საქართველოში, შესაძლოა, არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულება შეიქმნას

საქართველოში, შესაძლოა, არასრულწლოვანი პატიმრებისთვის საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულება შეიქმნას. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. „ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის რეფორმა, რომელიც ნიდერლანდებშიც კი ამჟამად საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, მსგავსი რამ საქართველოში დავნერგოთ. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდებში არასრულწლოვანთა პრობაციისა და პენიტენციური სისტემები ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. აქ დანერგილი მიდგომებისა და პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება საქართველოს დაეხმარება, კიდევ უფრო დახვეწოს არასრულწლოვანთა…

მეტი...

“მეუფე პეტრემ ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს, რომლის წყალობით ჰქონდა ყველაფერი” – ლევან ვასაძე

“მეუფე პეტრემ ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს, რომლის მამობრივი ზრუნვითა და წყალობით ჰქონდა მას ყველაფერი ამ ცხოვრებაში მისი ეკლესიამდელი უღირსი ცხოვრების მიუხედავად”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა. ვიდეომიმართვაში ვასაძე საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და კონკრეტულად მეუფე პეტრეს განცხადებებზე გააკეთა აქცენტი. „გასულ კვირას მთელი საქართველო შემზარავი მოვლენის მომსწრე გახდა; ყოფილმა მეუფე პეტრემ, იგივე პაატა ცაავამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მისი მრავალწლიანი უღირსი საქციელის გამო მისი მღდელმთავრობის შეჩერების მერე ჟურნალისტების თვალწინ და მთელი ქვეყნის წინაშე გაუგონარი და ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ერის სულიერ მამას და დასწამა მას ცილი იმ ცოდვაში სწორედ, რომლის მიმდევრებიც დუჟმომდგრებიც უჭერენ…

მეტი...

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას ლევან ვასაძეც გეგმავს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებების ჩაშლას.  „მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ, შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას“, – ამბობს ვასაძე ლევან ვასაძე კინოთეატრების მფლობელს მოუწოდებს, ფილმის სეანსები გაუქმოს. “მინდა მივმართო ექვსივე კინოთეატრის ერთიან მფლობელს, ჩემს მეგობარს გია ბაზღაძეს, რომელსაც მე კაცად ვიცნობ. გია, გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ შენს კონოთეატრებში ამ საშინელი ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. თუ ამ აგრესიულმა სექტამ შენ ეს როგორმე დაგაძალა, დაგაშინა, გამოდი და თქვი და მთელი საქართველო გვერდში დაგიდგებით.…

მეტი...

მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგიროებით დააკავშირება

დედაქალაქში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგიროები დააკავშირებს.  მერის მოადგილის ინფორმაციით, იმ მარშრუტებს შორის, სადაც შესაძლოა, საბაგიროები გაკეთდეს, მოიაზრება თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულება, ასევე საბაგიროს გაკეთება დაგეგმილია სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად და ძველ თბილისში. „კუს ტბის საბაგიროსთან დაკავშირებით, რომელიც გამორთული იყო ტექნიკური მიზეზების გამო, ჩვენ გვყავს უკვე გამარჯვებული, რომელიც 4 თვეში დაასრულებს სამუშაოებს. ეს იყო გეგმური ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ხარვეზი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოსწორდება და სეზონს ეს საბაგირო გამართული შეხვდება. რაც შეეხება დანარჩენ საბაგიროებს, რომელზეც მუნიციპალიტეტმა კვლევა შეუკვეთა, უკვე გვაქვს კარგი შედეგები და საბოლოო კვლევა ჩაგვბარდება ნოემბრის ბოლოს. თუმცა…

მეტი...

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში მსოფლიო ათეულშია

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველო 2019 წელს ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მსოფლიო ათეულშია და 75 ქულით იტალიასთან ერთად, მე-10 ადგილს იკავებს. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის  თავისუფლება სრულად იყო დაცული. ინტერნეტის თავისუფლების კუთხით, საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის იაპონია (73 ქულა) და უნგრეთი (72 ქულა). ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, ავსტრალია, კანადა, ესტონეთი და ისლანდიაა.  აღნიშნულ ინდექსს „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველ წელს განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და  თავისუფალი ქვეყნების ათეულშია.

მეტი...

