“საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი” – ბადრი ჯაფარიძე “საქსტატის” მონაცემებს ეხმაურება

“საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან”, – ასე აფასებს ბადრი ჯაფარიძე “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემს, რომლის თანახმადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ოქტომბერში 6.9 პროცენტს გაუტოლდა. ,,ასეთი მაღალი ინფლაცია პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ. საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი. იმდენად, რომ უნდა შეიქმნას ეკონომიკური ინიციატივების ერთობა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაღალი ინფლაცია გამოწვეულია გაუფასურებული კურსის გამო. ფაქტია, რომ ლარის კურსის დაწევა დოლართან მიმართებაში რამდენიმე…

მეტი...

ახალქალაქში მე-13 საუკუნის სამლოცველო მეორედ დაარბიეს

მე-13 საუკუნის სამლოცველო სოფელ ხულგუმოში ადგილობრივებს დღეს მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. დაზიანებული ხატები, ძირს დაყრილი საეკლესიო ნივთები და დამსხვრეული ინვენტარი სამლოცველოში შესულმა მოქალაქეებმა დილით ნახეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს.  სამართალდამცველები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად გამოჩნდნენ. თითქმის 8 საუკუნოვანი ძეგლი, რომელშიც როგორც მართლმადიდებლები, ისე გრიგორიანელები და კათოლიკეებიც ლოცულობენ, წელს უკვე მეორედ დააზიანეს. პირველი შემთხვევა აპრილში მოხდა და დამნაშავე პოლიციას არ უპოვია. სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, რომელიც დღეს ადგილზე იყო მისული და ვანდალური აქტის შედეგები საკუთარი თვალით იხილა, ამბობს, რომ სამლოცველო, სავარაუდოდ, იმავე პირმა დაარბია, რომელმაც ეს ნახევარი წლის წინ ჩაიდინა. კულტურული…

მეტი...

“სინოდმა თავისი თქვა, მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება” – სალომე ზურაბიშვილი

“სინოდმა თავისი თქვა, მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საკითხი ძალიან სენსიტიურია. „ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. როცა იქნება, დამერწმუნეთ, მე საზოგადოებას ვეტყვი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ…

მეტი...

ტოგოში მეკობრეებმა გემი გაიტაცეს, რომლის ბორტზეც ქართველი მეზღვაურია

ტოგოში ლომეს პორტში, მეკობრეებმა გემი გაიტაცეს, რომლის ბორტზეც ქართველი მეზღვაურია. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ოთხ ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. მათივე ცნობით, თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გაიტაცეს ოთხი მეზღვაური: ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე. „გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში ლომეს პორტში.  ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა…

მეტი...

ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ლიეტუვაში ბინის ქირის დავალიანება აქვს

ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ლიეტუვაში ბინის ქირის დავალიანება აქვს.  სალუქვაძის განცხადებით, დავა არის უსაფუძვლო. მისივე თქმით, ბინის მეპატრონემ მისი ქვეყნიდან წასვლით ისარგებლა. როგორც სალუქვაძე ამბობს, სტატია, რომ ლიეტუვის სასამართლომ მას ბინის ქირის დავალიანების გადახდა დაავალდებულა, მისთვის ზიანის მისაყენებლად, შეკვეთით დაიბეჭდა. „აბსოლუტური სიცრუე და თითიდან გამოწოვილი ამბავია, დაიბეჭდა შეკვეთით. ზუსტად მითხრეს, რომ ვიღაცას აინტერესებდა და იმიტომ. რეპუტაციის დაზიანება აინტერესებდა ვიღაცას, როგორც დიპლომატის და ჩემი, როგორც ქართულ-ლიეტუვური ურთიერთობის სიმბოლო. დიდი ხანი მომიწია იქ ყოფნა, ექვსი წლის განმავლობაში და ლიეტუველებისთვის გავხდი სიმბოლო საქართველოსი. სწორედ ამისთვის ზიანის მიყენება იყო მიზანი. რაც დაწერა ლიეტუვურმა სააგენტომ და მისი გავრცელება მოხდა ქართული მედიით,…

მეტი...

უმძიმესი კადრები ნორიოდან – ფარაში შევარდნილმა ტრაილერმა ცხვრები გასრისა (ვიდეო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სოფელ ნორიოში. ტრაილერი ფარაში შევარდა და 70-ზე მეტი ცხვარი გასრისა.  ნორიოს ხიდზე გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში კახა ბოლოთაშვილი ავრცელებს. 

მეტი...

