ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173 -ე მუხლებით განხორციელდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი. ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების გასაპროტესტებლად მოქალაქეები თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ.

მეტი...

ქართველი კინემატოგრაფისტები რეჟისორ ლევან აკინს და შემოქმედებით ჯგუფს სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს კინემატოგრაფისტები სოლიდარობას უცხადებენ კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთელ შემოქმედებით ჯგუფს. “ჩვენ, საქართველოს კინემატოგრაფისტები სოლიდარობას ვუცხადებთ, კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს! დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება. დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მოვუწოდებთ ყველა საჭირო სახელმწიფო ორგანოს, არ დაუშვას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული შემოქმედებითი ჯგუფისა და მაყურებლის ხელისშეშლა და საფრთხეში ჩაგდება. მოვითხოვთ ასევე უზრუნველყონ ფილმის მშვიდობიან პირობებში ჩვენების და ნახვის საშუალება. სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც ფილმში მონაწილე მსახიობებს, ასევე ყველა მოქალაქეს, რომელიც ფილმის გარშემო შექმნილი ფონის გამო აგრესიისა…

მეტი...

„დიდი სიყვარულია ამ ფილმში, დიდი ღელვაა, მერე რა რომ ეს სიყვარული ახალგაზრდა ბიჭებს ეხება“ – მაყურებელი

კინოთეატრ „ამირანში,“ ფილმის ჩვენებიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცები პრემიერით აღფრთოვანებულები არიან და აცხადებენ რომ მსგავსი სიყვარული არც ერთ ქართულ ფილმში უნახავთ. „ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ჯერ ნახონ და მერე აპროტესტონ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ღირდა, რომ მოვედი. დიდი სიყვარულია ამ ფილმში, დიდი ღელვაა, მერე რა რომ ეს სიყვარული ახალგაზრდა ბიჭებს ეხება. ვერ დამისახელებთ სხვა ქართულ ფილმებს, სადაც ამდენი სითბოა“ – განუცხადა ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა „მედიაცენტრ მთავარს“. კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცმა გვითხრა, რომ როცა ადამიანებს დიდი სიყვარული შეუძლიათ, ამ სიყვარულის მორევში კაცები გადავარდებიან თუ ქალი და კაცი, მნიშვნელობა არ აქვს. „ძალიან ძლიერი ფილმია,…

მეტი...

“ეს ფილმი გაყვარებს ქართულ ხელოვნებას და საქართველოს” – კინოკრიტიკოსი “გეი სიყვარულზე” გადაღებულ ფილმზე

“ფილმი, რომელიც შეგაყვარებს საქართველოს”, – ასე აფასებს კინოკრიტიკოსი, დიანა მაღლაკელიძე ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ”. კინოკრიტიკოსის მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, რომელიც ბოლო პერიოდში გადაღებულა საქართველოში. მისი თქმით, “და ჩვენ ვიცეკვეთ” მაყურებელს თავიდან შეაყვარებს ქართულ ტრადიციებს. “რა შუაშია აქ ქართველობა და ქართველობას გვართმევენ. რატომ გამოგვყავს საკუთარი თავი ისე, თითქოს, ქართველები არ ვიყოთ ადამიანები და არ გვქონდეს ადამიანური მოთხოვნილებები. მე ფილმის პრემიერა ვნახე კანში, ძალიან კარგი ფილმია. ფილმი, რომელიც შეგაყვარებს საქართველოს და რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რაც ბოლო წლებში გადაღებულა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგია ამ ფილმში ქალაქის ყურება, ახალგაზრდების,…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ “ქართული მარშის” რამდენიმე წევრი დააკავა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ქართული მარშის” რამდენიმე წევრი პოლიციამ დააკავა. ერთ-ერთი მათგანი მოძრაობის ლიდერი, ახალგაზრდული ორგანიზაციიდან ლადო ლობჟანიძეა.  სავარაუდოდ, ისინი პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავეს.  როგორც “ქართული მარშის” ლიდერი აცხადებს, ისინი სამართლიან პროტესტს ხვალაც გააგრძელებენ. ცნობისთვის, ამ დროისთვის კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციის 11 მონაწილეა დაკავებული.