თუ სასულიერო პირები ახალ მეუფეს არ დაემორჩილებიან, ეს კანონიკური სამართლის დარღვევაა

კანონიკური სამართლის მიხედვით, ეპისკოპოსის მიმართ ურჩობის გამოხატვა დანაშაულია და დასჯადია. საუბარია ჭყონდიდის ეპარქიის გარკვეულ მსახურებაზე, რომლებიც ახალ მიტროპოლიტს არ ემორჩილებიან. „ყველაფრის პატიება შეიძლება თუ ადამიანი სინანულს გამოხატავს. ეკლესია არაა პირდაპირ დამსჯელი ორგანო. ნებისმიერი საეკლესიო სასჯელი არის საშუალება, რომ ადამიანში სინანული აღძრას. პირველ რიგში, სინანულისკენ მოუწოდებს ეკლესია ადამიანს“ – განუცხადა დეკანოზმა ლონგინოზმა „მედიაცენტრ მთავარს“ და განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეკლესიამ, შეიძლება დარღვევაზე თვალი დახუჭოს. „იღუმენია თამარმა და კიდევ რამოდენიმე სასულიერო პირმა გაიზიარა მეუფე პეტრეს შეხედულებები. ზოგმა ეპარქიაში მსახურებაზეც უარი განაცხადა. შეხედულების გაზიარება და პიროვნული მხარდაჭერა ეს არაა ისეთი სახის დანაშული…

მეტი...

პრეზიდენტი სოფიო კილაძის მიმართ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა მიუღებელია. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, სოფიო კილაძის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა: “ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა,”-  წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა. სოფიო კილაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

მეტი...

ერაყელმა მამაკაცებმა ამერიკული ფილმები რომ ნახეს, ჩადრიანი ცოლები არ უნდოდათ – რას ამბობს ეკლესია გეი დრამის პრემიერაზე?!

„ეკლესია სადარაჯოზე უნდა იყოს, საზოგადოების გვერდით“ – ასეთია დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილის შეფასება სასიყვარულო გეი დრამის პრემიერასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადების ერთი ნაწილი აპროტესტებს. ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“  სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავეს ეხება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. „ქართული მარში“ და საზოგადოების გარკვეული ჯგუფები კი  სამოციქულო ეკლესიას მიმართავენ და მოუწოდებენ, ყველაფერი გააკეთონ „გეი პროპაგანდისტული ფილმის“  ჩვენების ჩასაშლელად. „მედიაცენტრი მთავარი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეკანოზს ესაუბრა. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა,  ეს მხოლოდ ეკლესიის სატკივარი არ არის. „ეკლესია, როცა ხმას იღებს, ამას ხშირად ისეთი შეფასება ეძლევა, თითქოს მარტო ეკლესიისთვის წარმოადგენს…

მეტი...

ომბუდსმენი შს მინისტრს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ზოგადი წინადადებით მიმართა, სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე მოხდეს ბოლო წლებში ლგბტ+ თემის წარმომადგენლების გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ინდივიდუალური ფაქტების გააზრება და ამ მიმართულებით, ერთიანი პრევენციული და რეაქტიული ღონისძიებების დაგეგმვა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვის კუთხით, ბუნდოვანია და უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობას არ ადასტურებს. “სახალხო დამცველმა ზოგად წინადადებაში მიმოიხილა ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების რეალიზების მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ ფაქტების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის…

მეტი...

სამგორში, აბაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე, ორი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი დღეს სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა. ინფორმაციის თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. აბაშვილის ქუჩაზე N15 კორპუსის მიმდებარედ 500 კვ.მ ფართობის კაუჩუკისსაფარიანი კალათბურთის მოედანი ეწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა და სპორტულ მოედანთან განთავსდა ტრიბუნა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 113 646 ლარია. სამუშაოებს სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „კვადრელი“ აწარმოებს. სპორტული მოედანი მიმდინარე თვის ბოლომდე გაიხსნება. აბაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი სპორტული მოედნის…

მეტი...

“2020 წელი ნამდვილად აღარ იქნება საქველმოქმედო წელი” – დავით ჭიჭინაძე

“ერთი წლის წინ, საქართველოს მოსახლეობამ „ვალიც დააბრუნა“ და „ქველმოქმედებაც“ გაიღო, შესაბამისად ანგარიშიც გასწორებული და გათანაბრებულია, მაგრამ 2020 წელიც უკვე ნამდვილად აღარ იქნება საქველმოქმედო წელი”,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად გაიგო, რომ აღარ ჰქონდა ის ძალაუფლება, რაც 2013, 2014, 2015 წლებში, ამიტომ მას მოუწია თხოვნა. „ამ თხოვნას მოსახლეობა დაჰყვა და მხარი დაუჭირა, მაგრამ თხოვნა შეიძლება დააკმაყოფილო ერთხელ. დღეს უკვე პირდაპირ თუ ირიბად, ივანიშვილი თავად აღიარებს, რომ არ გამოუვიდა არაფერი რადგან, მივიღეთ პრეზიდენტი, რომელიც თითქმის ყოველ დღე გვაოცებს…

მეტი...