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამოქმედდესს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექნაიზმები“ – ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია 4 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც 60 წლამდე ასაკის ქალბატონი დაშავდა და საჭირო გახდა, მკურნალობის მიზნით, მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებების შედეგად, ადგილზე საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა შექმნილი. მოსახლეობას შეზღუდული აქვს გადაადგილების უფლება და ხშირ შემთხვევაში ამის გამო არ ეძლევა, მათ შორის, კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია და საოკუპაციო რეჟიმები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას ახდნენ.  „ქართული მხარე…

მეტი...

რას სთავაზობს კიევის უმაღლესი სასწავლებელი ქართველ აბიტურიენტებს?

აბიტურიენტებს, რომლებმაც 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარეს, კიდევ აქვთ შანსი, სტუდენტის სტატუსი ამ წელსაც მიიღონ. ამის შესაძლებლობას მათ შპს საერთაშორისო საინფორმაციო საკონსულტაციო მოსამზადებელი სასწავლო მეთოდური ცენტრი „კავკასია1″ აძლევს. სწორედ ეს სასწავლო ცენტრი უწევს კოორდინაციას, რომ მსურველებმა სწავლა უკრაინაში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე-საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე განაგრძონ. კიევის უმაღლესი სასაწვლებლები გასცემს სახელმწიფო დიპლომს, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა აღიარებული. ცენტრი ასევე ახორციელებს მობილობის პროგრამას საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტებში. რაც შეეხება სწავლის საფასურს, ის ხელმისაწვდომია ყველასთვის: მათ შორის, სოციალურად დაუცველებისთვის, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაც. როგორც შპს საერთაშორისო საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში აცხადებენ, „კავკასია1“ უზრუნველყოფს აბიტურიენტების…

მეტი...

პროკურატურამ გია უდესიანისა და ზაზა გუგავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დევნა უდესიანის მიმართ დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“’ ქვეპუნქტით. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 9 ნოემბერს, გ.უ.-ს ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი…

მეტი...

„კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა“ – ბიძინა ივანიშვილი

„კომენტარის ღირსიც კი არ არის ის, რაც ბერას აბსოლუტურად გულწრფელ ნაბიჯს მოჰყვა“ – ასე პასუხობს ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბერას მიერ ამაზონის ტყის დასახმარებლად გაღებულ შემოწირულობასთან დაკავშირებით გარკვეულ წრეებში გამოწვეულ უარყოფით აჟიოტაჟს. მისი თქმით, ეს ყველაფერი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა და მათ დონეზე დასვლა იქნება, განსაკუთრებული ყურადღება რომ მივაპყროთ მათ არაჯანსაღ რეაქციას. „თუმცა, ისე გაერთნენ ნეგატივში, რომ გადაწვდნენ თბილისის სტიქიის ლიკვიდაციის თემას, რაშიც ისევ ისე შეირცხვინეს თავი, როგორც ყველაფერ დანარჩენში – ჩვენმა ხალხმა იცის, რა და როგორ იყო. ეს არ იკმარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის პრობლემა…

მეტი...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. როგორც შსს-ში აცხადებენ, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება. უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.

მეტი...

გაზრდილი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე – წლიური ინფლაციის დონე 6.9%-ია

ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8% შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.2%-იანი ზრდა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.6 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული…

მეტი...

“ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა” – ბიძინა ივანიშვილი

” ღრმად მწამდა და დღესაც მწამს, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება და სწორედ ამ პრინციპის ერთგულებით ვეწეოდი წლების განმავლობაში ამ საქმიანობას, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, თავდაყირა დააყენა ყველაფერი”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ გამოცემა „ანტრეპრენერთან“  განაცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ქველმოქმედებასთან დაკავშირებით მისი ხედვა შოთა რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიას“ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. „ეს ხედვა მე ათეული წლების წინ ჩამომიყალიბდა და დაახლოებით 15 წლის წინ, ქართულ პრესაშიც გამოქვეყნდა. მაშინდელი ოპოზიციის ძალისხმევით საჯარო გახდა ის, რაც წლების განმავლობაში…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, გაასხვისოს სასტუმრო “პარაგრაფი”, “პანორამა თბილისი” და 8 სასტუმრო

ბიძინა ივანიშვილი მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი. როგორც ქართულ გამოცემა  „ანტრეპრენერთან” ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან რომელიღაცა ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, მზადაა, ეს თანხაც დააკლოს ნომინალურ ფასს, 60 მილიონს. ამასთან, გამოწერა აღნიშნავს, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტის, შეძენა შესაძლებელი იქნება 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლებით და მასზეც გავრცელდება ის პირობა, რაც „პარაგრაფის“ შემთხვევაში. გარდა ამისა, Entrepreneur Georgia-ს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, თვითღირებულებით ან გარკვეული ფასდაკლებით გაასხვისოს „ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ მშენებარე რვავე სასტუმრო ერთადერთი პირობით…

მეტი...