მეტი...

“მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, ვინც გადაიღო ფილმი და ვისაც უნდა მისი ნახვა” – დავით ბერძენიშვილი

“მე იქ მივედი იმის დასაფიქსირებლად, რომ აქ ვართ ჩვენც, ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, ვინც გადაიღო ეს ფილმი და ვისაც უნდა ფილმის ნახვა”, – ეს განცხადება “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე განაცხადა.  “მარშისტებში” ვიდექი, როდესაც არაკორექტულ შეძახილებს ისროდნენ ჩემი მიმართულებით. ერთ-ერთს ვუთხარი, რომ ცალკე დაგველაპარაკა. ნუ, ცალკე დალაპარაკება მათთვის მთლად მისაღები არ იყო. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი პოზიცია გამომეხატა და არ ავყოლოდი ბილწსიტყვაობას. პოზიციის გამოხატვა მოვახერხე, თუმცა ისინი ცდილობდნენ იქ ყოფნის გამართლებას”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. ცნობისთვის, კინოთეატრ „ამირანში“ მისულ „რესპუბლიკელ“ დავით ბერძენიშვილს აქციის მონაწილეები ფიზიკურად და…

მეტი...

ქართული ტრადიციების შერცხვენისთვის, ლევან ვასაძე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრებს

ლევან ვასაძე, მისი მხარდამჭერები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები კინოპრემიერას ხვალაც გააპროტესტებენ. როგორც ლევა ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ სიბინძურეზე რაც დრეს ქვეყანაში ხდება, კავკასიასა და მსოფლიოში ქართული ტრადიციების შერცხვენისთვის პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. „ჩვენ ვდგავართ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. მშვიდობიანად, როგორც შეგვიძლია. ვაპროტესტებთ ამ საშინელ შეურაცხყოფას ქართველი ერის, ჩვენი ტრადიციებისა და ჩვენი ეკლესიის. ის ხალხი, ვინც ზაფხულში რუსთაველის გამზირი სისხლში აბანავა, ახლა აქ ზის, ამ დარბაზებში და ხოხრხოცობს. აი, ასეთი ცინიზმია. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას ვაკისრებ. პირადად ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიაა, ყველა ძალოვან მინისტრს, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა ქართული…

მეტი...

კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული „ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ „ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა. რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე“, – აღნიშნულია…

მეტი...

“რას უნდა ვაპირებდე, ხომ ხედავთ რას ვაპირებ, ვდგავარ” – ლევან ვასაძე

“ამაზე მეტი სიმშვიდე სად გინახავთ, ეს არ გყოფნით?”, – ამის შესახებ განცხადება ლევან ვასაძემ კინოთეატრ “ამირანთან“ გააკეთა.   “ვაპროტესტებთ იმ საშინელებას, რასაც საქართველოს სინდისის და ნამუსის შერცხვენა ჰქვია. ვდგავართ აქ ჩვენი წინაპრების, ჩვენი ზნეობის, ჩვენი ეკლესიის, ტრადიციებისა და ღირსების დასაცავად. რას უნდა ვაპირებდე, ხომ ხედავთ რას ვაპირებ, ვდგავარ. რას მეკითხები, გრამატიკა არ გისწავლია სკოლაში, რა კითხვა ეგ არის,“ – აცხადებს ლევან ვასაძე. კინოთეატრ “ამირანთან” ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.

მეტი...

კინოთეატრებში ფილმის ”და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიწყო

კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის ”და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიწყო. მიუხედავად საკმაოდ დაძაბული აქციისა და ხალხის გაღიზიანებისა ჩვენება მაინც გაიმართა.   აქციის მონაწილეები კინოთეატრ “ამირანში” შესვლას ცდილობენ. ადგილი აქვს დაპირისპირებებს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. ჯერჯერობით კინოთეატრში ყველა მაყურებელმა შესვლა ვერ მოახერხა, ისინი შენობაში შესვლას ეტაპობრივად ცდილობენ. ცნობისთვის, ფილმების ჩვენება 8-9-10 ნოემბერს გაიმართება. სეანსები 19:30 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. 