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მონასტრიდან ძაღლების გაყვანა ითხოვა

ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მონასტრიდან ძაღლების გაყვანა ითხოვა. ორი ძაღლი – აზიური ნაგაზი ბასარა და ინგლისური ბულდოგი ლორდი, რეზიდენციიდან, ყოფილი იღუმენია თამარის თანხმობით, მოსავლელად ჟურნალისტებმა წაიყვანეს. სამღვდელოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიტროპოლიტ გრიგოლთან დარჩენას და მსახურების გაგრძელებას არ აპირებენ. ცნობისთვის, გუშინ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ეპარქია დატოვა.

მეტი...

“ბენზინს არავინ სვამს და სახლში არ მიაქვს, ამის საჭიროება იყო” – კალაძე მერიის გაზრდილ ხარჯებზე

IDFI-ის კვლევას, რომლის  თანახმად, 2018 წელს თბილისის თვითმმართველობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დედაქალაქის საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება და 2018 წლის წარმომადგენლობითი ხარჯებიც,  დედაქალაქის მერი,  კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ყველა ცვლილება და ხარჯი განპირობებულია აუცილებლობიდან გამომდინარე. “ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, განპირობებულია  და მიმართულია აუცილებლობიდან გამომდინარე. ალბათ ამის საჭიროება იყო, ბენზინს არავინ სვამს და სახლში არ მიაქვს, ამის საჭიროება იყო და იქნა გამოყენებული”, – განაცხადა კახა კალაძემ. კვლევაზე კომენტარი გააკეთა თბილისის ყოფილმა მერმაც. დავით ნარმანიამ თავისი მმართველობის დრო გაიხსენა და განაცხადა, რომ პერსონალის აყვანა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ხდებოდა. “მინდა ხაზგასმით დავადასტურო ის, რომ კანონმდებლობით…

მეტი...

საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ეწვევიან

5-9 ნოემბერს საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ადამ კიზინგერი და ალექს მუნი ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში კონგრესმენები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, ასევე ეწვევიან ბათუმისა და ფოთის პორტებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის წევრები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ადამ კიზინგერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, რაც მის საკანონმდებლო ინიციატივებსა და საჯარო გამოსვლებში გამოიხატება. კიზინგერი აშშ-ის კონგრესის მიერ 2019 წელს მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის თანაინიციატორია.  ასევე, კიზინგერის ხელმოწერაა 29 კონგრესმენის მიერ აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლისთვის…

მეტი...

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია ამჯერად მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მუშაობს. ადგილზე სამი ობიექტის, სასკოლო სემინარის, ღვინის მარნის და პატრიარქის რეზიდენციის ინვენტარიაზაცია მიმდინარეობს. კომისიის წევრები უკვე გაეცნენ სასკოლო სემინარიაში და ღვინის სახლში  არსებულ მდგომარეობს, რის შემდეგაც პატრიარქის რეზიდენციაში გადაინაცვლებენ.  კომისიის წევრის, არქიმანდრიტ დავით კემულარიას თქმით, აღწერა ეპარქიის გადაბარების გამო გახდა საჭირო.  პროცესს დაესწრო სემინარიის ყოფილი რექტორი მამუკა დანელია და კომისიას სემინარიაში არსებული ყველა დოკუმენტაცია მიაწოდა.

მეტი...

თბილისში დამატებით 30 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში „ისუზუს“ (ISUZU) და „მენის“ (MAN) მარკის 30 ავტობუსი შემოვიდა. ახალი ავტობუსები ექვს ნოემბერს N5, N90, N106, N112 მარშრუტებზე გავლენ, ხოლო რვა ნოემბერს – N1, N31, N124 მარშრუტებზე. 12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებენ N19, N57, N80 და N122 მარშრუტებზე. ახალი ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში არსებულ დასახლებებს და შემოერთებულ სოფლებს ცენტრალურ უბნებთან დააკავშირებს. როგორც „მენის“​ (MAN)​, ასევე „უსყზუს“ მარკის ავტობუსები „ევრო 6“ (EURO 6) ემისიის სტანდარტისაა, სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებით, დამონტაჟებულია საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემები, ასევე, usb დამტენები. გარდა ამისა,…

მეტი...

ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა

თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა. გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მცხოვრებლები არიან. თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც 23 წლამდე ახალგაზრდები არიან. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. 

მეტი...