„პატრიარქმა და სინოდმა უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა, სხდომის „ლაივში“ ჩატარება“ – დეკანოზი

მეუფე პეტრეს მოთხოვნაზე წმინდა სინოდის სხდომის პირდაპირი ტრანსლირების რეჟიმში ჩატარებასთან დაკავშირებით დეკანოზმა ლონგინოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პატრიარქისა და სინოდის წევრების გადასაწყვეტია.      „ეს არ არის აპრიორი, რომ სინოდის სხდომა „ლაივში“ ჩატარდეს. თუმცაღა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისაგან დაფარულია სინოდის სხდომა. სხდომის შესახებ ოქმი იწერება და ეს ხდება საჯარო. თავად პატრიარქისა და სინოდის წევრთა გადასაწყვეტია, ღირს თუ არა, ამა თუ იმ სინოდის სხდომის „ლაივში“ ჩატარება. მსგავსი პრაქტიკა არც ერთ ეკლესიაში არ არის მიღებული. თუ განსაკუთრებული შემთხვევაა და ისეთი საკითხის განხილვა ხდება, რაც ფართო საზოგადოებისათვის დიდი ინტერესს…

მეტი...

“მაშინდელმა ტენდენციურობამ დამაზარალა…რატომ მიიჩნიეთ, რომ უსამართლოდ ჩატარდა პროპორციული არჩევნები”? – სიმონ ნოზაძე მოსამართლეობის კანდიდატს

ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ, მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს, მის მიერ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეახსენა და კითხვით მიმართა თუ რატომ მიიჩნია, რომ უსამართლოდ ჩატარდა პროპოციული არჩევნები. „როგორც ვიცი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინდელმა ტენდენციურობამ დამაზარალა, მაგრამ აქ საკითხი ჩემზე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მე ამას ერთგვარი გაგებით ვეკიდები – მაშინდელი პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთი შეიქმნა, ალბათ ასე სჭირდებოდა მაშინდელ სახელმწიფოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. სამართლებრივი პასუხი ამ საკითხზე 16 წელია, ვერ მივიღე. ძალიან მაფიქრებს ეს საკითხი. რატომ მიიჩნიეთ პირადად თქვენ, რომ…

მეტი...

“წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა არც ერთ ეტაპზე არ მიგვრძნია” – მოსამართლეობის კანდიდატი

“იმედს ვიტოვებ, რომ ეს პარლამენტი მაინც შეძლებს იმ ხარვეზების აღმოფხვრას სისხლის სამართალში, რაც დღემდე რჩება და ხელს უშლის მოსამართლეს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ განაცხადა. ნინო ქადაგიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მასზე ზეწოლა არ ყოფილა. მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემა, ინსტიტუციურად თავისუფალია. “წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა არც ერთ ეტაპზე არ მიგვრძნია, ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა, ჩემი პრინციპები ისე გამეტანა, როგორც საჭიროდ მივიჩნევდი. მარტივი არ არის, პასუხი გასცე კითხვას, სისტემაზე ზეწოლა არის თუ არა. ჩემი მოსაზრებით, ვიტყვით, რომ სასამართლო თავისუფალია ინსტიტუციურად“, – განაცხადა…

მეტი...

„ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია, როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა, შეღავათებით ისარგებლო” – ბიძინა ივანიშვილი

„შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება წყალტუბოში” – ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. კითხვაზე, რატომ არ ისარგებლა შეღავათით, რომელსაც სახელმწიფო აწესებდა, რომ წყალტუბოში ძველი საავადმყოფოს ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცათ მისთვის, ვინც ახალს ააშენებდა, “ქართული ოცნების” დავმჯდომარემ უპასუხა: „ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია, როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა, შეღავათებით ისარგებლო. ის, რაც სხვა ბიზნესმენისთვის ნორმალური იქნებოდა, ჩვენს შემთხვევაში დაუშვებლად მივიჩნიეთ. ფული ბიუჯეტში შევიდა და სახალხო საქმეს მოხმარდება“. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოში სახელმწიფო…

მეტი...

