზე დაყრდნობით ავრცელებს. “მირეკავს კაფე “მიმინოს” მფლობელი ნანა გასვიანი და მეუბნება რომ ექვსი თვე აქვს ვადა ამ პროდუქტს! შოკიიი ხალხნო! თან მთხოვს პოსტი ავიღო და კითხვასაც მისვამს რომ მომწონს თუ არა ჩემი საქციელი ყველამ რომ გაიგო ამის შესახებ!!! ბოლოს დაგვირგვინდა მოსყიდვის მცდელობით!” მანამდე კი მომხმარებელი წერდა: ”ქუთაისის აეროპორტში კაფე “მიმინო”-ში შეძენილი კარტოფილის ღვეზელი, ფაქტობრივად, ცალი თირკმლის ფასად. უკვე გზაში ვართ და თბილისში მივდივართ, მირჩიეთ რა უნდა მოვიმოქმედოთ ასე დისტანციურად…

მეტი...

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს

ოქტომბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ქსელიდან ყველაზე მეტი სახიფათო დანადგარი ჩახსნილია სამგორში, სადაც ოქტომბერში 1661 დარღვევა გამოვლინდა. “თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად კომპანიის სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა ინტენსიურად მიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდა ქსელის შემოწმებები. “მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს, გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს არ აძლევს საშუალებას ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ჩახსნან ქსელიდან, რადგან კარს არ უღებენ და სრულად აიგნორებენ…

მეტი...

ილია ჯიშკარიანი ინფაქტის დიაგნოზით, კლინიკაში გადაიყვანეს

საკრებულოს წევრი, რომელსაც გამოძიება თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავება, რამდენიმე საათის წინ ინფაქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა პარასკევს, საკრებულოს სხდომის შემდეგ დამძიმდა. ადვოკატის თქმითვე,  საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ ჯიშკარიანს კოლეგებმა თამთა თოდაძის ბრალდებები შეახსენეს და ძალადობაში დაადანაშაულეს. ექიმის განცხადებით, ჯიშკარიანი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ჯიშკარიანს არაინვაზიური ოპერაცია ჩაუტარდა, რაც სისხლძარღვების გაფართოებას გულისხმობს. მედიკოსების ცნობით, ამ დროისთვის ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.

მეტი...

“სინოდზე საუბარი იყო მეუფე პეტრეს განკვეთაზე, მაგრამ პატრიარქმა არ გააკეთა ეს” – მეუფე დამიანე

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის განცხადებით, სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს განკვეთაზე საუბარი იყო, მაგრამ მისი თქმით, პატრიარქმა ეს არ გააკეთა.  მეუფე დამიანეს თქმით, კარგია, რომ მრევლს უყვარს საკუთარი მოძღვარი, მაგრამ არაა სწორი, რომ ეს ადამიანები მეუფე პეტრეს განცხადებებს იზიარებენ და მიყვებიან მას. “ვნახეთ, რამდენი შრომაა აქ და როგორ ეპყრობა ხალხი ამ ნაშრომს. მამებისა და დედების ზოგიერთი საქციელი ორი საპირისპირო მიმართულებისაა. ერთი იყო იმ სასულიერო პირის, მამაკაცის ცრემლები, რომელიც მისტიროდა თავის მოძღვარს და არ უთქვამს მას რაღაც ისეთი. არ მგონია, რომ გაიფიქრებდა პატრიარქის წინააღმდეგ. მას უყვარს თავისი მოძღვარი მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაში შეცდა. ნაწილი გაჰყვა,…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს” – არჩილ თალაკვაძე

“როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დიდი სიხარულით, თან ჩუმად, ისე, რომ არასდროს მადლობა არ უთქვამთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ჭრიდნენ ლენტებს, პრეზენტაციებს აწყობდნენ. დღეს, როდესაც ეს საქმე გრძელდება, უკმაყოფილოები არიან”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს. მისივე შეფასებით, ოპონენტთა ამგვარი დამოკიდებულება თავად ოპოზიციის ამ ნაწილის ღირებულებებზე მეტყველებს. „ეს არის იმ ადამიანების განცხადება, რომელთაც შურთ ან რომელთათვისაც მიუღებელია, რომ შესაძლოა, მათ გარეშე ქვეყანაში რაღაც პოზიტიური კეთდებოდეს. ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს. სხვები ჭრიდნენ ლენტებს, სხვები…

მეტი...

“ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის მას” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ, ნიჭზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, ნიჭიერი ადამიანები დააფასონ, რადგან უნიჭო ადამიანი არ არსებობს. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ადამიანის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე ადამიანს სამარის კარამდე აცილებს. ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე ადამიანია. დაიმახსოვრეთ. ილია ჭავჭავაძის გამოთქმა, შესანიშნავი სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა სხვანაირად გამოვთქვი, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ყოველივე სიკეთეს. დავით…

მეტი...