მეტი...

“ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში“ – სანდრო ბრეგაძე

“ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში“, – განაცხადა “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, რომელიც კინოთეატრ “ამირანთან“ იმყოფება. სანდრო ბრეგაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში. “ჩვენს მეგობრებს ვთხოვ, რომ ჟურნალისტებს არავითარ შემთხვევაში თავის საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს არავინ და შეურაცხყოფა არ მიაყენოს. ეს არის რბილად ვამბობ, არაკორექტული. ეს გავითვალისწინოთ ყველამ. მე ახლა ამ წუთში ერთ-ერთი მამათმავალი დამესხა თავს, პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ პასუხი არ გავეცი. იმიტომ კი არა, რომ ვერ გავცემდი პასუხს, არ გავეცი, რომ აქ რაიმე არ მომხდარიყო“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.  აქციაზე კინოთეატრ “ამირანთან”…

მეტი...

შსს-მ კინოთეატრ „ამირანთან“ ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, კოსტავას გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნული პირები პოლიციამ საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. უწყების ცნობით, კოსტავას გამზირზე, სავარაუდოდ, პიროტექნიკა გამოიყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის…

მეტი...

პოლიციელებს დავით ბერძენიშვილის კორდონით გამოყვანა მოუწიათ

კინოთეატრ „ამირანში“ ფილმის სანახავად მისულ „რესპუბლიკელ“ დავით ბერძენიშვილს აქციის მონაწილეები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „ხალხს აქვს ფილმის ნახვის უფლება, ხელისუფლებას მოეთხოვება დაიცვას ხალხი“ – ამ სიტყვებით გამოიყვანეს დავით ბერძენიშვილი პოლიციელებმა, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და გაიყვანეს ტერიტორიიდან. შეგახსენებთ, რომ დავით ბერძენიშვილის კინოთეატრთან ფილმის სანახავად მივიდა, თუმცა, შესვლა ვერ მოახერხა და ის პოლიციის კორდონმა გამოიყვანა.   ფილმის პრემიერას “და ჩვენ ვიცეკვეთ”, გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები აპროტესტებენ, მას უკუღმართი ცხოვრების პროპაგანდად აფასებენ და ფილმის ჩაშლას ითხოვენ.   

მეტი...

“დავიღალეთ თქვენი პოლიტიკური თამაშებით, ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ” – ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს

“ვერის პარკში”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებდნენ შეკრებილებს ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ მიმართა.  ლევან ვასაძემ სამართალდამცავებს, რომლებიც კინოთეატრებთან არიან მობილიზებულები, მიმართა და სთხოვა, რომ ფილმის ჩვენების გაუქმებაში ხელი არ შეუშალონ. ამასთან, მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა. „მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს – ჩვენ დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით და ვეღარ გავიგეთ, ვის მხარეს ხართ თქვენ. ჩვენ ვართ შეგნებული, ტრადიციული, ეროვნული მოქალაქეები. მინდა მივმართო ბიძინას და ვუთხრა, რომ თუ შენ მართლა გეშინია ან ვერ აუქმებ ამ ფილმს, მაშინ მოდი და დაგვიდექი „ვერის ბაღში“, გელოდებით აქ ქართველი ხალხი. წამოიყვანე ირაკლი…

მეტი...