„აპრიორი არ არის, მეუფე პეტრე მონასტერში წავიდეს, ამის გამო, უმკაცრესი ზომები არ მიიღება“ – დეკანოზი კანონიკურ სამართალზე

„მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, სასჯელის კონკრეტული პერიოდი განსაზღვრული არ არის. მას უვადოდ მიეცა სასჯელი. ეს სასჯელი დამოკიდებულია იმაზე, თვითონ რა ხარისხის სინანული შეუძლია გამოხატოს“- განაცხადა დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და კანონიკური სამართლის ნორმებზე ისაუბრა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, შემდგომი ნაბიჯები ტავად მეუფეზეა დამოკიდებული. შესაძლოა, მან ყველაფერი დაიბრუნოს ან პირიქით, ყველაფერი დაკარგოს. „ამის შემდეგ მიიღებს სინოდი გადაწყვეტილებას მას აღუდგინოს პირვანდელი მდგომარეობა თუ პირიქით. თუ იგივე გააგრძელა, შესაძლოა, მკაცრი სასჯელიც მიიღოს წმინდა სინოდმა. თუ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით  მეუფე პეტრე არ დაემორჩილებოდა და გაეგრძელებინა მღვდელმოქმედებას ან ეპარქიას არ დატოვებდა,…

მეტი...

„ყველაზე მძიმე სასჯელი სასულიერო ხარისხიდან განკვეთაა, სინანულის შემთხვევაში, მეუფე პეტრეს სრული უფლება აღუდგება“ – დეკანოზი

კანონიკური სამართლის კათედრის გამგემ, დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“ კანონიკური სამართლის ნორმებზე ისაუბრა და ყველა იმ კითხვას უპასუხა, რაც მეუფე პეტრესა და სინოდის სხდომას უკავშირდება. როგორც დეკანოზმა განმარტა, მეუფე პეტრეს ამჟამინდელი მდგომარეობა და სტატუსი მხოლოდ დროებითია.      „საეკლესიო კანონების მიხედვით, სასულიერო პირთა სასჯელი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ყველაზე მძიმე ხასიათის სასჯელია მღვდელმოქმედების შეწყვეტა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მღვდელს ან ეპისკოპოსს გარკვეული მსახურების შესრულება არ შეუძლია. მაგალითად, დამოუკიდებლად ჩაატაროს წირვა, ღვთის მსახურება. ხოლო, ეპისკოპოსის შემთხვევაში, მას არ შეუძლია მართოს ეპარქია, მღვდლებს დაასხას ხელი, ტაძრები აკურთხოს და ა.შ ის რაც საეპისკოპოსო პრივილეგიებს წარმოადგენს.…

მეტი...

„მეუფე პეტრეს “მოქალაქე პეტრეს”მოხსენიება შეურაცხყოფაა, ის ხარისხიდან განკვეთილი არ არის“ – დეკანოზი

„მეუფე პეტრეს სტატუსთან დაკავშირებით, ხშირად, მედიასაშუალებები არასწორად მოიხსენიებენ. ეს კი საზოგადოებაშიც გაურკვევლობას იწვევს. ბოლომდე ვერ გაერკვია საზოგადოება სინოდმა, კონკრეტულად რა გადაწყვეტილება გამოიტანა მეუფე პეტრესთან დაკავშირებით“ – განაცხადა  კანონიკური სამართლის კათედრის გამგემ, დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე და მეუფე პეტრეს ხარისხთან დაკავშირებით ისაუბრა. „მეუფე პეტრე ხარისხიდან არ გაკნვეთილა. მას დროებით აეკრძალა მღვდელმოქმდების უფლება. მას საეპისკოპოსო ხარისხი შენარჩუნებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოხსენიება ხდება ისე როგორც აქამდე – ეპისკოპოსი-მიტროპოლიტი პეტრე. მისი მოხსენიება მამაოს, ბერის სახელით არასწორია და გარკეულწილად არაკორექტულიც. მას ვიხსენიებთ, როგორც მეუფე პეტრეს. მას მიტროპოლიტის სტატუსი შენარუნებული…

მეტი...

„ჩემი ინტიმური ცხოვრების არ მეშინია, მხოლოდ საპირისპირო სქესთან ვცხოვრობ და ამით ვარ ძლიერი“ – სანდრო ბრეგაძე

„რეჟისორებმა ჩემი ინტიმური სცენარები სად ნახეს არ ვიცი, თუმცა მე, ჩემი ინტიმური ცხოვრების არ მეშინია. გადახრების გარეშე ვცხოვრობ და ამით ვარ ძლიერი“ –  ეს განცხადება „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და ოსკარზე წარდგენილი ფილმის რეჟისორებს მოუწოდა, საქართველოში ამ „სიბილწის პროპაგანდის“  ჩვენება არც გაბედონ. ქართული ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ,” რომლის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს იმართება, საზოგადოების ერთი ჯგუფის გაღიზიანებას იწვევს. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავეს ეხება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. ფილმის პროდიუსერები აცხადებენ, რომ მათ ნამდვილ ისტორიებზე აგებული, ქართული საზოგადოების პრობლემები გადმოსცეს.…

მეტი...