“სუხიშვილი-რამიშვილის ოჯახი მთელი ცხოვრებაა ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან მთელს მსოფლიოში” – დავით ოქიტაშვილი

“ჩემო დაო ნინო, შენ არ გჭირდება გაეროს ელჩობა, შენ და შენს ოჯახს ეს ჯილდო დიდიხანია გაქვთ”, – ასე ეხმაურება კულტურის პალატის პრეზიდენტი “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელისთვის გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი ჩამორთმევის ფაქტს. დავით ოქიტაშვილის თქმით, სუხიშვილი-რამიშვილის ოჯახი მთელი ცხოვრებაა ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან მთელ მსოფლიოში. “პრადვინუტებო! სუხიშვილი-რამიშვილის ოჯახი მთელი ცხოვრებაა ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან მთელს მსოფლიოში. თუ ჩვენს ქვეყანას ვინმე იცნობს, ერთ-ერთი ამ ოჯახის უდიდესი დამსახურებაა, რომელიც გრძელდება დღემდე და მთავარი, ჩემო დაო ნინო, შენ არ გჭირდება გაეროს ელჩობა, შენ და შენს ოჯახს ეს ჯილდო დიდიხანია გაქვთ და ეს ჯილდო ქართველი ხალხის სიყვარულია! რომელიც…

მეტი...

“ფონდი “იავნანა” აუცილებლად გაიმარჯვებს და ყველა სამარცხვინო და მავნებელი საჯაროდ დაისჯება” – პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდ “იავნანას“ საქმეში დაზარალებულად  კვლავ არავინ არის ცნობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ პროკურატურისგან წერილი მიიღო. “დღეს ფონდმა “იავნანამ” პროკურატურის წერილის კიდევ ერთი ასლი მიიღო, სადაც ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად კვლავ არ არის ცნობილი. მეგობრებო, ამიხსენით, თუკი სამი წლის მანძილზე საქმეში ვერაფერს ვერ პოულობენ, მერე საიდან გაჩნდება? რაღას იძიებენ? მხოლოდ იმიტომ არ ხურავენ საქმეს, რომ ეს ფონდი კიდევ უფრო დააზიანონ? კიდევ მეტი ბოროტება, რომ ჩაიდინონ? მაინც ხომ არაფერი გამოუვათ, ფონდი “იავნანა“ ხომ აუცილებლად გაიმარჯვებს…

მეტი...

150 დამწვარი სახლი და 3 დაღუპული – ძლიერი ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4. დაშავებულია სულ მცირე 20-მდე მეხანძრე და 15-მდე ადგილობრივი. სტიქიამ 400 ათას ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა და150 სახლი განადგურდა. სტიქიის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში 1000-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და სიცხე უწყობს. ამასთან, პროგნოზირებენ, რომ სტიქია ქვინსლენდის შტატის სამხრეთით არსებულ ტერიტორიას მოიცავს და სიდნეიშიც გავრცელდება.  ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში შიშობენ, რომ ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ექსტრემალური ვითარება იქმნება და მაშველები ყველას დახმარებას ვერ შეძლებენ, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება მაცხოვრებლებს მოუწოდებს, დამოუკიდებლად იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე.

მეტი...

რა დაავადებებს იწვევს სალმონელა და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?

“ბიუ-ბიუს” ქათმის ხორცში სალმონელას აღმოჩენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხის ქვეშ დგას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად სალმონელოზური გასტროენტერიტის 93.8 მილონი შემთხვევა და 115.000 გარდაცვალება აღირიცხება. საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ სალმონელოზის 150-200 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა აღირიცხება. რა არის სალმონელოზი? სალმონელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც Salmonella-ს გვარის ბაქტერია იწვევს (ცნობილია მისი 2200-ზე მეტი სეროტიპი). კლინიკური გამოვლინების მიხედვით მისი მრავალი ფორმა შეიძლება შეგვხვდეს – დაწყებული უსიმპტომო მატარებლობიდან, დამთავრებული რთული სეპტიკური ფორმით. ინფექციის წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ცხოველები, ზოგჯერ – ადამიანებიც. აღსანიშნავია, რომ მსხვილფეხა ცხოველებში, ასევე – კატებში, ძაღლებში, მღრღნელებსა და ფრინველებში გვხვდება სალმონელოზის უსიმპტომო…

მეტი...

დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება

დაკარგვის საფუძვლით პასპორტის აღების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. კანონპროექტით მიხედვით, დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან ამ გარემოების თაობაზე, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. პროექტში აღნიშნულია, რომ პასპორტის დაკარგვის თაობაზე სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე მიიღება.  „კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პრაქტიკაში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც დოკუმენტის დაკარგვის საფუძვლით სსიპ –…

მეტი...