აქციაზე პიროტექნიკას აფეთქებენ, სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა

აქციის რამდენიმე მონაწილე, სავარაუდოდ,  დაკავებულია. „პროტესტანტები“ კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ. კინოთეატრის შესასვლელი  უკვე ჩაიკეთა და იქ მაყურებელსაც არ უშვებენ. აქციის მონაწილეები კინოთეატრში შესაღწევად პიროტექნიკასაც იყენებენ. „სირცხვილი“… „სირცხვილი“… სკანდირებენ აქციის მონაწილეები. ამ წუთებში, კინოთეატრ “ამირანთან” სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა. აქციაზე ერთი ადამიანიც დაშავდა. მას, სასწრაფო დახმარების მანქანაში სამედიცინო დახმარება უტარდება. დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.     

მეტი...

„ქართულმა მარშმა“ ფილარმონიასთან ლგბტ თემის სიმბოლიკიანი დროშა დაწვა

„ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც კინოთეატრ „ამირანთან“ არიან შეკრებილები, პროტესტის ნიშნად ლგბტ თემის სიმბოლიკიანი დროშა დაწვა. „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერის  სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ემ განმარტა, ეს არის სიურპრიზის პირველი ნაწილი, შემდეგი კი მალე დაიწყება. „ჩვენი მოვალეობაა, მშვიდობიანად ჩავშალოთ ეს მარაზმი და ერთხელ და სამუდამოდ თავისი ადგილი მივუჩინოთ სოდომისტებს და იმ სატანის მოციქულებს, რომლებიც მუდმივად ახორციელებენ ქართველი ერის ტერორს. ჩვენ არ დავუშვებთ „გეიპროპაგანდას“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ ფილარმონიასთან, სადაც ფილმის პრემიერის წინააღმდეგ აქციები იმართება.  

მეტი...

„ქართველო დედები, ყოველ დღე, 100-ზე მეტ ბავშვს კლავენ საკუთარ საშოში“ – ლევან ვასაძე

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ყველა უბედურება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირს, გარყვნილი იდეოლოგიის შედეგია. როგორც ვასაძემ „ვერის ბაღში“ განაცხადა, ქართველი დედები, საკუთარ საშოში ყოველდღიურად 10-ზე მეტ ბავშვს კლავენ.       „ჩვენ 6 მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის 3 მილიონი დავრჩით. ის, რაც ჩვენ გვჭირს ბოლო 30 წლის განმავლობაში, იდეოლოგიური მუშაობის შედეგია. სრულიად უკოტროლო, აღვირახსნილი, აბორტების, პორნოგრაფიის, აზარტული თამაშების, კაზინოების, ნარკოტიკების პოლიტიკა შეუქცევლად ანადგურებს ჩვენს ერს. ჩვენი ერი დაცემულია ფსკერზე. ოფიციალური მონაცემებეით, ჩვენი დედები კლავენ დაახლოებით 40 000 ბავშვს საკუთარ საშოში ყოველ წელს. არაოფიციალური მონაცემებით კი ეს დაახლოებით ორჯერ მეტია. ამ გარყვნილი იდეოლოგიის…

მეტი...

ლევან ვასაძე “ვერის პარკში” შეკრებილებს სიტყვით მიმართავს – აქციის მონაწილეები ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავენ

ამ წუთებში, “ვერის პარკში”, სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებენ, შეკრებილებს ბიზნესმენი, ლევან ვასაძე მიმართავს. “ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზნისათვის, არ დავუშვათ საქართველოში ჩვენი ერის ტრადიციის, ჩვენი სულიერი საგანძურის უკიდურესი შეურაცხყოფის საჯარო ფაქტი. ჩვენი ერი, რომელიც 70 წლის განმავლობაში ებრძოდა მარქსიზმს და ეგონა, რომ გათავისუფლდა ტოტალიტარიზმისაგან, სინამდვილეში აღმოჩნდა ტოტალიტარული მეორე იდეოლოგიის საკანში, რომელსაც ჰქვია ლიბერალური ტოტალიტარიზმი ან გლობალური ლიბერალიზმი ჰქვია. როდესაც ჩვენთვის ყველასთვის საძულველი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ 6 მილიონი ვიყავით, ახლა თითქმის სამი მილიონიღა დავრჩით. დღეს არც კი ვიცით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ის კატასტროფა, რაც ჩვენ ბოლო 30…

მეტი...