დეპუტატი ადადსტურებს, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო

“ქართული ოცნების” დეპუტატი სოფიო კილაძის განცხადებით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა. სოფიო კილაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს. “დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ამასთანავე, მე ვუფრთხილდები  გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობას, ჩემს არასრულწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტრესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, თუ აქვთ ნანახი შემაკავებელი ორდერი, იქ იყო მხოლოდ ფსიქოლოგიური…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის პროექტს, მთაწმინდიდან კუს ტბამდე ტერიტორიის გამწვანებას, ლევან დავითაშვილი დადებითად აფასებს

ბიძინა ივანიშვილის ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისში, მთაწმინდიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანდება,   გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილების პირობებში, ურბანული დასახლების გამწვანება. „მისასალმებელია კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზადყოფნას გამთქვამს სრული მხარდაჭერა გამოხატოს და კომპეტენციის ფარგლებში, კვალიფიციური სპეციალისტებით ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.  დღეს მსოფლიო კლიმატის ცვლილების პირობებში, როდესაც მიწის გამოშრობის პროცესი მიმდინარეობს, ურბანულ დასახლებებში გამწვანება აუცილებელი პირობაა, იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მძიმე შედეგები შევარბილოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტ…

მეტი...

“კურსის ცვალებადობა ფასებზე აისახება” – ბიზნესომბუდსმენი

” დოლარის კურსი ერთ-ერთი გამოწვევაა დღეს ბიზნესისთვისაც, რადგანაც გაძვირებული პროდუქცია და შემცირებული მსყიდველუნარიანობა მათ გაყიდვებზეც რეალურად აისახება“ – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა ლარის კურსთან და ინფლაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის ნაწილია და შესაბამისად, რეგიონში არსებული პროცესები მასზე გავლენას ახდენს. „ დოლარიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, კურსის ცვალებადობა აისახება ფასებზე და აისახება იმ მოქალაქეების მსყიდველუნარიანობაზე, რომელთაც აქვთ შემოსავალი ლარში და ვალდებულებები დოლარში. ამიტომ, მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ერთგვარად, მაღალი კურსის გავლენის შედეგია”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. როგორც ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო ნაკადის…

მეტი...

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია უნდა გაფართოვდეს და დაიწყოს სამართლებრივი დევნა“ – ცენტრი „ემპათია“

„არაადეკვატური სახელისუფლებო პოლიტიკის ნაწილია ის, რომ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, დღეს-დღეობით, მხოლოდ მეხუთე ხარისხოვანია და ეთნიკურად არა რუსი სამხედროების ამარაა დარჩენილი“ – განაცხადა წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძვანელი მარიამ ჯიშკარიანმა მედიაცენტრ მთავარში“ და სიის გაფართოება მოითხოვა. მისივე შეფასებით, ამ სიის წევრებს, საერთაშორისო დონეზე მკაცრი რეგულაციები უნდა დაუწესდეთ. „ეს სია ასეთი არაქმედითუნარიანი არ უნდა იყოს. საერთაშორისო ასპარეზზე უნდა დაისვას საკითხი, რომ ამ სიაში ვინც მოხვდება, როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ს მიერ მკაცრი რეგულაციები უნდა დაუწესდეთ.  სია აუცილებლად უნდა გაფართოვდეს“ – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“. ცენტრის იურისტის გიგა ლემონჯავას…

მეტი...

დავით ზალკალიანი, შვედეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას. დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება. „დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორასთან აქტიური კომუნიკაცია. საელჩო თქვენი სახლია და შესაბამისად, აქ არ უნდა არსებობდეს ბარიერები”, – განაცხადა მინისტრმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე. მისი თქმით, მას დიასპორასთან დაკავშირებული საკითხები პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და მუდმივად საქმის კურსშია მიმდინარე საჭიროებებთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა…

მეტი...

ქართველი მძღოლი, რომელსაც მანქანა-მაცივრით არალეგალები გადაჰყავდა დააკავეს

ქართველი მძღოლი, რომელსაც საბერძნეთში, მანქანა-მაცივრით 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა დააკავეს. 41 მიგრანტიდან, 6 არასრულწლოვანია. დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან. “სქაი ნიუსის” ცნობით, ისინი ევროკავშირის ზონაში ცდილობდნენ შეღწევას.  მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც მანქანა-მაცივრით არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავთ.

მეტი...