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი” ღონისძიებას მართავს

დღეს, 16:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ორგანიზაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სოციალურად დაუცველი ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და გაეცნონ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა სოციალურ კამპანიას. “ღონისძიების მთავარი მიზანია დამსწრე პირები გაეცნონ კარიტასის საქართველოში მუშაობის 25 წლის შედეგებს და ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობას. საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას 1994 წლიდან ემსახურება,” – განუცხადეს ფონდის ორგანიზატორებმა “მედიაცენტრ მთავარს”. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ორგანიზაციის უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორები, დონორები, ელჩები, ორგანიზაციის თანამშრომლები და…

მეტი...

„მივმართავ სინოდსა და სამოციქულო ეკლესიას, ერთად ჩავშალოთ გახრწნილების პროპაგანდა“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე საქართველოს საპატრიარქოსა და სინოდს თხოვნით მიმართავს, მრევლს მოუწოდონ, 8 ნოემბერს ქუჩაში გამოვიდნენ და ოსკარზე წარდგენილი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრეზენტაცია ჩაშალონ. როგორც სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ვალდებულებაა, არ დაუშვას “მამაკაცების გახრწნილი ცხოვრების პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება”. მისი თქმით, ფილმის პრეზენტაციის ჩაშლა, მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს. “მინდა, თხოვნით მივმართო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და მოვუწოდო, რომ დააფიქსიროს თავისი მკაფიო პოზიცია ამ ფილმთან დაკავშირებით. მოუწოდოს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და მშვიდობიანი ფორმით ჩაშალოს გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება. ესაა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის…

მეტი...

“სიბილწის პროპაგანდის ჩვენება საქართველოში არ შედეგება, ფილმის ჩვენებას ჩავშლით“ – „ქართული მარში“ ოსკარზე წარდგენილი ფილმის წინააღმდეგ

„ქართული მარშის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ,“ სიბილწის პროპაგანდად აფასებს და აცხადებს, რომ ამ ფილმის ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში არ უნდა შედგეს. „ეს არის გარყვნილებისა და მამაკაცებს შორის გაუკუღმართებული ცხოვრების, სიბინძურის პროპაგანდა, რომელიც კავკასიელებისთვის მიუღებელია“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და ჩვენების ჩაშლაზე  ისაუბრა.   „უცხოეთში, მცხოვრები ჩემი მეგობრების მეშვეობით გარკვეული ფრაგმენტები ნანახი მაქვს ამ ფილმის. მთლიანად ნახვის სურვილიც არ მაქვს, მხოლოდ ფრაგმენტები ვნახე, ისეც იმიტომ, რომ უნდა ვიცოდე, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე.  ეს არ არის მხატვრული ღირებულების ფილმი, ესაა „გეი პროპაგანდა“ დაახლოებით…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, სანდროსაც აქვს ინტიმური ურთიერთობა და რა არის პრობლემა თუ ფილმში ინტიმური დეტალებია?” – ფილმის პროდიუსერი 

ოსკარზე წარდგენილი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საზოგადოების გარკვეული ჯგუფების გაღიზიანებს იწვევს. ეს ჯგუფები, საქართველოში ფილმის პრეზენტაციის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს მამაკაცებს შორის არასწორი ცხოვრების პროპაგანდაა, რომლის შესაძლებლობასაც არავის მისცემენ. როგორც ფილმის პროდიუსერი ქეთი  დანელია “მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ფილმში ინტიმური დეტალები არის, თუმცა, ეს ჩეულებრივი ამბავია და საზოგადოებას ამაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. „მათ აქვთ უფლება გააპროტესტონ ის რაც უნდათ, უბრალოდ კანონის ფარგლებში. რას ნიშნავს ფილმის ჩვენების შესაძლებლობას არ მოგვცემენ, გაუგებარია.  ფილმი გადის კინოთეატრში და კინოთეატრებს უკრძალავს ფილმის ჩვენებას? კანონით ამის უფლება არ აქვს“, – განაცხადა ქეთი დანელიამ…

მეტი...