ფოთის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე, ირაკლი კაკულია დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც: სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხსენებულ პირებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. „გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 და 2017 წლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქალაქ…

მეტი...

ნასვამი მამაკაცი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

კინოთეტრ „ამირანთან“ მცირე დაპირისპირება უკვე მოხდა. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ტერიტორიაზე გამოჩნდა და ფილმის ჩვენებას აპროტესტებდა, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. მოქალაქე, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა,  იგინებოდა, უცენზურო სიტყვებს გამოთქვამდა და ფილმის შემქმნელებს საკმაოდ ბილწი სიყვებით მიმართავდა. სამართალდამცველებმა ამ მამაკაცს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს და განმარტეს, რომ ის არ დაუუკავებიათ.  

მეტი...

ბათუმში, კინო-თეატრ “აპოლოსთან” მოქალაქეები იკრიბებიან

ბათუმში კინო-თეატრ “აპოლოსთან”  დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. კინო-თეატრთან მოქალაქეთა ჯგუფიც შეიკრიბა, რომლებიც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას აპირებენ. კინოთეატრთან თავმოყრილი არიან ასევე მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ კინო-თეატრის პიკეტირებას მოახდენენ.  შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფულმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა დღესაა დაგეგმილი. საზოგადოების გარკვეული ნაწილი პრემიერის ჩაშლას გეგმავს.

მეტი...

კინოთეატრის ტერიტორია კინოლოგებმა გაწვრთნილი ძაღლებით შეამოწმეს

კინოთეატრ ამირანთან უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია გამოყენებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური ისე საპატრულო პოლიცია. ადგილზე მრავლადაა  „ყვითელი ავტობუსები“, მივიდნენ კინოლოგებიც, რომლებმაც კინოთეატრში სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები მიიყვანეს და ტერიტორია შეამოწმეს. კინოთეატრის შესასვლელთან განთავსებულია სპეციალური მეტალო დეტექტორები, სადაც, კინოთეატრში შემსვლელი ყველა ადამიანი შემოწმდება.        მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან ის ჯგუფები, რომლებიც „გეი წყვილის სიყვარულის“ ისტორიის ამსახველი ფილმის პრემიერის ჩაშლას გეგმავენ.

მეტი...

კინო-თეატრებთან სამართალდამცავების მობილიზაციაა

საქართველოს 6 კინო-თეატრში, სადაც ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება უნდა გაიმართოს, სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ ყვითელი ავტობუსები დგანან, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ხელკეტებითა და ჩაფხუტებით იმყოფებიან. კინოთეატრ ამირანში ფილის ჩვენება 19:00 საათზეა დაგეგმილი. საზოგადოების ნაწილი კინო-ჩვენების ჩაშლას გეგმავს.

მეტი...

ფილმში ეროტიკული სცენების გამოყენებისა და არასრულწლოვნების დაშვებისთვის ლორთქიფანიძემ პატრული გამოიძახა

პარლამენტის ყოფილმა წევრმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საპატრულო პოლიცია კინო-თეატრ “ამირანთან” გამოიძახა და სამართალდარღვევის ოქმი გამოაწერინა. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, “გეი წყვილზე” გადაღებული ფილმი პორნოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და მისი შემოქმედებითი ჯგუფი რაღაცას მალავს. “ცენტრალურ აფიშაზე დატანილი უნდა იყოს სეანსში მონაწილე პირთა ასაკობრივი ცენსზის განმსაზღვრელი გრიფი. ინტერნეტში არსებული თვალსაზრისით თუ ვიმსჯელბთ, იქ დატანილია ასო “R” რაც ნიშნავს იმას, რომ ფილმზე დასწრების საშუალება აქვთ არასრულწლოვნებს. როცა საჯარო სივრცეში აღნიშნული გრიფირება არაა გამოტანილი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ორგანიზატორებს რაღაცა აქვთ დასამალი საზოგადოებისთვის” – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ “მედიაცენტრ მთავართან”…

მეტი...