„ემპათია“ რუსეთის სამხედრო პროკურატურისგან პასუხს ელოდება, შემდგომი ეტაპი სტრასბურგი იქნება – კვარაცხელიას საქმე

ოკუპირებულ აფხაზეთში, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ცენტრი „ემპათია“ რუსეთის სამხედრო პროკურატურას წერილს მეორედ უგზავნის და გარდაცვლილის მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებას ითხოვს. სწორედ მიღებულ პასუხზე იქნება დამოკიდებული საქმის ევრო სასამართლოში გაგზავნა. როგორც წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთიდან მიღებულ წერილს დაელოდებიან, შემდგომი ეტაპი კი საერთაშორისო სასამართლო იქნება. „მივმართეთ რუსეთის მთავარ პროკურატურას, საიდანაც გადაიგზავნა ჩვენი მიმართვა რუსეთის სამხედრო პროკურატურაში. სამხედრო პროკურატურიდან მოვიდა წერილი, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებენ. მათ კიდევ ერთი წერილი გავუგზავნეთ, სადაც ვითხოვთ, რომ…

მეტი...

“ადმინისტრაციულ საზღვარს „პარაოკუპირებული“ უნდა ეწოდოს, დევნილებს კი სტატუსი უნდა შეეცვალოთ“ – მარიამ ჯიშკარიანი

წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სასაზღვრო ზოლისთვის სახლის შეცვლასა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სათანადო სტატუსის მინიჭებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯიშკარიანმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ადმინისტრაციული სასაზღვრო ზონა, შინაარსობრივად და  ტერმინოლოგიით ისე უნდა შეიცვალოს, რომ ის რეალურ მდგომარეობას ასახავდეს. ეს არის „პარამილიტარული ზონა,“ „პარაოკუპირებული რეგიონი“.  ეს ასახავს ამ ვითარებას, რაც რეალურად არსებობს. ამ სტატუსის  შესაბამისი უნდა იყოს მოსახლეობასთან პოლიტიკაც და  როგორც ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ინსტიტუების წარმომადგენლებს უნდა მოეთხოვოთ, ამ ტერიტორიებზე შესაბამისი პოლიტიკა აწარმოონ“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება…

მეტი...

ხულოში, არასრულწლოვანი ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცეს – დაკავებულია სამი ახალგაზრდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის, ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული სამი პირი, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ც.- მ, ორ თანამზრახველთან – თ.ჯ.-სა და ნ.ი.-სთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე მყოფი ქართული ბატალიონი მოინახულა

ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაგრამის ბაზაზე მყოფი ქართული ბატალიონი მოინახულა. თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასრულების შემდეგ იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს აეროპორტში ბაზის მეთაური, ბრიგადის გენერალი ბრიან ვოლფორდი დახვდა და შეხვედრაზე ქართველი სამხედროების როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან გამართა შეხვედრა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა და ღირსეული პირობების შესაქმნელად დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული გეგმები გააცნო. „სწორედ, თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე. თქვენი დამსახურებაა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი აღიარება მთელ მსოფლიოში…

მეტი...

საპარლამენტო მდივნად ბექა დოჭვირი დაინიშნა

მთავრობის საპარლამენტო მდივნად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ბექა დოჭვირი დაინიშნა. 2017 წლიდან 2019 წლის სექტემბრამდე, ბექა დოჭვირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას, მანამდე კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. ასევე, 2015- 2016 წლებში, ბექა დოჭვირი ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო, მანამდე კი 2013 წლის აპრილიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატში მუშაობდა. 2009-2013 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი იყო.

მეტი...

„ფაქტზე, რაზეც მეუფე იაკობმა ისაუბრა, ალბათ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან“ – დეკანოზი  

დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილის განცხადებით, შესაფერის დროს, სავარაუდოდ, ეკლესია მეუფე იაკობის ბრალდებებით დაინტერესდება. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი დასაჯა და კიდევ დამატებითი სასჯელი საჭიროდ არ ჩათვალა. კითხვაზე, სინოდი მეუფე იაკობის ბრალდებებით უნდა დაინტერესდეს თუ მისი ბოდიშით საკითხი ამოწურულია, დეკანოზმა გვიპასუხა, რომ სინოდმა მეუფე სათანადოდ დასაჯა. „წმინდა სინოდის ოქმს რომ გაეცნოთ, მეუფე იაკობის საკითხი დადგა სინოდზე და განიხილეს. ისე არ ყოფილა რომ მეუფე იაკობის საკითხი არ გასულა და მეუფე პეტრეს საკითხით დაიფარა. მეუფე იაკობს მიეცა მკაცრი გაფრთხილება. საეკელესიო სასჯელთა შორის გაფრთხილება ითვლება ერთ-ერთ სასჯელად. სინოდმა უფრო მკაცრი ზომები…

მეტი...