ავტომანქანა აფეთქდა, დაღუპულია ერთი ადამიანი

თელავში აფეთქება მოხდა. ალაზნის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის გაზ-გასამართ სადგურზე ოპელის მარკის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების შედეგად 45 წლის მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტო მანქანის აირით დატუბვა დასრულებული იყო. სავარაუდოდ, მანქანას გავლილი არ ჰქონდა ტექ-დათვალიერება. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც ელექტრო ან თბოენერგიის,გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შემთხვევა მოჰყვა.

მეტი...

„სად მაქვს ფილმის ყურების დრო” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. კითხვაზე, უყურა თუ არა ფილმს, კალაძემ უპასუხა: „სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ. ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

მეტი...

რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

“თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან” – ეს წარწერა ახლავს ხინკალს, რომელიც რომან გოცირიძე პარლამენტში მიიტანა. ხინკლისა და დიპლომის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა. რომან გოცირიძემ ჯერ თადუმაძის ჯგუფელებს, შემდეგ კი ლექტორებს, სთხოვა, რომ გამოჩენილიყვნენ და ის მათ ხინკალზე დაპატიჟებდა.

მეტი...

“პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი“ – შსს ფილმის პრემიერაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასა და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნისა. ამასთან, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს დაუყოვნებლივ აღკვეთს. „გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს…

მეტი...

ბაგა-ბაღიდან 165-მდე ტონა ჯართი გაიტანეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ქალაქის 134 ბაგა-ბაღში 30 წლის მანძილზე არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემა მოაგვარა – ბაღის საწყობიდა და ეზოდან 165-მდე ტონა ჯართის გატანა დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ერთწლიანი მუშაობის შედეგად, პრობლემის გადაჭრა მოხერხდა.  „ამ საკითხზე მუშაობა გასულ წელს დავიწყეთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ბაღების ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა იყო ეზოში განთავსებული, დაზიანებული ინვენტარი თუ სხვა მასალები, ასევე გადატვირთული საწყობები, რომელსაც სააღმზრდელო დაწესებულებები სათანადოდ ვერ იყენებდნენ. ჩვენ დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოსთან ერთად აღვწერეთ დაგროვილი ჯართი, რის შემდეგაც ქონების მართვის სააგენტომ აღნიშნული ინვენტარი აუქციონის წესით, 134 ლოტად გაყიდა.…

მეტი...

„თუ დღეს რამე მოხდება, ეს იქნება იმ ძალოვანებისა და პროვოკატორ „პრაიდის“ დაგეგმილი“ – კოტე მორგოშია

„ლევან ვასაძეც აქ იქნება. ეს ფილმი არ არის, ესაა ეროტიკულ-პორნოგრაფიული სცენარები. ბოლოს ისე დაამთავრებენ, რისი ღირსებიც არიან“ – ეს განცხადება ლევან ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუნდის წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და განმარტა რატომ და რა მიზეზებით არ უნდა შედგეს ფილმის პრემიერა საქართველოს კონო-თეატრებში. „ლევან ვასაძე, 4 საათზე იქნება იქ – „ვერის პარკში.“ როცა პატრიარქს ლანძღავენ, ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ. ისინი ისე დაამთავრებენ,  რისი ღირსებიც არიან.  ეს ის ხალხია, რომელსაც ქვეყანაში დესტრუქცია შემოაქვს. ყველანაირად შევეცდებით, კონო-თეატრების ბლოკირებას. ძალადობრივ ქმედებებს გამოვრიცხავ. თუ დღეს  რამე მოხდება,  ეს იქნება იმ ძალოვანებისა და პროვოკატორ „პრაიდის“…

მეტი...

„კანონის ფარგლებში ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს საშუალება, საკუთარი აზრი გამოხატოს” – დავით მათიკაშვილი ფილმის პრემიერაზე

“ჩვენ ქვეყანაში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც ეს იყოს შემოქმედებით ნაწარმოებში, რა თქმა უნდა, არის დაცული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მაღალი შეფასება ეძლევა იმ მონაპოვარს, რომ კონსტიტუციით და რეგულაციის წესით, რაც ქვეყანაში არსებობს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მაღალი დაცვის ქვეშ. „კანონის ფარგლებში ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს საშუალება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს. ეს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მომავალია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღვარს გადავა და იქნება კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, სამართალდამცველების მხრიდან აღკვეთილი უნდა იყოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა. ქართული…

მეტი...

„კომბლები არ იქნება, ვიმოქმედებთ სიტუაციის შესაბამისად“ – ლევან ვასაძის ჯგუფი „ვერის ბაღში“ 16:00 საათზე იკრიბება

ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუნდი, ფილმის პრემიერის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომელიც ორი მამაკაცის სიყვარულის ისტორიას ეხება, ჩასაშლელად, „ვერის ბაღში“ 16:00 საათზე შეიკრიბება. ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუნდის წევრმა და „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ კონკრეტულ გეგმებზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს კომბლები არ იქნება. კონსტანტინე მორგოშიას განცხადებით, მხარდამჭერები ბათუმშიც შეიკრიბებიან და პორნო სცენების ფილმის ჩვენებას ხელს იქაც შეუშლიან. „16:00 საათზე ვიკრიბებით ვერის ბაღში ის ხალხი, ვინც თბილისში ვაპროტესტებ ფილმის ჩვენებას. რაც შეეხება ბათუმs, იქ შეკრება 17:00 საათზეა. სამეგრელო, გურია,  ბათუმი სწორედ ამ დროს შეიკრიბება. გეგმა და ფორმა გვექნება ის, რასაც…

მეტი...

” ბიძინა ივანიშვილი თუ ქველმოქმედებით ჩადებს ინვესტიციას წყალტუბოში, სხვა ინვესტორებიც დაინტერესდებიან” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წყალტუბოს აღორძინების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ ინიციატივასთან გამოთქმულ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, რომელსაც ის წყალტუბოში დებს, მსხვილ ინვესტორებს მოიზიდავს. “თუ ერთი სანდო და ძლიერი ინვესტორი შედის სადმე, იქ შედიან სხვა ინვესტორებიც. თუ ბიძინა ივანიშვილი შევა წყალტუბოში ქველმოქმედებით და ჩადებს ინვესტიციას, ეს ნიშნავს, რომ მსხვილი ინვესტორები, ვინც სასტუმროების, სარეკრეაციო და ჯანდაცვის ბიზნესში არიან, ისინიც ჩადებენ ინვესტიციას”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი...

„სცენაზე დადგამენ წარმოდგენას, სადაც, მამაკაცი მამაკაცს ხელს სთხოვს – ამ „გეი პროპაგანდას“ ჯაჭვით შევკრავთ“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული  მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, დღეს, კინოთეატრებში, ფილმის ჩვენებამდე „გეი წყვილის  სიყვარულის“ ამსახველი წარმოდგენაც უნდა დაიდგას. მისი ინფორმაციით, საუბარია მამაკაცის მხრიდან მამაკაცისთვის ხელის თხოვნის სცენარზე. აღნიშნულის შესახებ, „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. „ქართული მარშის“ სრული მობილიზებაა საქართველოს მასშტაბით. მოდიან  სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან, კახეთიდან. დაძრუნლნი არიან და შემოგვიერთდებიან. ვიქნებით ძალიან ბევრი. საპატრულო პოლიციას და არც ერთ უწყებას აქვს უფლება, მშვიდობიან დემონსტრანტს აუკრძალოს გამოხატვის ფორმა. ბლოკირება არ ნიშნავს რომ ვინმეზე ვიძალადებთ. ფიზიკურ კონტაქტში არ ვაპირებთ არავისთან შესვლას. მაყურებელთან აქ გვაქვს საქმე, აქ საუბარია ფილმის შემქმნელებზე. ესაა გიგა…

მეტი...